Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Страховые и пенсионные услуги (Грузия - Тендер #69154500)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Animals monitoring agency
Номер конкурса: 69154500
Дата публикации: 08-12-2025


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT) По прейскуранту
Номер заявки NAT250022672
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 08.12.2025 16:36
Начало приема предложения 16.12.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 19.12.2025 16:30
Предполагаемая цена прейскуранта 57.00 GEL
Контрактная цена объекта закупки 157`320.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 66500000-Страховые и пенсионные услуги
Коды классификатора
  • 66512200 - Услуги по страхованию здоровья
Срок подачи ხელშეკრულების დადებიდან 2026 წლის 01-ლი იანვრიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდი
Дополнительная информация
Количество и объём закупок იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 1.00 GEL
Размер гарантии 1`573 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: inga gabriadze :: 05.12.2025 15:18
  • Последнее исправление: inga gabriadze :: 08.12.2025 16:36
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=659263&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

სსიპ - ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მიერ, 2026 წლის განმავლობაში, სააგენტოს თანამშრომლების ჯანმრთელობის დაზღვევის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1.2.1. სადაზღვევო პერიოდში (2026 წელს) მიმწოდებელმა უნდა დააზღვიოს სსიპ - ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მინიმუმ 170 (ას სამოცდაათი) თანამშრომელი (ასაკის შეუზღუდავად), აღნიშნულ პერიოდში ყოველთვიურად შესაძლებელია შეიცვალოს დაზღვეულთა რაოდენობა, ზრდის მიმართულებით, არაუმეტეს 230 (ორას ოცდაათი) თანამშრომლისა.
1.2.2. მიმწოდებელი ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 (ერთი) თვის მანძილზე სადაზღვევო პაკეტით გათვალისწინებული სააგენტოს თანამშრომლების გარდა, დააზღვიოს სსიპ - ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს თანამშრომლების ოჯახის წევრები (მეუღლე 65 – წლამდე და შვილები 18–წლამდე), რომლებიც გამოთქვამენ ჯანმრთელობის დაზღვევის მომსახურების მიღების სურვილს, იმავე სადაზღვევო პაკეტით, პირობებითა და ღირებულებით, რა ღირებულებაც განისაზღვრება სატენდერო ხელშეკრულებით. ამასთან ოჯახის წევრ(ებ)ის (მეუღლე 65 – წლამდე და შვილები 18–წლამდე) დაზღვევის შემთხვევაში, თითოეულ ასეთ პირზე ერთი თვის სადაზღვევო პრემია არ უნდა აღემატებოდეს თანამშრომლის 1 (ერთი) თვის სადაზღვევო პრემიის ოდენობას.
1.2.3. მზღვეველმა უნდა უზრუნველყოს დაზღვეულის და მათი ოჯახის წევრებისათვის, სურვილის შემთხვევაში, საკუთარი ხარჯით (კუთვნილი ხელფასიდან) გაიუმჯობესონ სადაზღვევო მომსახურების პაკეტი (საბაზისო პაკეტი). ამასთან, შემსყიდველი უზრუნველყოფს დაზღვეულთა ხელფასიდან შესაბამისი დამატებითი ან/და გაუმჯობესებული სადაზღვევო მომსახურების ღირებულების დაკავებას და მზღვეველისათვის გადარიცხვას.
1.2.4. სადაზღვევო მომსახურების მთელი პერიოდის განმავლობაში, მზღვეველმა უნდა უზრუნველყოს ახლად მიღებული თანამშრომლის, აგრეთვე თანამშრომლის დაოჯახების ან შვილის შეძენის შემთხვევაში, ოჯახის ახალი წევრ(ებ)ის დაზღვევა, რომელიც განხორციელდება ამ ფაქტების დადგომიდან პირველი ერთი თვის განმავლობაში (პირად მონაცემებთან ერთად, დანიშვნის ბრძანების/ხელშეკრულების და/ან ქორწინების ან ჯვრისწერის მოწმობის, ან დაბადების მოწმობის წარმოდგენის საფუძველზე).
1.2.5. წინამდებარე ტენდერის ჩატარების შედეგად დასაზღვევ თანამშრომლებს, უფლება აქვთ სურვილისამებრ აირჩიონ სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებული სადაზღვევო ბარათი: ,,საბაზისო’’ ან დამატებითი ბარათი (B), გამონაკლისს წარმოადგენს დამატებით ბარათი (A) - რომელიც განკუთვნილია მხოლოდ მაღალი რგოლის მენეჯერებისთვის.
1.2.6. სამედიცინო მომსახურების მიღება დაზღვეულმა საჭიროების შემთხვევაში უნდა შეძლოს, ოჯახის ექიმის მიმართვით, მზღვეველის მიერ წარმოდგენილ პროვაიდერ კლინიკებში, ასევე ოჯახის ექიმის მიმართვის გარეშე ნებისმიერ ლიცენზირებულ არაპროვაიდერ სამედიცინო დაწესებულებაში;
1.2.7. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს, საავადმყოფო ფურცლის (ბიულეტინის) გაცემის შესაძლებლობა ოჯახის ექიმის მიერ, დამატებითი გადასახადის გარეშე;
1.2.8. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს, საჭიროების შემთხვევაში, პირადი ექიმის მიერ დაზღვეულზე ფორმა #IV-100ა-ს გაცემა კანონმდებლობით გათვალისწინებული წესების სრული დაცვით, გადასახადის გარეშე;
1.2.9. იმ შემთხვევაში, თუ დაავადების ასანაზღაურებელი თანხის თანაგადამხდელი არის საყოველთაო დაზღვევა, სადაზღვევო კომპანია თვითონ აგვარებს ყველა იურიდიულ და ფინანსურ საკითხს საყოველთაო დაზღვევასთან და იხდის საყოველთაო დაზღვევის მიერ არაანაზღაურებად წილს;
1.2.10. პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულება წარმოადგენს სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული ინდივიდუალური „საბაზისო სადაზღვევო პაკეტის“ ერთეულის ღირებულებას (ერთი თვის სადაზღვევო პრემია ერთ დაზღვეულ თანამშრომელზე). პრეისკურანტის საბოლოო ღირებულება უნდა ითვალისწინებდეს შესაბამისი მომსახურების გაწევასთან დაკავშირებულ ყველა სახის ხარჯს, მათ შორის მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ გადასახადებს (გარდა საშემოსავლო გადასახადისა, რომლის გადახდას უზრუნველყოფს შემსყიდველი).
1.2.11. შესყიდვის ობიექტის სახელშეკრულებო საორიენტაციო ღირებულება შეადგენს 157 320.00 (ას ორმოცდაჩვიდმეტი ათას სამას ოცი) ლარს;
1.2.12. ინდივიდუალური „საბაზისო ბარათის“ ღირებულება წარმოადგენს პრეისკურანტის ღირებულებას. შემოთავაზებული სადაზღვევო პრემიის ოდენობა არ შეიძლება აღემატებოდეს ტექნიკურ დავალებაში შესაბამის პოზიციებზე შემსყიდველის მიერ მითითებულ სავარაუდო ფასებს. პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულებასა და პრეტენდენტის შემოთავაზებულ ფასს შორის სხვაობის შემთხვევაში, პრეტენდენტი ვალდებულია განახორციელოს ფასის კლება, საოჯახო სადაზღვევო პაკეტებისა და „დამატებით სადაზღვევო ბარათებზე“ მითითებულ ფასებზე (A ბარათი, B ბარათი), არანაკლებ „საბაზისო ბარათზე“ განხორციელებული ფასის კლების შესაბამისი პროცენტული ოდენობით.
1.2.13. დაზღვევის მომსახურების გაწევის პერიოდია 2026 წლის 01 იანვრიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, თუ შესყიდვის პროცედურების გახანგრძლივებიდან გამომდინარე ხელშეკრულების დადების თარიღი გადაიწევს 2026 წლის 01 იანვრის შემდგომ, შესაბამისად მომსახურების გაწევის ვადა აითვლება ხელშეკრულების დადების თარიღიდან;
1.2.14. ორმაგი დაზღვევის არსებობის შემთხვევაში, მიმწოდებელმა (მზღვეველმა) უნდა გაყოს სადაზღვევო შემთხვევის ხარჯები სხვა მზღვეველთან, სოლიდრობის პრინციპის დაცვით.
1.2.15. შესყიდვის ობიექტის აღწერა მოცემულია თანდართულ ფაილში დანართი N1.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

1.4.1. მომსახურების გაწევის ვადაა 2026 წლის 01 იანვრიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, შემსყიდველის მხრიდან ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ გადაცემული დასაზღვევ პირთა მონაცემების მიხედვით;
1.4.2. შესყიდვის პროცედურებიდან გამომდინარე შესაძლებელია ხელშეკრულების დადების თარიღი გადაიწიოს 2026 წლის 01 იანვრის შემდგომ, შესაბამისად მომსახურების გაწევის ვადა განისაზღვრება და აითვლება - ხელშეკრულების დადებიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდი.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1.5.1. სადაზღვევო მომსახურების პაკეტით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს, საქართველოს მასშტაბით, მათ შორის დედაქალაქის რაიონებში, თვითმმართველ ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებში, პროვაიდერ (კონტრაქტორი) სამედიცინო დაწესებულებებში.
1.5.2. სამედიცინო მომსახურების საჭიროების შესახებ დაზღვეულს, ან ნებისმიერ სხვა დაინტერესებულ პირს შეუძლია მიმართოს ოჯახის ექიმს (სადღეღამისო სატელეფონო საინფორმაციო სამსახურის დახმარებით შესაძლებელი უნდა იყოს ოჯახის ექიმთან დაკავშირება) და ოჯახის ექიმის მიმართვის/საგარანტიო წერილის საფუძველზე, მიმართოს პროვაიდერ კლინიკას გასაწევი მომსახურების მისაღებად;
1.5.3. პრეტენდენტს უნდა ჰყავდეს ოჯახის ექიმთა საკმარისი რაოდენობა, რათა დაზღვეულმა ოჯახის ექიმთან (გეგმიური) ვიზიტი განახორციელოს შეტყობინების მიღებიდან არაუგვიანეს 2 (ორი) დღისა;
1.5.4. მზღვეველმა უნდა უზრუნველყოს, რომ ოჯახის ექიმმა დაზღვეულს მისცეს მიმართვა, ხელშეკრულების პირობების გათვალისწინებით, შეუზღუდავად პროვაიდერ კლინიკებში, ნებისმიერი პროფილის ექიმ(ებ)თან;
1.5.5. მზღვეველმა უნდა უზრუნველყოს, რომ სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას დაზღვეულს პროვაიდერ (კონტრაქტორ) სამედიცინო დაწესებულებაში ოჯახის ექიმის მიმართვის/საგარანტიო წერილის საფუძველზე მომსახურების მიღებისას არ მოუწიოს თანხის გადახდა, გარდა მის მიერ გადასახდელი პროცენტისა;
1.5.6. სააგენტოს დაზღვეული თანამშრომლებისთვის სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს მიყენებული ზიანი (ცხოველის, ქვეწარმავლის დაკბენის შემთხვევის დროს - პირველადი დახმარება, ანტირაბიული ვაქცინაცია, თავის შემდგომი გეგმიური აცრებით და საგანგებო სიტუაციების დროს მიყენებული ტრავმები) დაფინანსდება სრულად გადაუდებელი ლიმიტით 100%;
1.5.7. გადაუდებელ შემთხვევაში, ამბულატორიული და სტაციონარული პროვაიდერ კლინიკაში სამედიცინო მომსახურების მიღების შემთხვევაში მზღვეველი სრულად ანაზღაურებს მომსახურების ხარჯებს პოლისის პირობების შესაბამისად;
1.5.8. გადაუდებელ შემთხვევაში სტაციონარული სამედიცინო მომსახურების, არაპროვაიდერ კლინიკაში, მიღების შემთხვევაში მზღვეველი დაზღვეულს სრულად ანაზღაურებს მომსახურების ხარჯებს, პროვაიდერი კლინიკების მომსახურების ფასებისა და პოლისის პირობების შესაბამისად;
1.5.9. არაპროვაიდერ კლინიკაში მიმართვისას დაზღვეულს არ აქვს ცხელ ხაზზე შეტყობინების ვალდებულება. დაზღვეული პირი ადგილზე იხდის ყველა კვლევისა და კონსულტაციის ღირებულებას სრულად, რის შემდეგაც ყველა საჭირო დოკუმენტაციის (სადაზღვევო ბარათი, პირადობის მოწმობა, მომსახურე დაწესებულების ექიმის მიერ დადასტურებული ფორმა # IV-100ა, მომსახურების დეტალური განფასება/კალკულაცია, სალაროს ქვითარი ან/და შემოსავლის ორდერი, დაზღვეულის საბანკო რეკვიზიტები) წარდგენისას სადაზღვევო კომპანია უზრუნველყოფს თანხის ანაზღაურებას, სადაზღვევო ბარათით განსაზღვრული პროცენტული წილის შესაბამისად.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

2.2.1.1. პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს შესაბამისი საქმიანობის (ჯანმრთელობის დაზღვევა) არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება (2018 წლის 30 ნოემბრიდან – 2025 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში) ან/და ბოლო პერიოდში (2023-2025 წელი) მოზიდული წლიური პრემია შეადგენს არანაკლებ 500 000 (ხუთასი ათასი) ლარს;
2.2.1.2. არანაკლებ 3 წლიანი (2018 წლის 30 ნოემბრიდან – 2025 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში) გამოცდილების დასტურად პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს, გაწეულ მომსახურებაზე დამკვეთებთან/შემსყიდველთან გაფორმებული ხელშეკრულებების SPA /NAT/CMR ნომრები ან/და გაწეული მომსახურების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტები (ხელშეკრულებები და მიღება-ჩაბარების აქტები);
2.2.1.3. არანაკლებ 500 000 (ხუთასი ათასი) ლარის მოზიდული პრემიის დასადასტურებლად პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ბოლო პერიოდის (2023-2025 წელი) განმავლობაში დაზღვეულ ორგანიზაციებთან გაფორმებული ხელშეკრულებების SPA /NAT/CMR ან/და გაწეული მომსახურების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტები (ხელშეკრულებები და მიღება-ჩაბარების აქტები).

2.3.1 requirement related to material and technical support of a tenderer

2.3.1.1. პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს პროვაიდერი კლინიკების ფართო სპექტრი როგორც დედაქალაქის რაიონებში, ასევე თვითმმართველ ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებში, ამასთან უმეტეს მათგანში უნდა გააჩნდეს სტომატოლოგიური პროფილის კლინიკებიც.
2.3.1.2. პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს არანაკლებ ორი დასახელების ლიცენზირებული პროვაიდერი აფთიაქი, რომლებსაც საქართველოს რეგიონებსა და ქალაქებში გააჩნიათ სააფთიაქო ქსელები.
2.3.1.3. პრეტენდენტს უნდა ჰყავდეს ოჯახის ექიმთა საკმარისი რაოდენობა, რათა დაზღვეულმა ოჯახის ექიმთან (გეგმიური) ვიზიტი განახორციელოს შეტყობინების მიღებიდან არაუგვიანეს 1 (ერთი) დღისა, მათ შორის:
ა). დედაქალაქის არანაკლებ 7 (შვიდი) რაიონში განთავსებულ სამედიცინო დაწესებულებაში, აუცილებლად უნდა ჰყავდეს არანაკლებ 7 (შვიდი) ოჯახის ექიმი.
ბ). ქ. თბილისის არანაკლებ 5 (ხუთი) რაიონში უნდა ჰქონდეს პროვაიდერი სტომატოლოგიური კლინიკა.
2.3.1.4. პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ოჯახის ექიმების და პროვაიდერი კლინიკების (ჰოსპიტალური, ამბულატორიული და სტომატოლოგიური) სრული ჩამონათვალი, როგორც თბილისში, ასევე საქართველოს რეგიონებში,ზუსტი მისამართების მითითებით, ასევე პროვაიდერი ლიცენზირებული სააფთიაქო ქსელის (არანაკლებ 2 სააფთიაქო ქსელი) ჩამონათვალი.

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

პრეტენდენტი უნდა წარმოადგენდეს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ლიცენზირებულ სადაზღვევო ორგანიზაციას. პრეტენდენტმა სისტემაში უნდა ატვირთოს სამედიცინო დაზღვევის სფეროში საქმიანობის განხორციელების ლიცენზია (სიცოცხლის და არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზია).

2.8.1 requirements related to a sub-contractor

სადაზღვევო კომპანიის მიერ სისტემაში ატვირთული უნდა იყოს ინფორმაცია კონტრაქტორი/პროვაიდერი სამედიცინო დაწესებულებების შესახებ 2.3.1 პუნქტის მოთხოვნათა დაცვით.

2.9 other additional requirements

2.9.1. პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთი დოკუმენტებია:
• შესყიდვის ობიექტის აღწერილობა სატენდერო დოკუმენტაციის 1.2 პუნქტის მოთხოვნების გათვალისწინებით, დანართი N1-ის შესაბამისად;
• პრეისკურანტი (დანართი N2) სატენდერო დოკუმენტაციის 1.3. პუნქტის შესაბამისად;
• გამოცდილებასთან დაკავშირებული ინფორმაცია - სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1. პუნქტის მოთხოვნების შესაბამისად;
• მატერიალურ-ტექნიკურ ბაზასთან დაკავშირებული ინფორმაცია - სატენდერო დოკუმენტაციის 2.3.1. პუნქტის მოთხოვნების შესაბამისად;
• პრეტენდენტის ლიცენზიასთან დაკავშირებული ინფორმაცია - სატენდერო დოკუმენტაციის 2.7.1. პუნქტის მოთხოვნების შესაბამისად;
• სადაზღვევო კომპანიის მიერ სისტემაში ატვირთული უნდა იყოს ინფორმაცია კონტრაქტორი/პროვაიდერი სამედიცინო დაწესებულებების შესახებ 2.3.1 პუნქტის მოთხოვნათა დაცვით.

2.9.2. ტექნიკურ დავალებაში მოცემულია შესყიდვის ობიექტის აღწერილობა აუცილებელი მოთხოვნებით, შემსყიდველისთვის მისაღები იქნება უკეთესი, გაუმჯობესებული პირობ(ებ)ით მომსახურების შემოთავაზებაც (მაგ. დამატებითი ოჯახის წევრ(ებ)ის დაზღვევა და ა.შ.)
2.9.3. პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული ფასი არც ერთ პოზიციის მიხედვით არ უნდა აღემატებოდეს გასაწევი მომსახურების ხარჯთაღრიცხვა/პრეისკურანტით განსაზღვრულ ზღვრულ ფასს. აღნიშნული პირობის დაუცველობა გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.
2.9.4. პრეტენდენტის მიერ, სატენდერო წინადადების ფასში გათვალისწინების გარეშე, შემოთავაზებული უნდა იქნას ერთი თვის სადაზღვევო პრემიის ოდენობა სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ ინდივიდუალურ „დამატებით სადაზღვევო ბარათებზე“ (A ბარათი, B ბარათი);
2.9.5. საოჯახო სადაზღვევო პაკეტების ღირებულება დადგინდება ფასების ცხრილში მითითებული პირობების შესაბამისად;
2.9.6. სატენდერო წინადადება, აგრეთვე ამ წინადადებასთან დაკავშირებული შემსყიდველსა და პრეტენდენტს შორის გაცვლილი მთელი კორესპონდენცია და დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იქნას ქართულ ენაზე. უცხო ენაზე შედგენილი დოკუმენტები უნდა იყოს თარგმნილი ქართულ ენაზე და დამოწმებული სანოტარო წესით.
2.9.7. „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების გათვალისწინებით, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში – სისტემა) ატვირთული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს ელექტრონული ხელმოწერით ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპით.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

2.9.1. პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთი დოკუმენტებია:
• შესყიდვის ობიექტის აღწერილობა სატენდერო დოკუმენტაციის 1.2 პუნქტის მოთხოვნების გათვალისწინებით, დანართი N1-ის შესაბამისად;
• პრეისკურანტი (დანართი N2) სატენდერო დოკუმენტაციის 1.3. პუნქტის შესაბამისად;
• გამოცდილებასთან დაკავშირებული ინფორმაცია - სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1. პუნქტის მოთხოვნების შესაბამისად;
• მატერიალურ-ტექნიკურ ბაზასთან დაკავშირებული ინფორმაცია - სატენდერო დოკუმენტაციის 2.3.1. პუნქტის მოთხოვნების შესაბამისად;
• პრეტენდენტის ლიცენზიასთან დაკავშირებული ინფორმაცია - სატენდერო დოკუმენტაციის 2.7.1. პუნქტის მოთხოვნების შესაბამისად;
• სადაზღვევო კომპანიის მიერ სისტემაში ატვირთული უნდა იყოს ინფორმაცია კონტრაქტორი/პროვაიდერი სამედიცინო დაწესებულებების შესახებ 2.3.1 პუნქტის მოთხოვნათა დაცვით.

2.9.2. ტექნიკურ დავალებაში მოცემულია შესყიდვის ობიექტის აღწერილობა აუცილებელი მოთხოვნებით, შემსყიდველისთვის მისაღები იქნება უკეთესი, გაუმჯობესებული პირობ(ებ)ით მომსახურების შემოთავაზებაც (მაგ. დამატებითი ოჯახის წევრ(ებ)ის დაზღვევა და ა.შ.)
2.9.3. პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული ფასი არც ერთ პოზიციის მიხედვით არ უნდა აღემატებოდეს გასაწევი მომსახურების ხარჯთაღრიცხვა/პრეისკურანტით განსაზღვრულ ზღვრულ ფასს. აღნიშნული პირობის დაუცველობა გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.
2.9.4. პრეტენდენტის მიერ, სატენდერო წინადადების ფასში გათვალისწინების გარეშე, შემოთავაზებული უნდა იქნას ერთი თვის სადაზღვევო პრემიის ოდენობა სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ ინდივიდუალურ „დამატებით სადაზღვევო ბარათებზე“ (A ბარათი, B ბარათი);
2.9.5. საოჯახო სადაზღვევო პაკეტების ღირებულება დადგინდება ფასების ცხრილში მითითებული პირობების შესაბამისად;
2.9.6. სატენდერო წინადადება, აგრეთვე ამ წინადადებასთან დაკავშირებული შემსყიდველსა და პრეტენდენტს შორის გაცვლილი მთელი კორესპონდენცია და დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იქნას ქართულ ენაზე. უცხო ენაზე შედგენილი დოკუმენტები უნდა იყოს თარგმნილი ქართულ ენაზე და დამოწმებული სანოტარო წესით.
2.9.7. „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების გათვალისწინებით, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში – სისტემა) ატვირთული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს ელექტრონული ხელმოწერით ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპით.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

7.2.1. ხელშეკრულების ფარგლებში დამზღვევის მიერ სადაზღვევო თანხის გადახდა განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ყოველთვიურად;
7.2.2. ანგარიშსწორება განხორციელდება მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი თანამშრომლების და თანამშრომელთა ოჯახის წევრების სადაზღვევო პრემიების მითითებით ცალ-ცალკე შედგენილი დეტალური სიების და ინვოისების (რომლის წარმოდგენა მოხდება ყოველი თვის ბოლო რიცხვში) საფუძველზე გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის შესაბამისად.
7.2.3. ხელშეკრულების მოქმედების ვადის ამოწურვის მომენტისათვის ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან დარჩენილი თანხა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) არ წარმოშობს მხარეებს შორის რაიმე დამატებით ვალდებულებებს, მხარეთა შეთანხმების საფუძველზე ხელშეკრულების საერთო ღირებულება შემცირდება აღნიშნული თანხით და განისაზღვრება ფაქტიურად გაწეული მომსახურების ჯამური ღირებულებით.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება ყოველთვიურად, სატენდერო დოკუმენტაციის 7.2.2. პუნქტში აღნიშნული დოკუმენტების სრულყოფილად წარმოდგენის შემდეგ, 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ინგა გაბრიაძე, 577665580, gabriadzeinga591@gmail.com

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1. პრეტენდენტი ელექტრონული ვაჭრობისას წინადადების ფასის კლებას ახორციელებს პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულებასთან მიმართებაში.
10.1.2. პრეტენდენტ(ებ)ს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება.
10.1.3. სატენდერო წინადადებაში საერთო და ერთეულის ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის /მოსაკრებელის/სახდელის გათვალისწინებით, რომელთა გადახდა ეკისრება მიმწოდებელს.
ხარჯები, რომლებიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული, არ დაექვემდებარება ანაზღაურებას.
10.1.4. სატენდერო წინადადების საერთო და თითოეული ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში - ლარი.
10.1.5. პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული ფასი არც ერთ პოზიციის მიხედვით არ უნდა აღემატებოდეს გასაწევი მომსახურების ხარჯთაღრიცხვა/პრეისკურანტით განსაზღვრულ ზღვრულ ფასს. აღნიშნული პირობის დაუცველობა გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru