Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Инструменты для контроля физических характеристик (Грузия - Тендер #44050005)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: National Environmental Agency
Номер конкурса: 44050005
Дата публикации: 30-06-2023
Сумма контракта: 68 860


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT230013588
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 30.06.2023 12:21
Начало приема предложения 09.07.2023 00:00
Истекает срок принятия предложений 12.07.2023 15:00
Предполагаемая цена закупки 68`860.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 38400000-Инструменты для контроля физических характеристик
Коды классификатора
  • 38420000 - Приборы для измерения расхода, уровня и давления жидкостей и газов
Срок подачи მიწოდება ყველა სახის თანმდევი მომსახურების (სადგურების მოწყობა-ინსტალაცია) ჩათვლით, უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 240 (ორას ორმოცი) კალენდარული დღის ვადაში
Дополнительная информация
შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს ჰიდროგეოლოგიური მონიტორინგის ქსელის გაფართოების მიზნით, სამტრედიისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტებში არსებული 2 (ორი) ერთეული თვითმდენი ჭაბურღილისთვის წყლის მონიტორინგის ავტომატური სადგურების სახელმწიფო შესყიდვა.
Количество и объём закупок 2 (ორი) ერთეული თვითმდენი ჭაბურღილი
Шаг снижения цены 689.00 GEL
Размер гарантии 689 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: ilona arghvliani :: 26.06.2023 11:29
  • Последнее исправление: ilona arghvliani :: 30.06.2023 12:21
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=524873&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

ჰიდროგეოლოგიური მონიტორინგის ქსელის გაფართოების მიზნით, სამტრედიისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტებში არსებული 2 (ორი) ერთეული თვითმდენი ჭაბურღილისთვის წყლის მონიტორინგის ავტომატური სადგურების სახელმწიფო შესყიდვა

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

ავტომატური სადგურის შემადგენელი კომპონენტების ტექნიკური მახასიათებლები:

1. მონაცემთა აღრიცხვა-გადმოცემის სისტემა
1.1 დატალოგერი
დატალოგერი უნდა აკმაყოფილებდეს მოცემულ პარამეტრებს:
- შემავალი არხები: ანალოგური და ციფრული არხები უნდა უზრუნველყოფდეს არანაკლებ 10 სენსორის მიერთების შესაძლებლობას;
- სერიული კომუნიკაცია: RS-232, SDI-12;
- დატალოგერს უნდა გააჩნდეს შემდეგი პროტოკოლების მხარდაჭერა: HTTP, FTP, Telnet, SMTP, NTP;
- საათის სიზუსტე: ± 4 წთ წელიწადში ან უკეთესი;
- საათის კვება უნდა ხორციელდებოდეს დატალოგერში ჩამონტაჟებული შიდა ბატარეის გამოყენებით;
- შესაძლებელი უნდა იყოს მონაცემების ადგილზე ნახვა, ჩაშენებული ეკრანის მეშვეობით;
- სამუშაო ტემპერატურა: -20 - 60°C ან უკეთესი;
- სამუშაო ტენიანობა: 0 - 100 %;
- დატალოგერს უნდა ჰქონდეს მონაცემების მეხსიერების ბარათზე შენახვის საშუალება;
- დატალოგერს უნდა მოჰყვებოდეს შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფა და აუცილებელი კაბელები, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იქნება მასთან დაკავშირება, მონაცემების გადმოწერა, დატალოგერის კონფიგურაცია/პროგრამირება მომხმარებლის მოთხოვნების შესაბამისად;
- შემსყიდველს უნდა ჰქონდეს კონფიგურირების/პროგრამირების ფუნქციების განხორციელების შესაძლებლობა დატალოგერის მწარმოებლის ან მწარმოებლის წარმომადგენლის ჩარევის გარეშე;
- დატალოგერს უნდა გააჩნდეს მასთან დისტანციურად დაკავშირების შესაძლებლობა GSM კომუნიკაციის საშუალებით. დატალოგერთან დაკავშირება არ უნდა საჭიროებდეს სტატიკურ IP მისამართს სიმ ბარათზე. დისტანციურად მიერთება არ უნდა განხორციელდეს CSD (Circuit Switched Data)-ს მეშვეობით, რადგანაც ამ სერვისის მხარდაჭერა GSM ოპერატორების მიერ შეზღუდულია. დატალოგერთან მიერთების შემდეგ, უნდა იყოს შესაძლებელი შემდეგი ოპერაციების განხორციელება:
o სადგურის სტატუსის შესახებ ინფორმაციის მიღება (აკუმულატორის ძაბვა, მზის პანელის ძაბვა, თავისუფალი ადგილი დატალოგერზე, სენსორების სტატუსი, ლოგ-ფაილების ნახვა);
o კონფიგურაციის ფაილის ატვირთვა;
o მონაცემების ნახვა და გადმოწერა.

1.2 GSM მოდემი
- GSM მოდემი არ უნდა იყოს ჩაშენებული დატალოგერში და ცალკე უნდა იყოს განთავსებული დატალოგერის ყუთში. მოდემი თავსებადი უნდა იყოს საქართველოში მოქმედ GSM ოპერატორების ქსელთან და აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
- GSM სიხშირე: 900, 1800 და 1900 MHz;
- კონტროლი AT ბრძანებების გამოყენებით;
- TCP/IP სტეკი AT ბრძანებების გამოყენებით;
- ინტერნეტ სერვისები: FTP, ICMP, DNS, TCP სერვერი / კლიენტი, HTTP, SMTP, POP3;
- მონაცემთა გადაცემა: GPRS კლასი 10, SMS;
- სამუშაო ტემპერატურა: -20 - 60°C ან უკეთესი.

1.3 GSM მოდემის ანტენა
- ანტენის მგრძნობელობა: არანაკლებ 5 დეციბელი ( ყველა მიმართულებით);
- სიხშირეების დიაპაზონი: 890-960, 1710-1990;
- ელ. წინაღობა: არაუმეტეს 50 Ω;
- კაბელის სიგრძე: არანაკლებ 2.5 მ.

2. ელ-ენერგიის გამომუშავების სისტემა
სადგურზე ელ-ენერგიის გამომუშავება უნდა ხორციელდებოდეს მზის პანელის სისტემის საშუალებით.

2.1 მზის პანელი
- მზის პანელი დამაგრებული უნდა იყოს ანძაზე და მისი მიმართულება შერჩეული უნდა იყოს ისე, რომ მიღებულ იქნეს ენერგიის მაქსიმალური ეფექტურობა;
- სიმძლავრე: არანაკლებ 100 ვატი;
- სამუშაო ტემპერატურა: -40 - 85°C ან უკეთესი.
2.2 დასამუხტი მოწყობილობა
დასამუხტი მოწყობილობა არ უნდა იყოს ინტეგრირებული დატალოგერში და ცალკე უნდა იყოს განთავსებული ყუთში. დასამუხტ მოწყობილობას უნდა გააჩნდეს შემდეგი შესაძლებლობები:
- დამუხტვის კონტროლი ტემპერატურის კომპენსაციით;
- აკუმულატორის რევერსული ძაბვისგან დაცვა;
- აკუმულატორის სრული განმუხტვისაგან დაცვა;
- მზის პანელიდან დამუხტვის დენი - არანაკლებ 10 ა;
- სამუშაო ტემპერატურა: -40 - 60°C არანაკლებ.
2.3 აკუმულატორი
- სისტემის უწყვეტი მუშაობისთვის გამოყენებული უნდა იყოს დახშული ტიპის აკუმულატორი, რომელიც არ საჭიროებს მომსახურებას და უზრუნველყოფს სადგურის შეუფერხებელ მუშაობას, არანაკლებ 7 დღე-ღამის განმავლობაში;
- ძაბვა: 12 ვოლტი;
- ტევადობა: არანაკლებ 26 ა/სთ.

3. წყლის მახასიათებელი პარამეტრების მზომი სენსორები1
სადგურებზე უნდა იზომებოდეს წყლის შემდეგი მახასიათებლები მითითებულ საზომ ერთეულებში: ტემპერატურა - [°C ], pH[-], Redox - [mV], ელექტროგამტარობა - [μS/cm], გახსნილი მყარი ნაწილაკების საერთო რაოდენობა (TDS) - [ppm], მარილიანობა - [ppt], დებიტი - [ლ/წმ]. შემოთავაზებული სენსორები უნდა აკმაყოფილებდეს მითითებულ მოთხოვნებს შესაბამისი პარამეტრების მიხედვით:
3.1 წყლის ტემპერატურის მზომი სენსორი:
- გაზომვის დიაპაზონი: 0 - 50°C ან უკეთესი;
- გაზომვის რეზოლუცია: 0.01 °C ან უკეთესი;
- ცდომილება: არაუმეტეს ± 0.5 °C ;
- სამუშაო ტემპერატურა: 0 – 50°C ან უკეთესი;
- სამუშაო ძაბვა: 5 – 12 ვოლტი;
- დაცვის კლასი: არანაკლებ IP68;
- კაბელის სიგრძე: არანაკლებ 7მ.
3.2 წყლის pH (წყალბად-იონების კონცენტრაცია)-ისა და Redox-ის მზომი სენსორი:
- სამუშაო ტემპერატურა: 0 – 50 °C ან უკეთესი;
- სამუშაო ძაბვა: 5 – 12 ვოლტი;
- დაცვის კლასი: არანაკლებ IP68;
- კაბელის სიგრძე: არანაკლებ 7მ.
3.2.1 pH:
- გაზომვის დიაპაზონი: 0 - 14;
- რეზოლუცია: არანაკლებ 0.01;
- ცდომილება: არაუმეტეს ±0.1.
3.2.2 Redox:
- გაზომვის დიაპაზონი: -1000 mV-დან +1000mV-მდე;
- რეზოლუცია: არანაკლებ 0.1 mV;
- ცდომილება: არაუმეტეს ±2 mV.
3.3 წყლის ელექტროგამტარობის, წყალში გახსნილი მყარი ნაწილაკების საერთო რაოდენობის (TDS) და მარილიანობის მზომი სენსორი:
- სამუშაო ტემპერატურა: 0 – 50 °C ან უკეთესი;
- სამუშაო ძაბვა: 5 – 12 ვოლტი;
- დაცვის კლასი: არანაკლებ IP68;
- კაბელის სიგრძე: არანაკლებ 7მ.
3.3.1 წყლის ელექტროგამტარობა
- გაზომვის დიაპაზონები:
0 - 200 μS/cm;
0 - 2000 μS/cm;
0 - 20 mS/cm;
0 - 200 mS/cm;
- გაზომვის რეზოლუცია: 0.01 -დან 1 -მდე, გაზომვის დიაპაზონის მიხედვით;
- გაზომვის ცდომილება: დიაპაზონის არაუმეტეს 1%.
3.3.2 წყალში გახსნილი მყარი ნაწილაკების საერთო რაოდენობა (TDS)
- გაზომვის დიაპაზონი: 0 - 133000 მგ/ლ.
3.4 დებიტმზომი
- დებიტმზომის მონტაჟი უნდა მოხდეს ისე, რომ გადმოდინებული წყლის რაოდენობა უცვლელი დარჩეს;
- ჭაბურღილებიდან გადმოდინებულმა წყლის სრულმა ნაკადმა უნდა გაიაროს სადგურზე დამონტაჟებულ დებიტმზომში;
- სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს თანამშრომლების მიერ ჭაბურღილებზე გაზომილი დებიტები იხ. დანართ 2-ში;
- თითოეული დებიტმზომის დიაპაზონის შერჩევა უნდა მოხდეს შემსყიდველთან შეთანხმებით;
- წყლის დებიტმზომის საშუალებით მონაცემების მიღება შესაძლებელი უნდა იყოს „ლ/წმ“ ერთეულში;
- გაზომვის ცდომილება: არაუმეტეს 1 %;
- დენის წყარო: +5-24 V.

4.სადგურის უსაფრთხოება
4.1 დატალოგერის ყუთი
- დატალოგერის ყუთში განთავსებული უნდა იყოს ყველა ძირითადი კომპონენტი (დატალოგერი, აკუმულატორი, დასამუხტი მოწყობილობა და საჭიროების შემთხვევაში, აღნიშნულ აღჭურვილობასთან დაკავშირებული სხვა დეტალ(ებ)ი);
- დატალოგერის ყუთი აღჭურვილი უნდა იყოს არანაკლებ ორი ერთეული ჩამკეტი მექანიზმით;
- დატალოგერის ყუთი აღჭურვილი უნდა იყოს ჩამკეტი მექანიზმით;
- მასალა: ფოლადი, უჟანგავი ფოლადი ან პოლიესტერი;
- დაცვის კლასი: არანაკლებ IP 66.
4.2 დამცავი კონსტრუქცია
ჭაბურღილი, დატალოგერის ყუთი და წყლის პარამეტრების მზომი ხელსაწყოები მოთავსებული უნდა იყოს დამცავ კონსტრუქციაში.
- კონსტრუქცია დამზადებული უნდა იყოს არანაკლებ 3 მმ სისქის რკინის მასალისაგან;
- ძირი უნდა იყოს დაბეტონებული;
- სახურავი ჭაბურღილის მილის პირიდან დაშორებული უნდა იყოს არანაკლებ 40 სმ-ით. დამცავი კარადის ზომა კი უნდა იყოს არანაკლებ 1x1x1.25 მ. (სიგრძე/სიგანე/სიმაღლე);
- აღჭურვილი უნდა იყოს ჩამკეტი მექანიზმით (ბოქლომით);
- კონსტრუქციის კოროზიისგან დაცვის მიზნით, იგი უნდა შეიღებოს ანტიკოროზიული ლურჯი ფერის საღებავით.
4.3 ანძა მეხამრიდით
- ანძის სიმაღლე უნდა იყოს არანაკლებ 3.5 მეტრი (მიწის ზედაპირიდან), რომელზეც უნდა დამაგრდეს მზის პანელი და მეხამრიდი;
- ანძა დამზადებული უნდა იყოს რკინის მასალისგან, დიამეტრი არანაკლებ 65 მმ, კედლის სისქე არანაკლებ 3 მმ;
- დაინსტალირებული აპარატურის კომპლექტის დაცვის მიზნით, სადგურზე დამონტაჟებული უნდა იყოს მეხამრიდი. მეხამრიდი დამიწებით იზოლირებული უნდა იყოს დამცავი კონსტრუქციიდან.
4.4 ფოტოხაფანგი
სადგურის დაცულობის მიზნით, დამცავ კონსტრუქციაში დამონტაჟებული უნდა იყოს ფოტოხაფანგი, შემდეგი პარამეტრებით:
- ფოტოსენსორი არანაკლებ 5 მეგაპიქსელი;
- მხარდაჭერა: GSM Cellular Network (LTE, UMTS/HSPA+ და GSM/GPRS/EDGE) თავსებადი საქართველოში მოქმედ GSM ოპერატორებთან.
- მულტიმედია შეტყობინების (MMS) რეზოლუცია: 640 * 480 და 320 * 240
- ერთდროულად გაგზავნა არანაკლებ 3 ნომერზე;
- GPS ფუნქცია;
- SMTP ფუნქცია ფოტოსა და ვიდეოს გაგზავნის შესაძლებლობით (NO SSL/SSL/TSL მხარდაჭერით);
- FTP ფუნქცია, ორიგინალი ფოტო/ვიდეოს ატვირთვის შესაძლებლობით წინასწარ მითითებულ ქსელურ საქაღალდეში;
- ოპერირება: 24 სათიანი სამუშაო პერიოდი, დღე/ღამე;
- გადაღების სიჩქარე (Triger Speed): 0.25 - 1 წამი;
- ვიდეოს რეზოლუცია არანაკლები: FHD 1080p;
- მაშუქი: ნათების ფლეშგარეშე (Black Flash) შავი ფერის ინფრაწითელი;
- ინფრაწითელი განათების მანძილი: არანაკლები 20 მეტრი;
- ფოტოსურათი: ფერადი დღის განმავლობაში/შავ-თეთრი ღამე;
- მოძრაობის დეტექტორის ზონა: არანაკლები 20 მეტრი;
- მოძრაობის სენსორის რამდენიმე პროგრამირებადი პოზიცია;
- თავსებადობა: SD/SHC მეხსიერების (არანაკლებ 32 გბ) ბარათი;
- ეკრანი – არანაკლებ 2.0“ TFT ფერადი 262K;
- გამოსახულება: სურათის ველზე ნახვის შესაძლებლობა;
- პროგრამებით კამერის დისტანციურად მართვის შესაძლებლობა;
- გადაღებებს შორის შეყოვნება: - მინიმალური 3 წამიდან 60 წუთამდე, პროგრამირებადი;
- ვიდეოს ხანგრძლივობა: 5 წამიდან 30 წამამდე, პროგრამირებადი;
- პორტი(Ports & Jacks): - Micro SIM Card Slot , HDMI port, USB Jack / SD Card Slot, DC 6V volt port; ANTENNA Port;
- დენის მოხმარება - არაუმეტეს: ლოდინის რეჟიმში: 0.25mA;
- ინფრაწითელი განათების გარეშე - ფოტო და ვიდეო: 200mA ინფრაწითელი განათებით - 0.8A;
- სამუშაო ტემპერატურის დიაპაზონი: -30 - 60 °C ან უკეთესი;
- სამუშაო ტენიანობა: 5 - 90% ან უკეთესი;
- დაცვის კლასი: არანაკლებ IP66.

თითოეულ ფოტოხაფანგს უნდა მოჰყვებოდეს:
- 36 ცალი ფოტოხაფანგთან თავსებადი AA ტიპის შემდეგი მახასიათებლების მქონე ბატარეა:
კლასიფიკაცია - Alkaline;
ნორმალური ძაბვა: 1.5 ვოლტი;
ტევადობა: არანაკლებ 2500 mAh;
სამუშაო ტემპერატურა: -18 - 50 °C;
ფოტოხაფანგთან თავსებადი მეხსიერების ბარათი არანაკლებ 32 გბ.

ავტომატური სადგურიდან მონაცემთა გადაცემა:
- ავტომატური სადგურებიდან მიღებული მონაცემების ინტეგრაცია უნდა განხორციელდეს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში არსებულ ერთიან IMS4 სისტემაში (მწარმოებელი MicroStep), რისთვისაც პრეტენდენტმა უნდა ითანამშრომლოს სამინისტროს ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტთან;
- ავტომატური სადგურების ინტეგრირება IMS4 სისტემაში უნდა განხორციელდეს ისე, რომ უზრუნველყოფილი იყოს არსებული პროგრამის გამართული მუშაობა;
- სადგურიდან მონაცემის გადმოცემა უნდა ხორციელდებოდეს 1 საათიანი ინტერვალით;
- პროგრამისთვის საჭირო საბაზისო ინფორმაცია სადგურის ID-ის, სადგურის დასახელების, სურათის ფორმატის (შესაბამისი ფოტომასალის ჩათვლით), მონაცემთა რეზოლუციის და საზომი ერთეულების შესახებ უნდა შეთანხმდეს შემსყიდველთან.

სხვა სავალდებულო მოთხოვნები პრეტენდენტის მიმართ:
1. ჭაბურღილის კონსტრუქციაზე (მილზე) შეერთებები უნდა განხორციელდეს მეტალის მასალით;
2. ჭაბურღილის კონსტრუქციაზე ნებისმიერი ცვლილება უნდა შეთანხმდეს შემსყიდველთან;
3. ფოტოხაფანგებიდან შეტყობინებების მიღება უნდა განხორციელდეს დღეში არანაკლებ ერთხელ, შესაბამისი თარიღისა და ადგილობრივი დროის სიზუსტით (UTC+4);
4. შესყიდვის ობიექტს (კომპლექტაციაში შემავალ თითოეულ კომპონენტს) უნდა გააჩნდეს ფასების ცხრილში მითითებული თითოეული პოზიციისთვის განსაზღვრული გარანტიის მოქმედების ვადა, რაც ასევე ითვალისწინებს:
- აღნიშნულ პერიოდში აპარატურის ტექნიკურ მომსახურებას, მონიტორინგის ქსელის სადგურის შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველყოფისთვის;
- აუცილებლობის შემთხვევაში, ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით, შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად, ადგილზე დაუყოვნებლივ ჩასვლას სააგენტოს სპეციალისტების თანხლებით;
- საგარანტიო პერიოდის განმავლობაში, სადგურის სწორი ექსპლუატაციის პირობებში აღმოჩენილი ხარვეზის შემთხვევაში, ხარვეზის მქონე კომპონენტის საკუთარი ხარჯებით შეკეთებას ან ახლით შეცვლას, შემსყიდველის წერილობითი დავალების მიღებიდან არაუმეტეს 60 (სამოცი) კალენდარული დღის ვადაში (სირთულის მიხედვით);
5. ავტომატური სადგურის სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოებში, საჭიროების შემთხვევაში, მონაწილეობას მიიღებენ სსიპ „გარემოს ეროვნული სააგენტო“-ს სპეციალისტები;
6. GSM სტანდარტის SIM-ბარათებს უზრუნველყოფს შემსყიდველი;
7. სატელეფონო ნომრების მოწოდებას, რომელზეც უნდა განხორციელდეს ფოტოხაფანგებიდან შეტყობინებების მიღება, უზრუნველყოფს შემსყიდველი.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

მიწოდება ყველა სახის თანმდევი მომსახურების (სადგურების მოწყობა-ინსტალაცია) ჩათვლით, უნდა განხორციელდეს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების გაფორმებიდან 240 (ორას ორმოცი) კალენდარული დღის ვადაში.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

ჰიდროგეოლოგიური მონიტორინგის ქსელის გაფართოების მიზნით, სამტრედიისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტებში არსებული 2 (ორი) ერთეული თვითმდენი ჭაბურღილისთვის წყლის მონიტორინგის ავტომატური სადგურების სახელმწიფო შესყიდვა.

ჭაბურღილების ადგილმდებარეობა:

1. იმერეთი, სამტრედიის მუნიციპალიტეტი სოფელი, დაბა კულაში (კოორდინატები X - 280645, Y - 4674055);
2. იმერეთი, ბაღდათის მუნიციპალიტეტი სოფელი, სოფ. ვარციხე (კოორდინატები X - 310787, Y - 4668499);

ჭაბურღილების ადგილმდებარეობა და ტექნიკური მონაცემები იხილეთ დანართი №2-ში რომელიც ატვირთულია სატენდერო დოკუმენტაციის "1.2 მუხლი მიუთითეთ საქონლის/მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა"

1.7.1 requirement related to guarantee period

შესყიდვის ობიექტს (კომპლექტაციაში შემავალ თითოეულ კომპონენტს) უნდა გააჩნდეს ფასების ცხრილში დანართი №3-ში მითითებული თითოეული პოზიციისთვის განსაზღვრული გარანტიის
მოქმედების ვადები, კერძოდ:

1. მონაცემთა აღრიცხვა-გადმოცემის სისტემა
1.1 დატალოგერი - გარანტიის ვადა არანაკლებ 12 თვე;
1.2 GSM მოდემი - გარანტიის ვადა არანაკლებ 12 თვე;
1.3 GSM ანტენა - გარანტიის ვადა არანაკლებ 12 თვე;

2. ელ-ენერგიის გამომუშავების სისტემა
2.1 მზის პანელი - გარანტიის ვადა არანაკლებ 12 თვე;
2.2 დასამუხტი მოწყობილობა - გარანტიის ვადა არანაკლებ 12 თვე;
2.3 აკუმულატორი - გარანტიის ვადა არანაკლებ 24 თვე;

3. წყლის მახასიათებელი პარამეტრების მზომი სენსორები
3.1 წყლის ტემპერატურის მზომი სენსორი - გარანტიის ვადა არანაკლებ 12 თვე;
3.2 წყლის pH (წყალბადიონების კონცენტრაცია)-ისა და Redox-ის მზომი სენსორი - გარანტიის ვადა არანაკლებ 12 თვე;
3.3 წყლის ელექტროგამტარობის, წყალში გახსნილი მყარი ნაწილაკების საერთო რაოდენობის (TDS) და მარილიანობის მზომი სენსორი - გარანტიის ვადა არანაკლებ 12 თვე;
3.4 დებიტმზომი - გარანტიის ვადა არანაკლებ 24 თვე;

4. სადგურის უსაფრთხოება
4.1 დატალოგერის ყუთი - გარანტიის ვადა არანაკლებ 24 თვე;
4.2 დამცავი კონსტრუქცია - გარანტიის ვადა არანაკლებ 24 თვე;
4.3 ანძა მეხამრიდით - გარანტიის ვადა არანაკლებ 24 თვე;
4.4 ფოტოხაფანგი (მეხსიერების ბარათით და ელემენტებით) - გარანტიის ვადა არანაკლებ 12 თვე;

5. თანმდევი მომსახურება
5.1 შესყიდვის ობიექტის მონტაჟი - გარანტიის ვადა არანაკლებ 24 თვე;


სააგარანტიო პერიოდი ასევე ითვალისწინებს:

- აღნიშნულ პერიოდში აპარატურის ტექნიკურ მომსახურებას, მონიტორინგის ქსელის სადგურის შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველყოფისთვის;

- აუცილებლობის შემთხვევაში, ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით, შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად, ადგილზე დაუყოვნებლივ ჩასვლას სააგენტოს სპეციალისტების თანხლებით;

- საგარანტიო პერიოდის განმავლობაში, სადგურის სწორი ექსპლუატაციის პირობებში აღმოჩენილი ხარვეზის შემთხვევაში, ხარვეზის მქონე კომპონენტის საკუთარი ხარჯებით შეკეთებას ან ახლით შეცვლას, შემსყიდველის წერილობითი დავალების მიღებიდან არაუმეტეს 60 (სამოცი) კალენდარული დღის ვადაში (სირთულის მიხედვით);

შენიშვნა:
პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია საგარანტიო ვადების შესახებ დანართი №3 - ფასების ცხრილის მიხედვით.

technical requirements

2.1.1 requirement regarding the trademark, patent, model, source of origin and/or manufacturer of the object of procurement

2.1.1.1. ფასების ცხრილში (დანართი №3) პრეტენდენტი მხრიდან 3.1, 3.2, 3.3 პოზიციებისთვის, კონკრეტული შემოთავაზების მიხედვით შესაძლებელია კომბინირებული ფუნქციების მქონე სენსორების განხილვა, რომლის მიხედვითაც პრეტენდენტს შეუძლია შესაბამისი გრაფების დაკორექტირება (გაერთიანება);

2.1.1.2. ფასების ცხრილის (დანართი №3) წარმოუდგენლობა, ან მასში შემოთავაზებული საქონლის მწარმოებელი ქვეყნის, მწარმოებლის და მოდელის ან/და კატალოგის ნომრის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მიუთითებლობა, ასევე განუფასებლად წარმოდგენილი ფასების ცხრილი, დაზუსტებას არ ექვემდებარება და გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას);

2.1.1.3. იმ შემთხვევაში, თუ წარმოებულ პროდუქციას არ გააჩნია მოდელი, ფასების ცხრილის (დანართი №3) შესაბამის გრაფაში უნდა გაკეთდეს შესაბამისი ჩანაწერი, მაგალითად - "მოდელი არ გააჩნია" ან მსგავსი აღმნიშვნელი ჩანაწერი. წინააღმდეგ შემთხვევაში, პრეტენდენტი დაზუსტების გარეშე დაექვემდებარება დისკვალიფიკაციას წინამდებარე ელექტრონული ტენდერიდან.

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

პრეტენდენტმა სატენდერო წინადადებასთან ერთად, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთვის გზით, უნდა წარმოადგინოს:

2.7.1.1. ტექნიკური დავალების დანართი №1-ის პირველ, მე-2, მე-3, 4.1 და 4.4 პუნქტებში დასახელებული შემოთავაზებული საქონლის ტექნიკური დოკუმენტაცია, რომლითაც დადასტურდება შემსყიდველის მიერ მოთხოვნილი პარამეტრების შესაბამისობა შემოთავაზებულ პროდუქციასთან (მაგ: "data sheet" ან/და "User Manual") ან/და პრეტენდენტმა სატენდერო წინადადებაში უნდა მიუთითოს ელექტრონული მისამართი - მწარმოებლის ოფიციალური ვებ-გვერდის ბმული ,,ლინკი”, რომლის მიხედვითაც შემსყიდველს ექნება საშუალება მოიძიოს ინფორმაცია შემოთავაზებული საქონლის სატენდერო დოკუმენტაციის ტექნიკური პირობების მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით; ან/და პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს მწარმოებლის მიერ ხელმოწერით დადასტურებული შემოთავაზებული საქონლის ტექნიკური დოკუმენტაცია, რომლის მიხედვითაც შემსყიდველს საშუალება ექნება შემოთავაზებული საქონლის სატენდერო დოკუმენტაციის ტექნიკური პირობების მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის;

2.7.1.2. შემოთავაზებული დატალოგერისა და სენსორების მწარმოებლის ხარისხის დამადასტურებელი სერტიფიკატი (ISO 9001);

2.7.1.3. დატალოგერისა და სენსორების მწარმოებლების არანაკლებ 3 (სამი) წლიანი გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია: მწარმოებლის მიერ გაცემული წერილობითი დასტური ან მწარმოებლის ოფიციალური ვებ-გვერდის ბმული (,,ლინკი”), რომლის მიხედვითაც შემსყიდველს ექნება საშუალება მოიძიოს ინფორმაცია გამოცდილების შესახებ;

2.7.1.4. დატალოგერის მწარმოებლის მიერ, პრეტენდენტის სახელზე გაცემული ავტორიზაციის დამადასტურებელი წერილი.

2.9 other additional requirements

შენიშვნა:
პრეტენდენტი ვალდებულია შესყიდვის ობიექტის მიწოდებისას შემსყიდველთან ერთად განახორციელოს მისი ტესტირება, რაც გულისხმობს, როგორც სადგურის, ასევე სენსორების გამართულად მუშაობისა და მონაცემთა გადაცემის შემოწმებას. შემოწმების შედეგად, შესყიდვის ობიექტის სატენდერო დოკუმენტაციის ტექნიკური დავალებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შეუსაბამობისა და/ან გამოვლენილი ხარვეზების შემთხვევაში, შემსყიდველი უფლებამოსილია უარი განაცხადოს შესყიდვის ობიექტის მიღებაზე.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალი იქნება შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან მოითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას. ფასწარმოქმნის ადეკვატურობა შესაძლებელია დასაბუთდეს სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ან სხვა აკრედიტირებული პირის ან დამოუკიდებელი სერთიფიცირებული აუდიტის დასკვნით (დასკვნას თან უნდა ახლდეს დასკვნის გამცემი ორგანოს შესაბამისი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი), რომელიც დაადასტურებს პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებულ ფასად ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობას.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.1.1 amount of the sum to be paid in advance and terms for its payment

7.1.1.1. შესაძლებელია წინასწარი ანგარიშსწორება განხორციელდეს შემდეგნაირად:

ა) მიმწოდებლის წერილობითი მოთხოვნის შემთხვევაში, არაუმეტეს სახელშეკრულებო ღირებულების 80% ოდენობით. მიმწოდებელი ვალდებულია, შემსყიდველს წარუდგინოს, უპირობო/გამოუთხოვადი საავანსო ანგარიშსწორების საბანკო გარანტია მის მიერ მოთხოვნილ თანხაზე ლარში.

ბ) იმ შემთხვევაში თუ შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა გადადის მომდევნო 2024 წელს მიმწოდებელი ვალდებულია არაუგვიანეს 2023 წლის 20 დეკემბრისა წარუდგინოს შესყიდვის ობიექტის ღირებულების დარჩენილი თანხის 100% ოდენობის უპირობო/გამოუთხოვადი საავანსო ანგარიშსწორების საბანკო გარანტია.

ამ მუხლის ა) და ბ) პუნქტებით მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი საავანსო გარანტი(ებ)ი წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ ,,საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური“-ს მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან.

7.1.1.2. გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად (დაბეჭდილი გარანტიის გამცემი დაწესებულების ტიტულიან ფურცელზე (ბლანკი), ხელმოწერილი უფლებამოსილი პირის მიერ და ბეჭედდასმული).

7.1.1.3. მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს უპირობო/გამოუთხოვადი საავანსო ანგარიშსწორების საბანკო გარანტი(ებ)ი რომლის თანახმადაც გარანტიის გამცემი თანახმაა პირველივე მოთხოვნისთანავე, შემსყიდველის მხრიდან ყოველგვარი დასაბუთებისა და დოკუმენტაციის წარდგენის გარეშე არაუგვიანეს 10 (ათი) საბანკო დღის ვადაში აანაზღაუროს შემსყიდველის მიერ მოთხოვნილი თანხა, გარანტიის მოქმედების ვადა მინიმუმ 30 (ოცდაათი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადას.

7.1.1.4. მიმწოდებელი ვალდებულია, წინასწარი ანგარიშსწორების შედეგად მიღებული თანხა გამოიყენოს მხოლოდ ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ვალდებულებების შესასრულებლად.

შენიშვნა: თეთრ სიაში რეგისტრირებულ მიმწოდებელზე ვრცედება კანონმდებობით გთვალისწინებული შესაბამისი პირობები.

7.2 terms of step by step and/or final payment


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru