Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Медицинские услуги (Грузия - Тендер #70454822)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: BATUMI REPUBLICAN CLINICAL HOSPITAL LTD
Номер конкурса: 70454822
Дата публикации: 02-02-2026


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT) По прейскуранту
Номер заявки NAT260001627
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 02.02.2026 21:08
Начало приема предложения 09.02.2026 00:00
Истекает срок принятия предложений 11.02.2026 15:30
Предполагаемая цена прейскуранта 3`100.00 GEL
Контрактная цена объекта закупки 10`000.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 85100000-Медицинские услуги
Коды классификатора
  • 85100000 - Медицинские услуги
  • 85150000 - Услуги в области медицинской имажистики (рентген, УЗИ и т.д.)
Срок подачи იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია (მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში).
Дополнительная информация
ჯანდაცვის სფეროს მომსახურებების (პოზიტრონ–ემისიური ტომოგრაფიის მომსახურების) შესყიდვა.
Количество и объём закупок იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 30.00 GEL
Размер гарантии 100 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: nino tsintsadze :: 02.02.2026 20:55
  • Последнее исправление: nino tsintsadze :: 02.02.2026 21:08
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=670850&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს ჯანდაცვის სფეროს მომსახურების, კერძოდ, პოზიტრონ–ემისიური ტომოგრაფიის მომსახურების შესყიდვა.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1. „პეტ“ კატე ანუ პოზიტრონ–ემისიური ტომოგრაფიული კვლევა.

მომსახურება უნდა განხორციელდეს აღნიშნულ სფეროში საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

1.4.1. შესყიდვის ობიექტის მიწოდება/მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად, შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად (საჭიროებისამებ), შემსყიდველის მოთხოვნიდან არაუგვიანეს 1 (ერთი) კალენდარული დღის განმალობაში.

1.4.2. შესყიდვის ობიექტის მიწოდება/მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

1.4.3. მიმწოდებლის მიერ განხორციელებულ მომსახურებაზე პასუხი შემსყიდველს უნდა მიეწოდოს არაუგვიანეს 1 (ერთი) კალენდარული დღისა.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1.5.1. მომსახურების გაწევა იწარმოებს შემსყიდველის მიერ გაცემული შესაბამისი დოკუმენტაციის საფუძველზე, რომელშიც მოცემული იქნება გასაწევი მომსახურების დასახელება/მოცულობა და სხვა აუცილებელი პირობები;

1.5.2. შესყიდვის ობიექტის მიწოდების ადგილს წარმოადგენს მიმწოდებლის მისამართი, სადაც მიმწოდებლის მხრიდან გაწეული იქნება მომსახურება სატენდერო დოკუმენტაციის 1.5.1. პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტაციის საფუძველზე;

1.5.3. შემსყიდველის დაწესებულებაში ჰოსპიტალიზირებული პაციენტებისათვის ხელმისაწვდომობის აუცილებლობიდან გამომდინარე (ვინაიდან ზიანი არ მიადგეს პაციენტების ინტერესებს და დროულად და ოპერატიულად განხორციელდეს წინამდებარე ტენდერით განსაზღვრული მომსახურებების გაწევა), მიმწოდებლის შესაბამისი დაწესებულება უნდა მდებარეობდეს შემსყიდველის ქალაქის (ქ.ბათუმი) ფარგლებში.

technical requirements

2.3.1 requirement related to material and technical support of a tenderer

შესყიდვის ობიექტის სპეციფიკაციიდან გამომდინარე, რათა კონკრეტული საჭიროებიდან გამომდინარე, დროულად და ოპერატიულად განხორციელდეს შესყიდვის ობიექტის მიწოდება და ზიანი არ მიადგეს პაციენტების ინტერესებს, მომსახურების გამწევი/მიმწოდებლის შესაბამისი დაწესებულება უნდა მდებარეობდეს შემსყიდველის ქალაქის (ქალაქი ბათუმი) ფარგლებში. ასევე, მომსახურების გამწევს/პრეტენდენტს/მიმწოდებელს, საკუთრების ან/და სარგებლობის (საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული წესით) უფლებით უნდა გააჩნდეს მომსახურების გასაწევად საჭირო შესაბამისი ფართი/ცენტრი და აპარატურა, რისი დადასტურების მიზნით, პრეტენდენტმა/მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს - მომსახურების გაწევის მიზნით საჭირო ცენტრის/ფართის და აპარატურის კანონიერ მფლობელობაში (საკუთრებაში/სარგებლობაში) არსებობის დამადასტურებელი საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტი. ამასთანავე, სარგებლობის შემთხვევაში, სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლის მიხედვით სარგებლობის ვადა უნდა იყოს არანაკლებ 2026 წლის 31 დეკემბრისა.

2.4.1 requirement related to the experience of the staff of a tenderer

2.4.1.1. პრეტენდენტს უნდა ჰყავდეს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პერსონალი (სპეციალისტი), რაც უნდა დასტურდებოდეს პრეტენდენტის მიერ, წარმოდგენილი კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი დოკუმენტ(ებ)ით.
2.4.1.2. სატენდერო დოკუმენტაციის 2.4.1.1. პუნქტში განსაზღრული მოთხოვნის დასადასტურებლად პრეტენდენტმა სატენდერო წინადადებასთან ერთად უნდა წარმოადგინოს:
2.4.1.2.1. პერსონალის (სპეციალისტის) შესაბამისი სამედიცინო საქმიანობის გაწევის უფლებამოსილების დამადასტურებელი ლიცენზია/ნებართვა/სერტიფიკატი;
2.4.1.2.2. დამსაქმებელსა (მიმწოდებელს) და დასაქმებულს (სპეციალისტი) შორის მოქმედი (მიმდინარე) შრომითი ურთიერთობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ბრძანება ან/და შრომითი ხელშეკრულება ან/და მიმწოდებლის ხელმძღვანელის კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის ან კვალიფიციური ელექტრონული შტამპის დასმით, გაცემული ცნობა, რომელიც დაადასტურებს მიმწოდებელთან დასაქმებულის (სპეციალისტის) მუშაობის ფაქტს.

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

მიმწოდებელს/პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს მოცემული რადიოლოგიური საქმიანობის - წინამდებარე ტენდერით განსაზღვრული მომსახურების გაწევის სფეროში, შესაბამისი სამედიცინო საქმიანობის განხორციელების დამადასტურებელი დოკუმენტი/ნებართვა/ლიცენზია, რომელიც პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს სატენდერო წინადადებასთან ერთად.

2.8.1 requirements related to a sub-contractor

ქვეკონტრაქტორ(ებ)ის არსებობის შემთხვევაში პრეტენდენტმა სატენდერო წინადადებასთან ერთად უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია:
1. ქვეკონტრაქტორ(ებ)ის შესახებ.
2. ქვეკონტრაქტორ(ებ)თან დადებული ხელშეკრულებ(ებ)ი ან მემორანდუმ(ებ)ი, რომელთა მოქმედების ვადაც უნდა აღემატებოდეს 2026 წლის 31 დეკემბერს.
3. ქვეკონტრაქტორ(ებ)ის მხრიდან წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციის კითხვარის 2.7.1 პუნქტით მოთხოვნილი ინფორმაცია.
4. ქვეკონტრაქტორ(ებ)ის მხრიდან წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციის კითხვარის 2.3.1 პუნქტით მოთხოვნილი ინფორმაცია.
5. ქვეკონტრაქტორ(ებ)ის მხრიდან წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციის კითხვარის 2.4.1 პუნქტით მოთხოვნილი ინფორმაცია.
6. ამ ხელშეკრულების ფარგლებში დადებული არც ერთი ქვეკონტრაქტი არ ათავისუფლებს მიმწოდებელს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებებისაგან. მიმწოდებელი ქვეკონტრაქტორ(ებ)ის მიერ გაწეულ მომსახურებაზე ისევე აგებს პასუხს, როგორც საკუთარი ძალებით გაწეულზე. მომსახურების მიღება-ჩაბარებისას გაწეული მომსახურების ვადებზე, ხარისხზე, წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრულ პირობებთან და დადგენილ ტექნიკურ პირობებთან შესაბამისობაზე, შემსყიდველის წინაშე პასუხისმგებელია მხოლოდ მიმწოდებელი, მიუხედავად იმ გარემოებისა მომსახურება გასწია საკუთარი ძალებით, თუ მესამე პირ(ებ)ის - ქვეკონტრაქტორ(ებ)ის მეშვეობით. მიმწოდებლის ან ქვეკონტრაქტორ(ებ)ის მიერ გაწეულ მომსახურებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მხოლოდ მიმწოდებელს.

2.9 other additional requirements

2.9.1. პრეტენდენტი ვალდებულია სატენდერო წინადადების წარდგენის ეტაპზე წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
2.9.1.1. სატენდერო დოკუმენტაციის (კითხვარის) 1.3. პუნქტის შესაბამისად, ფასების ცხრილი (დანართი #1); სატენდერო დოკუმენტაციის 2.3.1.; 2.4.1 და 2.7.1 პუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნები.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1.1. იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი წინადადების ფასის მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით ნაკლებია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, პრეტენდენტი ვალდებულია დაასაბუთოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობა, რომელიც შესაძლებელია, დასაბუთდეს შესაბამის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების/აკრედიტაციის მქონე პირის მიერ გაცემული საექსპერტო ან/და აუდიტორული დასკვნით ან/და საშემფასებლო დასკვნით (პრეტენდენტის მიერ, დასკვნასთან ერთად, ასევე, წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი);

4.1.1.2. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის 20%-ით ან მეტით ფასის კლების შემთხვევაში, პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ით ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობა უნდა დასტურდებოდეს როგორც პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული წინადადების ფასთან (ხარჯთაღრიცხვის ჯამურ ღირებულებასთან), ასევე, ხარჯთაღრიცხვის ერთეულებთან მიმართებით.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

7.2.1. ანგარიშსწორება მიმწოდებელთან განხორციელდება ეტაპობრივად, ფაქტიურად მიწოდებული შესყიდვის ობიექტების მიხედვით, მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი მიღება-ჩაბარების აქტისა და შესაბამისი საგადასახადო დოკუმენტაციის საფუძველზე (საგადასახადო დოკუმენტაციაში დამატებით მითითებული უნდა იქნას ხელშეკრულების ნომერი);

7.2.2. ანგარიშსწორება განხორციელდება ეროვნულ ვალუტაში - ლარში, უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, მიმწოდებლის მიერ ფაქტიურად მიწოდებული შესყიდვის ობიექტის ღირებულების შესაბამისად;

7.2.3. ანგარიშსწორება განხორციელდება მიმწოდებლის საბანკო რეკვიზიტებზე.

7.3 time limits for step by step and/or final payment

7.3.1. ანგარიშსწორება განხორციელდება მიღება-ჩაბარების აქტის და საგადასახადო დოკუმენტაციის საფუძველზე, აღნიშნული დოკუმენტაციის მიმწოდებლის მიერ შემსყიდველისათვის წარდგენიდან არაუმეტეს 30 (ოცდაათი) სამუშაო დღის განმავლობაში.

შენიშვნა: ორგანიზაციის სპეციფიკური დაფინანსებიდან გამომდინარე, ვერ განხორციელდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს რეკომენდაციის გათვალისწინება ანგარიშსწორების განხორციელების ვადებთან დაკავშირებით.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ნინო ცინცაძე, 577464525, ninocincadze02@gmail.com ელექტრონული ტენდერისთვის ტენდერის სტატუსის „გამოცხადებულია“ მინიჭებიდან ტენდერის სტატუსის „წინადადებების მიღება დაწყებულია“ მინიჭებამდე, სისტემაში „მიმწოდებლად“ რეგისტრირებულ ნებისმიერ მომხმარებელს უფლება აქვს, სისტემაში არსებული „კითხვა-პასუხის“ მოდულის მეშვეობით, მოითხოვოს სატენდერო პირობების კონკრეტული ჩანაწერის განმარტება. სატენდერო კომისია კითხვის დასმიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, „კითხვა-პასუხის“ მოდულის მეშვეობით, გააკეთებს შესაბამის განმარტებას. აღნიშნულით შესაძლებელია იხელმძღვანელოს ნებისმიერმა დაინტერესებულმა პირმა.

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1. ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ შეკვეთა განხორციელდება ეტაპობრივად (საჭიროებისამებრ) შემსყიდველის პასუხისმგებელი პირის მოთხოვნით (წერილობითი ფორმით ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით, შესყიდვის ობიექტის რაოდენობის მითითებით);

10.1.2. ალტერნატიული სატენდერო წინადადება არ განიხილება.

10.1.3. სატენდერო წინადადების ფასი გამოსახული უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში - ლარში, შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული მიმწოდებლის ყველა ხარჯის (მ.შ. კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადები) გათვალისწინებით.

10.1.4. პრეტენდენტმა სატენდერო წინადადების ფასი უნდა მიუთითოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის ჩათვლით;

10.1.5. საავანსო ანგარიშსწორება არ გამოიყენება;

10.1.6. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული დოკუმენტები ან/და ინფორმაცია უნდა იქნას ელექტრონულად ხელმოწერილი შესაბამისად უფლებამოსილი პირის მიერ ან დამოწმებული კვალიფიციური ელექტრონული შტამპით, კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, კერძოდ: პრეტენდენტი/მიმწოდებელი, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე ვალდებულია, სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით (იხ. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს რეკომენდაციები). იმ შემთხვევაში, თუ ხელისმომწერი პირი არ არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი, პრეტენდენტმა სისტემაში უნდა წარმოადგინოს ხელისმომწერი პირის ხელისმოწერისათვის გაცემული მინდობილობა.

10.1.7. ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იქნას ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე. დავის შემთხვევაში, უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.

10.1.8. ტენდერში მონაწილეობით პრეტენდენტი ეთანხმება სატენდერო დოკუმენტაციის ყველა იმ მოთხოვნას, რომელთა შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა ან/და სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთვა არ არის სავალდებულო.

10.1.9. სატენდერო დოკუმენტაციის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და განმარტებების მოთხოვნის საშუალება და პროცედურა განისაზღვრება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული "ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის" მე-8 მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.

10.1.10. თუ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად ერთიან ელექტრონულ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასიდან გამომდინარე ერთეულის ღირებულებები დაჯდება მრავალნიშნა ათწილადი, პრეტენდენტი ვალდებულია ერთეულის ღირებულება შეამციროს და დაამრგვალოს მეასედებამდე, შესაბამისად შეამციროს საერთო ღირებულებაც.

10.1.11. პრეტენდენტი ვალდებულია სატენდერო დოკუმენტაციის/კითხვარის პუნქტში მიმაგრებული დანართი წარმოადგინოს იმ ფორმით, რა ფორმითაც არის მითითებული სატენდერო დოკუმენტაციაში.

10.1.12. მომსახურება უნდა განხორციელდეს აღნიშნულ სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნათა სრული და განუხრელი დაცვით.

10.1.13. პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული, აღნიშნული სამედიცინო საქმიანობის განხორციელების დამადასტურებელი დოკუმენტი/ნებართვა/ლიცენზია.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru