Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии

Автотранспортные услуги (Грузия - Тендер #69234234)

Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:

Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: N(N)LE Tetritskaro Center of Preschool Edication and Aid to the Socially Unprotected members of Community
Номер конкурса: 69234234
Дата публикации: 12-12-2025
Сумма контракта: 258 060

Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT250023226
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 12.12.2025 13:44
Начало приема предложения 20.12.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 23.12.2025 12:30
Предполагаемая цена закупки 258`060.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 60100000-Автотранспортные услуги
Коды классификатора
  • 60100000 - Автотранспортные услуги
Срок подачи 2026 წლის 15 იანვრიდან 2026 წლის 25 დეკემბრის ჩათვლით.
Дополнительная информация
ა(ა)იპ "თეთრიწყაროს სკოლამდელი აღზრდა-განათლებისა და სოციალურად დაუცველთა დახმარების ცენტრი"-ში შემავალ საბავშვო ბაღებში აღსაზრდელების ტრანსპორტით გადაყვანის მომსახურების შესყიდვა.
Количество и объём закупок მითითებულია სატენდერო დოკუმენტაციაში.
Шаг снижения цены 2`000.00 GEL
Размер гарантии 2`581 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: nino bekauri :: 25.11.2025 15:20
  • Последнее исправление: nino bekauri :: 12.12.2025 13:44
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=657097&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

ა(ა)იპ "თეთრიწყაროს სკოლამდელი აღზრდა-განათლებისა და სოციალურად დაუცველთა დახმარების ცენტრი"-ში შემავალ საბავშვო ბაღებში აღსაზრდელების ტრანსპორტით გადაყვანის მომსახურების შესყიდვა.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1. ირაგის საბავშვო ბაღში აღსაზრდელების ტრანსპორტირება - სოფელ დიდი ირაგიდან -13 ბავშვი, პატარა ირაგიდან - 12 ბავშვი, სოფელ ალექსევკიდან - 2 ბავშვი , სოფელ ჯვარადან - 6 ბავშვი, სოფელ ჯიგრაშენიდან -5 ბავშვი და სოფელი მენკალისიდან -1 ბავშვი, საბავშვო ბაღამდე და უკან გზა, სულ - 44 კმ. ტრანსპორტირებით მომსახურებას საჭიროებს - 39 ბავშვი.
2. სოფელ კოდის საბავშვო ბაღში - სოფელ კოდის ფაბრიკის დასახლებიდან და სოფელ მუხათიდან საბავშვო ბაღამდე და უკან გზა, სულ - 5კმ. ტრანსპორტირებით მომსახურებას საჭიროებს - 18 ბავშვი.
3. სოფელ ფარცხისის საბავშვო ბაღში - სოფელ ასურეთის ცენტრიდან და უკან გზა, სულ - 20 კმ. ტრანსპორტირებით მომსახურებას საჭიროებს - 21 ბავშვი.
4. სოფელ ფარცხისის საბავშვო ბაღში - სოფელ ჩხიკვთიდან-2 ბავშვი, ჩხიკვთის აგარაკებიდან-1 ბავშვი, სოფელ საღრაშენიდან-8 ბავშვი და სულ - 12 კმ. ტრანსპორტირებით მომსახურებას საჭიროებს - 11 ბავშვი.
5. დაბა მანგლისის საბავშვო ბაღში - სოფელ დიდი თონეთიდან-2 ბავშვი, მანგლისის ცენტრიდან, ღვთისმშობლის ტაძრის ქუჩიდან, მანგლელის ქუჩიდანდა მისი მიმდებარე ქუჩებიდან-4 აღსაზრდელი საბავშვო ბაღამდე და უკან გზა, სულ - 22 კმ. ტრანსპორტირებით მომსახურებას საჭიროებს - 6 ბავშვი.
6. სოფელ ფარცხისის საბავშვო ბაღში - სოფელ ენაგეთიდან და უკან გზა, სულ -22 კმ, ტრანსპორტირებით მომსახურებას საჭიროებს - 13 ბავშვი.
7. სოფელ ფარცხისის საბავშვო ბაღში - სოფელი შავსაყდრიდან და უკან გზა, სულ - 26 კმ, ტრანსპორტირებით მომსახურებას საჭიროებს - 10 ბავშვი.
8. სოფელ ჯორჯიაშვილის საბავშვო ბაღში სოფელ არდისუბნიდან და უკან გზა სულ - 10 კმ. ტრანსპორტირებით მომსახურებას საჭიროებს - 7 ბავშვი.
9. N1 საბავშო ბაღში - სოფელ სამშვილდედან საბავშვო ბაღამდე და უკან გზა, სულ - 14 კმ. ტრანსპორტირებით მომსახურებას საჭიროებს - 3 ბავშვი.
10. N1 და N2 საბავშვო ბაღში - ვარხუნოს დასახლებიდან- სულ 6 ბავში , საბავშვო ბაღამდე და უკან გზა, სულ - 6 კმ. ტრანსპორტირებით მომსახურებას საჭიროებს - 6 ბავშვი.
11. სოფელ ვაშლოვნის საბავშვო ბაღში - სოფელ ერტისიდან და სოფელ ვაშლოვნის შიდა ტერიტორიიდან და უკან გზა, სულ - 8კმ . ტრანსპორტირებას საჭიროებს - 29 ბავშვი.
12. სოფელ ჭივჭავის საბავშვო ბაღში - სოფელ ივანოვკიდან - 4 ბავშვი საბავშვო ბაღამდე და უკან გზა, სულ - 24 კმ. ტრანსპორტირებით მომსახურებას საჭიროებს - 4 ბავშვი.
13. სოფელ სამღერეთის საბავშვო ბაღში - სოფელ შიხილოდან -5 ბავშვი ,საბავშვო ბაღამდე და უკან გზა, სულ - 12 კმ. ტრანსპორტირებით მომსახურებას საჭიროებს - 5 ბავშვი.
14. სოფელ მარაბდის საბავშვო ბაღში - სოფელ ქოთიშიდან -2 ბავშვი, საბავშვო ბაღამდე და უკან გზა, სულ - 8 კმ. ტრანსპორტირებით მომსახურებას საჭიროებს - 2 ბავშვი.
15. სოფელ წინწყაროს საბავშვო ბაღში - სოფელ ქოსალარიდან - ისარგებლებს ტრანსპორტირებით -31 ბავშვი, ხოლო სოფელ წინწყაროს შიდა ტერიტორიიდან ისარგებლებს - 30 ბავშვი. სულ - 35 კმ.
16. სოფელ ხაიშის საბავშვო ბაღში - სოფელი ხაიშის შიდა ტერიტორიიდან საბავშვო ბაღამდე და უკან გზა. სულ - 7 კმ. ტრანსპორტირებით მომსახურებას საჭიროებს - 17 ბავშვი.

სულ- 275 კილომეტრი. 1 (ერთი) დღეში უკან დაბრუნების ჩათვლით.

ზოგადი პირობები:

ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაყვანის მომსახურება უნდა განხორციელდეს:
ა) თითოეულ მიმართულებაზე ბავშვთა ტრანსპორტირება უნდა განხორციელდეს საჭირო რაოდენობის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით.
ბ) ტექნიკურად გამართული, შესაბამისი მოცულობისა და რაოდენობის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით.
გ) დაცული უნდა იყოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისი უსაფრთხო გადაადგილების ყველა ნორმა, ასევე ყველა სატრანსპორტო საშუალებაში, თითოეულ სავარძელზე გამართული უნდა იყოს ღვედი.
დ) ტრანსპორტირებისას ავტოსტრანსპორტო საშუალება აღჭურვილი უნდა იყოს სპეციალური ნიშნით, რომელიც მიუთითებს, რომ ხორციელდება ბავშვების გადაყვანა.
ე) ავტოსანტრანსპორტო საშუალებებში დაცული უნდა იყოს სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები და აღსაზრდელთა ყოველ გადაყვანის წინ უნდა ხდებოდეს დეზინფიცირება. ამასთანავე ვირუსული ინფექციების გართულების შემთხვევაში დაწესებული დამატებითი ღონისძიებების სავალდებულო შესრულება.
ვ) ავტოსატრანსპორტო საშუალებებს უნდა მართავდნენ შესაბამისი მართვის უფლების მქონე მძღოლები.
ზ) აღსაზრდელების ტრანსპორტირება უნდა განხორციელდეს ისე, რომ არცერთ აღსაზრდელს არ უწევდეს ფეხზე დგომა სატრანსპორტო საშუალებაში საჭირო ადგილების არ არსებობის გამო.
თ) ავტოსატრანსპორტო საშუალება თითოეული მიმართულებისთვის უნდა შეირჩეს გადასაყვან ბავშვთა რაოდენობისა და ადგილის რელიეფის შესაბამისად.
ი) საბავშვო ბაღებში აღსაზრდელების ტრანსპორტირება უნდა მოხდეს სასწავლო-სააღმზრდელო დროის დაწყებამდე (09:00-09:30 -სთ), აღსაზრდელების გაყვანა ბაღიდან მოხდეს ნოემბერი-დეკემბერი-იანვარი-თებერვლის თვეში16:30 სთ-ზე, ხოლო მარტი-აპრილი -მაისი-ივნისი -სექტემბერი-ოქტომბრის თვეების განმავლობაში 17:00სთ-ზე, (საბავშვო ბაღებში აღსაზრდელების მიყვანა უნდა განხორციელდეს სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის დაწყებამდე არაუგვიანეს 5 წუთისა და არაუადრეს 30 წუთისა. ხოლო ბაღიდან წამოყვანა უნდა განხორციელდეს სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის დასრულებიდან - არაუგვიანეს 10 წუთისა).

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

2026 წლის 15 იანვრიდან 2026 წლის 25 დეკემბრის ჩათვლით.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1. ირაგის საბავშვო ბაღში აღსაზრდელების ტრანსპორტირება - სოფელ დიდი ირაგიდან -13 ბავშვი, პატარა ირაგიდან - 12 ბავშვი, სოფელ ალექსევკიდან - 2 ბავშვი , სოფელ ჯვარადან - 6 ბავშვი, სოფელ ჯიგრაშენიდან -5 ბავშვი და სოფელი მენკალისიდან -1 ბავშვი, საბავშვო ბაღამდე და უკან გზა, სულ - 44 კმ. ტრანსპორტირებით მომსახურებას საჭიროებს - 39 ბავშვი.
2. სოფელ კოდის საბავშვო ბაღში - სოფელ კოდის ფაბრიკის დასახლებიდან და სოფელ მუხათიდან საბავშვო ბაღამდე და უკან გზა, სულ - 5კმ. ტრანსპორტირებით მომსახურებას საჭიროებს - 18 ბავშვი.
3. სოფელ ფარცხისის საბავშვო ბაღში - სოფელ ასურეთის ცენტრიდან და უკან გზა, სულ - 20 კმ. ტრანსპორტირებით მომსახურებას საჭიროებს - 21 ბავშვი.
4. სოფელ ფარცხისის საბავშვო ბაღში - სოფელ ჩხიკვთიდან-2 ბავშვი, ჩხიკვთის აგარაკებიდან-1 ბავშვი, სოფელ საღრაშენიდან-8 ბავშვი და სულ - 12 კმ. ტრანსპორტირებით მომსახურებას საჭიროებს - 11 ბავშვი.
5. დაბა მანგლისის საბავშვო ბაღში - სოფელ დიდი თონეთიდან-2 ბავშვი, მანგლისის ცენტრიდან, ღვთისმშობლის ტაძრის ქუჩიდან, მანგლელის ქუჩიდანდა მისი მიმდებარე ქუჩებიდან-4 აღსაზრდელი საბავშვო ბაღამდე და უკან გზა, სულ - 22 კმ. ტრანსპორტირებით მომსახურებას საჭიროებს - 6 ბავშვი.
6. სოფელ ფარცხისის საბავშვო ბაღში - სოფელ ენაგეთიდან და უკან გზა, სულ -22 კმ, ტრანსპორტირებით მომსახურებას საჭიროებს - 13 ბავშვი.
7. სოფელ ფარცხისის საბავშვო ბაღში - სოფელი შავსაყდრიდან და უკან გზა, სულ - 26 კმ, ტრანსპორტირებით მომსახურებას საჭიროებს - 10 ბავშვი.
8. სოფელ ჯორჯიაშვილის საბავშვო ბაღში სოფელ არდისუბნიდან და უკან გზა სულ - 10 კმ. ტრანსპორტირებით მომსახურებას საჭიროებს - 7 ბავშვი.
9. N1 საბავშო ბაღში - სოფელ სამშვილდედან საბავშვო ბაღამდე და უკან გზა, სულ - 14 კმ. ტრანსპორტირებით მომსახურებას საჭიროებს - 3 ბავშვი.
10. N1 და N2 საბავშვო ბაღში - ვარხუნოს დასახლებიდან- სულ 6 ბავში , საბავშვო ბაღამდე და უკან გზა, სულ - 6 კმ. ტრანსპორტირებით მომსახურებას საჭიროებს - 6 ბავშვი.
11. სოფელ ვაშლოვნის საბავშვო ბაღში - სოფელ ერტისიდან და სოფელ ვაშლოვნის შიდა ტერიტორიიდან და უკან გზა, სულ - 8კმ . ტრანსპორტირებას საჭიროებს - 29 ბავშვი.
12. სოფელ ჭივჭავის საბავშვო ბაღში - სოფელ ივანოვკიდან - 4 ბავშვი საბავშვო ბაღამდე და უკან გზა, სულ - 24 კმ. ტრანსპორტირებით მომსახურებას საჭიროებს - 4 ბავშვი.
13. სოფელ სამღერეთის საბავშვო ბაღში - სოფელ შიხილოდან -5 ბავშვი ,საბავშვო ბაღამდე და უკან გზა, სულ - 12 კმ. ტრანსპორტირებით მომსახურებას საჭიროებს - 5 ბავშვი.
14. სოფელ მარაბდის საბავშვო ბაღში - სოფელ ქოთიშიდან -2 ბავშვი, საბავშვო ბაღამდე და უკან გზა, სულ - 8 კმ. ტრანსპორტირებით მომსახურებას საჭიროებს - 2 ბავშვი.
15. სოფელ წინწყაროს საბავშვო ბაღში - სოფელ ქოსალარიდან - ისარგებლებს ტრანსპორტირებით -31 ბავშვი, ხოლო სოფელ წინწყაროს შიდა ტერიტორიიდან ისარგებლებს - 30 ბავშვი. სულ - 35 კმ.
16. სოფელ ხაიშის საბავშვო ბაღში - სოფელი ხაიშის შიდა ტერიტორიიდან საბავშვო ბაღამდე და უკან გზა. სულ - 7 კმ. ტრანსპორტირებით მომსახურებას საჭიროებს - 17 ბავშვი.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

პრეტენდენტს 2022 წლის 01 იანვრიდან შემდგომ პერიოდში უნდა გააჩნდეს საბავშო ბაღის აღსაზრდელებისა ან/და სკოლის მოსწავლეების გადაყვანის მომსახურების გამოცდილება, რისთვისაც მან უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია ორგანიზაციის მიერ 2022 წლის 01 იანვრიდან შემდგომ პერიოდში საბავშო ბაღის აღსაზრდელებისა ან/და სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტირებით უზრუნველყოფაზე გაფორმებული ხელშეკრულებებისა და მათი შესრულების შესახებ, დანართი N2-ის მიხედვით.ფაქტიურად გაწეული მომსახურების საერთო ჯამური ღირებულება წლების განმავლობაში უნდა იყოს არანაკლებ 100 000 ლარი. (დანართში მითითებული ხელშეკრულებების და მიღება-ჩაბარების აქტების ასლები ატვირთული უნდა იქნეს ელექტრონულ სისტემაში. ხოლო ტენდერის ნომრის ან/ და CMR-ის მითითების შემთხვევაში ხელშეკრულების და მიღება-ჩაბარების აქტების წარმოდგენა არ არის სავალდებულო.
იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი ხელშეკრულებ(ები)ა, რომელიც არ განეკუთვნება სახელმწიფო შესყიდვებს და ვერ მოიძებნება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე (www. procurement.gov.ge)-ზე, ასეთ შემთხვევაში შემსყიდველი უფელებამოსილია პრეტენდენტს მოსთხოვოს წარმოდგენილი ხელშეკრულებ(ებ)ის შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტები: მიღება-ჩაბარების აქტები, საბანკო ამონაწერი, ანგარიშ-ფაქტურები, შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ გაცემული სარეკომენდაციო წერილები და ა.შ. წარმოდგენილი დოკუმენტ(ებ)ი უნდა იყოს ხელმოწერილი.

2.3.1 requirement related to material and technical support of a tenderer

პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შესახებ - დანართი N3 შესაბამისად(წარმოდგენილი ინფორმაციით პრეტენდენტი მიუთითებს საჭირო ავტოსატრანსპორტო საშუალებების რაოდენობიდან რამდენი იქნება მის საკუთრებაში და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად იჯარით/ქირავნობით/თუ სხვა ფორმით სარგებლობაში, მომსახურების გაწევის სრული ვადის გათვალისწინებით).

პრეტენდენტმა ასევე უნდა წარმოადგინოს:
1) ინფორმაცია სატრანსპორტო საშუალებების შესახებ (მარკა, მოდელი, სახ. ნომერი და ადგილების რაოდენობა).
2) ავტომანქანების ტექნიკური პასპორტი და ავტომობილს ტექინსპექტირების (ტექდათვალიერება) დამადასტურებელი დოკუმენტი.
3) იჯარის ან თხოვების შემთხვევაში წარმოადგინოს გაფორმებული ხელშეკრულებები, რომლებიც შესაბამისობაში უნდა იყოს მომსახურების გაწევის ვადასთან.

2.9 other additional requirements

2.9.1. პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს ინფორმაცია, თუ რომელ მიმართულებას რომელი ავტომანქანა (მარკა, მოდელი, სახ. ნომერი მითითებით) და მძღოლი მოემსახურება.

2.9.2. პრეტენდენტმა თითოეულ მიმართულებაზე სატრანსპორტო საშუალებ(ებ)ის შერჩევისას უნდა გაითვალისწინოს აღსაზრდელების რაოდენობა.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას, რაზეც პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას ექსპერტიზის ან/და აუდიტის დასკვნა (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი). ექსპერტიზის ან/და აუდიტის დასკვნის წარმოდგენის შემთხვევაში უნდა დასტურდებოდეს (ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს) ტენდერში პრეტენდენტის მიერ ატვირთულ საბოლოო ფასების ცხრილში (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით) დაფიქსირებული ერთეულის ფასებით და აგრეთვე ჯამური ღირებულებით ამავე ფასების ცხრილით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მიწოდების შესაძლებლობა.
ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებაზე ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანების მე-18 მუხლის მე-6, მე-7 პუნქტებისა და 28-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული წესები.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

guarantee for assurance of contract performance

6.1 guarantees for assurance of contract performance are requested

2 Процентов

6.2 guarantees are requested in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value

5 Процентов

6.3 duration of guarantee

ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტიის მოქმედების ვადა არანაკლებ 60 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადას.

6.4 terms and conditions of guarantee

- მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია უნდა იყოს უპირობო და გამოუთხოვადი, ე.ი. გარანტიით გათვალისწინებული თანხები შემსყიდველმა უნდა მიიღოს ყოველგვარი დამატებითი მტკიცებულების წარდგენის გარეშე, პირველი მოთხოვნისთანავე.
- გარანტიის მოქმედების ვადა არანაკლებ 60 (სამოცი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს მომსახურების გაწევის ვადას.
- ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებებიდან, ან სსიპ "საქართველოს დაზღვევის ზედამხედველობის სამსახური"-ს მიერ ლიცენზირებული სადაზღვეო კომპანიებიდან, ასევე შესაძლებელია აღნიშნული გარანტია წარმოდგენილი იქნეს „არარეზიდენტი“ საბანკო ან სადაზღვევო კომპანიიდან, რომელიც დამოწმებული უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებებიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში;
- ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიაში მითითებული უნდა იყოს აღნიშნულ შესყიდვასთან დაკავშირებით ერთიან ელექტრონულ სისტემაში განთავსებული განცხადების ნომერი და პრეტენდენტის საიდენტიფიკაციო კოდი;
- ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით წარმოდგენილი გარანტია გამოიყენება მიმწოდებლის მიერ ვალდებულების დარღვევის გამო შესაბამისი პირგასამტეხლოს, საჯარიმო სანქციების ან/და ზიანის ანაზღაურების მიზნით;
- მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების სრულად შესრულების შემდეგ, ან მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, შემსყიდველმა მიმწოდებელს უნდა დაუბრუნოს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია.

ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის ელექტრონული სისტემის
საშუალებით – ელექტრონული დოკუმენტის ფორმით წარდგენისას, აღნიშნულ დოკუმენტზე,
საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის მიერ, შესრულებული უნდა
იყოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა და დასმული უნდა იყოს კვალიფიციური
ელექტრონული შტამპი.

6.6.5 terms and conditions of guarantee

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

7.2.1 ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ეროვნულ ვალუტაში,

7.2.2. ანგარიშსწორება განხორციელდება თვეში ერთხელ, ფაქტობრივად გაწეული მომსახურების შესაბამისად.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ნინო ბექაური, 599780727, aaip.shesyidvebi@yahoo.com საბავშვო ბაღების სამსახურის უფროსი - მარინე წიკლაური. 599681281

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1 სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში შესყიდვის პროცედურები ხორციელდება საქართველოს კანონის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული "ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ შესაბამისად.

10.1.2 ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს ორიგინალის სახით (ასლის შემთხვევაში ნოტარიულად დამოწმებული ასლი) ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.

10.1.3 "ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთულ ელექტრონულ დოკუმენტებზე შესრულებული უნდა იყოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დამოწმებული უნდა იყოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით. (საჭიროების შემთხვევაში, წარმოდგენილი უნდა იქნას წარმომადგენლობაზე უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი).

10.1.4 პრეტენდენტს არ აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება.

10.1.5 სატენდერო წინადადების წარდგენით პრეტენდენტი ეთანხმება სატენდერო დოკუმენტაციით დადგენილ მოთხოვნებს.

10.1.6 პრეტენდენტი ვალდებულია ერთეულის ფასი დააფიქსიროს (დაამრგვალოს) მეასედის სიზუსტით.
10.1.7 პრეტენდენტი, რომელიც არ არის დღგ-ის გადამხდელი, სატენდერო წინადადებას წარადგენს დღგ-ის გარეშე.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена

Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт

Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru