Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Мотоциклы, велосипеды и мотоциклы с коляской (Грузия - Тендер #69312132)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Non-profit "The Service Agency of the Ministry of Internal Affairs of Georgia"
Номер конкурса: 69312132
Дата публикации: 16-12-2025
Сумма контракта: 527 805


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT250023517
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 16.12.2025 17:01
Начало приема предложения 11.01.2026 00:00
Истекает срок принятия предложений 16.01.2026 14:00
Предполагаемая цена закупки 527`805.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 34400000-Мотоциклы, велосипеды и мотоциклы с коляской
Коды классификатора
  • 34420000 - Мотороллеры и велосипеды со вспомогательным мотором
Срок подачи ხელშეკრულების გაფორმებიდან 180 კალენდარული დღის ვადაში
Дополнительная информация
ტრიციკლების შესყიდვა
Количество и объём закупок 5 ცალი
Шаг снижения цены 5`200.00 GEL
Размер гарантии 5`278 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: nino goshadze :: 15.12.2025 09:44
  • Последнее исправление: nino goshadze :: 16.12.2025 17:01
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=660793&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

შესყიდვის ობიექტია დანართი №1-ით განსაზღვრული ტექნიკური მახასიათებლების მქონე ტრიციკლები.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1.2.1.სატრანსპორტო საშუალების მინიმალური ტექნიკური მახასიათებლების/სპეციფიკაციის შესახებ ინფორმაცია იხილეთ თანდართულ ფაილში დანართი N1. პრეტენდენტი ვალდებულია ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით წარმოადგენოს შევსებული დანართი N1.

1.2.2. შემოთავაზებული სატრანსპორტო საშუალებები უნდა იყოს ახალი (ქარხნული წარმოების), ექსპლუატაციაში არმყოფი, ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო და განბაჟებული. ამასთან, მიმწოდებელმა საკუთარი ხარჯებით უნდა უზრუნველყოს სატრანსპორტო საშუალებების შემსყიდველზე გადაფორმება.

1.2.3. მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს სატრანსპორტო საშუალების უკან გაწვევა იმ შემთხვევაში, თუ სატრანსპორტო საშუალების მწარმოებელი ქარხანა საწარმოო დეფექტის აღმოჩენის შემთხვევაში განახორციელებს შესაბამის ღონისძიებებს სატრანსპორტო საშუალებების უკან გაწვევის მიზნით.

1.2.4 მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს შს სამინისტრო სისტემის თანამშრომლების ტრეინინგი სატრანსპორტო საშუალების მოხმარებაში (სწორი ექსპლუატაციის პირობები).

1.2.5 შემოთავაზებულ სატრანსპორტო საშუალებას დამატებითი აღჭურვილობის სახით უნდა გააჩნდეს:
• საპოლიციო ციმციმები (წინ/უკან/გვერდით);
• საპოლიციო ხმამაღლა მოლაპარაკე;
• რადიო საკომუნიკაციო სისტემა;
• ვიდეო რეგისტრატორი.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

სატრანსპორტო საშუალებების მიწოდება უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 180 კალენდარული დღის განმავლობაში,მიმწოდებელმა აღნიშნულ ვადაშივე უნდა უზრუნველყოს შესაბამისი ტრეინინგის ჩატარება.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1.5.1 მიმწოდებელი ვალდებულია შესყიდვის ობიექტის მიწოდება განახორციელოს საქართველოს მასშტაბით შემსყიდველის მიერ მითითებულ მისამართზე.

1.5.2 სატენდერო დოკუმენტაციის 1.4 პუნქტში განსაზღვრულ ვადაში მიმწოდებელი სატრანსპორტო საშუალებების მიწოდებას უზრუნველყოფს საკუთარი ხარჯებით საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ყველა სახის გადასახადისა და მოსაკრებლის ჩათვლით (მათ შორის განბაჟებისა და შემსყიდველზე გადაფორმების ხარჯების ჩათვლით).

1.7.1 requirement related to guarantee period

სატრანსპორტო საშუალებებისათვის განისაზღვრება შემდეგი საგარანტიო პირობები:

1.7.1.1 სატრანსპორტო საშუალების სწორი ექსპლუატაციის პირობებში საგარანტიო პერიოდი უნდა შეადგენდეს მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არანაკლებ 2 წელს (შენიშვნა: მიმწოდებელი ვალდებულია წარმოდგენილ "ფასების ცხრილში" (დანართი #2) და აკონკრეტოს საგარანტიო პერიოდი).

1.7.1.2. საგარანტიო პერიოდის განმავლობაში მიმწოდებელი ვალდებულია, სატრანსპორტო საშუალებაზე გამოვლენილი ნებისმიერი საწარმოო დეფექტის აღმოფხვრა, შეკეთება ან დეტალის ახლით შეცვლა განახორციელოს საკუთარი სახსრებით, შემსყიდველის მიერ წერილობითი მოთხოვნიდან არაუმეტეს 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში. აღნიშნული ვადა, მხარეთა შეთანხმებით შესაძლებელია განისაზღვროს არაუმეტეს 45 კალენდარული დღით.

1.7.1.3. თუ სატრანსპორტო საშუალების მიწოდებიდან 200 კმ. გარბენის შემთხვევაში, სატრანსპორტო საშუალებას აღმოაჩნდება საწარმოო დეფექტი ძირითად აგრეგატზე, მიმწოდებელი ვალდებულია სატრანსპორტო საშუალება შეცვალოს ახლით, საწარმოო დეფექტის დადგენიდან 90 (ოთხმოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში, თუ აღნიშნულ სატრანსპორტო საშუალებას არ გააჩნია საწარმოო დეფექტის გარდა სხვა დაზიანება (ბუნებრივი ცვეთის გათვალისწინებით).

1.7.1.4. გარანტიის პერიოდში, მიმწოდებელი პასუხისმგებელია სატრანსპორტო საშუალების ნებისმიერი სახის ტექნიკურ დეფექტზე/ზიანზე, რომელიც გამოწვეულია სატრანსპორტო საშუალების შემადგენელი დეტალების/კომპონენტების ქარხნული წუნით.

1.7.1.5. საგარანტიო პირობებით განსაზღვრული მოთხოვნები, ძალაშია მთელი საგარანტიო ვადის განმავლობაში, მიუხედავად სატრანსპორტო საშუალების შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების მოქმედების ვადის ამოწურვისა. ამასთან, საგარანტიო პერიოდში სატრანსპორტო საშუალებაზე გეგმიური ტექ-მომსახურების გაწევისას გამოყენებული სათადარიგო ნაწილები და საცხებ-საპოხი მასალები უნდა იყოს ახალი (ექსპლუატაციაში არმყოფი) და სატრანსპორტო საშუალების მწარმოებლის მიერ რეკომენდირებული.

1.7.1.6. საგარანტიო პერიოდის განმავლობაში სატრანსპორტო საშუალებაზე გეგმიური ფასიანი სერვის-მომსახურების გაწევა მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს შემსყიდველის მოთხოვნიდან (აღნიშნულის თაობაზე შემსყიდველის მხრიდან შეტყობინების მიღებიდან (ელ-ფოსტაზე გაგზავნილი შეტყობინებით, ან ოფიციალური წერილის სახით) არაუგვიანეს 2 (ორი) სამუშაო დღის განმავლობაში.

technical requirements

2.1.1 requirement regarding the trademark, patent, model, source of origin and/or manufacturer of the object of procurement

პრეტენდენტი ვალდებულია შემოთავაზებული სატრანსპორტო საშუალების მარკა-მოდელის, მწარმოებლის/ბრენდის და წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაცია მიუთითოს დანართი №2-ის შესაბამის გრაფაში. აღნიშნული ინფორმაციის წარმოუდგენლობა დაზუსტებას არ დაექვემდებარება და გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.

2.3.1 requirement related to material and technical support of a tenderer

2.3.1.1 იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტი საგარანტიო პერიოდში თავად უზრუნველყოფს შემოთავაზებული სატრანსპორტო საშუალების ტექნიკურ მომსახურებას:

ა) პრეტენდენტს საკუთრებაში ან სარგებლობაში (ქირა, თხოვება, იჯარა) უნდა გააჩნდეს შემოთავაზებული სატრანსპორტო საშუალების მწარმოებლის მიერ ავტორიზებული მინიმუმ 2 სერვის ცენტრი, ქ. თბილისისა და ქ. ბათუმის ტერიტორიულ ფარგლებში;
ბ) პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს არანაკლებ 1 მობილური სერვის-ჯგუფი;

2.3.1.2 ზემოაღნიშნულ შემთხვევაში პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს:

ა) ქ. თბილისა და ქ. ბათუმში არსებული სერვის-ცენტრების მისამართები;

ბ) შემოთავაზებული სატრანსპორტო საშუალების მწარმოებლის მიერ გაცემული, სერვის-ცენტრების ავტორიზაციის დამადასტურებელი დოკუმენტი.

გ) შემოთავაზებული სერვის-ცენტრების საკუთრების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაცია (განახლებული საჯარო რეესტრის ამონაწერი) - იმ შემთხვევაში, თუ სერვის-ცენტრები წარმოადგენს პრეტენდენტის საკუთრებას.

დ) იჯარის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც იჯარის ხელშეკრულება გაფორმებული უნდა იყოს ტენდერის გამოცხადების შემდგომი თარიღით და მისი მოქმედების ვადა უნდა იყოს არანაკლებ 2 წელი. ასევე, ყველა ის დოკუმენტი რომლითაც დადასტურდება, მეიჯარის უფლებამოსილება ქონების იჯარით გადაცემის თაობაზე (განახლებული საჯარო რეესტრის ამონაწერი და ა.შ.) - იმ შემთხვევაში, თუ სერვის-ცენტრები პრეტენდენტს აქვს სარგებლობის უფლებით.
შენიშვნა: პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს წინამდებარე ტენდერის გამოცხადების შემდგომი თარიღით განახლებული საჯარო რეესტრის ამონაწერები.

ე) არანაკლებ 2 საკონტაქტო ნომერი რომლის მეშვეობით მოხდება მობილური ჯგუფის გამოძახება.

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

2.7.1.1. შემოთავაზებული სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მახასიათებლების (წარმოდგენილი დანართი №1-ით განსაზღვრული მონაცემები) სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ მოთხოვნებთან ურთიერთშესაბამისობის დამადასტურებლად პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს სატრანსპორტო საშუალების მწარმოებლის მიერ გაცემული ინფორმაცია/დოკუმენტი ან/და ვებ-ბმული -მწარმოებლის ოფიციალური ვებ-გვერდიდან ან კატალოგიდან, რომელიც დაადასტურებს შემოთავაზებული სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მახასიათებლების შესაბამისობას სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ მოთხოვნებთან (შენიშვნა: იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ მწარმოებლის ოფიციალური ვებ-გვერდიდან წარმოდგენილ ლინკზე მოცემული ინფორმაცია იქნება ინგლისურენოვანი, მისი თარგმნა აუცილებელია).

2.7.1.2 ინფორმაცია, შემოთავაზებულ სატრანსპორტო საშუალებაზე მწარმოებლის მიერ ტექნიკური რეგლამენტით დადგენილი სავალდებულო ტექნიკური შემოწმების პერიოდისა და ასევე, საგარანტიო პერიოდში სავალდებულოდ გასაწევი სერვის-მომსახურების პირობების შესახებ.

2.7.1.3 პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შემოთავაზებული საქონლის ფოტო სურათი.

2.8.1 requirements related to a sub-contractor

2.8.1.1 იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტი საგარანტიო პერიოდში შემოთავაზებული სატრანსპორტო საშუალების ტექნიკურ მომსახურებას უზრუნველყოფს ქვეკონტრაქტორის მეშვეობით:

ა) ქვეკონტრაქტორს საკუთრებაში ან სარგებლობაში (ქირა, თხოვება, იჯარა) უნდა გააჩნდეს შემოთავაზებული სატრანსპორტო საშუალების მწარმოებლის მიერ ავტორიზებული მინიმუმ 2 სერვის ცენტრი ქ. თბილისის და ქ. ბათუმის ტერიტორიულ ფარგლებში;

ბ) ქვეკონტრაქტორს უნდა გააჩნდეს არანაკლებ 1 მობილური სერვის-ჯგუფი;

2.8.1.2 ზემოაღნიშნულ შემთხვევაში პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს:

ა) ქ. თბილისა და ქ. ბათუმში არსებული სერვის-ცენტრების მისამართები;

ბ) შემოთავაზებული სატრანსპორტო საშუალების მწარმოებლის მიერ გაცემული, სერვის-ცენტრების ავტორიზაციის დამადასტურებელი დოკუმენტი.

გ) შემოთავაზებული სერვის-ცენტრების საკუთრების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაცია (განახლებული საჯარო რეესტრის ამონაწერი) - იმ შემთხვევაში, თუ სერვის-ცენტრები წარმოადგენს ქვეკონტრაქტორის საკუთრებას.

დ) იჯარის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც იჯარის ხელშეკრულება გაფორმებული უნდა იყოს ტენდერის გამოცხადების შემდგომი თარიღით და მისი მოქმედების ვადა უნდა იყოს არანაკლებ 2 წელი. ასევე, ყველა ის დოკუმენტი რომლითაც დადასტურდება, მეიჯარის უფლებამოსილება ქონების იჯარით გადაცემის თაობაზე (განახლებული საჯარო რეესტრის ამონაწერი და ა.შ.) - იმ შემთხვევაში, თუ სერვის-ცენტრი ქვეკონტრაქტორს აქვს სარგებლობის უფლებით.
შენიშვნა: პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს წინამდებარე ტენდერის გამოცხადების შემდგომი თარიღით განახლებული საჯარო რეესტრის ამონაწერი.

ე) არანაკლებ 2 საკონტაქტო ნომერი რომლის მეშვეობით მოხდება მობილური ჯგუფის გამოძახება.

2.9 other additional requirements

პრეტენდენტი ვალდებულია საქონლის ერთეულის ფას(ებ)ი დააფიქსიროს (დაამრგვალოს) მეასედის სიზუსტით.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალი იქნება შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, პრეტენდენტს მოეთხოვება ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება, რისთვისაც შემსყიდველის მიერ განესაზღვრება არაუმეტეს 3 (სამი) სამუშაო დღე.
ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასასაბუთებლად პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნეს სსიპ "ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" ან/და სხვა აკრედიტირებული პირის ან/და აუდიტის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნეს დასკვნის გამცემი პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლი), რომელშიც უნდა დასტურდებოდეს (ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს) ტენდერში პრეტენდენტის მიერ ატვირთულ საბოლოო "ფასების ცხრილში"(შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით) დაფიქსირებული ერთეულის ფასებით და აგრეთვე ჯამური ღირებულებით წინამდებარე ტენდერით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მიწოდების შესაძლებლობა.

ექსპერტიზის დასკვნის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.

ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებაზე ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12ბრძანების მე-18 მუხლის მე-6, მე-7 პუნქტებისა და 28-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული წესები.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

guarantee for assurance of contract performance

6.1 guarantees for assurance of contract performance are requested

5 Процентов

6.2 guarantees are requested in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value

10 Процентов

6.3 duration of guarantee

ხელშეკრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა არანაკლებ 60 (სამოცი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს სატრანსპორტო საშუალების მიწოდების საბოლოო ვადას.

6.4 terms and conditions of guarantee

საბანკო ან სადაზღვევო დაწესებულების მიერ გაცემული ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის უპირობო გამოუთხოვადი საბანკო გარანტია (რაც გულისხმობს, რომ გარანტი უპირობოდ, გამოუთხოვადად, ყოველგვარი უარყოფისა და გასაჩივრების უფლების გარეშე კისრულობს საგარანტიო თანხის სრული ოდენობით ანაზღაურების ვალდებულებას მიმწოდებლის მიერ წინამდებარე ტენდერის ფარგლებში შემსყიდველთან გაფორმებული ხელშეკრულების პირობების დარღვევის საფუძველზე, შემსყიდველის პირველივე წერილობითი მოთხოვნის მიღებისთანავე არაუგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო დღის განმავლობაში. ამასთან, გარანტიით გათვალისწინებული თანხები შემსყიდველმა უნდა მიიღოს ყოველგვარი დამატებითი მტკიცებულების წარდგენის გარეშე, პირველი მოთხოვნისთანავე) წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური“-ს მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში. საგარანტიო დოკუმენტში არ უნდა იყოს მითითებული, რომ საგარანტიო თანხა მცირდება მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების (მიწოდებული საქონლის ღირებულების) პროპორციულად. ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიაში მითითებულ უნდა იქნეს შესყიდვის კონკრეტული დასახელება, აღნიშნულ შესყიდვასთან დაკავშირებით ერთიან ელექტრონულ სისტემაში განთავსებული განცხადების ნომერი და პრეტენდენტის საიდენტიფიკაციო კოდი.

terms of payment

7.1.1 amount of the sum to be paid in advance and terms for its payment

7.1.1.1 წინასწარი ანგარიშსწორების (ავანსი) გამოყენება შესაძლებელია, ხელშეკრულების საერთო ღირებულების არაუმეტეს 50%-ის ოდენობით,2026 წლის 04 იანვრის შემდეგ საავანსო თანხის იდენტური ოდენობის უპირობო გამოუთხოვადი გარანტიის წარმოდგენის საფუძველზე,(რომლის მოქმედების ვადა არანაკლებ 60 (სამოცი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადას) რაც გულისხმობს, გარანტი იღებს ვალდებულებას, ყოველგვარი უარყოფისა და გასაჩივრების უფლების გარეშე, წერილობითი მოთხოვნის წარდგენიდან მომდევნო 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში, გადაუხადოს ბენეფიციარს თანხა თუ პრინციპალმა არ შეასრულა ბენეფიციართან გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. ავანსად გადახდილი თანხის გამოქვითვა განხორციელდება სატენდერო დოკუმენტაციის 7.1.1.2 პუნქტით გათვალისწინებული პირობის შესაბამისად.

7.1.1.2 პირველ ეტაპზე მოხდება სატენდერო დოკუმენტაციის 7.1.1.1 პუნქტით გათვალისწინებული ავანსად მიღებული თანხის გამოქვითვა.

7.1.1.3 დარჩენილი ღირებულების გადახდა მოხდება ავანსად მიღებული თანხის სრულად გამოქვითვის შემდეგ.

7.1.1.4 სატენდერო დოკუმენტაციის 7.1.1.1 პუნქტის მიზნისთვის წარმოდგენილი წინასწარი ანგარიშსწორების (საავანსო) გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური“-ს მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში.

7.1.1.5. იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელი თეთრ სიაში ყოფნის გამო, წინასწარი ანგარიშსწორების დროს, შემსყიდველ ორგანიზაციას წარუდგენს წინასწარ გადასახდელი თანხის 60%-ის ოდენობის საავანსო გარანტიას, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, შემსყიდველი უფლებამოსილია წინასწარი ანგარიშსწორებისას გადახდილი თანხა გამოქვითოს შემდეგი პირობის დაცვით: თავდაპირველად, შემსყიდველის მიერ, დაიფარება მიმწოდებლისთვის ავანსად გადარიცხული თანხის ის ნაწილი, რომლის უზრუნველსაყოფადაც, მიმწოდებელს თეთრ სიაში ყოფნის გამო, შემსყიდველ ორგანიზაციაში, არ ექნება წარმოდგენილი შესაბამისი საავანსოსაბანკო გარანტია.

7.2 terms of step by step and/or final payment

ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით ლარში.

7.3 time limits for step by step and/or final payment

საბოლოო ანგარიშსწორება შემსყიდველის მიერ მოხდება ფაქტობრივად მოწოდებული შესყიდვის ობიექტის მიხედვით. მიღება–ჩაბარების აქტის ხელმოწერის და ანგარიშსწორებისათვის საჭირო დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდეგ არაუგვიანეს 15 კალენდარული დღის ვადაში. თუ ანგარიშსწორების განხორციელების ვადის ბოლო დღე ემთხვევა არასამუშაო დღეს, მაშინ ანგარიშსწორება განხორციელდება მომდევნო სამუშაო დღეს.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ეკატერინე თაბუაშვილი, 577943500, tabuashvili.e@sa.gov.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1 სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში პრეტენდენტის მიერ ატვირთული ტექნიკური დოკუმენტაცია უნდა იყოს წარმოდგენილი PDF ფაილის ფორმატში და მათზე უფლებამოსილი პირის მიერ შესრულებული უნდა იყოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და დამოწმებული უნდა იყოს კვალიფიციური ელექტრონული შტანმპით (გარდა სატენდერო დოკუმენტაციის 4.1.1 პუნქტით მოთხოვნილი დოკუმენტებისა). ტექნიკური დოკუმენტაციის უცხოურ ენაზე წარმოდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს ნოტარიალურად დამოწმებული შესაბამისი ქართულენოვანი თარგმანები. პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადებით წარმოდგენილი ფასი გამოსახულიუნდა იყოს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა ხარჯებისა და გადასახადების გათვალისწინებით (მათ შორის განბაჟებისა და შემსყიდველზე გადაფორმების ხარჯების ჩათვლით). სატენდერო წინადადების ფასი წარმოდგენილი უნდა იქნას მხოლოდ ლარში. ფასის კლების შემთხვევაში საბოლოო ფასი უნდა დაფიქსირდეს (დამრგვალდეს) მეასედის სიზუსტით.

10.1.2 პრეტენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება.

10.1.3. პრეტენდენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების ნებისმიერ ეტაპზე, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ან შემსყიდველისთვის გადაცემული პერსონალური ინფორმაცია, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ,„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლებელია დამუშავდეს სახელმწიფო შესყიდვის მიზნებისთვის.

10.2 პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთი დოკუმენტები:

10.2.1. შევსებული დანართი №1 და დანართი №2 (შენიშვნა: დანართი №2-ის წარმოუდგენლობა ან განუფასებლად წარმოდგენა, ან/და სატენდერო დოკუმენტაციის 2.1.1 პუნქტით მოთხოვნილი ინფორმაციის წარმოუდგენლობა დაზუსტებას არ დაექვემდებარება და გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას);

10.2.2. სატენდერო დოკუმენტაციის 2.3.1, 2.7.1 და 2.8.1 პუნქტების მოთხოვნებით გასაზღვრული ინფორმაცია/დოკუმენტაცია;

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru