1.2.1 სატენდერო წინადადების წარდგენით, პრეტენდენტი ავტომატურად
გამოხატავს თანხმობას ამ ველში მოცემულ "ტექნიკურ პირობა"-ზე და
მიმაგრებულ ყველა დოკუმენტზე, რაც უცვლელად, დანართად დაერთვება
გასაფორმებელ ხელშეკრულებას.
"ტექნიკური პირობა":
1.“მიმწოდებელმა” სამუშაოები უნდა აწარმოოს შემსყიდველის
ფუნქციონირებისთვის ნორმალური რიტმის შენარჩუნების პირობებში.
2.რემონტთან დაკავშირებული ყველა მასალა ექსპლოატაციაში არმყოფი (არ
უნდა იყოს მეორადი და აღდგენილი) შეძენილი უნდა იყოს ”მიმწოდებლის”
მიერ.
3. სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობის დროს შემსყიდველი ვალდებულია
ოთახებში არსებული ის ინვენტარი რომელიც ხელს უშლის ხელშეკრულებით
გათვალისწინებული სამუშაოების წარმართვას, გადაადგილოს საკუთარი
ხარჯებით დაუზიანებლად და სამუშაოების დასრულების შემდგომ დააბრუნოს
პირვანდელ მდგომარეობაში.
4. რემონტში გამოყენებული ხელოვნური კერამო გრანიტის, კაფელის,
ლამინატის, შეკიდული ჭერის, კარების, შენობის შიდა კედლების, ავეჯის და
ფარდა-ჟალუზის ფერების ზუსტი ტონალობა შეთანხმებულ იქნას
“შემსყიდველთან”
5. კარების და ფანჯრების ზომები გადამოწმდეს “მიმწოდებლის” მიერ
ადგილზე.
6. როზეტები უნდა იყოს ყველა დამიწებით.
7. ყველანაირი სანათის ტიპი და ფორმა შეთანხმებული იქნას
,,შემსყიდველთან“.
8. ქვიშა-ცემენტით შელესილი კედლები უნდა იყოს გასწორებული თარაზოში
(მაიაკში).
9. კედლების დამუშავება და შეღებვა ნიშნავს: დამუშავდეს კედელი
წებო-ემულსიის ხსნარით, ფითხით (მაღალი ხარისხის კნაუფის ან ანალოგიური)
დაიშპაკლოს და გაიშკურკოს რამდენიმე ფენად, შეიღებოს სულ მცირე ორი
ფენა საღებავით (მაღალი ხარისხის ) სრულ დაფარვამდე.ფერი შეთანხმებული
იქნას ”შემსყიდველთან”
10.ხელოვნური კერამო გრანიტის ფილების მოწყობა ნიშნავს: გრანიტის
ფილების მოწყობას წებო- ცემენტის გამოყენებით. ფილებს შორის ნაკერის
შევსება დეკორატიული ცემენტით (ფუგა)
11. კაფელის ფილების მოწყობა ნიშნავს: კაფელის ფილების მოწყობას
წებო-ცემენტის გამოყენებით. ფილებს შორის ნაკერის შევსება დეკორატიული
ცემენტით (ფუგა)
12. ფერდოების (კარებების, ფანჯრების) და კედლების გამოწეულ კუთხეებში
უნდა მოეწყოს სპეციალური უჟანგავი თუნუქის კუთხოვანა.
13. კარები (მეტალო-პლასმასის) –საკეტით, სახელურით და ანჯამებით
14. ლამინირებული იატაკი L-33-34 კლასი, სისქე არანაკლებ 10მმ ცვეთამედეგობა AC 5.
ეკოლოგიურად სუფთა ძნელად აალებადი.
15.მუყაო-თაბაშირის ფილა მაღალი ხარისხის არანაკლებ 1200*2500*12,5მმ (კომპლექტი
ლითონის უჟანგავ კარკასზე კნაუფის ან ანალოგიური)
16. ვერტიკალური ფარდა ჟალუზი. ნაჭრის ზოლის სიგანე არანაკლებ 125მმ, ნაჭრის
მასალა პოლიესტერი, ლავგარდანის (კარნიზი) ზომები არანაკლებ-25/45/25მმ,
ლავგარდანის (კარნიზი) მასალა ალუმინი, ლავგარდანის (კარნიზი)
ფერი-თეთრი;
17. ავეჯის სრული აწყობა-მონტაჟი ადგილზე.
18. ავეჯის ფერი შეთანხმებულ იქნას “შემსყიდველთან”.
19. ავეჯში გამოყენებული დ.ვ.პ. უნდა იყოს ლამინირებული
20. ავეჯში გამოყენებული სახელური უნდა იყოს მეტალის.
21. ლამინატისაგან დამზადებულ ავეჯს უნდა ჰქონდეს ძირზე მიმაგრებული
პლასტმასის 5 მმ-იანი სისქის ქოში და გადაბმის (შურუფები) ადგილას
სპეციალური მრგვალი მისაწეპებელი (ლიპუჩკა) ავეჯის შესაბამისი
ფერის.
22. ელექტროღუმელი არანაკლებ ორი ქურით
ა). მოცულობა; არანაკლებ 40ლ:
ბ).ღუმელის სიმძლავრე 1500-1700 ვტ;
გ).ემალის მასალით;
დ).ტაიმერით და რეგულირებადი თერმოსტატით;
ე).ზომით (სიგრძე, სიგანე, სიმაღლე): 40+50*55+65*35+75სმ;
ვ).დანიშნულება: გრილზე მომზადება, გამოცხობა,შებრაწვა.
23. ელექტროკონვექტორი თერმოსტატიანი კედელზე მისამაგრებელი სიმძლავრე
არნაკლებ 2000ვტ,
ა).მექანიკური ან ელექტრონული თერმოსტატით;
ბ).დახურული სპირალით(გაცხელების ელემენტი);
გ).გაცხელების რეჟიმის რეგულირებით;
დ).ელექტრო დაცვით;
ე).წყლის შხეფებისაგან დაცვით(iP24);
24. ავტომატური ორფრთიანი კარები :
ავტომატურ ორფრთიან კარებს უნდა გააჩნდეს ფრთების გაღება-დაკეტვის
სხვადასხვა პოზიციებზე გაჩერების საშუალება,ფრთის გაღების
მაქსიმალური კუთხე შეადგენს 1100 . ელ.ენერგიის გათიშვის შემთხვევაში
კარებს უნდა ჰქონდეს მყისიერი საიმედო ფიქსაციის საშუალება,
ასევე გასაღების საშუალებით შესაძლებელი უნდა იყოს ავტომატიკის
გათიშვა და მექანიკურ მართვაზე გადასვლა.
ავტომატური ორფრთიანი კარების კომპლექტში შედის:
ა)გაღება-დაკეტვის მექანიზმი-2ც,მექანიზმის კორპუსი უნდა იყოს უჟანგავი
მეტალის ან სპეციალური საღებავით დამუშავებული,რომელიც არ საჭიროებს
პერიოდულ შეზეთვას და მუშაობს მძიმე კლიმატურ პირობებში, წარმოდგენილი
უნდა იყოს გამღები მექანიზმის შემდეგი სერთიფიკატები მართვის
სისტემის ხარისხის UNI ISO 9001,გარემოს დაცვის UNI ISO 14001 და დაცვის კლასი IP-54
(ფირმა“კრონო“ ან ანალოგიური),ელ.ენერგიის ძაბვა(50-60H), კვება (220-230WT)
ბ)მართვის ბლოკი-1ც
გ)რადიო სიგნალის მიმღები-1ც
დ)დისტანციური მართვის პულტი-2ც
ე)დიოდური სასიგნალო ნათურა-1ც
25. სამუშაოების დამთავრების შემდეგ ტერიტორია უნდა გასუფთავდეს,
ფანჯრები, კედლები, იატაკი, კარებები უნდა გაიწმინდოს. სამშენებლო
ნარჩენი გატანილ იქნას ტერიტორიის ფარგლებს გარეთ (ნაგავსაყრელზე).
26. შემსყიდველი იტოვებს უფლებას არ დაუშვას მიმწოდებელი ახალ ობიექტზე
(გარდა ახალი ჯგუფის მობილიზების შემთხვევის) სამუშაოების დასაწყებად
თუ დაწყებული ობიექტი არ აქვს, ან/და არასრულად აქვს დასრულებული.
27. შემსყიდველი იტოვებს უფლებას, თუ მიმწოდებლის მიერ
შესრულებელი/შესასრულებელი სამუშაოებსა და წარმოდგენილ
გეგმა-გრაფიკს შორის იქნება ჩამორჩენა, შეწყვიტოს ხელშეკრულება.
28. სამუშაოთა მიღება-ჩაბარების წესი
ა). “მიმწოდებელმა“ „შემსყიდველს“ უნდა აცნობოს სამუშაოების
დასრულების შესახებ.
ბ). „შემსყიდველის“ სამუშაოთა მიმღები ჯგუფი ამოწმებს შესრულებულ
სამუშაოთა შესაბამისობას წინამდებარე ხელშეკრულების პირობებთან, რის
შემდეგაც “მიმწოდებელი“ საკუთარი ხარჯებით წარმოადგენს უკვე
დასრულებულ სამუშაოებზე სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის
სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ან სხვა აკრედიტირებული
საექსპერტო ორგანიზაციის (შესაბამისი აკრედიტიციის დოკუმენტის
წარმოდგენით) მიერ გაცემულ საექსპერტო დასკვნას.
გ). დადებითი საექსპერტო დასკვნის შემთხვევაში „შემსყიდველს“ და
“მიმწოდებელს“ შორის ფორმდება მიღება-ჩაბარების აქტი ფაქტიურად
შესრულებულ სამუშაოებზე.
დ). სამუშაოების დასრულების ვადაა საექსპერტო დასკვნის მოწოდების
თარიღი.
* პრეტენდენტს შეუძლია ობიექტები ადგილზე წინასწარ ნახოს და
დაათვალიეროს.
იხილეთ მიმაგრებული ფაილები: