Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Полные или частичные строительные работы и публичные работы (Грузия - Тендер #68469123)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Batumi State Musical Centre
Номер конкурса: 68469123
Дата публикации: 11-11-2025
Сумма контракта: 165 000


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT250020017
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 11.11.2025 17:50
Начало приема предложения 21.11.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 24.11.2025 16:30
Предполагаемая цена закупки 165`000.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 45200000-Полные или частичные строительные работы и публичные работы
Коды классификатора
  • 45213200 - Строительство складов и промышленных зданий
  • 45213220 - Строительство складов
Срок подачи ხელშეკრულების გაფორმების დღიდან არანაკლებ 180 კალენდარული დღე
Дополнительная информация
Количество и объём закупок ორი დამხმარე შენობა-ნაგებობა (სასაწყობე შენობის)
Шаг снижения цены 1`650.00 GEL
Размер гарантии 1`650 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: zoia rukhadze :: 07.11.2025 17:16
  • Последнее исправление: zoia rukhadze :: 11.11.2025 17:50
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=654424&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

ორი დამხმარე შენობა-ნაგებობის (სასაწყობე შენობის) აშენების სამუშაოების შესყიდვა

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

შემსრულებელმა სამუშაოები უნდა განახორციელოს სატენდერო დოკუმენტაციის, საპროექტო დოკუმენტაციის და ტექნიკური დავალების შესაბამისად.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

1.4.1. მიმწოდებლის მიერ სამუშაოების შესრულება უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების დადებიდან 180 (ასოთხმოცი) კალენდარული დღის ვადაში.

1.4.2. ვადის ცვლილების (გაზრდის) საფუძველს არ წარმოადგენს მეტეოროლოგიური მოვლენები, ასევე ობიექტის მიმდებარედ მიმდინარე სხვა სამუშაოები.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

სამშენებლო სამუშაოების წარმოება შემდეგ მისამართზე - ქ. ბათუმი, ოდისეი დიმიტრიადის ქუჩა N1.

სამუშაოები უნდა განხორციელდეს შემდეგი პირობების დაცვით:
- სრულად უნდა იყოს დაცული უსაფრთხოების ნორმები.
- ხელი არ უნდა შეეშალოს ღონისძიებების პროცესის ჩატარებას.

ღონისძიების მიმდინარეობასთან დაკავშირებით შიდა სამუშაოები უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად, ცალკეული შიდა სივრცეებზე, რათა ხელი არ შეეშალოს ღონისძიებების ჩატარებას.

1.6 guarantee period for the works to be performed

კონსტრუქციები - 15 წელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
კიბეების და სხვა საიზოლაციო სამუშაოები - 10 წელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
სახურავი - 10 წელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
შენობის შიდა მოპირკეთება - 7 წელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ფასადის და სარინელის სამუშაოები - 10 წელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
სამღებრო სამუშაოები - 5 წელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ელექტროობა - 7 წელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ელექტრო მოწყობილობები და სხვა დანარჩენი - 5 წელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

ა) ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს (შესყიდვაში მონაწილეობის მსურველ პირს) 2022 წლის 1 იანვრიდან ტენდერის გამოცხადებამდე პერიოდში, საქართველოს, ასევე სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე, გარდა იმ ქვეყნის ტერიტორიისა, სადაც რეგისტრირებულია პრეტენდენტი, შესრულებული უნდა ჰქონდეს შენობის/ნაგებობის მშენებლობის/რეაბილიტაციის სამუშაოების (გამოცდილებაში არ ჩაითვლება გზების, ხიდების, გაბიონების, საყრდენი კედლების, სანიაღვრე არხების, ეზოების, ქუჩების მოწყობის/რეაბილიტაციის და მსგავსი სამუშაოები, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ეს სამუშაოები სხვა ძირითადი სამუშაოების თანმდევი სამუშაოებია), მიწოდება საერთო ღირებულებით არანაკლებ 400 000 ლარის, მათ შორის ერთი შესყიდვის ფარგლებში არანაკლებ 150 000 ლარის ღირებულების სამუშაოები.

შენიშვნა: სამუშაოების მიწოდების თარიღად ითვლება საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის შედგენის თარიღი. შესაბამისად, ფორმა-2-ის წარდგენის თარიღი ან/და ექსპერტიზის დასკვნის თარიღი, ასევე სხვა დოკუმენტაციის თარიღები მხედველობაში არ მიიღება.


ბ) ამასთან, გამოცდილებაში ჩაითვლება მხოლოდ დასრულებული სამუშაოები, რაზედაც გაფორმებულია საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტები, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვის ფარგლებში განხორციელებულია სამუშაოები, როგორც ქვეკონტრაქტორის მიერ (მიუხედავად იმისა, თუ მერამდენე ქვეკონტრაქტორია), განხორციელებული სამუშაოები მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩაითვლება გამოცდილებად, თუ საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმებულია ძირითად კონტრაქტორებს შორისაც, ამასთან, პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს აღნიშნული აქტი, თუ იგი არ არის განთავსებული შესაბამისი შესყიდვის გვერდზე.

გ) გასათვალისწინებელი გარემოება ამხანაგობის, როგორც პრეტენდენტის ტენდერში მონაწილეობის შემთხვევაში:

ამხანაგობის ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის საკითხი რეგულირდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესი“-ს 24-ე მუხლის შესაბამისად.

დ) იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტს ცხრილში მითითებული აქვს საქართველოში განხორციელებული არასახელმწიფო შესყიდვა ან საქართველოს ფარგლებს გარეთ ნებისმიერი მიწოდება, მაშინ მან უნდა წარმოადგინოს ამ შესყიდვებზე ხელშეკრულებები, მიღება-ჩაბარების აქტები (ან მასთან გათანაბრებული დოკუმენტაცია), აღნიშნულ სამუშაოებზე დადასტურებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების ქსეროასლები (სხვა ქვეყნის შემთხვევაში - მსგავსი დოკუმენტი) და ამ ხელშეკრულების ფარგლებში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები (საბანკო ან/და სალაროს ქვითრები). ამასთან, ახალი მშენებლობის ან/და რეკონსტრუქციის შემთხვევაში, აღნიშნული სამუშაოები გამოცდილებად ჩაითვლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მშენებლობა დასრულებულია და შენობა ექსპლოატაციაშია მიღებული, მიუხედავად იმისა, პრეტენდენტის მიერ სამუშაოების რა ნაწილია შესრულებული. ასევე წარმოდგენილი უნდა იქნეს ექსპლოატაციაში მიღების დოკუმენტი, ხოლო საქართველოს ფარგლებს გარეთ განხორციელებული ახალი მშენებლობის ან/და რეკონსტრუქციის შემთხვევაში, მასთან გათანაბრებული დოკუმენტი ან/და შემსყიდველის/დამკვეთის მიერ გაცემული შესაბამისი ცნობა.

შენიშვნა: სახელმწიფო შესყიდვის ფარგლებში, ქვეკონტრაქტით განხორციელებული მიწოდება განიხილება არასახელმწიფო შესყიდვად.

ე) იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვის ფარგლებში განხორციელებულია სამუშაოები, როგორც ქვეკონტრაქტორის მიერ და ძირითად მხარეთა შორის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება მიმწოდებლის მიერ ქვეკონტრაქტორის გამოყენებას ითვალისწინებს მხოლოდ შემსყიდველი ორგანიზაციის თანხმობის ან/და ინფორმირების შემთხვევაში, მიმწოდებელმა კი ხელშეკრულების ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების ნაწილი მესამე პირს შესასრულებლად გადასცა ასეთი თანხმობის/ინფორმირების გარეშე, შესრულებული სამუშაოები არ ჩაითვლება გამოცდილებაში. ამასთან, პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს ასეთი თანხმობის/ინფორმირების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, თუ მსგავსი დოკუმენტაცია არ არის განთავსებული შესაბამისი ტენდერის გვერდზე.

ამასთან, სახელმწიფო შესყიდვის ფარგლებში, როგორც ქვეკონტრაქტორის მიერ განხორციელებულია სამუშაოები ითვლება საქართველოში განხორციელებულ არასახელმწიფო შესყიდვად და მასზე ვრცელდება სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1. პუნქტის ,,დ ქვეპუნქტის მოთხოვნა.

ვ) იმ შემთხვევაში თუ, სამუშაოების შესყიდვა განხორციელებული არის სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის გამოყენებით (w.w.w. http://procurement.gov.ge/) და საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი დამკვეთის (შემსყიდველი) მიერ ატვირთული არის სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში, შესაძლებელია წარმოდგენილი იყოს დოკუმენტაცია/ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემის საშუალებით ჩატარებული შესყიდვის საშუალების ნომრის (SPA, DAP; NAT, DEP; MEP; TEP; GEO: CMR ან სხვა არსებობის შემთხვევაში) შესახებ.

ზ) იმ შემთხვევაში თუ დამკვეთი (შემსყიდველი) და შემსრულებელი (პრეტენდენტი ან ამხანაგობის წევრი) არის ერთი და იგივე პირი და არ არსებობს სამუშაოების მიწოდებაზე გაფორმებული ხელშეკრულება, შესაძლებელია წარმოდგენილი იქნას აუდიტორული ფირმების ან/და აუდიტორების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებული პირის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა (დასკვნაში მითითებული უნდა იყოს დასკვნის გამცემი პირის სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაციის ნომერი და აღნიშნული უნდა იძებნებოდეს https://www.saras.gov.ge ვებ-გვერდზე შესაბამის რეესტრში), რომლითაც უნდა დასტურდებოდეს, რომ პრეტენდენტს ზემოაღნიშნული პერიოდის განმავლობაში გააჩნია მოთხოვნილი ღირებულების და შინაარსის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულების გამოცდილება. ახალი მშენებლობის ან/და რეკონსტრუქციის შემთხვევაში, ასევე წარმოდგენილი უნდა იქნეს ექსპლოატაციაში მიღების დოკუმენტი.

თ) იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდნეტს გამოცდილება მიღებული აქვს სახელმწიფო საიდუმლეობასთან დაკავშირებული სამუშაოების შესრულებით (,,გრიფით საიდუმლო), საკმარისია შესრულებული სამუშაოების შესახებ დამკვეთის მიერ გაცემული ცნობის (წერილის) წარმოდგენა. ამ დოკუმენტის მეშვეობით უნდა დგინდებოდეს 2.2.1.1 პუნქტით განსაზღრულ მოთხოვნასთან შესაბამისობა.

ი) ყველა ზემოაღნიშნულ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულება დადებულია ან/და სამუშაოები დაწყებულია 2020 წლის 01 იანვრამდე, გამოცდილებაში ჩაითვლება მხოლოდ ის სამუშაოები, რომელიც შემსყიდველს/დამკვეთს მიღებული აქვს 2020 წლის 01 იანვრის შემდეგ, ხოლო წინამდებარე მუხლის ,,ზ პუნქტის შემთხვევაში - ის სამუშაოები, რომელთა შესრულებაც, წარმოდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით დასტურდება 2020 წლის 01 იანვრის შემდგომ პერიოდში.

კ) არარეზიდენტი პირის ან წარმომადგენლობა/ფილიალის, მათ შორის ამხანაგობის წევრი არარეზიდენტი პირის ან არარეზიდენტი პირის წარმომადგენლობა/ფილიალის შემთხვევაში, 2.2.1 პუნქტის განსაზღვრული გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები დადასტურებული უნდა იყოს სათანადო წესით: ლეგალიზებული ან/და აპოსტილით დამოწმებული

2.8.1 requirements related to a sub-contractor

1. მიმწოდებელმა წერილობით უნდა აცნობოს შემსყიდველს ხელშეკრულების ფარგლებში ქვეკონტრაქტორის აყვანის შესახებ. მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველს ასევე აცნობოს თუ რა მოცულობის სამუშაოები გადაეცემა ქვეკონტრაქტორს.
2. მუშაობის პროცესში ქვეკონტრაქტორის შეცვლა, ან დამატებითი ქვეკონტრაქტორის აყვანა ასევე უნდა ეცნობოს შემსყიდველს. მიმწოდებელი ვალდებულია აცნობოს შემსყიდველს მოცულობის რა ნაწილი გადაეცემა ქვეკონტრაქტორს.
3. იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტული ქვეკონტრაქტორისათვის გადასაცემი სამუშაოების საერთო ღირებულება (ერთი ან რამდენიმე ხელშეკრულების ფარგლებში) აღემატება წინამდებარე ხელშეკრულების 30%-ს, მაშინ ქვეკონტრაქტორი უნდა აკმაყოფილებდეს სატენდერო დოკუმენტაციით პრეტენენტისათვის წაყენებულ გამოცდილების მოთხოვნებს, რის თაობაზეც პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია.
4. ქვეკონტრაქტორი არ უნდა იყოს რეგისტრირებული შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში – „შავი სია“.
5. სამუშაოების ქვეკონტრაქტორზე გადაცემით მიმწოდებელი არ თავისუფლდება ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებებიდან.
6. წინამდებარე მუხლში მითითებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში ხელშეკრულება ცალმხრივად შეწყდება.

2.9 other additional requirements

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

სავარაუდო ღირებულებასთან შედარებით საბოლოო ფასის 20 %-ით ან მეტით კლების შემთხვევაში ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასადასტურებლად პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს: სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ან სხვა აკრედიტებული პირის დასკვნა (აკრედიტებული პირის მიერ გაცემულ დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი), რომელშიც ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს, 2017 წლის 26 სექტემბრის საქართველოს მთავრობის N439 დადგენილებით განსაზღვრული ტექნიკური რეგლამენტის - "სამშენებლო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დადგენის მეთოდის" მოთხოვნებთან დასკვნის შესაბამისობა. წარმოდგენილი დასკვნით უნდა დასტურდებოდეს პრეტენდენტის მიერ ატვირთულ სატენდერო ხარჯთაღრიცხვაში (სატენდერო წინადადების საბოლოო ფასის შესაბამისი ხარჯთაღრიცხვა) დაფიქსირებული ერთეულის ფასებით (თითოეულ ერთეულთან მიმართებით) და აგრეთვე ჯამური ღირებულებით ამავე ხარჯთაღრიცხვით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების შესაძლებლობა. ექსპერტიზის დასკვნას თან უნდა ერთვოდეს სატენდერო ხარჯთაღრიცხვა და რესურსული მეთოდით შედგენილი ხარჯთაღრიცხვა. საექსპერტო შეფასება უნდა შეიცავდეს ექსპერტიზის ჩატარების მეთოდს, შენიშვნებისა და დადებითი შეფასების დასაბუთებას. საბოლოო შეფასება უნდა იყოს ერთმნიშვნელოვნად დადებითი ან უარყოფითი და შეიცავდეს ჩანაწერს, შეესაბამება თუ არა წარდგენილი ხარჯთაღრიცხვა „სამშენებლო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დადგენის მეთოდიკის“ მოთხოვნებს.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.1.1 amount of the sum to be paid in advance and terms for its payment

7.1.1.1. მიმწოდებელთან ანგარიშსწორება ხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, საქართველოს ეროვნულ ვალუტაში, 2025 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.

7.1.1.2. ვინაიდან შესყიდვა გათვალისწინებულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2025 წლის რესპუბლიკური ბიუჯეთით გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში და ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული პრეტენდენტი ვალდებულია 2025 წლის 25 დეკემბრის ჩათვლით წარმოადგინოს წინასწარი ანგარიშსწორების მისაღებად აუცილებელი საბანკო გარანტია სახელშეკრულებო თანხის 100%-ზე.

7.1.1.3. შემსყიდველი განახორციელებს წინასწარ ანგარიშსწორებას (ავანსი) მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი საბანკო გარანტიის წარმოდგენის საფუძველზე.

7.1.1.4. საბანკო გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან/და სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური“-ს მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიებიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში.

7.1.1.5. მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი საბანკო გარანტია უნდა შეესაბამებოდეს შემსყიდველის მოთხოვნებს და მისი მოქმედების ვადა ხელშეკრულების მოქმედების ვადას არანაკლებ 30 დღით უნდა აღემატებოდეს.

7.1.1.6. თუ გარანტიით უზრუნველყოფილი ვალდებულება გარანტიის ვადის ამოწურვამდე შესრულდა, გარანტიის (მათ შორის შესრულებული ვალდებულების ნაწილში) მოქმედების ვადა შესაძლებელია ვადამდე შეწყდეს ან შემცირდეს, შემსყიდველის მიერ მიმწოდებლის ვალდებულების შესრულების დადასტურების შემთხვევაში.

7.2 terms of step by step and/or final payment

1. მიმწოდებელთან ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, საქართველოს ეროვნულ ვალუტაში, 2025 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტებით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.
2.შემსყიდველი ანგარიშსწორებას ახორციელებს შესრულებული (სრულო ან/და შუალედური) სამუშაოების საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე.
3. შესრულებული სამუშაოების მოცულობა, რაოდენობა და ღირებულება (საბოლოო ან/და შუალედური) მიღება-ჩაბარების აქტის შედგენამდე შემსრულებლის ხარჯით უნდა დადასტურდეს სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო“-ს საექსპერტო დასკვნით ან სხვა აკრედიტებული პირის დასკვნით.
4. ხელშეკრულების საგნის მიღება ფორმდება შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებით. შესრულებული სამუშაოების (ნაწილობრივი/ შუალედური ან/და სრული) მიღება-ჩაბარების აქტის შედგენამდე, მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს შემსყიდველის მიერ გამოყოფილი პირების (ან ჯგუფის) ან/და ტექნიკური ზედამხედველობის განმახორციელებელი პირ(ებ)ის მიერ დამოწმებული შესრულებული სამუშაოების მოცულობების აქტის (ფორმა N2) წარმოდგენა, რომლითაც დასტურდება შესრულებული სამუშაოების ხარისხი, მოცულობა, ღირებულება და მათი შესაბამისობა საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციასთან.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორება ხორციელდება მიღება-ჩაბარების აქტის (შუალედური/საბოლოო) გაფორმებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.

საბოლოო ანგარიშსწორებისას, აღნიშნულ ვადაში არ შედის მიმწოდებლის მიერ საგარანტიო პერიოდში ნაკისრი ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის წარმოდგენისათვის გახარჯული დრო.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

არჩილ ბერიძე, 577278737, achi.giorgi@gmail.com

additional information/document

10.1 additional information/documents

პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს:

ა) სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული დოკუმენტების ატვირთვა სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში, კერძოდ:

- ხარჯთაღრიცხვა (წარმოდგენილი უნდა იქნეს ექსელის ფორმატში);

- ინფორმაცია პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ;

ბ) დოკუმენტაციის უცხო ენაზე წარმოდგენის შემთხვევაში თან უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე.

შენიშვნა 1: სატენდერო დოკუმენტაციის იმ ნაწილში (ტექნიკური პირობები, ხარჯთაღრიცხვა, დანართი და სხვა) სადაც მოცემული იქნება შესასყიდი მასალებისა და მოწყობილობის სასაქონლო ნიშანი, მოდელი, წარმოშობის წყარო ან მწარმოებელი, იგულისხმება „მსგავსი“ ან „ეკვივალენტური“. იმ შემთხვევაში, თუ საპროექტო დოკუმენტაციაში მითითებული იქნება შესასყიდი მასალებისა და მოწყობილობის სასაქონლო ნიშანი, მოდელი, წარმოშობის წყარო ან მწარმოებელი, უპირატესობა ენიჭება ხარჯთაღრიცხვას, სადაც მითითებულია საქონლის დასახელება და მახასიათებლები. აღნიშნული პირობა ვრცელდება ხელშეკრულების დადების შემდგომაც.

შენიშვნა 2: ხარჯთაღრიცხვაში აუცილებელია როგორც ძირითადი სამუშაოების ისე ჩაშლილი პუნქტებს (შრომითი დანახარჯები, მასალები და ა.შ.) განფასება და შესაბამისად მათი განუფასებლობა ჩაითვლება ხარჯთაღრიცხვის პოზიციის განუფასებლობად. ხარჯთაღრიცხვაში დაუშვებელია სამუშაოს მოცულობების შეცვლა ძირითად სამუშაოებზე. დასაშვებია მხოლოდ სამშენებლო ნორმების დაზუსტება იმ შემთხვევაში, თუ ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დადგენის დროს საჭირო გახდა მისი გასწორება არსებულ ნორმებთან მიმართებაში.

შენიშვნა 3: ხარჯთაღრიცხვაში გაუთვალიწინებელი ხარჯის პროცენტული მაჩვენებლის შეცვლა დაუშვებელია. ასევე დაუშვებელია ფიქსირებული თანხის შეცვლა, რაც პირდაპირაა მითითებული მაგ; ქსელზე მიერთების საფასური. ასევე არ შეიძლება მაქსიმალურ ღირებულებაზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მეტი თანხის მითითება.

შენიშვნა 4: 2019 წლის 1 იანვრიდან, შემსყიდველი ორგანიზაციები და შესყიდვებში მონაწილეობის მსურველები/პრეტენდენტები/მიმწოდებლები „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე ვალდებულები არიან, სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულონ კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმონ კვალიფიციური ელექტრონული შტამპით.
შეგიძლიათ ისარგებლოთ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ელექტრონულ გვერდზე არსებული ახელმძღვანელო ინსტრუქციით http://procurement.gov.ge/getattachment/News/news-(50)/eSignature_25-Dec-18.pdf.aspx

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru