Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Отделочные строительные работы (Грузия - Тендер #68702821)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: JSC "Georgian State Electric System"
Номер конкурса: 68702821
Дата публикации: 20-11-2025
Сумма контракта: 203 710


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT250020824
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 20.11.2025 16:13
Начало приема предложения 06.12.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 11.12.2025 13:00
Предполагаемая цена закупки 203`710.00 GEL
Заявка должна быть представлена Без НДС
Категория закупки 45400000-Отделочные строительные работы
Коды классификатора
  • 45450000 - Другие отделочные строительные работы
Срок подачи წარმოდგენილია სატენდერო დოკუმენტაციაში
Дополнительная информация
სს"სსე"-ს ქს “მენჯი 220”-ის, ქს “ჯვარი 500”-ის, ქს “ზუგდიდი 220”-ის და ზუგდიდის ოფისის სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების შესყიდვა
Количество и объём закупок განსაზღვრულია სატენდერო დოკუმენტაციით
Шаг снижения цены 1`000.00 GEL
Размер гарантии 2`037 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: giorgi goginashvili :: 11.11.2025 11:43
  • Последнее исправление: giorgi goginashvili :: 20.11.2025 16:13
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=654736&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

სს"სსე"-ს ქს “მენჯი 220”-ის, ქს “ჯვარი 500”-ის, ქს “ზუგდიდი 220”-ის და ზუგდიდის ოფისის სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

სატენდერო წინადადების წარდგენით, პრეტენდენტი ავტომატურად გამოხატავს თანხმობას ამ ველში მოცემულ "ტექნიკურ პირობა"-ზე და მიმაგრებულ ყველა დოკუმენტზე, რაც უცვლელად, დანართად დაერთვება გასაფორმებელ ხელშეკრულებას.

"ტექნიკური პირობა":

1.“მიმწოდებელმა” სამუშაოები უნდა აწარმოოს შემსყიდველის ფუნქციონირებისთვის ნორმალური რიტმის შენარჩუნების პირობებში.
2.რემონტთან დაკავშირებული ყველა მასალა (ექსპლოატაციაში არმყოფი, ახალი) შეძენილი უნდა იყოს ”მიმწოდებლის” მიერ.
3. სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობის დროს კონტრაქტორი კომპანია ვალდებულია ოთახებში არსებული ის ინვენტარი რომელიც ხელს უშლის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების წარმართვას, გადაადგილოს საკუთარი ხარჯებით დაუზიანებლად და სამუშაოების დასრულების შემდგომ დააბრუნოს პირვანდელ მდგომარეობაში.
4. რემონტში გამოყენებული ხელოვნური კერამო გრანიტის, კაფელის, ლამინატის, შეკიდული ჭერის, კარების, შენობის შიდა კედლების, ავეჯის და ფარდა-ჟალუზის ფერების ზუსტი ტონალობა შეთანხმებულ იქნას “შემსყიდველთან”
5. კარების და ფანჯრების ზომები გადამოწმდეს “მიმწოდებლის” მიერ ადგილზე.
6. როზეტები უნდა იყოს ყველა დამიწებით.
7. ყველანაირი სანათის ტიპი და ფორმა შეთანხმებული იქნას ,,შემსყიდველთან“.
8. ქვიშა-ცემენტით შელესილი კედლები უნდა იყოს გასწორებული თარაზოში (მაიაკში).
9. კედლების დამუშავება და შეღებვა ნიშნავს: დამუშავდეს კედელი წებო-ემულსიის ხსნარით, ფითხით (მაღალი ხარისხის კნაუფის ან ანალოგიური) დაიშპაკლოს და გაიშკურკოს რამდენიმე ფენად, შეიღებოს სულ მცირე ორი ფენა საღებავით (მაღალი ხარისხის ) სრულ დაფარვამდე.ფერი შეთანხმებული იქნას ”შემსყიდველთან”
10.ხელოვნური კერამო გრანიტის ფილების მოწყობა ნიშნავს: გრანიტის ფილების მოწყობას წებო- ცემენტის გამოყენებით. ფილებს შორის ნაკერის შევსება დეკორატიული ცემენტით (ფუგა)
11. კაფელის ფილების მოწყობა ნიშნავს: კაფელის ფილების მოწყობას წებო-ცემენტის გამოყენებით. ფილებს შორის ნაკერის შევსება დეკორატიული ცემენტით (ფუგა)
12. ფერდოების (კარებების, ფანჯრების) და კედლების გამოწეულ კუთხეებში უნდა მოეწყოს სპეციალური უჟანგავი თუნუქის კუთხოვანა.
13. კარები (მეტალო-პლასმასის) –საკეტით, სახელურით და ანჯამებით
14. ლამინირებული იატაკი L-33-34 კლასი, სისქე არანაკლებ 10მმ ცვეთამედეგობა AC 5. ეკოლოგიურად სუფთა ძნელად აალებადი.
15.მუყაო-თაბაშირის ფილა მაღალი ხარისხის არანაკლებ 1200*2500*12,5მმ (კომპლექტი ლითონის უჟანგავ კარკასზე კნაუფის ან ანალოგიური)
16. ვერტიკალური ფარდა ჟალუზი. ნაჭრის ზოლის სიგანე არანაკლებ 125მმ, ნაჭრის მასალა პოლიესტერი, ლავგარდანის (კარნიზი) ზომები არანაკლებ-25/45/25მმ, ლავგარდანის (კარნიზი) მასალა ალუმინი, ლავგარდანის (კარნიზი) ფერი-თეთრი;
17. ავეჯის სრული აწყობა-მონტაჟი ადგილზე.
18. ავეჯის ფერი შეთანხმებულ იქნას “შემსყიდველთან”.
19. ავეჯში გამოყენებული დ.ვ.პ. უნდა იყოს ლამინირებული
20. ავეჯში გამოყენებული სახელური უნდა იყოს მეტალის.
21. ლამინატისაგან დამზადებულ ავეჯს უნდა ჰქონდეს ძირზე მიმაგრებული პლასტმასის 5 მმ-იანი სისქის ქოში და გადაბმის (შურუფები) ადგილას სპეციალური მრგვალი მისაწეპებელი (ლიპუჩკა) ავეჯის შესაბამისი ფერის.
22. ელექტროკონვექტორი თერმოსტატიანი კედელზე მისამაგრებელი სიმძლავრე არნაკლებ 2000ვტ, ა).მექანიკური ან ელექტრონული თერმოსტატით;
ბ).დახურული სპირალით(გაცხელების ელემენტი); გ).გაცხელების რეჟიმის რეგულირებით; დ).ელექტრო დაცვით;
ე).წყლის შხეფებისაგან დაცვით(iP24);
23. სამუშაოების დამთავრების შემდეგ ტერიტორია უნდა გასუფთავდეს, ფანჯრები, კედლები, იატაკი, კარებები უნდა გაიწმინდოს. სამშენებლო ნარჩენი გატანილ იქნას ტერიტორიის ფარგლებს გარეთ (ნაგავსაყრელზე).
24. შემსყიდველი იტოვებს უფლებას არ დაუშვას მიმწოდებელი ახალ ობიექტზე (გარდა ახალი ჯგუფის მობილიზების შემთხვევის) სამუშაოების დასაწყებად თუ დაწყებული ობიექტი არ აქვს, ან/და არასრულად აქვს დასრულებული.
25. მიმწოდებელი ვალდებულია სატენდერო წინადადებით წარმოადგინოს სამუშაოების შესრულების გეგმა-გრაფიკი ობიექტების შესაბამისად.
26. შემსყიდველი იტოვებს უფლებას, თუ მიმწოდებლის მიერ შესრულებელი/შესასრულებელი სამუშაოებსა და წარმოდგენილ გეგმა-გრაფიკს შორის იქნება ჩამორჩენა, შეწყვიტოს ხელშეკრულება.
27. ა). “მიმწოდებელმა“ „შემსყიდველს“ უნდა აცნობოს სამუშაოების დასრულების შესახებ.
ბ). „შემსყიდველის“ სამუშაოთა მიმღები ჯგუფი ამოწმებს შესრულებულ სამუშაოთა შესაბამისობას წინამდებარე ხელშეკრულების პირობებთან, რის შემდეგაც “მიმწოდებელი“ საკუთარი ხარჯებით წარმოადგენს უკვე დასრულებულ სამუშაოებზე სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ან სხვა აკრედიტირებული საექსპერტო ორგანიზაციის (შესაბამისი აკრედიტიციის დოკუმენტის წარმოდგენით) მიერ გაცემულ საექსპერტო დასკვნას.
გ). დადებითი საექსპერტო დასკვნის შემთხვევაში „შემსყიდველს“ და “მიმწოდებელს“ შორის ფორმდება მიღება-ჩაბარების აქტი ფაქტიურად შესრულებულ სამუშაოებზე.
დ). სამუშაოების დასრულების ვადაა საექსპერტო დასკვნის მოწოდების თარიღი.

იხილეთ მიმაგრებული ფაილები:

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

“მიმწოდებელი” ვალდებულია შეასრულოს სამუშაოები (საექსპერტო დასკვნის წარმოდგენით) ხელშეკრულების გაფორმებიდან და ობიექტებზე დაშვებიდან 90 (ოთხმოცდაათი) სამუშაო დღეში.

- ყველა ობიექტზე დაშვების უფლების ერთდროულად მისაღებად, „მიმწოდებელი“ ვალდებულია
„შემსყიდველს“ წერილობით მიმართოს და მოიპოვოს ნებართვა ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.

- იმ შემთხვევაში თუ 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში ვერ იქნება ყველა ობიექტზე დაშვების უფლების ნებართვა ერთდროულად აღებული, სამუშაოთა შესრულების დაწყების თარიღად ავტომატურად განისაზღვრება ხელშეკრულების გაფორმებიდან მეათე სამუშაო დღე. ხოლო
„მიმწოდებელი“ არ იქნება ობიექტებზე დაშვებული ნებართვის აღებამდე.

- სამუშაოების დასრულების ვადაა საექსპერტო დასკვნის მოწოდების თარიღი.

შენიშვნა:
ობიექტზე დაშვების პროცედურები გაწერილია სატენდერო დოკუმენტაციის 8.1 ველში მიმაგრებული დოკუმენტის - ,,ხელშეკრულების პროექტის" მე-4 მუხლის 4.6 პუნქტში და ,,ხელშეკრულების პროექტის" დანართი #4–ში (სამუშაოს შესრულების უსაფრთხოდ გაწევის წესი და პირობები).

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

ა) ქ/ს „მენჯი 220“-ის ტერიტორია. ქ.სენაკი. ს.ჯანაშიას ქ #2.

ბ) ქ/ს "ზუგდიდი 220"-ის ტერიტორია. ზუგდიდის რ-ნი, სოფ.რუხი.

გ) ქ/ს "ჯვარი 500"-ის ტერიტორია. წალენჯიხის რ-ნი, სოფ.ლია.

დ) ზუგდიდის ოფისის ტერიტორია. ქ.ზუგდიდი, მეუნარგიას ქ #11

1.6 guarantee period for the works to be performed

პრეტენდენტმა სატენდერო წინადადებით უნდა წარმოადგინოს(ატვირთოს) ინფორმაცია კონკრეტული საგარანტიო ვადის შესახებ:

ა) შესრულებულ სამუშაოებზე მიღება–ჩაბარების აქტის გაფორმების დღიდან 2 წელი.
ბ) საოფისე ავეჯზე მიღება–ჩაბარების აქტის გაფორმების დღიდან 1 წელი.

შენიშვნა: პრეტენდენტს შეუძლია სამუშაოს საგარანტიო ვადის შემოთავაზება, რომელიც არ უნდა იყოს მიღება–ჩაბარების აქტის გაფორმების დღიდან 2 წელზე ნაკლები, საოფისე ავეჯზე მიღება –ჩაბარების აქტის გაფორმების დღიდან 1 წელზე ნაკლები.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

ტენდერში მონაწილე “ პრეტენდენტს“, 2022 წლის 01 იანვრიდან მოცემულ ტენდერში წინადადებების მიღების დასრულების დღემდე, უნდა გააჩნდეს არანაკლებ 700 000 ლარის სამშენებლო/სარემონტო/სარეაბილიტაციო სამუშაოს შესრულების გამოცდილება (არ იგულისხმება საიდუმლო შესყიდვები, ტერიტორიის წყალსადენის, სადრენაჟე, სანიაღვრე, საკანალიზაციო და სამელიორაციო სისტემების, ხაზოვანი ნაგებობების, ხიდების და გვირაბების სამშენებლო/სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება და გამოცდილება, წარმოდგენილ ხელშეკრულებებში შერეული სამუშაოების არსებობის შემთხვევაში სამშენებლო/სარემონტო/სარეაბილიტაციო სამუშაოები გამიჯნული უნდა იყოს ზემოთ ჩამოთვლილი სამუშაოებისგან თავისი შესაბამისი ღირებულებით. თუ აღემატება მთლიანი სამუშაოების ღირებულების 10%-ს ) რაზედაც სატენდერო წინადადებით წარმოდგენილი (ატვირთული) უნდა იყოს: ინფორმაცია/დოკუმენტაცია შესრულებული სამუშაოების შესახებ, კერძოდ: ხელშეკრულებები სათანადო მიღება-ჩაბარების ან/და შუალედური მიღება-ჩაბარების აქტებით ან სხვა დამადასტურებელი დოკუმენტით ან/და საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის ტენდერის/CMR ნომრები, სადაც შესაძლებელი იქნება მოთხოვნილი დოკუმენტაციის გადამოწმება და დადასტურდება აღნიშნული გამოცდილება.

აღნიშნულის დასტურად, პრედენდეტმა სატენდერო წინადადებით, ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით უნდა წარმოადგინოს:

არანაკლებ 3 (სამი) დადებითი სარეკომენდაციო წერილი ჯამური ღირებულებით არანაკლებ 200 000 ლარი, მათ შორის 1 რეკომენდაცია გაცემული უნდა იყოს საჯარო სამართლის სუბიექტის მიერ, სამინისტროების ჩათვლით.

სარეკომენდაციო წერილში მითითებული უნდა იყოს:

*სამუშაოების დასახელება;

*სამუშაოების ღირებულება;

2.5.1 requirement related to the time limits for supplying goods/providing services/performing works (timeline)

მიმწოდებელი ვალდებულია სატენდერო წინადადებით წარმოადგინოს სამუშაოების შესრულების გეგმა-გრაფიკი ობიექტების შესაბამისად.

2.9 other additional requirements

პრეტენდენტმა სატენდერო წინადადებით უნდა უზრუნველყოს შემდეგი დოკუმენტაცია/ინფორმაციის წარმოდგენა(ატვირთვა) სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში, კერძოდ:

1.სატენდერო დოკუმენტაციის კითხვარის 1.3 ველში მოცემული სრულად შევსებული "ხარჯთაღრიცხვა".


2. თანხმობა ობიექტზე დაშვების პროცედურებზე. ამ მიზნით პრეტენდენტი ვალდებულია გაეცნოს სატენდერო დოკუმენტაციის 8.1 ველში მიმაგრებული დოკუმენტს - ,,ხელშეკრულების პროექტის" მე-4 მუხლის 4.6 პუნქტს და ,,ხელშეკრულების პროექტის" დანართი #4–ს (სამუშაოების უსაფრთხოდ გაწევის წესი და პირობები).

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში მონაწილე პრეტენდენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, პრეტენდენტი ვალდებული იქნება შემსყიდველის მიერ განსაზღვრულ ვადაში დაასაბუთოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობა „სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ დასკვნით ან კანონმდებლობის შესაბამისად აკრედიტებული შემფასებელთა სერტიფიკაციის ორგანოს მიერ სათანადოდ სერტიფიცირებული პირის შესაბამისი დასკვნით (ასეთ შემთხვევაში, დასკვნას თან უნდა დაერთოს შესაბამისი სერტიფიკატის ასლი) ან აუდიტორული დასკვნით, რომელიც ადასტურებს პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებულ საბოლოო ფასად ტენდერით (შესაბამისი ტენდერის ნომრის მითითებით) გათვალისწინებული სამუშაოს სრულად შესრულების შესაძლებლობას.

- ზემოაღნიშნული დასკვნა მომზადებული უნდა იყოს საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 სექტემბრის №439 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის - „სამშენებლო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დადგენის მეთოდიკის“ მიხედვით და მასში ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს დადგენილებასთან დასკვნის შესაბამისობა.

- ექსპერტიზის დასკვნას თან უნდა ერთვოდეს სატენდერო ხარჯთაღრიცხვა და რესურსული მეთოდით შედგენილი ხარჯთაღრიცხვა;

- დასკვნაში საბოლოო შეფასება უნდა იყოს ერთმნიშვნელოვნად დადებითი ან უარყოფითი;

პრეტენდენტის მიერ წარდგენილი ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება დაზუსტებას არ ექვემდებარება და ექსპერტიზის/აკრედიტებული პირის/აუდიტის მიერ გაცემული დასკვნის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასკვნის წარმოდგენა გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანების „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ 32-ე პირველი პუნქტის "დ" ქვეპუნქტის შესაბამისად.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

guarantee for assurance of contract performance

6.1 guarantees for assurance of contract performance are requested

5 Процентов

6.2 guarantees are requested in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value

10 Процентов

6.3 duration of guarantee

მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი უპირობო და გამოუთხოვადი ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის მოქმედების ვადა მინიმუმ 30 (ოცდაათი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადას.

6.4 terms and conditions of guarantee

6.4.1. გამარჯვებულ პრეტენდენტს - მიმწოდებელს, ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის უპირობო და გამოუთხოვადი გარანტიის (საბანკო გარანტია) წარმოდგენა მოეთხოვება ხელშეკრულების გაფორმებამდე, შემსყიდველ ორგანიზაციაში მატერიალური დოკუმენტის ფორმით ან/და ელექტრონული სისტემის საშუალებით – ელექტრონული დოკუმენტის ფორმით. ამასთან, არარეზიდენტი პირის მიერ გაცემული ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია შემსყიდველ ორგანიზაციას წარედგინება მხოლოდ მატერიალური დოკუმენტის ფორმით;
ელექტრონული დოკუმენტის ფორმით წარდგენისას, მასზე საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის მიერ, შესრულებული უნდა იყოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა და დასმული უნდა იყოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპი, ხოლო მატერიალური ფორმით წარდგენილი დოკუმენტი დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერით ან/და ბეჭდით.
6.4.2. ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის ოდენობა განისაზღვრება ხელშეკრულების ღირებულების ________%-ის ოდენობით;
6.4.3. ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი უპირობო და გამოუთხოვადი ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია გამოიყენება მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტის, ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების გამო;
6.4.4. მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად და ჯეროვნად შესრულების შემდეგ ან მიმწოდებლისაგან დამოუკიდებელი მიზეზებით ხელშეკრულების შეწყვეტის გამო, მიმწოდებლის წერილობითი მოთხოვნის შემთხვევაში შემსყიდველი ვალდებულია უზრუნველყოს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის დაუყოვნებლივ დაბრუნება;
6.4.5. ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის თანხა არ უნდა მცირდებოდეს მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებული ვალდებულებების პროპორციულად;
6.4.6. შემსყიდველმა ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხა გარანტიის გამცემი ორგანიზაციისგან უნდა მიიღოს პირველი მოთხოვნისთანავე, ყოველგვარი დამატებითი დასაბუთების, განმარტების და მტკიცებულების წარდგენის გარეშე;
6.4.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლის შესაბამისად ხელშეკრულების ღირებულების და/ან მოქმედების ვადის გაზრდის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია წარმოადგინოს ცვლილების შესაბამისად განახლებული ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია.
6.4.8. საბანკო გარანტია და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იქნას ქართულ ენაზე (დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მას თან უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე (დამოწმებული ნოტარიულად ან აპოსტილით));
6.4.9. რეზიდენტი პრეტენდენტის მიერ ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის უპირობო გამოუთხოვადი გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის“ მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, შემდეგი ფორმის დაცვით: დაბეჭდილი გარანტიის გამცემი დაწესებულების ტიტულიან ფურცელზე (ბლანკი).
6.4.10. არარეზიდენტი პრეტენდენტის მიერ ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის უპირობო გამოუთხოვადი გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის“ მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან. უცხოური ბანკიდან ან/და სადაზღვევო კომპანიიდან საბანკო გარანტიის წარმოდგენის შემთხვევაში მასთან ერთად მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს ზემოაღნიშნული საბანკო გარანტიის საფუძველზე საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის“ მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან გაცემული „კონტრგარანტია“. შემდეგი ფორმის დაცვით: „კონტრ გარანტიის" გამცემი დაწესებულების ტიტულიან ფურცელზე (ბლანკი), ხელმოწერილი ან/და ბეჭედდასმული.

terms of payment

7.1.1 amount of the sum to be paid in advance and terms for its payment

წინასწარ გადასახდელი თანხის ოდენობა და პირობები:

- იმ შემთხვევაში თუ ხელშეკრულების მიმდინარეობისას მიმწოდებლის მიერ მოთხოვნილი იქნა საავანსო გადახდა, შემსყიდველი მიმწოდებელს უხდის საავანსო თანხას (სახელშეკრულებო ღირებულების არაუმეტეს 30%) მიმწოდებლის მხრიდან შესაბამისი ოდენობის უპირობო და გამოუთხოვადი სავანსო-საბანკო გარანტიის წარმოდგენიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის განმავლობაში, დოკუმენტი შესაძლებელია წარმოდგენილი იყოს:
• მატერიალური დოკუმენტის ფორმით ან/და ელექტრონული სისტემის საშუალებით – ელექტრონული დოკუმენტის ფორმით. ამასთან, არარეზიდენტი პირის მიერ გაცემული საავანსო გარანტია შემსყიდველ ორგანიზაციას წარედგინება მხოლოდ მატერიალური დოკუმენტის ფორმით;
• ელექტრონული დოკუმენტის ფორმით წარდგენისას, მასზე საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის მიერ, შესრულებული უნდა იყოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა და დასმული უნდა იყოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპი, ხოლო მატერიალური ფორმით წარდგენილი დოკუმენტი დამოწემბული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერით ან/და ბეჭდით.
- მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი უპირობო და გამოუთხოვადი საავანსო-საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა მინიმუმ 30 (ოცდაათი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადას;
- იმ შემთხვევაში თუ მიმწოდებელი არის დღგ-ს გადამხდელი, საავანსო-საბანკო გარანტიის შესაბამისი ანგარიშფაქტურა წარმოდგენილი უნდა იყოს ავანსის გადახდიდან 2 (ორი) სამუშაო დღეში;
- არარეზიდენტი მიმწოდებლის მიერ საავანსო-საბანკო გარანტიის ინვოისი წარმოდგენილი უნდა იყოს საავანსო-საბანკო გარანტიის წარმოდგენიდან 2 (ორი) სამუშაო დღეში;
- ავანსად გაცემული თანხა ჩაითვლება საბოლოო ანგარიშსწორებისას;
- უპირობო და გამოუთხოვადი საავანსო-საბანკო გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე. უცხო ენაზე წარმოდგენის შემთხვევაში, თან უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე (დამოწმებული ნოტარიულად ან აპოსტილით);
- რეზიდენტი მიმწოდებლის მიერ უპირობო და გამოუთხოვადი საავანსო-საბანკო გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან გაცემული შემდეგი ფორმის დაცვით: დაბეჭდილი გარანტიის გამცემი დაწესებულების ტიტულიან ფურცელზე (ბლანკი).
- არარეზიდენტი მიმწოდებლის მიერ უპირობო გამოუთხოვადი საავანსო-საბანკო გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან საავანსო-საბანკო გარანტიის უცხოური ბანკიდან წარმოდგენის შემთხვევაში, მიმწოდებელმა მასთან ერთად უნდა წარმოადგინოს ზემოაღნიშნული საავანსო-საბანკო გარანტიის საფუძველზე, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულების გაცემული უპირობო გამოუთხოვადი „კონტრ გარანტია" შემდეგი ფორმის დაცვით: „კონტრ გარანტიის" გამცემი დაწესებულების ტიტულიან ფურცელზე (ბლანკი), ხელმოწერილი ან/და ბეჭედდასმული.

7.2 terms of step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება ეტაპობრივად, თითოეულ ობიექტზე სამუშაოების დასრულების შემდეგ, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისა და ,,მიმწოდებლის“ მიერ სათანადო დოკუმენტაციის (თუ მიმწოდებელი არის დღგ–ს გადამხდელი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერის) საფუძველზე. ანგარიშსწორება განხორციელდება ლარში, უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშწორება განხორციელდება ეტაპობრივად, თითოეულ ობიექტზე სამუშაოების დასრულების შემდეგ, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისა და ,,მიმწოდებლის“ მიერ სათანადო დოკუმენტაციის (თუ ,,მიმწოდებელი“ არის დღგ–ს გადამხდელი სათანადო ანფარიშფაქტურის) წარმოდგენიდან 8 (რვა) სამუშაო დღის განმავლობაში.

draft contract

8.1 draft contract

information about contact person


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru