Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Установка оборудования связи (Грузия - Тендер #72499790)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: National assassment and examinations center
Номер конкурса: 72499790
Дата публикации: 23-05-2026
Сумма контракта: 347 793


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT260010797
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 22.05.2026 16:52
Начало приема предложения 30.05.2026 00:00
Истекает срок принятия предложений 02.06.2026 12:00
Предполагаемая цена закупки 347`793.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 51300000-Установка оборудования связи
Коды классификатора
  • 51314000 - Установка видеоаппаратуры
Срок подачи აპარატურის მონტაჟის დასრულების და მუშა მდგომარეობაში მოყვანის საორიენტაციო ვადაა არაუგვიანეს 2026 წლის 30 ივნისი (გენერალური რეპეტიციის წინა დღე)
Дополнительная информация
Количество и объём закупок იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 1`400.00 GEL
Размер гарантии 3`478 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: ivane kvitaishvili :: 21.05.2026 16:39
  • Последнее исправление: ivane kvitaishvili :: 22.05.2026 16:52
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=688068&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს 28 საგამოცდო ცენტრში ვიდეოაპარატურის მონტაჟი, საიდანაც 24 წარმოადგენს ძველ საგამოცდო ცენტრს, ხოლო 4 — ახალ საგამოცდო ცენტრს.

სამონტაჟო სამუშაოები განხორციელდება იმ საგამოცდო ცენტრებში, რომელთა მოთხოვნაც წარმოიშვება შემსყიდველის მიერ.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

ტექნიკური დავალება

1. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს 28 საგამოცდო ცენტრში ვიდეოსათვალთვალო სისტემის აწყობა და საექსპლუატაციო რეჟიმში მოყვანა. საგამოცდო ცენტრებში სამუშაოების დაწყებამდე აუცილებელია როგორც სსიპ – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმირება, ისე საგამოცდო ცენტრის მთავარ მეთვალყურესთან დაკავშირება;

2. აღნიშნული ვიდეოსათვალთვალო სისტემის ასაწყობად საჭირო აპარატურის (აღნიშნული აპარატურა ინახება ცენტრში) და გამოსაყენებელი სამონტაჟო მასალის ჩამონათვალი და ჯამური საორიენტაციო რაოდენობები მოცემულია დანართ №3-ში და დანართ №1-ში ფასების ცხრილში;

3. საგამოცდო ცენტრების ჩამონათვალი და მისამართები იხილეთ დანართ №3-ში;

4. ახალი საგამოცდო ცენტრების (ქ. თბილისის №160, ქ. თბილისის №181, ქ. ბათუმის №9 და ქ. ოზურგეთის №3 საჯარო სკოლების) საგამოცდო სექტორებში, ადმინისტრაციის ოთახებსა და სასერვერო ოთახებში სრულად არის დასამონტაჟებელი გენერატორის ხაზთან დამაკავშირებელი ზედაპირზე დასამაგრებელი დენის შტეფსელები, ახალი კომპიუტერული ქსელის მონტაჟი (დაკაბელება). კაბელები უნდა განთავსდეს საკაბელო არხებში, რომლისთვისაც საჭირო მასალებით უზრუნველყოფას განახორციელებს მიმწოდებელი.

5. სამონტაჟო სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში ყველა დანარჩენ (არსებულ) საგამოცდო სკოლაში უნდა განხორციელდეს შტეფსელების შემოწმება როგორც სასერვერო ოთახებში, ასევე საგამოცდო სექტორებში და ადმინისტრაციულ ოთახებში, ხოლო დაზიანების გამოვლენის შემთხვევაში უზრუნველყოფილ იქნეს მათი აღდგენა.

6. აუცილებელია ვიდეოსათვალთვალო აპარატურის მონტაჟი განხორციელდეს სკოლების თანდართული სქემების შესაბამისად; ვიდეოთვალის განთავსების ადგილი სქემებზე აღნიშნულია წითელი ფერით. ვიდეოთვალის ადგილის შეცვლა დასაშვებია, მხოლოდ საგამოცდო ცენტრის მთავარი მეთვალყურის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე. მიმწოდებელმა აუცილებელია სამონტაჟო სამუშაოების დაწყებამდე შეაჯეროს მთავარი მეთვალყურის ხელთ არსებული ინფორმაცია სქემების შესახებ;

7. აპარატურის ტრანსპორტირების დაწყებამდე ელექტრონული ფოსტით (ggergauli@naec.ge და kdumbadze@naec.ge) უნდა ეცნობოს შემსყიდველს ინვენტარის სახეობების და რაოდენობების შესახებ და სხვა საჭირო ინფორმაცია სატრანსპორტო ზედნადებისთვის. უსაფრთხო ტრანსპორტირების, ჩატვირთვა გადმოტვირთვის, დასაწყობების (შემსყიდველის მიერ მითითებულ ფართში და სართულზე) ხარჯების გაწევა და მტვირთავი პერსონალით უზრუნველყოფა ხდება მიმწოდებლის მიერ;

8. მიმწოდებელმა უნდა დაიცვას ვიდეოთვალთვალის გზით მოპოვებული მონაცემების უსაფრთხოება და არ დაუშვას მათზე არაუფლებამოსილი პირების წვდომა, რაც, მათ შორის, მოიცავს: ვიდეოჩამწერ მოწყობილობებზე პროგრამული უზრუნველყოფით წვდომის მიზნით საგამოცდო ცენტრის დაცული ლოკალური ქსელით უზრუნველყოფას; ცენტრის მიერ განსაზღვრული ვიდეომეთვალყურისათვის ჩამწერ მოწყობილობებში დაცულ მონაცემებზე პროგრამული უზრუნველყოფით წვდომის მიზნით, ადმინისტრატორის სრული ფუნქციებით,ინდივიდუალური მომხმარებლის იუზერებისა და პაროლების გაწერას.

9. მიმწოდებელი ვალდებულია თავის უფლებამოსილ თანამშრომელზე, რომელიც შემსყიდველთან გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში შესაბამის საგამოცდო ცენტრში ახორციელებს ჩამწერ მოწყობილობებში დაცულ მონაცემებთან წვდომას, გაწეროს ინდივიდუალური მომხმარებლის იუზერი და პაროლი, რომელიც ცნობილი უნდა იყოს მხოლოდ აღნიშნული თანამშრომლისთვის და მან არ უნდა დაუშვას მითითებული მონაცემების სხვა პირებისთვის გადაცემა.

10. მიმწოდებელი ვალდებულია, თითოეულ საგამოცდო ცენტრში, თითოეული ვიდეომეთვალყურისათვის გაწერილი ინდივიდუალური მომხმარებლის იუზერებისა და პაროლების შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს საგამოცდო ცენტრის ვიდეომეთვალყურეს.

11. მიმწოდებელი ვალდებულია თანდართული ცხრილის შესაბამისად და სიმძლავრეების მიხედვით, დაარიგოს საგამოცდო ცენტრებში შემსყიდველისგან მიღებული გენერატორები;

12. მიმწოდებელი ვალდებულია შრომის უსაფრთხოების ნორმების შესაბამისად მოათავსოს საკაბელო არხებში ახალი გაყვანილი კაბელები.

შესყიდვის ობიექტის მიწოდების პირობები

1. მომწოდებელმა უნდა უზრუნველყოს 28 საგამოცდო ცენტრში ვიდეოსათვალთვალო აპარატურის და ქსელების ტექნიკური შემოწმება, მონტაჟი, საექსპლუატაციო რეჟიმში მოყვანა და შემდგომ ვიდეოსათვალთვალო აპარატურის დემონტაჟი.

2. უზრუნველყოფილი უნდა იყოს ერთი ვიდეოკამერით საგამოცდო სექტორის სრულად დაფარვა. მიმწოდებელმა უნდა განახორციელოს კონტროლი კეთდება თუ არა ყველა ჩამწერზე ყველა კამერის ჩანაწერი.

3. მიმწოდებელმა საგამოცდო ცენტრებში უნდა მოახდინოს სისტემების მონტაჟი შემდეგი კონფიგურაციებით:
• ერთიდან ოთხ კამერამდე 1 ციფრული ჩამწერზე;
• ერთიდან რვა კამერამდე 2 ციფრულ ჩამწერზე;
• დღეში უწყვეტი 12 საათიანი ჩაწერა მინიმუმ 18 კადრი წამში, არანაკლებ 1280/720 გარჩევადობით კამერაზე. საგამოცდო პროცესის დასრულების შემდეგ (19:00 საათიდან დილის 7:00 საათამდე) აპარატურა უნდა ირთვებოდეს და რეაგირებდეს მხოლოდ მოძრაობაზე.

4. ყველა საგამოცდო ცენტრის ყველა საგამოცდო სექტორში ვიდეოსათვალთვალო მოწყობილობები (ვიდეოკამერები, სვიჩები და ჩამწერი მოწყობილობები) და ზედაპირზე დასამაგრებელი შტეფსელები აუცილებლად უნდა იყოს დაკავშირებული გენერატორთან.

5. აუცილებელია მიმწოდებელმა შეამოწმოს გაყვანილობა, არის თუ არა დაცული ქვემოთ მოყვანილი პირობები, არსებობის შემთხვევაში აღმოფხვრას უზუსტობები, ხოლო არ არსებობის შემთხვევაში განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები. კერძოდ, უნდა იყოს გაყვანილი სამი დამოუკიდებელი ქსელი:

ა. ვიდეოკამერების ქსელის ხაზი ვიდეოკამერების, ენვეერების და სვიჩების დასაკავშირებლად სამეთვალყურეო კომპიუტერებთან (ვიდეომეთვალყურის და წამყვანი მეთვალყურის ოთახში);

ბ. ვიდეოკამერების ელექტრო ქსელი, რომელიც ვიდეოკამერებს აკავშირებს ჩამწერ მოწყობილობებთან და სვიჩებთან. ამ გზით მიეწოდება ელექტროენერგია ვიდეოკამერებს, ჩამწერ მოწყობილობებს და სვიჩებს;

გ. შტეფსელების ქსელი. შტეფსელი აუცილებელია განთავსებული იყოს საგამოცდო სექტორებში სექტორის წინა მხარეს, ვიდეოკამერის განთავსების კედელზე, ხელმისაწვდომ სიმაღლეზე, ასევე სასერვეროში, წამყვანი მეთვალყურის ოთახში და ყველა სართულის დერეფანში, მაგისტრალური სვიჩების განლაგების ადგილას, მთავარი მეთვალყურის მიერ მითითებულ ადგილას (კაბელი უნდა იყოს 2,5 მმ კვეთის). ეს უნდა იყოს ცალკე ხაზი, რომელიც უკავშირდება გენერატორს.

ამ პუნქტის „ბ“ და „გ“ პუნქტებში აღწერილი ხაზები უნდა მიდიოდეს გენერატორამდე ცალ-ცალკე. მთავარი მეთვალყურის მიერ მითითებულ ადგილას უნდა დამონტაჟდეს გენერატორიდან გამომავალ 2,5 კვეთის კაბელზე გამანაწილებელი.

გამანაწილებელი ისეთ ადგილას უნდა იყოს განთავსებული, რომ შესაძლებელი იყოს ამ ორივე ქსელის გადართვა შენობის ძირითადი დენიდან გენერატორის ხაზზე.

6. არ უნდა მოხდეს თანხვედრა სხვა რომელიმე აპარატურის ელექტრო ქსელზე. კერძოდ, ლეპტოპები და ვიდეო სათვალთვალო სისტემა ერთ ელექტრო ხაზზე არ უნდა იყოს მიერთებული. შესრულებული სამუშაოს გადაბარებამდე ვიდეო მეთვალყურის თანდასწრებით უნდა მოხდეს შემოწმება იმისა, რომ აპარატურის გათიშვის შემთხვევაში არ მოხდეს ჩამწერ მოწყობილობაზე თარიღის არევა/შეცვლა. ასეთის დაფიქსირების შემთხვევაში უნდა მოხდეს ხარვეზის აღმოფხვრა, რათა ამ მიზეზით არ შეწყდეს საგამოცდო პროცესის ჩაწერა.

7. აუცილებელია თითოეულ საგამოცდო ცენტრში ვიდეოსათვალთვალო აპარატურის მონაცემების მონიტორზე გამოტანა როგორც ვიდეომეთვალყურის სამეთვალყურეო, ასევე წამყვანი მეთვალყურის ოთახებში განთავსებულ მონიტორებზე.

8. აუცილებელია მიმწოდებელმა მონტაჟის დასრულებისა და შესრულებული სამუშაოს გადაბარების შემდეგ, საგამოცდო ცენტრის ვიდეომეთვალყურეს გაუწიოს ტექნიკური ხასიათის ინსტრუქტაჟი, საჭიროების შემთხვევაში წერილობითაც. მიმწოდებლის წარმომადგენელმა არ უნდა დატოვოს საგამოცდო ცენტრი იქამდე, სანამ მთავარი მეთვალყურე არ დაუდასტურებს სისტემის გამართულად მუშაობას.

9. გარკვეულ საგამოცდო სექტორებში საჭიროა ორ-ორი კამერის დამონტაჟება., სექტორების სავარაუდო რაოდენობა დანართ №2-ში ნაჩვენებია სვეტში: „საუბრის ოთახებისთვის", ხოლო თანდართულ ნახაზებზე ამ კატეგორიის სექტორებში დატანილია ვიდეოთვალის შესაბამისი აღნიშვნები და დამატებითი კამერები დანომრილია. დაზუსტებული ინფორმაცია მიმწოდებელს ეცნობება მთავარი მეთვალყურის მიერ სამონტაჟო სამუშაოების დაწყებამდე ადგილზე.

10. აუცილებელია მიმწოდებელმა აპარატურის დემონტაჟისას მთავარი მეთვალყურისგან ჩაიბაროს ჩამწერი მოწყობილობები დასტიკერებული, რომლებზეც დატანილი უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია:
1. საგამოცდო ცენტრის დასახელება,
2. სექტორის ნომრები და თარიღი.
3. მიმწოდებელი ვალდებულია ჩამწერი მოწყობილობის სტიკერზე დატანილი ინფორმაცია სრულად გადაიტანოს შესაბამისი ყუთის სტიკერზე.
4. ასევე უნდა იყოს დასტიკერებული შესაბამისი წარწერით ის აპარატურაც, რომელიც სამუშაო პროცესში გამოვიდა მწყობრიდან.

11. დემონტაჟი უნდა განხორციელდეს კაბელების და აპარატურის დაუზიანებლად. დემონტაჟის შემდეგ შემსყიდველს მისი კუთვნილი აპარატურა დაუზიანებლად უნდა ჩაბარდეს და დასაწყობდეს შემსყიდველის მიერ მითითებულ სართულზე და სათავსოში, მისამართზე: ქ. თბილისი, ე. მინდელის ქ. №9. მიმწოდებელმა შემსყიდველს უნდა ჩააბაროს ასევე ის აპარატურაც, რომელიც სამუშაო პროცესში გამოვიდა მწყობრიდან. აღნიშნულ აპარატურას უნდა ჰქონდეს შესაბამისი წარწერა.

12. აპარატურის სრული რაოდენობა (გენერატორების ჩათვლით) ერთი გადაცემით სრულად გადაეცემა მიმწოდებლის ერთ უფლებამოსილ პირს და მისგანვე მოხდება აპარატურის უკან დაბრუნება ერთი დაბრუნებით სრულად, რაზედაც შედგება შესაბამისი დოკუმენტი.

13 აპარატურის ტექნიკური შემოწმება, ტრანსპორტირება, მონტაჟი, საექსპლუატაციო რეჟიმში მოყვანა, დემონტაჟი და ყველა სხვა ქმედება დაკავშირებული აღნიშნულ მომსახურებასთან უნდა მოხდეს მიმწოდებლის პერსონალით, ძალებითა და ხარჯით.

14. აპარატურის დასამონტაჟებლად გამოყენებული უნდა იქნეს მაღალი ხარისხის ქსელის კაბელი (UTP CAT5) და დენის კაბელები, ასევე სხვა საჭირო დამხმარე სამონტაჟო მასალა. ანაზღაურება მოხდება ფაქტობრივად გაწეული მომსახურების და ფაქტობრივად გახარჯული სამონტაჟო მასალის მიხედვით, გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტების საფუძველზე. მიღება-ჩაბარების აქტში დამონტაჟებული აპარატურის რაოდენობის შესახებ ინფორმაცია და რეზერვად საგამოცდო ცენტრში დატოვებული აპარატურა უნდა იყოს გამიჯნული.

15. მიმწოდებელი ვალდებულია წარმოადგინოს ანგარიში (ხარჯთაღრიცხვა), თითოეული საგამოცდო ცენტრის მიხედვით, ფაქტობრივად გაწეული მომსახურებისა და ფაქტობრივად გახარჯული სამონტაჟო მასალების რაოდენობების შესახებ. არასწორად წარმოდგენილი დოკუმენტაციის შემთხვევაში, შესწორებული დოკუმენტის მიწოდება საგამოცდო ცენტრისთვის უნდა განახორციელოს მიმწოდებელმა საკუთარი შესაძლებლობებით.


მიმწოდებელი ვალდებულია:

1. ვიდეოაპარატურის მონტაჟისას დაიცვას მისთვის გადაცემული ვიდეოთვალთვალისათვის განკუთვნილი მოწყობილობების ფიზიკური უსაფრთხოება.

2. მის ხელთ არსებული მონაცემის მესამე პირთა მიერ დამუშავების მოთხოვნის თითოეულ შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს შემსყიდველს და მისი დავალების/მითითების გარეშე არ დაუშვას მონაცემებზე მესამე პირთა წვდომა.

3. მონაცემთა დამუშავებისას დაიცვას „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები.

4. შემსყიდველსა და მიმწოდებელს შორის დავის წარმოშობის შემთხვევაში, მოთხოვნისთანავე გადასცეს შემსყიდველს მის ხელთ არსებული მონაცემები.

5. არ დაუშვას ამ ხელშეკრულებისგან განსხვავებული სხვა ნებისმიერი მიზნით და ფარგლებში მონაცემთა შემდგომი დამუშავება.

6. შემსყიდველსა და მიმწოდებელს შორის ხელშეკრულების გაუქმების/შეწყვეტის შემთხვევაში, შეწყვიტოს მონაცემთა დამუშავება.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

1. აპარატურის მონტაჟის დასრულების და მუშა მდგომარეობაში მოყვანის საორიენტაციო ვადაა არაუგვიანეს 2026 წლის 30 ივნისი (გენერალური რეპეტიციის წინა დღე).

2. მიმწოდებელი ვალდებულია წარუდგინოს შემსყიდველს საგამოცდო ცენტრებში სამონტაჟო და დემონტაჟის სამუშაოების დაწყებისა და დასრულების დეტალური გრაფიკი, კონკრეტული საგამოცდო ცენტრის მითითებით. გრაფიკი უნდა შეთანხმდეს უშუალოდ საგამოცდო ცენტრის მთავარ მეთვალყურესთან, რისთვისაც აუცილებელია სამუშაოების დაწყებამდე მასთან დაკავშირება.

3. მიმწოდებელი ვალდებულია დემონტაჟი განახორციელოს კონკრეტულ საგამოცდო ცენტრში გამოცდის დასრულებიდან არაუგვიანეს მომდევნო დღისა თუნდაც ეს დღე იყოს უქმე (გამოცდების დასრულების ზუსტი გრაფიკი საგამოცდო ცენტრების მიხედვით მიმწოდებელს ეცნობება დამატებით). დაუშვებელია საგამოცდო ცენტრის ტერიტორიაზე აპარატურის დასაწყობება, სხვა ცენტრების ფუნქციონირების დასრულების დალოდების და მათი ერთად ტრანსპორტირების მიზნით.

4. მიმწოდებელი პასუხისმგებელია ჩამწერ მოწყობილობებზე არსებული კონფიდენციალური ვიდეომასალის უსაფრთხო შენახვაზე, შემსყიდველისთვის გადაცემის მომენტამდე. რისთვისაც დემონტაჟის შემდეგ აუცილებელია ტექნიკა არ იქნას დატოვებული საგამოცდო ცენტრის შენობაში და გადატანილი იქნას მიმწოდებლის მიერ დაცულ და უსაფრთხო ადგილას.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1. შესყიდვის ობიექტის მიწოდების ადგილები (საგამოცდო ცენტრების ჩამონათვალი და მისამართები) მოცემულია დანართ №3-ში.

2. დემონტაჟი უნდა განხორციელდეს კაბელების და აპარატურის დაუზიანებლად. დემონტაჟის შემდეგ შემსყიდველს მისი კუთვნილი აპარატურა (გენერატორის ჩათვლით) დაუზიანებლად ერთი გადაცემით უნდა ჩაბარდეს და დასაწყობდეს შემსყიდველის მიერ მითითებულ სართულზე და სათავსოში, მისამართზე: ქ. თბილისი, ე. მინდელის ქ. №9. მიმწოდებელმა შემსყიდველს უნდა ჩააბაროს ასევე ის აპარატურაც, რომელიც სამუშაო პროცესში გამოვიდა მწყობრიდან. აღნიშნულ აპარატურას უნდა ჰქონდეს შესაბამისი წარწერა.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

1. პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს ვიდეოაპარატურის მიწოდების და მათი მონტაჟის გამოცდილება ბოლო 4 წლის (2022-2025 წ.წ.) განმავლობაში და თითოეულ წელზე უნდა წარმოადგინოს მინიმუმ ერთი შესრულებული სამუშაოს დამადასტურებელი ხელშეკრულებები და მიღება-ჩაბარების აქტები. თუ აღნიშნული დოკუმენტები რეგისტრირებულია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ერთიან ელექტრონულ სისტემაში, მითითებული უნდა იქნას სისტემის მიერ მინიჭებული SPA/NAT/CMR ნომერი.

2. ვიდეოჩამწერების და ვიდეოკამერების მიწოდებასთან და მათ მონტაჟთან დაკავშირებით პრეტენდენტს აწყობილი უნდა ჰქონდეს მინიმუმ 50 წერტილიანი ხუთი ქსელი მაინც 2022-2025 წლებში.

შენიშვნა: მინიმუმ 50 წერტილიანი ქსელის აწყობაში იგულისხმება, პრეტენდენტს ერთი ხელშეკრულების ფარგლებში ერთ შენობაში მაქსიმუმ 2 თვის ვადაში დამონტაჟებული უნდა ჰქონდეს მინიმუმ 50 ვიდეოკამერა და ეს ვიდეოკამერები ერთ ქსელში უნდა იყოს ჩართული.

2.9 other additional requirements

დამონტაჟებული აპარატურის სრულფასოვანი ფუნქციონირების საგარანტიო პირობები

1. გამოცდების მსვლელობისას მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს 24 საათიანი ტექნიკური მომსახურება და ნებისმიერი ხარვეზის/დაზიანების აღმოფხვრა საკუთარი ხარჯით შეტყობინებისთანავე, როგორც სამუშაო, ასევე არასამუშაო საათებში/დღეებში, ნებისმიერ საგამოცდო ცენტრში, ვისი ან/და რისი მიზეზითაც არ უნდა იყოს დაზიანება გამოწვეული. აუცილებელია შემსყიდველს გადაეცეს თითოეულ საგამოცდო ცენტრზე/საგამოცდო ქალაქზე პასუხისმგებელი პირების საკონტაქტო ინფორმაცია.

2. მიმწოდებლის ბრალეულობით აპარატურის დაზიანების შემთხვევაში (დემონტაჟის, ტრანსპორტირების და ნებისმიერ სხვა შემთხვევის დროს), იგი ვალდებულია აღმოფხვრას გამოვლენილი ხარვეზი ან შეცვალოს ახლით საკუთარი ხარჯით.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

ფასწარმოქმნის ადეკვატურობა შესაძლებელია დასაბუთდეს სსიპ ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან/და შესაბამის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების/აკრედიტაციის მქონე პირის მიერ გაცემული საექსპერტო ან/და აუდიტორული, ან/და საშემფასებლო დასკვნა (პრეტენდენტის მიერ, დასკვნასთან ერთად, ასევე, წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაცის დამადასტურებელი დოკუმენტი) წარმოდგენა, რომლითაც დასტურდება პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებულ ფასად ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობა.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

guarantee for assurance of contract performance

6.1 guarantees for assurance of contract performance are requested

4 Процентов

6.2 guarantees are requested in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value

8 Процентов

6.3 duration of guarantee

ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტიის მოქმედების ვადა მინიმუმ 30 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს სამუშაოს შესრულების ვადას.

6.4 terms and conditions of guarantee

1. თეთრ სიაში დარეგისტრირებული მიმწოდებლის შემთხვევაში 6.1 და 6.2 პუნქტებში მოთხოვნილი პროცენტული რაოდენობები განახევრდება.
2. ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის უპირობო გამოუთხოვადი გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

მიმწოდებელთან ანგარიშსწორება განხორციელდება გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის და შესაბამისი საანგარიშსწორებო დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდეგ

7.3 time limits for step by step and/or final payment

10 სამუშაო დღის განმავლობაში

information about contact person


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru