Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Пакеты программного обеспечения для связи и мультимедиа (Грузия - Тендер #69154499)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: LLC „Gardabani TPP 2"
Номер конкурса: 69154499
Дата публикации: 08-12-2025
Сумма контракта: 52 390


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT250022673
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 08.12.2025 16:36
Начало приема предложения 14.12.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 16.12.2025 14:00
Предполагаемая цена закупки 52`390.00 GEL
Заявка должна быть представлена Без НДС
Категория закупки 48500000-Пакеты программного обеспечения для связи и мультимедиа
Коды классификатора
  • 48500000 - Пакеты программного обеспечения для связи и мультимедиа
  • 48510000 - Пакеты программного обеспечения для связи
Срок подачи მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველის მიერ მოთხოვნილი რაოდენობის პროგრამული პაკეტი/ლიცენზია გადასცეს შემსყიდველს 2026 წლის 1 იანვრიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით
Дополнительная информация
საოფისე პროგრამული უზრუნველყოფის პაკეტის/ლიცენზიის სახელმწიფო შესყიდვა
Количество и объём закупок სატენდერო დოკუმენტაციის შესაბამისად
Шаг снижения цены 524.00 GEL
Размер гарантии 524 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: tamar chincharauli :: 02.12.2025 16:27
  • Последнее исправление: tamar chincharauli :: 08.12.2025 16:36
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=658434&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

საოფისე პროგრამული უზრუნველყოფის პაკეტის/ლიცენზიის (შემდგომში - საქონელი) სახელმწიფო შესყიდვა სატენდერო დოკუმენტაციის 1.2 პუნქტის (საქონლის ტექნიკური და ხარისხობრივი მახასიათებლები) შესაბამისად.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1. საოფისე პროგრამული უზრუნველყოფის საბაზისო პაკეტი N1 - 5 ცალი

- ბიზნეს კლასის მეილი
- ელ ფოსტაზე წვდომა ვებ ბრაუზერით
- საკუთარი დომეინის შექმნის შესაძლებლობა
- რამოდენიმე დომეინის მიბმის საშუალება
- მართვის ვებ ინტერფეისი
- ავტომატური შეტყობინების დაყენება
- მინიმუმ 50 გიგაბაიტი მოცულობა თითოეულ მეილბოქსზე
- სისტემას უნდა გააჩნდეს არქივაციის საშუალება
- ძველი გამოუყენებელი წერილების გადატანის საშუალება არქივში. არქივში არსებული წერილები ხელმისაწვდომი უნდა იყოს მომხმარებლებისათვის.
- მინიმუმ 50 გიგაბაიტი მოცულობა თითოეულ მეილბოქსის არქივზე
- საჭიროების შემთხვევაში მუშაობის შეუფერხებლად არქივის მოცულობის გაზრდის საშუალება
- სისტემას უნდა შეეძლოს მინიმუმ 150 მეგაბაიტი შეტყობინების გაგზავნა
- საფოსტო დესკტოპ აპლიკაციასთან მუშაობის შესაძლებლობა
- სისტემას უნდა გააჩნდეს კონტაქტების სანახი, უნდა გაიმიჯნებოდეს შიდა და არაკორპორაციული მისამართები, უნდა შეეძლოს ჯგუფების და საკონფერენციო ოთახების ორგანიზება.
- ინტეგრირებული კალენდრის მეშვეობით უნდა შეეძლოს შეხვედრების დაგეგმვა. საკუთარი გალენდრის გაზიარება კონკრეტული თანამშრომლებისთვის და უსაფრთხოების პოლიტიკების გათვალისწინებით (ვის შეუძლია კორექტირება, ვის შეუძლია მხოლოდ ნახვა)
- მავნე პროგრამებისგან დაცვა და არასასურველი ფოსტის ფილტრაცია
- ელექტრონული ფოსტის მომსახურების გარანტირებული 99.9% მუშა მდგომარეობა (Uptime). სპამ ფილტრი, ანტივირუსი, POP3S, SMTPS, SSL/TLS, ავტომატური სარეზერვო კოპირება, კონფიდენციალობა, 24/7 მხარდაჭერა (Support);
- ორნაბიჯიანი გადამოწმება (2-step verification), SSO (Single sign-on);
- დავალებები და შეხსენებები (Tasks and Reminders)
- საფოსტო სერვერს უნდა შეეძლოს ლოკალური საფოსტო კლიენტიდან დავალებების და შეხსენებების გაგზავნა სხვა მომხმარებლისათვის და მიმღების კალენდარში ჩანაწერის გაკეთების შესაძლებლობა (ვებ ვერსია)
- წესები და პოლისები (Out of Office settings)
- საფოსტო სერვერს უნდა ქონდეს დესკტოპ აპლიკაციიდან ავტო შეტყობინებების დაყენების მხარდაჭერა
- მეილ სერვერს უნდა შეეძლოს შეტყობინების მიღების დასტურის და წერილის წაკითხვის რეპორტის გაგზავნა
- მეილ სერვერს უნდა ჰქონდეს ლოკალურ ან ქლაუდ აქტივ დირექტორიასთან ინტეგრაციის შესაძლებლობა.
- სამომხმარებლო ფორმატის შექმნის საშუალება. მეილის გაგზავნისას უნდა იყოს მეილში თანამშრომლის ხელმოწერა კომპანიის დასახელება ლოგო ან სურათი სახელი გვარი ტელეფონის ნომერი და თანამდებობა. (ვებ ვერსია)
- მრავალდონიანი აუთენტიფიკაცია (MFA)
- საოფისე აპლიკაციების უახლესი ვებ/ონლაინ ვერსიები
- საოფისე აპლიკაციების ახალი ვერსიის გამოსვლისას მასზე ავტომატურად გადასვლის შესაძლებლობა
- 1 ტერაბაიტიანი ღრუბლოვანი შემნახველი საცავი თითოეული მომხმარებლისათვის. მასთან წვდომა შესაძლებელი უნდა იყოს ნებისმიერი მოწყობილობიდან და ლოკაციიდან. (ვებ ვერსია)
- ორგანიზაციის შიგნით და მის გარეთ დოკუმენტების გაზიარების შესაძლებლობა და მონიტორინგი იმისა თუ ვის შეუძლია ამავე დოკუმენტის ნახვა/დაკორექტირება.
- ერთი საერთო სივრცე ორგანიზაციის შიდა ქსელში, შემდეგი სახის ფუნქციონალით:
• ჯგუფების შექმნა ნებისმიერი სახის სორტირებით: დეპარტამენტი, პროექტები და ა.შ
• ჩატი, როგორც ინდივიდუალური ასევე ჯგუფური
• ონლაინ შეხვედრები/აუდიო და ვიდეო კონფერენციები სადაც 250-მდე ადამიანს შეუძლია მონაწილეობის მიღება
• ფაილების გაზიარება და მათი თავმოყრა ერთი ჯგუფის ფარგლებში.
• ერთი და იგივე ფაილთან რამოდენიმე თანამშრომლის ერთდროულად მუშაობის შესაძლებლობა, რის დროსაც მკაფიოდ უნდა ჩანდეს ვინ რა სახის ინფორმაციაზე მუშაობს.
• სისტემას უნდა შეეძლოს შემდეგი ინფორმაციის (Log-ების) შეგროვება: მომხმარებლის სახელი, რა სახის ინფორმაცია შეცვალა და როდის.
• ინტეგრაცია საოფისე აპლიკაციებთან და მესამე პირის (Third Party) გადაწყვეტილებებთან.
- შიდა კორპორატიული სოციალური ქსელი.
- სერვისი, რომლის საშუალებითაც შეიქმნება სხვადასხვა სახის გამოკითხვებისთვის საჭირო ფორმები/კითხვარები და განხორციელდება შეგროვებული პასუხების ანალიტიკა.
- სერვისი ციფრული, ინტერაქტიული ანგარიშებისა და პრეზენტაციების შესაქმნელად. მათი სწრაფი გაზიარება ნებისმიერი მოწყობილობიდან და ლოკაციიდან. (ვებ ვერსია)
- გაზიარებული დოკუმენტაცია უნდა იყოს ყველა მოწყობილობაზე მორგებული.
- ორგანიზაციის შიგნით არსებული ვიდეო მასალის უსაფრთხო ძებნა, ნახვა და დათვალიერება.
- ორგანიზაციის შიგნით არსებული ვიდეო მასალის უსაფრთხო ძებნა, ნახვა და დათვალიერება. (ვებ ვერსია)
- თანამშრომლების როლების დელეგირება ადმინისტრატორის პანელში


2. საოფისე პროგრამული უზრუნველყოფის პრემიუმ პაკეტი N2 - 120 ცალი

- პრემიუმ პაკეტის ფუნქციონალში უნდა შედიოდეს აბსოლუტურად ყველა სერვისი/პროდუქტი და გადაწყვეტილება საბაზისო პაკეტიდან, საოფისე აპლიკაციების, როგორც ვებ/ონლაინ ასევე დესკტოპ ვერსიები.
- ერთ მომხმარებელს უნდა ჰქონდეს საოფისე დესკტოპ აპლიკაციების ხუთ სხვადასხვა მოწყობილობაზე დაყენების საშუალება.
- თავსებადი Windows, IOS, ANDROID ოპერაციულ სისტემებთან.


3. საოფისე პროგრამული უზრუნველყოფის პაკეტი N3 - 10 ცალი

პაკეტის ფუნქციონალში უნდა შედიოდეს ოფისის უახლესი როგორც ვებ/ინლაინ ასევე დესკტოპ აპლიკაციები.
- სისტემა უნდა იძლეოდეს შესაძლებლობას იმისას რომ ერთმა მომხმარებელმა საოფისე დესკტოპ აპლიკაციები დააყენოს და გამართოს ხუთ სხვადასხვა მოწყობილობაზე.
- სერვისი თავსებადი უნდა იყოს Windows, MacOS, IOS, ANDROID ოპერაციულ სისტემებთან
- თითოეულ მომხმარებელს უნდა ქონდეს ბიზნეს კლასის მეილი, კონტაქტები და კალენდარი (როგორც ვებ, ასევე დესკტოპ ვერსია)
- შესაძლებელი უნდა იყოს საკუთარი დომეინის შექმნა
- მეილ სერვისს უნდა ქონდეს თითოეულ მომხმარებელზე რამოდენიმე დომეინის მიბმის საშუალება
- სისტემას უნდა გააჩნდეს მართვის ვებ ინტერფეისი
- შესაძლებელი უნდა იყოს მომხმარებლების როლების დელეგირება - Exchange Online-ის საშუალებით თითოეულ მომხმარებელს ექნება 100 გიგაბაიტიანი მოცულობის საფოსტო ყუთი
- სისტემას უნდა შეეძლოს მინიმუმ 150 მეგაბაიტი შეტყობინების გაგზავნა.
- თითოეულ მომხმარებელს უნდა ჰქონდეს საფოსტო დესკტოპ აპლიკაციასთან მუშაობის შესაძლებლობა
- სისტემას უნდა ჰქონდეს ელექტრონული ფოსტის ვებ ვერსია.
- სერვისის საშუალებით შესაძლებელი უნდა იყოს შემომავალი საფოსტო ყუთის წესების განსაზღვრა და მომხმარებლის ქცევასთან ადაპტაცია
- სისტემას უნდა გააჩნდეს კონტაქტების სანახი, შესაძლებელი უნდა იყოს შიდა და არაკორპორაციული მისამართების გამიჯვნა, ჯგუფებისა და საკონფერენციო ოთახების ორგანიზება. გარდა ამისა ინტეგრირებული კალენდრის მეშვეობით უნდა მოხდეს შეხვედრების დაგეგმვა. (როგორც ვებ ასევე დესკტოპ ვერსია)
- ყველა საფოსტო ყუთი დაცული უნდა იყოს ანტივირუსით და ანტისპამით
- სისტემას უნდა ჰქონდეს:
მონაცემთა დაკარგვის პრევენციის პოლიტიკა და შიფრირება;
უფლებების მართვის სისტემის ვებ ვერსია;
არქივაციის საშუალების, როგორც ვებ, ასევე დესკტოპ ვერსია, რაც გულისხმობს ძველი გამოუყენებელი წერილების გადატანას არქივში. არქივში არსებული წერილები ხელმისაწვდომი უნდა იყოს მომხმარებლებისათვის.
- საფოსტო სერვერს უნდა შეეძლოს ლოკალური საფოსტო კლიენტიდან დავალებების და შეხსენებების გაგზავნა სხვა მომხმარებლისათვის და მიმღების კალენდარში ჩანაწერის გაკეთება
- საფოსტო სერვერს უნდა ჰქონდეს დესკტოპ აპლიკაციიდან ავტომატური შეტყობინებების დაყენების მხარდაჭერა
- მეილ სერვერს უნდა შეეძლოს შეტყობინების მიღების დასტურის და წერილის წაკითხვის რეპორტის გაგზავნა
- მეილ სერვერს უნდა გააჩნდეს ლოკალურ და ქლაუდ აქტივ დირექტორიასთან ინტეგრაციის შესაძლებლობა
- სისტემის საშუალებით უნდა მოხდეს ელექტრონული ფოსტის კალენდარისა და კონტაქტების სინქრონიზაცია მომხმარებლის მოწყობილობებს შორის რეალურ დროში
- სერვისმა უნდა შესძლოს დაკარგული მოწყობილობიდან, დისტრანციურად ინფორმაციის წაშლა
- შესაძლებელი უნდა იყოს სამომხმარებლო ფორმატის შექმნა. ორგანიზაციის თანამშრომელს უნდა ჰქონდეს საშუალება მეილში დაამატოს საკუთარი ხელმოწერა, სურათი, სახელი და გვარი, ტელეფონის ნომერი, თანამდებობა, კომპანიის დასახელება, ლოგო ან სურათი.
- უნდა გააჩნდეს მარტივი ადმინ ცენტრის ვებ/ონლაინ ვერსია, საიდანაც შესაძლებელი იქნება ახალი ელექტრონული ფოსტების შექმნა, წაშლილი ელექტრონული ფოსტების აღდგენა და მომხმარებლების და მათ მიერ გამოყენებული აპლიკაციების მართვა.
- სერვისს უნდა შეეძლოს საკუთარი კალენდრის გაზიარება თანამშრომლებისათვის, შესაძლებელი უნდა იყოს ონლაინ შეხვედრების ჩატარება აუდიო, HD ვიდეო და ინტერნეტ-კონფერენციის საშუალებით, ნებისმიერი მოწყობილობიდან და ლოკაციიდან, სადაც მონაწილეობას მიიღებს 250 ადამიანი. (როგორც ვებ, ასევე დესკტოპ ვერსია)
- კონფერენციის მსვლელობისას შესაძლებელი უნდა იყოს ეკრანის გაზიარება და რეალურ დროში ჩანაწერების გაკეთება. (როგორც ვებ, ასევე დესკტოპ ვერსია)
- შესაძლებელი უნდა იყოს ამავე კონფერენციის ტრანსლაცია ინტერნეტში, სადაც 10,000-მდე ადამიანს შეეძლება დასწრება თითქმის ნებისმიერი მოწყობილობიდან
- ტრანსლაციისას, რეალურ დროში შესაძლებელი უნდა იყოს გამოკითხვის ჩატარება, მოახდინოთ მაყურებლის დამოკიდებულების და განწყობის მონიტორინგი და დიალოგის წარმართვა (ვებ ვერსია)
- სერვისს უნდა გააჩნდეს შეტყობინებების სწრაფი გაცვლით, ხმოვანი და ვიდეო ზარების მეშვეობით კომუნიკაციის შესაძლებლობა (როგორც ვებ, ასევე დესკტოპ ვერსია)
- სისტემას უნდა ჰქონდეს ონლაინ სტატუსის მართვის ფუნქცია
- პაკეტის შემადგენლობაში უნდა შედიოდეს თანამშრომლების ერთობლივად მუშაობისთვის განკუთვნილი სერვისები, სადაც შესაძლებელი იქნება ჯგუფებად დაყოფა, საიტების შექმნა, ინფორმაციის/დოკუმენტაციის, ვიდეოების ატვირთვა/გაზიარება. (ვებ ვერსიები)
- თითოეულ მომხმარებელს უნდა ჰქონდეს ულიმიტო ღრუბლოვანი შემნახველი საცავი როგორც ონლაინ/ვებ ვერსიის ასევე დესკტოპ აპლიკაცია მასთან წვდომა შესაძლებელი უნდა იყოს ნებისმიერი მოწყობილობიდან და ლოკაციიდან
- სისტემას უნდა გააჩნდეს ორგანიზაციის შიგნით და მის გარეთ დოკუმენტების გაზიარების შესაძლებლობა და მონიტორინგი იმისა თუ ვის შეუძლია ამავე დოკუმენტის ნახვა/დაკორექტირება.
- პაკეტის შემადგენლობაში უნდა შედიოდეს კორპორატიული შიდა სოციალური ქსელის სერვისი
- სისტემა უნდა იძლეოდეს საშუალებას მომხმარებელმა შექმნას „დაფები“ სივრცეები, ჯგუფები, კონკრეტულ პირებს მიეცეს/მიენიჭოს დავალება და რეალურ დროში მოხდეს სამუშაო პროცესების განვითარების მონიტორინგი. (ვებ ვერსია)
- ლიცენზიას უნდა ჰქონდეს ერთ სივრცეში, ერთი და იგივე ფაილთან ერთობლივად მუშაობის, კორექტირების და კომენტარების გაკეთების საშუალება, სხვადასხვა აპლიკაციებზე გადასვლის საჭიროების გარეშე. ამასთანავე ყველამ უნდა დაინახოს თუ რომელ მომხმარებელს რომელ ფაილთან მუშაობს. ფაილის კორექტირება/შეცვლის შემთხვევაში უნდა იყოს ხელმისაწვდომი ინფორმაცია თუ ვინ, როდის და რა შეცვალა კონკრეტულ ფაილში. (ვებ ვერსია)
- სერვისს უნდა გააჩნდეს პერსონალიზირებული/ინტელექტუალური ძებნის სისტემა.
- სისტემას უნდა ჰქონდეს სამუშაო დღის განრიგის მართვის და მონიტორინგის ფუნქცია, თანამშრომლებს უნდა გააჩნდეთ ინფორმაციის გაზიარების საშუალება და სამსახურთან დაკავშირებულ სხვა აპლიკაციებსა და რესურსებთან დაკავშირების/წვდომის შესაძლებლობა.
- სერვისი ციფრული, ინტერაქტიული ანგარიშებისა და პრეზენტაციების შესაქმნელად. მათი სწრაფი გაზიარება ნებისმიერი მოწყობილობიდან და ლოკაციიდან. (ვებ ვერსია)
- გაზიარებული დოკუმენტაცია უნდა იყოს მორგებული ყველა მოწყობილობაზე
- სისტემას უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის შიგნით არსებული ვიდეო მასალის უსაფრთხო ძებნის, ნახვისა და დათვალიერების ფუნქცია.
- შესაძლებელი უნდა იყოს:
აპლიკაციებსა და სერვისებს შორის ავტომატიზირებული სამუშაო პროცესების შექმნა, შეტყობინებების, შენიშვნების, ფაილების სინქრონიზაციისა და საჭირო მონაცემების შეგროვებისათვის. (კოდირების აუცილებლობის გარეშე) (ვებ ვერსია)
ინტერნეტისა და მობილური მოწყობილობებისათვის სამომხმარებლო ბიზნეს აპლიკაციების სწრაფი შექმნა და პუბლიკაცია/გაზიარება (კოდირების აუცილებლობის გარეშე) (ვებ ვერსია)
- სერვისს უნდა გააჩნდეს მომხმარებლის აპლიკაციების ყველა მოწყობილობაზე სინქრონიზაციის ფუნქცია
- სისტემის საშუალებით შესაძლებელი უნდა იყოს ჯგუფური პოლიტიკების, ტელემეტრიებისა და კომპიუტერების საერთო აქტივაციის შექმნის შესაძლებლობა.
- სისტემას უნდა ჰქონდეს ხმოვანი ფოსტის მხარდაჭერა. თითოეული ხმოვანი ფოსტა უნდა ინახებოდეს და თითოეულ მომხმარებელს უნდა ჰქონდეს მასთან წვდომა.
- სერვისს უნდა გააჩნდეს ინტერაქტიულ რუკებში ინფორმაციის ვიზუალიზაციის ფუნქცია 3D რუკების მეშვეობით (ვებ ვერსია)


შენიშვნა:

- ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში პაკეტების/ლიცენზიების რაოდენობა შესაძლოა შეიცვალოს/დაზუსტდეს, შესაბამისად, ხელშეკრულების ღირებულება დაანგარიშდება ყოველი კალენდარული თვის განმავლობაში გამოყენებული პროგრამული პაკეტების რაოდენობრივი ერთეულის მიხედვით.
- პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული საკომუნიკაციო პროგრამული პაკეტები სრულ შესაბამისობაში უნდა იყოს სატენდერო დოკუმენტაციის 1.2 პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებთან და აგრეთვე, სრულად და შეუფერხებლად ხელმისაწვდომი უნდა იყოს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში.
- მოცემული პაკეტის/ლიცენზიის პარამეტრები წარმოადგენს შემსყიდველის მიერ დადგენილ მინიმალურ მოთხოვნებს; პრეტენდენტს უფლება აქვს შემსყიდველს შეთავაზოს უკეთესი/გაუმჯობესებული პარამეტრების მქონე პაკეტი/ლიცენზია, მაგრამ აღნიშნული ქმედება არ წარმოადგენს პრეტენდენტის უპირატესობას.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველის მიერ მოთხოვნილი რაოდენობის პროგრამული პაკეტი/ლიცენზია გადასცეს შემსყიდველს 2026 წლის 1 იანვრიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

საქონლის მიმღებია შპს „გარდაბნის თბოსადგური 2“. მისამართი: ქ. გარდაბანი, დ. აღმაშენებლის 2ბ.

technical requirements

2.1.1 requirement regarding the trademark, patent, model, source of origin and/or manufacturer of the object of procurement

პრეტენდენტმა მის მიერ წარმოდგენილ ფასების ცხრილში უნდა მიუთითოს ინფორმაცია შემოთავაზებული საქონლის წარმოშობის ქვეყნის, მწარმოებლის (ან/და სასაქონლო ნიშნის) და ლიცენზიის დასახელების შესახებ.
შენიშვნა:
პრეტენდენტის მიერ „წინადადების მიღება დასრულებულია“ ეტაპზე, საქონლის მწარმოებლის (ან/და სასაქონლო ნიშნის), წარმოშობის ქვეყნის და ლიცენზიის დასახელების შესახებ ინფორმაციის წარმოუდგენლობა ან ფასების ცხრილის წარმოუდგენლობა ან ფასების ცხრილის განუფასებლად წარდგენა გამოიწვევს სატენდერო პროცედურებიდან პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას დაზუსტების მექანიზმის გამოყენების გარეშე. ასევე, პრეტენდენტის მიერ დაზუსტებული სატენდერო წინადადების წარმოდგენის შემდგომ (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შემოთავაზებული საქონლის მწარმოებლის (ან/და სასაქონლო ნიშნის) ან/და წარმოშობის ქვეყნის ან/და ლიცენზიის დასახელების ცვლილება გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.

2.9 other additional requirements

ამჟამად ორგანიზაცია სარგებლობს Microsoft 365 Business basic, Microsoft 365 Business Standard, Microsoft 365 E3, სხვა ბრენდის შემოთავაზების შემთხვევაში პრეტენდენტმა თავად უნდა უზრუნველყოს როგორც მეილების, ასევე ფაილების გადატანა Microsoft-იდან შემოთავაზებულ ბრენდზე, არაუგვიანეს 2025 წლის 31 დეკემბრისა.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი:
იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, პრეტენდენტი ვალდებულია უზრუნველყოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება შემსყიდველის მიერ განსაზღვრულ ვადაში. დასაბუთება შესაძლებელია განხორციელდეს სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული საექსპერტო დასკვნით ან/და შესაბამისი უფლებამოსილების მქონე აუდიტის მიერ გაცემული აუდიტორული დასკვნით ან/და აკრედიტაციის მქონე პირის მიერ გაცემული საექსპერტო დასკვნით (იმ შემთხვევაში, თუ დასკვნის გამცემი ორგანო არ იქნება სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო, დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი,) რომელიც ადასტურებს პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებულ ფასად დასადები ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობას (წარმოდგენილი დოკუმენტით შესაძლებელი უნდა იყოს პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული საქონლის იდენტიფიცირება მწარმოებელით (ან/და სასაქონლო ნიშნით), ლიცენზიის დასახელებით და წარმოშობის ქვეყნით.
- იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ არ იქნა წარმოდგენილი ან წარმოდგენილი დასაბუთება შემსყიდველის მიერ არ ჩაითვლება დამაკმაყოფილებლად, მოხდება პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია;
- პრეტენდენტის მიერ წარდგენილი ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება დაზუსტებას არ ექვემდებარება.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

ანგარიშსწორება მიმწოდებელთან განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ყოველთვიურად, ფაქტიურად მიწოდებული/გააქტიურებული საქონლის შესაბამისად და ხელშეკრულებით განსაზღვრული დოკუმენტების წარმოდგენის შემდეგ.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება მიმწოდებლის მიერ საქონლის ფაქტიურად მიწოდების შემდგომ, ხელშეკრულებით გათვალისწინებული დოკუმენტების საფუძველზე, მათი წარმოდგენიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის ვადაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

თამარ ჭინჭარაული, 577605644, t.chincharauli@tpp.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1 დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტები

10.1.1 შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაა 52`390.00 ლარი, დღგ-ს გარეშე;
10.1.2 შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში - სისტემა) წინადადების ფასი დაფიქსირებულ უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში და უნდა მოიცავდეს პრეტენდენტის/მიმწოდებლის ყველა ხარჯს დაკავშირებულს საქონლის შემსყიდველისათვის მიწოდებასთან, მათ შორის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა გადასახადს, მოსაკრებელსა და სახდელს, დღგ-ს გარდა;
10.1.3 წინადადების ფასად განიხილება სისტემის მეშვეობით შესყიდვის ელექტრონული ტენდერის შესაბამის ველში დაფიქსირებული ფასი;
10.1.4 ხარჯები, რომლებიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული, არ დაექვემდებარება ანაზღაურებას;
10.1.5 შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ ხელშეკრულების ღირებულებაში გათვალისწინებული იქნება წინადადების ფასის დღგ-ს შესაბამისი ოდენობა, თუ ხელშეკრულების დადების მომენტისათვის პრეტენდენტი არის დღგ-ს გადამხდელი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად (იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელი ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ გახდა დღგ-ს გადამხდელი სუბიექტი, დღგ-ს თანხის დამატებით გათვალისწინება ხელშეკრულების ღირებულებაში არ განხორციელდება).
10.1.6 იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილ, ერთიან ელექტრონულ სისტემაში პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტში (გარდა სატენდერო დოკუმენტაციის 10.3.1 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტისა, რომელიც წარმოდგენილი უნდა იქნას ლარში), განსაზღვრული იქნება უცხოური ვალუტა, სატენდერო კომისია მის შეფასებას/დადარებას სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებთან განახორციელებს წარმოდგენილი დოკუმენტში მითითებული თარიღისათვის/დღისათვის არსებული საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად.

10.2 ზოგადი პირობები
10.2.1 პრეტენდენტს უფლება აქვს წარმოადგინოს მხოლოდ ერთი სატენდერო წინადადება;
10.2.2 სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი, ელექტრონულ სისტემაში ატვირთული პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ,,ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სავალდებულოა დამოწმებული/დადასტურებული იყოს კვალიფიციური ხელმოწერით ან/და კვალიფიციური შტამპით. ამასთანავე, ხელმოწერა უნდა განხორციელდეს შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთული უნდა იქნეს მინდობილობა);
შენიშვნა:
,,ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნტქით გათვალისწინებული ვალდებულება არ ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში „მიმწოდებლად“ რეგისტრირებულ არარეზიდენტ მომხმარებლებზე (საქართველოს მთავრობის განკარგულება №2380 20.12.2022 წ).
10.2.3 სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი, ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთი ყველა დოკუმენტი წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე; დოკუმენტების და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი; დოკუმენტთან დაკავშირებული სადავო საკითხ(ებ)ის გადაწყვეტისას უცხოურენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.
10.2.4 ტენდერში ამხანაგობის მონაწილეობის შემთხვევაში, პრეტენდენტი ვალდებულია იმოქმედოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ 24-ე მუხლის მოთხოვნათა სრული დაცვით.
10.2.5 სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ფორმა და პირობები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში (დანართი №2), რომელიც ხელშეკრულების დადების მომენტისათვის შესაძლებელია დაზუსტდეს სატენდერო წინადადების შესაბამისად;
10.2.6 შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ერთიანი ელექტრონული სისტემის კითხვა/პასუხის მოდულის მეშვეობით, პრეტენდენტის მოთხოვნის შემთხვევაში, განახორციელოს სატენდერო განცხადებასთან და დოკუმენტაციასთან დაკავშირებით შესაბამისი დაზუსტება/განმარტება;
10.2.7 შემსყიდველ ორგანიზაციასა და პრეტენდენტს შორის ნებისმიერი მიმოწერა/შეტყობინების გაგზავნა ხდება სისტემის შესაბამისი მოდულის მეშვეობით და სისტემის გამოყენების გარეშე მიმოწერა/შეტყობინება სავალდებულო არ არის. მიმოწერა/შეტყობინება მიღებულად ჩაითვლება მისი სისტემაში ატვირთვის მომენტიდან.
10.2.8 ტენდერში მონაწილეობის მიღებით, პრეტენდენტი ადასტურებს მის თანხმობას ამ სატენდერო დოკუმენტაციაში მოცემული პირობების შესრულებაზე, იმის მიუხედა

Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru