1.2.1 შესყიდვის ობიექტის აღწერა:
1. 2.1.1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის დიდუბის რაიონის გამგეობის
ადმინისტრაციული შენობა:
მისამართი: აკ. ბელიაშვილის N 1
შენობის დასასუფთვებელი ფართი – 1024,0 კვ.მ.
ფანჯრების ფართი _ 500,0 კვ.მ.
სველი წერტილები (საპირფარეშო) _ 7 (ერთეული)
სველი წერტილები (სამზარეულო) – 2 (ერთეული)
დასუფთავების ინტენსივობა _ გენერალურად დღეში ერთხელ, სამუშაო
დღეებში 9- 18 საათამდე მუდმივი კონტროლი (ასევე, შაბათს და კვირას ოფისის
ვიზუალური შეხედულების და ჰიგიენური პირობების შენარჩუნება
მაქსიმალურად);
მინების წმენდა თვეში ერთჯერ, ერთხელ გარე და შიდა ფასადი და ორჯერ შიდა
ვიტრაჟები თავისი ჟალუზებით(ორმხრივი) - (საჭიროების მიხედვით უფრო
მეტჯერ). მინების წმენდა რთულად მისადგომ ადგილებში უნდა
განხორციელდეს სპეციალური ხსნარებით, ამწეკალათის და კერხერის
დახმარებით.
საკონფერენციო დარბაზში, არქივის ოთახში, სასაწყობე ოთახებში და
კორიდორებში მეტლახის იატაკის, სველი წერტილების და კაბინეტების
ყოველთვიური გენერალური დეზინფექცია, იატაკების მოწმენდა
ყოველდღიურად უნდა ხდებოდეს სპეციალური ხსნარებით და მეტლახის
საწმენდი აპარატით , რომელიც მუდმივად უნდა იყოს ობიექტზე, ასევე
ობიქტზე უნდა იყოს მტვერსასრუტი, რომლიც უნდა გამოყენებული უნდა იყოს
ყოველდღიურად.
პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს შენობაში არსებულ საპირფარეშო და
სამზარეულოს ოთახებში ლაზერული დისპენსერების (ხელის გასამშრალებელი
10 ცალი, საპირფარეშოს ქაღალდის – 7 ცალი და ხელის დასაბანი თხევადი
საპნის დანადგარების - 10 ცალი) მონტაჟი.
პრეტენდენტის მიერ დაქირავებული ტექნიკური პერსონალის (დამლაგებელი)
რაოდენობა - 4.
სამუშაო დღის განმავლობაში უნდა მორიგეობდეს 1 დამლაგებელი 9,00 დან 18,00
საათამდე, რომელიც პასუხისმგებელი იქნება მიმდინარე მომსახურებაზე.
ისევე როგორც მთელს მსოფლიოში საქართველოში მიმდინარე
ეპიდვითარებიდან გამომდინარე, თუ ქვეყანაში გამოცხადდება საგანგებო
მდგომარეობა და მუნიციპალური ტრანსპორტის აკრძალვა, პრედენდენტმა
ყოველდღიურად უნდა უზრუნველყოს მისი თანამშრომლების ყოველდღიური
ტრანსპორტირება შეუფერხებლად.
1.2.1.2. დიდუბის საუბნო განყოფილების შენობა:
მისამართი: ალ. მირცხულავას ქ. #3ბ.
შენობის ფართი _ 100,0 კვ.მ
ფანჯრების ფართი _ 17,0 კვ.მ
სველი წერტილი - 2;
დასუფთავების ინტენსივობა - დღეში ერთხელ გენერალურად და მუდმივად 9 -18,00
საათამდე (სამუშაო დღეებში);
1. მომწოდებლის წარმომადგენელი- 1 (ერთი) პერსონა, შესყიდვის ობიექტის
სრულყოფილ მომსახურებაზე პასუხისმგებელი პირი; მინების წმენდა თვეში
ერთჯერ (ორმხრივი და ჯალუზები) - (საჭიროების მიხედვით უფრო მეტჯერ).
პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს საქართველოში გავრცელებული ვირუსების
შესაბამისად შენობაში დეზინფექციის ხსნარებით დამუშავება,
ყოველთვიურად გენერალური დეზინფექცია, როგორც ვირუსების ისე მწერების
და მღრღნელების საწინააღმდეგოდ; არსებულ საპირფარეშო და სამზარეულოს
ოთახში დისპენსერების (ხელის გასამშრალებელი – 2 ცალი, საპირფარეშოს
ქაღალდის – 1 ცალი და ხელის დასაბანი თხევადი საპნის დანადგარების - 2
ცალი) მონტაჟი.
პრეტენდენტის მიერ დაქირავებული ტექნიკური პერსონალის (დამლაგებელი)
რაოდენობა - 1.
სამუშაო დღის განმავლობაში უნდა იყოს 1 დამლაგებელი დილის 9,00 დან -18,00
სათ-მდე მუდმივად, რომელიც პასუხისმგებელი იქნება მიმდინარე
მომსახურებაზე.
ასევე ობიქტზე უნდა იყოს მტვერსასრუტი, რომელიც უნდა გამოყენებული
უნდა იყოს ყოველდღიურად.
1.2.1.3. დიღმის მასივის საუბნო განყოფილების შენობა:
მისამართი: პაიჭაძის ქ. #1;
შენობის ფართი _ 150,0 კვ.მ.
ფანჯრების ფართი _ 25,0 კვ.მ
სველი წერტილი 4;
დასუფთავების ინტენსივობა _ დღეში ერთხელ გენერალურად და 18,00 სთ-მდე
კონტროლი (სამუშაო დღეებში);
მინების წმენდა თვეში ერთჯერ (ორმხრივი და ჟალუზები)- (საჭიროების
მიხედვით უფრო მეტჯერ).
პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს შენობაში დეზინფექციის ხსნარებით
დამუშავება, ყოველთვიურად გენერალური დეზინფექცია, როგორც ვირუსების
ისე მწერების და მღრღნელების საწინააღმდეგოდ; არსებულ საპირფარეშო და
სამზარეულოს ოთახებში დისპენსერების (ხელის გასამშრალებელი – 4 ცალი,
საპირფარეშოს ქაღალდის – 2 ცალი და ხელის დასაბანი თხევადი საპნის
დანადგარების - 2 ცალი) მონტაჟი.
პრეტენდენტის მიერ დაქირავებული ტექნიკური პერსონალის (დამლაგებელი)
რაოდენობა უნდა იყოს - 1. სამუშაო დღის განმავლობაში უნდა მორიგეობდეს
დამლაგებელი, რომელიც პასუხისმგებელი იქნება 09:00 - 18:00 საათამდე მიმდინარე
მომსახურებაზე.
ასევე ობიქტზე უნდა იყოს მტვერსასრუტი, რომლიც გამოყენებული უნდა იყოს
ყოველდღიურად.
1.2.2. ტექნიკური დავალების შესრულებისათვის აუცილებელი პერსონალის
მინიმალური რაოდენობა:
1. მომწოდებლის წარმომადგენელი- 1 (ერთი) პერსონა, შესყიდვის ობიექტის
სრულყოფილ მომსახურებაზე პასუხისმგებელი პირი;
2. დამლაგებელი 7 (შვიდი ) პერსონა, ტექნიკური დავალების შესაბამისად;
3.მუშა ერთი პერსონა, გამოძახებით, სამუშაო დღის განმავლობაში;
4. ელექტრიკოსი ერთი პერსონა, გამოძახებით, 24 საათის განმავლობაში;
5. სანტექნიკოსი ერთი პერსონა, გამოძახებით, 24 საათის განმავლობაში;
6. დურგალი ერთი პერსონა, გამოძახებით 24 საათის განმავლობაში;
1.2.3. მომსახურების აღწერა:
1.2.3.1. მომსახურების პერიოდში მიმწოდებელმა სამივე მისამართზე არსებულ
შენობებში უნდა უზრუნველყოს სველ წერტილებში დისპენსერების (ხელის
გასამშრალებელი, ლაზერული დისპენსერი – 16 ერთეული და საპირფარეშოს
ქაღალდის დისპენსერი – 10 ერთეული, თავისი სათადარიგო ქაღალდებით) და
ხელის დასაბანი თხევადი საპნის დანადგარების - 14 ერთეული (თავისი
უმაღლესი ხარისხის, ანტიბაქტერიული თხევადი საპნით, რომელიც არ
აღიზიანებს კანს, გამდიდრებულია ნატურალური ნივთიერებებით,
ატენიანებს და იცავს კანის pH 5.5 ბალანსს, უნარჩუნებს კანს სირბილეს და
სისუფთავეს, ადვილად სცილდება კანს დაბანის დროს) მონტაჟი. ასევე
ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე უზრუნველყოს
ყოველდღიურად დეზინფექციის შესაბამისი ხსნარებით ინვენტარის,
იატაკების და სხვა ნივთების, ასევე სველი წერტილების დამუშავება,
ყოველთვიურად გენერალური დეზინფექცია, მომსახურების პერიოდში,
გამოყენებული დისპანსერები უნდა იყოს მუდმივად ტექნიკურად გამართულ
მდგომარეობაში. მიწოდება (მონტაჟი) სველ წერტილებში საჭიროებისამებრ.
აღნიშნული მოწყობილობები მომსახურების პერიოდში და მომსახურების
დასრულების შემდეგ რჩება მიმწოდებლის საკუთრებაში.
1.2.3.2. მიმწოდებელმა მომსახურების გაწევა და სველი წერტილების
მომარაგება უნდა უზრუნველყოს მისი კუთვნილი, მაღალი ხარისხის სარეცხი,
ჰიგიენური და სხვა საჭირო სანიტარულ-ჰიგიენური საშუალებებით.
მომსახურებისას გამოყენებული სანიტარულ-ჰიგიენური საშუალებები
-ჭურჭლის სარეცხი სითხე და ღრუბელი, ავეჯის საწმენდ-საპრიალებელი
სითხეები, ჰაერის წამახალისებელი (აეროზოლი), ასევე ტუალეტის ქაღალდი
(სამფენიანი) და ხელის საშრობი ქაღალდი უნდა იყოს უმაღლესი ხარისხის,
მავნე მინარევების გარეშე, არაალერგიული. საკანალიზაციო მილების და
ტრაპების წმენდა განსაკუთრებული ხსნარებით და ფხვნილებით. ყველა ზემოთ
ჩამოთვლილი პროდუქცია უნდაშეთანხმდეს შემსყიდველთან და პრეტენზიის
შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა შეიცვალოს რათა აკმაყოფილებდეს
შემსყიდველის მოთხოვნებს.
1.2.3.3 ფართებში არსებული შუშების კომბინირებული მოვლა – დასუფთავება
თანამედროვე ხელსაწყოების გამოყენებით (იატაკის სახეხი-სასრუტი
კომბაინები, მტვერსასრუტები და სხვა) და ოფისის ვიზუალური შეხედულების
შენარჩუნება მაქსიმალური პერიოდის მანძილზე, შაბათ-კვირის ჩათვლით.
1.2.3.4. სამუშაო საათების მთელი პერიოდის განმავლობაში – ზედაპირული
ნაგვის (ქაღალდის ნარჩენები, სიგარეტი, საღეჭი რეზინების და სხვა)
ნარჩენების და სხვა არასასურველი ნივთების მოცილება იატაკიდან და
კედლებიდან, მშრალი დასუფთავება (მტვრის მოცილება) და საჭიროების
მიხედვით ზედაპირის წერტილოვანი რეცხვა ხსნარებით; შუშებიდან თითების
ანაბეჭდების მოცილება;
1.2.3.5. ყოველდღიურად (საჭიროების შემთხვევაში დღის განმავლობაში
რამდენიმეჯერ) – შენობაში არსებული ურნებიდან ნაგვის გადაყრა
განსაზღვრულ ადგილზე; შენობაში არსებული ავეჯის მშრალი დასუფთავება
(მტვრის მოცილება) სპეციალური საწმენდ-საპრიალებელი ხსნარებით, ასევე
კომპიუტერული ტექნიკის გაპრიალება სპეციალური გამწმენდი
საშუალებებით;
1.2.3.6. საპირფარეშო ოთახებში არსებული ინვენტარის რეცხვა-დეზინფექცია,
თხევადი საპნის, ტუალეტის და ხელის საშრობი ქაღალდების კონტროლი და
საჭიროების მიხედვით დისპენსერების შევსება. ასევე, დღის განმავლობაში
რამდენიმეჯერ, საჭიროებისამებრ, ჰაერის წამახალისებლის (აეროზოლის)
გაშვება; ზედაპირების სპეციალური დამუშავება (პოლირება, ლაქების
ამოყვანა, რეცხვა); მტვერსასრუტით და სველი წესით იატაკის დასუფთავება;
აივნების დასუფთავება.
1.2.3.7. თვეში ერთჯერ (საჭიროების მიხედვით უფრო მეტჯერ) – კარების,
ფანჯრების შუშების (ორმხრივი), ჟალუზების, განათების და სარკეების
რეცხვა-დასუფთავება; კიბეების რეცხვა; იატაკების და ავეჯის ქიმწმენდა,
სპეც. დამუშავება; საპირფარეშო ოთახების რეცხვა-დეზინფექცია; ნაგვის
ყუთების რეცხვა-დეზინფექცია; შენობის ოთახებში დერატიზაცია,
დეზინსექცია და დეზინფექცია, საჭიროების მიხედვით;
1.2.3.8. საჭიროების შემთხვევაში საოფისე ავეჯისა და ინვენტარის
გადაადგილება; რემონტის შემდგომი დასუფთავება, სათავსოების და არქივის
ოთახების ყოველდღიური მუდმივი დალაგება.
1.2.3.9. მომწოდებელმა უნდა უზრუნველყოს დასუფთავებისთვის შესაბამისი
ოპტიმალური დროის შერჩევა (არასამუშაო საათები) და მომსახურებასთან
დაკავშირებული პერსონალის რიცხოვნობის სათანადოდ განსაზღვრა
(არანაკლებ 7 (შვიდი) დამლაგებელი: ხუთი - ადმინისტრაციული შენობაში, ერთი -
დიდუბის საუბნო განყოფილებაში და ერთი - დიღმის მასივის საუბნო
განყოფილებაში). პრეტენდენტის მიერ დაქირავებული ტექნიკური პერსონალი
აღჭურვილი უნდა იყოს ერთი სტილის ახალი უნიფორმით, რაზედაც დატანილი
იქნება კომპანიის დასახელება და ინდივიდუალური ინვენტარით.
1.2.3.10. დღის განმავლობაში თითოეულ ობიექტზე უნდა მორიგეობდეს საუბნო
განყოფილებებში 1 მუდმივი მორიგე დამლაგებელი და ადმინისტრაციულ
შენობაში მინიმუმ 1 (ერთი) დამლაგებელი 9,00 დან 18,00 საათამდე, რომელიც
პასუხისმგებელი იქნება მიმდინარე მომსახურებაზე.
1.2.3.11 როგორც ადმინისტრაციულ შენობაში ისე საუბნო განყოფილებებში კარის
და ფანჯრის სახელურის, საკეტის დაზიანების შემთხვევაში,
შეტყობინებიდან 24 საათის განმავლობაში უნდა მოხდეს ზემოაღნიშნული
ხარვეზის აღმოფხვრა, როგორც ალუმინის, ისე ხის მასალის და
მეტალოპლასტმასის კარზე და ფანჯარაზე. ასევე, გამგეობის
ადმინისტრაციულ შენობაში, დიდუბის საუბნო და დიღმის მასივის საუბნო
განყოფილებებში გაჭედილი კანალიზაციის სისტემების, ონკანების,
უნიტაზის მექანიზმების შეცვლის, დენის გაყვანილობების, შტეფსელების,
როზეტების, ნათურების შეცვლის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა,
როგორც გამგეობის ადმინისტრაციულ შენობაში, ისე დიდუბის საუბნო და
დიღმის მასივის საუბნო განყოფილებებში;
* ყველა ზემოთჩამოთვლილი პრობლემის დიაგნოსტიკა და მომსახურება უნდა
განხორციელდეს 24 საათის განმავლობაში.
1.2.3.12. ტენდერში გამარჯვებული პრეტენდენტი (მიმწოდებელი) ვალდებულია
საჭიროების შემთხვევაში შემსყიდველის მოთხოვნის საფუძველზე
უზრუნველყოს მომსახურე პერსონალის მობილიზება სამუშაო და არასამუშაო
დღეებში.
1.2.4. პრეტენდენტმა სატენდერო წინადადების ფასის გაანგარიშებისას უნდა
გაითვალისწინოს:
ა) ელექტრო განათების მომსახურებისთვის: დროსელები,
ელექტროჩამრთველები (შტეფსელი, როზეტი) და სხვა შესაბამისი მასალები;
ბ) ელექტრო გაყვანილობის მომსახურებისათვის: ელექტროსადენები,
ჩამრთველ-გამომრთველები და სხვა შესაბამისი მასალები. დაზიანების
შემთხვევაში დიაგნოსტიკა, შეკეთება ან/და დაზიანებული
ელქტროსადენების შეცვლა (საჭიროებისამებრ სადენების ამოღება, ახლით
ჩანაცვლება და დაზიანებული კედლების პირვანდელ მდგომარეობაში
მოყვანა);
გ) საზეინკლო მომსახურებისათვის: საკეტები, ბოქლომები და სხვა
შესაბამისი მასალები, თანმდევი მომსახურებით. ასევე, დაზიანების
შემთხვევაში, კარ-ფანჯრის რეგულირება და დეტალების შეცვლა-შეკეთება;
დ) სველი წერტილების ტექნიკური მომსახურებისათვის: ონკანები, მილები,
სხვა შესაბამისი მარაგ-ნაწილები(უნიტაზების სხვადასხვა დეტალები და
სხვ.) და საჭირო მასალები, თანმდევი მომსახურებით. ასევე, შენობის
წყალგაყვანილობისა და კანალიზაციის ნებისმიერი დაზიანების
ოპერატიულად აღმოფხვრა;
ე) ობიექტზე ელექტრო განათების, ელექტრო გაყვანილობის, სველი
წერტილების და საზეინკლო მომსახურებისთვის საჭირო საქონელი და
შესაბამისი მასალები, თანმდევი მომსახურებით, მოწოდებული უნდა იქნეს
შემსყიდველის მხრიდან შეტყობინების დღესვე.