Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Строительно-монтажные работы (Грузия - Тендер #69312099)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: AGENCY OF MUNICIPAL SERVICES
Номер конкурса: 69312099
Дата публикации: 16-12-2025
Сумма контракта: 347 025


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT250023419
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 15.12.2025 18:01
Начало приема предложения 01.01.2026 00:00
Истекает срок принятия предложений 06.01.2026 12:00
Предполагаемая цена закупки 347`025.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 45300000-Строительно-монтажные работы
Коды классификатора
  • 45340000 - Работы по установке ограждения, перил и защитных устройств
  • 45341000 - Работы по установке поручней
  • 45342000 - Возведение ограждения
  • 45350000 - Монтажные работы
  • 45351000 - Монтажные инженерные работы
Срок подачи ეტაპობრივად, ხელშეკრულების გაფორმებიდან (მაგრამ არაუადრეს 2026 წლის 01 იანვრიდან) 2026 წლის 25 დეკემბრის ჩათვლით
Дополнительная информация
დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ 577 11 21 31
ტექნიკური დეტალების დასაზუსტებლად 555 10 10 93
Количество и объём закупок იხ. დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 3`470.00 GEL
Размер гарантии 3`470 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: aleksi khatashvili :: 15.12.2025 10:08
  • Последнее исправление: aleksi khatashvili :: 15.12.2025 18:01
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=660800&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

ქ.ბათუმში, დეკორატიული გზაგამყოფი ღობეების, მოაჯირების, საყვავილეებისა და ურნების მოვლა-პატრონობის სამუშაოები.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

ტექნიკური პირობები
ა) გზაგამყოფი დეკორატიული ღობეების აღდგენითი (განახლებითი) სარემონტო-სამონტაჟო სამუშაოების წარმოება სხვადასხვა მიზეზით გამოწვეული დაზიანებების შემთხვევაში, კერძოდ დაზიანებული გზაგამყოფი დეკორატიული ღობის (ასევე ხიდის მოაჯირის, დეკორატიული მოაჯირის,დეკორატიული საყვავილის და სხვა ანალოგიურის) აღდგენა (შეკეთება) მონტაჟით.
ბ) სარემონტო-სამონტაჟო სამუშაოების ჩატარების შემდგომ აღდგენილი ან/და ახლად დამონტაჟებული მონაკვეთის შეღებვა არსებულის შესაბამისად, შეღებვის წინ მასალის ზედაპირის მომზადებით (გაფხეკა, გაწმენდა, ზუმფარის სახეხი ქაღალდით დამუშავება);
გ) გზაგამყოფი დეკორატიული ღობეების (ასევე ხიდის მოაჯირის, დეკორატიული მოაჯირის, დეკორატიული საყვავილის და სხვა ანალოგიურის) დამუშავება-შეღებვა შემსყიდველის მიერ მითითებული მისამართების შესაბამისად;
დ) ახალი დეკორატიული საყვავილეს დამზადება - მონტაჟი (არსებულის მსგავსი)
ე) დაზიანებული დეკორატიული საყვავილეს სარემონტო-სამონტაჟო სამუშაოები (ადგილზე)
ვ) დეკორატიული საყვავილეების შეღებვა
ზ) ტროტუარზე დასამონტაჟებელი ახალი დეკორატიული ღობის დამზადება - მონტაჟი (არსებულის მსგავსი)
თ) ტროტუარზე დაზიანებული დეკორატიული ღობის აღდგენა - მონტაჟი (ადგილზე)
ი) ტროტუარზე დეკორატიული ღობის შეღებვა
კ) ტროტუარზე დასამონტაჟებელი ახალი დეკორატიული ბოძის დამზადება - მონტაჟი (არსებულის მსგავსი)
ლ) ტროტუარზე დეკორატიული ბოძის შეღებვა
მ) ტროტუარზე დასამონტაჟებელი ახალი დეკორატიული ურნის დამზადება - მონტაჟი (არსებულის მსგავსი)
ნ) ტროტუარზე დაზიანებული დეკორატიული ურნის დამზადება - მონტაჟი (არსებულის მსგავსი)
ო) ტროტუარზე დეკორატიული ურნების შეღებვა
პ) ახალი ხიდბოგირები ღობის დამზადება - მონტაჟი (არსებულის მსგავსი)
ჟ) დაზიანებული ხიდბოგირების ღობის სარემონტო-სამონტაჟო სამუშაოები (ადგილზე)
რ) ხიდბოგირების ღობეების შეღებვა
ს) გამოყენებული მასალები: რკინა-(სისქე არანაკლებ არსებულისა), საღებავი-შავი ფერის (შესაძლებელია გამოყენებულ იქნას სხვა ფერი - მოთხოვნის შესაბამისად), ანტიკოროზიული, ოლიფით;
ტ) სარემონტო-სამონტაჟო სამუშაოები განხორციელდება შემსყიდველი ორგანიზაციის მოთხოვნის შემთხვევაში მის მიერ მითითებულ მისამართებზე;
შენიშვნა: ახალი რკინის მოაჯირის დამონტაჟების (ადგილები სადაც არ არის დამონტაჟებული მოაჯირები) შემთხვევაში პრეტენდენტმა უნდა გაითვალისწინოს საყრდენი ბოძების, დეკორატიული ელემენტებისა და მონტაჟის ხარჯები.

უ) სამუშაოს აღწერა და რაოდენობები:
1) ახალი გზაგამყოფი დეკორატიული ღობის დამზადება-მონტაჟი - 1000 ცალი.
2) დაზიანებული გზაგამყოფი დეკორატიული ღობის სარემონტო-სამონტაჟო სამუშაოები (ადგილზე) – 1500 ცალი.
3) დეკორატიული ღობეების შეღებვა - 3000 კვ.მ;
4) ახალი დეკორატიული საყვავილეს დამზადება-მონტაჟი - 10 ცალი
5) დაზიანებული დეკორატიული საყვავილეს სარემონტო-სამონტაჟო სამუშაოები (ადგილზე) - 80 ცალი.
6) დეკორატიული საყვავილეების შეღებვა - 30 ცალი
7) ტროტუარზე დასამონტაჟებელი ახალი დეკორატიული ღობის დამზადება-მონტაჟი (არსებულის მზგავსი) - 55 ცალი.
8) ტროტუარზე დაზიანებული დეკორატიული ღობის აღდგენა-მონტაჟი (ადგილზე) - 75 ცალი.
9) ტროტუარზე დეკორატიული ღობის შეღებვა - 3000 კვ.მ
10) ტროტუარზე დასამონტაჟებელი ახალი დეკორატიული ბოძის დამზადება-მონტაჟი - 30 ცალი.
11) ტროტუარზე დაზიანებული დეკორატიული ბოძის აღდგენა-მონტაჟი - 50 ცალი.
12) ტროტუარზე დეკორატიული ბოძის შეღებვა - 500 ცალი.
13) ტროტუარზე დასამონტაჟებელი ახალი დეკორატიული ურნის დამზადება-მონტაჟი - 10 ცალი.
14) ტროტუარზე დაზიანებული დეკორატიული ურნის აღდგენა-მონტაჟი - 25 ცალი.
15) ტროტუარზე დეკორატიული ურნების შეღებვა - 20 ცალი.
16) ახალი ხიდბოგირები ღობის დამზადება-მონტაჟი - 50 ცალი.
17) დაზიანებული ხიდბოგირების ღობის სარემონტო-სამონტაჟო სამუშაოები (ადგილზე) - 100 ცალი.
18) ხიდბოგირების ღობეების შეღებვა - 500 კვ.მ.

ფ) ხარჯთაღრიცხვაში და ტექნიკურ დავალებაში მოცემული რაოდენობა არის სავარაუდო და შესაძლებელია ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში მათი სრულად დაკვეთა არ განხორციელდეს შემსყიდველის მიერ;
ქ) სამუშაოების წარმოების პირობები უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ წესებსა და ნორმებს. სამუშაოების შესრულების პროცესში უზრუნველყოს სამუშაო ადგილის შემოფარგვლა და დამცავი გამაფრთხილებელი თვალსაჩინოების დაყენება. მიმწოდებლების მასალებისა და კონსტრუქციების ხარისხი უნდა შეესაბამებოდეს საქართველოში მოქმედ სტანდარტებსა და სამშენებლო ნორმებს. სამუშაოს დაწყებისთანავე წარმოდგენილი იქნეს სამუშაოს წარმოების ჟურნალი. სამუშაოების წარმოებისას აუცილებელია СHиП-ებით ხელმძღვანელობა, შესრულება და დაცვა მათი მოთხოვნებისა შრომის დაცვასა და უსაფრთხოების ტექნიკაში. მომუშავენი უზრუნველყოფილი უნდა იყვნენ ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით და ასევე უნდა სრულდებოდეს საერთო კოლექტიური დაცვის ღონისძიებებიც. აუცილებელია უსაფრთხოების წესების, ნორმებისა და ინსტრუქციების დაცვა. სამუშაოების შესრულებისას, მიმწოდებელმა თითოეული სამუშაოსთვის უნდა უზრუნველყოს ისეთი უსაფრთხო და ადამიანის ჯანმრთელობისათვის უვნებელი სამუშაო პირობები, რის შესაძლებლობასაც იძლევა საქმიანობის ხასიათი. ყველა სამუშაო უნდა შესრულდეს იმ ადგილობრივი და სახელმწიფო კანონების, კოდექსების, მოთხოვნებისა და დადგენილებების შესაბამისად, რომლებიც ეხება ადამიანთა უსაფრთხოებას, ჯანმრთელობის დაცვასა და კეთილდღეობას. შემსრულებელი კარგად უნდა იცნობდეს და უნდა ემორჩილებოდეს ყველა სამშენებლო წესს, რომელიც კანონითაა დადგენილი. შემსრულებელმა უნდა უზრუნველყოს სამუშაოთა უსაფრთხოებისათვის საჭირო ყველა წესისა და ინსტრუქციის შესრულება, რათა შეძლებისდაგვარად აიცილოს უბედური შემთხვევები და მინიმუმამდე დაიყვანოს თავისი მუშაკების და სხვა ადამიანთა ზარალი. სამუშაო ტერიტორიაზე უნდა იყოს შესაბამისი ნიშნები და გაფრთხილებები. სამუშაოთა წარმოების დროს განსაკუთრებით ყურადღებით უნდა შესრულდეს მიწის სამუშაოები ჭრილში კომუნიკაციების (ელ. კაბელის, გაზსადენის, წყალსადენის და სხვა) ფარგლებში. აუცილებელია სამუშაოთა წარმოების ზონაში მოხვედრილი კომუნიკაციების მფლობელთა თანდასწრება და მათი მოთხოვნების გათვალისწინება. შემსრულებელმა უნდა ჩაატაროს ღონისძიებები, მიიღოს უსაფრთხოების შესაფერისი ზომები და განახორციელოს ყველა საჭირო სამუშაო ხელშეკრულების ფარგლებში, შეათანხმოს აღნიშნული სამუშაოები შესაბამის სამსახურებთან, მის სამუშაო ტერიტორიაზე ელექტროენერგიის, ტელეგრაფის, ტელეფონის ხაზების, ბუნებრივი გაზის სადენების და სხვა კომუნალური აღჭურვილობის დასაცავად და მათზე ზემოქმედების თავიდან ასაცილებლად. აღნიშნულთან დაკავშირებული ხარჯები უნდა გაიღოს შემსრულებელმა. შემსრულებელმა უნდა დაიცვას და გაათავისუფლოს დამკვეთი ყოველგვარი პრეტენზიისაგან, მოთხოვნისაგან, სარჩელისაგან, ზარალის ანაზღაურებისაგან და ხარჯებისაგან, რომელიც შეიძლება წარმოიშვას ზემოაღნიშნული ზემოქმედების შედეგად ან მასთან კავშირში. შემსრულებელი ვალდებულია სათანადოდ დაიცვას ყველა კომუნიკაცია დაზიანებისაგან და გაფუჭებისაგან ხელშეკრულებისის მოქმედების პერიოდში. შემსრულებელმა უნდა მიიღოს ყველა საჭირო ზომა შენობის, ნაგებობის, მილსადენების, კაბელების, კანალიზაციის, რკინიგზის და სხვა კომუნიკაციების დასაცავად.
ღ) გამოყენებული მასალები - ყველა გამოყენებული მასალა უნდა იყოს მაღალხარისხიანი და უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოში მოქმედ ყველა სამშენებლო ნორმებსა და სტანდარტებს. ყველა მასალები, მოწყობილობები, საკომპლექტო ნაწილები, სამარაგო საგნები, მოწოდებული კონტრაქტის ფარგლებში, უნდა იყოს ახალი, უხმარი, სტანდარტული, მაღალი ხარისხის, საუკეთესო დონეზე დაპროექტებული და დამზადებული. უხარისხო ან დაბალი ხარისხის მასალები, მოწყობილობები და საკომპლექტო ნაწილები არ მიიღება და მათი გამოყენება არ იქნება ნებადართული.
ყ) სამუშაო ადგილის მომზადება, გარემოს დაცვა - მიმწოდებელი პასუხისმგებელია შეასრულოს სამუშაოები შრომის უსაფრთხოების პირობების დაცვით, უზრუნველყოს სამუშაო ადგილის ფარგლებში გარემოზე ეკოლოგიური ზემოქმედების მინიმუმამდე დაყვანა.

დანართში იხ. გზაგამყოფი ღობის ესკიზი რომელიც უნდა დამონტაჟდეს ახალ ლოკაციებზე. ღირებულებაში შედის ღობის სრული კონსტრუქციისა და მისი მონტაჟის ღირებულება.

განსხვავებული გზაგამყოფების, ხიდბოგირების და ტროტუარზე არსებული ღობეების დამზადება/მონტაჟი/შეკეთება/შეღებვა პირობებში, პრეტენდენტმა უნდა იხელმძღვანელოს არსებულის ანალოგიური მასალებითა და პარამეტრებით.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

ხელშეკრულების გაფორმებიდან, მაგრამ არაუადრეს 2026 წლის 01 იანვრიდან, 2026 წლის 25 დეკემბრის ჩათვლით.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

ქ. ბათუმის ტერიტორია. სამუშაოების შესრულების ფორმა მოცემულია ტექნიკურ პირობებში.

1.6 guarantee period for the works to be performed

ა) საგარანტიო პერიოდი შეადგენს 24 თვეს საბოლოო მიღება ჩაბარების აქტის გაფორმებიდან;
ბ) საგარანტიო პერიოდის განმავლობაში ხარვეზის გამოვლენის შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველის მიერ დადგენილ ვადაში მოახდინოს გამოვლენილი ხარვეზის აღმოფხვა ისე, რომ შესრულებული სამუშაოები სრულ შესაბამისობაში იყოს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

ა) ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს (შესყიდვაში მონაწილეობის მსურველ პირს) 2023-2025 წლებში შესრულებული უნდა ჰქონდეს ტენდერით გათვალისწინებული ანალოგიური ხასიათის, სირთულისა და შინაარსის (დეკორატიული გზაგამყოფი ღობეების, მოაჯირების, საყვავილეებისა, ურნების და მსგავსი ლითონის კონსტრუქციების დამზადება-მონტაჟის სამუშაოები). სამუშაოები საერთო ღირებულებით არანაკლებ 400 000 (ოთხასი ათასი) ლარის ოდენობით.
ბ) პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ტენდერით გათვალისწინებული ანალოგიური ხასიათის, სირთულისა და შინაარსის სამუშაოს შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები (ხელშეკრულების ასლები ხარჯთაღრიცხვით, სამუშაოს შესრულების მიღება-ჩაბარების აქტების ასლები, ფორმა №2).
გ) არასახელმწიფო შესყიდვის ან სახელმწიფო შესყიდვის ქვეკონტრაქტორის შემთხვევაში, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ხელშეკრულების ასლები ხარჯთაღრიცხვით, სამუშაოს შესრულების ფორმა N2, მიღება-ჩაბარების აქტების ასლები, ანგარიშ-ფაქტურების ქსეროასლები.
დ) სახელმწიფო შეყიდვის შემთხვევაში თუ პრეტენდენტის მიერ მითითებული იქნება NAT/SPA/CMR ან სხვა ნომრები და ხელშეკრულების შესრულების მიმდინარეობის ანგარიშში ატვირთული იქნება ყველა ის შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტები, რაც გათვალისწინებულია სატენდერო დოკუმენტაციით, დამატებით წარმოდგენას არ საჭიროებს ხელშეკრულების ასლები ხარჯთაღრიცხვით, სამუშაოს შესრულების ფორმა N2, მიღება-ჩაბარების აქტების ასლები.
ე) სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადასტურების მიზნით, უცხოური საწარმოს/უცხოური საწარმოს ფილიალის/წარმომადგენლობის მიერ ან სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში სხვა პრეტენდენტის მიერ წარმოგენილ უცხო ქვეყანაში შედგენილ გამოცდილების შესახებ დოკუმენტზე ხელმოწერები დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიუსის ან შესაბამისი საჯაროსამართლებრივი უფლებამოსილების მქონე პირის მიერ, ხოლო ამ უკანასკნელის ხელმოწერა-ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული და მას თან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.

2.9 other additional requirements

პრეტენდენტმა სისტემის მეშვეობით უნდა წარმოადგინოს:
1) ფასების ცხრილი
2) ინფორმაცია გამოცდილების შესახებ (კითხვარის 2.2.1. მუხლის მიხედვით).

პრეტენდენტის მიერ შევსებული ყველა დოკუმენტი დადასტურებული უნდა იყოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან შტამპით

ტენდერში მონაწილე ყველა პრეტენდენტი ავტომატურად ეთანხმება პირობებს.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალი იქნება შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, პრეტენდენტს მოეთხოვება ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება. პრეტენდენტმა ფასწარმოქმნის ადეკვატურობა უნდა დაადასტუროს სერთიფიცირებული აუდიტის ან აკრედიტირებული საექსპერტო ან საშემფასებლო ორგანოს დასკვნით. ამასთან, ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთების წარუდგენლობა გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას. პრეტენდენტის მიერ წარდგენილი ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება დაზუსტებას არ ექვემდებარება.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

guarantee for assurance of contract performance

6.1 guarantees for assurance of contract performance are requested

2 Процентов

6.2 guarantees are requested in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value

5 Процентов

6.3 duration of guarantee

ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა 60 (სამოცი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების ვადას. (არაუადრეს 2027 წლის 25 თებერვალი).

6.4 terms and conditions of guarantee

უპირობო, გამოუთხოვადი ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნას საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის" მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში.

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

ანგარიშსწორება მიმწოდებელთან განხორციელდება ეტაპობრივად, შესრულებული სამუშაოს შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების, გადახდის სერთიფიკატის და დღგ-ს ანგარიშ-ფაქტურის წარმოდგენის შემდეგ;

7.3 time limits for step by step and/or final payment

არაუმეტეს 10 დღე

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ალექსი ხათაშვილი, 577112131, servisebissaagento@gmail.com

additional information/document

10.1 additional information/documents

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru