-ადგილობრივი და საერთაშორისო საფოსტო და საკურიერო მომსახურება
გულისხმობს, როგორც საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად
ტერიტორიაზე, ასევე მის ფარგლებს გარეთ შემსყიდველის მიერ მითითებულ
ნებისმიერ მისამართზე გზავნილების მიტანას, შემდეგი ტექნიკური
დავალების გათვალისწინებით:
- ტექნიკური დავალება:
საფოსტო და საკურიერო მომსახურება მოიცავს:
სტანდარტულ და სწრაფ ადგილობრივ გზავნილებს (საქართველოს
ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ნებისმიერი ქალაქი და დასახლებული
პუნქტი);
სტანდარტულ და სწრაფ საერთაშორისო გზავნილებს (საქართველოს საზღვრებს
გარეთ ნებისმიერი მიმართულებით);
გზავნილი გულისხმობს: სხვადახვა წონის და ზომის დოკუმენტს ე.წ.
წერილობითი ფოსტას და სხვადახვა წონის და ზომის ამანათს.
- მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს წერილობითი ფოსტისა და ამანათის
იმდაგვარი ტრანსპორტირება (საერთაშორისო გზავნილის შემთხვევაში
შეფუთვაც), რომ დაიცვას ის დაზიანებისგან.
- მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს შესაბამისი პერსონალური მენეჯერის
გამოყოფა, რომელმაც უნდა უზრუნველყოს შემსყიდველის დროული
ინფორმიერება და შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად, როგორც ცალკეულ
გზავნილზე, ასევე გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში გაწეული და
გასაწევი მომსახურების შესახებ შემსყიდველის მიერ მოთხოვნილი
ინფორმაციის, მოთხოვნილი ფორმით მიწოდება, მოთხოვნიდან არაუგვიანეს
მომდევნო 3 სამუშაო დღის განმავლობაში.
- მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს შესაბამისი ელექტრონული ფოსტის
მისამართის გამოყოფა, რომელზეც შემსყიდველის მხრიდან შესული
შეტყობინება ჩაითვლება ოფიციალურ შეტყობნებად და წარმოშობს
მიმწოდებლისთვის შეტყობინებაში ასახული მოთხოვნის შესრულების
ვალდებულებას. შემსყიდველის მხრიდან ელექტრონულ ფოსტაზე
შეტყობნიების გაგზავნა ჩაითვლება შეტყობინების მიღებად და ვადის
ათვლა დაიწყება გაგზავნისთანავე.
- მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს შემსყიდველისთვის გზავნილის
ჩაბარების ამსახველი მატერიალურად დადასტურებული დოკუმენტი
წარდგენა.
- გზავნილის დაზიანების ან დაკარგვის შემთხვევაში სრული
პასუხისმგებლობა ეკისრება მიმწოდებელს, რისთვისაც დაეკისრება ჯარიმა
დაკარგული ან დაზიანებული გზავნილის მომსახურების ღირებულების სრული
ოდენობით, ამასთან, უნდა უზრუნველყოს გზავნილის ხელმეორედ გაგზავნა
თავისი ხარჯებით.
- თუ მიმწოდებელი პირველ ჯერზე გზავნილის ადრესატისთვის მიტანისას
აღმოაჩეანს, რომ შემსყიდველის მიერ მითითებული მისამართი არასწორია,
მიმწოდებელი ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე აცნობოს შემსყიდველს
მომდენო სამუშაო დღის განმავლობაში. მიმწოდებლისგან არასწორი
მისამართის თაობაზე შესაბამისი შეტყობინების მიღებიდან მომდევნო 2
სამუშაო დღის განმავლობაში შემსყიდველი უფლებამოსილია მოითხოვოს
გზავნილის გადამისამართება, ადგილობრივი გზავნილის შემთხვევაში -
საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ნებისმირ ტერიტორიაზე,
ხოლო საერთაშორისო გზავნილის შემთხვევაში - იმავე ქალაქში.
- მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს არასწორ მისამართზე გაგზავნილი
გადამისამართებული საერთაშორისო გზავნილების ადრესატისთვის მიტანა
იმავე ქალაქში უფასოდ (მათ შორის განმეორებით მიტანა). ხოლო სხვა
ქალაქში იგივე ტარიფით გაგზავნა, როგორც ეს განსაზღვრულია ფასების
ცხრილით (ჩაითვლება როგორც ახალი გზავნილი საქართველოში შემსყიდველის
ლოკაციიდან შეცვლილ მისამართამდე).
- მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს არასწორ მისამართზე გაგზავნილი
ადგილობრივი გადამისამართებული გზავნილების ადრესატისთვის მიტანა
საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის მასშტაბით
უფასოდ (მათ შორის განმეორებით მიტანა).
- მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს გზავნილის ადრესატზე ჩაბარება
შემსყიდველის მიერ განსაზღვრულ მისამართზე.
- ადრესატისათვის, როგორც იურიდიული პირის წარმომადგენლის სახელზე,
საქმიანობის ადგილზე გაგზავნილი გზავნილი უნდა ჩაბარდეს კანცელარიას,
მისაღებს, ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ან/და პირს, ხოლო
ასეთის არყოფნის შემთხვევაში - შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც
უზრუნველყოფს გზავნილის გადაცემას ადრესატზე. გზავნილის ჩაბარება
უნდა დასტურდებოდეს გზავნილის მიმღების ხელმოწერით. პირადი ნომრის
მითითებით.
- ადრესატისათვის, როგორც ფიზიკური პირის სახელზე, საქმიანობის ადგილზე
გაგზავნილი გზავნილი უნდა ჩაბარდეს პირადად ადრესატზე. გზავნილის
ჩაბარება უნდა დასტურდებოდეს გზავნილის მიმღების ხელმოწერით. პირადი
ნომრის მითითებით
- ადრესატისათვის საცხოვრებელ ადგილზე გაგზავნილი გზავნილი, ადრესატის
არ ყოფის შემთხვევაში უნდა ჩაბარდეს საცხოვრებელ ადგილზე მასთან
მცხოვრებ ოჯახის რომელიმე სრულწლოვან წევრზე. გზავნილის ჩაბარება უნდა
დასტურდებოდეს გზავნილის მიმღების ხელმოწერით. პირადი ნომრის
მითითებით.
- გასაწევი მომსახურების ჩამონათვალი, ტექნიკური მახასიათებლები და
რაოდენობა მითითებულია სატენდერო დოკუმენტაციის 1.3 პუნქტით
გათვალისწინებულ ფასების ცხრილში (დანართი N1);
- შემსყიდველის მიერ საფოსტო გზავნილების გადაცემა და მიმწოდებლის
მიერ აღნიშნული გზავნილების მიღება განხორციელდება შემდეგ
მისამართებზე:
ქ. თბილისი ნოე რამიშვილის ქ. N38, შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი;
ქ. გორი მშვიდობის ქ. N2, შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შიდა
ქართლის მთავარი სამმართველო;
ქ. მცხეთა სამხედროს ქ. N9ა, შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის
მცხეთა-მთიანეთის მთავარი სამმართველო;
ქ. ზუგდიდი ხუბულავას ქ. N3, შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის
სამეგრელოსა და ზემო სვანეთის მთავარი სამმართველო;
ქ. რუსთავი მშენებელთა ქ. N21, შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის
ქვემო ქართლის მთავარი სამმართველო;
ქ. თელავი რუსთაველის ქ. N53, შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის
კახეთის მთავარი სამმართველო;
ქ. ოზურგეთი ი. პეტრიწის ქ. N9, შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის
გურიის მთავარი სამმართველო;
ქ. ბათუმი ტბელ აბუსერიძის ქ. N11, შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის
აჭარის მთავარი სამმართველო;;
ქ. ქუთაისი ორახელაშვილის ქ. N10, შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი
იმერეთის მთავარი სამმართველო;
ქ. ახალციხე თამარაშვილის ქ. N1, შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის
სამცხე-ჯავახეთის მთავარი სამმართველო.
- მიმწოდებლი ვალდებულია შემსყიდველისგან საფოსტო გზავნილების
მიღების მიზნით გამოცხადდეს აღნიშნული მისამართებზე ყოველ სამუშაო
დღეს;
- მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს შემსყიდველის მიერ მიწოდებული
საფოსტო გზავნილების ადრესატისთვის გაგზავნა (მიტანა) დანართ N1-ში
მითითებულ ვადებში;
- ტენდერში გამარჯვებულმა ორგანიზაციამ არაუგვიანეს ხელშეკრულების
გაფორმების მომენტისთვის უნდა უზრუნველყოს შემსყიდველისთვის
შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის მიწოდება, ინსტალაცია და
პირველადი გაშვება, რომლის საშუალებითაც შემსყიდველისთვის
შესაძლებელი იქნება ადგილობრივი და საერთაშორისო გზავნილების ონლაინ
რეჟიმში თვალყურის დევნება, გზავნილის ნებისმიერი მოძრაობის სტატუსის
და მიმწოდებლის მიერ გაგზავნილი საფოსტო გზავნილების რაოდენობის
ნახვა გზავნილების სახეობების შესაბამისად. ასევე, ხელშეკრულების
ნებისმიერ ეტაპზე პროგრამული ხარვეზის არსებობის შემთხვევაში მისი
გამოსწორება დაუყონებლივ. აღნიშნულ სისტემაში მოცემული ინფორმაციის
სისწორეზე პასუხისმგებელი იქნება მიმწოდებელი; პროგრამული
უზრუნველყოფის საშუალებით ინფორმაციაზე წვდომა უნდა გააჩნდეს მხოლოდ
შემსყიდველ და მიმწოდებელ ორგანიზაციებს.
- შემსყიდველის მიერ მიმწოდებლისთვის საფოსტო გზავნილის გადაცემის
დროს მიმწოდებელი ვალდებულია გზავნილს მიანიჭოს უნიკალური კოდი ან/და
შტრიხკოდი, რომლის საშუალებითაც შემსყიდველისთვის შესაძლებელი
იქნება გზავნილის ასახვა ზემოაღნიშნულ პროგრამაში. შემსყიდველის
მხრიდან მიმწოდებლისთვის გზავნილის გადაცემა დასტურდება შესაბამისი
აქტით;
- მიმწოდებელმა უნდა განახორციელოს ადგილობრივი გზავნილის კურიერის
მეშვეობით ადრესატზე/ფიზიკურ პირზე ჩაბარება პირადად, შემსყიდველის
მიერ განსაზღვრულ მისამართზე. თუ ადრესატი ადგილზე არ იმყოფება,
ადგილობრივი გზავნილების შემთხვევაში გზავნილის განმეორებით
(მეორეჯერ) მიტანა მითითებულ მისამართზე უნდა განხორციელდეს
შემსყიდველის მხრიდან ყოველგვარი დამატებითი შეტყობინების ან/და
ხარჯების გაწევის გარეშე მომდევნო ორი სამუშაო დღის განმავლობაში და
მხოლოდ ამის შემდეგ კვლავ ჩაუბარებლობის შემთხვევაში დაუბრუნდეს
შემსყიდველს, შესაბამისი მიზეზის მითითებით. ყოველი განმეორებით
(მეორეჯერ) გატანილი გზავნილი უნდა აისახოს ელექტრონულად გზავნილის
ისტორიაში გზავნილის უნიკალური შტრიხკოდის ქვეშ. თუ ადრესატმა უარი
განაცხადა გზავნილის ჩაბარებაზე, შემსრულებელი ელექტრონულ ან
მატერიალურ დოკუმენტზე აკეთებს შესაბამის აღნიშვანას, ხოლო გზავნილს
უბრუნებს დამკვეთს. პროგრამა საშუალებას უნდა იძლეოდეს მასში არსებული
ინფორმაციის ექსპორტს ექსელის ფორმატში;
- მიმწოდებელი ვალდებულია გზავნილის ადრესატისთვის ჩაბარების დროს
შეადგინოს ჩაბარების დამადასტურებელი მატერიალური ან/და ელექტრონული
დოკუმენტი, რომელიც დადასტურებული იქნება ადრესატის ხელმოწერით;
- საერთაშორისო გზავნილების ჩაბარების ან/და ჩაუბარებლობის მიზეზის
დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა იყოს ქართულ ენაზე, სადაც მითითებული
იქნება გზავნილის ჩაბარების ზუსტი თარიღი, დრო და ადრესატის გვარი, ვინც
ხელი მოაწერა აღნიშნული გზავნილის ჩაბარებაზე.
- შემსყიდველი უფლებამოსილია შეწყვიტოს მიმწოდებელთან გაფორმებული
ხელშეკრულება, თუ მიმწოდებლისთვის გაგზავნილ იქნა ორი ან მეტი
გამაფრთხილებელი წერილი, სადაც დაფიქსირებული იქნება მათ მიერ
მომსახურების არაჯეროვნად ან ვადაგადაცილებით გაწევის შემთხვევა.