Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Ремонт и техническое обслуживание транспортных средств и оборудования и сопутствующие услуги (Грузия - Тендер #69312128)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: State Agency for the Regulation of Oil and Gas Resources of Georgia
Номер конкурса: 69312128
Дата публикации: 16-12-2025


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT) По прейскуранту
Номер заявки NAT250023484
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 16.12.2025 15:44
Начало приема предложения 22.12.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 24.12.2025 15:00
Предполагаемая цена прейскуранта 686`020.15 GEL
Контрактная цена объекта закупки 35`000.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 50100000-Ремонт и техническое обслуживание транспортных средств и оборудования и сопутствующие услуги
Коды классификатора
  • 50100000 - Ремонт и техническое обслуживание транспортных средств и оборудования и сопутствующие услуги
  • 50112000 - Ремонт и техническое обслуживание автомобилей
Срок подачи ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით
Дополнительная информация
Количество и объём закупок იხ სატენდერო წინადადებაში
Шаг снижения цены 2`744.08 GEL
Размер гарантии 350 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: irakli ninoshvili :: 15.12.2025 15:23
  • Последнее исправление: irakli ninoshvili :: 16.12.2025 15:44
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=660926&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

სსიპ „ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს“ ბალანსზე რიცხული 7 (შვიდი) ერთეული ავტოსატრანსპორტო საშუალების შეკეთება და ტექნიკურ მომსახურება.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1.2.1.პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ პრეისკურანტში დაფიქსირებული მომსახურების, სათადარიგო ნაწილის ან/და საცხებ-საპოხი მასალის ერთეულის ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს სატენდერო დოკუმენტაციის პრეისკურანტის შესაბამის პოზიციაზე დაფიქსირებულ ერთეულის სავარაუდო ღირებულებას, აღნიშნული შეუსაბამობა გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას აღნიშნულ ტენდერში.

1.2.2. პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ პრეისკურანტში მოცემული საქონლისა და მომსახურების ერთეულის ფასების კლება უნდა განხორციელდეს სატენდერო დოკუმენტაციაში მოცემული პრეისკურანტის ზღვრული ერთეულის ფასებიდან, არანაკლებ სატენდერო დოკუმენტაციასა და სატენდერო განცხადებაში მოცემული პრეისკურანტის ჯამურ სავარაუდო ღირებულებასა და პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებულ საბოლოო ფასს შორის არსებული პროცენტული სხვაობით, რომელიც დამრგვალებული უნდა იყოს მეასედის სიზუსტით.

1.2.3. პრეტენტენტის მიერ წარმოდგენილ პრეისკურანტში შემოთავაზებული ღირებულებები არ უნდა აღემატებოდეს მომსახურების პრეისკურანტში შესაბამის პოზიციებზე მოცემულ ერთეულის ზღვრულ ღირებულებებს, თუ რომელიმე პოზიციაზე პრეტენდენტი საქონელსა და მომსახურებას გვთავაზობს უფასოდ, ერთეულის ფასის შესაბამის გრაფაში უნდა ჩაიწეროს „0“. პრეისკურანტში მითითებული მომსახურების ან/და საქონლის ფასი უნდა იყოს საბოლოო და საჭიროების შემთხვევაში მოიცავდეს კონკრეტული საქონლის მიწოდებასთან დაკავშირებული თანმდევი მომსახურების ღირებულებასაც.

1.2.4. მიმწოდებელთან ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, პრეისკურანტში მომსახურების/საქონლის რომელიმე პოზიციის არარსებობისას (მისი შესყიდვის აუცილებლობისას), ერთეულის ფასი დადგინდება შემსყიდველი ორგანიზაციის და მიმწოდებლის ერთობლივი შეთანხმებით, საბაზრო ფასის გათვალისწინებით. ასეთ შემთხვევაში, პრეისკურანტში ავტოსტრანსპორტო საშუალების ტექნიკური მომსახურების ერთეულის არარსებობით გამოწვეული შესყიდვის ხვედრითი წილი არ შეიძლება აღემატებოდეს მიმწოდებლის მიერ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული პრეისკურანტის საბოლოო ჯამური ღირებულების 10%-ს.

1.2.5. პრეტენდენტის მიერ განფასებული საქონლისა და მომსახურების პრეისკურანტი ატვირთული უნდა იქნას MS Excel-ის ფორმატის ფაილის სახით (დანართი N2), რომელიც არ საჭიროებს ხელმოწერას ან/და ბეჭედს (მათ შორის, ელექტრონულ ხელმოწერას ან/და ელექტრონულ შტამპს).

1.2.6. საქონლისა და მომსახურების პრეისკურანტი (დანართი N2) MS Excel-ის ფორმატის ფაილის სახით ატვირთულია სატენდერო დოკუმენტაციის 1.3 პუნქტში.

1.2.7. პრეისკურანტის ჯამური სავარაუდო ღირებულება შეადგენს 686 020.15 (ექვსას ოთხმოცდაექვსი ათას ოცი ლარი და თხუთმეტი თეთრი ) ლარს, ხოლო ხელშეკრულება გაფორმდება 35 000.00 (ოცდათხუთმეტი ათასი ლარი და 00 თეთრი) ლარზე.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

1.4.1. მომსახურება უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან - 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1.5.1. ეტაპობრივად,(ფაქტიურად გაწეული მომსახურების შესაბამისად) მიმწოდებლის სერვის ცენტრ(ებ)ი.

1.7.1 requirement related to guarantee period

1.7.1.1. მიმწოდებლის მიერ შეცვლილ/შეკეთებულ სათადარიგო ნაწილებზე (გარდა ძირითადი აგრეგატების (ძრავი, ხიდი, გადაცემათა კოლოფი) ნაწილებისა) გარანტია შეადგენს მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 6 (ექვსი) თვეს.

1.7.1.2. ძირითად აგრეგატებზე (ძრავი, ხიდი, გადაცემათა კოლოფი) გაწეული მომსახურების შემთხვევაში, შეცვლილ სათადარიგო ნაწილებზე და აკუმულატორებზე გარანტია შეადგენს მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 12 (თორმეტი) თვეს.

1.7.1.3. იმ შემთხვევაში, თუ აღმოჩნდება რომ მიმწოდებლის მიერ არ არის სრულყოფილად შესრულებული მომსახურება და/ან შეცვლილი ნაწილი აღმოჩნდა წუნდებული, მიმწოდებელი ვალდებულია აღმოჩენილი ხარვეზი აღმოფხვრას საკუთარი ხარჯებით.

1.7.1.4. საგარანტიო ვადის განმავლობაში შესყიდვის ობიექტის მიერ დეფექტის/წუნის გამოვლენის შემთხვევაში იგი უნდა შეკეთდეს ან შეიცვალოს ახლით შემსყიდველის მიერ განსაზღვრულ გონივრულ ვადაში.

technical requirements

2.3.1 requirement related to material and technical support of a tenderer

2.3.1.1. მიმწოდებელს უნდა გააჩნდეს მოქმედი სერვისცენტრი ქ. თბილისში, (სასურველია ასევე გააჩნდეს დამატებით სერვისცენტრები საქართველოს მასშტაბით). სერვისცენტრი უნდა იყოს პრეტენდენტის მფლობელობაში ან სარგებლობაში (ქირა, იჯარა ან სხვა, რომელიც ატვირთული უნდა იყოს სატენდერო წინადადებასთან ერთად). სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის მოქმედების ვადა ტოლი უნდა იყოს ან უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების ვადას,

2.3.1.2. მიმწოდებლის სერვისცენტრი აღჭურვილი უნდა იყოს შემდეგი აპარატურითა და დანადგარებით:
1. საბურავის დაშლა-აწყობის და ბალანსირების დანადგარი;
2. თვლების შეყრის კომპიუტერული (რაზვალი) დანადგარი;
3. კომპიუტერული დიაგნოსტიკის მოწყობილობა;
4. საყრდენი დისკოს (დისკოს მოუხსნელად, ადგილზე) გასაჩარხი მოწყობილობა;
5. ავტომატურ გადაცემათა კოლოფში ზეთის შეცვლის აპარატი;
6. ელექტრომომარაგების სარეზერვო წყარო (გენერატორი);

2.3.1.3. სერვისცენტრში სამუშაო ფართობში დაცული უნდა იყოს ჰიგიენური , სახანძრო და ტექნიკური უსაფრთხოების ნორმები.

2.3.1.4. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს სერვისცეტრში ავტოსატრანსპორტო საშუალების დაუყოვნებლივ მიღება და მომსახურების გაწევა.

2.5.1 requirement related to the time limits for supplying goods/providing services/performing works (timeline)

2.5.1.1. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს სერვისცეტრ(ებ)ში ავტოსატრანსპორტო საშუალების დაუყოვნებლივ მიღება და მომსახურების გაწევა:
1. მექანიკური დაზიანების შემთხვევაში 1 (ერთი) სამუშაო დღეში
2. საშუალო სირთულის რემონტი 5 (ხუთი) სამუშაო დღეში
3. აგრეგატულ ნაწილებზე 10 (ათი) სამუშაო დღეში
4. დეფიციტური სათადარიგო ნაწილებით უზრუნველყოფა - არაუმეტეს 20 კალენდარულ დღეში
5. ხოლო განსაკუთრებულ (გამონაკლის) შემთხვევებში შემსყიდველთან შეთანხმებით.

2.9 other additional requirements

2.9.1. მიმწოდებლის სერვისცენტრები უნდა ფუნქციონირებდეს ყოველდღიურად (გარდა კვირა დღისა).

2.9.2. ავტომანქანის დაზიანებული ნაწილები უნდა შეიცვალოს ახალი ან/და შემსყიდველთან შეთანხმებით მეორადი სათადარიგო ნაწილებით და უნდა შეესაბამებოდეს პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ მომსახურების პრეისკურანტში მითითებულ შესაბამისი საქონლის დასახელებას, მდგომარეობას და ფასს. მოთხოვნის შემთხვევაში მიმწოდებელმა დაუყოვნებლივ უნდა წარმოადგინოს ახალი სათადარიგო ნაწილის გაუხსნელი შეფუთვა სსიპ-ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს ადგილზე მისულ წარმომადგენლთან.

2.9.3. ავტოსატრანსპორტო საშუალების მომსახურება უნდა განხორციელდეს მიმწოდებელსა და შემსყიდველს შორის თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში დეფექტური აქტის შედგენის შემდეგ (დეფექტური აქტი ხელმოწერილი და ბეჭედდასმული უნდა იყოს მიმწოდებლის მხირად, და მას ასევე ხელს უნდა აწერდეს შემსყიდველი ორგანიზაციის წარმომადგენელი), გარდა ამისა, დეფექტური აქტი უნდა გადმოიგზავნოს ელექტრონული სახით E-mail-ზე (r.shanava@saog.gov.ge) ან/და (i.ninoshvili@saog.gov.ge), რომელშიც მითითებული უნდა იყოს გასაწევი მომსახურების ან/და ასეთი მომსახურებისთვის საჭირო საქონლის (სათადარიგო ნაწილების) დეტალური აღწერა, მხოლოდ ელექტრონული სახით გადმოგზავნილ დეფექტურ აქტზე გაცემული თანხმობის/დასტურის შემდეგ შეუძლია მიმწოდებელს დაიწყოს მომსახურების გაწევა, წინააღმდეგ შემთხვევაში შემსყიდველი იხსნის პასუხისმგებლობას გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე.

2.9.4. მიმწოდებელმა საჭიროების შემთხვევაში უნდა უზრუნველყოს ავტოსატრანსპორტო საშუალების ევაკუატორით მომსახურება საქართველოს მასშტაბით.

2.9.5. იმ შემთხვევაში თუკი მოხდება მიმწოდებლის მხრიდან დამატებით რაიმე სახის ზიანის მიყენება ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე, მიმწოდებელი თავად უზრუნველყოფს მის შეკეთებას ახალი დეტალით უსასყიდლოთ.

2.9.6. იმ შემთხვევაში, თუ აღმოჩნდება, რომ მიმწოდებლის მიერ არ არის სრულყოფილად შესრულებული მომსახურება და/ან შეცვლილი ნაწილი აღმოჩნდა წუნდებული, მიმწოდებელი ვალდებულია აღმოჩენილი ხარვეზი აღმოფხვრას საკუთარი ხარჯებით.

2.9.7. სატენდერო დოკუმენტაცია ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მომსახურების გაწევას ქვეკონტრაქტორის საშუალებით არ ითვალისწინებს, პრეტენდენტი უშუალოდ უნდა აკმაყოფილებდეს ტექნიკური დავალებით განსაზღვრულ მოთხოვნებს.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1.1. იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას, რაზეც პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას ექსპერტიზის ან/და აუდიტის დასკვნა (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი), რომლებშიც უნდა დასტურდებოდეს (ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს) ტენდერში პრეტენდენტის მიერ ატვირთულ საბოლოო პრეისკურანტში (მომსახურების ხარჯთაღრიცხვაში) (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით) დაფიქსირებული ერთეულის ფასებით და აგრეთვე ჯამური ღირებულებით ამავე პრეისკურანტით (მომსახურების ხარჯთაღრიცხვით) განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის (საქონლის ან/და მომსახურების გაწევის) მიწოდების შესაძლებლობა.

4.1.1.2. დასკვნის წარმოუდგენლობა ან უარყოფითი დასკვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.

4.1.1.3. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებაზე ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-18 მუხლის მე-6, მე-7 პუნქტებისა და 28-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული წესები.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

7.2.1. ანგარიშსწორება განხორციელდება ეტაპობრივად,უნაღდო ანგარიშსწორებით ლარში, ფაქტიურად გაწეული მომსახურების შესაბამისად, მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე.

7.3 time limits for step by step and/or final payment

7.3.1. ეტაპობრივად, ფაქტიურად გაწეული მომსახურების შემდეგ, მიღება–ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

რევაზ შანავა, 599319295, r.shanava@saog.gov.ge ირაკლი ნინოშვილი, 596706600, i.ninoshvili@saog.gov.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1. ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.

10.1.2. ტექნიკური დოკუმენტაციის განხილვისას უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.

10.1.3. პრეტენდენტი ვალდებულია სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში წარმოსადგენ მის მიერ შექმნილ დოკუმენტებზე ან/და ინფორმაციაზე (გარდა excel-ის ფორმატის ფაილისა) შეასრულოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის გათვალისწინებით.

10.1.4. სატენდერო წინადადებაში საერთო და ერთეულის ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ხარჯის გათვალისწინებით. სატენდერო წინადადების საერთო და ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ლარში.

10.1.5. პრეტენდენტს არ აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება.

10.1.6. დაფინანსების წყარო - 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი.

10.1.7. პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში უნდა ატვირთოს შემდეგი მონაცემები:

1) დანართი N2 (პრეისკურანტი)

2) 2.3.1 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია მატერიალურ - ტექნიკური ბაზის შესახებ.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru