1. გასაწევი მომსახურების ტექნიკური და ხარისხობრივი მონაცემების
სრული აღწერა
1.1 ჭერისა და კედლის დასუფთავება – ჭერის და კედლების (მათ შორის სანათი
მოწყობილობების) გაწმენდა კვირაში ერთხელ მშრალად, ხოლო თვეში ერთხელ
სველი ჩვრით შესაბამისი ხსნარის გამოყენებით. საფარზე არსებული ხილული
ლაქების და ჩამჯდარი ჭუჭყის დასუფთავება. დასუფთავების მომსახურება
უნდა განხორციელდეს დასუფთავებისას გამოსაყენებელი საყოფაცხოვრებო,
სპეციალური და პროფესიონალური დანიშნულების საწმენდი და მოსავლელი
ქიმიური და სადეზინფექციო საშუალებების გამოყენებით.
1.2 საოფისე ავეჯის წმენდა – მტვრის გაწმენდა ყოველდღიურად, ნათითურების,
ჩამჯდარი ჭუჭყის, ლაქების მოცილება ავეჯის ზედაპირებიდან და ა.შ.
სკამების და სავარძლების დასუფთავება მტვრის, დაღვრილი
ნივთიერებებისა და ლაქებისაგან. დასუფთავების მომსახურება უნდა
განხორციელდეს დასუფთავებისას გამოსაყენებელი საყოფაცხოვრებო,
სპეციალური და პროფესიონალური დანიშნულების საწმენდი და მოსავლელი
ქიმიური და სადეზინფექციო საშუალებების გამოყენებით.
1.3 კომპიუტერებისა და ორგ. ტექნიკის წმენდა – ზედაპირების ყოველდღიური
დასუფთავება და გაპრიალება. მტვრის, ჩამჯდარი ჭუჭყის და ნათითურების
მოცილება. დასუფთავების მომსახურება უნდა განხორციელდეს
დასუფთავებისას გამოსაყენებელი საყოფაცხოვრებო, სპეციალური და
პროფესიონალური დანიშნულების საწმენდი და მოსავლელი ქიმიური და
სადეზინფექციო საშუალებების გამოყენებით.
1.4 რბილი ავეჯის და რბილი იატაკის დასუფთავება – ავეჯის ყოველდღიური
დასუფთავება მტვერსასრუტით, ლაქებისა და მტვრის მოცილება.
დასუფთავების მომსახურება უნდა განხორციელდეს დასუფთავებისას
გამოსაყენებელი საყოფაცხოვრებო, სპეციალური და პროფესიონალური
დანიშნულების საწმენდი და მოსავლელი ქიმიური და სადეზინფექციო
საშუალებების გამოყენებით.
1.5 სხვადასხვა მყარი იატაკების და იატაკის კუთხეების (გრანიტი, მეთლახი,
ლამინატი და ა.შ) დასუფთავება – იატაკების ყოველდღიური დაგვა და
სპეციალური ხსნარის და ტილოს საშუალებით მოწმენდა. მტვრის, ლაქების,
ღრმად ჩამჯდარი ჭუჭყის მოცილება. დასუფთავების მომსახურება უნდა
განხორციელდეს დასუფთავებისას გამოსაყენებელი საყოფაცხოვრებო,
სპეციალური და პროფესიონალური დანიშნულების საწმენდი და მოსავლელი
ქიმიური და სადეზინფექციო საშუალებების გამოყენებით.
1.6 ფანჯრებისა და მინისებური ზედაპირის წმენდა – მინისებური
ზედაპირებიდან და ფანჯრებიდან ყოველდღიურად მტვრის და ხილული ლაქების,
ნათითურების მოცილება. ფანჯრის თაროების დასუფთავება. დასუფთავების
მომსახურება უნდა განხორციელდეს დასუფთავებისას გამოსაყენებელი
საყოფაცხოვრებო, სპეციალური და პროფესიონალური დანიშნულების
საწმენდი და მოსავლელი ქიმიური და სადეზინფექციო საშუალებების
გამოყენებით.
1.7 დერეფნების, კიბის უჯრედების, კიბის კონსტრუქციის, კიბის უჯრედის
მინის ზედაპირების და სხვა ზოგადი ტერიტორიების დასუფთავება –
დერეფნების, კიბეების და კიბის უჯრედების ყოველდღიური დაგვა. ლაქების
და ჩამჯდარი ჭუჭყის მოცილება, მოაჯირების დასუფთავება. დასუფთავების
მომსახურება უნდა განხორციელდეს დასუფთავებისას გამოსაყენებელი
საყოფაცხოვრებო, სპეციალური და პროფესიონალური დანიშნულების
საწმენდი და მოსავლელი ქიმიური და სადეზინფექციო საშუალებების
გამოყენებით.
დანიშნულების საწმენდი და მოსავლელი ქიმიური და სადეზინფექციო
საშუალებების გამოყენებით.
1.8 სველი წერტილების დასუფთავება – ყოველდღიურად სველი წერტილების
დასუფთავება სადეზინფექციო ხსნარების საშუალებით. ნიჟარების,
იატაკების, კედლების, სარკეების დასუფთავება – გაპრიალება. იატაკზე
განთავსებული არხების და საცობების დასუფთავება. საწმენდი მასალების
და ჰიგიენური საშუალებების ნარჩენებისაგან სველი წერტილების
დასუფთავება. სასაპნეების, ონკანების და ხელსაბანის გაპრიალება.
დასუფთავების მომსახურება უნდა განხორციელდეს დასუფთავებისას
გამოსაყენებელი საყოფაცხოვრებო, სპეციალური და პროფესიონალური
დანიშნულების საწმენდი და მოსავლელი ქიმიური და სადეზინფექციო
საშუალებების გამოყენებით.
1.8.1 ტუალეტის ქაღალდი - არანაკლებ ორფენიანი, თეთრი ფერის, 100%
ცელულოზა,ზომა არანაკლებ 185*110 მმ, ფურცლების რაოდენობა არანაკლებ 200
ცალი.
1.8.2 ხელსახოცი რულონი - რულონი, თეთრი ფერის, 100% ცელულოზა, რულონის სიგრძე
არანაკლებ 250 მეტრი, სიგანე არანაკლებ 19 სმ, სამფენიანი, დამზადების
ტექნოლოგია AIRFLEX /ან ანალოგი (შეწოვადობის მაღალი ხარისხი).
1.9 ნაგვის ვედროების დაცლა, მათში პოლიეთილენის პარკების განთავსება და
ნაგვის გატანა -
განხორციელდება ყოველდღიურად, ნაგვის ვედროები დასუფთავდება
ლაქებისა და ჭუჭყისაგან. დასუფთავების მომსახურება უნდა
განხორციელდეს დასუფთავებისას გამოსაყენებელი საყოფაცხოვრებო,
სპეციალური და პროფესიონალური დანიშნულების საწმენდი და მოსავლელი
ქიმიური და სადეზინფექციო საშუალებების გამოყენებით.
1.10 შენობის მთელი ტერიტორიის გენერალური დასუფთავება (თვეში ერთხელ):
ა) საოფისე ავეჯის, კომპიუტერებისა და ორგტექნიკის კაპიტალური
წმენდა;
ბ) ქრომისა და უჟანგავი ლითონის ზედაპირების წმენდა-პოლირება;
გ) ჭაღებისა და სხვა მანათობელი საშუალებების კაპიტალური წმენდა;
დ) სველი წერტილების კაპიტალური დასუფთავება.
ე) იატაკების, ჭერისა და კედლების, დერეფნების, ფანჯრებისა და
მინისებური ზედაპირების, კიბის უჯრედების კაპიტალური დასუფთავება.
1.11 სველი წერტილებისა და ხალხმრავალი ადგილების სანიტარული დამუშავება
დეზინფექცია – ტერიტორიების დამუშავება სხვადასხვა ინფექციური
გავრცელების საწინააღმდეგო საშუალებებით - განხორციელდება თვეში
ერთხელ. დეზინფექცია, დეზინსექცია, დერატიზაცია და ქვეწარმავლებთან
ბრძოლა - საჭიროების მიხედვით.
1.12 დასუფთავების სპეციფიკური სამუშაოები:
ა) ფანჯრების, ვიტრაჟების და მათი ჩარჩოების კაპიტალური წმენდა
(ორმხრივი) სპეციალური, პროფესიონალური ინვენტარის მეშვეობით - ექვს
თვეში ერთხელ;
ბ) მყარი იატაკების ქიმიური მორეცხვა და პოლირება სპეციალური
აპარატების გამოყენებით - ექვს თვეში ერთხელ;
გ) რბილი ავეჯის და იატაკების წმენდა სპეციალური აპარატის გამოყენებით
(სველი წმენდა) - ექვს თვეში ერთხელ;
1.13 მიმწოდებელმა სამუშაო დროის დაწყებამდე (09:00 საათამდე) ნახევარი
საათით ადრე უნდა უზრუნველყოს მის სამოქმედო ტერიტორიაზე
დასუფთავების ყოველდღიური, ძირითადი სამუშაოების დასრულება.
საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოს დასუფთავების მომსახურება
შრომის კოდექსით გათვალისიწინებულ უქმე დღეებში. ოპერატიული
დასუფთავების სამუშაოები უნდა განხორციელდეს ყოველდღიურად მორიგე
თანამშრომლების მიერ, დასუფთავების მიმდინარე სამუშაოების
დასრულების შემდეგ. მომსახურე პერსონალის რაოდენობა - მინიმუმ 7
თანამშრომელით, აქედან ერთი ელექტრიკოსი, რომელიც მომსახურებას გაწევს
სამუშაო საათებში.
1.14 თავისუფლების ქუჩა N26 ში მდებარე ახალგახრდული ცენტრის ფართის
დალაგება უნდა განხორციელდეს, აღნიშნულ ფართში დაგეგმილი შეხვედრების
წინა დღეს და შეხვედრის დასრულების შემდეგ (საორიენტაციოდ 130 შეხვედრა).
მომსახურე პერსონალს, ჩანიშნულ შეხვედრასთან დაკავშირებით, წინასწარ
ეცნობება შემსყიდველის მიერ.
მომსახურე პერსონალის დარიცხული ხელფასი არ უნდა იყოს 790 ლარზე
ნაკლები.
ხოლო მორიგე თანამშრომლის დარიცხული ხელფასი არ უნდა იყოს 850 ლარზე
ნაკლები.
1.14 მორიგე თანამშრომლებმა უნდა განახორციელონ:
ა) შენობის მთელი ტერიტორიის ერთ საათიანი შემოვლა, რომლის დროსაც
მორიგემ უნდა დაათვალიეროს მთელი ტერიტორია და ოპერატიულად
აღმოფხვრას მიმდინარე პერიოდში წარმოქმნილი ნებისმიერი სახის
დაბინძურება.
ბ) შემოსულ ინფორმაციაზე შესაბამისი რეაგირება, რომლის დროსაც მორიგემ
ინფორმაციის მიღებისთანავე ოპერატიულად უნდა უზრუნველყოს
წარმოქმნილი დაბინძურების აღმოფხვრა. (ინფორმაცია გაიცემა, როგორც
პირადად ასევე, პასუხისმგებელ პირზე მიმაგრებულ მობილურ ტელეფონზე და
კომპანიის ცხელ ხაზზე).
გ) შენობის მთელ ტერიტორიაზე არსებულ საერთო მოხმარების სველ
წერტილებში მათ შორის სამზარეულოს ოთახში, მორიგე თანამშრომლებმა უნდა
განახორციელონ შემოვლა ყოველ საათში ერთხელ და აღმოფხვრან მიმდინარე
პერიოდში წარმოშობილი ნებისმიერი სახის დაბინძურება, შეამოწმონ და
შეავსონ ჰიგიენური პროდუქციის მარაგი. ამასთან, უნდა მოახდინონ
რეაგირება მათი სამოქმედო ტერიტორიის დაბინძურებასთან დაკავშირებით
შემოსულ ინფორმაციაზე.
გენერალური დასუფთავების სამუშაოები უნდა განხორციელდეს შესაბამის
ობიექტზე დასაქმებული ყველა თანამშრომლის მიერ თვეში ერთხელ,
არასამუშაო დღეს შაბათს ან კვირას.
მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს:
2.1 მომსახურე პერსონალის, აღჭურვილობით, ინვენტარით და სახარჯი მასალით
სრულყოფილი მომარაგება.
2.2 შენობაში/სათავსოებში სანიტარულ-ჰიგიენური და ხანძარსაწინააღმდეგო
ნორმების დაცვა, ყოველთვიური გენერალური დასუფთავება და ნაგვის გატანა
(ოთახების, ფანჯრების ორმხრივი, კარფანჯრის ჩარჩოების, კიბის უჯრედის,
იატაკის რეცხვა-წმენდა), ყოველდღიურად უზრუნველყოს მორიგე-დამლაგებლის
მომსახურება, სველი წერტილების სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა,
მათ შორის მათი აღჭურვა ტუალეტის ქაღალდებით, ხელის საწმენდი ქაღალდით,
თხევადი საპნებით, ჰაერის გამწმენდი აეროზოლებით და ურნაში ჩასაფენი
პარკებით, ხელსაწმენდი ქაღალდების და ქაღალდების მოსათავსებლად 2 ცალი
სპეციალური აპარატით, ტუალეტის ქაღალდების და თხევადი საპნის
აპარატებით (დისპენსერები) და ურნებით უზრუნველყოფა.
2.3 შენობაში არსებული ელექტრომომარაგების, კანალიზაციის, გათბობის და
სხვა კომუნალური სისტემების გამართული ფუნქციონირება. (ერთჯერადი
დაზიანების შემთხვევაში არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარის ღირებულების
სამუშაოების შესრულება )
2.4 ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 15 ადმინისტრაციული ერთეულისთვის, სამ
თვეში ერთხელ, დასუფთავებისათვის საჭირო ინვენტარის და სადეზინფექციო
ხსნარების მიწოდება.მომსახურების გაწევისათვის საჭირო მასალებისა და
ინვენტარის წინასწარი შემოტანის შემთხვევაში მომწოდებელი ვალდებულია
საკუთარი ხარჯებითა რესურსით მოახდინოს მისი დასაწყობება
შემსყიდველის მიერ მითითებულ ადგილზე, აღნიშნული პროცესი უნდა
განხორციელდეს სამუშაო საათებში.
2.5 მონიტორინგი განხორციელდება ხელშეკრულებით განსაზღვრული
ინსპექტირების ჯგუფის წევრ(ებ)ის მიერ.
2.6 შენობაში განთავსებული სანიტარული კვანძის (ოთხი კაბინა, ორი
ხელსაბანი) და კანალიზაციის სისტემის ტექნიკური მომსახურება.