Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Ремонт и техническое обслуживание транспортных средств и оборудования и сопутствующие услуги (Грузия - Тендер #68717762)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Ministry of Economy and Finance of Adjara Autonomous Republic
Номер конкурса: 68717762
Дата публикации: 21-11-2025


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT) По прейскуранту
Номер заявки NAT250020994
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 21.11.2025 17:12
Начало приема предложения 01.12.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 03.12.2025 12:00
Предполагаемая цена прейскуранта 1`985`470.00 GEL
Контрактная цена объекта закупки 60`000.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 50100000-Ремонт и техническое обслуживание транспортных средств и оборудования и сопутствующие услуги
Коды классификатора
  • 50112000 - Ремонт и техническое обслуживание автомобилей
Срок подачи 2026 წლის 01 იანვრიდან 2026 წლის 25 დეკემბრის ჩათვლით
Дополнительная информация
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს აპარატის ბალანსზე რიცხული 13 ერთეული სხვადასხვა მარკის ავტოსატრანსპორტო საშუალების შეკეთებისა და ტექნიკური მომსახურების შესყიდვა.
Количество и объём закупок იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 10`000.00 GEL
Размер гарантии 600 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: giorgi abashidze :: 20.11.2025 09:47
  • Последнее исправление: giorgi abashidze :: 21.11.2025 17:12
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=656201&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

1.1.1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს აპარატის ბალანსზე რიცხული 13 ერთეული სხვადასხვა მარკის ავტოსატრანსპორტო საშუალების შეკეთებისა და ტექნიკური მომსახურების შესყიდვა.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1.2.1. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე რიცხული ავტომობილების შეკეთება და ტექნიკური მომსახურება. კერძოდ, მიმწოდებელმა ავტომობილებს უნდა გაუწიოს შემდეგი სახის ტექნიკური მომსახურება: პროფილაქტიკური და დიაგნოსტიკური მომსახურება და ოპერატიული შეკეთება (იხ. თანდართული განსაფასებელი ფასთა ცხრილი (პრეისკურანტი)).

1.2.2. მიმწოდებელმა ავტომობილების მომსახურება უნდა უზრუნველყოს დაუყოვნებლივ (რიგის გარეშე). ავტომობილის სერვისცენტრში ვიზიტისთანავე, მიმწოდებელი უზრუნველყოფს სერვისცენტრში ავტომობილის შესვლის დამადასტურებელი დამოწმებული დოკუმენტის (ფორმა თან ერთვის) გაცემას, რომელშიც მითითებული იქნება ავტომობილის მონაცემები და ვიზიტის დრო. ამასთან ერთად, მიმწოდებელი უზრუნველყოფს ავტომობილის დიაგნოსტირებას, რომლის შემდეგაც მიმწოდებელსა და შემსყიდველს შორის თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში დგება დეფექტური აქტი (ფორმა თან ერთვის). დეფექტურ აქტში მითითებული უნდა იყოს გასაწევი მომსახურების ან/და ასეთი მომსახურებისათვის საჭირო საქონლის (სათადარიგო ნაწილების) დეტალური აღწერა, აგრეთვე, მომსახურების დაწყებისა და დასრულების ვადები.

1.2.3. ავტომობილების ტექნიკური დათვალიერება უნდა განხორციელდეს შემსყიდველის მხრიდან დამატებითი დანახარჯების გარეშე.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

1.4.1. მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად (მათ შორის უქმე და დასვენების დღეების ჩათვლით), ხელშეკრულების გაფორმების თარიღიდან 2026 წლის 25 დეკემბრის ჩათვლით.

1.4.2. მიმწოდებელმა ავტომობილების დიაგნოსტირება უნდა უზრუნველყოს:

1.4.2.1. თუ ავტომობილის ვიზიტი განხორციელდა 16:00 საათამდე, მაშინ მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს დიაგნოსტირება და დეფექტური აქტის შედგენა ვიზიტის დღესვე;

1.4.2.2. თუ ავტომობილის ვიზიტი განხორციელდა 16:00 საათის შემდეგ, მაშინ მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს დიაგნოსტირება და დეფექტური აქტის შედგენა მომდევნო დღის 12:00 საათამდე.

1.4.2.3. ამასთან, მომსახურების ვადა თითოეულ შემთხვევაში არ უნდა აღემატებოდეს:

1. სავალი ნაწილებისათვის დეფექტური აქტის შედგენიდან არაუმეტეს 2 (ორი) კალენდარული დღე.

2. წინა და უკანა ხუნდების შეცვლა - დეფექტური აქტის შედგენიდან არაუმეტეს 3 (სამი) საათი.

3. საცხებ-საპოხი მასალების შეცვლა მოთხოვნისთანავე.

4. სხვა სათადარიგო ნაწილების შეცვლა დეფექტური აქტის შედგენიდან არაუმეტეს 2 (ორი)
კალენდარული დღე.

5. ელექტროობისათვის დეფექტური აქტის შედგენიდან არაუმეტეს 1 (ერთი) კალენდარული დღე.

6. აგრეგატებისათვის დეფექტური აქტის შედგენიდან არაუმეტეს 3 (სამი) კალენდარული დღე.

7. სათუნუქე-სამღებრო სამუშაოებისთვის დეფექტური აქტის შედგენიდან არაუმეტეს 10 (ათი) კალენდარული დღე.

8. ხანგრძლივი მომსახურების (ძრავის, სიჩქარეთა კოლოფის) გაწევის დრო დეფექტური აქტის შედგენიდან არაუმეტეს 10 (ათი) კალენდარული დღე.

1.4.3. იმ ავტოსათადარიგო ნაწილების, რომლებიც არ მოიპოვება ადგილობრივ ბაზარზე შეძენა მიწოდების და დაყენების ვადად განისაზღვრება - დეფექტური აქტის შედგენიდან არაუმეტეს 20 (ოცი) კალენდარული დღე.

შენიშვნა: ყველა დოკუმენტი, მათ შორის, ავტომანქანის სერვის ცენტრში შეყვანის დამადასტურებელი დოკუმენტი, დეფექტური აქტი, შესრულებელი სამუშაოების აქტი და ა.შ. უნდა იყოს ბეჭდვითი ფორმით, არ უნდა იყოს ხელნაწერი

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1.5.1. მიმწოდებელმა მომსახურების გაწევა ქ. ბათუმში უნდა უზრუნველყოს საკუთარ სერვისცენტრ(ებ)ში. ამასთან, მიმწოდებელმა საჭიროების შემთხვევაში უნდა უზრუნველყოს მომსახურების გაწევა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე (გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა).

1.5.2. მომსახურების ფარგლებში ავტომანქანის დაზიანებული ნაწილი უნდა შეიცვალოს ახალი/არამეორადი მაღალი ხარისხის სათადარიგო ნაწილით (გარდა პრეისკურანტით განსაზღვრული და შემსყიდველის მიერ მოთხოვნილი მეორადი ნაწილებისა).

1.5.3. მიმწოდებლისთვის შემსყიდველის ბალანსზე რიცხული ავტომანქანა უნდა იყოს პრიორიტეტი და მისი მომსახურება მოხდეს დაუყოვნებლივ, რიგგარეშედ.

1.5.4. მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველის მიმართვის შემთხვევაში ჩაატაროს ავტომანქანის დათვალიერება, რის შემდეგაც მხარეები ადგენენ დეფექტურ აქტს, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გასაწევი მომსახურების ან/და სათადარიგო ნაწილების დეტალური აღწერა, მათი ღირებულებები, აგრეთვე მომსახურების დაწყებისა და დასრულების ვადები; იმ შემთხვევაში, თუ აღმოჩნდება, რომ მიმწოდებლის მიერ არ არის სრულყოფილად შესრულებული მომსახურება და/ან შეცვლილი ნაწილი აღმოჩნდა წუნდებული, მიმწოდებელი ვალდებულია აღმოჩენილი ხარვეზი აღმოფხვრას საკუთარი ხარჯებით.

1.5.5. მომსახურების გაწევის პროცესში მიმწოდებლის ბრალეულობით ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე მიყენებული ნებისმიერი ზიანის აღმოფხვრის ხარჯები უნდა ანაზღაურდეს მიმწოდებლის მიერ.

1.5.6. თუ გამოცვლილი ან/და შეკეთებული სათადარიგო ნაწილის გამო ავტომანქანა გამოვიდა მწყობრიდან სათადარიგო ნაწილზე განსაზღვრულ საგარანტიო ვადაში, პრეტენდენტი ვალდებულია, მოახდინოს აღნიშნული ხარვეზის აღმოფხვრა ადგილზევე, ან/და მისი ევაკუირება შესაბამის სერვის - ცენტრში საკუთარი ხარჯებით.

1.5.7. იმ შემთხვევაში, თუ შემსყიდველის ოფიციალური წარმომადგენელი მოითხოვს მომსახურებაზე დასწრებას, მიმწოდებელი უზრუნველყოფს შესაბამისი პირობების შექმნას.

1.7.1 requirement related to guarantee period

1.7.1.1. ავტოსატრანსპორტო საშუალების დაზიანებული ნაწილები უნდა შეიცვალოს ახალი ან/და შემსყიდველთან შეთანხმებით მეორადი სათადარიგო ნაწილებით და უნდა შეესაბამებოდეს პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ ფასების ცხრილში (პრეისკურანტში) მითითებულ შესაბამისი საქონლის მდგომარეობას (მეორადის შემთხვევაში მითითებული უნდა იყოს „მეორადი“), დასახელებას და ფასს.

1.7.1.2. ექსპლუატაციის პირობების დაცვის შემთხვევაში (თუ არ აღინიშნება გარეგანი მექანიკური ზემოქმედებით გამოწვეული დაზიანება) მიმწოდებლის მიერ გაწეულ ტექნიკურ მომსახურებზე, ახალ (არამეორად), შეკეთებულ და მეორად ნაწილებზე გარანტია უნდა ვრცელდებოდეს:

1.7.1.2.1. ძრავის რემონტზე ან სხვა ძრავით (ახალი, მეორადი) შეცვლის შემთხვევაში - არანაკლებ 1 წელი ან 50 000 კმ. გარბენი (რომელიც უფრო ადრე შესრულდება), იმ შემთხვევაშიც თუ ძრავის ზეთის და ზეთის ფილტრის შეცვლა განხორციელდება სხვა სერვისში.

1.7.1.2.2. გადაცემათა კოლოფის რემონტზე ან სხვა გადაცემათა კოლოფით (ახალი, მეორადი) შეცვლის შემთხვევაში - არანაკლებ 1 წელი ან 40 000 კმ. გარბენი (რომელიც უფრო ადრე შესრულდება).

1.7.1.2.3. გამანაწილებელი კოლოფის რემონტზე ან სხვა გამანაწილებელი კოლოფით (ახალი, მეორადი) შეცვლის შემთხვევაში - არანაკლებ 1 წელი ან 40 000 კმ. გარბენი (რომელიც უფრო ადრე შესრულდება).

1.7.1.2.4. ხიდის რემონტზე ან სხვა ხიდით (ახალი, მეორადი) შეცვლის შემთხვევაში - არანაკლებ 1 წელი ან 30 000 კმ. გარბენი (რომელიც უფრო ადრე შესრულდება).

1.7.1.2.5. ამორტიზატორებისა და სუპორტების შეცვლის შემთხვევაში - არანაკლებ 1 წელი ან 40 000 კმ გარბენი (რომელიც უფრო ადრე დადგება).

1.7.1.2.6. სავალი ნაწილები - 6 თვე ან 30 000 კმ. გარბენი (რომელიც უფრო ადრე შესრულდება).

1.7.1.2.7. გადაბმულობის სისტემა - 6 თვე ან 20 000 კმ. გარბენი (რომელიც უფრო ადრე შესრულდება).

1.7.1.2.8. სათუნუქე - სამღებრო სამუშაოები არანაკლებ 1 წელი.

1.7.1.2.9. მექანიზმები - არანაკლებ 1 წელი ან 30 000 კმ. გარბენი (რომელიც უფრო ადრე შესრულდება).

1.7.1.2.10. ელექტრო სამუშაოები - არანაკლებ 6 თვე ან 30 000 კმ. გარბენი (რომელიც უფრო ადრე შესრულდება).

1.7.1.2.11. ელექტრო დეტალები - არანაკლებ 1 წელი ან 50 000 კმ. გარბენი (რომელიც უფრო ადრე შესრულდება).

1.7.1.2.12. დანარჩენი აღდგენითი და სხვა მომსახურება - არანაკლებ 6 თვე ან 30 000 კმ. გარბენი (რომელიც უფრო ადრე შესრულდება).

1.7.1.2.13. სხვა დანარჩენი ა/სათადარიგო ნაწილები - არანაკლებ 1 წელი ან 60 000 კმ. გარბენი (რომელიც უფრო ადრე შესრულდება).

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

2.2.1.1. პრეტენდენტს 2023 წლის 01 იანვრიდან ტენდერისთვის „წინადადებების მიღება დასრულებულია“ სტატუსის მინიჭების თარიღამდე პერიოდში უნდა გააჩნდეს არანაკლებ 60000 (სამოცი ათასი) ლარის ღირებულების ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მომსახურების გაწევის გამოცდილება.

2.2.1.2. აღნიშნულის დასტურად, პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ უნდა იქნას დანართი N2, შესაბამისი ხელშეკრულებები და შესრულებულ სამუშაოებზე გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტები ან/და შესაბამისი სხვა სახის დოკუმენტები, რომელიც დაადასტურებს აღნიშნული მომსახურების შესრულების ფაქტს.
შენიშვნა: იმ შემთხვევაში, თუ გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია ატვირთულია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე, საკმარისია პრეტენდენტმა სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთოს დანართი N2, სადაც მითითებული იქნება SPA, NAT, CMR ან სხვა ნომრები.

2.2.1.3. იმ შემთხვევაში, თუ მომსახურება გაწეულია კერძო სამართლის იურიდიული პირის ან ფიზიკური პირის დაკვეთით, (არა სახელმწიფო შემსყიდველი ორგანიზაცია), პრეტენდენტმა ზემოაღნიშნულ დოკუმენტებთან ერთად უნდა წარმოადგინოს ამ სამუშაოების შესრულების ამსახველი ფინანსური დოკუმენტაცია: საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები.

2.2.1.4. პრეტენდენტმა გამოცდილების დამადასტურებელ დოკუმენტაციასთან ერთად უნდა წარმოადგინოს დადებითი შინაარსის მინიმუმ 3 (სამი) სარეკომენდაციო წერილი, რომელიც გაცემული იქნება სახელმწიფო შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ და რომელიც უნდა ეხებოდეს 2025 წლის 01 იანვრის შემდეგ განხორციელებულ მომსახურებას.

2.3.1 requirement related to material and technical support of a tenderer

2.3.1.1. პრეტენდენტს საკუთრებაში ან იჯარის ფორმით უნდა გააჩნდეს არანაკლებ ერთი მოქმედი სერვისცენტრი ბათუმში. პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ქ.ბათუმში მოქმედი სერვისცენტრის ფლობის (საკუთრება/იჯარა) დამადასტურებელი დოკუმენტაცია და ამ სერვისცენტრის მატერიალურ-ტექნიკური შესაძლებლობების შესახებ ინფორმაცია.

2.3.1.2. პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებულ ავტოტექმომსახურების სერვისცენტრს (თუ შემოთავაზებული იქნება 1-ზე (ერთი) მეტი სერვისცენტრი, ერთ-ერთში სრულად) უნდა გააჩნდეს მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და მოიცავდეს ტექნიკური მომსახურების გაწევის ქვემოთ ჩამოთვლილ ძირითად საექსპლოატაციო მახასიათებლებს:

2.3.1.2.1. პროფილაქტიკური და დიაგნოსტიკური სამუშაოების ჩატარება;

2.3.1.2.2. ავტომობილის მომსახურება უმოკლეს ვადაში და ოპერატიული შეკეთება;

2.3.1.2.3. სათადარიგო ნაწილების შეკეთება და შეცვლა;

2.3.1.2.4. საცხებ-საპოხი მასალების შეცვლა.

2.3.1.3. პრეტენდენტს ქ. ბათუმში შემოთავაზებულ ავტოტექმომსახურების სერვისცენტრში (თუ შემოთავაზებული იქნება 1-ზე (ერთი) მეტი სერვისცენტრი, ერთ-ერთში სრულად) უნდა გააჩნდეს მომსახურების გაწევისთვის საჭირო შემდეგი მანქანა-დანადგარები:

2.3.1.3.1. ელექტრო სისტემის კომპიუტერული დიაგნოსტიკის აპარატი;

2.3.1.3.2. ამწევი მექანიზმი - არანაკლებ 4 ცალი;

2.3.1.3.3. საყრდენი დისკის გასაჩარხი აპარატი (მოუხსნელად);

2.3.1.3.4. ვულკანიზაციის, ბალანსირების და დისკების გასასწორებელი აპარატი;

2.3.1.3.5. თვლების შეყრის (დახრილობის), კომპიუტერული დიაგნოსტიკის მოწყობილობა;

2.3.1.3.6. კონდიციონერის სისტემის ფრეონით დატუმბვის აპარატი;

2.3.1.3.7. ავტოტექმომსახურების სერვისცენტრს უნდა შეეძლოს მინიმუმ ერთი ერთეული ძრავის (კაპიტალური შეკეთება) შეკეთების მომსახურების შესაძლებლობა;

შენიშვნა: ჩამოთვლილი მოწყობილობების არსებობა შემოწმდება შემსყიდველის წარმომადგენლების მიერ ადგილზე.

2.9 other additional requirements

2.9.1. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტს ერთიან ელექტრონულ სისტემაში მითითებული არ აქვს ხელმძღვანელის სახელი, გვარი და სრული საბანკო რეკვიზიტები, პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს აღნიშნული ინფორმაცია.

2.9.2. პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთი დოკუმენტაცია/ინფორმაცია:

2.9.2.1. ფასების ცხრილი - პრეისკურანტი (პუნქტი 1.3);

2.9.2.2. პრეტენდენტის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (პუნქტი 2.2.1);

2.9.2.3. ინფორმაცია პრეტენდენტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შესახებ (პუნქტი 2.3.1);

2.9.2.4. თანხმობა ტექნიკურ დავალებაზე.

2.9.3. წინამდებარე ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი, ან/და ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხო ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე. დოკუმენტაციასთან დაკავშირებული სადაო საკითხების გადაწყვეტისას, უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.

2.9.4. 2019 წლის 1 იანვრიდან, შემსყიდველი ორგანიზაციები და შესყიდვებში მონაწილეობის მსურველები/პრეტენდენტები/მიმწოდებლები „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე ვალდებულები არიან, სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულონ კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმონ კვალიფიციური ელექტრონული შტამპით.

2.9.5. სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადასტურების მიზნით, უცხოური საწარმოს/უცხოური საწარმოს ფილიალის/წარმომადგენლობის მიერ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში წარმოდგენილ, უცხო ქვეყანაში შედგენილ დოკუმენტზე ხელმოწერები დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიუსის ან შესაბამისი საჯაროსამართლებრივი უფლებამოსილების მქონე პირის მიერ, ხოლო ამ უკანასკნელის ხელმოწერა - ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული.

2.9.6. პრეტენდენტის მიერ ელექტრონულ სისტემაში ატვირთული სატენდერო დოკუმენტაცია უნდა იყოს ხელმოწერილი და ბეჭედდასმული უფლებამოსილი პირის მიერ.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1.1. იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, პრეტენდენტი ვალდებული იქნება დაასაბუთოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობა. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება უნდა მოხდეს პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის ან/და დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ გაცემული დასკვნის მიხედვით, (პრეტენდენტის მიერ, დასკვნასთან ერთად, ასევე, წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი).

4.1.1.2. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის დადგენილ ვადაში წარმოუდგენლობა ან სატენდერო პირობებთან ან/და ტექნიკურ დოკუმენტაციასთან შეუსაბამობა გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

7.2.1. ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით ლარში.

7.2.2. ანგარიშსწორება განხორციელდება გაწეული მომსახურების შესაბამისად გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტისა და საგადასახადო (ფინანსური) დოკუმენტების წარმოდგენის საფუძველზე.

7.3 time limits for step by step and/or final payment

7.3.1. მიმწოდებლის მიერ დოკუმენტების წარმოდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

პაატა ცეცხლაძე, 577906028, p.tsetskhladze@mofea.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ფორმა და პირობები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში, რომელიც ხელშეკრულების დადების მომენტისათვის დაზუსტდება სატენდერო წინადადების შესაბამისად.

10.1.2. პრეტენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru