1.2.1 ოფისის სრული ფართი: 5040 კვ.მ (მათ შორის ავტოსადგომის ფართი 843 კვ.მ);
სართულების რაოდენობა - 5 (მათ შორის ერთი ავტოსადგომი); ეზო და მიმდებარე
ტერიტორია- 1280 კვ.მ; ავტოსადგომის ფართი 843 კვ.მ; სველი წერტილების
რაოდენობა - 38; უნიტაზების რაოდენობა - 50; ხელსაბანების რაოდენობა- 48;
ლიფტების რაოდენობა - 2
1.2.2 დასუფთავების მომსახურების გაწევისას გამოყენებულ უნდა იყოს
ეკოლოგიურად სუფთა, ადამიანის ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო და ეფექტური,
საყოფაცხოვრებო სპეციალური და პროფესიონალური დანიშნულების საწმენდი
და მოსავლელი ქიმიური და სადეზინფექციო საშუალებები, იმ
ადგილებისათვის, სადაც ქიმიური ხსნარების მიმართ ალერგიული
დამოკიდებულებაა მოსალოდნელი, შესაძლებელი უნდა იყოს დასუფთავების
ალტერნატიული მეთოდის გამოყენება, რომლის დროსაც გამოიყენება ცხელი
წყლის და ორთქლის გენერატორები.
1.2.3 მიმდინარე მოვლა-დასუფთავების პირობები:
ა) მიმწოდებელმა ოფისის შიდა პერიმეტრის (გარდა ავტოსადგომისა)
მოვლა-დასუფთავება, ნარჩენების გადაყრა უნდა უზრუნველყოს ყველა
სამუშაო დღეს (შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში შესაძლებელი უნდა
იყოს აღნიშნული მომსახურება, განხორციელდეს არასამუშაო დღეებშიც).
ბ) მიმწოდებელმა ავტოსადგომის, ეზოსა და მიმდებარე ტერიტორიის
დალაგება-დასუფთავება და დასუფთავების შედეგად მიღებული ნარჩენების
გადაყრა უნდა უზრუნველყოს კვირაში ერთხელ.
გ) ოფისში განთავსებული სამუშაო ოთახების და ოფისის შიდა პერიმეტრის
დასუფთავება უნდა განხორციელდეს სამუშაო საათების დაწყებამდე ან/და
სამუშაო საათების შემდეგ (საღამოს 18:00 საათიდან დილის 9:00 საათამდე
მიმწოდებლისთვის ხელსაყრელ დროს).
დ) ჭერისა და კედლების დასუფთავება – ჭერის და კედლების (მათ შორის
სანათი მოწყობილობების) გაწმენდა მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს
კვირაში ერთხელ მშრალად, ხოლო თვეში ერთხელ სველი ჩვრით შესაბამისი
ხსნარის გამოყენებით. საფარზე არსებული ხილული ლაქების, ჩამჯდარი
ჭუჭყისა და ობობის ქსელების დასუფთავება.
ე) საოფისე ავეჯის წმენდა – მტვრის გაწმენდა ყოველდღიურად, ნათითურების,
ჩამჯდარი ჭუჭყის, ლაქების მოცილება ავეჯის ზედაპირებიდან და ა.შ,
სკამების და სავარძლების დასუფთავება მტვრის, დაღვრილი
ნივთიერებებისა და ლაქებისაგან.
ვ) კომპიუტერებისა და საყოფაცხოვრებო ტექნიკის წმენდა – ზედაპირების
ყოველდღიური დასუფთავება და გაპრიალება. მტვრის, ჩამჯდარი ჭუჭყის და
ნათითურების მოცილება.
ზ) რბილი ავეჯის და რბილი იატაკის დასუფთავება –ყოველდღიურად, ლაქებისა
და მტვრის მოცილება.
სხვადასხვა მყარი იატაკების, პლინტუსების და იატაკის კუთხეების
(გრანიტი, მეთლახი, ლამინატი და ა.შ) დასუფთავება – იატაკების
ყოველდღიური დაგვა და სპეციალური ხსნარის და ტილოს საშუალებით
მოწმენდა. მტვრის, ლაქების, ღრმად ჩამჯდარი ჭუჭყის მოცილება.
თ) ფანჯრების, ვიტრაჟებისა და მინისებური ზედაპირის წმენდა –
მინისებური ზედაპირებიდან და ფანჯრებიდან (შიდა მხარე) ყოველდღიურად
მტვრის და ხილული ლაქების, ნათითურების მოცილება. ფანჯრის თაროების
დასუფთავება.
ი) დერეფნების, კიბის უჯრედების, კიბის კონსტრუქციის და სხვა ზოგადი და
საერთო სარგებლობის ტერიტორიების ყოველდღიური დაგვა- დასუფთავება,
ლაქების და ჩამჯდარი ჭუჭყის მოცილება, კვირაში მინიმუმ ერთხელ სველი
ტილოთი მოწმენდა.
კ) სველი წერტილების დასუფთავება – ყოველდღიურად სველი წერტილების
დასუფთავება სადეზინფექციო ხსნარების საშუალებით. ნიჟარების,
იატაკების, კედლების, სარკეების დასუფთავება – გაპრიალება. იატაკზე
განთავსებული არხების და საცობების დასუფთავება. სასაპნეების,
ონკანების და ხელსაბანის გაპრიალება.
ლ) სანაგვე ურნების დასუფთავება ლაქებისა და ჭუჭყისაგან, სანაგვე
ურნების დაცლა, მათში პოლიეთილენის პარკების განთავსება და ნაგვის
გატანა განხორციელდება ყოველდღიურად.
მ) მომსახურე პერსონალის საქმიანობით, შემსყიდველი ორგანიზაციის
უკმაყოფილების შემთხვევაში, მიმწოდებლი ვალდებული იქნება, მოახდინოს
მომსახურე პერსონალის შეცვლა.
ნ) მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს შემსყიდველის მიერ გადაცემული
ტუალეტის ქაღალდის, ხელის საწმენდი ქაღალდის, თხევადი საპნის და ჰაერის
გამწმენდი აეროზოლების ყოველდღიურად სველ წერტილებში განლაგება
(ტუალეტის ქაღალდს, ხელის საწმენდი ქაღალდს, თხევადი საპონს და ჰაერის
გამწმენდი აეროზოლებს მიმწოდებელს საჭიროების შესაბამისად გადასცემს
შემსყიდველი, ხოლო დასუფთავებისთვის საჭირო სხვა ყველა პროცედურა უნდა
განხორციელდეს სრულად მიმწოდებლის ხარჯით, მათ შორის: პერსონალის
ხელფასის, ინვენტარის, ჰიგიენის საშუალებების, სახარჯი მასალის,
ტექნიკის და დასუფთავებისთვის საჭირო სხვა ნებისმიერი ხარჯი სრულად
უნდა იქნეს ანაზღაურებული მიმწოდებლის მიერ;
ო) მიმწოდებელი ვალდებული იქნება, გამოყოს საკონტაქტო პირი, რომელმაც
უნდა აკონტროლოს დალაგება/დასუფთავების ხარისხი, მიაღწიოს მაქსიმალურ
სისუფთავეს მის სამუშაო არეალში და მოახდინოს დაუყოვნებელი რეაგირება
ხარვეზების აღმოსაფხვრელად, აღნიშნულის უზრუნველყოფის მიზნით ოფისში
განახორციელოს პერიოდული ვიზიტები.
პ) მიმწოდებლის მიერ გამოყოფილმა საკონტაქტო პირმა (სხვა ყველაფერთან
ერთად) მკაცრად უნდა გააკონტროლოს და უზრუნველყოს, რომ მის
დაქვემდებარებაში მყოფი დამლაგებლების მიერ არ მოხდეს სველ
წერტილებში გამოყენებული ტილოების და რეზინის ხელთათმანების
გამოყენება ოფისის სხვა ოთახებში ან კორიდორებში. ასევე აუცილებელია
ზემოხსენებული ინვენტარის (ტილოების და რეზინის ხელთათმანის)
საჭიროებისამებრ პერიოდული ცვლა მიმწოდებლის მიერ.
ჟ) მომსახურების განხორციელების პროცესში, მიმწოდებლის ბრალეულობით
გამოწვეული რაიმე სახის დაზიანების შემთხვევაში, მიმწოდებელი
ვალდებული იქნებაა დაუყოვნებლივ აღმოფხვრას დაზიანება.
1.2.4 დერატიზაცია/დეზინსექციის პირობები:
ა) მიმწოდებელმა დერატიზაცია/დეზინსექციის მომსახურება უნდა
უზრუნველყოს წელიწადში ორჯერ, შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად
(მოთხოვნიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა).
ბ) დერატიზაცია/დეზინსექციის მომსახურება უნდა განხორციელდეს
არასამუშაო დღეს მიმწოდებლისთვის ხელსაყრელ დროს.
გ) დერატიზაცია/დეზინსექცია უნდა განხორციელდეს ადამიანის
ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო და მიზნის მიღწევისთვის ეფექტური
საშუალებებით.
1.2.5 გენერალური დასუფთავების პირობები:
ა) მიმწოდებელმა გენერალური დასუფთავების მომსახურება უნდა
უზრუნველყოს წელიწადში ორჯერ შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად
(მოთხოვნიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა).
ბ) გენერალური დასუფთავების მომსახურება უნდა განხორციელდეს
არასამუშაო დღეს მიმწოდებლისთვის ხელსაყრელ დროს.
გ) გენერალური დასუფთავებისას უნდა განხორციელდეს იატაკების, კედლების
და ჭერის დასუფთავება, ავეჯის დაწმენდა, ავეჯის უკანა პერიმეტრების
წმენდა (თუ გადაადგილება შესაძლებელია), სანათების წმენდა, ჩამრთველ -
გამომრთველების წმენდა, გათბობა-გაგრილების სისტემების, სარკეების და
მინისებრი ზედაპირების წმენდა, ფანჯრების შიგნიდან და გარედან წმენდა,
ფანჯრის რაფების წმენდა, ჩარჩოების და კარების წმენდა, კარადის თავების
წმენდა, ავეჯის გარედან წმენდა, იატაკის და პლინტუსების სველი წესით
წმენდა, ორთქლის გენერატორით ძლიერად დაბინძურებული ზედაპირების
წმენდა, კიბეების სველი წესით წმენდა, კიბის უჯრედების დასუფთავება,
სველი წესით სამზარეულოების წმენდა, მიკროტალღური ღუმელის შიგნიდან და
გარედან წმენდა, მაცივრის გარედან წმენდა, მაცივრის უკანა მხარის და
გორგოლაჭების წმენდა, მაცივრის შიგნიდან წმენდა (თუ ცარიელია),
სამზარეულოს ნიჟარის და მისი მიმდებარე კარადის წმენდა, სამზარეულოს
ზედაპირების წმენდა და დეზინფექცირება, შენობის გარე ფასადის
გაწმენდა/ჩამორეცხვა. სველი წერტილების გენერალური დასუფთავება
მოიცავს: სველი წესით წმენდას და ლაქების მოშორებას კედლებიდან,
სანტექნიკის კვანძების წმენდას და დეზინფექცირებას, წყლის და ჟანგის
ნადების ყველა ზედაპირიდან მოშორებას, სველ წერტილში არსებული
ტექნიკის და ავეჯის გარედან წმენდას, რიბილი ავეჯის ქიმწმენდას.