10.1.1. წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაცია შემუშავებულია „სახელმწიფო
შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში - კანონი) 20
მუხლის 2 პრიმა მუხლის, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს
თავმჯდომარის 2018 წლის 14 დეკემბრის №14 ბრძანებით დამტკიცებული
კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების წესისა და პირობების, აგრეთვე,
„2026-2027 წლების განმავლობაში სხვადასხვა სახის საქონლისა და
მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის კონსოლიდირებული ტენდერ(ებ)ის
საშუალებით განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 29
სექტემბრის №1575 განკარგულების პირველი მუხლის "ბ" ქვეპუნქტის
(სატრანსპორტო საშუალებების დაზღვევის მომსახურების სახელმწიფო
შესყიდვის 2026 წლის კონსოლიდირებული ტენდერ(ებ)ი) საფუძველზე;
10.1.2. წინამდებარე კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში შემსყიდველი
ორგანიზაციები არიან - სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N3-ით
განსაზღვრული სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში
(შემდგომში - სისტემა) „შემსყიდველად“ რეგისტრირებული
მომხმარებლები;
10.1.3. სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N3-ით განსაზღვრული ყველა
შემსყიდველი ორგანიზაცია, ვალდებულია, 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით,
წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული სატრანსპორტო
საშუალებების დაზღვევის მომსახურების (შემდგომში - სატრანსპორტო
საშუალებების დაზღვევის მომსახურება) სახელმწიფო შესყიდვა
განახორციელოს წინამდებარე კონსოლიდირებული ტენდერის (შემდგომში -
კონსოლიდირებული ტენდერი) საშუალებით;
10.1.4. სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული ყველა შემსყიდველი
ორგანიზაცია, რომელზეც სავალდებულო წესით ვრცელდება კონსოლიდირებული
ტენდერის მოქმედება, წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციით
განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებს
გარეთ შესყიდვის საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი დასაბუთებით
მიმართავს 2026-2027 წლების განმავლობაში სხვადასხვა სახის საქონლისა და
მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის კონსოლიდირებული ტენდერ(ებ)ის
სატენდერო კომისიას (შემდეგში - სატენდერო კომისია), გარდა გადაუდებელი
აუცილებლობით გამოწვეული შესყიდვის განხორციელებისა. სატენდერო
კომისიის თანხმობის შემთხვევაში, შესყიდვა განხორციელდება
სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის
შესაბამისად;
10.1.5. ის შემსყიდველი ორგანიზაციები, რომლებიც არ არიან მოხსენიებული
სატენდერო დოკუმენტაციასა და შესაბამის დანართებში, მაგრამ
კონსოლიდირებული ტენდერის მიმდინარეობისას გაუჩნდებათ სატრანსპორტო
საშუალებების დაზღვევის მომსახურების შესყიდვის საჭიროება,
უფლებამოსილნი არიან წინამდებარე კონსოლიდირებულ ტენდერში
გამარჯვებული პრეტენდენტის თანხმობის საფუძველზე და სატენდერო
კომისიასთან შეთანხმების შემდეგ, გააფორმონ სახელმწიფო შესყიდვის
შესახებ ხელშეკრულება გამარჯვებულ პრეტენდენტთან. ასეთ შემთხვევაში,
მათზე სრულად გავრცელდება წინამდებარე კონსოლიდირებული ტენდერის
პირობები;
10.1.6. კონსოლიდირებულ ტენდერში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მხოლოდ
სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში „მიმწოდებლად“
რეგისტრირებულ მომხმარებლებს;
10.1.7. კონსოლიდირებულ ტენდერში მონაწილეობისათვის „მიმწოდებელმა“ უნდა
გადაიხადოს სატენდერო წინადადების წარდგენის საფასური 1000 (ერთი ათასი)
ლარის ოდენობით. იმ შემთხვევაში, თუ კონსოლიდირებული ტენდერი შეწყდება
ან დასრულდება უარყოფითი შედეგით, არაუგვიანეს 60 კალენდარული დღის
განმავლობაში ხელმეორედ გამოცხადებულ კონსოლიდირებულ ტენდერში,
შეწყვეტილ ან უარყოფითი შედეგით დასრულებულ კონსოლიდირებულ ტენდერში
მონაწილე პრეტენდენტისთვის, სატენდერო წინადადების განმეორებით
წარდგენის საფასური განისაზღვრება 100 (ასი) ლარის ოდენობით. საფასურის
გადახდა უნდა განხორციელდეს სისტემის მეშვეობით;
10.1.8. კონსოლიდირებული ტენდერი ჩატარდება სახელმწიფო შესყიდვების
ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით და ელექტრონული ვაჭრობა
გაიმართება შესყიდვის სავარაუდო ჯამურ ღირებულებაზე, რომლიდანაც
გამოითვლება სადაზღვევო მომსახურების წლიური და დღიური პროცენტი.
თითოეული სატრანსპორტო საშუალების გადასახდელი სადაზღვევო პრემიის
დაანგარიშება შესაძლებელია, როგორც წლიური პროცენტის მიხედვით, ასევე,
დღიური პროცენტის დასაზღვევ (ფაქტობრივ) დღეებზე გადაანგარიშების
გზით;
10.1.8.1. სატენდერო წინადადებაში ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს
კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის
მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის გათვალისწინებით.
სატენდერო წინადადების ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ლარში;
10.1.8.2. თუ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად, სისტემაში დაფიქსირებული
საბოლოო ჯამური ფასიდან გამომდინარე, შესყიდვის ობიექტის ერთეულის
ღირებულება განისაზღვრება მრავალნიშნა ათწილადის სახით, პრეტენდენტი
ვალდებულია იგი დაამრგვალოს ლარის მეასედის სიზუსტით შემცირების
პრინციპით და შესაბამისად შეამციროს ჯამური ღირებულებაც;
10.1.9. პრეტენდენტი ვალდებულია სახელმწიფო შესყიდვების ერთიან
ელექტრონულ სისტემაში წარმოსადგენ მის მიერ შექმნილ დოკუმენტებზე
ან/და ინფორმაციაზე (გარდა excel-ის ფორმატის ფაილისა) შეასრულოს
კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტ(ებ)ი დაამოწმოს
კვალიფიციური ელექტრონული შტამპით, „ელექტრონული დოკუმენტისა და
ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის
შესაბამისად;
10.1.10. პრეტენდენტი სატენდერო წინადადების წარმოდგენით ეთანხმება
სატენდერო დოკუმენტაციითა და ხელშეკრულების პროექტით განსაზღვრულ
ყველა მოთხოვნას, მათ შორის, სატენდერო დოკუმენტაციის 1.2. პუნქტით
განსაზღვრულ მოთხოვნებს. ამასთან, თუ ხელშეკრულების გასაფორმებლად
მოწვევის შემდგომ აღმოჩნდება, რომ გამარჯვებული პრეტენდენტი არ
ეთანხმება სატენდერო დოკუმენტაციითა და ხელშეკრულების პროექტით
განსაზღვრულ რომელიმე პირობას, აღნიშნული აღქმული იქნება, როგორც
მიმწოდებლის მხრიდან ხელშეკრულების გაფორმებაზე უარის თქმა, რისი
გათვალისწინებითაც მოხდება მისი დისკვალიფიკაცია ტენდერიდან;
10.1.11. პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადების ან მისი შემადგენელი
დოკუმენტის წარდგენა შესაძლებელია როგორც ქართულ, ასევე უცხოურ
ენებზე. დოკუმენტის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, პრეტენდენტი
ვალდებულია წარადგინოს მათი სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი
(დიპლომირებული მთარგმნელის ხელმოწერის დამოწმება). დოკუმენტთან
დაკავშირებული სადავო საკითხ(ებ)ის გადაწყვეტისას უცხოურენოვან
დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის
პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია. სატენდერო
კომისია, უფლებამოსილია, მოსთხოვოს პრეტენდენტს შესაბამისი
დოკუმენტის ორიგინალის ან/და ნოტარიულად დამოწმებული ასლის
წარმოდგენა, რომლითაც შესაძლებელი იქნება წარმოდგენილი დოკუმენტების
ნამდვილობის დადასტურება;
10.1.11.1. პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტს თარგმნა არ სჭირდება, თუ
იგი შედგენილია ერთი დოკუმენტის სახით, რომელშიც ტექსტი პარალელურად
ქართულ და უცხოურ ენებზეა. ასეთ შემთხვევაში შეუსაბამობის არსებობისას
უპირატესობა ენიჭება ქართულ ენას.
10.1.12. კონსოლიდირებულ ტენდერში გამარჯვებულად ჩაითვლება ის
პრეტენდენტი, რომელიც ვაჭრობის შედეგად დააფიქსირებს ყველაზე დაბალ
ჯამურ ღირებულებას (ყველაზე დაბალ სადაზღვევო პროცენტს) და ამასთან,
დააკმაყოფილებს სატენდერო დოკუმენტაციითა და შესაბამისი
სამართლებრივი აქტებით დადგენილ მოთხოვნებს;
10.1.13. სატენდერო კომისია სატენდერო წინადადებებს განიხილავს გონივრულ
ვადაში და შედეგები გამოქვეყნდება სისტემის მეშვეობით;
10.1.14. გამარჯვებული პრეტენდენტის სატენდერო წინადადება ძალაშია 2026 წლის 31
დეკემბრის ჩათვლით;
10.1.15. პრეტენდენტმა სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ
სისტემაში უნდა ატვირთოს შემდეგი დოკუმენტები:
ა) დანართი N3 - ფასების ცხრილი;
ბ) დაზღვევის შესაბამისი სახეობის განხორციელების ლიცენზია, სატენდერო
დოკუმენტაციის 2.7.1. პუნქტის შესაბამისად.
10.1.16. გამარჯვებული პრეტენდენტი ვალდებულია მისი გამარჯვებულად
გამოვლენისთანავე, შემსყიდველი ორგანიზაციის მიმართვის საფუძველზე,
დაიწყოს მასთან დაზღვევის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის
ხელშეკრულებ(ებ)ის გაფორმება და დაასრულოს აღნიშნული პროცესი
შემსყიდველი ორგანიზაციის მიმართვიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში;
10.1.17. გამარჯვებული პრეტენდენტი და შემსყიდველი ორგანიზაცია,
ხელშეკრულების გაფორმების პროცესში, დეტალურად განსაზღვრავენ იმ
სატრანსპორტო საშუალებების შესახებ ინფორმაციას, რომლის დაზღვევაც
უნდა განხორციელდეს კონსოლიდირებული ტენდერის მეშვეობით.
შემსყიდველი ორგანიზაცია იღებს პასუხისმგებლობას სატრანსპორტო
საშუალების ღირებულების სისწორეზე. ამასთან, დაუშვებელია დაზღვევის
ხელშეკრულების გაფორმება ისეთ სატრანსპორტო საშუალებაზე, რომლის
ღირებულება შეადგენს 0 ლარს;
10.1.18. სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის მიზნით წარმოდგენილი
ელექტრონული გარანტია აღარ დაუბრუნდება გამარჯვებულ მიმწოდებელს იმ
შემთხვევაში, თუ იგი უარს განაცხადებს სატრანსპორტო საშუალებების
დაზღვევის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების
დადებაზე თუნდაც ერთ შემსყიდველ ორგანიზაციასთან, რომელზეც
სავალდებულო წესით ვრცელდება წინამდებარე კონსოლიდირებული ტენდერის
მოქმედება;
10.1.19. სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის ელექტრონული გარანტიის
ჩამორთმევის ან/და ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, სატენდერო
კომისიას უფლება აქვს იმსჯელოს კონსოლიდირებული ტენდერის მთლიანად ან
მისი ნაწილობრივ, შეწყვეტისა და ახალი კონსოლიდირებული ტენდერის
ჩატარების ან შესყიდვის ალტერნატიული საშუალებების გამოყენების
მიზანშეწონილობაზე. გადაწყვეტილების მიღების დროს სატენდერო კომისია
ხელმძღვანელობს პროპორციულობის, მიზანშეწონილობისა და
თანაზომიერების პრინციპებით. კონსოლიდირებული ტენდერის შეწყვეტის
შემთხვევაში, იგი მიმართავს საქართველოს მთავრობას შესაბამისი
რეკომენდაციით;
10.1.20. მიმწოდებელი უფლებამოსილია მოითხოვოს წინადადების უზრუნველყოფის
გარანტიის უკან დაბრუნება თუ იგი გააფორმებს ყველა ხელშეკრულებას,
რომლის დადებაც ევალება წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციით;
10.1.21. არსებული ნორმატიული დოკუმენტ(ებ)ის ცვლილების ან/და ახალი
ნორმატიული დოკუმენტ(ებ)ის შემოღების შემთხვევაში, მიმწოდებელი
ვალდებულია შესყიდვის ობიექტი და მასთან დაკავშირებული გარემოებები
შეუსაბამოს შეცვლილ გარემოებებს;
10.1.22. კონსოლიდირებულ ტენდერში გამარჯვებული პრეტენდენტი ვალდებულია,
მიაწოდოს კომისიას სტატისტიკური ინფორმაცია კომისიის მიერ დადგენილი
ან/და ურთიერთშეთანხმებით შემუშავებული ფორმით;
10.1.23. სატენდერო კომისიასთან მიმოწერა კონსოლიდირებულ ტენდერთან
დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე შესაძლებელია განხორციელდეს
შემდეგი ელექტრონული ფოსტის carinsurance2026@spa.gov.ge ან/და კონსოლიდირებული
ტენდერების მენეჯმენტის სისტემის ctd.spa.ge მეშვეობით. აღნიშნული
ელექტრონული ფოსტისა და კონსოლიდირებული ტენდერების მენეჯმენტის
სისტემის საშუალებით გაგზავნილი კორესპონდენცია წარმოადგენს
იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტს.