Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Инженерные услуги (Грузия - Тендер #72254699)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: National Agency for Cultural Heritage Preservation of Georgia
Номер конкурса: 72254699
Дата публикации: 09-05-2026
Сумма контракта: 481 500
Осталось 4 дней


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT260009657
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 08.05.2026 19:13
Начало приема предложения 06.06.2026 00:00
Истекает срок принятия предложений 11.06.2026 12:30
Предполагаемая цена закупки 481`500.00 GEL
Заявка должна быть представлена Без НДС
Категория закупки 71300000-Инженерные услуги
Коды классификатора
  • 71300000 - Инженерные услуги
  • 71320000 - Услуги по техническому проектированию
Срок подачи გთხოვთ იხილოთ სატენდერო დოკუმენტაცია
Дополнительная информация
კასპის მუნიციპალიტეტში სოფელ მეტეხში მდებარე, ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, ღვთისმშობლის ტაძრის კომპლექსის რეაბილიტაციის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების მომსახურება

Preparation of design and cost-estimate documentation for the rehabilitation of the cultural heritage monument of national significance — the complex of the Church of the Holy Virgin located in Metekhi, Kaspi Municipality.
Amount or volume of procurement: See attached tender documentation
Procuring entities: Legal Entity of Public Law (LEPL) “National Agency for Cultural Heritage Preservation of Georgia”
Estimated value of procurement: 481`500.00 GEL
Bid should be submitted: Excluding VAT
Classification code (CPV) and classification division number: 71300000 - Engineering services, 71320000 - Engineering design services
Quantity or volume of purchase - See attached tender documentation
Deadline of Service: According to contract deadlines, starting after signing of the contract (See attached tender documentation)
Offer price reduction step: 4`815.00 GEL
Guarantee Amount : 4`815.00 GEL
The guarantee period: 160 Days.
Количество и объём закупок გთხოვთ იხილოთ სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 4`815.00 GEL
Размер гарантии 4`815 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: khatuna menabdishvili :: 07.05.2026 17:58
  • Последнее исправление: khatuna menabdishvili :: 08.05.2026 19:13
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=686077&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

კასპის მუნიციპალიტეტში სოფელ მეტეხში მდებარე, ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, ღვთისმშობლის ტაძრის კომპლექსის რეაბილიტაციის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების მომსახურება

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

 პრეამბულა

მეტეხის ღვთისმშობლის ტაძრის კომპლექსი ისტორიულ შიდა ქართლში, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეტეხის ცენტრში მდებარეობს (საორიენტაციო ფართი 310 კვ2, საკადასტრო კოდი 67.12.39.010.067. კოორდინატები X 41.92605856 Y 44.33881799). გადმოცემის მიხედვით, იგი ვახტანგ გორგასალს აუგია. დღეს ადგილზე ადრეული ნაგებობის ნაშთი არ არის შემორჩენილი. კომპლექსი სხვადასხვა პერიოდის რამდენიმე ნაგებობას აერთიანებს. მტკიცე გალავნით შემოსაზღვრული, კომპლექსის მთავარ სივრცით დომინანტს ტაძარი წარმოადგენს. იგი XIII საუკუნეშია აგებული და ძლიერ სახეცვლილმა მოაღწია ჩვენამდე. მის ფასადებზე სხვადასხვა პერიოდის ქრონოლოგიური ფენები გაირჩევა. ჯვარ-გუმბათოვანი ტიპის ტაძარი ბაზალტის ქვითაა ნაგები. გუმბათი აღმოსავლეთიდან აფსიდის კედლებს და დასავლეთით აღმართულ ორ თავისუფლად მდგომ ბურჯს ეყრდნობა. კონქის ორივე მხარეს სამკვეთლო და სადიაკვნეა მოთავსებული, რომლის თავზეც სამალავებია მოწყობილი. რაც შეეხება ტაძრის მარმარილოს კანკელს XVII საუკუნის II ნახევარში კათოლიკოს დომენტი მესამეს აღუმართავს. გალავანი რიყის ქვითაა ნაგები, ალაგ-ალაგ გამოყენებულია აგურიც. მასში ჩართული კოშკები და სამრეკლო XIX საუკუნით თარიღდება. ტაძრის ისტორიიდან ცნობილია, რომ ეკლესიის შიგნით ჭა იყო და ლეკიანობის დროს მოსახლეობა ამ წყლით სარგებლობდა.
ტაძრის გუმბათის განახლების მიზეზი მისი ჩაქცევა ყოფილა, რომელიც ქართლის მეფე ლუარსაბ I (1527-1556 წწ.) აღუდგენია, რის შესახებაც გუმბათის ძირში, სამხრეთ-დასავლეთ მონაკვეთში, არსებული წარწერა გვაუწყებს. მისივე ინიციატივით აღდგა ფასადებიც. მეტეხის ტაძარში შემდგომი პერიოდის სარეაბილიტაციო სამუშაოები 1687 წელს ჩატარდა. ამის შესახებ სამხრეთი ფასადის დასავლეთ მონაკვეთზე, მწვანე ქვაზე, არსებული წარწერა გვაუწყებს. 1891 წელს მეტეხის ტაძარი ხელმორედ აღდგა. 1968 წელს ჩატარებული სამუშაოების შედეგად ტაძარი კრამიტით გადაიხურა, კეთილმოეწყო მიმდებარე ტერიტორია.
2010 წელს ძეგლს კონსტრუქციული გამაგრება ჩაუტარდა. გამაგრდა გუმბათის გადახურვა და კედლები. ამოიგოზა გუმბათქვეშა ლორფინის წყობის ღრიჭოები. გუმბათში გამოიცვალა სარკმლის ალათები. ტაძრის გარშემო მოეწყო სარინელი.
მიმდინარე პერიოდში კომპლექსში არასახარბიელო მდგომარეობაა: სარინელი ვერ უზრუნველყოფს ნალექის გატარებას; ინტერიერში წყლის ინფილიტრაციის შედეგად ნესტის კვალია აფრებში, გუმბათის ყელში და საყრდენ თაღებზე. ასევე ქვედა რეგისტრებში. ნესტისგან წარმოქმნილია ბზარები როგორც კამარაში, ისე საბჯენ თაღებზე. საყრდენი ბურჯების მდგომარეობა არასტაბილურია და მოითხოვს კონსტრუქციულ გამაგრებას. ქვა განშრევებადია. ტაძრის ინტერიერში გხვდება შემდეგი სახის დაზიანებები: მიკრო და მაკრო ბზარები, ქვის განცალკევება-განშრევება, დელამინაცია, აქერცვლა და გაფხვიერება, გუმბათის საყრდენ ბურჯებზე და ექსტერიერში გვაქვს ქვის და დუღაბის ნაწილობრივი და სრული დანაკარგი; ფერი შეცვლილია და ბიოლოგიური ნადები და ლიქენები აქვს. გუმბათის ალათები დაზიანებულია. ტაძრის კედლების დანესტიანება შესაძლოა გრუნტის წყლის გამო ხდებოდეს, ამდენად, დასადგენია წყლის ინფლიტრაციის მიზეზი. ასევე, შესწავლას და შესაბამის რეაბილიტაციას მოითხოვს სამრეკლო და გალავანი.
კომპლექსში არსებული მდომარეობის გამოსწორებისთვის საჭიროა სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება, რისთვისაც მოსამზადებელია შესაბამისი საპროექტო-სახარჯთაღიცხვო დოკუმენტაცია.

 მიზანი და ძირითადი პირობები

1. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაციისთვის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მიზანია მისი მდგრადი განვითარების, ერთიანობის ურღვევობის, ავთენტურობის შენარჩუნების, კონსერვაციის, ინტერპრეტაციისა და დაცულობის უზრუნველყოფა.
2. ტენდერის მიზანია კვლევითი სამუშაოების განხორციელებისა და რეაბილიტაციის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება, რაც სამომავლოდ გახდება ფიზიკური სამუშაოების განხორციელების საფუძველი.
3. ჩასატარებელმა სამუშაოებმა უნდა უზრუნველყოს ძეგლზე არსებული მძიმე მდგომარეობის გამოსწორების ყველა ასპექტი. ჩასატარებელი სამუშაოები მოითხოვს გამორჩეულად ფაქიზ მიდგომას, კარგად გამართულ მეთოდოლოგიურ ხელმძღვანელობას, სწორ კონსტრუქციულ და მაღალპროფესიულ მხატვრულ გადაწყვეტას.
4. პირველ ეტაპზე, სრულყოფილი კვლევა-ფიქსაციის სამუშაოები /3D სკანირება, გარკვეული მონაკვეთების ტრადიციული მეთოდით კროკების შესრულება, კედლების ზონდაჟები, ფუძე-გრუნტებისა და დაფუძნების საინჟინრო-გეოლოგიური კვლევა, ჰიდრო-გეოლოგიური კვლევა, არსებული სამშენებლო მასალების კვლევა (დაზიანებების სრულყოფილად დასადგენად ნიმუშები აღებული უნდა იქნას საკვლევი შენობის ყველა საჭირო მონაკვეთიდან), ქვის კვლევა და სხვ./ უნდა ჩატარდეს შესაბამისი ტექნოლოგიების გამოყენებით.
5. კვლევითი და გაწმენდითი სამუშაოების განხორციელების პროცესში ნაგებობის გარკვეული ნაწილების/ფრაგმენტების გადაწყობის აუცილებლობის შემთხვევაში, სამშენებლო მასალა უნდა დაფიქსირდეს, მოიხსნას და დასაწყობდეს შესაბამისი დარგის სპეციალისტის ზედამხედველობით.
6. კვლევითი სამუშაოების (საინჟინრო-გეოლოგიური შურფ(ებ)ი, ზონდაჟ(ებ)ი, გახსნილი არქეოლოგიური ფენა/ობიექტი ან ფრაგმენტი და სხვ.) დასრულების შემდგომ, გამოკვლეული მონაკვეთი დაკონსერვდეს ან/და მიყვანილ იქნეს იმგვარ მდგომარეობაში, რომ არ გაგრძელდეს ძეგლის დაზიანება და დაცული იქნას უსაფრთხოება.
7. მიწის და მიწასთან დაკავშირებული ფიზიკური სამუშაოების შესრულების შემთხვევაში, სამუშაოები განხორციელდეს ხელით, არქეოლოგიური ზედამხედველობით.
8. მიწის სამუშაოთა მიმდინარეობის დროს არქეოლოგიური ახალი ობიექტის აღმოჩენის შემთხვევაში, „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის თანახმად, სამუშაოები უნდა შეწყდეს და ამის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობოს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს.
9. სამუშაოთა მიმდინარეობისას გამოვლენილი ახალი არქეოლოგიური მასალა მიმწოდებელმა სათანადოდ უნდა დაიცვას დაზიანებისგან, განადგურებისგან და დაკარგვისგან, ასევე გარემო პირობებისა და არასასურველი ზემოქმედებისგან.
10. ნაგებობის ტექნიკური მდგომარეობის კომპლექსური კვლევა, რომელიც მოიცავს საპროექტო ობიექტის ტექნიკური მდგომარეობის ვიზუალურ და ინსტრუმენტულ კვლევას, უნდა შესრულდეს დამოუკიდებელი სპეციალისტის მიერ.
11. კონსტრუქციული პროექტის მუშა დოკუმენტაცია უნდა მომზადდეს ნაგებობის ტექნიკური მდგომარეობის კომპლექსური კვლევის რეკომენდაციების გათვალისწინებით.
12. კვლევით და საფიქსაციო ნაწილში დაფიქსირებული უნდა იყოს ყველა დაზიანება თუ რღვევა. რეაბილიტაციის პროექტმა უნდა მოიცვას ძეგლის არსებული მძიმე მდგომარეობის გამოსწორების აუცილებელი ყველა ღონისძიება.
13. საყოველთაოდ აღიარებული პრინციპების დაცვით, ზემოთ ჩამოთვლილი მიზნების მისაღწევად კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაციისთვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციით განსაზღვრული ნებისმიერი ჩარევა უნდა იყოს:
• შეძლებისდაგვარად მინიმალური და ადვილად უკუქცევადი;
• ჩარევა არ უნდა უქმნიდეს საფრთხეს ძეგლის რომელიმე კულტურულ ღირებულებას;
• გამოყენებული უნდა იქნას ორიგინალთან თავსებადი, მაღალი ხარისხის, ხანგრძლივ ექსპლუატაციაზე გათვლილი მასალები;
• ყველა ჩარევა უნდა იყოს მკაცრად და დეტალურად დოკუმენტირებული.

 პროექტირებისას აუცილებლად გასათვალისწინებელია, რომ:

1. კვლევითი და საპროექტო დოკუმენტაცია უნდა დამუშავდეს საქართველოს კანონმდებლობისა და კანონქვემდებარე ნორმატიული დოკუმენტების მოთხოვნების გათვალისწინებით, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, მათ შორის პროექტით გათვალისწინებული სარეაბილიტაციო სამუშაოები და მეთოდოლოგია უნდა დაისახოს საქართველოს კანონის „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ მოთხოვნებისა და ძეგლთა დაცვითი საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობის 2007 წლის 28 მარტის №62 დადგენილების „მშენებლობის უსაფრთხოების წესების“ მოთხოვნათა შესაბამისად;
2. გრაფიკული მასალა უნდა მომზადდეს ციფრული (ვექტორული DWG, DXF, PLA გაფართოების ფაილი - Autocad, Archicad) პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით;
3. საპროექტო დოკუმენტაციის მოსამზადებლად უნდა ჩატარდეს კვლევითი და საფიქსაციო სამუშაოები, ჩამოყალიბდეს რეკომენდაციები ძეგლზე ჩასატარებელი სამუშაოების მეთოდოლოგიის თაობაზე და შესრულდეს ძეგლის რეაბილიტაციის შესაბამისი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია.
4. ძეგლის ყველა ნაწილის საფიქსციო სამუშაოები (მაღალი რეზოლუციის 3D სკანირება და ფოტოფიქსაცია, გარკვეული მონაკვეთების ტრადიციული მეთოდით აზომვა და კროკების შესრულება) განსახორციელებელია ფრონტალური ხედებიდან, სადაც დაფიქსირებული უნდა იყოს ყველა დეტალი, ფრაგმენტი და ასევე დაზიანება. ჩატარებული საფიქსაციო სამუშაოებისა და მასალების საფუძველზე, გრაფიკულ გამოსახულებაში ზუსტად უნდა იყოს ასახული ძეგლის რეალური მდგომარეობა, მათ შორის დეტალები, შაბლონები, ფრაგმენტები და დაზიანებები.

შენიშვნა: სრულყოფილი ტექნიკური დავალება იხილეთ მიმაგრებულ ფაილებში.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

გასაწევი მომსახურება ორ ეტაპიანია.

პირველი ეტაპით გათვალისწინებული დოკუმენტების წარმოდგენის ვადის ათვლა იწყება ხელშეკრულების გაფორმებიდან, ხოლო მეორე ეტაპით გათვალისწინებული დოკუმენტების მიწოდების ვადის ათვლა იწყება შემსყიდველის მხრიდან პირველი ეტაპის მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან. აღნიშნული ეტაპებით გათვალისწინებული ვადის ჯამი არ უნდა აღემატებოდეს 210 (ორას ათი) კალენდარულ დღეს.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

კასპის მუნიციპალიტეტში სოფელ მეტეხში მდებარე, ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, ღვთისმშობლის ტაძრის კომპლექსის ტერიტორია

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

პრეტენდენტს 01.01.2022 წლიდან ტენდერის გამოცხადების დღემდე პერიოდში, უნდა გააჩნდეს საცხოვრებელი ან/და საკულტო ან/და საფორთიფიკაციო ან/და საზოგადოებრივი შენობა-ნაგებობების მშენებლობის ან/და რეაბილიტაციის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის (გარდა ხაზოვანი ნაგებობებისა (გამონაკლის წარმოადგენს მხოლოდ ხიდები და გვირაბები რომელთაც გააჩნიათ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი)) შედგენის გამოცდილება, რომლის ჯამური ღირებულება ლარებში უნდა შეადგენდეს, 230000,00 (ორას ოცდაათი ათასი) ლარს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ყველა გადასახადის ჩათვლით. ამასთან, აღნიშნული შესრულებული ხელშეკრულებ(ებ)ის ფარგლებში, დასრულებული უნდა იყოს თითოეული მათგანი.

აღნიშნულის დასადასტურებლად, პრეტენდენტის მიერ, წარმოდგენილი უნდა იქნას გამოცდილების შესახებ ინფორმაცია დანართი N1-ს შესაბამისად, ამასთან:
1.1 დანართი N1-ში მითითებულ ხელშეკრულებებზე, რომლებზეც დამკვეთს წარმოადგენს კერძო სამართლის სუბიექტი (არა შემსყიდველი ორგანიზაცია), პრეტენდენტმა, დამატებით უნდა წარმოადგინოს დანართი N1-ში მითითებული მხარეთა მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულების ასლები, დამკვეთის მიერ დადასტურებული მიღება-ჩაბარების აქტები და შესაბამისი დადასტურებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები (არსებობის შემთხვევაში).

1.2. იმ შემთხვევაში, თუ მოთხოვნილი დოკუმენტაცია (ხელმოწერილი ხელშეკრულების ასლები და დამკვეთის მიერ დადასტურებული შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტები) ატვირთულია შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში, პრეტენდენტს შეუძლია გამოცდილების შესახებ დანართი N1-ში მიუთითოს შესაბამისი CMR ან/და SPA ან/და NAT ან/და სხვა შესყიდვის საშუალების ნომრები და არ წარმოადგინოს მოთხოვნილი დოკუმენტაცია.

2.4.1 requirement related to the experience of the staff of a tenderer

1. პრეტენდენტს, ტენდერით გათვალისწინებული მომსახურების ხარისხიანად გაწევის უზრუნველსაყოფად, სავალდებულოა ჰყავდეს შესაბამისი პერსონალი, მათ შორის: არქიტექტორ-რესტავრატორი, ინჟინერ-კონსტრუქტორი და ქვის კონსერვატორი.
2. არქიტექტორ-რესტავრატორს, ინჟინერ-კონსტრუქტორს და ქვის კონსერვატორს, 2018 წლიდან ტენდერის გამოცხადების დღემდე, უნდა გააჩნდეთ არანაკლებ 3 (სამი) კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაციის საპროექტო დოკუმენტაციის შედგენის გამოცდილება, მათ შორის, ერთი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე შედგენილი საპროექტო დოკუმენტაციის ფარგლებში, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული უნდა იყოს შესაბამისი სანებართვო დოკუმენტი (ნებართვა ან/და ბრძანება) ძეგლზე შესასრულებელი სამუშაოების შესახებ.
აღნიშნულის დასადასტურებლად, პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას პერსონალის გამოცდილების შესახებ ინფორმაცია დანართი N3-ს (CV - ინფორმაცია პროექტში მონაწილე სპეციალისტის შესახებ) შესაბამისად, ამასთან:
2.1. დანართი N3-ში (CV - ინფორმაცია პროექტში მონაწილე სპეციალისტის შესახებ) მითითებულ ხელშეკრულებებზე, პრეტენდენტმა, დამატებით უნდა წარმოადგინოს მხარეთა მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულების ასლები, მათ ფარგლებში მომზადებული პროექტი (საიდანაც უნდა იდენტიფიცირდებოდეს სპეციალისტის მონაწილეობა) და დამკვეთის მიერ დადასტურებული მიღება-ჩაბარების აქტები, ამასთან ერთი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე შედგენილი საპროექტო დოკუმენტაციის ფარგლებში დამატებით წარმოდგენილი უნდა იქნას ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი სანებართვო დოკუმენტი (ნებართვა ან/და ბრძანება) ძეგლზე შესასრულებელი სამუშაოების შესახებ.
3. წარმოდგენილი უნდა იქნას არქიტექტორ-რესტავრატორის, ქვის კონსერვატორის, ინჟინერ-კონსტრუქტორის დიპლომის ასლი, ამასთან:
3.1. ქვის კონსერვატორის შემთხვევაში, მისაღებია როგორც ქვის კონსერვატორის, ასევე სახვითი ხელოვნების ნიმუშთა რესტავრატორის ან მხატვარ-რესტავრატორის დიპლომის ასლი. ინჟინერ-კონსტრუქტორის შემთხვევაში, მისაღებია როგორც ინჟინერ-კონსტრუქტორის, ასევე ინჟინერ-მშენებლის დიპლომის ასლი, ხოლო არქიტექტორ-რესტავრატორის შემთხვევაში, მისაღებია როგორც არქიტექტორ-რესტავრატორის, ასევე არქიტექტორის დიპლომის ასლი.
4. წარმოდგენილი უნდა იქნას დანართი N2 (ინფორმაცია პრეტენდენტის მიერ დასაქმებული პირების შესახებ).
5. ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, დაუშვებელია მიმწოდებლის მიერ სპეციალისტ(ებ)ის შეცვლა, გარდა უკიდურესი აუცილებლობისა. ასეთის არსებობის შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია წინასწარ შეათანხმოს შემსყიდველთან (მიმწოდებელი ვალდებულია, წერილობით წარმოადგინოს შესაბამისი დასაბუთებული ინფორმაცია აღნიშნულ ცვლილებასთან დაკავშირებით). ამ შემთხვევაში, ახალი სპეციალისტ(ებ)ის კვალიფიკაცია და სამუშაო გამოცდილება უნდა აკმაყოფილებდეს სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ მოთხოვნებს.

2.9 other additional requirements

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე ნებისმიერი ფიზიკური ზემოქმედების შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოების დაწყებამდე გადაიხადოს სანებართვო მოსაკრებელი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების ნებართვის მისაღებად 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით და აიღოს შესაბამისი ნებართვა სამუშაოების წარმოებაზე.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.3 substantiation of not considering adequacy of pricing

წინამდებარე ტენდერში არ იქნება მოთხოვნილი ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება, რადგან მომსახურების ღირებულების მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს ინტელექტუალური ტიპის შრომის ანაზღაურება, რაც პოტენციურად შესაძლებელს ხდის აღნიშნული მომსახურების მიწოდება განხორციელდეს სავარაუდო ღირებულებაზე 20%-ით ნაკლებ ფასად.

guarantee for assurance of contract performance

6.1 guarantees for assurance of contract performance are requested

2 Процентов

6.2 guarantees are requested in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value

5 Процентов

6.3 duration of guarantee

ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტიის მოქმედების ვადა არანაკლებ 30 (ოცდაათი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადას (ხოლო ხელშეკრულების მოქმედების ვადა მინიმუმ 3 (სამი) თვით უნდა აღემატებოდეს მომსახურების გაწევის საბოლოო ვადას).

6.4 terms and conditions of guarantee

1. გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ლიცენზირებული დაწესებულებიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში (ან უცხო ქვეყნის საბანკო დაწესებულებიდან, რომელიც გადაზღვეული იქნება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულების მიერ) შემდეგი ფორმის დაცვით: დაბეჭდილი გარანტიის გამცემი დაწესებულების ტიტულიან ფურცელზე (ბლანკი), ხელმოწერილი უფლებამოსილი პირის მიერ და ბეჭედდასმული, დანართი N4-ში მოცემული პირობების შესაბამისად.
2. ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტიასთან დაკავშირებული სხვა პირობები განისაზღვრება ხელშეკრულების პროექტით.

terms of payment

7.1.1 amount of the sum to be paid in advance and terms for its payment

1. მიმწოდებელი უფლებამოსილია, შემსყიდველს წარუდგინოს წერილობითი თხოვნა წინასწარი ანგარიშსწორების თანხის (შემდგომში - ავანსი) გადახდის თაობაზე.
2. მიმწოდებლის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წერილობითი მოთხოვნის წარდგენის მიუხედავად, შემსყიდველი უფლებამოსილია, არ დააკმაყოფილოს მიმწოდებლის თხოვნა ავანსის გადახდის თაობაზე იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელს შესრულებული აქვს ხელშეკრულების ღირებულების 20% ან მეტი.
3. შემსყიდველის მიერ ავანსის გადახდასთან დაკავშირებით დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია, შემსყიდველს წარუდგინოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ლიცენზირებული დაწესებულების (უცხო ქვეყნის საბანკო დაწესებულების შემთხვევაში, იგი გადაზღვეული უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულების მიერ) მიერ გაცემული, ავანსის იდენტური ოდენობის საბანკო გარანტია, რომლის მოქმედების ვადა უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადას არანაკლებ 30 (ოცდაათი) კალენდარული დღით.
4. მიმწოდებელზე გასაცემი საავანსო თანხა ჯამში არ უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 20%-ს.
5. საავანსო ანგარიშსწორების გარანტიის გამოყენების/დაკავების პირობები განისაზღვრება ხელშეკრულების პროექტით.

7.2 terms of step by step and/or final payment

1. ხელშეკრულების ფარგლებში ანგარიშსწორება იწარმოება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, საქართველოს ეროვნულ ვალუტაში, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ რეკვიზიტებზე.
2. მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება დასტურდება მხარეთა შორის მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ის გაფორმებით.
3. შესრულებული სამუშაოს ანგარიშსწორება განხორციელდება ეტაპობრივად, ექსპერტიზის დადებითი დასკვნის საფუძველზე (საჭიროების შემთხვევაში), მხარეთა მიერ შედგენილი ინსპექტირების ჯგუფის დადებითი დასკვნის, მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ის და საგადასახადო დოკუმენტაციის საფუძველზე.
4. ექსპერტიზაზე დოკუმენტაციას წარადგენს და ანაზღაურებას ახორციელებს შემსყიდველი.
5. ანგარიშსწორებასა და მიღება-ჩაბარებასთან დაკავშირებული სხვა პირობები განისაზღვრება ხელშეკრულების პროექტით.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორებისთვის განსაზღვრული დოკუმენტების სრულყოფილად გაფორმებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ხათუნა მენაბდიშვილი, 577253365, khatuna.menabdishvili@gmail.com

additional information/document

10.1 additional information/documents

1. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში – „სისტემა“) შესყიდვის პროცედურები ხორციელდება საქართველოს კანონის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული "ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ შესაბამისად;
2. ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნას ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარმოდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანები ქართულ ენაზე, რომელშიც, თარგმანის სისწორე ან/და მთარგმნელის ხელმოწერის ნამდვილობა დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიული წესით;
3. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული დოკუმენტები და/ან ინფორმაცია უნდა იქნას ელექტრონულად ხელმოწერილი შესაბამისად უფლებამოსილი პირის მიერ ან დამოწმებული კვალიფიციური ელექტრონული შტამპით, კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, კერძოდ: პრეტენდენტი, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე ვალდებულია, სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ

Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru