სტანდარტული გზავნილი საქართველოს ტერიტორიაზე:
50 გრ-ს ჩათვლით-600
51 გრ-დან - 100 გრ-ს ჩათ.-50
101 გრ-დან - 250 გრ-ს ჩათ.-20
251 გრ-დან - 500 გრ-ს ჩათ.-20
501 გრ-დან - 1 კგ-ს ჩათ.-15
1 კგ-დან ყოველ დამატებით 1 კგ-ზე-30
სწრაფი გზავნილი საქართველოს ტერიტორიაზე:
50 გრ-ს ჩათვლით - 5
51 გრ-დან - 100 გრ-ს ჩათ. - 5
101 გრ-დან - 250 გრ-ს ჩათ. - 5
251 გრ-დან - 500 გრ-ს ჩათ. - 5
501 გრ-დან - 1 კგ-ს ჩათ. - 5
1 კგ-დან ყოველ დამატებით 1 კგ-ზე 5
სტანდარტული საერთაშორისო გზავნილი:
50 გრ-ს ჩათვლით - 5
51 გრ-დან - 100 გრ-ს ჩათ. - 5
101 გრ-დან - 250 გრ-ს ჩათ. - 2
251 გრ-დან - 500 გრ-ს ჩათ. - 2
501 გრ-დან - 1 კგ-ს ჩათ. - 2
1 კგ-დან ყოველ დამატებით 1 კგ-ზე - 5
სწრაფი საერთაშორისო გზავნილი:
50 გრ-ს ჩათვლით - 5
51 გრ-დან - 100 გრ-ს ჩათ. - 5
101 გრ-დან - 250 გრ-ს ჩათ. - 5
251 გრ-დან - 500 გრ-ს ჩათ. - 5
501 გრ-დან - 1 კგ-ს ჩათ. - 5
1 კგ-დან ყოველ დამატებით 1 კგ-ზე - 5
მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს შპს „საქართველოს გაზის
ტრანსპორტირების კომპანიის“ ადგილობრივი და საერთაშორისო საფოსტო და
საკურიერო მომსახურება, როგორც საქართველოს ხელისუფლების მიერ
კონტროლირებად ტერიტორიაზე, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ
შემსყიდველის მიერ მითითებულ ნებისმიერ მისამართზე.
ადგილობრივი და საერთაშორისო საფოსტო და საკურიერო მომსახურება
გულისხმობს, როგორც საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად
ტერიტორიაზე, ასევე მის ფარგლებს გარეთ შემსყიდველის მიერ მითითებულ
ნებისმიერ მისამართზე გზავნილების მიტანას.
საფოსტო და საკურიერო მომსახურება მოიცავს:
• სტანდარტულ და სწრაფ ადგილობრივ გზავნილებს (საქართველოს
ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ნებისმიერი ქალაქი და დასახლებული
პუნქტი);
• სტანდარტულ და სწრაფ საერთაშორისო გზავნილების გაგზავნას
(საქართველოს საზღვრებს გარეთ ნებისმიერი მიმართულებით);
გზავნილი გულისხმობს: სხვადახვა წონის და ზომის დოკუმენტს ე.წ.
წერილობითი ფოსტას და სხვადახვა წონის და ზომის ამანათს.
მომსახურება გაწეულ უნდა იქნას შემდეგი პირობებით:
1. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს წერილობითი ფოსტისა და ამანათის
იმდაგვარი
ტრანსპორტირება (საერთაშორისო გზავნილის შემთხვევაში შეფუთვაც), რომ
დაიცვას ის
დაზიანებისგან.
2. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს შემსყიდველის მიერ განსაზღვრული
მისამართებიდან გზავნილების გატანა სამუშაო დღეებში 09:00-დან 17:00
საათამდე. სწრაფი
გზავნილის მისაღებად მიმწოდებელი საფოსტო გზავნილის მიღების ადგილზე
ცხადდება
შემსყიდველთან შეთანხმებული დროის განმავლობაში.
3. საფოსტო გზავნილების გადაცემა მიმწოდებლის
წარმომადგენელისთვის/კურიერისთვის უნდა მოხდეს შემდეგი
მისამართიდან:
ქ.თბილისი მ.ნოზაძის ქუჩა #27, შპს "საქართველოს გაზის ტრანსპორტირების
კომპანიის"
ადმინისტრაციული შენობა. (მომსახურების გაწევის პროცესში მისამართის
შეცვლა შესაძლოა გახდეს საჭრო, რის შესახებაც გაფორმდება
შეთანხმება).
4. სხვადახვა წონის საფოსტო გზავნილების - წერილობითი ფოსტის, ყველა
სახის
დოკუმენტის, ამანათების (შემდგომში - „გზავნილი“) გადაგზავნა, უნდა
განხორციელდეს
დანართის (ფასთა ცხრილის) შესაბამისად.
5. გზავნილის ჩაბარების ვადა და პირობები:
5.1. საქართველოს ტერიტორიაზე სტანდარტული საფოსტო და საკურიერო
მომსახურების
შემთხვევაში (ქ. თბილისის ფარგლებში ან თუ ადრესატი და გამგზავნი ერთი
და იგივე
ქალაქშია) - მიმწოდებლის წარმომადგენლისათვის/კურიერისთვის
შემსყიდველის მიერ
გზავნილის გადაცემიდან არაუგვიანეს 2 (ორი) სამუშაო დღისა, გზავნილი
უნდა ჩაბარდეს
ადრესატს.
5.2. საქართველოს ტერიტორიაზე სტანდარტული საფოსტო და საკურიერო
მომსახურების
შემთხვევაში (ქ. თბილისის ფარგლებს გარეთ და თუ ადრესატი და გამგზავნი
ერთი და
იგივე ქალაქში არ არის) - მიმწოდებლის
წარმომადგენლისათვის/კურიერისთვის
შემსყიდველის მიერ გზავნილის გადაცემიდან არაუგვიანეს 3 (სამი) სამუშაო
დღის ვადაში,
გზავნილი უნდა ჩაბარდეს ადრესატს, ხოლო მაღალმთიან რეგიონში
არაუგვიანეს 5 (ხუთი)
სამუშაო დღის ვადაში (დღეების ათვლა განხორციელდება გზავნილის
კურიერზე
გადაცემიდან მომდევნო სამუშაო დღეს).
5.3. საქართველოს ტერიტორიაზე სწრაფი საფოსტო და საკურიერო
მომსახურების
შემთხვევაში - მიმწოდებლის წარმომადგენლისათვის/კურიერისთვის
შემსყიდველის მიერ
გზავნილის გადაცემიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა გზავნილი
უნდა
ჩაბარდეს ადრესატს, ხოლო მაღალმთიან რეგიონში არაუგვიანეს 4 (ოთხი)
სამუშაო დღის
ვადაში (დღეების ათვლა განხორციელდება გზავნილის კურიერზე
გადაცემიდან
მომდევნო სამუშაო დღეს).
5.4. საერთაშორისო სტანდარტული საფოსტო და საკურიერო მომსახურების
შემთხვევაში
მიმწოდებლის წარმომადგენლისათვის/კურიერისთვის შემსყიდველის მიერ
გზავნილის
გადაცემიდან არაუგვიანეს 15 (თხუთმეტი) სამუშაო დღის ვადაში უნდა
ჩაბარდეს
ადრესატს (დღეების ათვლა განხორციელდება გზავნილის კურიერზე
გადაცემიდან
მომდევნო სამუშაო დღეს).
5.5. საერთაშორისო სწრაფი საფოსტო და საკურიერო მომსახურების
შემთხვევაში
მიმწოდებლის წარმომადგენლისათვის/კურიერისთვის შემსყიდველის მიერ
გზავნილის
გადაცემიდან არაუგვიანეს 7 (შვიდი) სამუშაო დღის ვადაში უნდა ჩაბარდეს
ადრესატს
(დღეების ათვლა განხორციელდება გზავნილის კურიერზე გადაცემიდან
მომდევნო
სამუშაო დღეს).
5.6. ადგილობრივი გზავნილის ადრესატისთვის ჩაბარება ხორციელდება
ადრესატის
რეგისტრაციის მისამართზე პირადად ადრესატისთვის ან აღნიშნულ
მისამართზე
დახვედრილი სრულწლოვანი პირისათვის, ხოლო იურიდიული პირისთვის
განკუთვნილი გზავნილი უნდა ჩაბარდეს რეგისტრაციის მისამართზე
კანცელარიას/კანცელარიის თანამშრომელს ან ასეთის არყოფნის
შემთხვევაში გზავნილის
მიღებაზე უფლებამოსილ შესაბამის პირს. გზავნილის ჩაბარება უნდა
დადასტურდეს
შესაბამის ჩაბარების დოკუმენტაციაში გზავნილის მიმღების ხელმოწერით.
თუ ადრესატი
ან სხვა პირი ადგილზე არ იმყოფება, გზავნილის გზავნილის განმეორებით
(მეორეჯერ)
მიტანა მითითებულ მისამართზე უნდა განხორციელდეს უფასოდ მომდევნო 2
(ორი)
სამუშაო დღის განმავლობაში (დღეების ათვლა განხორციელდება პირველ
ჯერზე
გზავნილის ადრესატისთვის მიტანის მომდევნო დღიდან) და მხოლოდ ამის
შემდეგ კვლავ
ჩაუბარებლობის შემთხვევაში დაუბრუნდეს შემსყიდველს უფასოდ
არაუგვიანეს 5 (ხუთი)
სამუშაო დღის ვადაში შესაბამისი მიზეზის მითითებით.
5.7. საერთაშორისო გზავნილის ჩაბარება ხორციელდება შემსყიდველის მიერ
გზავნილის
ზედდებულზე მითითებულ მისამართზე, ხოლო იურიდიული პირისთვის
განკუთვნილი
გზავნილი უნდა ჩაბარდეს გზავნილის ზედდებულზე მითითებულ
მისამართზე
კანცელარიას/კანცელარიის თანამშრომელს ან ასეთის არყოფნის
შემთხვევაში გზავნილის
მიღებაზე უფლებამოსილ შესაბამის პირს. გზავნილის ჩაბარება უნდა
დადასტურდეს
შესაბამის ჩაბარების დოკუმენტაციაში გზავნილის მიმღების ხელმოწერით.
თუ ადრესატი
ან სხვა პირი ადგილზე არ იმყოფება, გზავნილის განმეორებით (მეორეჯერ)
მიტანა
მითითებულ მისამართზე უნდა განხორციელდეს უფასოდ მომდევნო 2 (ორი)
სამუშაო
დღის განმავლობაში (დღეების ათვლა განხორციელდება პირველ ჯერზე
გზავნილის
ადრესატისთვის მიტანის მომდევნო დღიდან) და მხოლოდ ამის შემდეგ
კვლავ
ჩაუბარებლობის შემთხვევაში დაუბრუნდეს გზავნილი შემსყიდველს
(არაუმეტეს
გზავნილის გაგზავნის ღირებულებით).
6. მიმწოდებელს გზავნილის გაგზავნამდე შემსყიდველისგან მიეწოდება
ადრესატისათვის
გზავნილის ჩასაბარებლად საჭირო ინფორმაცია (ადრესატი, ქალაქი/რეგიონი,
ადრესატის
სრულყოფილი მისამართი).
7. გზავნილის დაზიანების ან დაკარგვის შემთხვევაში სრული
პასუხისმგებლობა
დაეკისრება მიმწოდებელს.
8. გზავნილის შემცველობის დაზიანების ან/და დაკარგვის შემთხვევაში,
შემსყიდველის
არჩევანისამებრ, მიმწოდებელი უფასოდ, საკუთარი ხარჯებით
უზრუნველყოფს
გზავნილის ხელმეორედ გაგზავნას, ან მას დაეკისრება ჯარიმა დაკარგული
ან
დაზიანებული გზავნილის მომსახურების ღირებულების სრული ოდენობით.
9. მომწოდებელი ვალდებულია შემსყიდველი მუდმივად უზრუნველყოს
წერილების
ჩაბარება/არ ჩაბარების დამადასტურებელ დოკუმენტაციაზე წვდომით.
აღნიშნულ
ინფორმაციაზე წვდომა შემყიდველ ორგანიზაციას უნდა ჰქონდეს საფოსტო
მომსახურების
შეწყვეტის შემდგომაც.
10. ყოველი საანგარიშო თვის მომდევნო თვის 10 (ათი) რიცხვამდე
მიმწოდებლმა
შემსყიდველს უნდა მიაწოდოს ინფორმაცია წინა თვის გაწეული
მომსახურების შესახებ,
რის შესაბამისადაც უნდა მომზადდეს მიღება-ჩაბარების აქტები. აქტებს
თან უნდა
ერთვოდეს გაგზავნილი ცხრილი რეესტრების ნომრებით, რაოდენობით და
თანხების
მითითებით. ხელმოწერას უნდა აფიქსირებდეს როგორც ფოსტის ასევე
დამკვეთის
წარმომადგენელი.
11. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს შესაბამისი კონტროლისა და
ანალიზის
მიმართულებით პასუხისმგებელი პირ(ებ)ის გამოყოფა, რომელიც
განახორციელებს
შემსყიდველთან დროულ კომუნიკაციას გასაწევი მომსახურების ნებისმიერ
საკითხთან
დაკავშირებით.
12. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს შესაბამისი ელექტრონული ფოსტის
მისამართის
გამოყოფა, რომელზეც შემსყიდველის მხრიდან შესული შეტყობინება
ჩაითვლება
ოფიციალურ შეტყობინებად და წარმოშობს მიმწოდებლისთვის შეტყობინებაში
ასახული
მოთხოვნის შესრულების ვალდებულებას. შემსყიდველის მხრიდან
ელექტრონულ
ფოსტაზე შეტყობნიების გაგზავნა ჩაითვლება შეტყობინების მიღებად და
ვადის ათვლა
დაიწყება შეტყობინების გაგზავნისთანავე.
შენიშვნა:
ფასების ცხრილიში მითითებული რაოდენობები საორიენტაციოა და
შემსყიდველი არ
არის ვალდებული სრულად აითვისოს მითითებული რაოდენობები. ასევე, თუ
მომსახურების გაწევისას აღმოჩნდა, რომ მომსახურების ჩამონათვალიდან
რომელიმე
პოზიციაზე მომსახურების მოცულობა (რაოდენობა) ამოიწურა და აღნიშნული
მომსახურების გაწევა დამატებით გახდა აუცილებელი, შემსყიდველის
შეხედულებისამებრ მხარეთა შეთანხმების საფუძველზე შესაძლებელია
ხელშეკრულების
ფარგლებში განხორციელდეს ცვლილება სხვა მომსახურების მოცულობის
(რაოდენობის)
შემცირებით, რამაც არ უნდა გამოიწვიოს მომსახურების განხორციელების
შეზღუდვა.