ტექნიკური დავალება
მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს:
• ადგილობრივი (საქართველოს ნებისმიერი ქალაქი და დასახლებული პუნქტი)
გზავნილების ჩაბარება არაუმეტეს 3 სამუშაო დღეში, ხოლო საერთაშორისო
(საქართველოს საზღვრებს გარეთ ნებისმიერი მიმართულებით) გზავნილების
ჩაბარება არაუმეტეს 10 კალენდარულ დღეში (დღეების ათვლა განხორციელდება
გზავნილის ჩაბარების მომდევნო სამუშაო დღიდან) აღნიშნული გზავნილების
ჩაბარების შესახებ ელექტრონულად დადასტურება ჩაბარებისთანავე.
• შესყიდვის ობიექტით გათვალისწინებული მომსახურების კონტროლისა და
ანალიზის სპეციალური მენეჯერის გამოყოფა, რომელმაც უნდა უზრუნველყოს
შემსყიდველის დროული ინფორმირება.
• გზავნილთა ჩაბარების მდგომარეობისა და გაწეული მომსახურების
ამსახველი, მათ შორის განმეორებით (მეორეჯერ) მიტანილი გზავნილების
შესახებ, ყოველთვიური სტატისტიკური მონაცემის მიწოდება
შემსყიდველისათვის შესაბამისი გზავნილის რეკვიზიტებით, ასევე უნდა
უზრუნველყოს შემსყიდველისათვის ყოველდღიურად მიწოდებული შესაბამისი
გზავნილების/ჩაბარების დასტურის ამსახველი სრულყოფილი რეესტრის
წარმოება, თითოეული გზავნილის ჩაბარებისა და ჩაუბარებლობის მიზეზის
ამსახველ მატერიალური/ელექტრონული დადასტურების დოკუმენტში -
უკუგზავნილში გათვალისწინებულ ყველა ველში ინფორმაციის სრულყოფილი
სახით შეტანა.
ჩაუბარებელი და შემსყიდველთან დაბრუნებული ისეთი გზავნილების,
რომელთა ჩაუბარებლობის საფუძველი შესაბამის დოკუმენტში არის
დაუსაბუთებელი და ბუნდოვანი, განმეორებით, შესაბამისი საფასურის
გადახდის გარეშე, ჩაბარების უზრუნველყოფა, (აღნიშნულის შესახებ
გზავნილზე შემსყიდველის მიერ უნდა მიეთითოს
სიტყვიერად-„განმეორებით“)
• ადგილობრივი და საერთაშორისო (PDF ფორმატში) გზავნილების ჩაბარების
მატერიალური სახით დოკუმენტალური დადასტურება არაუმეტეს 3 სამუშაო
დღეში.
• ადგილობრივი და საერთაშორისო გზავნილების ონლაინ რეჟიმში
თვალყურისდევნების სისტემისა (ე.წ“თრექინგი“) და მისი კუთვნილი
ვებგვერდის გამართული ფუნქციონირება, საიდანაც შესაძლებელი იქნება
გზავნილის ნებისმიერი მოძრაობოს სტატუსის ნახვა,რომლის სისწორეზე
პასუხისმგებელი იქნება მიმწოდებელი.
• შემსყიდველის მიერ კურიერისთვის გზავნილის გადაცემა უნდა ხდებოდეს
ელექტრონულ სისტემაში დამუშავებული დოკუმენტის (რეესტრი) მეშვეობით;
გზავნილების ამოღება/წაშლა შესაძლებელი უნდა იყოს გზავნილების
რეესტრის დახურვამდე; მიმწოდებლის წარმომადგენლის/კურიერის ყველა
განხორციელებული ვიზიტის, შესაბამისი გზავნილის
ჩაბარება/ჩაუბარებლობის დოკუმენტი PDF ფორმატში უნდა აიტვირთოს
ელექტრონულ სისტემაში და შესაძლებელი უნდა იყოს მისი ამობეჭდვა;
მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს შესმყიდველის უფასო მომარაგება
შტრიხკოდის მასალით ან/და გზავნილს რეგისტრაციის შემდეგ ავტომატურად
მიენიჭოს შტრიხკოდი.
• უფასო საკურიერო მომსახურება ყოველ სამუშაო დღეს 10 საათსა და 16 საათზე.
ასევე მოთხოვნის შემთხვევაში შემსყიდველთან წინასწარი შეთანხმების
საფუძველზე შემსრულებელი ვალდებულია გამოცხადდეს საფოსტო გზავნილის
მიღების ადგილზე და უზრუნველყოს მიმწოდებლისაგან საფოსტო გზავნილის
წამოღება. სასწრაფო გზავნილის მისაღებად შემსრულებელი საფოსტო
გზავნილის მიღების ადგილზე ცხადდება შემსყიდველთან დღის
განმავლობაში.
• შემსყიდველის შესაბამისი შესაფუთი მასალით შეუფერხებელი
მომარაგება.
• გზავნილების ჩაბარება შემსყიდველის მოთხოვნის საჭიროების
შემთხვევაში უნდა განხორციელდეს შაბათ დღეს.
• გზავნილის კურიერის მეშვეობით ადრესატზე/ფიზიკურ პირზე ჩაბარება
პირადად საქმიანობის ან საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
ადრესატისათვის საქმიანობის ადგილზე გაგზავნილი გზავნილი უნდა
ჩაბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს
ან/და პირადად, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში - შესაბამის
უფლებამოსილ პირს, რომელიც ვალდებულია გზავნილი გადასცეს ადრესატს.
გზავნილის ჩაბარება უნდა დადასტურდეს შესაბამის უწყებაზე გზავნილის
მიმღების ხელმოწერითა და პირადი ნომრის მითითებით. თუ გზავნილის
ჩამბარებელმა ადრესატი ვერ ნახა ან საქმიანობის ან საცხოვრებელ
ადგილზე, იგი გზავნილს აბარებს საცხოვრებელ ადგილზე მასთან მცხოვრებ
ოჯახის რომელიმე სრულწლოვან, ქმედითუნარიან წევრს ან საქმიანობის
ადგილზე - კანცელარიას. გზავნილის მიმღები ვალდებულია ჩამბარებლის
მიერ წარდგენილ შესაბამის უწყებაზე აღნიშნოს თავისი სახელი, გვარი,
ადრესატთან დამოკიდებულება ან დაკავებული თანამდებობა. ადრესატის
არყოფნის შემთხვევაში გზავნილის ჩამბარებელმა შესაბამის უწყებაზე
უნდა აღნიშნოს, სად არის წასული ადრესატი და როდის ვარაუდობენ მის
დაბრუნებას. თუ ადრესატი ადგილზე არ იმყოფება, გზავნილის განმეორებით
(მეორეჯერ) მიტანა მითითებულ მისამართზე უნდა განხორციელდეს უფასოდ
მომდევნო ორი სამუშაო დღის განმავლობაში, ასევე გზავნილის ჩაბარების
მიზნით დაკავშირება და მხოლოდ ამის შემდეგ კვლავ ჩაუბარებლობის
შემთხვევაში დაუბრუნდეს შემსყიდველს შესაბამისი მიზეზების
მითითებით. ყოველი განმეორებით (მეორეჯერ) გატანილი გზავნილი უნდა
აისახოს ელექტრონულად გზავნილის ისტორიაში გზავნილის უნიკალური
შხრიკოდის ქვეშ. მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი თითოეული
მიღება-ჩაბარების აქტი, შესაბამისი აღნიშვნით, ასევე უნდა შეიცავდეს
ინფორმაციას განმეორებით (მეორეჯერ) მიტანილი გზავნილების შესახებ, თუ
ადრესატმა უარი განაცხადა გზავნილის ჩაბარებაზე, შემსრულებელი
ზეპირად განუმარტავს მას იმის თაობაზე, რომ უარის განცხადების
შემთხვევაში, გზავნილი შეიძლება მიჩნეული იქნეს ჩაბარებულად. ამ
პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ადრესატის მიერ გზავნილის არ
მიღების თაობაზე, შემსრულებელი ელექტრონულ და მატერიალურ დოკუმენტზე
აკეთებს შესაბამის აღნიშვნას, ხოლო გზავნილს 3 (სამი) სამუშაო დღის
განმავლობაში უბრუნებს დამკვეთს.
• საერთაშორისო გზავნილის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტის
ქართულ ენაზე მიწოდება შემსყიდველისთვის, სადაც მითითებული იქნება
გზავნილის ჩაბარების ზუსტი თარიღი, დრო და ადრესატის გვარი, ვინც ხელი
მოაწერა აღნიშნული გზავნილის ჩაბარებაზე.
• არასწორ მისამართზე გაგზავნილი საერთაშორისო გზავნილის
გადამისამართება იმავე ქალაქში, ხოლო ადგილობრივი გზავნილის
გადამისამართება საქართველოს მასშტაბით უფასოდ.
• გზავნილის დაზიანების ან დაკარგვის შემთხვევაში სრული
პასუხისმგებლობა დაეკისრება მიმწოდებელს.
• ხელშეკრულების ჯამური ღირებულება მოიცავს ხელშეკრულებით
გათვალისწინებული მომსახურების შესყიდვასთან დაკავშირებულ
მიმწოდებლის ყველა ხარჯს და საქართველოს კანონმდებლობით
გათვალისწინებულ გადასახადებს.
შენიშვნა
გზავნილის ღირებულება უნდა მოიცავდეს, როგორც გაგზავნის, ასევე,
ელექტრონულ დადასტურებასა და მატერიალური სახით დოკუმენტალური
დადასტურების (უკუგზავნილი) ფასს.
გზავნილების რაოდენობა იხ. მიბმულ ფაილში.