Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Автомобили (Грузия - Тендер #70562193)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: LTD "TbilService Group"
Номер конкурса: 70562193
Дата публикации: 06-02-2026
Сумма контракта: 887 319


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT260001999
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 06.02.2026 17:00
Начало приема предложения 05.03.2026 00:00
Истекает срок принятия предложений 10.03.2026 12:00
Предполагаемая цена закупки 887`319.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 34100000-Автомобили
Коды классификатора
  • 34144510 - Транспортные средства для транспортировки отходов
Срок подачи იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
Дополнительная информация
არანაკლებ 10 მ³ ნაგავმზიდების (თანმდევი სარეგლამენტო მომსახურებით) სახელმწიფო შესყიდვა

State procurement of a No less than 10 m³ garbage trucks (with accompanying regulatory services)
Amount or volume of procurement: See attached tender documentation.
Procuring entities: LTD “Tbilservice Group”.
Estimated value of procurement: 887 319.00 GEL
Bid should be submitted: Including VAT
Classification code (CPV) and classification division number: 34144510
Quantity or volume of purchase - See attached tender documentation
Offer price reduction step: 8 873.00 GEL
Количество и объём закупок იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 8`873.00 GEL
Размер гарантии 8`873 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: malkhaz tskvitaria :: 23.01.2026 19:39
  • Последнее исправление: ketevan gogiberidze :: 06.02.2026 17:00
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=668761&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

არანაკლებ 10 მ³ ნაგავმზიდების (თანმდევი სარეგლამენტო მომსახურებით) სახელმწიფო შესყიდვა.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1.2.1 ნაგავმზიდი არანაკლებ 10 მ./კუბი - 3 ერთეული;

1.2.2 პრეტენდენტმა უნდა განაფასოს სატენდერო დოკუმენტაციის 1.3 პუნქტში ატვირთული - ფასების ცხრილი დანართი N1. დანართი N2-ში "პრეტენდენტის შემოთავაზება"-ს გრაფაში უნდა მიუთითოს შემოთავაზებული ტექნიკის ზუსტი ტექნიკური მახასიათებლები. დანართი N3-ში უნდა შეავსოს არანაკლებ 100 (ასი) ერთეული ტექნიკის შესაბამისი სათადარიგო ნაწილი და მომსახურება (ნაწილის და მომსახურების ღირებულების გათვალისწინებით).
1.2.3 ნაგავმზიდი უნდა იყოს ახალი, ექსპლუატაციაში არ მყოფი (გარბენი არაუმეტეს 5000 კმ), დეფექტების გარეშე, გამოშვების წელი არანაკლებ 2025წ, ა/მანქანა და ნაგავშემკრები დანადგარი უნდა იყოს სრულად დაკომპლექტებული ქარხნული წარმოების სტანდარტული დეტალებით, ტესტირებული და მზად ექსპლუატაციისათვის.
1.2.4 პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს როგორც შასის, ისე დანადგარის არანაკლებ 7500 სამუშაო საათის ან/და არანაკლებ 200 000 კილომეტრის ან/და არანაკლებ 2 წლის განმავლობაში საჭირო გეგმიური ტექნიკური მომსახურების (სარეგლამენტო) ცხრილის შევსება (დანართი N4), განფასება და ატვირთვა. პრეტენდენტმა გეგმიური ტექნიკური მომსახურების (სარეგლამენტო) ნუსხაში უნდა გაწეროს ყველა ის ნაწილი და მომსახურება, რომლის შეცვლაც გათვალისწინებულია შემოთავაზებული ნაგავმზიდისა და მასზე განთავსებული დანადგარის გეგმიური ტექნიკური მომსახურებით (სარეგლამენტო) არანაკლებ 7500 სამუშაო საათისა ან/და არანაკლებ 200 000 კილომეტრისა ან/და არანაკლებ 2 წლისა. პრეტენდენტმა გეგმიური ტექნიკური მომსახურება უნდა გაწიოს შემოთავაზებული ტექნიკისათვის მწარმოებლის მიერ (ან მწარმოებლის ოფიციალური წარმომადგენლის მიერ) განსაზღვრული ნუსხისა და გრაფიკის შესაბამისად, რთული სამუშაო გარემოს გათვალისწინებით, რასთან დაკავშირებითაც უნდა წარმოადგინოს მწარმოებლის ან მწარმოებლის ოფიციალური წარმომადგენლის მიერ გაცემული ოფიციალური დოკუმენტი. პრეტენდენტი ვალდებულია გეგმიური ტექნიკური მომსახურების (სარეგლამენტო) ცხრილში განაფასოს ნაგავმზიდის ხუნდები (წინა და უკანა), რაზეც ვალდებულება არ გააჩნია წარმოადგინოს მწარმოებლის ან მწარმოებლის ოფიციალური წარმომადგენლის მიერ გაცემული ოფიციალური დოკუმენტი.
1.2.5 პრეტენდენტმა დანართი N3-ში უნდა შეავსოს არანაკლებ 100 (ასი) ერთეული ტექნიკის შესაბამისი სათადარიგო ნაწილი და მომსახურება (ნაწილის და მომსახურების ღირებულების გათვალისწინებით). არსებული ნუსხა მოიცავს პრეტენდენტის მიერ ნაგავმიზიდის მოწოდებიდან საგარანტიო პერიოდის (არანაკლებ 1 წელი სრულ მანქანაზე, არანაკლებ 2 წელი ან არანაკლებ 200 000 კილომეტრს (რომელიც ადრე დადგება) ძირითად აგრეგატებზე (ძრავი, ხიდები, გადაცემათა კოლოფი)) განმავლობაში მოსაწოდებელ მომსახურებას შესაბამისი საქონლით..
1.2.6 სატენდერო წინადადების ფასი წარმოდგენილი უნდა იყოს შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან და შემსყიდველისთვის გადაფორმებასთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის გათვალისწინებით. ღირებულება ასევე უნდა მოიცავდეს გეგმიური ტექნიკური მომსახურების (სარეგლამენტო) და ხუნდების საფასურს. დანართი N3-ით განსაზვრული ტექნიკისათვის შესაცვლელი ნაწილებისა და მომსახურების ჯამური ღირებულება არ მონაწილეობს ვაჭრობაში.
1.2.7 პრეტენდენტი ვალდებულია ნაგავმზიდის ღირებულება და გეგმიური ტექნიკური მომსახურების (სარეგლამენტო) ღირებულება წარმოადგინოს ლარში. გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულება გაფორმდება ნაგავმზიდის შესყიდვაზე და გეგმიურ ტექნიკური მომსახურებაზე (სარეგლამენტო), ხოლო საგარანტიო პერიოდის განმავლობაში საჭირო საქონლის და მომსახურების (დანართი N3) შესყიდვაზე გაფორმდება ცალკე ხელშეკრულება გამარტივებული შესყიდვის საფუძვლით. შემოთავაზებული საგარანტიო პერიოდის (არანაკლებ 1 წელი სრულ მანქანაზე, არანაკლებ 2 წელი ან არანაკლებ 200 000 კილომეტრს (რომელიც ადრე დადგება) ძირითად აგრეგატებზე (ძრავი, ხიდები, გადაცემათა კოლოფი)) განმავლობაში საჭირო საქონლის და მომსახურების ღირებულება შესაძლებელია დაფიქსირდეს ლარში ან აშშ დოლარში ან ევროში, პრეტენდენტის მოთხოვნის შესაბამისად. დანართი N3-ით განსაზღვრული საქონლის და მომსახურების უცხოურ ვალუტაში წარმოდგენის შემთხვევაში, საგარანტიო პერიოდში ანგარიშსწორება განხორციელდება ეროვნულ ვალუტაში მიღება-ჩაბარების დღეს ეროვნული ბანკის მიერ დაფიქსირებული ოფიციალური გაცვლითი კურსით.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

1.4.1 ნაგავმზიდის მიწოდება უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 210 (ორას ათი) კალენდარული დღის ვადაში.
1.4.2 პრეტენდენტის მიერ შევსებული და შემოთავაზებული გეგმიური ტექნიკური მომსახურების (სარეგლამენტო) და ხუნდების შეცვლის მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს მოთხოვნიდან 3 (სამი) კალენდარული დღის ვადაში.
1.4.3 შესაცვლელი ნაწილებისა და მომსახურების მიწოდება, მოთხოვნის შემთხვევაში, უნდა განხორციელდეს ნაგავმზიდის მიწოდების შემდეგ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან საგარნტიო პერიოდის განმავლობაში დანართი N3-ში მითითებული ვადებისა და პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული განფასების შესაბამისად.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1.5.1 მიწოდების ადგილი: ქ. თბილისი, შემსყიდველის მიერ მითითებული მისამართი;
1.5.2 მიმწოდებელმა აღნიშნული ტექნიკის მიწოდება უნდა განახორციელოს საკუთარი ხარჯებით;
1.5.3 ტექნიკა უნდა იყოს განბაჟებული.

1.7.1 requirement related to guarantee period

1.7.1.1 ნაგავმზიდის საგარანტიო ვადა უნდა შეადგენდეს მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არანაკლებ 1 წელს სრულ მანქანაზე, არანაკლებ 2 წელს ან არანაკლებ 200 000 კილომეტრს (რომელიც ადრე დადგება) ძირითად აგრეგატებზე (ძრავი, ხიდები, გადაცემათა კოლოფი);
1.7.1.2 გარანტია არ ვრცელდება ცვეთად ნაწილებზე (მაგალითად: ფილტრები, ხუნდები, შუშის საწმენდი ჯაგრისები);
1.7.1.3 საგარანტიო პერიოდის განმავლობაში, საგარანტიო შემთხვევის დადგომისას, მიმწოდებელი ვალდებულია დაზიანებული ან/და ქარხნული წუნის გამოვლენის შემთხვევაში, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე სრულად აღმოფხვრას პრობლემა, კერძოდ, შეაკეთოს ან თუ შეკეთებას არ დაექვემდებარება ნაკლიანი კომპონენტი, შეცვალოს დაზიანებული ან/და ქარხნული წუნის მქონე კომპონენტი ახლით, შემსყიდველის მიერ წერილობითი მოთხოვნიდან არაუმეტეს 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში. აღნიშნული ვადა, მხარეთა შეთანხმებით, შესაძლებელია გაიზარდოს არაუმეტეს 30 (ოცდაათი) კალენდარულ დღით. იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება, რომ გამოვლენილი ქარხნული წუნი არ ექვემდებარება აღმოფხვრას მიმწოდებელი ვალდებულია 210 (ორას ათი) კალენდარული დღის განმავლობაში უზრუნველყოს ნაგავმზიდის შეცვლა ანალოგიური ან გაუმჯობესებული პარამეტრების მქონე ნაგავმზიდით;
1.7.1.4 საგარანტიო ვადაში, საგარანტიო შემთხვევის დადგომისას, დაზიანების ან/და ქარხნული წუნის გამოვლენის შემთხვევაში, მიმწოდებელმა უნდა შეძლოს ტექნიკური მომსახურების ადგილზე ჩატარება მობილური ბრიგადების საშუალებით ან მოახდინოს ტექნიკის ევაკუირება სერვის ცენტრ(ებ)ში საკუთარი ხარჯებით.

technical requirements

2.1.1 requirement regarding the trademark, patent, model, source of origin and/or manufacturer of the object of procurement

2.1.1.1 პრეტენდენტი ვალდებულია ფასების ცხრილში მიუთითოს როგორც შასის, ასევე დანადგარის წარმოშობის ქვეყანა, მწარმოებელი ან/და სავაჭრო ნიშანი და მარკა ან/და მოდელი.
2.1.1.2 აღნიშნული ინფორმაციის წარმოუდგენლობის შემთხვევაში, პრეტენდენტი ექვემდებარება დისკვალიფიკაციას.

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

2.2.1.1 პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული ნაგავმზიდის მწარმოებელ(ებ)ს (როგორც შასის ისე დანადგარის შემოთავაზებულ მწარმოებელს) უნდა გააჩნდეს არანაკლებ 10 (ათი) წლიანი გამოცდილება როგორც შასის, ასევე დანადგარის წარმოებაში (შემოთავაზებული მწარმოებლ(ებ)ის შესაბამისი მიმართულებით (შასი ან/და დანადგარი)), რომლის დასადასტურებლად პრეტენდენტმა ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით უნდა წარმოადგინოს მწარმოებლ(ებ)ის მიერ გაცემული ოფიციალური წერილობითი ინფორმაცია.
2.2.1.2 პრეტენდენტს 2021 წლის პირველი იანვრიდან, ტენდერის გამოცხადების დღემდე უნდა ჰქონდეს მიწოდებული არანაკლებ 3 (სამი) ერთეული ნაგავმზიდი ევროკავშირის ან/და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) წევრ ქვეყანაში ან/და საქართველოს ტერიტორიაზე.
2.2.1.3 სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1.2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის დასადასტურებლად, ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით წარმოდგენილ უნდა იქნას შესაბამისი დამადასტურებილი ხელშეკრულებ(ებ)ი და ხელშეკრულებ(ებ)ის შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ი ან/და დადასტურებული ანგარიშ-ფაქტურები ან/და სხვა დამადასტურებელი დოკუმენტები.
2.2.1.4 პრეტენდენტს 2021 წლის პირველი იანვრიდან, ტენდერის გამოცხადების დღემდე უნდა გააჩნდეს სპეც. ტექნიკის არანაკლებ 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარის ტექ. მომსახურების გამოცდილება. აღნიშნულის დადასტურების მიზნით პრეტენდენტმა ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით უნდა წარმოადგინოს ტექ. მომსახურების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი. ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით წარმოდგენილი უნდა იქნას შესაბამისი დამადასტურებილი ხელშეკრულებ(ებ)ი და ხელშეკრულებ(ებ)ის შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ი ან/და დადასტურებული ანგარიშ-ფაქტურები ან/და სხვა დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი.

2.3.1 requirement related to material and technical support of a tenderer

2.3.1.1 პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს საკუთრებაში ან სარგებლობაში შემოთავაზებული ნაგავმიზიდის შასის მწარმოებლ(ებ)ის (თითეული შემოთავაზებული მწარმოებლის) მიერ ავტორიზირებული არანაკლებ 1 სერვის ცენტრი თბილისში ან თბილისიდან არაუმეტეს 35 კმ-ის რადიუსში (კონკრეტული მისამართის (ადგილმდებარეობის) მითითებით), სადაც სერვისი განხორციელდება მწარმოებლ(ებ)ის მიერ დადგენილი (რეკომენდირებული) ექსპლუატაციის, რეგულარული მომსახურების და რემონტის ინსტრუქციების სრული დაცვით. აღნიშნულის დასადასტურებლად პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნეს მწარმოებლ(ებ)ის ოფიციალური წერილობითი ინფორმაცია, სადაც მითითებული იქნება ინფორმაცია ავტორიზებული/ლიცენზირებული სერვისცენტრ(ებ)ის მისამართ(ებ)ის შესახებ. შენიშვნა:1) საკუთრების შემთხვევაში - ინფორმაცია მისი მდებარეობის და ამონაწერი უძრავი ქონების რეესტრიდან შენობა-ნაგებობის და მიწის ფლობის შესახებ; 2) იჯარის შემთხვევაში - მოიჯარესთან გაფორმებული ხელშეკრულება სადაც მითითებული იქნება იჯარით გადაცემული ქონების შესახებ სრულყოფილი ინფორმაცია და ამონაწერი უძრავი ქონების რეესტრიდან შენობა-ნაგებობის და მიწის შესახებ.
2.3.1.2 შემსყიდველი უფლებამოსილია ტენდერისათვის "გამარჯვებული გამოვლენილია" სტატუსის მინიჭებამდე, ნებისმიერ ეტაპზე ადგილზე შეამოწმოს პრეტენდენტის სერვისცენტრ(ებ)ი სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ პირობებთან მისი შესაბამისობის დადგენის მიზნით.

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

პრეტენდენტი უნდა იყოს შემოთავაზებული ტექნიკის (შასი და დანადგარი) მწარმოებლ(ებ)ის ოფიციალური, მოქმედი წარმომადგენელი/დილერი საქართველოში, რომლის დასადასტურებლად წარმოდგენილი უნდა იქნეს შემოთავაზებული მწარმოებლ(ებ)ის მიერ გაცემული ოფიციალური დოკუმენტი.

2.9 other additional requirements

2.9.1 შემოთავაზებული ტექნიკა (შასი და დანადგარი) უნდა იწარმოებოდეს ევროკავშირის ან ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) წევრ ქვეყანაში.
2.9.2 ნაგავმზიდს თან უნდა ახლდეს მოხმარების წესების სახელმძღვანელო (ინგლისურ ან რუსულ ენაზე). გამარჯვებული პრეტენდენტი შესყიდვის ობიექტის მიწოდებისას ვალდებულია ჩაატაროს, სწორი ექსპლუატაციის ინსტრუქტაჟი შემსყიდველი ორგანიზაციის თანამშრომლებისთვის.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას, რაზეც პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას ექსპერტიზის ან აუდიტის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი და დასკვნაზე ხელმომწერი ქონების შემფასებელი პირის (საქართველოს აკრედიტაციის ეროვნულ ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის მიერ, საერთაშორისო სტანდარტის – ISO/IEC 17024 შესაბამისად აკრედიტირებული სერტიფიკაციის ორგანოს მიერ გაცემული) ქონების შემფასებლის მოქმედი სერტიფიკატ(ებ)ის ასლი), რომელშიც უნდა დასტურდებოდეს (ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს) ტენდერში პრეტენდენტის მიერ ატვირთულ საბოლოო ფასების ცხრილში (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით) დაფიქსირებული ერთეულის ფასებით და აგრეთვე ჯამური ღირებულებით ამავე ფასების ცხრილით განსაზღვრული საქონლის მიწოდების შესაძლებლობა.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

guarantee for assurance of contract performance

6.1 guarantees for assurance of contract performance are requested

5 Процентов

6.2 guarantees are requested in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value

10 Процентов

6.3 duration of guarantee

მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის მოქმედების ვადა, მინიმუმ 60 (სამოცი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს შესყიდვის ობიექტის საბოლოო მიწოდების ვადას;

6.4 terms and conditions of guarantee

ტენდერში გამოიყენება ხელშეკრულების შესრულების უპირობო და გამოუთხოვადი საბანკო ან/და სადაზღვევო გარანტია, ხელშეკრულების ღირებულების 5%–ის ოდენობით, (იმ შემთხვევაში თუ ტენდერში ელექტრონული ვაჭრობის შედეგად გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესაბამისი ტენდერის შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველ ორგანიზაციას უფლება აქვს გამარჯვებულ პრეტენდენტს მოსთხოვოს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია 10%-მდე ოდენობით). საბანკო ან/და სადაზღვევო გარანტიის მოქმედების ვადა არანაკლებ 60 დღით უნდა აღემატებოდეს საქონლის (ნაგავმზიდის და გეგმიურ ტექნიკური მომსახურების (სარეგლამენტო)) მოწოდების საბოლო ვადას. უპირობო, გამოუთხოვადი ხელშეკრულების შესრულების გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნას საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის" მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში.

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ეროვნულ ვალუტაში, მიღება - ჩაბარების აქტის შესაბამისად.

7.3 time limits for step by step and/or final payment

შესყიდვის ობიექტის ღირებულება ანაზღაურდება, მიღება-ჩაბარების (შესრულების) აქტის გაფორმებისა და ანგარიშ-ფაქტურის (საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევაში) გამოწერის თარიღიდან (რომელიც უფრო გვიან დადგება) არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღისა.

draft contract

8.1 draft contract

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ქეთევან გოგიბერიძე, 551526284, q.gogiberidze@tbsg.ge ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით საკონტაქტო პირი - ავთანდილ ბროლაძე, ტელ: 595 905 049

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1 ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს ორიგინალის სახით (ასლის შემთხვევაში ნოტარიულად დამოწმებული ასლი) ქართულ ენაზე. დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი;
10.1.2 ტექნიკური დოკუმენტაციის განხილვისას უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია;
10.1.3 სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში – სისტემა) ატვირთული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთულ უნდა იქნას მინდობილობა ან რწმუნებულება). პრეტენდენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული სატენდერო დოკუმენტაციის 1.3. პუნქტით გათვალისწინებული დანართები შესაძლებელია წარმოდგენილ იქნეს MS Excel-ის ფორმატის ფაილის სახით, რაც არ საჭიროებს ხელმოწერას ან/და ბეჭედს (მათ შორის, ელექტრონულ ხელმოწერას ან/და ელექტრონულ შტამპს), ხოლო პრეტენდენტის მიერ ტენდერის ფარგლებში შედგენილ სხვა დოკუმენტაციაზე სავალდებულოა კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის შესრულება ან კვალიფიციური ელექტრონული შტამპის დასმა.
10.1.4 სატენდერო დოკუმენტაციაში განსაზღვრულ შესასყიდ საქონელზე, სადაც მითითებული იქნება კონკრეტული სასაქონლო ნიშანი, მოდელი, წარმოშობის წყარო ან მწარმოებელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) იგულისხმება „მსგავსი“ ან „ექვივალენტური“;
10.1.5 სატენდერო წინადადებაში ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის გათვალისწინებით. სატენდერო წინადადების საერთო და ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ლარში;
10.1.6 პრეტენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება;

10.1.7 პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთი მონაცემები:
10.1.7.1 სატენდერო დოკუმენტაციის 1.3 პუნქტით გათვალისწინებული დანართი N1, დანართი N2, დანართი N3, დანართი N4;
10.1.7.2 სატენდერო დოკუმენტაციის 1.7.1.1. პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია.
10.1.7.3 სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები;
10.1.7.4 სატენდერო დოკუმენტაციის 2.3.1.1 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები;
10.1.7.5 სატენდერო დოკუმენტაციის 2.7.1 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები;
10.1.7.6 სატენდერო დოკუმენტაციის 1.2.4 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru