Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Различые продукты питания (Грузия - Тендер #68702817)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Tbilisi Didube District Gamgeoba
Номер конкурса: 68702817
Дата публикации: 20-11-2025
Сумма контракта: 324 000


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT250020828
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 20.11.2025 16:25
Начало приема предложения 28.11.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 01.12.2025 12:30
Предполагаемая цена закупки 324`000.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 15800000-Различые продукты питания
Коды классификатора
  • 15800000 - Различые продукты питания
Срок подачи ხელშეკრულების გაფორმებიდან 2025 წლის 25 დეკემბრამდე
Дополнительная информация
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის დიდუბის რაიონის გამგეობის მიერ შობა-ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით რაიონში მცხოვრებ შეჭირვებულ მდგომარეობაში მყოფ მოქალაქეებისთვის სასაჩუქრე პაკეტის (2400 პაკეტი) შესყიდვა
Количество и объём закупок იხილეთ სატენდერო დოკუმენტაციაში
Шаг снижения цены 6`480.00 GEL
Размер гарантии 3`240 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: ana gelashvili :: 20.11.2025 11:35
  • Последнее исправление: ana gelashvili :: 20.11.2025 16:25
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=656263&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

1.1.1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის დიდუბის რაიონის ტერიტორიაზე მდებარე უფასო სასადილოების ბენეფიციარებისთვის და ასევე რაიონის ტერიტორიაზე მცხოვრები მძიმე სოციალურ მდგომარეობაში მყოფი მოსახლეობითვის ახალი წლის დღესასწაულისთვის სასაჩუქრე პაკეტის (სასურსათო ნობათის) სახელმწიფო შესყიდვა)

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1.2.1 სასურსათო ნობათის მიწოდება უნდა განხორციელდეს რაიონის ტერიტორიაზე მოქმედ უფასო სასადილოებით მოსარგებლე ბენეფიციარებზე, და რაიონში მცხოვრებ შეჭირვებულ მდგომარეობაში მყოფ მოქალაქეებზე, ჯამში 2400 ბენეფიციარზე.
1.2.2. შემსყიდველისთვის მიწოდებული საქონელი სრულად უნდა შეესაბამებოდეს (იდენტური უნდა იყოს) ტენდერზე წარმოდგენილი ნიმუშების.
1.2.3 მისაწოდებელი კვების პროდუქტები უნდა ჩაიდოს პლასტიკის (პოლიეთილენის) მტკიცე, სახელურებიან თეთრ პარკში, არანაკლებ 25 კგ. გამძლეობით, პარკზე დატანილი უნდა იყოს (დაპრინტული) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ლოგო და ბრენდირება საახალწლო მოლოცვის ტექსტით ორ ფერში (ტექსტი და დიზაინი შემსყიდველთან შეთანხმებით) და დაკომპლექტდეს 2400 სასაჩუქრე პაკეტად.
1.2.4. კონკრეტულ მისამართებზე მისაწოდებელი პაკეტების რაოდენობა და მიწოდების ვადები, მიმწოდებელს გადაეცემა ხელშეკრულების გაფორმების დროს.
1.2.5. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს შესყიდვის ობიექტის ისეთი შეფუთვა, რომელიც დაიცავს მას დაზიანებისაგან დანიშნულების ადგილზე ტრანსპორტირების პროცესში; პროდუქტის დანიშნულების ადგილზე გადატანა უნდა განხორციელდეს პროდუქტების გადასაზიდად ვარგისი სპეციალური სატრანსპორტო საშუალებით; ასევე, მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს პროდუქტის ეტაპობრივი მიწოდება შემსყიდველთან შეთანხმებული რაოდენობით, მიწოდებისას პროდუქტის სათანადო შენახვით (ქათმის შემთხვევაში გაყინულ მდგომარეობაში).
1.2.6. შემოთავაზებული პროდუქტი უნდა აკმაყოფილებდეს ტექნიკური დავალებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
1.2.7. მიმწოდებელმა სატენდერო წინადადების ფასში პრეტენდენტმა საქონლის მიწოდებასთან ერთად უნდა გაითვალისწინოს შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი (შესაფუთი მასალა, შეფუთვა, მიწოდება, ტრანსპორტირება და სხვა) და გადასახადი.
1.2.8 შემოთავაზებული შესყიდვის ობიექტი უნდა იყოს ეკოლოგიურად სუფთა და არ უნდა შეიცავდეს სიცოცხლისთვის საშიშ ნივთიერებებს. პროდუქტი უნდა აკმაყოფილებდეს „სასურსათო ნედლეულისა და კვების პროდუქტების ხარისხისა და უსაფრთხოების სანიტარული წესებითა და ნორმებით“ (დამტკიცებულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 16 აგვისტოს N301/ნ ბრძანებით) განსაზღვრულ სანიტარულ მოთხოვნებს საკვები პროდუქციის დამუშავების ეტაპებზე და წარმოებაში პროდუქციის ახალი სახეობის ჩაშვების, მისი გადამუშავების, წარმოების, შენახვის, ტრანსპორტირების, შესყიდვის, ქვეყანაში შემოტანისა და რეალიზაციის დროს (შემდგომში – საკვები პროდუქციის მიმოქცევისას).
1.2.9. მოწოდებული სურსათი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის N72 დადგენილებით დამტკიცებულ ,,სურსათთან დაკავშირებული ტარის სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დამტკიცების წესის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებს, სასურსათო პროდუქტის შესაფუთ მასალებსა და ნაკეთობებში ქიმიურ ნივთიერებათა საკონტროლო მაჩვენებლებისა და მიგრაციის დასაშვებ რაოდენობას, რომელიც ზიანს არ მიაყენებს სურსათს და უვნებელი იქნება ადამიანის ჯანმრთელობისათვის.


შენიშვნა:
*კვერცხს და ღვინოს უნდა გააჩნდეს ხარისხის დამადასტურებელი სერტიფიკატი, რომელიც უნდა წარმოადგინოს მიმწოდებელმა პროდუქციის შემსყიდველისთვის ჩაბარების დროს;
** დანართ N1-ში დაფიქსირებულია შესყიდის ობიექტის მინიმალური მოთხოვნები. პრეტენდენტმა უნდა მიუთითოს მის მერ შემოთავაზებული საქონლის მახასიათებლები ზემოაღნიშნული მოთხოვნების გათვალისწინებით.
1.2.9 მისაწოდებელი სასაჩუქრე ნობათის შემადგენლობა და პროდუქტის ტექნიკური მახასიათებლები მოცემულია ტექნიკურ დავალებაში - დანართი N2.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

1.4.1.საახალწლო სასურსათო ნობათის მიწოდება უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 2025 წლის 25 დეკემბრის ჩათვლით, შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1.5.1. საქონლის მიწოდების ადგილია:
- რაიონის ტერიტორიაზე მოქმედი ოთხი უფასო სასადილო:
1. სამტრედიის ქ. N4ა
2. ბაგრატიონის ქ. 65
3. დიღმის მასივი მე-3 კვ. კორპ. N6ბ
4. დიღმის მასივი მე-5 კვ. 25.ბ. კორპუსი
- დიდუბის საუბნო განყოფილება - ალ. მირცხულავას ქ. N3ბ;
- დიღმის მასივის საუბნო განყოფილება - პაიჭაძის ქ. N1.

1.5.2 მისაწოდებელი პაკეტების რაოდენობა კონკრეტული მისამართების მიხედვით და მიწოდების ვადების მითითებით, მიმწოდებელს გადაეცემა ხელშეკრულების გაფორმების დროს.
1.5.3 შესყიდვის ობიექტის მიწოდებას უზრუნველყოფს მიმწოდებელი საკუთარი ხარჯებით.
1.5.4 პროდუქტის დანიშნულების ადგილზე გადატანა უნდა განხორციელდეს პროდუქტების გადასაზიდად ვარგისი სპეციალური სატრანსპორტო საშუალებით.
1.5.5. საქონლის (სასურსათო ნობათების) მიწოდება განხორციელდება ეტაპობრივად შემსყიდველთან შეთანხმებით, მიწოდებისას პროდუქტის სათანადო შენახვით.

1.7.1 requirement related to guarantee period

1.7.1.1. სასაჩუქრე პროდუქტების ვარგისიანობის ვადა უნდა იყოს მიწოდებიდან არანაკლებ ერთი თვისა, გარდა კვერცხისა, რომლის ვარგისიანობის ვადა არანაკლებ 15 დღით უნდა აღემატებოდეს საქონლის მიწოდების ვადას;

technical requirements

2.1.1 requirement regarding the trademark, patent, model, source of origin and/or manufacturer of the object of procurement

2.1.1.1 პრეტენდენტი ვალდებულია ფასების ცხრილში (დანართი N1) მიუთითოს შესყიდვის ობიექტის მწარმოებელი ქვეყანა ან/და მწარმოებელი.

2.1.1.2 პრეტენდენტის მიერ 2.1.1.1 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის წარმოუდგენლობა ან/და შემოთავაზებული საქონლის წარმოების ქვეყნის ან/და მწარმოებლის შეცვლა გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას ყოველგვარი დამატებითი დაზუსტების პროცედურების გარეშე.

2.9 other additional requirements

sample and/or expertise conclusion

3.1.1 requirements related to a sample and/or expertise conclusion

3.1.1.1. ერთიან ელექტრონულ სისტემაში დაფიქსირებული ყველაზე დაბალი ფასის წარმომდგენი პრეტენდენტი (დისკვალიფიკაციის შემთხვევაში მომდევნო დაბალფასიანი პრეტენდენტი), ვალდებულია შემსყიდველის მოთხოვნიდან არაუგვიანეს 3.1.2 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში უზრუნველყოს შემოთავაზებული საქონლის სრული პაკეტის ნიმუშების წარდგენა.
3.1.1.2. შესყიდვის ნიმუშების წარმოუდგენლობა (ან შეუსაბამობა) გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას (ნიმუშები დაზუსტებას არ ექვემდებარება).
3.1.1.3. პრეტენდენტის გამარჯვების შემთხვევაში, შემსყიდველისთვის მიწოდებული საქონელი სრულად უნდა შეესაბამებოდეს (იდენტური უნდა იყოს) ტენდერზე წარმოდგენილი ნიმუშს.

3.1.2 time limits for providing a sample and/or expertise conclusion

3.1.3 venue for providing a sample and/or expertise conclusion

3.1.3.1.ნიმუში წარმოდგენილი უნდა იქნას დიდუბის რაიონის გამგეობის ადმინისტრაციულ შენობაში - მის: თბილისის, აკაკი ბელიაშვილის ქ. N1

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1.1. იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას, რაზეც პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას ექსპერტიზის ან/და აუდიტის დასკვნა (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის უფლებამოსილების ან/და აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი), ექსპერტიზის ან/და აუდიტის დასკვნის წარმოდგენის შემთხვევაში უნდა დასტურდებოდეს (ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს) ტენდერში პრეტენდენტის მიერ ატვირთულ საბოლოო ფასების ცხრილში (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით) დაფიქსირებული ერთეულის ფასით და აგრეთვე ჯამური ღირებულებით ამავე ფასების ცხრილით განსაზღვრული საქონლის მიწოდების შესაძლებლობა.
ექსპერტიზის დასკვნის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებაზე ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანების 28-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული წესები.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

guarantee for assurance of contract performance

6.1 guarantees for assurance of contract performance are requested

5 Процентов

6.2 guarantees are requested in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value

10 Процентов

6.3 duration of guarantee

6.3.1 ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა 30 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საქონლის მიწოდების ვადას.

6.4 terms and conditions of guarantee

6.4.1 ტენდერში გამოყენებულ იქნება ხელშეკრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია, ხელშეკრულების საერთო ღირებულების 5-10% ოდენობით (თუ სახელშეკრულებო ღირებულება შეადეგენს 200000 ლარზე ნაკლებს მიმწოდებელს საბანკო გარანტიის წარმოდგენის ვალდებულება არ წარმოეშობა);
6.4.2 უპირობო, გამოუთხოვადი ხელშეკრულების შესრულების გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნას საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის" მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში.
6.4.3. ხელშეკრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის ფორმა დანართის სახით ატვირთულია სატენდერო დოკუმენტაციის 10.1 პუნქტში.

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

7.2.1. სატენდერო წინადადებაში საერთო ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის გათვალისწინებით.
7.2.2. ანგარიშსწორება მოხდება ეტაპობრივად, უნაღდო ანგარიშსწორებით ლარში.
7.3.3. დაფინანსების წყაროა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტით დიდუბის რაიონის გამგეობისთვის დამტკიცებული ასიგნებები.

7.3 time limits for step by step and/or final payment

7.3.1.ანგარიშსწორება განხორციელდება ხელშეკრულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის გაფორმებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის ვადაში

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

დავით სიხარულიძე, 551801111, sikharulidze.daviti@gmail.com თამარ გუგუშვილი, +995568984242. სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება პრეტენდენტს შეუძლია სისტემის მოდულის – ,,კითხვა/პასუხის“ მეშვეობით, ან/და სატენდერო კომისიის აპარატში, წერილობითი მიმართვის შემთხვევაში. მის: ქ. თბილისი, აკაკი ბელიაშვილის ქ. N1 დიდუბის რაიონის გამგეობის ადმინისტრაციული შენობა.

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1. 2019 წლის 1 იანვრიდან, შემსყიდველი ორგანიზაციები და შესყიდვებში მონაწილეობის მსურველები/პრეტენდენტები/მიმწოდებლები „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე ვალდებულები არიან, სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულონ კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმონ კვალიფიციური ელექტრონული შტამპით.
(იხ. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში 25.12.2018წ. ატვირთული „სახელმძღვანელო ინსტრუქცია, სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას, დოკუმენტებზე კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის შესრულების ან/და დოკუმენტების კვალიფიციური ელექტრონული შტამპით დამოწმების თაობაზე“).
10.1.2 ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს ორიგინალის სახით (ასლის შემთხვევაში ნოტარიულად დამოწმებული ასლი) ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
10.1.3 ტექნიკური დოკუმენტაციის განხილვისას უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.
10.1.4 სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში – სისტემა) ატვირთული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთულ უნდა იქნას მინდობილობა ან რწმუნებულება).
10.1.5 სატენდერო წინადადებაში საერთო და ერთეულის ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ხარჯის გათვალისწინებით. სატენდერო წინადადების საერთო და ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ლარში.
10.1.6 პრეტენდენტს არ აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება
10.1.7. სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადასტურების მიზნით, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში წარმოგენილ, უცხო ქვეყანაში შედგენილ დოკუმენტზე ხელმოწერები და ხელმომწერი პირების უფლებამოსილება დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიუსის ან შესაბამისი საჯაროსამართლებრივი უფლებამოსილების მქონე პირის მიერ, ხოლო ამ უკანასკნელის ხელმოწერა - ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული.
10.1.8 იმ შემთხვევაში თუ სატენდერო დოკუმენტაციაში შესყიდვის ობიექტის ტექნიკური და ხარისხობრივი მაჩვენებლების აღწერისას გამოყენებული იქნება სასაქონლო ნიშანი, მოდელი, პატენტი ან მწარმოებელი კომპანია, ასეთ შემთხვევაში აღნიშნული ტერმინები გამოყენებული არის „მსგავსისა“ და „ექვივალენტურის“ მნიშვნელობით და პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს ტექნიკური დოკუმენტაციით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მსგავსი ან ექვივალენტური მახასიათებლების მქონე საქონელი/მომსახურება. ამასთან, ტექნიკურ დავალებაში მოცემული პარამეტრები არის შემსყიდველის მიერ დადგენილი მინიმალური მოთხოვნები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული შესყიდვის ობიექტი.

10.2 პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთი მონაცემები:

10.2.1 ფასების ცხრილი (დანართი N1), სატენდერო დოკუმენტაციის 2.1.1.1 პუნქტით მოთხოვნილი ინფორმაციის გათვალისწინებით (ფასების ცხრილის წარმოუდგენლობა ან განუფასებელი ფასების ცხრილის წარმოდგენა, ასევე, სატენდერო დოკუმენტაციის 2.1.1.1 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის ფასების ცხრილში მიუთითებლობა დაზუსტებას არ დაექვემდებარება და გამოიწვევს პრეტენდეტის დისკვალიფიკაციას).

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru