Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Инженерные услуги (Грузия - Тендер #72254701)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: National Agency for Cultural Heritage Preservation of Georgia
Номер конкурса: 72254701
Дата публикации: 09-05-2026
Сумма контракта: 686 760
Осталось 3 дней


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT260009655
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 08.05.2026 19:10
Начало приема предложения 05.06.2026 00:00
Истекает срок принятия предложений 10.06.2026 12:00
Предполагаемая цена закупки 686`760.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 71300000-Инженерные услуги
Коды классификатора
  • 71300000 - Инженерные услуги
  • 71320000 - Услуги по техническому проектированию
Срок подачи გთხოვთ იხილოთ სატენდერო დოკუმენტაცია
Дополнительная информация
ხაშურის მუნიციპალიტეტში, დაბა სურამში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, სურამის ციხის რეაბილიტაციისა და ქვათაცვენის საფრთხეებისგან დამცავი (ენერგიის შთანთქმის) ბადეების მოწყობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების მომსახურება

Preparation of design and cost-estimate documentation for the rehabilitation of the cultural heritage monument — Surami Fortress — located in the town of Surami, Khashuri Municipality, including the installation of protective (energy-absorbing) rockfall barrier nets against rockfall hazards.
Amount or volume of procurement: See attached tender documentation
Procuring entities: Legal Entity of Public Law (LEPL) “National Agency for Cultural Heritage Preservation of Georgia”
Estimated value of procurement: 686`760.00 GEL
Bid should be submitted: including VAT
Classification code (CPV) and classification division number: 71300000 - Engineering services, 71320000 - Engineering design services
Quantity or volume of purchase - See attached tender documentation
Deadline of Service: According to contract deadlines, starting after signing of the contract (See attached tender documentation)
Offer price reduction step: 6868.00 GEL
Guarantee Amount : 6868.00 GEL
The guarantee period: 160 Days.
Количество и объём закупок გთხოვთ იხილოთ სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 6`868.00 GEL
Размер гарантии 6`868 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: khatuna menabdishvili :: 07.05.2026 16:52
  • Последнее исправление: khatuna menabdishvili :: 08.05.2026 19:10
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=686053&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

ხაშურის მუნიციპალიტეტში, დაბა სურამში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, სურამის ციხის რეაბილიტაციისა და ქვათაცვენის საფრთხეებისგან დამცავი (ენერგიის შთანთქმის) ბადეების მოწყობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების მომსახურება

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

 პრეამბულა

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი სურამის ციხე, მდებარეობს ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამის ჩრდილოეთ ნაწილში, კლდოვან გორაკზე (საორიენტაციო ფართი 6000 კვ.მ, მთლიანად, მათ შორის ციხის ფართი 1200მ2 კოორდინატები: X კოორდინატი 42.01626677, Y კოორდინატი 43.56660616). იგი აგებულია XII-XIII საუკუნის მეორე ნახევარში. ამ პერიოდის კედლის ნაშთები შემორჩენილია გალავნის ჩრდილო-დასავლეთ კუთხეში, ხოლო დანარჩენი ნაწილები აღდგენილია XVII და XVIII საუკუნეებში. ქართულ ისტორიულ წყაროებში, როგორც სტრატეგიული პუნქტი, სურამის ციხე მოხსენიებულია 1625 წლიდან, როდესაც იგი გიორგი სააკაძემ გაამაგრა ირანელთაგან თავის დასაცავად. სურამის ციხე-სიმაგრის შემადგენლობაშია: გალავანი, ქვედა ეზო, წმინდა გიორგის ეკლესია, სასახლე და შიდა ციხე კოშკით. გალავანი გეგმაში რთული მოხაზულობისაა, ნაგებია ნატეხი და თლილი ქვით. შესასვლელი ჩრდილოეთ კედლის შუა ნაწილშია. გალავნის დასავლეთ ნაწილი დანგრეულია, შემორჩენილია მხოლოდ 8.0 მ. სიგრძის და 2.0 მ. სიმაღლის კედელი, რომელზეც ეზოს მხრიდან სასახლე იყო მიშენებული. სასახლე ძლიერ დაზიანებულია, შემორჩენილია ნანგრევების სახით. წმინდა გიორგის ეკლესია დგას ქვედა ციხის ეზოს სამხრეთ-აღმოსავლეთის ნაწილში, აგებულია XI-XII საუკუნეებში. ეკლესია დარბაზულია (5,90X6,10.0 მ.), ნაგებია თლილი ქვით. ეკლესია ორნაწილიანია, სამხრეთ ნაწილი აბსიდიანია, ჩრდილოეთ ნაწილი - სწორკუთხა. 1991 წლის აპრილის მიწისძვრამ ის მნიშვნელოვნად დააზიანა: ჩამოიქცა გადახურვა და განადგურდა შემორჩენილი მხატვრობის ფრაგმენტები.
სურამის ციხის კვლევითი სამუშაოები დაიწყო 1946 წელს, არქიტექტორ რ. გვერდწითელის ხელმძღვანელობით. 1957 წელს არქიტექტორთა ჯგუფმა (რ. გვერდწითელი, ა. გოგელია, გ. ჯაფარიძე, რ. ცინცაძე, გ. ჭეიშვილი) განახორციელეს ციხის აზომვითი სამუშაოები. 1988 წელს დამუშავდა სურამის ციხე-სიმაგრის რესტავრაციის პროექტი (ავტორი ტ. კიპაროიძე, თანაავტორი ნ. ზაზუნიშვილი).
2019-2020 წ.წ. განხორციელდა სურამის ციხის ტერიტორიის გაწმენდითი სამუშაოები (არქეოლოგი ბ. გელაშვილი). სამუშაოები მიმდინარეობდა ციხის შიდა ტერიტორიაზე, მოხდა ციხის შიდა პერიმეტრის სათავსოს არქეოლოგიური შესწავლა, ციხის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე სასახლის გაწმენდა, ციხის ჩრდილოეთით მდებარე კოშკის პერიმეტრის გაწმენდა.
ციხის საყურადღებო პრობლემას წარმოადგენს საპირე ქვების ჩამოშლის პროცესი. საკმაოდ ფართო მონაკვეთებზე შეიმჩნევა გამოქარული, დაძრული ან ჩამოშლილი ქვების წყობა, რამდენიმე ადგილას დიდი ზომის კედლის ფრაგმენტი მოცილებულია ძირითად ტანს. აგრეთვე, შესამჩნევია კლდოვანი მასების ეროზია და ქვათაცვენა. ამდენად, შესასწავლია ციხის კედლების ფუძე-გრუნტი, კლდის მასივის მდგომარეობა, ასევე, დასადგენია გალავნის, კოშკის, ეკლესიის ტექნიკური მდგომარეობა. მძიმე მდგომარეობაშია წმ. გიორგის ეკლესია, სადაც ჩამოშლილი გადახურვის გამო ნადგურდება კედლებზე შემორჩენილი მხატვრობა და ინტერიერის სივრცე. დასადგენია ციხის შიდა ტერიტორიაზე, წინა პერიოდში ჩატარებული არქეოლოგიური განათხარის გაწმენდის და კონსერვაციის საკითხი. შესასწავლია ციხის ტერიტორიიდან ატმოსფერული ნალექების გადაყვანის საკითხი.
სურამის ციხე-სიმაგრე თავისი ისტორიით, ადგილმდებარეობით, არქიტექტურული ელემენტებით წარმოადგენს მუნიციპალიტეტის და დაბა სურამის ტურისტული მიზიდულობის მნიშვნელოვან ადგილს. ამდენად, თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად, ტერიტორიაზე მოსაწყობია ტურისტული ინფრასტრუქტურა: ტერიტორიის კეთილმოწყობა, უსაფთხო გადაადგილების პირობები (ბილიკები, დამცავი მოაჯირები), საინფორმაციო ბანერები და სხვ.
სურამის ციხის ტერიტორიის გარშემო, ხანგრძლივი დროის განმავლობაში ჩამოყალიბდა საკმაოდ მჭიდრო დასახლება, საცხოვრებელი სახლები და მათი კარმიდამოები მდებარეობს უშუალოდ ციხის კლდოვანი ფერდობის ძირში. ციხის კედლებზე არსებული პრობლემებიდან და კლდის ქვათაცვენის გათვალისწინებით, შესასწავლია არსებული მდგომარეობა, დასადგენია საფრთხის შემცველი მონაკვეთები და დასამუშავებელია საჭირო დამცავი ღონისძიებები.
ასევე, დამცავი ღონისძიებები (მაგ.: მოაჯირები, მანიშნები, გამაფრთხილებელი ბანერები, შემოზღუდვები და სხვ.) შესამუშვებელია ციხის ტერიტორიაზე მნახველთა უსაფრთხო გადაადგილებისთვის.
ამდენად, სურამის ციხე, თავისი ისტორიულ-კულტურული და არქიტექტურული მნიშვნელობიდან გამომდინარე საჭიროებს სრული სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებას, რომელსაც წინ უნდა უძღოდეს საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შემუშვება.

 მიზანი და ძირითადი პირობები

1. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაციისთვის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მიზანია მისი მდგრადი განვითარების, ერთიანობის ურღვევობის, ავთენტურობის შენარჩუნების, კონსერვაციის, ინტერპრეტაციისა და დაცულობის უზრუნველყოფა.
2. ტენდერის მიზანია კვლევითი სამუშაოების განხორციელებისა და რეაბილიტაციის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება, რაც სამომავლოდ გახდება ფიზიკური სამუშაოების განხორციელების საფუძველი.
3. ჩასატარებელმა სამუშაოებმა უნდა უზრუნველყოს ძეგლზე არსებული მძიმე მდგომარეობის გამოსწორების ყველა ასპექტი. ჩასატარებელი სამუშაოები მოითხოვს გამორჩეულად ფაქიზ მიდგომას, კარგად გამართულ მეთოდოლოგიურ ხელმძღვანელობას, სწორ კონსტრუქციულ და მაღალპროფესიულ მხატვრულ გადაწყვეტას.
4. პირველ ეტაპზე, სრულყოფილი კვლევა-ფიქსაციის სამუშაოები /3D სკანირება, გარკვეული მონაკვეთების ტრადიციული მეთოდით კროკების შესრულება, კედლების ზონდაჟები, ფუძე-გრუნტებისა და დაფუძნების საინჟინრო-გეოლოგიური კვლევა, არსებული სამშენებლო მასალების კვლევა (დაზიანებების სრულყოფილად დასადგენად ნიმუშები აღებული უნდა იქნას საკვლევი შენობის ყველა საჭირო მონაკვეთიდან), ქვის კვლევა და სხვ./ უნდა ჩატარდეს შესაბამისი ტექნოლოგიების გამოყენებით.
5. კვლევითი და გაწმენდითი სამუშაოების განხორციელების პროცესში ნაგებობის გარკვეული ნაწილების/ფრაგმენტების გადაწყობის აუცილებლობის შემთხვევაში, სამშენებლო მასალა უნდა დაფიქსირდეს, მოიხსნას და დასაწყობდეს შესაბამისი დარგის სპეციალისტის ზედამხედველობით.
6. კვლევითი სამუშაოების (საინჟინრო-გეოლოგიური შურფ(ებ)ი, ზონდაჟ(ებ)ი, გახსნილი არქეოლოგიური ფენა/ობიექტი ან ფრაგმენტი და სხვ.) დასრულების შემდგომ, გამოკვლეული მონაკვეთი დაკონსერვდეს ან/და მიყვანილ იქნეს იმგვარ მდგომარეობაში, რომ არ გაგრძელდეს ძეგლის დაზიანება და დაცული იქნას უსაფრთხოება.
7. მიწის და მიწასთან დაკავშირებული ფიზიკური სამუშაოების შესრულების შემთხვევაში, სამუშაოები განხორციელდეს ხელით, არქეოლოგიური ზედამხედველობით.
8. მიწის სამუშაოთა მიმდინარეობის დროს არქეოლოგიური ახალი ობიექტის აღმოჩენის შემთხვევაში, „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის თანახმად, სამუშაოები უნდა შეწყდეს და ამის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობოს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს.
9. სამუშაოთა მიმდინარეობისას გამოვლენილი ახალი არქეოლოგიური მასალა მიმწოდებელმა სათანადოდ უნდა დაიცვას დაზიანებისგან, განადგურებისგან და დაკარგვისგან, ასევე გარემო პირობებისა და არასასურველი ზემოქმედებისგან.
10. ნაგებობის ტექნიკური მდგომარეობის კომპლექსური კვლევა, რომელიც მოიცავს საპროექტო ობიექტის ტექნიკური მდგომარეობის ვიზუალურ და ინსტრუმენტულ კვლევას, უნდა შესრულდეს დამოუკიდებელი სპეციალისტის მიერ.
11. კონსტრუქციული პროექტის მუშა დოკუმენტაცია უნდა მომზადდეს ნაგებობის ტექნიკური მდგომარეობის კომპლექსური კვლევის რეკომენდაციების გათვალისწინებით.
12. კვლევით და საფიქსაციო ნაწილში დაფიქსირებული უნდა იყოს ყველა დაზიანება თუ რღვევა. რეაბილიტაციის პროექტმა უნდა მოიცვას ძეგლის არსებული მძიმე მდგომარეობის გამოსწორების აუცილებელი ყველა ღონისძიება.
13. საყოველთაოდ აღიარებული პრინციპების დაცვით, ზემოთ ჩამოთვლილი მიზნების მისაღწევად კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაციისთვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციით განსაზღვრული ნებისმიერი ჩარევა უნდა იყოს:
• შეძლებისდაგვარად მინიმალური და ადვილად უკუქცევადი;
• ჩარევა არ უნდა უქმნიდეს საფრთხეს ძეგლის რომელიმე კულტურულ ღირებულებას;
• გამოყენებული უნდა იქნას ორიგინალთან თავსებადი, მაღალი ხარისხის, ხანგრძლივ ექსპლუატაციაზე გათვლილი მასალები;
• ყველა ჩარევა უნდა იყოს მკაცრად და დეტალურად დოკუმენტირებული.

 პროექტირებისას აუცილებლად გასათვალისწინებელია, რომ:

1. კვლევითი და საპროექტო დოკუმენტაცია უნდა დამუშავდეს საქართველოს კანონმდებლობისა და კანონქვემდებარე ნორმატიული დოკუმენტების მოთხოვნების გათვალისწინებით, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, მათ შორის პროექტით გათვალისწინებული სარეაბილიტაციო სამუშაოები და მეთოდოლოგია უნდა დაისახოს საქართველოს კანონის „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ მოთხოვნებისა და ძეგლთა დაცვითი საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობის 2007 წლის 28 მარტის №62 დადგენილების „მშენებლობის უსაფრთხოების წესების“ მოთხოვნათა შესაბამისად;
2. გრაფიკული მასალა უნდა მომზადდეს ციფრული (ვექტორული DWG, DXF, PLA გაფართოების ფაილი - Autocad, Archicad) პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით;
3. საპროექტო დოკუმენტაციის მოსამზადებლად უნდა ჩატარდეს გაწმენდითი, კვლევითი და საფიქსაციო სამუშაოები, ჩამოყალიბდეს რეკომენდაციები ძეგლზე ჩასატარებელი სამუშაოების მეთოდოლოგიის თაობაზე და შესრულდეს ძეგლის რეაბილიტაციის შესაბამისი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია.
4. ძეგლის ყველა ნაწილის საფიქსაციო სამუშაოები (მაღალი რეზოლუციის 3D სკანირება და ფოტოფიქსაცია, გარკვეული მონაკვეთების ტრადიციული მეთოდით აზომვა და კროკების შესრულება) განსახორციელებელია ფრონტალური ხედებიდან, სადაც დაფიქსირებული უნდა იყოს ყველა დეტალი, ფრაგმენტი და ასევე დაზიანება. ჩატარებული საფიქსაციო სამუშაოებისა და მასალების საფუძველზე, გრაფიკულ გამოსახულებაში ზუსტად უნდა იყოს ასახული ძეგლის რეალური მდგომარეობა, მათ შორის დეტალები, შაბლონები, ფრაგმენტები და დაზიანებები.

შენიშვნა: სრულყოფილი ტექნიკური დავალება იხილეთ მიმაგრებულ ფაილებში.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

გასაწევი მომსახურება ორ ეტაპიანია.

პირველი ეტაპით გათვალისწინებული დოკუმენტების წარმოდგენის ვადის ათვლა იწყება ხელშეკრულების გაფორმებიდან, ხოლო მეორე ეტაპით გათვალისწინებული დოკუმენტების მიწოდების ვადის ათვლა იწყება შემსყიდველის მხრიდან პირველი ეტაპის მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან. აღნიშნული ეტაპებით გათვალისწინებული ვადის ჯამი არ უნდა აღემატებოდეს 300 (სამასი) კალენდარულ დღეს.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

ხაშურის მუნიციპალიტეტში, დაბა სურამში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, სურამის ციხის ტერიტორია

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

პრეტენდენტს 01.01.2022 წლიდან ტენდერის გამოცხადების დღემდე პერიოდში, უნდა გააჩნდეს საცხოვრებელი ან/და საკულტო ან/და საფორთიფიკაციო ან/და საზოგადოებრივი შენობა-ნაგებობების მშენებლობის ან/და რეაბილიტაციის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის (გარდა ხაზოვანი ნაგებობებისა (გამონაკლის წარმოადგენს მხოლოდ ხიდები და გვირაბები რომელთაც გააჩნიათ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი)) შედგენის გამოცდილება, რომლის ჯამური ღირებულება ლარებში უნდა შეადგენდეს, 250000,00 (ორას ორმოცდაათი ათასი) ლარს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ყველა გადასახადის ჩათვლით. ამასთან, აღნიშნული შესრულებული ხელშეკრულებ(ებ)ის ფარგლებში, დასრულებული უნდა იყოს თითოეული მათგანი.

აღნიშნულის დასადასტურებლად, პრეტენდენტის მიერ, წარმოდგენილი უნდა იქნას გამოცდილების შესახებ ინფორმაცია დანართი N1-ს შესაბამისად, ამასთან:
1.1 დანართი N1-ში მითითებულ ხელშეკრულებებზე, რომლებზეც დამკვეთს წარმოადგენს კერძო სამართლის სუბიექტი (არა შემსყიდველი ორგანიზაცია), პრეტენდენტმა, დამატებით უნდა წარმოადგინოს დანართი N1-ში მითითებული მხარეთა მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულების ასლები, დამკვეთის მიერ დადასტურებული მიღება-ჩაბარების აქტები და შესაბამისი დადასტურებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები (არსებობის შემთხვევაში).

1.2. იმ შემთხვევაში, თუ მოთხოვნილი დოკუმენტაცია (ხელმოწერილი ხელშეკრულების ასლები და დამკვეთის მიერ დადასტურებული შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტები) ატვირთულია შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში, პრეტენდენტს შეუძლია გამოცდილების შესახებ დანართი N1-ში მიუთითოს შესაბამისი CMR ან/და SPA ან/და NAT ან/და სხვა შესყიდვის საშუალების ნომრები და არ წარმოადგინოს მოთხოვნილი დოკუმენტაცია.

2.4.1 requirement related to the experience of the staff of a tenderer

1. პრეტენდენტს, ტენდერით გათვალისწინებული მომსახურების ხარისხიანად გაწევის უზრუნველსაყოფად, სავალდებულოა ჰყავდეს შესაბამისი პერსონალი, მათ შორის: არქიტექტორი, არქიტექტორ-რესტავრატორი და ინჟინერ-კონსტრუქტორი.
2. არქიტექტორი, არქიტექტორ-რესტავრატორს და ინჟინერ-კონსტრუქტორის, 2018 წლიდან ტენდერის გამოცხადების დღემდე, უნდა გააჩნდეთ არანაკლებ 3 (სამი) კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაციის საპროექტო დოკუმენტაციის შედგენის გამოცდილება, მათ შორის, ერთი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე შედგენილი საპროექტო დოკუმენტაციის ფარგლებში, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული უნდა იყოს შესაბამისი სანებართვო დოკუმენტი (ნებართვა ან/და ბრძანება) ძეგლზე შესასრულებელი სამუშაოების შესახებ.
აღნიშნულის დასადასტურებლად, პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას პერსონალის გამოცდილების შესახებ ინფორმაცია დანართი N3-ს (CV - ინფორმაცია პროექტში მონაწილე სპეციალისტის შესახებ) შესაბამისად, ამასთან:
2.1. დანართი N3-ში (CV - ინფორმაცია პროექტში მონაწილე სპეციალისტის შესახებ) მითითებულ ხელშეკრულებებზე, პრეტენდენტმა, დამატებით უნდა წარმოადგინოს მხარეთა მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულების ასლები, მათ ფარგლებში მომზადებული პროექტი (საიდანაც უნდა იდენტიფიცირდებოდეს სპეციალისტის მონაწილეობა) და დამკვეთის მიერ დადასტურებული მიღება-ჩაბარების აქტები, ამასთან ერთი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე შედგენილი საპროექტო დოკუმენტაციის ფარგლებში დამატებით წარმოდგენილი უნდა იქნას ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი სანებართვო დოკუმენტი (ნებართვა ან/და ბრძანება) ძეგლზე შესასრულებელი სამუშაოების შესახებ.
3. წარმოდგენილი უნდა იქნას არქიტექტორი, არქიტექტორ-რესტავრატორის და ინჟინერ-კონსტრუქტორის დიპლომის ასლი, ამასთან:
3.1. არქიტექტორ-რესტავრატორის შემთხვევაში, მისაღებია როგორც არქიტექტორ-რესტავრატორის, ასევე არქიტექტორის დიპლომის ასლი. ინჟინერ-კონსტრუქტორის შემთხვევაში, მისაღებია როგორც ინჟინერ-კონსტრუქტორის, ასევე ინჟინერ-მშენებლის დიპლომის ასლი.
4. წარმოდგენილი უნდა იქნას დანართი N2 (ინფორმაცია პრეტენდენტის მიერ დასაქმებული პირების შესახებ).
5. ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, დაუშვებელია მიმწოდებლის მიერ სპეციალისტ(ებ)ის შეცვლა, გარდა უკიდურესი აუცილებლობისა. ასეთის არსებობის შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია წინასწარ შეათანხმოს შემსყიდველთან (მიმწოდებელი ვალდებულია, წერილობით წარმოადგინოს შესაბამისი დასაბუთებული ინფორმაცია აღნიშნულ ცვლილებასთან დაკავშირებით). ამ შემთხვევაში, ახალი სპეციალისტ(ებ)ის კვალიფიკაცია და სამუშაო გამოცდილება უნდა აკმაყოფილებდეს სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ მოთხოვნებს.

2.9 other additional requirements

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე ნებისმიერი ფიზიკური ზემოქმედების შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოების დაწყებამდე გადაიხადოს სანებართვო მოსაკრებელი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების ნებართვის მისაღებად 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით და აიღოს შესაბამისი ნებართვა სამუშაოების წარმოებაზე.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.3 substantiation of not considering adequacy of pricing

წინამდებარე ტენდერში არ იქნება მოთხოვნილი ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება, რადგან მომსახურების ღირებულების მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს ინტელექტუალური ტიპის შრომის ანაზღაურება, რაც პოტენციურად შესაძლებელს ხდის აღნიშნული მომსახურების მიწოდება განხორციელდეს სავარაუდო ღირებულებაზე 20%-ით ნაკლებ ფასად.

guarantee for assurance of contract performance

6.1 guarantees for assurance of contract performance are requested

2 Процентов

6.2 guarantees are requested in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value

5 Процентов

6.3 duration of guarantee

ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტიის მოქმედების ვადა არანაკლებ 30 (ოცდაათი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადას (ხოლო ხელშეკრულების მოქმედების ვადა მინიმუმ 3 (სამი) თვით უნდა აღემატებოდეს მომსახურების გაწევის საბოლოო ვადას).

6.4 terms and conditions of guarantee

1. გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ლიცენზირებული დაწესებულებიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში (ან უცხო ქვეყნის საბანკო დაწესებულებიდან, რომელიც გადაზღვეული იქნება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულების მიერ) შემდეგი ფორმის დაცვით: დაბეჭდილი გარანტიის გამცემი დაწესებულების ტიტულიან ფურცელზე (ბლანკი), ხელმოწერილი უფლებამოსილი პირის მიერ და ბეჭედდასმული, დანართი N4-ში მოცემული პირობების შესაბამისად.
2. ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტიასთან დაკავშირებული სხვა პირობები განისაზღვრება ხელშეკრულების პროექტით.

terms of payment

7.1.1 amount of the sum to be paid in advance and terms for its payment

1. მიმწოდებელი უფლებამოსილია, შემსყიდველს წარუდგინოს წერილობითი თხოვნა წინასწარი ანგარიშსწორების თანხის (შემდგომში - ავანსი) გადახდის თაობაზე.
2. მიმწოდებლის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წერილობითი მოთხოვნის წარდგენის მიუხედავად, შემსყიდველი უფლებამოსილია, არ დააკმაყოფილოს მიმწოდებლის თხოვნა ავანსის გადახდის თაობაზე იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელს შესრულებული აქვს ხელშეკრულების ღირებულების 20% ან მეტი.
3. შემსყიდველის მიერ ავანსის გადახდასთან დაკავშირებით დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია, შემსყიდველს წარუდგინოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ლიცენზირებული დაწესებულების (უცხო ქვეყნის საბანკო დაწესებულების შემთხვევაში, იგი გადაზღვეული უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულების მიერ) მიერ გაცემული, ავანსის იდენტური ოდენობის საბანკო გარანტია, რომლის მოქმედების ვადა უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადას არანაკლებ 30 (ოცდაათი) კალენდარული დღით.
4. მიმწოდებელზე გასაცემი საავანსო თანხა ჯამში არ უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 20%-ს.
5. საავანსო ანგარიშსწორების გარანტიის გამოყენების/დაკავების პირობები განისაზღვრება ხელშეკრულების პროექტით.

7.2 terms of step by step and/or final payment

1. ხელშეკრულების ფარგლებში ანგარიშსწორება იწარმოება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, საქართველოს ეროვნულ ვალუტაში, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ რეკვიზიტებზე.
2. მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება დასტურდება მხარეთა შორის მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ის გაფორმებით.
3. შესრულებული სამუშაოს ანგარიშსწორება განხორციელდება ეტაპობრივად, ექსპერტიზის დადებითი დასკვნის საფუძველზე (საჭიროების შემთხვევაში), მხარეთა მიერ შედგენილი ინსპექტირების ჯგუფის დადებითი დასკვნის, მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ის და საგადასახადო დოკუმენტაციის საფუძველზე.
4. ექსპერტიზაზე დოკუმენტაციას წარადგენს და ანაზღაურებას ახორციელებს შემსყიდველი.
5. ანგარიშსწორებასა და მიღება-ჩაბარებასთან დაკავშირებული სხვა პირობები განისაზღვრება ხელშეკრულების პროექტით.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორებისთვის განსაზღვრული დოკუმენტების სრულყოფილად გაფორმებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ხათუნა მენაბდიშვილი, 577253365, khatuna.menabdishvili@gmail.com

additional information/document

10.1 additional information/documents

1. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში – „სისტემა“) შესყიდვის პროცედურები ხორციელდება საქართველოს კანონის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის

Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru