ავტომატური სადგურის შემადგენელი კომპონენტების ტექნიკური
მახასიათებლები:
1. მონაცემთა აღრიცხვა-გადმოცემის სისტემა
1.1 დატალოგერი
დატალოგერი უნდა აკმაყოფილებდეს მოცემულ პარამეტრებს:
- შემავალი არხები: ანალოგური და ციფრული არხები უნდა უზრუნველყოფდეს
არანაკლებ 10 სენსორის მიერთების შესაძლებლობას;
- სერიული კომუნიკაცია: RS-232, SDI-12;
- დატალოგერს უნდა გააჩნდეს შემდეგი პროტოკოლების მხარდაჭერა: HTTP, FTP, Telnet,
SMTP, NTP;
- საათის სიზუსტე: ± 4 წთ წელიწადში ან უკეთესი;
- საათის კვება უნდა ხორციელდებოდეს დატალოგერში ჩამონტაჟებული შიდა
ბატარეის გამოყენებით;
- შესაძლებელი უნდა იყოს მონაცემების ადგილზე ნახვა, ჩაშენებული
ეკრანის მეშვეობით;
- სამუშაო ტემპერატურა: -20 - 60°C ან უკეთესი;
- სამუშაო ტენიანობა: 0 - 100 %;
- დატალოგერს უნდა ჰქონდეს მონაცემების მეხსიერების ბარათზე შენახვის
საშუალება;
- დატალოგერს უნდა მოჰყვებოდეს შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფა და
აუცილებელი კაბელები, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იქნება მასთან
დაკავშირება, მონაცემების გადმოწერა, დატალოგერის
კონფიგურაცია/პროგრამირება მომხმარებლის მოთხოვნების შესაბამისად;
- შემსყიდველს უნდა ჰქონდეს კონფიგურირების/პროგრამირების ფუნქციების
განხორციელების შესაძლებლობა დატალოგერის მწარმოებლის ან
მწარმოებლის წარმომადგენლის ჩარევის გარეშე;
- დატალოგერს უნდა გააჩნდეს მასთან დისტანციურად დაკავშირების
შესაძლებლობა GSM კომუნიკაციის საშუალებით. დატალოგერთან დაკავშირება
არ უნდა საჭიროებდეს სტატიკურ IP მისამართს სიმ ბარათზე. დისტანციურად
მიერთება არ უნდა განხორციელდეს CSD (Circuit Switched Data)-ს მეშვეობით, რადგანაც ამ
სერვისის მხარდაჭერა GSM ოპერატორების მიერ შეზღუდულია. დატალოგერთან
მიერთების შემდეგ, უნდა იყოს შესაძლებელი შემდეგი ოპერაციების
განხორციელება:
o სადგურის სტატუსის შესახებ ინფორმაციის მიღება (აკუმულატორის ძაბვა,
მზის პანელის ძაბვა, თავისუფალი ადგილი დატალოგერზე, სენსორების
სტატუსი, ლოგ-ფაილების ნახვა);
o კონფიგურაციის ფაილის ატვირთვა;
o მონაცემების ნახვა და გადმოწერა.
1.2 GSM მოდემი
- GSM მოდემი არ უნდა იყოს ჩაშენებული დატალოგერში და ცალკე უნდა იყოს
განთავსებული დატალოგერის ყუთში. მოდემი თავსებადი უნდა იყოს
საქართველოში მოქმედ GSM ოპერატორების ქსელთან და აკმაყოფილებდეს
შემდეგ მოთხოვნებს:
- GSM სიხშირე: 900, 1800 და 1900 MHz;
- კონტროლი AT ბრძანებების გამოყენებით;
- TCP/IP სტეკი AT ბრძანებების გამოყენებით;
- ინტერნეტ სერვისები: FTP, ICMP, DNS, TCP სერვერი / კლიენტი, HTTP, SMTP, POP3;
- მონაცემთა გადაცემა: GPRS კლასი 10, SMS;
- სამუშაო ტემპერატურა: -20 - 60°C ან უკეთესი.
1.3 GSM მოდემის ანტენა
- ანტენის მგრძნობელობა: არანაკლებ 5 დეციბელი ( ყველა მიმართულებით);
- სიხშირეების დიაპაზონი: 890-960, 1710-1990;
- ელ. წინაღობა: არაუმეტეს 50 Ω;
- კაბელის სიგრძე: არანაკლებ 2.5 მ.
2. ელ-ენერგიის გამომუშავების სისტემა
სადგურზე ელ-ენერგიის გამომუშავება უნდა ხორციელდებოდეს მზის პანელის
სისტემის საშუალებით.
2.1 მზის პანელი
- მზის პანელი დამაგრებული უნდა იყოს ანძაზე და მისი მიმართულება
შერჩეული უნდა იყოს ისე, რომ მიღებულ იქნეს ენერგიის მაქსიმალური
ეფექტურობა;
- სიმძლავრე: არანაკლებ 100 ვატი;
- სამუშაო ტემპერატურა: -40 - 85°C ან უკეთესი.
2.2 დასამუხტი მოწყობილობა
დასამუხტი მოწყობილობა არ უნდა იყოს ინტეგრირებული დატალოგერში და
ცალკე უნდა იყოს განთავსებული ყუთში. დასამუხტ მოწყობილობას უნდა
გააჩნდეს შემდეგი შესაძლებლობები:
- დამუხტვის კონტროლი ტემპერატურის კომპენსაციით;
- აკუმულატორის რევერსული ძაბვისგან დაცვა;
- აკუმულატორის სრული განმუხტვისაგან დაცვა;
- მზის პანელიდან დამუხტვის დენი - არანაკლებ 10 ა;
- სამუშაო ტემპერატურა: -40 - 60°C არანაკლებ.
2.3 აკუმულატორი
- სისტემის უწყვეტი მუშაობისთვის გამოყენებული უნდა იყოს დახშული
ტიპის აკუმულატორი, რომელიც არ საჭიროებს მომსახურებას და
უზრუნველყოფს სადგურის შეუფერხებელ მუშაობას, არანაკლებ 7 დღე-ღამის
განმავლობაში;
- ძაბვა: 12 ვოლტი;
- ტევადობა: არანაკლებ 26 ა/სთ.
3. წყლის მახასიათებელი პარამეტრების მზომი სენსორები1
სადგურებზე უნდა იზომებოდეს წყლის შემდეგი მახასიათებლები მითითებულ
საზომ ერთეულებში: ტემპერატურა - [°C ], pH[-], Redox - [mV], ელექტროგამტარობა - [μS/cm],
გახსნილი მყარი ნაწილაკების საერთო რაოდენობა (TDS) - [ppm], მარილიანობა - [ppt],
დებიტი - [ლ/წმ]. შემოთავაზებული სენსორები უნდა აკმაყოფილებდეს
მითითებულ მოთხოვნებს შესაბამისი პარამეტრების მიხედვით:
3.1 წყლის ტემპერატურის მზომი სენსორი:
- გაზომვის დიაპაზონი: 0 - 50°C ან უკეთესი;
- გაზომვის რეზოლუცია: 0.01 °C ან უკეთესი;
- ცდომილება: არაუმეტეს ± 0.5 °C ;
- სამუშაო ტემპერატურა: 0 – 50°C ან უკეთესი;
- სამუშაო ძაბვა: 5 – 12 ვოლტი;
- დაცვის კლასი: არანაკლებ IP68;
- კაბელის სიგრძე: არანაკლებ 7მ.
3.2 წყლის pH (წყალბად-იონების კონცენტრაცია)-ისა და Redox-ის მზომი სენსორი:
- სამუშაო ტემპერატურა: 0 – 50 °C ან უკეთესი;
- სამუშაო ძაბვა: 5 – 12 ვოლტი;
- დაცვის კლასი: არანაკლებ IP68;
- კაბელის სიგრძე: არანაკლებ 7მ.
3.2.1 pH:
- გაზომვის დიაპაზონი: 0 - 14;
- რეზოლუცია: არანაკლებ 0.01;
- ცდომილება: არაუმეტეს ±0.1.
3.2.2 Redox:
- გაზომვის დიაპაზონი: -1000 mV-დან +1000mV-მდე;
- რეზოლუცია: არანაკლებ 0.1 mV;
- ცდომილება: არაუმეტეს ±2 mV.
3.3 წყლის ელექტროგამტარობის, წყალში გახსნილი მყარი ნაწილაკების საერთო
რაოდენობის (TDS) და მარილიანობის მზომი სენსორი:
- სამუშაო ტემპერატურა: 0 – 50 °C ან უკეთესი;
- სამუშაო ძაბვა: 5 – 12 ვოლტი;
- დაცვის კლასი: არანაკლებ IP68;
- კაბელის სიგრძე: არანაკლებ 7მ.
3.3.1 წყლის ელექტროგამტარობა
- გაზომვის დიაპაზონები:
0 - 200 μS/cm;
0 - 2000 μS/cm;
0 - 20 mS/cm;
0 - 200 mS/cm;
- გაზომვის რეზოლუცია: 0.01 -დან 1 -მდე, გაზომვის დიაპაზონის მიხედვით;
- გაზომვის ცდომილება: დიაპაზონის არაუმეტეს 1%.
3.3.2 წყალში გახსნილი მყარი ნაწილაკების საერთო რაოდენობა (TDS)
- გაზომვის დიაპაზონი: 0 - 133000 მგ/ლ.
3.4 დებიტმზომი
- დებიტმზომის მონტაჟი უნდა მოხდეს ისე, რომ გადმოდინებული წყლის
რაოდენობა უცვლელი დარჩეს;
- ჭაბურღილებიდან გადმოდინებულმა წყლის სრულმა ნაკადმა უნდა გაიაროს
სადგურზე დამონტაჟებულ დებიტმზომში;
- სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს თანამშრომლების მიერ ჭაბურღილებზე
გაზომილი დებიტები იხ. დანართ 2-ში;
- თითოეული დებიტმზომის დიაპაზონის შერჩევა უნდა მოხდეს შემსყიდველთან
შეთანხმებით;
- წყლის დებიტმზომის საშუალებით მონაცემების მიღება შესაძლებელი უნდა
იყოს „ლ/წმ“ ერთეულში;
- გაზომვის ცდომილება: არაუმეტეს 1 %;
- დენის წყარო: +5-24 V.
4.სადგურის უსაფრთხოება
4.1 დატალოგერის ყუთი
- დატალოგერის ყუთში განთავსებული უნდა იყოს ყველა ძირითადი
კომპონენტი (დატალოგერი, აკუმულატორი, დასამუხტი მოწყობილობა და
საჭიროების შემთხვევაში, აღნიშნულ აღჭურვილობასთან დაკავშირებული
სხვა დეტალ(ებ)ი);
- დატალოგერის ყუთი აღჭურვილი უნდა იყოს არანაკლებ ორი ერთეული ჩამკეტი
მექანიზმით;
- დატალოგერის ყუთი აღჭურვილი უნდა იყოს ჩამკეტი მექანიზმით;
- მასალა: ფოლადი, უჟანგავი ფოლადი ან პოლიესტერი;
- დაცვის კლასი: არანაკლებ IP 66.
4.2 დამცავი კონსტრუქცია
ჭაბურღილი, დატალოგერის ყუთი და წყლის პარამეტრების მზომი ხელსაწყოები
მოთავსებული უნდა იყოს დამცავ კონსტრუქციაში.
- კონსტრუქცია დამზადებული უნდა იყოს არანაკლებ 3 მმ სისქის რკინის
მასალისაგან;
- ძირი უნდა იყოს დაბეტონებული;
- სახურავი ჭაბურღილის მილის პირიდან დაშორებული უნდა იყოს არანაკლებ 40
სმ-ით. დამცავი კარადის ზომა კი უნდა იყოს არანაკლებ 1x1x1.25 მ.
(სიგრძე/სიგანე/სიმაღლე);
- აღჭურვილი უნდა იყოს ჩამკეტი მექანიზმით (ბოქლომით);
- კონსტრუქციის კოროზიისგან დაცვის მიზნით, იგი უნდა შეიღებოს
ანტიკოროზიული ლურჯი ფერის საღებავით.
4.3 ანძა მეხამრიდით
- ანძის სიმაღლე უნდა იყოს არანაკლებ 3.5 მეტრი (მიწის ზედაპირიდან),
რომელზეც უნდა დამაგრდეს მზის პანელი და მეხამრიდი;
- ანძა დამზადებული უნდა იყოს რკინის მასალისგან, დიამეტრი არანაკლებ 65
მმ, კედლის სისქე არანაკლებ 3 მმ;
- დაინსტალირებული აპარატურის კომპლექტის დაცვის მიზნით, სადგურზე
დამონტაჟებული უნდა იყოს მეხამრიდი. მეხამრიდი დამიწებით იზოლირებული
უნდა იყოს დამცავი კონსტრუქციიდან.
4.4 ფოტოხაფანგი
სადგურის დაცულობის მიზნით, დამცავ კონსტრუქციაში დამონტაჟებული უნდა
იყოს ფოტოხაფანგი, შემდეგი პარამეტრებით:
- ფოტოსენსორი არანაკლებ 5 მეგაპიქსელი;
- მხარდაჭერა: GSM Cellular Network (LTE, UMTS/HSPA+ და GSM/GPRS/EDGE) თავსებადი საქართველოში მოქმედ GSM
ოპერატორებთან.
- მულტიმედია შეტყობინების (MMS) რეზოლუცია: 640 * 480 და 320 * 240
- ერთდროულად გაგზავნა არანაკლებ 3 ნომერზე;
- GPS ფუნქცია;
- SMTP ფუნქცია ფოტოსა და ვიდეოს გაგზავნის შესაძლებლობით (NO SSL/SSL/TSL
მხარდაჭერით);
- FTP ფუნქცია, ორიგინალი ფოტო/ვიდეოს ატვირთვის შესაძლებლობით წინასწარ
მითითებულ ქსელურ საქაღალდეში;
- ოპერირება: 24 სათიანი სამუშაო პერიოდი, დღე/ღამე;
- გადაღების სიჩქარე (Triger Speed): 0.25 - 1 წამი;
- ვიდეოს რეზოლუცია არანაკლები: FHD 1080p;
- მაშუქი: ნათების ფლეშგარეშე (Black Flash) შავი ფერის ინფრაწითელი;
- ინფრაწითელი განათების მანძილი: არანაკლები 20 მეტრი;
- ფოტოსურათი: ფერადი დღის განმავლობაში/შავ-თეთრი ღამე;
- მოძრაობის დეტექტორის ზონა: არანაკლები 20 მეტრი;
- მოძრაობის სენსორის რამდენიმე პროგრამირებადი პოზიცია;
- თავსებადობა: SD/SHC მეხსიერების (არანაკლებ 32 გბ) ბარათი;
- ეკრანი – არანაკლებ 2.0“ TFT ფერადი 262K;
- გამოსახულება: სურათის ველზე ნახვის შესაძლებლობა;
- პროგრამებით კამერის დისტანციურად მართვის შესაძლებლობა;
- გადაღებებს შორის შეყოვნება: - მინიმალური 3 წამიდან 60 წუთამდე,
პროგრამირებადი;
- ვიდეოს ხანგრძლივობა: 5 წამიდან 30 წამამდე, პროგრამირებადი;
- პორტი(Ports & Jacks): - Micro SIM Card Slot , HDMI port, USB Jack / SD Card Slot, DC 6V volt port; ANTENNA Port;
- დენის მოხმარება - არაუმეტეს: ლოდინის რეჟიმში: 0.25mA;
- ინფრაწითელი განათების გარეშე - ფოტო და ვიდეო: 200mA ინფრაწითელი
განათებით - 0.8A;
- სამუშაო ტემპერატურის დიაპაზონი: -30 - 60 °C ან უკეთესი;
- სამუშაო ტენიანობა: 5 - 90% ან უკეთესი;
- დაცვის კლასი: არანაკლებ IP66.
თითოეულ ფოტოხაფანგს უნდა მოჰყვებოდეს:
- 36 ცალი ფოტოხაფანგთან თავსებადი AA ტიპის შემდეგი მახასიათებლების
მქონე ბატარეა:
კლასიფიკაცია - Alkaline;
ნორმალური ძაბვა: 1.5 ვოლტი;
ტევადობა: არანაკლებ 2500 mAh;
სამუშაო ტემპერატურა: -18 - 50 °C;
ფოტოხაფანგთან თავსებადი მეხსიერების ბარათი არანაკლებ 32 გბ.
ავტომატური სადგურიდან მონაცემთა გადაცემა:
- ავტომატური სადგურებიდან მიღებული მონაცემების ინტეგრაცია უნდა
განხორციელდეს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის
სამინისტროში არსებულ ერთიან IMS4 სისტემაში (მწარმოებელი MicroStep), რისთვისაც
პრეტენდენტმა უნდა ითანამშრომლოს სამინისტროს ინფორმაციული
ტექნოლოგიების დეპარტამენტთან;
- ავტომატური სადგურების ინტეგრირება IMS4 სისტემაში უნდა განხორციელდეს
ისე, რომ უზრუნველყოფილი იყოს არსებული პროგრამის გამართული
მუშაობა;
- სადგურიდან მონაცემის გადმოცემა უნდა ხორციელდებოდეს 1 საათიანი
ინტერვალით;
- პროგრამისთვის საჭირო საბაზისო ინფორმაცია სადგურის ID-ის, სადგურის
დასახელების, სურათის ფორმატის (შესაბამისი ფოტომასალის ჩათვლით),
მონაცემთა რეზოლუციის და საზომი ერთეულების შესახებ უნდა შეთანხმდეს
შემსყიდველთან.
სხვა სავალდებულო მოთხოვნები პრეტენდენტის მიმართ:
1. ჭაბურღილის კონსტრუქციაზე (მილზე) შეერთებები უნდა განხორციელდეს
მეტალის მასალით;
2. ჭაბურღილის კონსტრუქციაზე ნებისმიერი ცვლილება უნდა შეთანხმდეს
შემსყიდველთან;
3. ფოტოხაფანგებიდან შეტყობინებების მიღება უნდა განხორციელდეს დღეში
არანაკლებ ერთხელ, შესაბამისი თარიღისა და ადგილობრივი დროის სიზუსტით
(UTC+4);
4. შესყიდვის ობიექტს (კომპლექტაციაში შემავალ თითოეულ კომპონენტს) უნდა
გააჩნდეს ფასების ცხრილში მითითებული თითოეული პოზიციისთვის
განსაზღვრული გარანტიის მოქმედების ვადა, რაც ასევე ითვალისწინებს:
- აღნიშნულ პერიოდში აპარატურის ტექნიკურ მომსახურებას, მონიტორინგის
ქსელის სადგურის შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველყოფისთვის;
- აუცილებლობის შემთხვევაში, ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით,
შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად, ადგილზე დაუყოვნებლივ ჩასვლას
სააგენტოს სპეციალისტების თანხლებით;
- საგარანტიო პერიოდის განმავლობაში, სადგურის სწორი ექსპლუატაციის
პირობებში აღმოჩენილი ხარვეზის შემთხვევაში, ხარვეზის მქონე
კომპონენტის საკუთარი ხარჯებით შეკეთებას ან ახლით შეცვლას,
შემსყიდველის წერილობითი დავალების მიღებიდან არაუმეტეს 60 (სამოცი)
კალენდარული დღის ვადაში (სირთულის მიხედვით);
5. ავტომატური სადგურის სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოებში, საჭიროების
შემთხვევაში, მონაწილეობას მიიღებენ სსიპ „გარემოს ეროვნული
სააგენტო“-ს სპეციალისტები;
6. GSM სტანდარტის SIM-ბარათებს უზრუნველყოფს შემსყიდველი;
7. სატელეფონო ნომრების მოწოდებას, რომელზეც უნდა განხორციელდეს
ფოტოხაფანგებიდან შეტყობინებების მიღება, უზრუნველყოფს შემსყიდველი.