ტექნიკური დავალება
შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს „საქართველოში აივ/შიდსისა და
ტუბერკულოზის პრევენციის, მკურნალობის, მოვლისა და მხარდაჭერის
ეროვნული სისტემების გაძლიერება“ (GEO-С-NCDC) პროგრამის „აივ
ინფექცია/შიდსით დაავადებულთა მკურნალობისა და მოვლის მომსახურების
ხარისხის უზრუნველყოფის მხარდაჭერა“ პროექტის ფარგლებში სამედიცინო
მომსახურება (CPV 85100000 - ჯანდაცვის სფეროს მომსახურებები; CPV85140000 - სხვადასხვა
მომსახურება ჯანდაცვის სფეროში) .
ტერმინთა განმარტებები
• აივ ინფექცია - ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსით ინფექცია
• არვ მკურნალობა - ანტირეტროვირუსული მკურნალობა
• შიდსი - შეძენილი იმუნოდეფიციტის სიდრომი
• ჯანმო - ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია
„მომსახურების“ გაწევის პერიოდი: 12 თვე ხელშეკრულების გაფორმებიდან,
სავარაუდოდ 2026 წლის 1 მარტიდან 2027 წლის 28 თებერვლის ჩათვლით.
პროექტის მიზანი
პროექტის ძირითადი მიზანია აივ/შიდსით ავადმყოფების სიცოცხლის
ხანგრძლივობისა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების ხელშეწყობა აივ
ინფექცია/შიდსის მკურნალობის პროგრამის მხარდაჭერის ფარგლებში.
პროექტის ამოცანები
• აივ ინფექცია/შიდსით ავადმყოფთათვის ანტირეტროვირუსულ (არვ)
მედიკამენტებზე უნივერსალური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა,
• აივ ინფექცია/შიდსით დაავადებულთა მკურნალობის ხარისხის
უზრუნველყოფა და დამყოლობის გაუმჯობესება
• აივ ინფექცია/შიდსით დაავადებულთა მკურნალობის ბაზის
ფუნქციონირების მდგრადობის უზრუნველყოფა;
მეთოდური რეკომენდაციები
პროექტი გულისხმობს აივ ინფექცია/შიდსით ავადმყოფებისათვის არვ
მკურნალობასთან დაკავშირებული ხარისხიანი სერვისების მიწოდებას 2023
წლის „აივ ინფექცია/შიდსის მკურნალობის განახლებული გაიდლაინების
მიხედვით „აივ/ შიდსის მკურნალობისა და პროფილაქტიკისათვის
ანტირეტროვირუსული მედიკამენტების გამოყენების კონსოლიდირებული
გაიდლაინი“-ს შესაბამისად, რომლებიც მკურნალობის ადრეულ ეტაპზე
დაწყების რეკომენდაციას ეფუძნება. 2015 წლიდან საქართველოში დაიწყო
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის უახლესი რეკომენდაციების
განხორციელება, რომელიც გულისმობს არვ მკურნალობის დაწყებას ყველა
პაციენტში იმუნური სტატუსის (CD4 მაჩვენებლის) მიუხედავად.
ინფორმაციისთვის: 2025 წლის 1 დეკემბრის მდგომარეობით საქართველოში სულ
არვ მკურნალობაზე იმყოფებოდა 7090 (მათ შორის აფხაზეთში - 732) პაციენტი.
შემოთავაზებული აივ/შიდსის მკურნალობისა და მოვლის სერვისების
მიწოდების მოდელი უნდა უზრუნველყოფდეს პაციენტების მაღალ ჩართულობას
კლინიკურ სერვისებში და შესაბამისად არვ მკურნალობაზე მაღალ
ხელმისაწვდომობას. ასევე, ხარისხის უზრუნველყოფის მოდელი უნდა
მოიცავდეს სპეციალურ ალგორითმს, რომელიც უნდა ითვალისწინებდეს
თითოეული პაციენტის რეგულარულ გამოკვლევას ძირითად კლინიკურ და
ლაბორატორიულ პარამეტრებზე.
2024 წელს განხორციელებული დიაგნოსტიკისა და მკურნალობის
დეცეტრალიზაციის პროგრამის ფარგლებში აივ ინფექცია/შიდსის
დიაგნოსტიკისა და მკურნალობის სერვისების მიმწოდებლად დარეგისტრირდა
დამატებით 4 სამედიცინო დაწესებულება ქვეყნის რეგიონებში (ფოთი, ხაშური,
ახალციხე, თელავი), რამაც სულ მსგავსი დაწესებულებების რაოდენობა
რეგიონებში გაზარდა 7-მდე.
პროგრამით განსაზღვრული მომსახურებები უნდა ითვალისწინებდეს 7-ვე
ცენტრის ბაზაზე აივ/შიდსის მკურნალობის მომსახურების მიწოდების
ხარისხისა და პაციენტების მკურნალობის რეჟიმებზე დამყოლობის
მონაცემების შეფასებას, ასევე მონაცემთა ბაზაში მონაცემების შეტანის
კონტროლსა და მხარდაჭერას.
ასევე, 2024 წელს აივ ინფექცია/შიდსის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში
დაწყებული იქნა აივ დიაგნოსტიკის გამარტივებული პროტოკოლის პილოტური
დანერგვა ქვეყნის მასშტაბით. გლობალური ფონდის პროგრამის ფარგლებში 2026
წელს გათვალისწინებულია პროცესის ტექნიკური მხარდაჭერა პილოტში
ჩართული სამედიცინო დაწესებულებების ექიმი-ლაბორანტების აივ
დიაგნოსტიკის საკითხებზე ტრენინგის საშუალებით.
ინტერვენცია 1: აივ ინფექცია შიდსით დაავადებულთა დიფერენცირებული
მკურნალობა და მოვლა
ამოცანა 1.1 მოვლისა და მკურნალობის ხარისხისა და დამყოლობის
უზრუნველყოფა
არვ მკურნალობის ხარისხის უზრუნველყოფის კომპონენტი, რომელიც
გულისხმობს კლინიკურ საექსპერტო მომსახურებას. ამ მიზნით უნდა იქნას
ჩამოყალიბებული არვ მონიტორინგის და ლაბორატორიული ხარისხის
კონტროლის ჯგუფი, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უზრუნველყოფს სერვისების
მიწოდების ხარისხის შესაბამისობას ეროვნულ და ჯანმოს უახლეს
რეკომენდაციებთან. ამოცანის ფარგლებში ასევე გათვალისწინებულია
ღონისძიებები პაციენტების არვ მკურნალობაზე დამყოლობის
გაუმჯობესებისათვის.
ღონისძიება 1.1.1. კლინიკური აუდიტის მომსახურება
ღონისძიებით გათვალისწინებულია შერჩევითი შემოწმება
პაციენტებისთვის გაწეული მომსახურებების სისწორის ეროვნულ
გაიდლაინებთან მიმართებაში რანდომულად ამორჩეული პაციენტების
სამედიცინო ჩანაწერების (ავადმყოფობის ისტორიების) მიხედვით, სულ
მცირე ორ თვეში ერთხელ 30 პაციენტის ისტორიის გადამოწმება, ასევე უნდა
შემოწმდეს არვ მკურნალობის მონაცემთა ელექტრონული ბაზაში შეტანილი
ინფორმაციის სიზუსტე და თანხვედრა წყარო დოკუმენტებთან, მონაცემების
შეტანის დროულობა. გადამოწმების საფუძველზე უნდა მოხდეს
რეკომენდაციების შემუშავება მკურნალობის ხარისხის გაუმჯობესების
მიზნით. ამავე შემოწმების პერიოდში უნდა იყოს განსაზღვრული
დიაგნოსტირებიდან მკურნალობაში ჩართვამდე დროის მაჩვენებელი
შერჩეული პაციენტებისთვის. სულ გათვალისწინებულია 6 აუდიტის ჩატარება
წლის განმავლობაში.
ღონისძიება 1.1.2. მკურნალობის დამყოლობის ჯგუფის ფუნქციონირება
ღონისძიებით გათვალისწინებულია დამყოლობის გუნდის ფორმირება,
რომელიც უნდა შედგებოდეს ხელმძღვანელისაგან და კონსულტანტებისაგან,
რომლებიც განახორციელებენ დამყოლობის გაუმჯობესებისათვის საჭირო
აქტივობებს, როგორიც არის: პაციენტების მოძიება, სატელეფონო და
პირისპირ კომუნიკაცია და მკურნალობის პროგრამაში მათი დაბრუნება.
ღონისძიება 1.1.3. მკურნალობის გაიდლაინებისა და პროტოკოლების
განახლება
ღონისძიება მოიცავს მკურნალობის გაიდლაინების და პროტოკოლების
გადახედვას, მათ შორის ასაკოვანი (50+) და ქალი აივ ინფიცირებული პირების
საჭიროებების გათვალისწინების მიზნით ჯანმოს უახლესი
რეკომენდაციების საფუძველზე. აღნიშნული ითვალისწინებს ადგილობრივი
ექსპერტის/ექსპერტების ტექნიკურ დახმარებას ჯანმოს უახლესი
რეკომენდაციების საფუძველზე ეროვნული გაიდლაინისა და პროტოკოლის
განახლებას ასაკოვანი (50+) და ქალი პაციენტების საჭიროებების
გათვალისწინებით. ღონისძიების განხორციელება დაგეგმილია 2026 წლის
პირველ ექვს თვეში. გათვალისწინებულია 13 დღე ადგილობრივი
ექსპერტის/ების მომსახურების.
ღონისძიება 1.1.4. არვ მედიკამენტების მარაგებისა და ხარჯვის
მონიტორინგი/კონტროლი/შეკვეთა
მიმწოდებლის მიერ უნდა იყოს უზრუნველყოფილი ქვეყნის მასშტაბით არვ
მედიკამენტების მარაგებისა და ხარჯვის კონტროლი, ასევე უნდა მოხდეს
რეგიონებიდან შემოსული არვ მედიკამენტების მოთხოვნის ვალიდაცია,
როგორც მეორე რიგის, ისე პირველი რიგის მედიკამენტების და გლობალური
ფონდის პროგრამის ფარგლებში შესყიდული მედიკამენტების გაცემა
რეგიონულ ცენტრებზე .
წლიური სამიზნე შეადგენს 7600 პაციენტს. მედიკამენტების შეკვეთა და ასევე
შეკვეთილი მედიკამენტების იმპორტის ნებართვის მიღების ფარგლებში
საჭირო მედიკამენტების ხარჯვისა და მარაგების ინფორმაცია უნდა იყოს
შეთანხმებული ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის დაცვის სამინისტროსა და
შემსყიდველთან, სამინისტროს მიერ განსაზღვრული მოთხოვნების
შესაბამისად). ღონისძიება ითვალისწინებს აღნიშნულზე პასუხისმგებელ
ადამიანურ რესურსს - 1 სპეციალისტი.
შენიშვნა: მეორე რიგის არვ მედიკამენტების არანაკლებ 10%-ის შესყიდვასა
და მიწოდებას უზრუნველყოფს შემსყიდველი გლობალური ფონდის პროგრამის
ფარგლებში.
ამოცანა 1.2. აივ ინფექცია/შიდსით დაავადებულთა მკურნალობის ბაზის
გაუმჯობესება და ფუნქციონირების მდგრადობის უზრუნველყოფა
ღონისძიება 1.2.1. აივ ინფექცია/შიდსით დაავადებულთა მკურნალობის ბაზის
ტექნიკური გამართულობის, მონაცემების შეტანა/ვალიდაცია,/ანალიზის
უზრუნველყოფა
აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს აივ
ინფექცია/შიდსის მკურნალობის ბაზის ფუნქციონირების მდგრადობა,
გაძლიერება და ტექნიკური გამართულობა, როგორც ცენტრალურ, ისე რეგიონულ
დონეზე, მასში მკურნალობისა და მედიკამენტების ხარჯვის მონაცემების
რეგულარული შეტანა და ყოველთვიური ანგარიშის წარმოდგენა დანართი 1ბ-ს
შესაბამისად. ღონისძიების ფარგლებში გათვალისწინებულია მხოლოდ
ადამიანური რესურსის ხარჯი.
ღონისძიება 1.2.2. პაციენტთა დამყოლობის გაძლიერების მიზნით მობილურზე
ტექსტური შეტყობინების სისტემის მხარდაჭერა
აღნიშნული ღონისძიება მოიცავს პაციენტებისთვის გაგზავნილი ვიზიტების
შეხსენების/ინფორმირების შეტყობინებების ხარჯების ანაზღაურებას.
ამოცანა 1.3 პროექტის მართვა და ადმინისტრირება
აღნიშნული ითვალისწინებს პროექტის ადმინისტრირებისთვის საჭირო
ადამიანურ რესურს.
ამოცანა 1.4 ტრენინგები
ამოცანის ფარგლებში გათვალისწინებულია კლინიკური აუდიტის ფარგლებში
გამოვლენილი უზუსტობების, პრობლემების აღმოფხვრის მიზნით
შემუშავებული რეკომენდაციებისა და განახლებული
გაიდლაინების/პროტოკოლების დანერგვის მიზნით სამედიცინო პერსონალის
ტრენინგი, როგორც ცენტრალურ, ისე რეგიონულ ცენტრებში.
ღონისძიება 1.4.1. თბილისის ცენტრის პერსონალის ტრენინგი
ღონისძიების ფარგლებში გათვალისწინებულია თბილისის ცენტრის
პერსონალის ტრენინგი განახლებული გაიდლაინებისა და პროტოკოლების
დანერგვისა და კლინიკური აუდიტის შენიშვნებზე უკუკავშირის მიზნით.
ღონისძიების ფარგლებში გათვალისწინებულია ადგილზე ტრენინგი (4
ტრენინგი წლის განმავლობაში).
ღონისძიება 1.4.2. რეგიონული ცენტრების პერსონალის ადგილზე ტრენინგი
ღონისძიების ფარგლებში გათვალისწინებულია რეგიონული ცენტრების
პერსონალის ტრენინგი განახლებული გაიდლაინებისა და პროტოკოლების
დანერგვისა და კლინიკური აუდიტის შენიშვნებზე უკუკავშირის მიზნით.
ღონისძიების ფარგლებში გათვალისწინებულია სამივლინებო ვიზიტი და
ტრენინგი თითოეულ რაიონულ/რეგიონულ ცენტრში (სულ 7 მონიტორინგის
ვიზიტი/ტრენინგი რეგიონებში).
ღონისძიება 1.4.3. რეგიონული ცენტრების პერსონალის თბილისში ტრენინგი აივ
დიაგნოსტიკის საკითხებზე ტესტირების გამარტივებული ალგორითმის
დანერგვის ხელშეწყობის მიზნით
ღონისძიების ფარგლებში რეგიონული შიდსის სამკურნალო დაწესებულებების
ლაბორანტები გაივლიან 2 დღიან ტრენინგს აივ დიაგნოსტიკის
გამარტივებული ალგორითმის დანერგვის საკითხებზე. ღონისძიება
ითვალისწინებს 10 პირის თბილისში მოწვევას და 2 დღიან სწავლებას.
არვ მკურნალობის მონიტორინგის ინდიკატორი და სამიზნეები
საანგარიშო პერიოდის განმავლობაში ანტირეტროვირუსულ მკურნალობაზე
მყოფი მოზრდილებისა და ბავშვების (რომლებიც აკმაყოფლებელ
მკურნალობაში ჩართვის კრიტერიუმებს) რაოდენობა და პროცენტი
ინფიცირებულთა სავარაუდო რაოდენობასთან (9500) მიმართებით.
მუდმივი მხარდაჭერის ართ მკურნალობაზე მყოფი პაციენტების სამიზნის
კვარტალური მაჩვენებლები შემდეგია:
I კვარტალი II კვარტალი III კვარტალი VI კვარტალი
7360 7485 7600 7700
o ინდიკატორების ანგარიშგება უნდა მოხდეს, როგორც მთლიანი ასევე
ჩაშლილი სახით. კერძოდ: სქესი (ქალი/კაცი), ასაკი (0-14, 15-19, 20-24, 15+).
ასაკი 15+
ასაკი U15
სქესი ქალი
სქესი კაცი
სქესი/ასაკი ქალი 15-19
სქესი/ასაკი კაცი 15-19
სქესი/ასაკი ქალი 20-24
სქესი/ასაკი კაცი 20-24
არვ მკურნალობის ინდიკატორებს გამოსაანგარიშებლად უნდა იქნას
გამოყენებული ვალიდური მონაცემები შიდსის ეროვნულ ელექტრონულ
საინფორმაციო სისტემაზე დაყრდნობით.
ინტერვენცია 2. სტიგმისა და დისკრიმინაციის შემცირება
ღონისძიება 2.1. სამედიცინო პერსონალის სენსიტიზაცია/ტრენინგი აივ
შემთხვევების ადრეული დიაგნოსტიკისა და არვ მკურნალობის
საკითხებზე
ღონისძიების ფარგლებში გათვალისწინებულია აივ ინფიცირებულთათვის
სერვისების მიმწოდებელი სამედიცინო დაწესებულებების
წარმომადგენლების 2 დღიანი ტრენინგი, სავარაუდო რაოდენობა 50, მათ შორის 20
პირი რეგიონებიდან. ღონისძიების ღირებულება ითვალისწინებს ტრენინგის
მასალების მომზადებას ტრენინგის ჩატარებისთვის და ღონისძიების
ორგანიზების ხარჯს.
განმახორციელებელი გუნდის კომპოზიცია:
პროექტის განხორციელებისათვის საჭირო პერსონალი ფუნქციურად უნდა
იყოს განაწილებული 4 ძირითადი მიმართულებით
– პროექტის ადმინისტრირება
– მონაცემთა ელექტრონული ბაზის მართვა
– კლინიკური და ლაბორატორიული ხარისხის კონტროლის ჯგუფის
საქმიანობა
- მკურნალობაზე დამყოლობის ჯგუფის საქმიანობა
- გაიდლაინისა და პროტოკოლის განახლებისთვის ადგილობრივი
ექსპერტი/ები
შენიშვნა:
არვ მედიკამენტების შესყიდვა მოხდება გლობალური ფონდისა და აივ
ინფექცია/შიდსის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში. წარმოდგენილი
მედიკამენტების მოთხოვნა უნდა იყოს ჯამური, გადანაწილება მოხდება
შემსყიდველის მიერ. შემსყიდველი მომწოდებელს უზრუნველყოფს არვ
მკურნალობისთვის საჭირო ტესტ-სისტემებით პროგრამის შესყიდვების
გეგმის შესაბამისად.
ასევე გათვალისწინებულია ღონისძიებების განხორციელებისთვის
შემსყიდველის მიერ საწვავის მიწოდება (არაუმეტეს 24,940 ლიტრისა).
იხ. ტექნიკური დავალება