Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Работы по подготовке строительной площадки (Грузия - Тендер #44049999)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: LEPL "Batumi boulevard"
Номер конкурса: 44049999
Дата публикации: 30-06-2023
Сумма контракта: 3 165 138


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT230013593
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 30.06.2023 12:51
Начало приема предложения 16.07.2023 00:00
Истекает срок принятия предложений 21.07.2023 12:00
Предполагаемая цена закупки 3`165`138.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 45100000-Работы по подготовке строительной площадки
Коды классификатора
  • 45112720 - Ландшафтные работы на спортивных площадках и в зонах отдыха
  • 45112723 - Ландшафтные работы на игровых площадках
Срок подачи ხელშეკრულების გაფორმებიდან 200 (ორასი) კალენდარული დღის ვადაში.
Дополнительная информация
ბათუმის ბულვარში სკეიტპარკის მოწყობის სამუშაოს სახელმწიფო შესყიდვა (2023-2024 წლები)
Количество и объём закупок იხ. სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 31`651.00 GEL
Размер гарантии 31`651 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: aleksandre bolkvadze :: 20.06.2023 12:08
  • Последнее исправление: aleksandre bolkvadze :: 30.06.2023 12:51
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=524173&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

1.1.1 ბათუმის ბულვარში სკეიტპარკის მოწყობის სამუშაოს სახელმწიფო შესყიდვა.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

ტექნიკური დავალება:

1.2.1. სამუშაოთა შესრულების წესი:
1.2.1.1 შესასრულებელი სამუშაოების ხარჯთაღრიცხვა მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N2-ში;
1.2.1.2 გაუთვალისწინებელი სამუშაოების თანხის გამოყენება მოხდება მხოლოდ შემსყიდველი ორგანიზაციის ნებართვით, მიმწოდებლის მიერ დასაბუთებული და არგუმენტირებული წინადადებების განხილვისა და შეთანხმების საფუძველზე შემსყიდველი ორგანიზაციის სათანადო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
1.2.1.3 პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვა შედგენილი უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით სამოქმედოდ დაშვებული დანარიცხების (ზედნადები ხარჯები, გეგმიური მოგება და სხვა) ნორმატიული ხარჯის დაცვით (2014 წლის 14 იანვრის საქ.მთავრობის დადგენილება N55);
1.2.1.4 ხარჯთაღრიცხვის დანართი N2-ის წარმოუდგენლობა, განუფასებლად წარმოდგენა ან თუ წარდგენილ ხარჯთაღრიცხვაში განუფასებელი პოზიცი(ებ)ის რაოდენობა აღემატება განსაფასებელი პოზიციების 1%-ს, აღნიშნული დაზუსტებას არ დაექვემდებარება და გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას;
1.2.1.5 მიმწოდებელი სამუშაოებს აწარმოებს ხელშეკრულებით განსაზღვრულ ობიექტზე;
1.2.1.6 სამუშაოების წარმოების პირობები უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ წესებსა და ნორმებს;
1.2.1.7 სამუშაოების შესრულების პროცესში უზრუნველყოს სამუშაო ადგილის შემოფარგვლა და დამცავი გამაფრთხილებელი თვალსაჩინოების და შუქნიშნების დაყენება;
1.2.1.8 სამუშაოების შესრულების დროს აუცილებელია მოქმედი კანონმდებლობით ხელმძღვანელობა, შესრულება და დაცვა მათი მოთხოვნებისა შრომის დაცვასა და უსაფრთხოების ტექნიკაში.
1.2.1.9 მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს სამუშაოთა უსაფრთხოებისათვის საჭირო ყველა წესისა და ინსტრუქციის შესრულება, რათა აიცილოს უბედური შემთხვევები და მინიმუმამდე დაიყვანოს თავისი მუშაკების და სხვა ადამიანთა დაზიანება.
1.2.1.10 მიმწოდებელმა უნდა განახორციელოს ყველა საჭირო ღონისძიება სამუშაო ტერიტორიაზე ელექტროენერგიის, სატელეფონო ხაზების და სხვა კომუნალური აღჭურვილობის დასაცავად და მათზე ზემოქმედების თავიდან ასაცილებლად. აღნიშნული კომუნიკაციების მისი ბრალეულობით (მათ შორის გაუფრთხილებლობით), დაზიანების შემთხვევაში შემსყიდველისთვის ან/და მესამე პირისთვის მიყენებული ზიანის (ზარალის) სრული ანაზღაურება ან/და აღმოფხვრა უნდა უზრუნველყოს საკუთარი ხარჯით;

1.2.2 სამუშაოს შესრულების დროს გამოყენებული მასალები:
1.2.2.1 სამუშაოს შესრულების დროს ყველა გამოყენებული მასალა უნდა იყოს მაღალხარისხიანი და უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოში მოქმედ ყველა სამშენებლო ნორმებსა და სტანდარტებს. ყველა მასალა, მოწყობილობები, საკომპლექტო ნაწილები, სამარაგო საგნები, მოწოდებული ხელშეკრულების ფარგლებში, უნდა იყოს ახალი, უხმარი, სტანდარტული, მაღალი ხარისხის, საუკეთესო დონეზე დაპროექტებული და დამზადებული.
1.2.2.2 სამუშაოების შესრულების პროცესში გამოყენებული მასალებისა და მოწყობილობების ტიპი და ვიზუალურ-ტექნიკური მახასიათებლები (ხარისხი, ფაქტურა, ფერი და სხვა) თანხმდება შემსყიდველთან. იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი მასალა ან მოწყობილობა ან შესრულებული სამუშაო არ შეესაბამება შემსყიდველი ორგანიზაციის მოთხოვნებს, მიმწოდებელი ვალდებულია თავისი ხარჯებით გამოასწოროს, წარმოადგინოს სხვა, შემსყიდველისათვის მისაღები მასალა, მოწყობილობა ან/და სხვაგვარად შეასრულოს სამუშაოები.

1.2.3. სამუშაო ადგილის მომზადება, გარემოს დაცვა
მიმწოდებელი პასუხისმგებელია:
1.2.3.1 შეასრულოს სამუშაოები შრომის უსაფრთხოების პირობების დაცვით;
1.2.3.2 უზრუნველყოს სამუშაო ადგილის ფარგლებში გარემოზე ეკოლოგიური ზემოქმედების მინიმუმამდე დაყვანა;
1.2.3.3 მინიმუმამდე დაიყვანოს სამუშაოებთან დაკავშირებული ხმაურის, ვიბრაციის და მტვრის გავლენა გარემოზე;
1.2.3.4 ყველა სახის მოსამზადებელი სამუშაოების დაწყება შეათანხმოს შემსყიდველ ორგანიზაციასთან;
1.2.3.5 სამუშაოების დასრულების შემდგომ მიმწოდებელი ვალდებულია 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში გაათავისუფლოს სამუშაო ადგილი სამშენებლო მოწყობილობა-დანადგარებისაგან, მასალებისაგან, დროებითი ნაგებობებისაგან და მოიყვანოს პირვანდელ მდგომარეობაში.

1.2.4 სკეიტის მსოფლიო საერთაშორისო ფედარაციასთან სერთიფიცირების პროეცუდურები:
1.2.4.1 მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ტენდერით გათვალისწინებული სკეიტ პარკის C- კლასის სერთიფიცირებასთან დაკავშირებული მომსახურების ღირებულების გადახდა სკეიტის მსოფლიო საერთაშორისო ფედარაციასთან, რომელიც შეადგენს 25000,00 (ოცდახუთი ათასი) ევროს ექვივალენტ ლარს გადახდის დღისათვის არსებული ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული კურსის შესაბამისად. რაც თავის მხრივ გულისხმობს სკეიტის მსოფლიო საერთაშორისო ფედარაციის შესაბამისი დეპარტამენტის მიერ გაცემული რეიტინგისა და კლასის აღმნიშვნელ სერთიფიკატს, რომლის მიხედვითაც სკეიტ პარკს მიეცემა უფლება უმასპინძლოს „სკეიდბორდინგის“ საერთაშორისო ჩემპიონატებს.
1.2.4.2 ზემოაღნიშნულ სერთიფიცირებასთან დაკავშირებული პროცედურების მომსახურებისა და სერთიფიცერებასთან დაკავშირებული გაუთვალისწინებელი პროცედურების მომსახურების ღირებულება დღგ-ს გარეშე ჯამურად არ უნდა აღემატებოდეს 104915,00 (ას ოთხი ათას ცხრაასთხუთმეტი) ლარს. აღნიშნული თანხის ანაზღაურება მოხდება ფაქტიური დანახარჯების მიხედვით (ფაქტიური დანახარჯზე წარმოდგენილი უნდა იქნა სსიპ-ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან სხვა აკრედიტებული პირის მიერ გაცემული დასკვნა) სერთიფიცერებისა და საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდგომ.(იხ. ფასების ცხრილი დანართი N2-ის ცხრილი N12 სერტიფიცირების პროცედურების მომსახურება).
1.2.4.3 მშენებლობის პროცესის ზედამხდველობაში ჩართული სკეიტის მსოფლიო საერთაშორისო ფედარაციის წარმომადგენლის მიერ სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას აღმოჩენილი ნებისმიერი ხარვეზი, რომელიც გამოწვეულია მიმწოდებლის მიზიზით, აღნიშნული ხარვეზის აღმოფხვრას მიმწოდებელი უზრუნველყოფს საკუთარი სახსრებით მათ შორის სკეიტის მსოფლიო საერთაშორისო ფედარაციის წარმომადგენლის დამატებითი ინსპექტირების ვიზიტის ხარჯებს.

1.2.5 ექსპერტიზის დასკვნა შესრულებულ სამუშაოებზე:
1.2.5.1 მიმწოდებელი ვალდებულია ელექტრონული ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოების მიღება-ჩაბარებაზე, ანგარიშსწორების განხორციელებამდე, საკუთარი სახსრებით უზრუნველყოს სსიპ-ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან სხვა აკრედიტებული პირის მიერ გაცემული დასკვნის წარმოდგენა შესრულებული სამუშაოს შესაბამისობაზე საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო და სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებულ პირობებთან (აკრედიტებული პირის მიერ გაცემულ დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი).

შენიშვნა:
1. სატენდერო დოკუმენტაციაში განსაზღვრულ შესასყიდ საქონელზე, სადაც მითითებული იქნება კონკრეტული სასაქონლო ნიშანი, მოდელი, წარმოშობის წყარო ან მწარმოებელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) იგულისხმება „მსგავსი“ ან „ეკვივალენტური“.
2. პრეტენდენტის მიერ ფასების ცხრილის დანართი N2 წარმოდგენა დასაშვებია Excel-ის ფორმატის ფაილის სახით სატენდერო დოკუმენტაციაში მოცემული დანართი N2–ის მიხედვით, რომელიც არ საჭიროებს ხელმოწერას ან/და ბეჭედს (მათ შორის, ელექტრონულ ხელმოწერას ან/და ელექტრონულ შტამპს).

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

1.4.1 ელექტრონული ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოები უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად, კალენდარული გეგმა-გრაფიკის შესაბამისად ხელშეკრულების გაფორმებიდან 200 (ორასი) კალენდარულიდღის ვადაში (2023-2024 წლები).

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1.5.1 ქალაქი ბათუმი, ახალი ბულვარის ტერიტორია (იხ. საპროექტო დოკუმენტაცია).

1.6 guarantee period for the works to be performed

1.6.1 შესრულებული სამუშაოს ხარისხის საგარანტიო ვადა ძირითად ნაგებობებზე, კერძოდ: სკეიტპარკის ელემენტები, ფამტრეკი მოპირკეთების ჩათვლით საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან შეადგენს არანაკლბ 5 (ხუთი) წელს;
1.6.2 შესრულებული სამუშაოს ხარისხის საგარანტიო ვადა კონსტრუქციაზე საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან შეადგენს არანაკლენ 15 (თხუთმეტი) წელს;
1.6.3 შესრულებული სამუშაოს ხარისხის საგარანტიო ვადა საინჟინრო ქსელები, კომუნიკაციები საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან შეადგენს არანაკლენ 3 (სამი) წელს;
1.6.4 შესრულებული სამუშაოს ხარისხის საგარანტიო ვადა სანათები და სხვა გასანათებელი მოწყობილობებზე საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან შეადგენს არანაკლენ 1 (ერთი) წელს;
1.6.5 საგარანტიო პერიოდში აღმოჩენილი ნებისმიერი ხარვეზის აღმოფხვრა (შეკეთება და/ან შეცვლა ახლით), ასევე აღნიშნული სამუშაოების შესრულების პროცესში და საგარანტიო პერიოდში არახარისხოვნად შესრულებული სამუშაოს შედეგად გამოვლენილი ნებისმიერი სხვა ზიანის აღმოფხვრა სრულად ეკისრება მიმწოდებელს;
1.6.6 შესრულებულ სამუშაოებზე ხარისხის გარანტიის უზრუნველსაყოფად საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 1 (ერთი) წლის განმავლობაში დაკავებული იქნება შესრულებული სამუშაოების საერთო ღირებულების 5 %.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

2.2.1.1 შესყიდვაში მონაწილეობის მსურველ პრეტენდენტს 2020 წლის 01 იანვრიდან ტენდერის გამოცხადების თარიღამდე შესრულებული უნდა ჰქონდეს არანაკლებ III კლასის სპორტული ან/და საზოგადოებრივი დანიშნულების შენობა-ნაგებობების (გარდა დემონტაჟის, რეკონსტრუქციის, რეაბილიტაციის, შეკეთების და ხაზობრივი ნაგებობების მშენებლობის სამუშაოებისა) სამშენებლო სამუშაოები, საერთო ღირებულებით არანაკლებ 7 912 845 ლარის ოდენობით დღგ-ს ჩათვლით.
2.2.1.2 ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იქნეს დანართი N3-ის შესაბამისად.
2.2.1.3 პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები, კერძოდ:
ა) ხელშეკრულების ასლები ხარჯთაღრიცხვით/ფასების ცხრილით;
ბ) მიღება-ჩაბარების აქტები ან/და სამუშაოს შესრულების ფორმა N2-ის ქსეროასლები. წარმოდგენილი დოკუმენტებით უნდა დასტურდებოდეს პრეტენდენტის მიერ შესრულებული სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1.1 პუნქტით გათვალისწინებული სამუშაოების გამოცდილება (სამუშაოების შინაარსისა და ღირებულებების იდენტიფიცირება).
2.2.1.4 სახელმწიფო შეყიდვის შემთხვევაში თუ პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ გამოცდილების შესახებ ინფორმაციის დანართი N3-ში მითითებული იქნება NAT/SPA/CMR ან სხვა ნომრები და ხელშეკრულების შესრულების მიმდინარეობის ანგარიშში ატვირთული იქნება "ა" და "ბ" ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ხელშეკრულების ასლები ხარჯთაღრიცხვით/ფასების ცხრილით, სამუშაოს შესრულების ფორმა N2-ის ან/და მიღება-ჩაბარების აქტების ქსეროასლები; ამ შემთხვევაში მათი დამატებით წარმოდგენა საჭიროებას არ წარმოადგენს.
2.2.1.5 იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტი გამოცდილების სახით წარმოადგენს არასახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებებსა და მათი შესრულების დოკუმენტაციას, გარდა "ბ " ქვეპუნქტით მოთხოვნილი დოკუმენტაციისა (სამუშაოს შესრულების ფორმა N2-ის ან/და მიღება-ჩაბარების აქტების ქსეროასლები;) პრეტენდენტი ვალდებულია დამატებით წარმოადგინოს შესრულებულ სამუშაოზე დადასტურებული საგადასახადო ზედნადების ან/და ანგარიშ-ფაქტურის ქსეროასლები;
2.2.1.6. იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტი გამოცდილების სახით წარმოადგენს ქვეკონტრაქტის ფარგლებში შესრულებულ ხელშეკრულებებსა და მათი შესრულების დოკუმენტაციას (სამუშაოს შესრულების ფორმა N2, მიღება-ჩაბარების აქტები, დადასტურებული საგადასახადო ზედნადების ან/და ანგარიშ-ფაქტურის ქსეროასლები), აღნუშნული დოკუმენტაციის გარდა პრეტენდენტმა ასევე უნდა წარმოადგინოს შემსყიდველ ორგანიზაციასა და ძირათად კონტრაქტორ კომპანიას შორის გაფორმებული წერილობითი შეთანხმება ან/და სხვა რაიმე დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება შემსყიდველისა და ძირათადი კონტრაქტორი კომპანიის შეთანხმება ქვეკონტრაქტორი კომპანიის აყვანის შესახებ. თუ შემსყიდველ ორგანიზაციასა და ძირათად კონტრაქტორ კომპანიას შორის არ იქნება გაფორმებული წერილობითი შეთანხმება ქვეკონტრაქტორის კომპანიის აყვანის შესახებ ასეთ შემთხვევაში პრეტენდენტს ქვეკონტრაქტის ფარგლებში შესრულებული სამუშაო გამოცდილებად არ ჩეთვლება.
2.2.1.7 თითოეული დოკუმენტის ასლი წარმოდგენილი უნდა იქნეს სრულყოფილად (ყველა გვერდი და დანართი) გარკვევით და უნდა იყოს წაკითხვადი.

2.4.1 requirement related to the experience of the staff of a tenderer

2.4.1.1 პრეტენდენტს პროექტის განხორციელებისას უნდა ჰყავდეს შესაბამისი სპეციალისტი, რომელსაც მონაწილეობა აქვს მიღებული მსოფლიო სკეიტბორდის ფედერაციის მიერ ლიცენზირებული სკეიტპარკის ან/და ფამფტრეკის მოწყობის/მშენებლობის სამუშაოებში ან/და იმ სკეიტპარკის მოწყობის/მშენებლობის სამუშაოებში, რომელზეც მსოფლიო სკეიტბორდის ფედერაციის ორგანიზებით ჩატარებულია „სკეიდბორდინგის“ საერთაშორისო ჩემპიონატები/ტურნირები, როგორც პროექტის ზედამხედველი ან/და მენეჯერი.
2.4.1.2 სპეციალისტზე წარმოდგენილი უნდა იყოს სპეციალისტის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, რეზიუმე (CV), რომელშიც მითითებული იქნება 2.4.1.1 პუნქტით გათვალისწინებული შესრულებული პროექტების ჩამონათვალი და ამ პროექტებში მონაწილე სპეციალისტის როლი. აღნიშნულის დასადასტურებლად შემოთავაზებულ სპეციალისტზე წარმოდგენილი უნდა იქნას სამუშაოების შემსრულებელ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულება ან/და ბრძანება ან/ და ცნობა ან/და სხვა რაიმე დამადასტურებელი დოკუმენტაცია. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ყველა დოკუმენტები წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე, დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარმოდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
2.4.1.3 შემოთავაზებულ სპეციალისტზე წარმოდგენილი უნდა იქნეს წინარე შეთანხმება/თანამშრომლობის განზრახვა სპეციალისტის პროექტში მონაწილეობის თანხმობის შესახებ.

2.5.1 requirement related to the time limits for supplying goods/providing services/performing works (timeline)

იხ. სამუშაოს შესრულების გეგმა-გრაფიკი.

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

2.7.1.1 ტენდერში მონაწილე კომპანიას უნდა გააჩნდეს ISO 9001:2015 სტანდარტის სერთიფიკატი (დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარმოდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი).

2.8.1 requirements related to a sub-contractor

2.8.1.1 მიმწოდებელმა წერილობით უნდა აცნობოს შემსყიდველს წინამდებარე ხელშეკრულების ფარგლებში ქვეკონტრაქტორი ორგანიზაციის აყვანის შესახებ. მიმწოდებელს არა აქვს უფლება გადასცეს ქვეკონტრაქტორს თავისი უფლებები და მოვალეობები, შემსყიდველის თანხმობის გარეშე.
- ქვეკონტრაქტორი კომპანია არ უნდა იყოს რეგისტრირებული სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში – „შავი სია“.
- შემსყიდველის თანხმობის გარეშე ქვეკონტაქტორის აყვანის შემთხვევაში, იგი უფლებამოსილია მიმწოდებელს შეუწყვიტოს ხელშეკრულება.
2.8.1.2 ქვეკონტრაქტორზე წარმოდგენილი იქნას შემდეგი სახის ინფორმაცია:
- ქვეკონტრაქტორის დასახელება და მისამართი;
- ქვეკონტრაქტორი ორანიზაციის გამოცდლება;
- შესასრულებელი სამუშაოების დასახელება და ღირებულება;
- ქვეკონტრაქტის ასლი.

2.9 other additional requirements

2.9.1. პრეტენდენტს უფლება აქვს წარმოადგინოს მხოლოდ ერთი სატენდერო წინადადება.

2.9.2 პრეტენდენტი ვალდებულია დანართები წარმოადგინოს იმ ფორმით რა ფორმითაც არის მითითებული სატენდერო დოკუმენტაციაში.

2.9.3 სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ყველა დოკუმენტები წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე, დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარმოდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.

2.9.4 ტენდერში ამხანაგობის მონაწილეობის შემთხვევაში პრეტენდენტი ვალდებულია იმოქმედოს სახელმწიფო შესყდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ 24-ე მუხლის მოთხოვნათა სრული დაცვით;

2.9.5 ტექნიკური დოკუმენტაციის განხილვისას უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტი მიენიჭება ქართულ ენოვან დოკუმენტს.

2.9.6 სატენდერო წინადადებაში ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის გათვალისწინებით. სატენდერო წინადადების საერთო და ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ლარში.

2.9.7 პრეტენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება.

2.9.8. 2019 წლის 1 იანვრიდან შესყიდვებში მონაწილეობის მსურველები/პრეტენდენტები ვალდებულები არიან, სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულონ კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმონ კვალიფიციური ელექტრონული შტამპით.

იხილეთ ინსტრუქცია

http://procurement.gov.ge.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1.1 იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას, რაზეც პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" ან სხვა აკრედიტირებული პირის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი), რომელშიც ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს, 2017 წლის 26 სექტემბრის საქართველოს მთავრობის N439 დადგენილებით განსაზღვრული ტექნიკური რეგლამენტის - „სამშენებლო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დადგენის მეთოდიკის“ მოთხოვნებთან დასკვნის შესაბამისობა. წარმოდგენილი დასკვნით უნდა დასტურდებოდეს პრეტენდენტის მიერ ატვირთულ სატენდერო ხარჯთაღრიცხვაში (სატენდერო წინადადების საბოლოო ფასის შესაბამისი ხარჯთაღრიცხვა (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით) დაფიქსირებული ერთეულის ფასებით (თითოეულ ერთეულთან მიმართებით) და აგრეთვე ჯამური ღირებულებით ამავე ხარჯთაღრიცხვით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების შესაძლებლობა. ექსპერტიზის დასკვნას თან უნდა ერთვოდეს სატენდერო ხარჯთაღრიცხვა და რესურსული მეთოდით შედგენილი ხარჯთაღრიცხვა.

4.1.1.2 ექსპერტიზის დასკვნის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებაზე ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანების 28-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული პირობები.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

guarantee for assurance of contract performance

6.1 guarantees for assurance of contract performance are requested

5 Процентов

6.2 guarantees are requested in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value

10 Процентов

6.3 duration of guarantee

6.3.1. ხელშეკრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა 60 (სამოცი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს დასრულების ვადას.

6.4 terms and conditions of guarantee

6.4.1. ტენდერში გამოყენებული იქნება ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, ხელშეკრულების საერთო ღირებულების 5%-ის ოდენობით. გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან, ან ს.ს.ი.პ. „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის" მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან. უცხო ქვეყნის საბანკო დაწესებულებიდან წარმოდგენილი საბანკო გარანტია, გადაზღვეული უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულების მიერ.
6.4.2. ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია შემსყიდველ ორგანიზაციას უფლებას უნდა აძლევდეს პირველი მოთხოვნისთანავე გარანტიის გამცემი დაწესებულებისგან დაუყოვნებლივ, შემსყიდველის მოთხოვნის მიღებიდან, არაუგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო დღისა მიიღოს გარანტიით გათვალისწინებული თანხა;
6.4.3. თუ ტენდერში ელექტრონული ვაჭრობის შედეგად გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგ

Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru