ტექნიკური დავალება
შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს „საქართველოში აივ/შიდსისა და
ტუბერკულოზის პრევენციის, მკურნალობის, მოვლისა და მხარდაჭერის
ეროვნული სისტემების გაძლიერება“ (GEO-С-NCDC) პროგრამის „აივ
ინფექცია/შიდსით დაავადებულთა მკურნალობისა და მოვლის მომსახურების
ხარისხის უზრუნველყოფის მხარდაჭერა“ პროექტის ტუბერკულოზის
კომპონენტის ფარგლებში სამედიცინო მომსახურება (CPV85140000-ჯანდაცვის
სფეროს მომსახურებები).
მომსახურების გაწევის საორიენტაციო პერიოდი: 2026 წლის 1 აპრილიდან 2027 წლის
31 მარტის ჩათვლით.
მომსახურების მიზანია: ტუბერკულოზის დროული და ხარისხიანი
დიაგნოსტიკისა და მკურნალობის უნივერსალური ხელმისაწვდომობის
ხელშეწყობა ტუბერკულოზით ავადობის, სიკვდილობისა და წამლის მიმართ
რეზისტენტობის შემცირების მიზნით.
მიმწოდებელმა უნდა განახორციელოს შემდეგი აქტივობები:
მოდული 1: ტუბერკულოზის დიაგნოსტიკა, მკურნალობა და მოვლა
ინტერვენცია 1.1: ტუბერკულოზის სკრინინგი და დიაგნოსტიკა
- CAD სისტემის საშუალებით ტუბერკულოზის სკრინინგის, ტრიაჟისა და
პაციენტთა რეფერალის ხელშეწყობა - მომსახურების პერიოდში მონაცემთა
კვარტალური ანალიზი, უკუკავშირი დაწესებულებებთან, სამუშაო პროცესში
პრობლემების და ხარვეზების მოგვარებაში ხელშეწყობა. დაწესებულებების
სია მიწოდებული იქნება შემსყიდველის მიერ (მაქს. 10 დაწესებულება).
პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია წელიწადში ორჯერ
მონიტორინგის ჩატარება შერჩეულ 4 სამედიცინო დაწესებულებაში (თბილისი,
რუსთავი, ქუთაისი, ბათუმი).
- პენიტენციურ სისტემაში “შესვლის სკრინინგი” სპეციალური კითხვარის
საშუალებით, რომელიც უნდა ჩაუტარდეს პენიტენციურ სისტემაში ყოველ
ახლად შემოსულ და, ასევე ერთი დაწესებულებიდან მეორეში გადასულ
პატიმარს; შევსებული კითხვარების საფუძველზე სკრინინგის მონაცემთა
ბაზის რეგულარული განახლება; სკრინინგის მონიტორინგი და პენიტენციურ
სისტემიდან გათავისუფლების შემდეგ პაციენტთა მკურნალობის
გაგრძელების ხელშეწყობა.
მოდული 2: რეზისტენტული ტუბერკულოზის დიაგნოსტიკა, მკურნალობა და
მოვლა
ინტერვენცია 2.1: რეზისტენტული ტუბერკულოზის დიაგნოსტიკა/წამლისადმი
მგრძნობელობის ტესტირება (DST)
- ხარისხის გარე კონტროლის უზრუნველყოფა - სუპრანაციონალური
ლაბორატორიის მიერ ეროვნული რეფერენს ლაბორატორიის და ქუთაისის
ზონალური დიაგნოსტიკური ლაბორატორიის ხარისხის გარე კონტროლის
განხორციელება წელიწადში ერთხელ.
ინტერვენცია 2.2: რეზისტენტული ტუბერკულოზის მკურნალობა, მოვლა და
მხარდაჭერა
- ტუბერკულოზის გამოვლენასთან, პრევენციასთან, დიაგნოსტიკასთან,
მკურნალობასთან და მოვლასთან დაკავშირებული გაიდლაინების განახლება
და/ან შემუშავება, ჯანმოს რეკომენდაციების შესაბამისად და წარდგენა,
მოქმედი რეგულაციების შესაბამისად;
- ტუბერკულოზის კლინიკური მართვის გაუმჯობესება ტელემედიცინის
გამოყენებით (TB-ECHO პროექტი) ტუბერკულოზის სახ. პროგრამის ფარგლებში
მკურნალობის სერვისის მიმწოდებელი სამედიცინო დაწესებულებების
პერსონალისთვის კლინიკური კონსულტაციები/კონსილიუმი და ტექნიკური
მხარდაჭერა, ასევე კონსულტაციის გაწევა აფხაზეთის რეგიონში
მკურნალობაზე მყოფი პაციენტების მკურნალობასთან დაკავშირებულ
საკითხებზე. თვის განმავლობაში უნდა ჩატარდეს არანაკლებ 2 სესია;
- რისკ-ჯგუფებში ტუბერკულოზური ინფექციის მკურნალობის ხელშეწყობა -
პროგრამული მართვის კოორდინაცია და მკურნალობის კასკადის შესაბამისი
მონაცემების შეგროვება ქვეყნის მასშტაბით და კასკადის რეგულარული
განახლება;
- ტუბერკულოზის მართვის მონაცემთა ელექტრონული ბაზის ფუნქციონირება,
მონაცემთა დროული შეტანა, შეტანილი ინფორმაციის სიზუსტე და თანხვედრა
წყარო დოკუმენტებთან. ტუბერკულოზის მართვის მონაცემთა ელექტრონული
ბაზის, მკურნალობის ვიდეომხარდაჭერის აპლიკაციის (AdhereTB) და კონტაქტების
კვლევის აპლიკაციის (TraceTB) მოხმარების სუპერვიზია და დახმარება,
მონაცემთა ხარისხის და სრულყოფილების, მათ შორის მონაცემთა შეტანის
უზრუნველყოფა და ანგარიშგება;
- ცენტრალურ და რეგიონულ დონეზე, ასევე პენიტენციურ სისტემაში
სუპერვიზიისა და მონიტორინგის უზრუნველყოფა. ცენტრალური სუპერვიზიის
კომპონენტი უნდა მოიცავდეს ტუბერკულოზის სახელმწიფო პროგრამის
ფარგლებში როგორც უშუალოდ მკურნალობის, ისე მონაცემთა მართვის
მონიტორინგს. ამ მიზნით უნდა ჩამოყალიბებდეს სუპერვიზიის ჯგუფი.
კლინიკური ნაწილის და ლაბორატორიების სუპერვიზია უნდა განხორციელდეს
წელიწადში ორჯერ თითოეულ რეგიონში, ხოლო ფარმაცევტული კომპონენტის
სუპერვიზია - წელიწადში ერთხელ თითოეულ რეგიონში. რეგიონული და
პენიტენციური სისტემის სუპერვიზია უნდა განხორციელდეს კვარტალურად.
სუპერვიზია უნდა მოიცავდეს სერვისების მიწოდების მონიტორინგს
ეროვნული გაიდლაინით გათვალისწინებული სტანდარტების და პროგრამის
შესრულების ჩარჩოს მიხედვით, კერძოდ:
- სუპერვიზიის ფარგლებში პაციენტებისთვის გაწეული მომსახურების
ეროვნულ გაიდლაინებთან და პროტოკოლებთან შესაბამისობის მონიტორიგი,
პაციენტების სამედიცინო ჩანაწერების (ავადმყოფობის ისტორიების)
მიხედვით; მონიტორინგის შედეგების გაზიარება/უკუკავშირი;
- ლაბორატორიის ხარისხის შიდა კონტროლის ღონისძიებები, მათ შორის,
სტანდარტული ოპერაციული პროცედურების (სოპ) შესრულების მონიტორინგი;
მონიტორინგის შედეგების გაზიარება/უკუკავშირი;
- დოკუმენტების წარმოების მონიტორინგი, მათ შორის, მკურნალობის
მიმდინარეობის ჩანაწერების და ანგარიშგების დოკუმენტების როგორიცაა,
მედიკამენტის გაცემის, ლაბორატორიული, სარეგისტრაციო ჟურნალები,
მკურნალობის ყოველდღიური მონიტორინგის ბარათები და სხვა.
მონიტორინგის შედეგების თაობაზე უკუკავშირი.
- ტუბერკულოზის პროგრამით გათვალისწინებული აქტივობების რეგიონულ
დონეზე განხორციელების კოორდინაცია, ზედამხედველობა და მონიტორინგი.
მათ შორის, ტუბერკულოზის გამოვლენის, მკურნალობის და შემოდგომი
მეთვალყურეობის კოორდინაცია; მედიკამენტებისა და სახარჯი მასალების
ლოჯისტიკა; მონაცემთა შეგროვება და ანგარიშგება; რეგიონული
კოორდინატორების კვარტალური შეხვედრების უზრუნველყოფა;
- ლაბორატორიული ხარისხის გარე კონტროლის ღონისძიებების მხარდაჭერა -
კონტროლის სქემით გათვალისწინებული ტესტირება;
- ქვეყნის მასშტაბით სახელმწიფო და გლობალური ფონდის პროგრამის
ფარგლებში შესყიდული როგორც პირველი, ისე მეორე რიგის
ტუბსაწინააღმდეგო მედიკამენტების მარაგებისა და ხარჯვის კონტროლი,
ასევე რეგიონებიდან შემოსული ტუბსაწინააღმდეგო მედიკამენტების
მოთხოვნის ვალიდაცია. ღონისძიება ითვალისწინებს აღნიშნულზე
პასუხისმგებელ ადამიანურ რესურსს - 1 სპეციალისტი. აღნიშნული
სპეციალისტი კლინიკის გუნდთან კოორდინაციაში პასუხისმგებგელია
შემდეგზე:
- ტუბსაწინააღმდეგო მედიკამენტების წლიური საჭიროების განსაზღვრა
მკურნალობის პროგრამაში ჩართული პაციენტების, მათი პროგნოზული
რაოდენობის, არსებული მარაგებისა და მკურნალობის რეჟიმების
გათვალისწინებით; მედიკამენტების შესყიდვის მოთხოვნის მომზადება
შემსყიდველთან შეთანხმებული ფორმების მიხედვით, შესყიდული
მედიკამენტების მოწოდების მონიტორინგი, შემოტანის ნებართვის
მისაღებად საჭირო მონაცემების შეგროვება და მოთხოვნის შესაბამისად
წარდგენა; რეგულარული ანგარიშგება.
- პროექტის ფარგლებში მოწოდებული სამედიცინო და სხვა პროდუქტების
შენახვასთან, ქვეყნის მასშტაბით (აფხაზეთის ჩათვლით) გაცემასთან,
დისტრიბუციასთან, ხარჯვასთან და აღრიცხვიანობასთან დაკავშირებული
აქტივობები;
- მედიკამენტების, სამედიცინო აპარატურის დაზღვევა და ავტომობილების
დაზღვევა/ტექმომსახურება, სხვა ადმინისტრაციული ხარჯები;
- ქვეყნის მასშტაბით მულტირეზისტენტული ტუბერკულოზით დაავადებული
პაციენტების ამბულატორიული მკურნალობის დროს მედიკამენტების
მისაღებად ტრანპორტირებისათვის საჭირო თანხების უზრუნველყოფა
(საშუალოდ 45 პაციენტი თვეში);
- ქვეყნის მასშტაბით მკურნალობაზე დამყოლობის მონიტორინგისა და სხვა
საჭირო ინფორმაციის, მონაცემებისა და ფორმების შეგროვება,
დოკუმენტირება/ინტეგრირება და დაავადებათა კონტროლის და
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისათვის მოწოდება.
აღნიშნული მონაცემების ანალიზი და დაზუსტების პროცესში მონაწილეობა,
შესაბამისი ანგარიშების მომზადება;
- სამედიცინო პერსონალის და მენეჯერების უნარ-ჩვევების გაძლიერება და
კვალიფიკაციის ამაღლება ადგილობრივ სასწავლო პროგრამებში
მონაწილეობის გზით (60 პირის 3 დღიანი ტრენინგის განხორციელება);
- სამედიცინო პერსონალის და მენეჯერების უნარ-ჩვევების გაძლიერება და
კვალიფიკაციის ამაღლება საერთაშორისო სასწავლო პროგრამებსა და
კონფერენციებში მონაწილეობის გზით (1 ან 2 მონაწილეზე არაუმეტეს 2
ღონიძიებაში მონაწილეობა, შემსყიდველთან შეთანხმებით);
- ფარმაკოზედამხედველობის დანერგვის ხელშეწყობა ქვეყნის მასშტაბით,
დისტანციური მონიტორინგი, კვარტალური ანგარიშების მომზადება წლის
განმავლობაში ყველა რეგიონის მოცვით;
- ფთიზიატრია-პულმონოლოგიაში მოკლევადიანი გადამზადების
პროგრამისთვის შესაფერისი 1 კანდიდატის შერჩევა იმ რაიონებიდან, სადაც
არ არის ფთიზიატრ-პულმონოლოგი და შერჩეული კანდიდატებისთვის
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ აკრედიტებული
პროგრამით გადამზადების პროცესის უზრუნველყოფა, რაც მოიცავს მათ
თბილისში დაბინავებას, დღიურ ნორმას და სასწავლო პროგრამაში
მონაწილეობის უზრუნველყოფას მომსახურების პერიოდში;
- ამბულატორიული მკურნალობის ეტაპზე ქვეყნის მასშტაბით აპლიკაცია AdhereTB-ს
გამოყენებით ვიდეომხარდაჭერით მკურნალობის (VST) უზრუნველყოფა
რეზისტენტული და სენსიტიური ტუბერკულოზის მქონე პაციენტებისათვის და
ტუბერკულოზის პრევენციულ მკურნალობაზე ჩართული პირებისთვის
(საორიენტაციოდ, თვეში 450 პაციენტის მოცვა): VST- მეთვალყურეობა
ხორციელდება მედდების მეშვეობით; პროცესის კოორდინაციას და
ანგარიშგებას უზრუნველყოფენ ექიმი/ექთანი კოორდინატორ(ებ)ი;
ყოველთვიური ანგარიშგება მინიმუმ უნდა მოიცავდეს პროცესში ჩართული
მედდების ნუსხას და VST პაციენტ/დღეების რაოდენობას, რეგიონულ
განაწილებას.
- პაციენტების დამყოლობის გაუმჯობესება, განსაკუთრებით ამბულატორიულ
მკურნალობაზე მყოფი პაციენტებისათვის. ეს მოიცავს დამყოლობის
კონსულტანტების მიერ პაციენტების და მათი ოჯახის წევრების
კონსულტირებას და განსწავლას მკურნალობის დაწყებამდე და მკურნალობის
პროცესში ბენეფიციართა ცნობიერების ამაღლების და მკურნალობაზე
დამყოლობის უზრუნველყოფის მიზნით.
შენიშვნა: პროგრამის მხარდაჭერა/ადმინისტრირების ხარჯის დაგეგვმისას
შესაძლებელია შემდეგი ხარჯების გათვალისწინება: პროექტის
ადმინისტრაციული პერსონალის ხელფასი, საკანცელარიო ხარჯები, პროექტში
ჩართული ავტომანქანების/აქტივების მოვლა-შენახვა და დაზღვევა,
ლოჯისტიკის ხარჯები, საბანკო მომსახურება, საკომუნიკაციო ხარჯები.