Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Автомобили (Грузия - Тендер #68717759)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: LEPL National Agency of Mineral Resources
Номер конкурса: 68717759
Дата публикации: 21-11-2025
Сумма контракта: 298 160


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT250020997
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 21.11.2025 17:19
Начало приема предложения 29.11.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 02.12.2025 14:00
Предполагаемая цена закупки 298`160.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 34100000-Автомобили
Коды классификатора
  • 34100000 - Автомобили
Срок подачи ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 კალენდარული დღის ვადაში
Дополнительная информация
III კლასის მაღალი გამავლობის მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესყიდვა.
Количество и объём закупок 4 ცალი
Шаг снижения цены 1`200.00 GEL
Размер гарантии 2`982 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: natalia metreveli :: 20.10.2025 12:24
  • Последнее исправление: natalia metreveli :: 21.11.2025 17:19
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=651887&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

1.1.1 საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 თებერვალის N121 დადგენილებით განსაზღვრული 4 (ოთხი) ერთეული III კლასის მსუბუქი მაღალი გამავლობის ავტომობილის სახელმწიფო შესყიდვა.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1. ავტომანქანების მინიმალური ტექნიკური მახასიათებლების/სპეციფიკაციის შესახებ ინფორმაცია იხილეთ თანდართულ ფაილში (დანართი N1). პრეტენდენტმა ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით უნდა წარმოადგინოს შემოთავაზებული ავტომობილის მახასიათებლები/სპეციფიკაცია დანართი N1-ის სახით (ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკურ მახასიათებლებში მითითებულია მინიმალური მოთხოვნები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს შემოთავაზებული ავტოსატრანსპორტო საშუალება. პრეტენდენტს შეუძლია გაუმჯობესუბელი მახასიათებლების მქონე ავტოსატრანსპორტო საშუალების შემოთავაზება (გაუმჯობესებულ ვარიანტად ჩაითვლება ცხენის ძალის ზრდა; ავტომატური კოლოფის შეთავაზება; მექანიკური კოლოფის შემთხვევაში - 5 საფეხურზე მეტი გადაცემის შემთხვევა; საწვავის ტიპი − ჰიბრიდი)).

1.2.2. შემოთავაზებული ავტომობილები უნდა იყოს ახალი, არაუადრეს 2025 წლის გამოშვების, მარცხენა საჭიანი, ექსპლუატაციაში არმყოფი (გარბენი არაუმეტეს 200 კმ.), ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო და განბაჟებული. ამასთან, მიმწოდებელმა საკუთარი ხარჯებით უნდა უზრუნველყოს ავტომანქანების შემსყიდველზე გადაფორმება.

3. შემოთავაზებული ავტომობილები უნდა იყოს ახალი, არაუადრეს 2025 წლის გამოშვების, ექსპლუატაციაში არმყოფი (გარბენი არაუმეტეს 200კმ), ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო და განბაჟებული. ამასთან, მიმწოდებელმა საკუთარი ხარჯებით უნდა უზრუნველყოს ავტომანქანების შემსყიდველზე გადაფორმება სტანდარტული ფასის სახელმწიფო სანომრე ნიშნების ჩათვლით.

3. ავტომანქანა უნდა იყოს ნებისმიერი ფერის (შემსყიდველთან შეთანხმებით), გარდა შავისა.

4. პრეტენდენტი ვალდებულია დანართ №2-ში განაფასოს ავტომობილის ზღვრული ფლობის ღირებულება კომპონენტების მიხედვით (ავტომანქანის, ავტომანქანის სერვისის/ნაწილის და საწვავის ხარჯის ჯამი), რომელიც შემდგომში აისახება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებ(ებ)ში. ავტომობილის ფლობის ღირებულების ზღვრული ოდენობა დგინდება 150 ათას კილომეტრზე გარანტიის მოქმედების პერიოდში, შესასყიდი სერვისების/ნაწილების, ავტომობილისა და საწვავის ფასის ერთობლიობით.

5. სატენდერო წინადადების განფასებისას, პრეტენდენტი ვალდებულია გაითვალისწინოს, როგორც ავტომობილების ღირებულება, ასევე 150 000 კმ-ზე ავტომობილის ფლობის ღირებულებაში შემავალი სხვა კომპონენტების ღირებულებაც. ავტომობილის მიერ 150 000 კილომეტრ გარბენზე მოხმარებული საწვავის ხარჯს (შერეული წვის პირობებში), რომელიც დაანგარიშებულია წარმოდგენილი მწარმოებლის ოფიციალური საპასპორტო წვის მაჩვენებლისა (რომელიც უნდა ემთხვეოდეს მწარმოებლის ოფიციალურ ვებ-გვერდზე შესაბამისი სპეციფიკაციის მონაცემებს, ასეთის არსებობის შემთხვევაში) და ერთი ლიტრი საწვავის პირობითი ფასის - „1“-ის ნამრავლით 150 000 კმ-ზე. (ავტომობილის მიერ მოხმარებული საწვავის დასაანგარიშებელი ფორმულა: თუ ავტოსატრანსპორტო საშუალების საწვავის წვის (შერეული წვის პირობებში) საპასპორტო მაჩვენებელი 150 კმ-ზე წარმოადგენს პირობითად 8 ლიტრს, მისი დაანგარიშება 150 000 კმ-ზე განხორციელდება შემდეგნაირად: - 150 000/100*8*1=12 000). წინამდებარე ტენდერის ფარგლებში, ამ პუნქტით გათვალისწინებული საწვავის ხარჯის გადახდა მიმწოდებლისთვის არ ხორციელდება და მითითებულია მხოლოდ 150 000 კილომეტრ გარბენზე მოხმარებული საწვავის ხარჯის დაანგარიშების მიზნით.

6. მიმწოდებელი ვალდებულია უსასყიდლოდ განახორციელოს დადგენილი ფლობის ფარგლებში იმ კომპონენტების შეცვლა ან/და მომსახურება, რომელიც არ იქნება გათვალისწინებული ფლობის ღირებულებაში. გარდა სწრაფცვეთადი ნაწილებისა და მასალებისა (ანტიფრიზი, ფრეონი, საბურავები, ელექტრონათურები, ელექტრომცველები, შუშის საწმენდი ჯაგრისები, გადაცემათა კოლოფის გადაბმულობის ქურო, გადაცემათა კოლოფის მომჭიმი საკისარი, გადაცემათა კოლოფის გადაბმულობის დისკი და საყრდენი დისკი);

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

1.4.1 ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიწოდება უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 კალენდარული დღის განმავლობაში.
1.4.2. საგარანტიო-სერვისული მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს საგარანტიო პერიოდის განმავლობაში.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1.5.1. მიმწოდებელი ვალდებულია სატრანსპორტო საშუალებების მიწოდება განახორციელოს თბილისის მასშტაბით,მიმწოდებლის მიერ მითითებული მისამართზე.

1.5.2. სატენდერო დოკუმენტაციის 1.4.1 პუნქტში განსაზღვრულ ვადაში მიმწოდებელი სატრანსპორტო საშუალებების მიწოდებას უზრუნველყოფს საკუთარი ხარჯებით საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ყველა სახის გადასახადის, მოსაკრებლის ჩათვლით, მათ შორის, იმპორტირების, განბაჟებისა და სახელმწიფო რეგისტრაციის (შემსყიდველზე გადაფორმების და სახელმწიფო სტანდარტული სანომრე ნიშნის ხარჯების ჩათვლით).

1.5.3. პრეტენდენტმა თანმდევი საგარანტიო (გეგმიური) მომსახურების (ძრავის ზეთისა და ძრავის ფილტრის, წინა და უკანა ხუნდების, ჰაერის ფილტრის, კონდინციონერის ფილტრის, ძრავის ღვედი, ანთების სანთლები და სხვა.) გაწევა უნდა განახორციელოს არანაკლებ ორ ქალაქში (თბილისი, ქუთაისი), ხოლო სხვა საგარანტიო შემთხვევაში (არაგეგმიური), მიმწოდებელი უფლებამოსილია სატრანსპორტო საშუალება შეაკეთოს ქ. თბილისში. საგარანტიო შემთხვევაში სერვის-ცენტრამდე ტრანსპორტირების ხარჯებს აანაზღაურებს მიმწოდებელი.

1.5.4. პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს საკონტაქტო ინფორმაცია (მისამართი, სამუშაო საათები და ა.შ.) შემოთავაზებული სერვის ცენტრების შესახებ.

1.7.1 requirement related to guarantee period

1.7.1.1. სწორი ექსპლოატაციის პირობებში, ავტომანქანაზე გარანტია უნდა ვრცელდებოდეს მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 5 წელი ძირითად აგრეგატებზე (ძრავი, ხიდი, გადაცემათა კოლოფი), 3 წელი ან 150000 კილომეტრი (რომელიც ადრე შესრულდება) სრულ ავტომანქანაზე, გარდა სწრაფცვეთადი ნაწილებისა და მასალებისა (ანტიფრიზი, ფრეონი, საბურავები, ელექტრონათურები, ელექტრომცველები, შუშის საწმენდი ჯაგრისები, გადაცემათა კოლოფის გადაბმულობის ქურო, გადაცემათა კოლოფის მომჭიმი საკისარი, გადაცემათა კოლოფის გადაბმულობის დისკი და საყრდენი დისკი).
1.7.1.2. საგარანტიო პერიოდის განმავლობაში მიმწოდებელი ვალდებულია, ავტომობილზე გამოვლენილი ნებისმიერი საწარმოო დეფექტის აღმოფხვრა, შეკეთება ან ნაწილის/აგრეგატის ახლით შეცვლა განახორციელოს საკუთარი სახსრებით, შემსყიდველის მიერ წერილობითი მოთხოვნიდან არაუმეტეს 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში. აღნიშნული ვადა, მხარეთა შეთანხმებით შესაძლებელია გაიზარდოს არაუმეტეს 30 (ოცდაათი) კალენდარულ დღემდე (აღნიშნული პირობის შესრულების შეუძლებლობის დამადასტურებელი გარემოებების არსებობის შემთხვევაში, შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ გადაწყვეტილების მიღება განხორციელდება კონკრეტული შემთხვევის სპეციფიკის და არსებული ვითარების გათვალისწინებით). საწარმოო დეფექტის გამოვლენის გამო, შესყიდვის ობიექტის შეკეთების ან დაზიანებული დეტალის შეცვლის აუცილებლობის შემთხვევაში, შესყიდვის ობიექტის ევაკუირების ხარჯებს (თუ საჭიროა ევაკუატორით გადმოზიდვა) აანაზღაურებს მიმწოდებელი.

1.7.1.3. საგარანტიო პირობებით განსაზღვრული მოთხოვნები ძალაშია მთელი საგარანტიო ვადის განმავლობაში, მიუხედავად სატრანსპორტო საშუალების შესყიდვის ხელშეკრულების მოქმედების ვადის ამოწურვისა. ამასთან, საგარანტიო პერიოდში ტექ-მომსახურების გაწევისას გამოყენებული სათადარიგო ნაწილები/საცხებ-საპოხი მასალები უნდა იყოს ახალი (ექსპლუატაციაში არმყოფი) და მწარმოებლის მიერ რეკომენდირებული.

1.7.1.4. თანმდევი საგარანტიო პირობების ფარგლებში, გეგმიური ფასიანი მომსახურების განხორციელება უნდა მოხდეს დანართი #2-ით წარმოდგენილ ცხრილში დაფიქსირებული ფასების შესაბამისად. მიმწოდებელმა გეგმიური მომსახურების ჩატარება უნდა უზრუნველყოს შემსყიდველის მოთხოვნიდან არაუგვიანეს 2 (ორი) სამუშაო დღის განმავლობაში.

1.7.1.5. თუ სატრანსპორტო საშუალების მიწოდებიდან 30 კალენდარული დღის ან 1 000 კმ. გარბენის შემთხვევაში (რომელიც უფრო ადრე დადგება), ავტომობილს აღმოაჩნდება საწარმოო დეფექტი ძირითად აგრეგატზე (ძრავა, გადაცემათა კოლოფი, ხიდი), მიმწოდებელი ვალდებულია სატრანსპორტო საშუალება შეცვალოს ახლით, საწარმოო დეფექტის დადგენიდან 90 (ოთხმოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში, თუ აღნიშნულ ავტომობილს არ გააჩნია საწარმოო დეფექტის გარდა სხვა დაზიანება (ბუნებრივი ცვეთის გათვალისწინებით).

1.7.1.6. შემსყიდველი ვალდებულია:

ა) საგარანტიო ვადის განმავლობაში დაიცვას მიმწოდებლის მიერ დადგენილი სავალდებულო პერიოდული მომსახურების პირობები და ვადები.
ბ) დაიცვას ავტომობილის ექსპლოატაციის პირობები.

technical requirements

2.1.1 requirement regarding the trademark, patent, model, source of origin and/or manufacturer of the object of procurement

2.1.1.1. პრეტენდენტი ვალდებულია სატენდერო დოკუმენტაციის დანართებში #2 (ფასების ცხრილი) მოცემულ შესაბამის გრაფაში მიუთითოს ინფორმაცია შესყიდვის ობიექტის მწარმოებლის, ბრენდის/მარკისა და მოდელის/მოდიფიკაციის შესახებ.

2.1.1.2. იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო წინადადებით წარმოდგენილ დანართებში N2 არ იქნება მითითებული შემოთავაზებული ავტომანქანის მწარმოებლის ან/და ბრენდის/მარკისა ან/და მოდელის/მოდიფიკაციის შესახებ ინფორმაცია, პრეტენდენტი დაექვემდებარება დისკვალიფიკაციას. აღნიშნული ინფორმაცია არ ექვემდებარება ცვლილებას და უნდა იყოს საბოლოო, წინააღმდეგ შემთხვევაში პრეტენდენტი ასევე დაექვემდებარება დისკვალიფიკაციას. ამასთან, თუ ავტომანქანის ბრენდის/მარკის, მოდელის/მოდიფიკაციის ან მწარმოებლის შესახებ წარდგენილი ინფორმაცია არასრულყოფილია ან შეიცავს უზუსტობებს, თუმცა პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადების სახით წარდგენილი დოკუმენტ(ებ)ის/ინფორმაციის ერთობლიობით, მათი შეფასების, ანალიზისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე შესაძლებელია შესყიდვის ობიექტის ბრენდის/მარკის, მოდელის/მოდიფიკაციის ან მწარმოებლის იდენტიფიკაცია, სატენდერო კომისია უფლებამოსილია მიმართოს პრეტენდენტს აღნიშნულის დაზუსტების მოთხოვნით.

2.3.1 requirement related to material and technical support of a tenderer

2.3.1.1. პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს შემოთავაზებული სატრანსპორტო საშუალების მწარმოებელი ქარხნის არანაკლებ 1 (ერთი) ავტორიზებული სერვის ცენტრი ქ. თბილისში.

ზემოაღნიშნულის დადასტურების მიზნით, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს მწარმოებლის მიერ გაცემული შესაბამისი დოკუმენტი.

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

2.7.1.1. პრეტენდენტი უნდა იყოს შემოთავაზებული სატრანსპორტო საშუალების ოფიციალური დილერი საქართველოს ტერიტორიაზე. აღნიშნულის დასტურად პრეტენდენტმა, ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით, უნდა წარმოადგინოს საქართველოში ოფიციალური დილერობის დამადასტურებელი დოკუმენტი, გაცემული შემოთავაზებული ავტომობილის მწარმოებლის მიერ;

2.7.1.2. პრეტენდენტის მიერ დანართი N1-ით განსაზღვრული უსაფრთხოების დამადასტურებელი დოკუმენტის (ქრაშ ტესტის) შესახებ ინფორმაცია უნდა იძებნებოდეს დოკუმენტის გამცემი ორგანიზაციის ვებ-გვერდზე (NCAP (ევრო ქრაშ ტესტი) ან IIHS (ამერიკული ქრაშ ტესტი) ან JNCAP (იაპონური ქრაშტესტი). აღნიშნულის დამადასტურებლად, პრეტენდენტმა ერთიან ელექტრონულ სისტემაში უნდა წარმოადგინოს შესაბამისი ვებ-ბმული ან/და დოკუმენტი.

2.9 other additional requirements

ა) ტექნიკური დავალება დანართი N1-ს შესაბამისად;
ბ) ფასების ცხრილი დანართები N2-ის შესაბამისად;
გ) სატენდერო დოკუმენტაციის 1.5.4. ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია იმ სერვის ცენტრების შესახებ, სადაც განხორციელდება საგარანტიო სერვისის მიწოდება (თბილისი, ქუთაისი).
დ) სატენდერო დოკუმენტაციის 2.3.1.1 პუნქტის გათვალისწინებით ინფორმაცია ავტორიზებული სერვის ცენტრის შესახებ ქ.თბილისში;
ე) სატენდერო დოკუმენტაციის 2.7.1.1 პუნქტის შესაბამისი ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია დილერობის შესახებ და 2.7.1.2 პუნქტის შესაბამისად უსაფრთხოების დამადასტურებელი დოკუმენტის (ქრაშ ტესტის) შესახებ ვებ-ბმული ან/და დოკუმენტი;

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული წინადადების საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით ნაკლებია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, სატენდერო კომისია პრეტენდენტისგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის წარდგენას. ფასწარმოქმნის ადეკვატურობა, შესაძლებელია დასაბუთდეს სსიპ "ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო"-ს ან/და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების/აკრედიტაციის მქონე პირის მიერ გაცემული საექსპერტო ან/და აუდიტორული ან/და საშემფასებლო დასკვნით, რომლითაც ცალსახად უნდა დასტურდებოდეს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობა, როგორც პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული წინადადების ფასთან (ფასების ცხრილის ჯამურ ღირებულებასთან), ასევე ფასების ცხრილის ერთეულებთან მიმართებით.

პრეტენდენტის მიერ, დასკვნასთან ერთად, ასევე, წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

guarantee for assurance of contract performance

6.1 guarantees for assurance of contract performance are requested

5 Процентов

6.2 guarantees are requested in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value

10 Процентов

6.3 duration of guarantee

ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა მინიმუმ 60 (სამოცი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს საქონლის მიწოდების საბოლოო ვადას.

6.4 terms and conditions of guarantee

1. ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის უპირობო, გამოუთხოვადი გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ლიცენზირებული დაწესებულებიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში (ან უცხო ქვეყნის საბანკო დაწესებულებიდან, რომელიც გადაზღვეული იქნება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულების მიერ) შემდეგი ფორმის დაცვით: დაბეჭდილი გარანტიის გამცემი დაწესებულების ტიტულიან ფურცელზე (ბლანკი), ხელმოწერილი უფლებამოსილი პირის მიერ და ბეჭედდასმული.
2. ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტიასთან დაკავშირებული სხვა პირობები განისაზღვრება ხელშეკრულების პროექტით.

terms of payment

7.1.1 amount of the sum to be paid in advance and terms for its payment

7.1.1.1 წინასწარი ანგარიშსწორება შესაძლებელია განხორციელდეს შემსყიდველის მიერ განსაზღვრული და პრეტენდენტთან (შემდგომში მიმწოდებელთან) წინასწარ შეთანხმებული ოდენობის შესაბამისად, მაგრამ არაუმუტეს ხელშეკრულების ღირებულების 50%-ისა, მიმწოდებელმა ავანსის თანხები უნდა გამოიყენოს მხოლოდ ამ შესყიდვასთან დაკავშირებული ვალდებულებების შესასრულებლად.

წინასწარ გადახდილი თანხის გამოქვითვა მოხდება თანხის ჩარიცხვის შემდგომ მიმწოდებლის მიერ მოწოდებული საქონლის შესაბამისად გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე.

წინასწარი ანგარიშსწორების შემთხვევაში ანგარიშსწორება განხორციელდება მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი წინასწარ გადასახდელი თანხის იდენტური ოდენობის უპირობო, გამოუთხოვადი საბანკო/სადაზღვეო გარანტიის საფუძველზე. გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნას საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის" მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში.

აღნიშნულ გარანტიაში მითითებულ უნდა იქნეს შესყიდვის კონკრეტული დასახელება, აღნიშნულ შესყიდვასთან დაკავშირებით გაფორმებული ხელშეკრულების ნომერი და პრეტენდენტის (ხელშეკრულებით _ მიმწოდებლის) საიდენტიფიკაციო კოდი. აღნიშნული გარანტიის მოქმედების ვადა ხელშეკრულების მოქმედების ვადას უნდა აღემატებოდეს არანაკლებ 30 კალენდარული დღით.

7.1.1.2 იმ შემთხვევაში თუ ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოწოდების ვადა აღემატება 2025 წელს 25 დეკემბერს, შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია არაუგვიანეს 2025 წლის 20 დეკემბრისა წარუდგინოს სახელშეკრულებო ღირებულების ფარგლებში აუთვისებელი თანხის (საავანსო ანაზღაურების გათვალისწინებით) 100%-ის ოდენობის უპირობო, გამოუთხოვადი საბანკო გარანტია (გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ ,,საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური“-ს მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან). რომლის თანახმადაც გარანტიის გამცემი თანახმაა პირველივე მოთხოვნისთანავე, შემსყიდველის მხრიდან ყოველგვარი დასაბუთებისა და დოკუმენტაციის წარდგენის გარეშე არაუგვიანეს 10 (ათი) საბანკო დღის ვადაში აანაზღაუროს შემსყიდველის მიერ მოთხოვნილი თანხა, გარანტიის მოქმედების ვადა მინიმუმ 30 (ოცდაათი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადას.

7.2 terms of step by step and/or final payment

იმ შემთხვევაში თუ არ იქნა გამოყენებული 7.1.1.1 ან/და 7.1.1.2 პუნქტი ანგარიშსწორება განხორციელდება მიმწოდებელსა და შემსყიდველს შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ 10 (ათი)სამუშაო დღის განმავლობაში, ეტაპობრივად უნაღდო ანგარიშსწორებით ლარში, ხელშეკრულებაში მიმწოდებლის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცვის გზით.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორებისთვის განსაზღვრული დოკუმენტების სრულყოფილად გაფორმებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ნატალია მეტრეველი, 577077734, Natalia.Metreveli@namr.gov.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru