Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Почтовая и курьерская службы (Грузия - Тендер #69234231)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: LEPL "The Georgian National Academy of Science"
Номер конкурса: 69234231
Дата публикации: 12-12-2025
Сумма контракта: 30 395


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT250023229
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 12.12.2025 14:01
Начало приема предложения 20.12.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 22.12.2025 14:00
Предполагаемая цена закупки 30`395.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 64100000-Почтовая и курьерская службы
Коды классификатора
  • 64110000 - Почтовые услуги
  • 64120000 - Курьерские услуги
Срок подачи 2026 წლის 1 იანვრიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
Дополнительная информация
იხილეთ სატენდერო დოკუმენტაციის ტექნიკური დავალება და ფასების ცხრილი
Количество и объём закупок იხილეთ სატენდერო დოკუმენტაციის ტექნიკური დავალება და ფასების ცხრილი
Шаг снижения цены 125.00 GEL
Размер гарантии 304 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: ketevani gazashvili :: 10.12.2025 14:01
  • Последнее исправление: ketevani gazashvili :: 12.12.2025 14:01
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=660143&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

სსიპ ,,საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისთვის" ადგილობრივი და საერთაშორისო საფოსტო და საკურიერო მომსახურებების შესყიდვა.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1.2.1 მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს:
1. მიმწოდებლის წარმომადგენლის/კურიერის უფასო გამოძახება და კურიერის მიერ გზავნილების ჩაბარება უნდა განხორციელდეს სამუშაო დღეებში 10:00-დან 17:00 საათამდე, (საჭიროების შემთხვევაში დღეში ორჯერ).
2. საფოსტო გზავნილების გადაცემა მიმწოდებლის წარმომადგენელისთვის/კურიერისთვის უნდა მოხდეს შემსყიდველის მისამართიდან: ქ. თბილისი, რუსთაველის გამზ. #52
3. სხვადახვა წონის საფოსტო გზავნილების - წერილობითი ფოსტის, ყველა სახის დოკუმენტის, ამანათების (შემდგომში - გზავნილი) გადაგზავნა, უნდა განხორციელდეს ფასების ცხრილის დანართი №1-ის შესაბამისად.
4. შემსყიდველს შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს ინტერნეტ პორტალის მეშვეობით გზავნილების კარიდან კარამდე ონლაინ ადევნოს თვალი ე. წ „თრექინგით“; მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს ყველა საფოსტო გზავნილის „თრექინგ-კოდის“ მიწოდება გზავნილის რეალურ დროში ადგილმდებარეობის დადგენის მიზნით.
5. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს საფოსტო გზავნილების მართვისთვის განკუთვნილი სრულყოფილი პროგრამული უზრუნველყოფის არსებობა და შემსყიდველისთვის საჭირო რაოდენობის იუზერების შექმნა, შესაბამისი დეპარტამენტის მიერ განსაზღვრულ თანამშრომლებზე ცალ-ცალკე; აღნიშნული სისტემით უნდა ხდებოდეს ადგილობრივი გზავნილების მოძრაობის ონლაინ რეჟიმში თვალყურის დევნება და ნებისმიერი სტატუსის ნახვა, რომლის სისწორეზე პასუხისმგებელი იქნება მიმწოდებელი; კურიერისთვის გზავნილის გადაცემა უნდა ხდებოდეს ელექტრონულ სისტემაში დამუშავებული დოკუმენტის მეშვეობით (რეესტრთან ერთად); გზავნილების ამოღება/წაშლა შესაძლებელი უნდა იყოს გზავნილების რეესტრის დახურვამდე; ყველა განხორციელებული ვიზიტის შესაბამისი გზავნილის ჩაბარება/ჩაუბარებლობის დოკუმენტი PDF ფორმატში, უნდა აიტვირთოს ელექტრონულ სისტემაში და შესაძლებელი უნდა იყოს მისი ამობეჭდვა; მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს შტრიხკოდის მასალით შეუფერხებელი და უფასო მომარაგება.
6. ადგილობრივი გზავნილის ჩაბარების ვადა და პირობები:
6.1. საქართველოს ტერიტორიაზე (ადგილობრივი) საფოსტო და საკურიერო მომსახურების შემთხვევაში - მიმწოდებლის წარმომადგენლისათვის/კურიერისთვის შემსყიდველის მიერ გზავნილის გადაცემიდან არაუმეტეს 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში გზავნილი უნდა ჩაბარდეს ადრესატს (გარდა მაღალმთიანი რეგიონებისა), ხოლო მაღალმთიან რეგიონში არაუმეტეს 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში. გზავნილის ადრესატისთვის ჩაბარება ხორციელდება შემსყიდველის მიერ მითითებული ადრესატის მისამართზე პირადად ადრესატისთვის ან აღნიშნულ მისამართზე დახვედრილი სრულწლოვანი პირისათვის, ხოლო იურიდიული პირისთვის განკუთვნილი გზავნილი უნდა ჩაბარდეს შემსყიდველის მიერ მითითებული ადრესატის მისამართზე კანცელარიას/კანცელარიის თანამშრომელს ან ასეთის არყოფნის შემთხვევაში გზავნილის მიღებაზე უფლებამოსილ შესაბამის პირს; გზავნილის ჩაბარება უნდა დადასტურდეს შესაბამის ჩაბარების დოკუმენტაციაში გზავნილის მიმღების ხელმოწერით. შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში, შესაძლებელი უნდა იყოს კონკრეტული გზავნილის გადაცემის შეზღუდვა არაადრესატი პირისთვის; თუ ადრესატი ან სხვა პირი ადგილზე არ იმყოფება, ამ შემთხვევაში, მიმწოდებლის წარმომადგენელმა მას უნდა დაუტოვოს შეტყობინება. შეტყობინებაში აღნიშნული უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია: გზავნილის ნომერი, საკონტაქტო მონაცემები და სერვისცენტრში გზავნილის დაყოვნების დრო (არაუმეტს 5 დღე). აღნიშნული ინფორმაციის პროგრამული ასახვა განხორციელდეს დაუყოვნებლივ. თუ აღნიშნულ ვადაში არ მოხდა ადრესატის მიერ გზავნილის მიღება, მიმწოდებელმა გონივრულ ვადაში უფასოდ უნდა განახორციელოს გზავნილის უკან დაბრუნება.
6.2. საფოსტო გზავნილის ადრესატისათვის ჩაბარების ვადის ათვლა იწყება მომდევნო სამუშაო დღიდან.
7. გზავნილი შესაძლებელია გაიგზავნოს პირობით მოკითხვამდე, რომელიც სერვის-ცენტრში შესაძლებელია დაყოვნდეს ერთი თვის განმავლობაში.
8. გზავნილის დაზიანების ან დაკარგვის შემთხვევაში სრული პასუხისმგებლობა დაეკისრება მიმწოდებელს.
9. საერთაშორისო ნორმებით დადგენილი წესის შესაბამისად, გზავნილი დაკარგულად ჩაითვლება გაგზავნიდან მაქსიმუმ ერთი თვის გასვლის შემდეგ, რაც გზავნილის მარშრუტის სისტემაში აისახება ელექტრონულად.
10. გზავნილის შემცველობის დაზიანების ან/და დაკარგვის შემთხვევაში, შემსყიდველის არჩევანისამებრ, მიმწოდებელი ან უფასოდ, საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოფს გზავნილის ხელმეორედ გაგზავნას, ან მას დაეკისრება ჯარიმა დაკარგული ან დაზიანებული გზავნილის მომსახურების ღირებულების სრული ოდენობით.
11. საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელი უნდა იყოს ამანათის დაზღვევა შემსყიდველის ხარჯით (სადაზღვევო რისკს წარმოადგენს დაკარგვა ან დაზიანება).
12. მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველი მუდმივად უზრუნველყოს წერილების ჩაბარება/არ ჩაბარების დამადასტურებელ ელ. დოკუმენტაციაზე წვდომით. აღნიშნულ ინფორმაციაზე წვდომა შემყიდველ ორგანიზაციას უნდა ჰქონდეს საფოსტო მომსახურების შეწყვეტის შემდგომაც არანაკლებ 6 თვის განმავლობაში;
13. საერთაშორისო საფოსტო და საკურიერო მომსახურების ტექნიკური დავალება:
13.1. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს საერთაშორისო (საქართველოს საზღვრებს გარეთ სტანდარტული და სწრაფი მომსახურება ნებისმიერი მიმართულებით) საფოსტო და საკურიერო მომსახურების გაწევა.
13.2. მიმწოდებლის წარმომადგენლისათვის/კურიერისთვის შემსყიდველის მიერ სწრაფი საერთაშორისო გზავნილის გადაცემიდან 2-8 სამუშაო დღის, ხოლო სტანდარტული საერთაშორისო გზავნილი 2-20 სამუშაო დღის ვადაში ადრესატისათვის გაგზავნილი გზავნილი უნდა ჩაბარდეს ადრესატს. გზავნილის ჩაბარება უნდა დადასტურდეს შესაბამის ჩაბარების დოკუმენტაციაში გზავნილის მიმღების ხელმოწერით.
14. მიმწოდებელი უზრუნველყოფს კონტროლისა და ანალიზის მიმართულებით პასუხისმგებელი პირის გამოყოფას, რომელიც განახორციელებს შემსყიდველთან დროულ კომუნიკაციას შესასყიდი მომსახურების შესახებ ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით და გზავნილების ჩაბარების/ჩაუბარებლობის ელექტრონულ სერვისთან დაკავშირებული ინფორმაციის მოწოდებას;
15. ყოველი თვის ბოლოს უნდა მომზადდეს მიღება-ჩაბარების აქტი, როგორც ყველა სერვის-ცენტრისთვის ცალ-ცალკე, ისე ერთიანი, ჯამური ოდენობის მითითებით. აქტებს თან უნდა ერთვოდეს გაგზავნილი ცხრილი რეესტრების ნომრებით, რაოდენობებით და თანხების მითითებით. ხელმოწერას უნდა აფიქსირებდეს როგორც მიმწოდებლის ასევე შემსყიდველის წარმომადგენელი.

შენიშვნა:

ფასების ცხრილის დანართი #1-ში მითითებული რაოდენობები საორიენტაციოა და შემსყიდველი არ არის ვალდებული სრულად აითვისოს მითითებული რაოდენობები. ასევე, თუ მომსახურების გაწევისას აღმოჩნდა, რომ მომსახურების ჩამონათვალიდან რომელიმე პოზიციაზე მომსახურების მოცულობა (რაოდენობა) ამოიწურა და აღნიშნული მომსახურების გაწევა დამატებით გახდა აუცილებელი, შემსყიდველის შეხედულებისამებრ მხარეთა შეთანხმების საფუძველზე შესაძლებელია ხელშეკრულების ფარგლებში განხორციელდეს ცვლილება სხვა მომსახურების მოცულობის (რაოდენობის) შემცირებით.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად ეტაპობრივად, 2026 წლის 1 იანვრიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს საქართველოს და საერთაშორისო ტერიტორიაზე.

მიმწოდებლის მიერ გზავნილის გატანა უნდა განხორციელდეს შემდეგი მისამართიდან:
ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი #52, სსიპ ,,საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია”.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

2.2.1.1. პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს ანალოგიურ სფეროში - საფოსტო და საკურიერო მომსახურების მიწოდებასთან დაკავშირებული გამოცდილება, რის დასადატურებლადაც სისტემის მეშვეობით უნდა წარმოადგინოს 2022-2023-2024 წლების პერიოდზე, თითოეულ წელზე მინიმუმ ერთი არანაკლებ 20 000 (ოციათასი) ლარის ღირებულების შესრულებული ხელშეკრულება, თანდართული მთლიანი ან შუალედური მიღება-ჩაბარების აქტებით, ან ელექტრონული საგადასახდო დოკუმენტებით;

2.2.1.2. გამოცდილების დამადასტურებელი ხელშეკრულებების და მათი შესრულების დოკუმენტების ნაცვლად, ინფორმაციის სახით, შესაძლებელია აგრეთვე წარმოდგენილ იქნას 2022-2023-2024 წლების განმავლობაში SPA, CMR, NAT ან სხვა მოდულების ნომრები (არსებობის შემთხვევაში), რომლებშიც რეგისტრირებული დოკუმენტაციით ან/და ინფორმაციით დასტურდება საფოსტო და საკურიერო მომსახურების მიწოდების გამოცდილება 2.2.1.1 ქვეპუნქტში მითითებული პირობების გათვალისწინებით.

2.9 other additional requirements

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალი იქნება შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, პრეტენდენტი ვალდებულია ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთების მიზნით, ელექტრონული სისტემის მეშვეობით წარმოადგინოს შესაბამისი ექსპერტიზის ან აუდიტის დასკვნა, რომელიც ადასტურებს პრეტენდენტის მიერ წინამდებარე ტენდერში დაფიქსირებულ ფასად ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობას.
ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ით ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობა უნდა დასტურდებოდეს როგორც პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული წინადადების ფასთან (ხარჯთაღრიცხვის ჯამურ ღირებულებასთან), ასევე ხარჯთაღრიცხვის ერთეულებთან მიმართებით.

დასკვნასთან ერთად წარმოდგენილი უნდა იქნას შესაბამისი (საექსპერტო ან აუდიტორული) საქმიანობის განხორციელების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი (სერთიფიკატი).

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

ანგარიშსწორება მიმწოდებელთან განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორებით ლარში, ეტაპობრივად, ფაქტიურად გაწეული მომსახურების მიხედვით.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება ეტაპობრივად, მიმწოდებლის მიერ ფაქტიურად გაწეული მომსახურების მიხედვით და მხარეთა მიერ შესაბამისი მიღება-ჩაბარების ამსახველი დოკუმენტის ხელმოწერიდან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ლამარა ჟვანია, 598640750, zhvanialali@yahoo.com

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1 პრეტენდენტი დაექვემდებარება დისკვალიფიკაციას (ყოველგვარი დაზუსტების პროცედურების გარეშე), თუ მის მიერ არ იქნება წარმოდგენილი ფასების ცხრილი ან წარმოდგენილ ფასების ცხრილში განუფასებელი პოზიცი(ებ)ის რაოდენობა აღემატება განსაფასებელი პოზიციების 5%-ს;

10.1.2. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული მხოლოდ პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია (მხოლოდ პრეტენდენტის მიერ შექმნილი სატენდერო წინადადების სახით წარსადგენი დოკუმენტები, გარდა ფასების ცხრილის (დანართი #1)-ისა, პრეტენდენტი უფლებამოსილია აღნიშნული დანართი წარმოადგინოს Excel-ის ფორმატის ცხრილის სახით, ხოლო Excel-ის ფორმატის ცხრილის სახით წარსადგენი დოკუმენტი არ საჭიროებს ხელმოწერას ან/და ბეჭედს (მათ შორის, ელექტრონულ ხელმოწერას ან/და ელექტრონულ შტამპს)) უნდა იქნეს ელექტრონულად ხელმოწერილი შესაბამისად უფლებამოსილი პირის მიერ ან დამოწმებული კვალიფიციური ელექტრონული შტამპით, კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, კერძოდ: პრეტენდენტი, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე ვალდებულია, სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე (მხოლოდ პრეტენდენტის მიერ შექმნილი სატენდერო წინადადების სახით წარსადგენი დოკუმენტებზე) შეასრულოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით. იმ შემთხვევაში, თუ ხელისმომწერი პირი არ არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი, პრეტენდენტმა სისტემაში უნდა წარმოადგინოს ხელისმომწერი პირის ხელის მოწერისთვის გაცემული მინდობილობა.

10.1.3. ტენდერის ნებისმიერ ეტაპზე ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იქნას ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე.

10.1.4 ტენდერში მონაწილეობით პრეტენდენტი ეთანხმება სატენდერო დოკუმენტაციის ყველა იმ მოთხოვნას და პირობას, რომელთა შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა ან/და სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთვა არ არის სავალდებულო.

10.1.5. სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება პრეტენდენტს შეუძლია ერთიანი ელექტრონული სისტემის შესაბამისი მოდულის მეშვეობით.

10.1.6. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტს ერთიან ელექტრონულ სისტემაში მითითებული არ აქვს ხელმძღვანელის სახელი, გვარი და სრული საბანკო რეკვიზიტები, პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს აღნიშნული ინფორმაცია თანდართული ფაილის სახით.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru