Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Ремонт и техническое обслуживание транспортных средств и оборудования и сопутствующие услуги (Грузия - Тендер #69000532)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Tbilisi City Hall
Номер конкурса: 69000532
Дата публикации: 03-12-2025


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT) По прейскуранту
Номер заявки NAT250022102
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 02.12.2025 22:37
Начало приема предложения 12.12.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 15.12.2025 12:30
Предполагаемая цена прейскуранта 1`009`668.00 GEL
Контрактная цена объекта закупки 200`000.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 50100000-Ремонт и техническое обслуживание транспортных средств и оборудования и сопутствующие услуги
Коды классификатора
  • 50112000 - Ремонт и техническое обслуживание автомобилей
Срок подачи ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან ან 2026 წლის 01 თებერვლიდან (რომელიც უფრო გვიან დადგება) 2027 წლის 31 იანვრის ჩათვლით, ეტაპობრივად, შემსყიდველის დავალების შესაბამისად.
Дополнительная информация
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ბალანსზე რიცხული „KIA“-ს და „HYUNDAI“-ს ფირმის ავტომანქანებისთვის ტექნიკური მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა პრეისკურანტით.

2026 (180 000.00 ლარი) და 2027 (20 000.00 ლარი) წლების ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებით.
Количество и объём закупок იხ. სატენდერო დოკუმენტაცია.
Шаг снижения цены 4`039.00 GEL
Размер гарантии 2`000 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: lela chincharadze :: 25.11.2025 11:13
  • Последнее исправление: tea razmadze :: 02.12.2025 22:37
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=656987&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ბალანსზე რიცხული „KIA“-ს და „HYUNDAI“-ს ფირმის ავტომანქანებისთვის ტექნიკური მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა პრეისკურანტით.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1.2.1 ტენდერში გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულება გაფორმდება 200 000.00 (ორასი ათასი) ლარზე, ელექტრონული ვაჭრობა გაიმართება საქონლისა და მომსახურების პრეისკურანტში მოცემული საქონლისა და მომსახურების ზღვრული ერთეული ფასების ჯამურ ღირებულებაზე.
1.2.2 პრეტენტენტის მიერ წარმოდგენილ პრეისკურანტში შემოთავაზებული ღირებულებები არ უნდა აღემატებოდეს მომსახურების პრეისკურანტში შესაბამის პოზიციებზე მოცემულ ერთეულის ზღვრულ ღირებულებებს, თუ რომელიმე პოზიციაზე პრეტენდენტი საქონელს ან/და მომსახურებას გვთავაზობს უფასოდ, ერთეულის ფასის შესაბამის გრაფაში უნდა ჩაიწეროს „0“, აგრეთვე, პრეისკურანტში იმ პოზიციებზე, სადაც შემსყიდველის მიერ მითითებულია „ * “ იგულისხმება, რომ აღნიშნულ პოზიციაზე შემსყიდველის მხრიდან საქონელი ან/და მომსახურება არ მოითხოვება ან ასეთის საჭიროების შემთხვევაში შესყიდვის ობიექტის მიწოდება მოხდება მიმწოდებლის მიერ უსასყიდლოდ. პრეისკურანტში მითითებული მომსახურების ან/და საქონლის ფასი უნდა იყოს საბოლოო და საჭიროების შემთხვევაში მოიცავდეს კონკრეტული საქონლის მიწოდებასთან დაკავშირებული თანმდევი მომსახურების ღირებულებასაც.
1.2.3 მიმწოდებელთან ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, პრეისკურანტში ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მომსახურების/საქონლის რომელიმე პოზიციის არარსებობისას (მისი შესყიდვის აუცილებლობისას), ერთეულის ფასი დადგინდება შემსყიდველი ორგანიზაციის და მიმწოდებელს ერთობლივი შეთანხმებით, საბაზრო ფასის გათვალისწინებით. ასეთ შემთხვევაში, პრეისკურანტში ავტოსტრანსპორტო საშუალების ტექნიკური მომსახურების ერთეულის არარსებობით გამოწვეული შესყიდვის ხვედრითი წილი არ შეიძლება აღემატებოდეს მიმწოდებლის მიერ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული პრეისკურანტის საბოლოო ჯამური ღირებულების 10%-ს.
1.2.4 იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო დოკუმენტაციის 1.2.3 პუნქტის თანახმად მოთხოვნილი საქონელი არ არის ადგილობრივ ბაზარზე, აღნიშნული ერთეულის შეკვეთის და შემოტანის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 30 (ოცდაათი) კალენდარულ დღეს.
1.2.5 მომსახურების გაწევის პროცესში, მიმწოდებლის ბრალეულობით ავტოსატრანსპორტო საშუალების დაზიანების შემთხვევაში, ზიანის აღმოფხვრის ხარჯებს სრულად ანაზღაურებს მიმწოდებელი.
1.2.6 ავტომანქანის დაზიანებული ნაწილები უნდა შეიცვალოს ახალი ან/და შემსყიდველთან შეთანხმებით მეორადი სათადარიგო ნაწილებით და უნდა შეესაბამებოდეს პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ პრეისკურანტში მითითებულ შესაბამისი საქონლის დასახელებას, მდგომარეობას და ფასს.
1.2.7 იმ შემთხვევაში, თუ აღმოჩნდება, რომ მიმწოდებლის მიერ არ არის სრულყოფილად შესრულებული მომსახურება ან/და შეცვლილი ნაწილი აღმოჩნდა წუნდებული, მიმწოდებელი ვალდებულია აღმოჩენილი ხარვეზი აღმოფხვრას საკუთარი ხარჯებით.
1.2.8 ავტოტრანსპორტის მომსახურება უნდა განხორციელდეს მიმწოდებლისა და შემსყიდველის წარმომადგენლების მიერ თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში ავტოსატრანსპორტო საშუალების დათვალიერების აქტის შედგენის შემდეგ, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გასაწევი მომსახურების ან/და ასეთი მომსახურებისათვის საჭირო საქონლის (სათადარიგო ნაწილების) დეტალური აღწერა, ღირებულება, მომსახურების დაწყების ვადა და შემსყიდველთან შეთანხმებული სხვა ინფორმაცია.
1.2.9 ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკუთრებაში არსებული ავტომანქანის მიღება სერვის ცენტრში უნდა განხორციელდეს ურიგოდ.
1.2.10 პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ მომსახურების პრეისკურანტში მოცემული საქონლისა და მომსახურების ერთეულის ფასების კლება უნდა განხორციელდეს სატენდერო დოკუმენტაციაში მოცემული პრეისკურანტის ზღვრული ერთეულის ფასებიდან, არანაკლებ სატენდერო დოკუმენტაციასა და სატენდერო განცხადებაში მოცემული პრეისკურანტის ჯამურ სავარაუდო ღირებულებასა და პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებულ საბოლოო ფასს შორის არსებული პროცენტული სხვაობით, რომელიც დამრგვალებული უნდა იყოს მეასედის სიზუსტით, ე.წ. კლების პრინციპით.
1.2.11 მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს სერვის-ცეტრში დღეში ერთდროულად არანაკლებ 8 (რვა) ავტოსატრანსპორტო საშუალების მიღება და მომსახურების გაწევა.
1.2.12 შემსყიდველს უფლება აქვს სატენდერო წინადადებების მიღების ვადის დასრულების შემდგომ ადგილზე შეამოწმოს პრეტენდენტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა.
1.2.13 საქონლისა და მომსახურების პრეისკურანტი (დანართი N1) MS Excel-ის ფორმატის ფაილის სახით ატვირთულია სატენდერო დოკუმენტაციის 1.3 პუნქტში.
1.2.14 მომსახურების გაწევის ვადების და სერვის-ცეტრში ერთდროულად მისაღები ავტომანქანების რაოდენობის შესახებ ინფორმაცია ატვირთულია სატენდერო დოკუმენტაციის 1.2 პუნქტში.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

1.4.1 ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან ან 2026 წლის 01 თებერვლიდან (რომელიც უფრო გვიან დადგება) 2027 წლის 31 იანვრის ჩათვლით, ეტაპობრივად, შემსყიდველის დავალების შესაბამისად.
1.4.2 სატენდერო დოკუმენტაციის 1.4.1 პუნქტით გათვალისწინებულ თითოეული დავალების მომსახურების ვადა არ უნდა აღემატებოდეს დანართ N2-ში მითითებულ ვადებს. იმ შემთხვევაში, თუ საჭიროა ძრავის კაპიტალური რემონტის ჩატარება ან დეფიციტური ნაწილის მიწოდება, შესაძლებელია მომსახურების ვადა განისაზღვროს შემსყიდველთან შეთანხმებით.
1.4.3 სატენდერო დოკუმენტაციის 1.4.1 პუნქტით გათვალისწინებული ყოველი კონკრეტული დავალებისათვის შემსყიდველი მიმწოდებელს წერილობით, ელექტრონული ფოსტის ან/და სატელეფონო (მოკლეტექსტური) შეტყობინების სახით უგზავნის დავალებას, რომელშიც მითითებული იქნება ინფორმაცია გასაწევი მომსახურების სახეობის და ვადის შესახებ.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორია, მიმწოდებლის სერვის ცენტრ(ებ)ი.

1.7.1 requirement related to guarantee period

1.7.1.1 მიმწოდებლის მიერ შეცვლილ/შეკეთებულ სათადარიგო ნაწილებზე (გარდა ძირითადი აგრეგატების (ძრავი, ხიდი, გადაცემათა კოლოფი) ნაწილებისა) ქარხნული გარანტია შეადგენს მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 6 (ექვსი) თვეს.
1.7.1.2 ძირითად აგრეგატებზე (ძრავი, ხიდი, გადაცემათა კოლოფი) გაწეული მომსახურების შემთხვევაში, შეცვლილ სათადარიგო ნაწილებზე გარანტია შეადგენს მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 1 (ერთი) წელს.
1.7.1.3 იმ შემთხვევაში, თუ აღმოჩნდება რომ მიმწოდებლის მიერ არ არის სრულყოფილად შესრულებული მომსახურება ან/და შეცვლილი ნაწილი აღმოჩნდა წუნდებული, მიმწოდებელი ვალდებულია აღმოჩენილი ხარვეზი აღმოფხვრას საკუთარი ხარჯებით.
1.7.1.4 საგარანტიო ვადის განმავლობაში შესყიდვის ობიექტის მიერ დეფექტის/წუნის გამოვლენის შემთხვევაში იგი უნდა შეკეთდეს ან შეიცვალოს ახლით შემსყიდველის მიერ განსაზღვრულ გონივრულ ვადაში.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

2.2.1.1. პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნეს არანაკლებ 3 (სამი) დადებითი სარეკომენდაციო წერილი, გაცემული იმ სახელმწიფო ორგანიზაციების მიერ, რომლებსაც 2023 წლის 01 იანვრიდან გაუწია ავტომანქანების ტექნიკური მომსახურება. სარეკომენდაციო წერილში მითითებული უნდა იყოს მომსახურების გაწევის პერიოდი და ხელშეკრულების ნომერი.
2.2.1.2. სავალდებულო არ არის წარმოდგენილი სარეკომენდაციო წერილებით განსაზღვრული ხელშეკრულებების მიწოდების ან მოქმედების ვადები იყოს დასრულებული ელექტრონული ტენდერისთვის სტატუსის "შერჩევა/შეფასება" მინიჭების მომენტში.
2.2.1.3. შემსყიდველი უფლებამოსილია სახელმწიფო ორგანიზაციებთან გადაამოწმოს წარმოდგენილი სარეკომენდაციო წერილის ვალიდურობა.

2.3.1 requirement related to material and technical support of a tenderer

პრეტენდენტს საკუთრებაში ან სარგებლობაში უნდა გააჩნდეს მოქმედი სერვის ცენტრი ქალაქ თბილისში, ერთ სერვის ცენტრში დღეში არანაკლებ 10 (ათი) ავტომანქანის მომსახურების საშუალებით, რომელიც დაკომპლექტებული უნდა იყოს მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით და აღჭურვილი უნდა იყოს თანამედროვე აპარატურითა და დანადგარებით, მათ შორის პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს არანაკლებ 10 (ათი) ერთეული ავტო ამწე ერთ სივრცეში - ერთ სერვის-ცენტრში, ნახარის კუთხის გასასწორებელი ელექტრო დანადგარი, ვულკანიზაციის, ბალანსირების და დისკების გასწორების ელექტრო აპარატი, ძრავის ამოსაღები სპეციალური ამწე, საყრდენი დისკის მოხეხვის (გასაჩარხი) აპარატი - „დისკის მოუხსნელად“, ძრავიდან ზეთის ამოსატუმბი აპარატი, კონდენციონერის დასატუმბი/ამოსატუმბი აპარატი, ფარების გასასწორებელი დანადგარი/სტენდი, სახარატე აპარატი, გადაცემათა კოლოფის ქვემოდან საყრდენი ჯეკი, ჰიდრავლიკური წნეხი, ჰაერის კომპრესორ(ებ)ი, ავტომანქანის დასათვალიერებელი და სარემონტო ორმო, გამონაბოლქვის ტოქსიკურობის (CO-ს) შემოწმების აპარატი, ავტომობილის გასაჭიმი რობოტი, ავტომატური კოლოფის ზეთის შეცვლის აპარატი. ასევე, სერვის-ცენტრში შესაძლებელი უნდა იყოს ელექტრო სისტემის კომპიუტერული დიაგნოსტიკა, ძრავის დიაგნოსტიკა და კაპიტალური შეკეთება, გადაცემათა კოლოფის და ხიდების კაპიტალური შეკეთება.
ქალაქ თბილისში მოქმედი სერვის ცენტრ(ებ)ის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებობის დასადასტურებლად პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს მატერიალურ–ტექნიკური ბაზის შესახებ ინფორმაცია.
სერვის-ცენტრ(ებ)ის საკუთრებაში ფლობის შემთხვევაში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთულ უნდა იქნეს საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი, ხოლო, სარგებლობის უფლებით ფლობის შემთხვევაში – სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი, რომელთა მოქმედების ვადა ტოლი უნდა იყოს ან აღემატებოდეს ელექტრონული ტენდერით გათვალისწინებული მომსახურების ვადას, ასევე, ატვირთული უნდა იქნას ზემოაღნიშნული სერვის-ცენტრის მესაკუთრის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

2.9 other additional requirements

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას, რაზეც პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას ექსპერტიზის ან/და აუდიტის (საშემფასებლო) დასკვნა (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას შესაბამისი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი), რომლებშიც უნდა დასტურდებოდეს (ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს) ტენდერში პრეტენდენტის მიერ ატვირთულ საბოლოო პრეისკურანტში (საქონლისა და მომსახურების ხარჯთაღრიცხვაში) (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით) დაფიქსირებული ერთეულის ფასებით და აგრეთვე ჯამური ღირებულებით ამავე პრეისკურანტით (საქონლისა და მომსახურების ხარჯთაღრიცხვით) განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მიწოდების შესაძლებლობა.
დასკვნის წარმოუდგენლობა ან უარყოფითი დასკვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებაზე ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-18 მუხლის მე-6, მე-7 პუნქტებისა და 28-ე მუხლის 1-ელი, მე-2, მე-3, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული წესები.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

guarantee for assurance of contract performance

6.1 guarantees for assurance of contract performance are requested

5 Процентов

6.2 guarantees are requested in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value

10 Процентов

6.3 duration of guarantee

ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის მოქმედების ვადა 60 (სამოცი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის მიწოდების საბოლოო ვადას.

6.4 terms and conditions of guarantee

6.4.1 ტენდერში გამოყენებულ იქნება ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია, სატენდერო დოკუმენტაციის 6.1 ან 6.2 პუნქტის შესაბამისად, დანართი N3–ის მიხედვით.
6.4.2 უპირობო, გამოუთხოვადი ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნას საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის“ მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში.

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით ლარში, 2026 (180 000.00 ლარი) და 2027 (20 000.00 ლარი) წლების ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებით.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ეტაპობრივად, მიწოდებული შესყიდვის ობიექტის შესაბამისად, მიღება–ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ლელა ჭინჭარაძე, 598131119, l.chincharadze@yahoo.com , ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით საკონტაქტო პირი - თამარ სიდამონიძე; მობილური ტელეფონის ნომერი - 598684411; ელ-ფოსტა: t.sidamonidze@tbilisi.gov.ge.

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1 ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე. დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
10.1.2 ტექნიკური დოკუმენტაციის განხილვისას უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.
10.1.3 სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში – სისტემა) ატვირთული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთულ უნდა იქნას მინდობილობა ან რწმუნებულება). პრეტენდენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული სატენდერო დოკუმენტაციის დანართ N1-ის (ფასების ცხრილი/მომსახურების ხარჯთაღრიცხვა/პრეისკურანტი) შესაბამისი ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს MS Excel-ის ფორმატის ფაილის სახით, რომელიც არ საჭიროებს ხელმოწერას ან/და ბეჭედს (მათ შორის, ელექტრონულ ხელმოწერას ან/და ელექტრონულ შტამპს), ხოლო პრეტენდენტის მიერ ტენდერის ფარგლებში შედგენილ სხვა დოკუმენტაციაზე სავალდებულოა კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის შესრულება ან კვალიფიციური ელექტრონული შტამპის დასმა.
10.1.4 იმ შემთხვევაში თუ სატენდერო დოკუმენტაციაში შესყიდვის ობიექტის ტექნიკური და ხარისხობრივი მაჩვენებლების აღწერისას გამოყენებული იქნება სასაქონლო ნიშანი, მოდელი, პატენტი ან მწარმოებელი კომპანია, ასეთ შემთხვევაში აღნიშნული ტერმინები გამოყენებული არის „მსგავსისა“ და „ექვივალენტურის“ მნიშვნელობით და პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს ტექნიკური დოკუმენტაციით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მსგავსი ან ექვივალენტური მახასიათებლების მქონე საქონელი/მომსახურება. ამასთან, ტექნიკურ დავალებაში მოცემული პარამეტრები არის შემსყიდველის მიერ დადგენილი მინიმალური მოთხოვნები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული შესყიდვის ობიექტი.
10.1.5 სატენდერო წინადადებაში საერთო და ერთეულის ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ხარჯის გათვალისწინებით. სატენდერო წინადადების საერთო და ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ლარში.
10.1.6 პრეტენდენტს არ აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება.

10.1.7 პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთი მონაცემები:
10.1.7.1 საქონლისა და მომსახურების პრეისკურანტი (დანართი N1) MS Excel-ის ფორმატის ფაილის სახით, სატენდერო დოკუმენტაციის 1.2.2 და 1.2.10 პუნქტების შესაბამისად;
10.1.7.2 სარეკომენდაციო წერილები, სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 პუნქტის შესაბამისად;
10.1.7.3 სერვის ცენტრის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, სატენდერო დოკუმენტაციის 2.3.1 პუნქტის შესაბამისად.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru