Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Инженерные услуги (Грузия - Тендер #72499792)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Tbilisi Pantheon of Public figures
Номер конкурса: 72499792
Дата публикации: 23-05-2026
Сумма контракта: 12 000


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT260010795
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 22.05.2026 16:48
Начало приема предложения 30.05.2026 00:00
Истекает срок принятия предложений 01.06.2026 15:00
Предполагаемая цена закупки 12`000.00 GEL
Заявка должна быть представлена Без НДС
Категория закупки 71300000-Инженерные услуги
Коды классификатора
  • 71300000 - Инженерные услуги
  • 71320000 - Услуги по техническому проектированию
Срок подачи ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 (სამოცი) კალენდარული დღე
Дополнительная информация
საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში საინფორმაციო ჯიხურის მოწყობის საპროექტო - სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება
Количество и объём закупок მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში
Шаг снижения цены 120.00 GEL
Размер гарантии 120 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: otari chachanidze :: 21.05.2026 22:51
  • Последнее исправление: otari chachanidze :: 22.05.2026 16:48
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=688096&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში საინფორმაციო ჯიხურის მოწყობის საპროექტო - სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1. ტექნიკური დავალება

საპროექტო ტერიტორია:
საპროექტო ტერიტორია მდებარეობს: ქ. თბილისში, მთაწმინდის ქ. N16. საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონის ტერიტორიაზე.

ტექნიკური დავალების მიზანი:
საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში საინფორმაციო ჯიხურის მოწყობის საპროექტო -სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება.

საპროექტო სამუშაოები:
მთაწმინდის პანთეონში საინფორმაციო ჯიხურის მოწყობის საპროექტო დავალება:

საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია განისაზღვრება შემდეგი შემადგენლობით:
• არსებული სიტუაციის დეტალური აღწერა - საპროექტო ობიექტის საერთო ხედები, ფასადები, საერთო და ლოკალური ფოტომასალა (მაღალი ხარისხის და რეზოლუციის ფოტომასალა);
• კონსტრუქციული ნაწილი (საჭიროების მიხედვით);
• ხარჯთაღრიცხვა (რესურსული, არარესურსული);
• საავტორო ზედამხედველობა;
• ვიზუალიზაცია და სრული საპროექტო დოკუმენტაცია შესაბამისი ექსპერტიზით.
• მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან სხვა აკრედიტირებული პირის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნა, სრული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის ექსპერტიზა.

კვლევა უნდა ითვალისწინებდეს:

• განმარტებითი ბარათი (დეტალური აღწერა);
• საპროექტო ობიექტის ადგილმდებარეობის სიტუაციური გეგმა.
• სისტემატიზირებული უახლოესი ფოტომასალა: საპროექტო ობიექტების საერთო ხედები, ფოტომასალა (მაღალი ხარისხისა და რეზოლუციის ფოტომასალა – TIFF გაფართოების ფაილი);
შენიშვნა: ფოტოსაფიქსაციო სამუშაოები უნდა განხორციელდეს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნათა გათვალისწინებით.
ესკიზური არქიტექტურული პროექტი:

• არქიტექტურული ნაწილი (დეტალური ნახაზები).

საბოლოო დეტალური პროექტის დამუშავება:
• სრული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის, მშენებლობის ორგანიზაციის პროექტის მომზადება, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი იქნება სამშენებლო კომპანიის შესარჩევი ტენდერის ჩატარება და სამშენებლო სამონტაჟო სამუშაოების განხორციელება. წარმოსადგენი სრული საპროექტო დოკუმენტაციის შემადგენლობა:
არქიტექტურული ნაწილი:
• განმარტებითი ბარათი;
• სამუშაოების უწყისები.
კონსტრუქციული ნაწილი (საჭიროების შემთხვევაში):
• განმარტებითი ბარათი;
• კონსტრუქციული სამუშაო ნახაზები - სქემები, დეტალები, კვანძები, სპეციფიკაციები.

საინჟინრო-ტექნიკური ნაწილი:
• განმარტებითი ბარათი;
• ელექტრომომარაგების სქემა.
• დატვირთვა, სქემები, მასალები და უსაფრთხოების ნორმები.
მშენებლობის ორგანიზაციის პროექტი
• მშენებლობის ორგანიზაციის პროექტის განმარტებითი ბარათი, რომელშიც მოცემული იქნება ინფორმაცია ობიექტის მშენებლობის ხანგრძლივობის, ენერგო, მატერიალურ და შრომით რესურსებზე. განმარტებით ბარათში მოყვანილი იქნება აგრეთვე აუცილებელი უსაფრთხოების ტექნიკისა და გარემოსდაცვითი ღონისძიებანი.
• ობიექტის მშენებლობის კალენდარული და ფინანსური გრაფიკი.
• მშენებლობის ფარგლებში უნდა იყოს გათვალისწინებული ორენოვანი (ქართული, ინგლისური) საინფორმაციო აბრის დამზადება/განთავსება.

ტექნიკური სპეციფიკაციები:
ცალკე უნდა დაერთოს პროექტს და უნდა მოიცავდეს სამშენებლო ტენდერში მონაწილეთათვის /კონტრაქტორისათვის ზოგად მითითებებსა და რეკომენდაციებს. ასევე, დეტალურ სპეციფიკაციებს (ყველა აუცილებელი სტანდარტის მითითებით) გამოყენებული მასალებისა და მოწყობილობა-დანადგარებისათვის, სამუშაოთა შესრულების/გამოცდის მეთოდებისა და ხარისხის კონტროლისთვის.

ტექნიკური დავალების დანართების სახით მოცემულია:

დანართი 1 - პანთეონის ჯიხურის ესკიზური პროექტი
დანართი 2 - ელექტრო პროექტის მასალების სრული ჩამონათვალი
დანართი 3 - საპროექტო არეალი საკადასტრო გეგმაზე

საპროექტო დოკუმენტაციის წარმოდგენის ფორმა

• დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს A-3 ფორმატის, ზამბარით აკინძული ალბომის სახით:
- სათაური;
- სატიტულო ფურცელი, დამოწმებული ორგანიზაციის ბეჭდით, ხელმძღვანელისა და პროექტის ავტორ(ებ)ის ხელმოწერ(ებ)ით;
- ალბომის შემადგენლობა;
- პროექტის შემადგენლობა;
- შესაბამისი ტექსტუალური ნაწილ(ებ)ი, დადასტურებული შემსრულებლ(ებ)ის/ ავტორ(ებ)ის მიერ, A-4 ფორმატი;
- გრაფიკული ნაწილ(ებ)ი, შტამპით და ჩარჩოთი - A-3 ფორმატი (გამონაკლის შემთხვევაში დასაშვებია განსხვავებული ფორმატის წარმოდგენა, აკინძული A3 ფორმატის ზომაზე). ყველა ფურცელზე შტამპი უნდა იყოს სათანადოდ შევსებული და დადასტურებული ხელმძღვანელის, პროექტის ავტორის და შემსრულებლის ხელმოწერებით.
• ჩასატარებელი სამუშაოების ჩამონათვალი და ხარჯთაღრიცხვა წარმოდგენილი უნდა იყოს A-4 ფორმატის, ზამბარით აკინძული ალბომის სახით:
- თავფურცელი (სათაური);
- სატიტულო ფურცელი, დამოწმებული ორგანიზაციის ბეჭდით, ხელმძღვანელის და შემდგენელის ხელმოწერ(ებ)ით;
- განმარტებითი ბარათი;
- სამუშაოების ჩამონათვალი და ხარჯთაღრიცხვა დადასტურებული შემდგენელის ხელმოწერით.
• შემსრულებლის მიერ საბოლოო პროდუქციის სახით, დამკვეთისათვის წარმოდგენილი უნდა იყოს დოკუმენტაციის მყარი ასლი - ალბომების სახით (4 ეგზ.) და ელექტრონულ ფორმატში (ვექტორული DDWG, DXF, PLN გაფართოების ფაილი - ArchiCad, Auto CAD, პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით), ელექტრონულ ვერსიაში - მეხსიერების ბარათზე.

2. მომსახურების გაწევის ვადები:

• საპროექტო დოკუმენტაციის მიწოდების ვადა - ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან 60 (სამოცი) კალენდარული დღე (ექსპერტიზის მომსახურების ვადის ჩათვლით).
• მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან სხვა აკრედიტირებული პირის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნა, სრული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის ექსპერტიზა; ექსპერტიზის ხარჯების ანაზღაურებას უზრუნველყოფს მიმწოდებელი.
• მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს მის მიერ შესრულებული პროექტის შესაბამისად წარმოებული სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების საავტორო ზედამხედველობის ღონისძიებები და საჭიროების შემთხვევაში დამკვეთთან შეთანხმებით პროექტში შეიტანოს კორექტირებები.
• მიმწოდებელი ვალდებულია შეტყობინების მიღებისთანავე განახორციელოს უხარისხოდ შესრულებული მომსახურების ან მისი ნაწილის გამოსწორება შემსყიდველის მხრიდან რაიმე დამატებითი დანახარჯების გაწევის გარეშე.
• სამშენებლო საქმიანობის განხორციელების პროცესში, შესრულებული სამუშაოების ხარისხისა და დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამისობის უზრუნველსაყოფად, მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს სამშენებლო სამუშაოების მონიტორინგი, მიიღოს მონაწილეობა საპროექტო გადაწყვეტათა დაზუსტებაში, საჭიროების შემთხვევაში მუშა დოკუმენტაციის, სამშენებლო მოცულობების და კონტრაქტის სხვა შესაბამისი ცვლილებების მომზადება-შეთანხმებაში, ასევე ტექნიკური დავალებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებაში.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

საპროექტო დოკუმენტაციის მიწოდების ვადა - ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან 60 (სამოცი) კალენდარული დღე (ექსპერტიზის მომსახურების ვადის ჩათვლით).

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

ქ. თბილისში, მთაწმინდის ქ. N16. საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონის ტერიტორია.

პროექტის წარმოდგენის ადგილია: ქ. თბილისი, აკ.წერეთლის გამზ. N42.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

• პრეტენდენტს 2023 წლიდან ტენდერის გამოცხადების თარიღამდე პერიოდში უნდა ჰქონდეს არანაკლებ 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარის ღირებულების საერთო სამშენებლო სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების გამოცდილება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ყველა გადასახადის ჩათვლით. წარმოდგენილ უნდა იქნას ინფორმაცია პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ დანართი №1–ის შესაბამისად.
• ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იქნას ჩამონათვალის სახით (არსებობის შემთხვევაში CMR/SPA/NAT ნომრის მითითებით), რომელსაც თან უნდა ერთვოდეს აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტები: დამკვეთსა და შემსრულებელს (ქვეკონტრაქტორს) შორის გაფორმებული ხელშეკრულების და მიღება-ჩაბარების აქტების ასლების და/ან სხვა დოკუმენტების სახით.
• იმ შემთხვევაში, თუ სამუშაოები შესრულებულია კერძო სამართლის იურიდიული პირის ან ფიზიკური პირის დაკვეთით (არა სახელმწიფო შემსყიდველი ორგანიზაცია), პრეტენდენტმა ზემოაღნიშნულ დოკუმენტებთან ერთად უნდა წარმოადგინოს ამ სამუშაოების შესრულების ამსახველი ფინანსური დოკუმენტაცია: დადასტურებული საგადასახადო ანგარიშფაქტურები და გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები და შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში ამონაწერი საბანკო ანგარიშებიდან.
• გამოცდილების ამსახველი CMR/SPA/NAT განცხადებების შესაბამის ველში სამუშაოს შესრულების სრულყოფილი დოკუმენტების არსებობის შემთხვევაში დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენა სავალდებულო არ არის.

2.9 other additional requirements

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.3 substantiation of not considering adequacy of pricing

მომსახურების სპეციფიკიდან გამომდინარე, ვინაიდან შესყიდვა მოიცავს ინტელექტუალურ მომსახურებას, ტენდერში არ გამოიყენება ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთების ვალდებულება.

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება ერთ ეტაპად, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან აკრედიტირებული პირის მიერ გაცემული დადებითი დასკვნის საფუძველზე მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე.

შენიშვნა: ექსპერტიზაზე პროექტს წარადგენს და ანაზღაურებას ახორციელებს მიმწოდებელი.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან აკრედიტირებული პირის მიერ გაცემული დადებითი დასკვნის საფუძველზე მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან (არსებობის შემთხვევაში საგადახდო დოკუმენტის წარმოდგენიდან) 10 (ათი) სამუშაო დღეში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ოთარი ჩაჩანიძე, 571272227, chachanidzeoto@ymail.com

additional information/document

10.1 additional information/documents

1. ტენდერში მონაწილეობის მიღებით პრეტენდენტი ავტომატურად გამოხატავს თანხმობას სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ მოთხოვნებზე.
2. მიმწოდებელი ვალდებულია, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით.
3. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს სანოტარო წესით დამოწმებული ქართული თარგმანი.
4. დავის შემთხვევაში უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.
5. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში – სისტემა) ატვირთული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპით უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთულ უნდა იქნას მინდობილობა ან რწმუნებულება).
6. იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო პირობებზე ხელისმომწერი პირი არ არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ხელისმოწერისათვის გაცემული მინდობილობა.
7. პრედენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება.
8. სატენდერო წინადადებაში საერთო და ერთეულის ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯის ჩათვლით.
9. სატენდერო წინადადების ფასი სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში მითითებული უნდა იქნეს დღგ-ს გარეშე. გამარჯვებულთან, თუ იგი დღგ-ს გადამხდელად არის რეგისტრირებული, ხელშეკრულების დადებისას, ხელშეკრულების ღირებულებაში დამატებით იქნება გათვალისწინებული დღგ-ს ოდენობა.
10. პრეტენდენტის მიერ ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით ხარჯთაღრიცხვის წარმოუდგენლობა გამოიწვევს მის დისკვალიფიკაციას დაზუსტების გარეშე.

11. პრეტენდენტის მიერ სავალდებულოდ წარმოსადგენი დოკუმენტებია:
სატენდერო დოკუმენტაციის 1.3. პუნქტის თანახმად - ხარჯთაღრიცხვა (Excel ფორმატში);
სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1. პუნქტის თანახმად - ინფორმაცია პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru