ტექნიკური დავალება
მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს სსიპ განათლების ხარისხის
განვითარების ეროვნული ცენტრისათვის ადგილობრივი და საერთაშორისო
საფოსტო და საკურიერო მომსახურების გაწევა შემდეგი პირობებით:
1. შემსყიდველის მიერ მიმწოდებლის წარმომადგენლის/კურიერის უფასო
გამოძახება და კურიერის მიერ გზავნილების ჩაბარება უნდა
განხორციელდეს სამუშაო დღეებში 09:00-დან 15:00 საათამდე. სასწრაფო გზავნილის
მისაღებად, მიმწოდებლის წარმომადგენლი/კურიერი შემსყიდველის
მისამართზე ცხადდება შემსყიდველთან წინასწარ შეთანხმებულ დროს.
2. საფოსტო გზავნილების გადაცემა მიმწოდებლის
წარმომადგენლისთვის/კურიერისთვის უნდა მოხდეს შემსყიდველის
მისამართიდან: ქ. თბილისი, მ. ალექსიძის ქ. მეორე შესახვევი N2.
3. სხვადასხვა წონის საფოსტო გზავნილების - წერილობითი ფოსტის, ყველა
სახის დოკუმენტის, ამანათების (შემდგომში - „გზავნილი“) გადაგზავნა,
უნდა განხორციელდეს დანართი N1-ის (ფასთა ცხრილი) შესაბამისად.
4. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს, შემსყიდველის ადგილობრივი და
საერთაშორისო გზავნილების ონლაინ რეჟიმში თვალყურის დევნების
სისტემისა (ე.წ“თრექინგი“) და მისი კუთვნილი ვებგვერდის გამართული
ფუნქციონირება, საიდანაც შემსყიდველს ექნება შესაძლებლობა
აკონტროლოს გზავნილის მოძრაობა და ნახოს მისი სტატუსი. აღნიშნული
ინფორმაციის სისწორეზე პასუხისმგებელობა ეკისრება მიმწოდებელს.
5. შემსყიდველის მიერ, კურიერისთვის გზავნილის გადაცემა უნდა ხდებოდეს
ელექტრონულ სისტემაში დამუშავებული დოკუმენტის (რეესტრი) მეშვეობით;
გზავნილების ამოღება/წაშლა შესაძლებელი უნდა იყოს გზავნილების
რეესტრის დახურვამდე; მიმწოდებლის წარმომადგენლის/კურიერის ყველა
განხორციელებული ვიზიტის, შესაბამისი გზავნილის
ჩაბარება/ჩაუბარებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი (PDF ფორმატში), უნდა
აიტვირთოს ელექტრონულ სისტემაში და შესაძლებელი უნდა იყოს მისი
ამობეჭდვა; მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს შემსყიდველის უფასო
მომარაგება შტრიხკოდის მასალით ან/და გზავნილს რეგისტრაციის შემდეგ
ავტომატურად მიენიჭოს შტრიხკოდი.
6. შემსყიდველის მიერ, მიმწოდებელს მიეწოდება გზავნილის ჩასაბარებლად
საჭირო ინფორმაცია (ადრესატი, ქალაქი/რეგიონი, ადრესატის მისამართი,
საკონტაქტო პირი და ტელეფონის ნომერი).
7. გზავნილის ჩაბარების ვადა და პირობები:
7.1 საქართველოს ტერიტორიაზე (ადგილობრივი) საფოსტო და საკურიერო
მომსახურების გაწევის შემთხვევაში, მიმწოდებელმა არაუგვიანეს 5 (ხუთი)
სამუშაო დღის, ხოლო მაღალმთიან რეგიონში არაუგვიანეს 7 (შვიდი) სამუშაო
დღის ვადაში უნდა უზრუნველყოს გზავნილის ჩაბარება ადრესატისათვის.
გზავნილის ჩაბარების ვადის ათვლა იწყება, გზავნილის მიმწოდებლის
წარმომადგენლისათვის (კურიერი) ჩაბარებიდან მეორე სამუშაო დღეს.
გზავნილის ადრესატისთვის ჩაბარება ხორციელდება ადრესატის
რეგისტრაციის მისამართზე, პირადად ადრესატისთვის ან აღნიშნულ
მისამართზე მყოფი სრულწლოვანი პირისათვის. იურიდიული პირისთვის
განკუთვნილი გზავნილი უნდა ჩაბარდეს რეგისტრაციის მისამართზე
კანცელარიას/კანცელარიის თანამშრომელს ან გზავნილის მიღებაზე
უფლებამოსილ შესაბამის პირს; გზავნილის ჩაბარება უნდა დადასტურდეს
გზავნილის მიმღების ხელმოწერით. შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში,
შესაძლებელი უნდა იყოს კონკრეტული გზავნილის გადაცემის შეზღუდვა
არაადრესატი პირისთვის; თუ ადრესატი არ იმყოფება მისამართზე,
მიმწოდებლის წარმომადგენელმა მას უნდა დაუტოვოს შეტყობინება,
რომელშიც აღნიშნული უნდა იყოს: გზავნილის ნომერი, საკონტაქტო
მონაცემები და კურიერის მისვლის დრო. მიმწოდებელი ვალდებულია, ასეთი
ფაქტის დაფიქსირებიდან, არაუგვიანეს მეორე სამუშაო დღისა, აცნობოს
შემსყიდველს ინფორმაცია გზავნილის ჩაუბარებლობის მიზეზის შესახებ და
გზავნილი დააყოვნოს მიმწოდებლის სერვის-ცენტრში არაუგვიანეს 15
კალენდარული დღის ვადაში. იმ შემთხვევში, თუ აღნიშნულ ვადაში ადრესატი
არ გაიტანს გზავნილს მიმწოდებლის სერვის ცენტრიდან, მიმწოდებელი
ვალდებულია, დაყოვნების ვადის გასვლიდან, არაუგვიანეს 05 სამუშაო დღეში,
უფასოდ განახორციელოს გზავნილის დაბრუნება შემსყიდველთან.
7.2 საერთაშორისო საფოსტო და საკურიერო მომსახურების შემთხვევაში,
მიმწოდებლის წარმომადგენლისათვის/კურიერისთვის შემსყიდველის მიერ
გზავნილის გადაცემიდან არაუმეტეს 15 სამუშაო დღის ვადაში უნდა ჩაბარდეს
ადრესატს. საერთაშორისო გზავნილის ჩაბარება ხორციელდება
შემსყიდველის მიერ გზავნილის ზედდებულზე მითითებულ მისამართზე, ხოლო
იურიდიული პირისთვის განკუთვნილი გზავნილი უნდა ჩაბარდეს გზავნილის
ზედდებულზე მითითებულ მისამართზე კანცელარიას/კანცელარიის
თანამშრომელს ან ასეთის არყოფნის შემთხვევაში გზავნილის მიღებაზე
უფლებამოსილ შესაბამის პირს; გზავნილის ჩაბარება უნდა დადასტურდეს
შესაბამის ჩაბარების დოკუმენტაციაში გზავნილის მიმღების ხელმოწერით.
თუ ადრესატი ან სხვა პირი ადგილზე არ იმყოფება, მიმწოდებელი ვალდებულია
გონივრულ ვადაში აცნობოს შემსყიდველს ინფორმაცია ჩაუბარებლობის
მიზეზის შესახებ და შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში დაუბრუნოს
მას გზავნილი (არაუმეტეს გზავნილის გაგზავნის ღირებულებით).
8. გზავნილის დაზიანების ან დაკარგვის შემთხვევაში სრული
პასუხისმგებლობა დაეკისრება მიმწოდებელს.
9. საერთაშორისო ნორმებით დადგენილი წესის შესაბამისად, გზავნილი
დაკარგულად ჩაითვლება გაგზავნიდან მაქსიმუმ ერთი თვის გასვლის შემდეგ,
რაც გზავნილის მარშრუტის სისტემაში აისახება ელექტრონულად.
10. გზავნილის შემცველობის დაზიანების ან/და დაკარგვის შემთხვევაში,
შემსყიდველის არჩევანისამებრ, მიმწოდებელი ან უფასოდ, საკუთარი
ხარჯებით უზრუნველყოფს გზავნილის ხელმეორედ გაგზავნას, ან მას
დაეკისრება ჯარიმა დაკარგული ან დაზიანებული გზავნილის მომსახურების
ღირებულების სრული ოდენობით.
11. შემსყიდველის მიერ მითითებული მისამართისაგან განსხვავებულ
მისამართზე გაგზავნილი ადგილობრივი (საქართველოს ტერიტორიაზე)
გზავნილის გადამისამართება ( საფოსტო გზავნილის ჩაბარების
პროცედურების დაწყებამდე), ხორციელდება იმავე
ქალაქში/სოფელში/ტერიტორიულ ერთეულში უფასოდ, ამ შემთხვევაში
შემსყიდველი უფლებამოსილია განახლებული მისამართი მიმწოდებელს
გადასცეს ელექტრონული ფოსტის საშუალებით.
12. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს შემსყიდველი საჭირო შესაფუთი
მასალით შეუფერხებელი და უფასო მომარაგება (კონვერტის გარდა).
13. მომწოდებელი ვალდებულია შემსყიდველი მუდმივად უზრუნველყოს
წერილების ჩაბარება/არ ჩაბარების დამადასტურებელ დოკუმენტაციაზე
წვდომით.
14. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს კონტროლისა და ანალიზის
მიმართულებით პასუხისმგებელი პირის გამოყოფა, რომელიც
განახორციელებს შემსყიდველთან დროულ კომუნიკაციას შესასყიდ
მომსახურებასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით და
გზავნილების ჩაბარების/ჩაუბარებლობის ელექტრონულ სერვისთან
დაკავშირებული ინფორმაციის მოწოდებას;
15. ყოველი თვის ბოლოს უნდა მომზადდეს მიღება-ჩაბარების აქტი, ჯამური
ოდენობის მითითებით. აქტებს თან უნდა ერთვოდეს გაგზავნილი ცხრილი
რეესტრების ნომრებით, რაოდენობით და თანხების მითითებით. ხელმოწერას
უნდა აფიქსირებდეს როგორც მიმწოდებლის ასევე შემსყიდველის
წარმომადგენელი.