Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Почтовая и курьерская службы (Грузия - Тендер #69312105)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Akhaltsikhe Municipality City Hall
Номер конкурса: 69312105
Дата публикации: 16-12-2025
Сумма контракта: 35 100


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT250023414
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 15.12.2025 17:49
Начало приема предложения 21.12.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 23.12.2025 14:30
Предполагаемая цена закупки 35`100.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 64100000-Почтовая и курьерская службы
Коды классификатора
  • 64100000 - Почтовая и курьерская службы
  • 64110000 - Почтовые услуги
  • 64120000 - Курьерские услуги
Срок подачи 2026 წლის 01 იანვრიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
Дополнительная информация
ახალციხის მუნიციპალიტეტისათვის საფოსტო-საკურიერო მომსახურების შესყიდვის უზრუნველყოფა
Количество и объём закупок იხ. სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 140.00 GEL
Размер гарантии 351 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: mariami gogoladze :: 10.12.2025 11:15
  • Последнее исправление: mariami gogoladze :: 15.12.2025 17:49
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=660046&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

ახალციხის მუნიციპალიტეტისათვის საფოსტო-საკურიერო მომსახურების შეძენის უზრუნველყოფა

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

საფოსტო და საკურიერო მომსახურების (საქართველოს ტერიტორიაზე) ტექნიკური დავალება:

1. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს საქართველოს ტერიტორიაზე საფოსტო და საკურიერო მომსახურების გაწევა ყოველ სამუშაო დღეს 09:00-17:00 სთ-მდე.
2. სხვადახვა წონის საფოსტო გზავნილების - წერილობითი ფოსტის, ყველა სახის დოკუმენტის, ამანათების (შემდგომში - „გზავნილი“) გადაგზავნა უნდა განხორციელოს დანართი №1 და №1-1-ის პირველი ცხრილის (ფასების ცხრილის) შესაბამისად.
3. შემსყიდველის მიერ შესაძლებელი უნდა იყოს გზავნილის მოძრაობისადმი თვალის მიდევნება ინტერნეტის საშუალებით ონლაინ რეჟიმში - ე.წ. „თრექინგი“. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ყველა გზავნილის „თრექინგ-კოდის“ მიწოდება, გზავნილის რეალურ დროში ადგილმდებარეობის დადგენის მიზნით.
4. მიმწოდებლის წარმომადგენლისათვის/კურიერისთვის შემსყიდველის მიერ გზავნილის გადაცემიდან არაუმეტეს 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში (რეგიონებში არაუმეტეს 5 სამუშაო დღე), ადრესატისათვის გაგზავნილი გზავნილი უნდა ჩაბარდეს კანცელარიას, მისაღებს, ან ასეთივე დანიშნულების სრუქტურულ ერთეულს ან/და პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში-შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უზრუნველყოფს გზავნილი გადასცეს ადრესატს. გზავნილის ჩაბარება უნდა დადასტურდეს შესაბამის ჩაბარების დოკუმენტაციაში გზავნილის მიმღების ხელმოწერით. თუ ადრესატი ან სხვა პირი ადგილზე არ იმყოფება, მიმწოდებლის წარმომადგენელმა მას უნდა დაუტოვოს შეტყობინება. შეტყობინებაში აღნიშნული უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია: გზავნილის ნომერი, საკონტაქტო მონაცემები და გზავნილის სერვისცენტრში დაყოვნების დრო, რა დროის განმავლობაშიც ადრესატმა შეიძლება გაიტანოს გზავნილი მიწოდებლის მისამართიდან. ჩაუბარებელი გზავნილი ბრუნდება დამისამართებული გზავნილის შესაბამისი ტერიტორიული ერთეულის სერვისცენტრში, საიდანაც შესაძლებლობა აქვს ადრესატს გაიტანოს გზავნილი. თუ ადრესატი 5 დღის ვადაში არ უზრუნველყოფს გატანას გზავნილი უბრუნდება გამგზავნს.
5. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს შემსყიდველი შტრიხკოდებით შეუფერხებელი და უფასო მომარაგება.
6. მომსახურების კონტროლისა და ანალიზისთვის მიმწოდებელმა უნდა გამოყოს სპეციალური პირი, რომლის კომპეტენცია უნდა განისაზღვროს მომსახურების კონტროლით და საჭიროების შემთხვევაში შემსყიდველის დროული ინფორმირებით;
7. გზავნილის დაზიანების ან დაკარგვის შემთხვევაში სრული პასუხისმგებლობა დაეკისრება მიმწოდებელს.
8. საერთაშორისო ნორმებით დადგენილი წესის შესაბამისად, გზავნილი დაკარგულად ჩაითვლება გაგზავნიდან მაქსიმუმ ერთი თვის გასვლის შემდეგ, რაც გზავნილის მარშრუტის სისტემაში აისახება ელექტრონულად.
9. გზავნილის შემცველობის დაზიანების ან/და დაკარგვის შემთხვევაში, შემსყიდველის არჩევანისამებრ, მიმწოდებელი ან უფასოდ, საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოფს გზავნილის ხელმეორედ გაგზავნას, ან მას დაეკისრება ჯარიმა დაკარგული ან დაზიანებული გზავნილის მომსახურების ღირებულების სრული ოდენობით.
10. მიმწოდებელს გზავნილის გაგზავნამდე შემსყიდველისგან მიეწოდება ადრესატისათვის გზავნილის ჩასაბარებლად საჭირო ინფორმაცია (ადრესატი, ქალაქი/რეგიონი, ადრესატის მისამართი, საკონტრაქტო პირი და ტელეფონის ნომერი, ხოლო საფოსტო კოდის მინიჭებას უზრუნველყოფს მიმწოდებელი).
11. შემსყიდველის მიერ არასრული მისამართის, ან/და ტელეფონის ან/და საკონტაქტო პირის მითითების შემთხვევაში და ასევე, არასწორად მითითებული ინფორმაციის აღმოჩენის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია აცნობოს შემსყიდველს და შეასრულოს შემსყიდველის შემდგომი მითითება (მაგ: ინფორმაციის შეცვლა/დამატება/შევსება, გზავნილის უკან დაბრუნება ან სხვა).
12. მიმწოდებელი ვალდებულია მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე შემსყიდველისაგან ჩაიბაროს გასაგზავნი დოკუმენტები/ამანათები რაოდენობისა და და ადრესატების შესახებ ინფორმაციის შესაბამისად.
13. მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს საკურიერო მომსახურება. უზრუნველყოს შემსყიდველისაგან საფოსტო გზავნილის წამოღება შემსყიდველის მიერ მითითებულ მისამართზე, საჭირეობისას ყოველ სამუშაო დღეს არაუგვიანეს 17:00 საათამდე (წინასწარ შეთანხმების შემთხვევაში შესაძლოა დღეში ორჯერ). სასწრაფო გზავნილის მისაღებად მიმწოდებელი საფოსტო გზავნილის მიღების ადგილზე ცხადდება შემსყიდველთან შეთანხმებული ვადის განმავლობაში.


საფოსტო და საკურიერო მომსახურების (საერთაშორისო) ტექნიკური დავალება:

1.მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს საერთაშორისო (საქართველოს საზღვრებს გარეთ ნებისმიერი მიმართულებით) საფოსტო და საკურიერო მომსახურების გაწევა ყოველ სამუშაო დღეს 09:00-17:00 სთ-მდე.
2.მიმწოდებელმა სხვადახვა წონის საფოსტო გზავნილების - წერილობითი ფოსტის, ყველა სახის დოკუმენტის, ამანათების (შემდგომში - „გზავნილი“) გადაგზავნა უნდა განახორციელოს დანართი №1- №1-1 ის მეორე ცხრილის (ფასების ცხრილის) შესაბამისად.
3. შემსყიდველის მიერ შესაძლებელი უნდა იყოს გზავნილის მოძრაობისადმი თვალის მიდევნება ინტერნეტის საშუალებით ონლაინ რეჟიმში - ე.წ. „თრექინგი“. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ყველა გზავნილის „თრექინგ-კოდის“ მიწოდება, გზავნილის რეალურ დროში ადგილმდებარეობის დადგენის მიზნით.
4. მიმწოდებლის წარმომადგენლისათვის/კურიერისთვის შემსყიდველის მიერ გზავნილის გადაცემიდან არაუმეტეს 20 (ოცი) სამუშაო დღის ვადაში ადრესატისათვის გაგზავნილი გზავნილი უნდა ჩაბარდეს კანცელარიას, მისაღებს, ან ასეთივე დანიშნულების სრუქტურულ ერთეულს ან/და პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში-შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უზრუნველყოფს გზავნილი გადასცეს ადრესატს. გზავნილის ჩაბარება უნდა დადასტურდეს შესაბამის ჩაბარების დოკუმენტაციაში გზავნილის მიმღების ხელმოწერით. თუ ადრესატი ან სხვა პირი ადგილზე არ იმყოფება, მიმწოდებლის წარმომადგენელმა მას უნდა დაუტოვოს შეტყობინება. შეტყობინებაში აღნიშნული უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია: გზავნილის ნომერი, საკონტაქტო მონაცემები და გზავნილის სერვისცენტრში დაყოვნების დრო, რა დროის განმავლობაშიც ადრესატმა შეიძლება გაიტანოს გზავნილი მიწოდებლის მისამართიდან.
5. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს შემსყიდველი შტრიხკოდებით შეუფერხებელი და უფასო მომარაგება.
6. მომსახურების კონტროლისა და ანალიზისთვის მიმწოდებელმა უნდა გამოყოს სპეციალური პირი, რომლის კომპეტენცია უნდა განისაზღვროს მომსახურების კონტროლით და საჭიროების შემთხვევაში შემსყიდველის დროული ინფორმირებით;
7. გზავნილის დაზიანების ან დაკარგვის შემთხვევაში სრული პასუხისმგებლობა დაეკისრება მიმწოდებელს.
8. საერთაშორისო ნორმებით დადგენილი წესის შესაბამისად, გზავნილი დაკარგულად ჩაითვლება გაგზავნიდან მაქსიმუმ ერთი თვის გასვლის შემდეგ, რაც გზავნილის მარშრუტის სისტემაში აისახება ელექტრონულად.
9. გზავნილის შემცველობის დაზიანების ან/და დაკარგვის შემთხვევაში, შემსყიდველის არჩევანისამებრ, მიმწოდებელი ან უფასოდ, საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოფს გზავნილის ხელმეორედ გაგზავნას, ან მას დაეკისრება ჯარიმა დაკარგული ან დაზიანებული გზავნილის მომსახურების ღირებულების სრული ოდენობით,
10. მიმწოდებელს გზავნილის გაგზავნამდე შემსყიდველისგან მიეწოდება ადრესატისათვის გზავნილის ჩასაბარებლად საჭირო ინფორმაცია (ადრესატი, ქვეყანა, ქალაქი/პროვინცია/რეგიონი, ადრესატის მისამართი, საკონტრაქტო პირი და ტელეფონის ნომერი, ხოლო საფოსტო კოდის მინიჭებას უზრუნველყოფს მიმწოდებელი).
11. შემსყიდველის მიერ არასრული მისამართის, ტელეფონის ან/და საკონტაქტო პირის მითითების შემთხვევაში, მაგალითად, მხოლოდ საფოსტო ყუთის ნომრის მითითების შემთხვევაში, საკონტაქტო პირისა და ტელეფონის ნომრის გარეშე, გზავნილის მისამართი ჩაითვლება არასრულად. ასეთ შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია აცნობოს შემსყიდველს და შეასრულოს შემსყიდველის შემდგომი მითითება (მაგ: ინფორმაციის შეცვლა/დამატება/შევსება, გზავნილის უკან დაბრუნება ან სხვა). ასევე, გზავნილის გაგზავნისათვის საჭირო ზემოაღნიშნული ინფორმაციის შემსყიდველის მიერ არასწორად მითითებისა და მიმწოდებლის მიერ აღნიშნულის იდენტიფიცირების შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია აცნობოს შემსყიდველს და შეასრულოს შემსყიდველის შემდგომი მითითება (მაგ: ინფორმაციის შეცვლა/დამატება/შევსება, გზავნილის უკან დაბრუნება ან სხვა).
12. შემსყიდველის მიერ მითითებული მისამართისაგან განსხვავებულ მისამართზე გაგზავნილი საერთაშორისო გზავნილის გადამისამართება ხორციელდება იმავე ქალაქში უფასოდ, ამ შემთხვევაში შემსყიდველი უფლებამოსილია განახლებული მისამართი მიმწოდებელს გადასცეს ელექტრონული ფოსტის საშუალებით.
13. მიმწოდებელი ვალდებულია მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე შემსყიდველისაგან ჩაიბაროს გასაგზავნი დოკუმენტები/ამანათები რაოდენობისა და და ადრესატების შესახებ ინფორმაციის შესაბამისად.
14. მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს საკურიერო მომსახურება. უზრუნველყოს შემსყიდველისაგან საფოსტო გზავნილის წამოღება შემსყიდველის მიერ მითითებულ მისამართზე, საჭირეობისას ყოველ სამუშაო დღეს არაუგვიანეს 17:00 საათამდე (წინასწარ შეთანხმების შემთხვევაში შესაძლოა დღეში ორჯერ). სასწრაფო გზავნილის მისაღებად მიმწოდებელი საფოსტო გზავნილის მიღების ადგილზე ცხადდება შემსყიდველთან შეთანხმებული ვადის განმავლობაში.


შენიშვნა:
1. დანართი №1 და 1-1-ში (ფასების ცხრილში) მოცემულია მომსახურების სავარაუდო მოცულობა, რომელიც შეიძლება სრულად არ იქნეს ათვისებული. ასევე, თუ მომსახურების გაწევისას აღმოჩნდა, რომ მომსახურების ჩამონათვალიდან რომელიმე პოზიციაზე მომსახურების მოცულობა (რაოდენობა) ამოიწურა და აღნიშნული მომსახურების გაწევა დამატებით გახდა აუცილებელი, შემსყიდველის შეხედულებისამებრ მხარეთა შეთანხმების საფუძველზე შესაძლებელია ხელშეკრულების ფარგლებში განხორციელდეს ცვლილება სხვა მომსახურების მოცულობის (რაოდენობის) შემცირებით, ხელშეკრულების საერთო ღირებულების შეუცვლელად.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად, შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად, 2026 წლის 01 იანვრიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს საქართველოს და საერთაშორისო ტერიტორიაზე.
მიმწოდებლის მიერ გზავნილის გატანა უნდა განხორციელდეს ახალციხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობებიდან, კერძოდ: ქ.ახალციხე, კოსტავას ქუჩა N18 და ქ.ახალციხე. შალვა ახალციხელის ქუჩა N2.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

1. პრეტენდენტს 2022 წლის 01 იანვრიდან აღნიშნული ტენდერის გამოცხადებამდე პერიოდში უნდა გააჩნდეს ადგილობრივი და საერთაშორისო საფოსტო და საკურიერო მომსახურების გაწევის გამოცდილება არანაკლებ ტენდერის სავარაუდო ღირებულების ოდენობისა.
2 პრეტენდენტმა სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში, სატენდერო წინადადებასთან ერთად, უნდა წარმოადგინოს სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1.1 პუნქტით გათვალისწინებული გამოცდილების დამადასტურებელი ხელშეკრულებ(ებ)ა და ამავე ხელშეკრულებ(ები)ის შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი (მიღება-ჩაბარების აქტები; ან/და ანგარიშ-ფაქტურა ან/და სხვა), სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებ(ებ)ის არსებობის შემთხვევაში თუ მოცემული დოკუმენტები ატვირთულია სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში საკმარისია შესაბამისი განცხადების ნომრ(ებ)ის (SPA, NAT, DAP, CMR) წარმოდგენა.
3. ინფორმაცია გამოცდილების შესახებ წარმოდგენილი უნდა იყოს დანართი N2–ის შესაბამისად.

2.8.1 requirements related to a sub-contractor

1 ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ მიმწოდებელმა წერილობით უნდა აცნობოს შემსყიდველს ქვეკონტრაქტორ(ებ)ის აყვანის ან/და შეცვლის შესახებ (ქვეკონტრაქტორის აყვანის აუცილებლობის მიზეზების დასაბუთებით). ქვეკონტრაქტორ(ებ)ის დასაშვებობის საკითხს წყვეტს შემსყიდველი და მიმწოდებელი ერთობლივი მოლაპარაკების საფუძველზე, რომელიც გაფორმდება წერილობითი ფორმით.
2 ქვეკონტრაქტორი კომპანია არ უნდა იყოს რეგისტრირებული სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში – „შავი სია“.
3 ქვეკონტრაქტორზე წარმოდგენილი იქნას შემდეგი სახის ინფორმაცია:
• გასაწევი მომსახურების დასახელება და ღირებულება;
• ქვეკონტრაქტის ასლი.
4 ამ ხელშეკრულების ფარგლებში დადებული ყველა ქვეკონტრაქტის ხელშეკრულების ასლი უნდა წარედგინოს შემსყიდველს.
5 მომსახურების ნაწილის ქვეკონტრაქტორზე გადაცემით მიმწოდებელი არ თავისუფლდება ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებებიდან.

2.9 other additional requirements

1. იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტი არის ამხანაგობა, მაშინ მისმა მონაწილეებმა ტექნიკურ დოკუმენტაციაში მკაფიოდ უნდა განსაზღვრონ (შინაარსობრივად), თუ თითოეული მონაწილე კონკრეტულად რომელ ვალდებულებას შეასრულებს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში. ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იყოს სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N3 შესაბამისად. ამასთან, დასაშვებია ამხანაგობის მონაწილეთა ფინანსური და მატერიალურ-ტექნიკური შესაძლებლობების დაჯამება, ხოლო არ დაიშვება გამოცდილების შეკრება.
2. ამხანაგობის არცერთი წევრი არ უნდა იყოს რეგისტრირებული სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში – „შავი სია“; წინააღმდეგ შემთხვევაში მოხდება ამხანაგობის დისკვალიფიკაცია წინამდებარე ტენდერიდან დაზუსტების გარეშე.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

პრეტენდენტს სავარაუდო ღირებულებასთან შედარებით საბოლოო ფასის 20%-ით ან მეტით კლების შემთხვევაში მოეთხოვება ფასწარმოქმნის ადეკვატურობა.

ფასწარმოქმნის ადეკვატურობა, შესაძლებელია დასაბუთდეს ექსპერტიზის დასკვნით, ან/და შესაბამის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების/აკრედიტაციის მქონე პირის მიერ გაცემული საექსპერტო ან/და აუდიტორული, ან/და საშემფასებლო დასკვნით (პრეტენდენტის მიერ, დასკვნასთან ერთად, ასევე, წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი), რომელიც ადასტურებს პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებულ ფასად ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობას, როგორც მის მიერ დაფიქსირებულ წინადადების ფასთან (ხარჯთაღრიცხვის ჯამურ ღირებულებასთან), ასევე ხარჯთაღრიცხვის ერთეულებთან მიმართებაში.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

1.მიმწოდებელთან ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ეროვნულ ვალუტაში.
2. ანგარიშსწორება შესაძლებელია განხორციელდეს ეტაპობრივად, მიწოდებული საქონლის ღირებულების შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტების დადასტურებიდან და მიღება ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ.

7.3 time limits for step by step and/or final payment

მიღება ჩაბარების აქტის მხარეთა მიერ ხელმოწერიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ეთერი კაპანაძე, 591449610, axalcixeshesyidvebi@gmail.com მარიამი გოგოლაძე 591449790

additional information/document

10.1 additional information/documents

1. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში – „სისტემა“) შესყიდვის პროცედურები ხორციელდება საქართველოს კანონის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული ,,ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ შესაბამისად.
2. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ფორმა და პირობები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში, რომელიც ხელშეკრულების დადების მომენტისათვის დაზუსტდება სატენდერო წინადადების შესაბამისად.
3. პრედენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება.
4. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ყველა დოკუმენტი და/ან ინფორმაცია ხელმოწერილი და/ან ბეჭედდასმული (ბეჭდის არსებობის შემთხვევაში) უნდა იქნას უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში, ატვირთული უნდა იქნას მინდობილობა ან რწმუნებულება). იმ შემთხვევაში, თუ ხელისმომწერი პირი არ არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი, პრეტენდენტმა სისტემაში უნდა წარმოადგინოს ხელისმომწერი პირის ხელმოწერისათვის გაცემული მინდობილობა. სატენდერო დოკუმენტაციის დანართები უნდა დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ხელმოწერით/კვალიფიციური შტამპით.
5. იმ შემთხვევაში, თუ ხელისმომწერი პირი არ არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი, პრეტენდენტმა სისტემაში უნდა წარმოადგინოს ხელისმომწერი პირის ხელისმოწერისათვის გაცემული მინდობილობა.
6. დანართების №1 და №1-1-ის წარმოუდგენლობა ან/ და განუფასებლად წარმოდგენა გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.
7. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ყველა დოკუმენტი დამოწმებული უნდა იყოს ტენდერის დასრულების დღეს მოქმედი მარეგულირებელი კანონმდებლობის შესაბამისად.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru