• ტენდერში გამარჯვებული კომპანია უზრუნველყოფს გორის
მუნიციპალიტეტის მერიის და მის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების
საკუთრებაში არსებული 100 (ასი) ერთეული ავტომანქანისათვის ნავიგაციისა
და ადგილმდებარეობის განსაზღვრის გლობალური სისტემის (GPS ან
ეკვივალენტი) დამონტაჟებას, მონიტორინგის მომსახურების
განხორციელების მიზნით.
• მიმწოდებლის მიერ დამონტაჟებული სისტემის მეშვეობით, შემსყიდველი
მიიღებს შემდეგი შინაარსის მომსახურებას:
1. სათანადო მონიტორინგის ცენტრის საშუალებით მომსახურების მიღება
შესაძლებელი იქნება ყოველდღიურად, 24 საათის განმავლობაში (24/7);
2. მონიტორინგის პროგრამა იმუშავებს 10 სახის ონლაინ ციფრულ რუკასთან.
ამავდროულად, სერვერზე, ლოკალურად განთავსებული იქნება საქართველოს
ციფრული რუკები, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იქნება ქალაქების,
ქუჩებისა და შენობა-ნაგებობების ნუმერაციის ძებნა. რუკაზე მონიშვნებით
სისტემა მოიძიებს დასახლებული პუნქტის დასახელებას და მისამართს;
3. მონიტორინგის სისტემაში წვდომა შესაძლებელი იქნება ნებისმიერი
კომპიუტერიდან, რომელიც ჩართული იქნება გლობალურ ქსელში. ასევე, წვდომა
განხორციელდება სმარტფონებიდანაც. ამავდროულად, სისტემაში წვდომის
საშუალება ექნებათ მხოლოდ შესაბამისი უფლებების მქონე პირებს. სისტემა
საშუალებას იძლევა ადმინისტრატორის მიერ განისაზღვროს წვდომის
სხვადასხვა დონე განსახვავებული უფლებების მქონე პირებისათვის;
4. GPS მონიტორინგი განხორციელდება ონლაინ ვებ სერვერის საშუალებით.
მონიტორინგის სისტემაში წვდომა შესაძლებელი იქნება ნებისმიერი
ინტერნეტში ჩართული კომპიუტერიდან მხოლოდ შესაბამისი პაროლისა და
მომხმარებლის სახელის გამოყენებით;
5. მომსახურების რეგიონალური ფილიალი და ტექნიკური მომსახურების
პერსონალი, აღჭურვილი იქნება შესაბამისი ტექნიკითა და სატრანსპორტო
საშუალებ(ებ)ით მყისიერი რეაგირებისთვის;
6. შემსყიდველის წერილობითი მოთხოვნის შემთხვევაში, მიმწოდებელი
უზრუნველყოფს დამკვეთი ორგანიზაციის თანამშრომლებისა და მძღოლების
იდენტიფიკაციას სამსახურებრივი ბარათების მეშვეობით. მონიტორინგის
სისტემა ასახავს მიმდინარე მომენტში საჭესთან მყოფი პიროვნების
სახელს, გვარს და მის ფოტოსურათს. რეპორტების გენერირება შესაძლებელი
იქნება როგორც მანქანების, ასევე მძღოლების მიხედვით. ამავდროულად, თუ
საჭესთან მყოფმა პირმა არ მოახდინა თავისი სამსახურებრივი ბარათის
საშუალებით იდენტიფიკაცია ავტომობილის სალონში გააქტიურდება ხმოვანი
სიგნალი, რომელიც გაჩერდება მხოლოდ იდენტიფიკაციის პროცედურის გავლის
შემდგომ;
7. პროგრამული უზრუნველყოფა მომხმარებელს საშუალებას მისცემს
შაბლონების გამოყენების საშუალებით, მისთვის სასურველი სახით
მოახდინოს სხვადასხვა სახის ანგარიშების გენერირება. ანგარიშები
ხელმისაწვდომი იქნება თარიღის, ობიექტებისა და ობიექტების სხვადასხვა
ჯგუფების მიხედვით. ანგარიშებს თანდართული ექნება შესაბამისი
გრაფიკები;
8. GPS მოწყობილობას გააჩნია ფუნქცია, რომლის საშუალებითაც ხმოვანი
სიგნალის საშუალებით განხორციელდება მძღოლის გაფრთხილება სიჩქარის
გადაჭარბების შესახებ. ასევე, შესაძლებელი იქნება სხვადასხვა
დასაშვები სიჩქარის ლიმიტის განსაზღვრა დასახლებული პუნქტებისათვის
და მაგისტრალებისთვის. გამაფრთხილებელი ხმოვანი სიგნალი იმოქმედებს
მანამ, სანამ სიჩქარის პარამეტრები არ დაბრუნდება დასაშვები ნორმის
ფარგლებში. ამავდროულად, შესაძლებელი იქნება, სხვადასხვა სახის და
ფუნქციის სატრანსპორტო საშუალებებზე ინდივიდუალურად დაწესდეს
დასაშვები სიჩქარის პარამეტრები;
9. შეტყობინებების მიღება შესაძლებელი იქნება როგორც მონიტორინგის
სისტემაში (pop-up window), ასევე, ელ.ფოსტითა და მოკლე ტექსტური შეტყობინებებით
მობ. ტელეფონზე;
10. მონიტორინგის პროგრამა გამოცდილი და აპრობირებული იქნება 2 წლის
განმავლობაში;
11. მხარდაჭერილი იქნება ანგარიშების ექსპორტი ხუთ სხვადასხვა ფორმატში
(HTML, PDF, Excel, XML, CSV);
12. შესაძლებელი იქნება სატრანსპორტო საშუალებების დაჯგუფება
მარშრუტების ან ნებისმიერი სხვა თემატიკის მიხედვით. ამავდროულად,
შესაძლებელი იქნება ერთი და იგივე სატრანსპორტო საშუალების
განთავსება სხვადასხვა თემატურ ჯგუფშ(ებ)ი;
13. შესაძლებელი იქნება მონიტორინგის სისტემაში სატრანსპორტო
საშუალებების მონიტორინგი, როგორც ჯგუფების ასევე. საერთო
ჩამონათვალის (ყველა ობიექტის ან შერჩევით) საშუალებით;
14. მინიტორინგის სისტემას გააჩნია ხუთი სახის განახლებადი ციფრული
რუკა;
15. შესაძლებელი იქნება ნებისმიერი რაოდენობის ობიექტების დატანა
რუკაზე, რომელთა დასახელებაც აისახება სტატისტიკურ მონაცემებში თუ
სატრანსპორტო საშუალებები გაჩერდებიან ამ ობიექტებთან;
16. ტრანსპორტის სტატისტიკური მონაცემები (გავლილი მანძილი, მოძრაობის
დრო, ძრავის მდგომარეობის პარამეტრები, შესრულებული მარშრუტები და
სხვა) შენახული და ხელმისაწვდომი იქნება ერთი წლის განმავლობაში;
17. მხარდაჭერილი იქნება თავისუფლად ჩამოსატვირთი აპლიკაცია
სმარტფონებისთვის, რომლის საშუალებითაც უფლებამოსილ პირს ეძლევა
საშუალება განახორციელოს მონიტორინგი სმარტფონების გამოყენებით.
აპლიკაცია წარმოადგენს მონიტორინგის განხორციელების სრულფასოვან
საშუალებას და მასში გამოჩნდება შემდეგი ინფორმაცია: მანქანის
მოძრაობა და ინფორმაცია პირდაპირ ეთერში,
ისტორია, სტატისტიკა და შეტყობინებები. აპლიკაცია იმუშავებს Android და iOS
ოპერაციულ სისტემებზე;
18. შემსყიდველის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, მონიტორინგის
სისტემაში დამატებით აისახება შემდეგი სახის ინფორმაცია: ინფორმაცია -
შსს მიერ დაფიქსირებული საპატრულო ჯარიმების შესახებ, მონიტორინგში
ჩართული ყველა სატრანსპორტო საშუალებისათვის ან კონკრეტულად არჩეულ
მანქანაზე.
19. მონიტორინგის სისტემაში შესაძლებელი იქნება ზონის და პერიოდის
მონიშვნის შემდგომ ძებნა, ერთი წლის განმავლობაში იმყოფებოდა თუ არა
ავტომობილი მონიშნულ ზონაში დროის მითითებით;
20. მონიტორინგის სისტემა იძლევა სტატისტიკურ მონაცემებს, როგორც
ცალკეულ სატრანსპორტო საშუალებებზე, ასევე ჯგუფების მიხედვით;
21. თუ სატრანსპორტო საშუალებებისათვის დაწესებულია მოძრაობის
სიჩქარის ლიმიტი ან ზონირება, მონიტორინგის სისტემა ასახავს
დარღვევებს როგორც რეალურ დროში შეტყობინებების საშუალებით, ასევე
სტატისტიკურ მონაცემებში;
22. პრეტენდენტი უზრუნველყოფს GPS მონიტორინგის სისტემაზე დაფუძნებულ
სადისპეტჩერო პროგრამულ უზრუნველყოფას. აღნიშნულ პროგრამას გააჩნია
ორი ინტერფეისი:
22.1. სატრანსპორტო საშუალების მოთხოვნის განაცხადის ფორმა, რომელშიც
დამკვეთი ორგანიზაციის თანამშრომლები გააკეთებენ განაცხადს
ავტომობილის დასაჯავშნათ მითითებულ დროს და ასევე მიუთითებენ
გამგზავრების საწყის და საბოლოო წერტილებს;
22.2. ადმინისტრატორის გვერდზე აისახება ყველა განაცხადი, რომელთა
მიზნობრიობას განიხილავს უფლებამოსილი ადმინისტრატორი და
დააკმაყოფილებს ან არ დააკმაყოფილებს მიღებულ განაცხადს. განაცხადის
დაკმაყოფილების შემთხვევაში განაცხადის დამკვეთს და ადმინისტრატორის
მიერ ამ განაცხადზე მიმაგრებული სატრანსპორტო საშუალების მძღოლს
მიუვა შესაბამისი შინაარსის მოკლე ტექსტური შეტყობინება. განაცხადის
ინტერფეისში შესვლა შესაძლებელი იქნება მხოლოდ დამკვეთი
ორგანიზაციის IP მისამართიდან. ადმინისტრატორის გვერდი დაცული იქნება
პაროლითა და მომხმარებლის სახელით. ადმინისტრატორის გვერდზე
ხელმისაწვდომი იქნება რეპორტები, რომელთა საშუალებითაც
განხორციელდება შესრულებული განაცხადის რეპორტების ამოღება და
ექსპორტი;
23. შესაძლებელი იქნება ყველა ზემოაღნიშნული სტატისტიკური მონაცემების
რეპორტების გენერირება და ექსპორტი Excel, PDF ფორმატში;
24. მონიტორინგის სისტემა უზრუნველყოფს შეტყობინებების ელ.ფოსტაზე
ავტომატურად გადაგზავნას, მითითებული პერიოდის მიხედვით;
25. სტატისტიკური მონაცემები შენახული და შემსყიდველისთვის
ხელმისაწვდომი იქნება ერთი წელი, ხოლო შემდგომ შემსყიდველის
წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, მოხდება მონაცემთა ბაზის არქივაცია
და შემსყიდველისთვის გადმოცემა;
26. მონიტორინგის სისტემას გააჩნია შემდეგი დამატებითი ფუნქციები:
მარშრუტის დაგეგმვის ფუნქცია;
ავტომობილის ტექნიკური მომსახურების კონტროლი (მაგ. ძრავის ზეთის
შეცვლის პერიოდი, სერვისზე დახარჯული თანხების მითითებით);
ფუნქცია, თუ რომელი ავტომობილი მოძრაობს/იმართება ყველაზე
ოპტიმალურად (მონიტორინგი ხდება - დაძვრა/გაჩერების სისწრაფეზე,
მოძრაობის საშუალო სიჩქარეზე);
დასახლებული პუნქტებში რუკაზე იძებნებოდეს ქუჩები და შენობები
დასახელებისა და ნომრების მიხედვით;
ლოგირების სისტემა (მომხმარებლების სისტემაში შესვლის ისტორია,
მომხმარებელის ID, დროის და IP მისამართის მითითებით);
27. მიმწოდებელი უზრუნველყოფს GPS მოწყობილობების შემსყიდველისთვის
დროებით სარგებლობაში უსასყიდლოდ გადაცემას და პროგრამულ
უზრუნველყოფას;
28. მომწოდებელი უზრუნველყოფს GPS მოწყობილობების უსასყიდლოდ მონტაჟს
შემსყიდველის მიერ მითითებულ სატრანსპორტო საშუალებებზე
(საქართველოს ტერიტორიაზე) ხელშეკრულების გაფორმებიდან, 10 (ათი) სამუშაო
დღის განმავლობაში. ამასთანავე აღნიშნულ ვადამდე პრეტენდენტი
განახორციელებს სადისპეტჩერო პროგრამულ უზრუნველყოფას და
იდენტიფიცირების მოწყობილობების მონტაჟს.
მიმწოდებელი გაუწევს შემსყიდველს მონიტორინგის სრულფასოვან
მომსახურებას;
29. მიმწოდებელი უსასყიდლოდ მოახდენს GPS მოწყობილობის გადაადგილებას
ერთი სატრანსპორტო საშუალებიდან მეორეზე - ულიმიტოდ, შემსყიდველის
მითითების შესაბამისად;
30. GPS მოწყობილობას გააჩნია შიდა მეხსიერება, რაც საშუალებას იძლევა GSM/GPRS
სიგნალის დაკარგვის შემთხვევაში მონაცემები შეინახოს ლოკალურად
კავშირის აღდგენამდე;
31. შესაძლებელი იქნება მოწყობილობიდან ინფორმაციის მიღება იმ
შემთხვევაში თუ მოხდა მანქანის დაქოქვის გარეშე გადაადგილება, ასევე
მკვეთრი აჩქარება - შენელების პარამეტრების დაფიქსირებისთვის; GPS
მოწყობილობები გამოირჩევა ელ. ენერგიის მოხმარების მცირე
პარამეტრებით და გააჩნია ენერგიის დაზოგვის რეჟიმი, რომლიდანაც
გამოდის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის დაწყებისას;
32. GPS მოწყობილობას გაჩნია AGPS სისტემა, რომლის მეშვეობითაც ხდება
აღნიშნული მოწყობილობის ადგილსამყოფელის უმალვე გადმოგზავნა
ავტომობილის მდებარეობის მაქსიმალური სიზუსტით;
33. შემსყიდველისგან შეტყობინების მიღებისთანავე მიმწოდებელი დაიწყებს
ხარვეზის ან/და დაზიანების აღმოფხვრას;
34. შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში, მიმწოდებელი უზრუნველყოფს
მონიტორინგის სისტემაში მუშაობასთან დაკავშირებით შემსყიდველი
ორგანიზაციის თანამშრომლებისთვის ტრენინგის ჩატარებას;
35. GPS მოწყობილობას გააჩნია ელექტრომაგნიტურ თავსებადობასთან
შესაბამისობის სერტიფიკატები;
36. მიმწოდებელი შემსყიდველს გამოუყოფს პერსონალურ მენეჯერს, რომელიც
უზრუნველყოფს შემდგომში ხელშეკრულების ფარგლებში, წარმოქმნილი
ნებისმიერი ხარვეზის თუ საჭირო სერვისის მიწოდებას;
37. შემსყიდველი უზრუნველყოფს, რომ GPS მოწყობილობის დასამონტაჟებლად
წარდგენილი ტექნიკა იყოს სრულად გამართული ტექნიკური მდგომარეობით,
მათ შორის, ელექტრო და ელექტრონული სისტემებით, რაც აუცილებელია GPS
მოწყობილობის გამართული მუშაობისთვის, უსაფრთხო და ხარისხიანი
მონტაჟისთვის;
38. შემსყიდველის მიერ, GPS მოწყობილობის დაზიანება/დაკარგვის
შემთხვევაში, შემსყიდველი აუნაზღაურებს მიმწოდებელს მიყენებულ
ზარალს არაუმეტეს 200 (ორასი) ლარის ოდენობით, მათ შორის, თუ GPS მოწყობილობის
დაზიანება გამოწვეულია შემსყიდველის ტექნიკის გაუმართაობით;