Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Ремонт и техническое обслуживание транспортных средств и оборудования и сопутствующие услуги (Грузия - Тендер #69000526)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Georgia MIA LEPL "Security Police Department"
Номер конкурса: 69000526
Дата публикации: 03-12-2025


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT) По прейскуранту
Номер заявки NAT250022107
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 03.12.2025 10:24
Начало приема предложения 13.12.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 16.12.2025 12:00
Предполагаемая цена прейскуранта 6`597.00 GEL
Контрактная цена объекта закупки 30`000.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 50100000-Ремонт и техническое обслуживание транспортных средств и оборудования и сопутствующие услуги
Коды классификатора
  • 50100000 - Ремонт и техническое обслуживание транспортных средств и оборудования и сопутствующие услуги
Срок подачи 2026 წლის 01 იანვრიდან 2027 წლის 31 მარტის ჩათვლით, ეტაპობრივად, კონკრეტული წერილობითი მოთხოვნიდან არაუმეტეს 3 (სამი) კალენდარული დღის ვადაში.
Дополнительная информация
ა/მანქანებზე სასიგნალო მოწყობილობების ტექნიკური მომსახურება.
მრავალწლიანი შესყიდვა
01.01.2026 - 31.12.2026 პერიოდი - 2026 წლის საკუთარი სახსრებით (25000 ლარი)
01.01.2027 - 31.03.2027 პერიოდი - 2027 წლის საკუთარი სახსრებით (5000 ლარი)
Количество и объём закупок იხ. სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 130.00 GEL
Размер гарантии 300 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: gocha gogolauri :: 23.10.2025 09:57
  • Последнее исправление: gocha gogolauri :: 03.12.2025 10:24
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=652289&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

ა/მანქანებზე სასიგნალო მოწყობილობების (ოპერატიული ციმციმების) ტექნიკური მომსახურება

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

ტექნიკური დავალება: იხილეთ მიბმული ფაილი (პრეისკურანტი) 1.3 პუნქტში.

გასაწევი მომსახურების აუცილებელი და სავალდებულო პირობები:

ა) წინამდებარე ტენდერის გამარჯვებულ პრეტენდენტთან გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში მომსახურება უნდა განხორციელდეს რიგგარეშედ;

ბ) დაზიანებული ნაწილი უნდა შეიცვალოს ახალი/არამეორადი მაღალი ხარისხის სათადარიგო ნაწილით (გარდა შემსყიდველის მიერ მოთხოვნილი მეორადი ნაწილებისა, რომლის ფასი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დამატებით შეთანხმდება შემსყიდველთან საბაზრო ფასის გათვალისწინებით).

გ) სადენების გადაბმა უნდა განხორციელდეს შესაბამისი უსაფრთხოების სტანდარტების დაცვით, სპეციალური საშუალებებით (მაგ: იხ. სურათი №1), ისე რომ არ იწვევდეს სადენების გადახურებას/ლღობას. სადენების გადაბმისას გამოყენებული უნდა იქნას თერმოკუმშვადი მილები (მაგ: იხ. სურათი №2);

დ) მოწყობილობებისთვის კვება მიწოდებული უნდა იქნეს უშუალოდ ავტომობილის აკუმულატორიდან სპეციალური დამცველი ბუდით და კაბელის დაბოლოებით (ბუნიკებით) (მაგ: იხ. სურათი №3);

ე) მოწყობილობების ცენტრალური კვებისთვის გამოყენებულ უნდა იქნას არანაკლებ 2,5 მმ² კვეთის სადენები;

ვ) მომსახურების გაწევის პერიოდში, მიმწოდებლის ბრალეულობით ავტოსატრანსპორტო საშუალების დაზიანების შემთხვევაში, მიყენებული ზიანის აღმოფხვრის ხარჯების სრულად ანაზღაურება ეკისრება მიმწოდებელს;

ზ)ოპერატიული ციმციმების (ხმამაღლა მოლაპარაკით) ტექნიკური მომსახურება უნდა განხორციელდეს მიმწოდებლის მიერ შედგენილი დეფექტური აქტის საფუძველზე რომელსაც ადგენს შემსყიდველის თანამშრომლის მეთვაყურეობით.

შენიშვნა - შემსყიდველი უფლებამოსილია შეწყვიტოს მიმდინარე ხელშეკრულება, თუ მიმწოდებელზე გაგზავნილ იქნა ორი ან მეტი გამაფრთხილებელი წერილი, სადაც დაფიქსირებული იქნება მათ მიერ მომსახურების არაჯეროვნად ან ვადაგადაცილებით გაწევის შემთხვევები."

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

1.4.1. ,,მომსახურების გაწევის ვადები: მომსახურება უნდა განხორციელდეს 2026 წლის 01 იანვრიდან 2027 წლის 31 მარტის ჩათვლით, ეტაპობრივად, შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად - მოთხოვნიდან არაუგვიანეს 3 კალენდარული დღის ვადაში. მოთხოვნა/შეტყობინება შესაძლებელია განხორციელდეს ელ-ფოსტაზე გაგზავნილი შეტყობინებით ან ოფიციალური წერილის სახით. მიმწოდებელი ვალდებულია შეტყობინების მიღებიდან 3 დღის განმავლობაში უზრუნველყოს მანქანის სერვის ცენტრში მიღება და ტექნიკური მომსახურების გაწევა, ამასთან შემსყიდველს წინასწარ უნდა შეატყობინოს ავტომანქანის ცენტრში მიყვანის თარიღის შესახებ."

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1.5.1. მომსახურების მიწოდების ადგილი: ქ.თბილისი, მიმწოდებლის შესაბამისი სერვის-ცენტრი.

1.7.1 requirement related to guarantee period

1.7.1.1. საგარანტიო ვადა განისაზღვრება არანაკლებ 6 (ექვსი) თვის ვადით, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან.
1.7.1.2. საგარანტიო ვადის პერიოდში გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრა უნდა უზრუნველყოს საკუთარი ხარჯებით მომწოდებელმა.
1.7.1.3. სატენდერო პირობებთან ხარვეზის მქონე მომსახურების დაფიქსირების შემთხვევაში, შემსყიდველი უფლებამოსილია მოითხოვოს გამოვლენილი ხარვეზის გამოსწორება არაუმეტეს 3 (სამი) კალენდარული დღის ვადაში. აღნიშნულის შესახებ შემსყიდველი ატყობინებს მიმწოდებელს წერილობით ან/და ელექტრონული ფოსტის მეშვეობით (მიმწოდებლის მიერ მითითებულ ელ. მისამართზე). შეტყობინების გაგზავნის მომდევნო დღიდან აითვლება ხარვეზის გამოსწორების 3 (სამი) კალენდარული დღის ვადა.

შენიშვნა: რეკვიზიტების მათ შორის ელექტრონული ფოსტის მისამართი შეცვლის შემთხვევაში, „მომწოდებელი“ ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს „შემსყიდველს“ განხორციელებული ცვლილების შესახებ. რეკვიზიტებში (ელ.ფოსტის მისამართი შეცვლის) განხორციელებიული ცვლილების „შემსყიდველისათვის“ შეუტყობინებლობის შემთხვევაში, ელექტრონული ფოსტით ან მისამართზე გაგზავნილი წერილი ჩაითვლება ჩაბარებულად.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს 2023 წლის 01 იანვრიდან უნდა გააჩნდეს არანაკლებ 10 000 (ათი ათასი) ლარის ღირებულების წინამდებარე ტენდერით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის ანალოგიური მომსახურების (ციმციმების, სირენების და ხმამაღლა მოლაპარაკე მოწყობილობების შეკეთების მომსახურება) გაწევის გამოცდილება, რომლის დამადასტურებლად პრეტენდენტმა ელექტრონულ სისტემაში უნდა ატვირთოს ტექ-მომსახურების გაწევის დამადასტურებელი შემდეგი დოკუმენტები: ხელშეკრულებ(ები)ა და ამ ხელშეკრულების საფუძველზე გაფორმებული გაწეული ტექ-მომსახურების ამსახველი მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ი, ან/და მომსახურების გაწევის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტაცია.

2.3.1 requirement related to material and technical support of a tenderer

მიმწოდებელს მომსახურების გასაწევად უნდა გააჩნდეს კეთილმოწყობილი და დაცული სერვისცენტრი - დახურული შენობა - ნაგებობა აღჭურვილი ვიდეოკამერებით, ამასთან, სერვის-ცენტრში შესაძლებელი უნდა იყოს ერთდროულად მინიმუმ 2 ავტომანქანის განთავსება და შესაბამისი მომსახურების გაწევა;

ტენდერში გამარჯვებულ ორგანიზაციას უნდა გააჩნდეს ყველა საჭირო ხელსაწყოებით აღჭურვილი საკუთრებაში და/ან სარგებლობაში არსებული სერვისცენტრი, სადაც მაღალკვალიფიციური ტექნიკური პერსონალის მეშვეობით გაუწევს შემსყიდველს ზემოაღნიშნულ მომსახურებას,აღნიშნულის დამადასტურებლად პრეტენდენტი ვალდებულია სისტემის საშუალებით წარმოადგინოს შემდეგი ინფორმაცია/დოკუმენტაცია: ინფორმაცია საკუთრებაში და/ან სარგებლობაში არსებული შემოთავზებული სერვის ცენტრ(ებ)ის (მისამართების მითითებით) შესახებ.

შენიშვნა: დასაშვებია ქვეკონტრაქტორ(ებ)ის არსებობაც. შემოთავაზებული სერვის-ცენტრი (მ.შ. ქვეკონტრაქტორ(ებ)ის სერვის ცენტრ(ებ)ი) აღჭურვილი უნდა ყველა საჭირო ხელსაწყოებით.

2.8.1 requirements related to a sub-contractor

2.8.1 ქვეკონტრაქტორ(ებ)ის არსებობის შემთხვევაში, პრეტენდენტმა სატენდერო წინადადებასთან ერთად უნდა წარმოადგინოს:

ა) მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებ(ები)ა (წარმოდგენილ ხელშეკრულებაში, ხელშეკრულების საგანში გარკვევით უნდა იკითხებოდეს (ტექსტის შინაარსიდან ირკვეოდეს) ინფორმაცია წინამდებარე ტენდერით განსაზღვრული ანალოგიური მომსახურების გაწევის თაობაზე), რომელთა მოქმედების ვადა უნდა იყოს არანაკლებ 2027 წლის 31 მარტისა.

ბ) ქვეკონტრაქტორ(ებ)ის სერვის-ცენტრ(ებ)ის საკუთრების და/ან სარგებლობის უფლების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაცია (განახლებული საჯარო რეესტრის ამონაწერი). ამასთან, თუ სერვის-ცენტრი მეიჯარეს აქვს იჯარით, იჯარის ვადა შესაბამისი ხელშეკრულებით განსაზღვრული უნდა იყოს არაუადრეს 2027 წლის 31 მარტისა. ამასთან, სერვის-ცენტრის იჯარის შემთხვევაში უნდა იქნას წარმოდგინილი როგორც იჯარის ხელშეკრულება და განახლებული საჯარო რეესტრის ამონაწერი. ასევე ყველა ის დოკუმენტი რომლითაც დადასტურდება, მეიჯარის უფლებამოსილება ქონების იჯარით გადაცემის თაობაზე.

შენიშვნა: მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს ტენდერის გამოცხადების შემდგომი თარიღით განახლებული საჯარო რეესტრის ამონაწერი.

2.9 other additional requirements

2.9.1 იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ მომსახურების გასაწევად შემოთავაზებული სერვის-ცენტრი წარმოადგენს პრეტენდენტის საკუთრებას პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს:

ა) შემოთავაზებული სერვის-ცენტრის საკუთრების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაცია (განახლებული საჯარო რეესტრის ამონაწერი).

2.9.2 იმ შემთხვევაში, თუ სერვის-ცენტრი პრეტენდენტს აქქვს სარგებლობის უფლებით, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს:

ა) იჯარის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც იჯარის ვადა უნდა იყოს არაუადრეს 2027 წლის 31 მარტისა

ბ) ყველა ის დოკუმენტი რომლითაც დადასტურდება, მეიჯარის უფლებამოსილება ქონების იჯარით გადაცემის თაობაზე (განახლებული საჯარო რეესტრის ამონაწერი და ა.შ.).

შენიშვნა: მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს ტენდერის გამოცხადების შემდგომი თარიღით განახლებული საჯარო რეესტრის ამონაწერი.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1.1 იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას, რაზეც პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას ექსპერტიზის ან/და აუდიტის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლი), რომელშიც უნდა დასტურდებოდეს (ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს) ტენდერში პრეტენდენტის მიერ ატვირთულ საბოლოო ფასების ცხრილში (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით) დაფიქსირებული ერთეულის ფასებით და აგრეთვე ჯამური ღირებულებით ამავე ფასების ცხრილით განსაზღვრული გასაწევი მომსახურების მიწოდების შესაძლებლობა.
4.1.1.2 ექსპერტიზის ან/და აუდიტის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასკვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.
ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებაზე ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანების მე-18 მუხლის მე-6, მე-7 პუნქტებისა და 28-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული წესები“.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

7.2.1. ანგარიშსწორება მიმწოდებელთან განხორცილდება ეტაპობრივად, ფაქტიურად გაწეული მომსახურების შესაბამისად უნაღდო ანგარიშსწორებით, ლარებში, მიმწოდებლის საბანკო ანგარიშზე.

7.2.2. ანგარიშსწორება ხორციელდება შსს სსიპ-დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2026-2027 წლის საკუთარი სახსრებით.

7.2.3. მრავალწლიანი შესყიდვა
01.01.2026 - 31.12.2026 პერიოდი - 2026 წლის საკუთარი სახსრებით (25000 ლარი)
01.01.2027 - 31.03.2027 პერიოდი - 2027 წლის საკუთარი სახსრებით (5000 ლარი)

7.3 time limits for step by step and/or final payment

7.3.1.ანგარიშსწორება მიმწოდებელთან განხორცილდება მიმწოდებლის მიერ მიღება-ჩაბარების აქტის და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის (კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში) წარმოდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

გოჩა გოგოლაური, 577025250, gogolauri@spd.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1 სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში პრეტენდენტის მიერ ატვირთული ტექნიკური დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს PDF ფაილის ფორმატში და მათზე უფლებამოსილი პირის მიერ შესრულებული უნდა იყოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და დამოწმებული უნდა იყოს კვალიფიციური ელექტრონული შტანმპით (გარდა სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 და 4.1.1 პუნქტებით მოთხოვნილი დოკუმენტებისა, ამასთან, აღნიშნული გამონაკლისი 2.2.1 პუნქტით წარმოსადგენ დოკუმენტებზე ვრცელდება მხოლოდ იმ დოკუმენტების წარმოდგენის შემთხვევაში, რომელზეც არ ვრცელდება „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მოთხოვნები (მაგ. საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა). ტექნიკური დოკუმენტაციის უცხოურ ენაზე წარმოდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს ნოტარიალურად დამოწმებული შესაბამისი ქართულენოვანი თარგმანები.

10.1.2. ა) პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადებით წარმოდგენილი საერთო და ერთეულის ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა ხარჯებისა და გადასახადების გათვალისწინებით. სატენდერო წინადადების საერთო და ერთეული ფასი წარმოდგენილი უნდა იქნას მხოლოდ ლარებში.

ბ) პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი ფასები პრეისკურანტის ყოველ კონკრეტულ პოზიციაზე არ უნდა აღემატებოდეს ტექნიკური დავალებით განსაზღვრული პრეისკურანტით გათვალისწინებულ ფასებს, წინააღმდეგ შემთხვევაში პრეტენდენტი დაექვემდებარება დისკვალიფიკაციას.

გ) პრეტენდენტი ვალდებულია სატენდერო წინადადების წარდგენისას პრეისკურანტით განსაზღვრულ პოზიციებზე ფასების კლება განახორციელოს პროპორციულად (უცვლელი პროცენტული მნიშვნელობით). საბოლოო ფასები უნდა დაფიქსირდეს (დამრგვალდეს) მეასედის სიზუსტით.

10.1.3. პრეტენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება.

10.1.4. პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთი დოკუმენტები:

ა) პრეისკურანტი - აღნიშნული დოკუმენტის წარმოუდგენლობა ან განუფასებლად წარმოდგენა დაზუსტებას არ დაექვემდებარება და გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.

ბ) სატენდერო დოკუმენტაციის 1.7.1, 2.2.1, 2.3.1, 2.8.1 (საჭიროების შესაბამისად - სერვისის გამწევი ქვეკონტრაქტორის არსებობის შემთხვევაში) და 2.9 პუნქტების მოთხოვნებით გათვალისწინებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია (შენიშვნა: საგარანტიო პირობებისა და სერვის-ცენტრის მისამართის შესახებ ინფორმაციის მითითება შესაძლებელია PDF ფაილის ფორმატში წარმოდგენილ პრეისკურანტში).

გ) 4.1.1 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაცია - შემსყიდველის მოთხოვნის საფუძველზე, პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულებასთან მიმართებით 20%-ით და მეტით ფასის კლების განხორციელების შემთხვევაში.

10.3. პრეტენდენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების ნებისმიერ ეტაპზე, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ან შემსყიდველისთვის გადაცემული პერსონალური ინფორმაცია, შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიერ, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლებელია დამუშავდეს სახელმწიფო შესყიდვის მიზნებისთვის.

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт

Еще тендеры и закупки за эти даты

03-12-2025 Топливо .

03-12-2025 Топливо .

03-12-2025 Топливо .

03-12-2025 Молочные продукты.

03-12-2025 Развлекательные услуги.

03-12-2025 Отделочные строительные работы.





Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru