Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Столовые и общественное питание (Грузия - Тендер #68469117)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Tbilisi Chugureti District Gamgeoba
Номер конкурса: 68469117
Дата публикации: 11-11-2025
Сумма контракта: 2 233 800


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT250020023
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 11.11.2025 17:54
Начало приема предложения 07.12.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 12.12.2025 12:30
Предполагаемая цена закупки 2`233`800.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 55500000-Столовые и общественное питание
Коды классификатора
  • 55500000 - Столовые и общественное питание
Срок подачи 2026 წლის 01 იანვრიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით
Дополнительная информация
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ჩუღურეთის რაიონის ტერიტორიაზე მცხოვრები 3600 (სამიათას ექვსასი) მძიმე სოციალურ მდგომარეობაში მყოფი მოქალაქეთათვის უფასო სასადილოებით მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა.
Procurement will be completed in prime time. Additional rounds will not be held
Procurement type: Electronic Tender Without Reverse Auction (NAT)
Procuring entities: Tbilisi Municipality City Hall, Chugureti District
Tender announcement date: 11.11.2025
Bids accepted from: 07.12.2025
Deadline for bid submission:12.12.2025
Financing: 2026 Funds (year)
Estimated value of procurement: 2 233 800.00 GEL
Bid must be submitted: Including VAT
Classifier (CPV) code: 55500000 - Canteen and catering services
Classifier (CPV) code and specific procurement object: 55510000 - Canteen services
Amount or Volume of Procurements: See attached tender documentation (3600 beneficiaries)
Supply Period: Daily from January 1st 2026 to December 31 2026
Bid reduction step: 10000 GEL
Guarantee Amount: 22338 GEL
Bids accepted from: iod: 160 days
Additional Info: State procurement of free dinners service to citizens living in the severe social conditions of the Tbilisi Municipality Chugureti District.
Количество и объём закупок იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 10`000.00 GEL
Размер гарантии 22`338 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: koba tsintsadze :: 06.11.2025 09:42
  • Последнее исправление: koba tsintsadze :: 11.11.2025 17:54
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=654090&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ჩუღურეთის რაიონის ტერიტორიაზე მცხოვრები 3600 (სამიათას ექვსასი) მძიმე სოციალურ მდგომარეობაში მყოფი მოქალაქეთათვის უფასო სასადილოებით მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1.2.1 უფასო სასადილო საკვებს ბენეფიციარებზე უნდა გასცემდეს არანაკლებ 6 საათის განმავლობაში, 14:00 საათამდე ძირითადი სიით მოსარგებლე ბენეფიციარებზე, ხოლო 14:00-დან 16:00-მდე დამატებითი სიით მოსარგებლე ბენეფიციარებზე. მომსახურების ვადაში არ შედის საკვების მომზადებისათვის საჭირო დრო.
1.2.2 მიმწოდებელმა საკვები ულუფები უნდა გასცეს გამგეობის მიერ ოფიციალურად გადაცემული ბენეფიციართა სიების მიხედვით. ბენეფიციარების მიერ საკვების მიღება დადასტურებული უნდა იყოს ელექტრონული აღრიცხვის მეთოდით. ხოლო ტექნიკური პრობლემების (ინტერნეტის და ქსელის შეფერხება, ელექტროენერგიის გათიშვა ან სხვა) არსებობის შემთხვევაში, აკინძულ, ზონარგაყრილ და გამგეობის ბეჭდითა და გამგებლის ხელმოწერით დამოწმებულ ჟურნალში ბენეფიციარების ხელმოწერით. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ბენეფიციართა გამოცხადებისა და მათ მიერ მომსახურების მიღების აღრიცხვის წარმოება.
1.2.3 ბენეფიციარების მიერ საკვების მიღება ელექტრონული აღრიცხვის პროგრამაში უნდა იყოს თვალსაჩინო და ინფორმაციული. ასევე, ინფორმაციული უნდა იყოს ბენეფიციართა ყოველდღიური დასწრება, როგორც ინდივიდუალურად, ასევე სასადილოების მიხედვით. ნაჩვენები უნდა იქნეს ყოველდღიური დასწრების ჯამური სტატისტიკა (რამდენი ბენეფიციარი დაესწრო, როგორც ძირითადი, ასევე დამატებითი სიიდან);
1.2.4 თითოეულ სასადილოში ბენეფიციართა ვიზიტების ელექტრონული ბარათებით აღრიცხვის და კონტროლის მიზნით, „შემსყიდველის“ მიერ „მიმწოდებელს“ დროებით სარგებლობაში გადაეცემა მობილური ტელეფონები და ვიდეო თვალი (მონტაჟს და საჭიროების შემთხვევაში დემონტაჟს უზრუნველყოფს „მიმწოდებელი“), რომელთა მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებლობა მომსახურების გაწევის პერიოდში ეკისრება „მიმწოდებელს.“ „მიმწოდებელი“ ვალდებულია ზემოაღნიშნული ტექნიკის ფუნქციონირება უზრუნველყოს საკუთარი ხარჯებით (ინტერნეტი, სიმ ბარათი და ა.შ), ხოლო აღნიშნული ტექნიკის (მობილური ტელეფონების, ვიდეოთვალის) მისი ბრალეულობით დაზიანების შემთხვევაში, ვალდებულია საკუთარი ხარჯით დაუყოვნებლივ შეაკეთოს ან/და ჩაანაცვლოს მსგავსი მახასიათებლის მქონე ტექნიკით, რომელსაც ხელშეკრულების გასვლის შემდეგ დაზიანებული ტექნიკის სანაცვლოდ გადასცემს „შემსყიდველს“; ამასთან ტექნიკის დაზიანების შემთხვევაში „მიმწოდებელი“ ვალდებულია გააგრძელოს ბენეფიციართათვის მომსახურების გაწევა, თუმცა ტექნიკის დაზიანების შემდეგ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს „შემსყიდველს“ და მისი მითითების შესაბამისად განახორციელოს ბენეფიციართა აღრიცხვა. „მიმწოდებელმა“ მის დაქვემდებარებაში არსებულ უფასო სასადილოებში უნდა უზრუნველყოს ბენეფიციართა ელექტრონული აღრიცხვის განხორციელება მობილურ ტელეფონებში ჩაწერილი სპეციალური აპლიკაციისა და „შემსყიდველის“ მიერ ბენეფიციარებზე გაცემული ელექტრონული ბარათების საშუალებით.
1.2.5 შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში, მიმწოდებელმა საკუთარი სახსრებით უნდა უზრუნველყოს დამატებით ვიდეო თვალის მონტაჟი უშუალოდ სამზარეულოში, რომლის მეშვეობითაც ჩაწერილი ინფორმაცია მომწოდებლის მიერ უცვლელად უნდა ინახებოდეს არანაკლებ ერთი თვის განმავლობაში. შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად, მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველს წარუდგინოს შესაბამისი პერიოდის ვიდეოჩანაწერი. აღნიშნულ შემთხვევაში, სრულად უნდა იქნეს დაცული საქართველოს კანონით „პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ“ გათვალისწინებული მოთხოვნები.
1.2.6 „მიმწოდებელმა“ უნდა უზრუნველყოს ვიდეო თვალის მონტაჟი უშუალოდ სასადილო დარბაზში, რომელიც „მომწოდებლის“ მიერ აღჭურვილი უნდა იყოს უწყვეტი ინტერნეტ წვდომის უზრუნველყოფის საშუალებით, რომლის ჩანაწერის დათვალიერების შესაძლებლობა ნებისმიერ დროს ექნება „შემსყიდველს“. აღნიშნულ შემთხვევაში, სრულად უნდა იქნეს დაცული საქართველოს კანონით „პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ“ გათვალისწინებული მოთხოვნები.
1.2.7 კვების პროდუქტების მიწოდებისას, შენახვისას, საკვების დამზადებისას და გაცემისას დაცული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სანიტარული და ჰიგიენური ნორმები. მალფუჭებადი პროდუქტების მიწოდება უნდა მოხდეს ყოველდღიურად. სასადილომ უნდა გამოიყენოს მხოლოდ ახალი და ხარისხიანი პროდუქცია. ბენეფიციარებზე უნდა გაიცეს მიწოდების დღეს დამზადებული სადილი.
1.2.8 მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს საკვების დამზადებაზე შერჩეული კადრ(ებ)ის სამედიცინო შემოწმება, ხოლო შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში, წარმოუდგინოს პერსონალის ჯანმრთელობის შესახებ შესაბამისი ცნობ(ები)ა;
1.2.9 მენიუსა და მომსახურების გრაფიკში ცვლილების შეტანა დაუშვებელია, გარდა გამონაკლისისა, რაც წინასწარ წერილობით უნდა შეთანხმდეს გამგეობასთან და გათვალისწინებულ უნდა იქნეს ანგარიშსწორებისას;
1.2.10 სასადილოში, ბენეფიციართათვის თვალსაჩინო ადგილას, მიმწოდებლის მიერ განთავსებული უნდა იყოს ყოველდღიური მენიუ და სასადილოს სამუშაო საათები. საკვების გაცემა უნდა მოხდეს მენიუთი განსაზღვრული ულუფის წონის/მოცულობის შესაბამისად სასწორისა და ზუსტი მოცულობის განმსაზღვრელი ჭურჭლის მეშვეობით.
1.2.11 სასადილო უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სანიტარულ-ჰიგიენურ პირობებს, აღჭურვილი უნდა იყოს სველი წერტილით, რომლითაც ბენეფიციარებს შეეძლებათ სარგებლობა, ამავე დროს სასადილოს ფართს პერიოდულად (მინიმუმ კვარტალში ერთხელ) უნდა ჩაუტარდეს დეზინფექცია, დეზინსექცია და დერატიზაცია, რომლის დამადასტურებელი დოკუმენტაცია უნდა ინახებოდეს მიმწოდებელთან.
1.2.12 შემსყიდველი უფლებამოსილია სატენდერო წინადადებების მიღების ვადის დასრულების შემდგომ ადგილზე შეამოწმოს პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული ფართებისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შესაბამისობა სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებთან.
1.2.13 უფასო სასადილოების მომსახურების მენიუ (დანართი N5) დანართის სახით ატვირთულია სატენდერო დოკუმენტაციასთან ერთად.


უფასო კვების ორგანიზება ჩუღურეთის რაიონის ადმინისტრაციულ საზღვრებში უნდა მოხდეს ექვს მისამართზე:
1) 800 ბენეფიციარი - ჩიტაიას, კონსტიტუციის ქუჩებზე და ნინოშვილის, დ. აღმაშენებლის გამზირის, უზნაძის, ი. ჯავახიშვილის და წინამძღვრიშვილის და მიმდებარე ქუჩების იმ მონაკვეთებზე, რომლებიც მოქცეული არიან თამარ მეფის გამზირიდან მარჯანიშვილის ქუჩამდე არსებულ არეალში.
2) 450 ბენეფიციარი - ფიროსმანის, გოგოლის, ფოცხვერაშვილის, ჩუბინაშვილის, კარგარეთელის ქუჩებზე და წინამძღვრიშვილისა და მიმდებარე ქუჩების მონაკვეთზე, რომლებიც მოქცეულია თამარ მეფის გამზირიდან მარჯანიშვილის ქუჩამდე არსებულ არეალში.
3) 650 ბენეფიციარი - 31-ე საჯარო სკოლიდან ზაარბრიუკენის მოედნამდე არეალში მდებარე არსებული ქუჩები.
4) 700 ბენეფიციარი - კუკიის დასახლებაში (ნორიოს აღმართის, ართვინის, მამარდაშვილის, სენაკის, ჩეჩელაშვილის ქუჩებზე ან მიმდებარე ტერიტორიებზე).
5) 500 ბენეფიციარი - სვანეთის უბნის დასახლებაში (ლამის, პ. სააკაძის, დავითაშვილის, სალიების, სიღნაღის ქუჩებზე ან მიმდებარე ტერიტორიებზე).
6) 500 ბენეფიციარი ჩიტაიას ქუჩის დასაწყისიდან მალაკნების მოედნამდე არეალში.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

2026 წლის 01 იანვრიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

უფასო კვების ორგანიზება ჩუღურეთის რაიონის ადმინისტრაციულ საზღვრებში უნდა მოხდეს ექვს მისამართზე:
1) 800 ბენეფიციარი - ჩიტაიას, კონსტიტუციის ქუჩებზე და ნინოშვილის, დ. აღმაშენებლის გამზირის, უზნაძის, ი. ჯავახიშვილის და წინამძღვრიშვილის და მიმდებარე ქუჩების იმ მონაკვეთებზე, რომლებიც მოქცეული არიან თამარ მეფის გამზირიდან მარჯანიშვილის ქუჩამდე არსებულ არეალში.
2) 450 ბენეფიციარი - ფიროსმანის, გოგოლის, ფოცხვერაშვილის, ჩუბინაშვილის, კარგარეთელის ქუჩებზე და წინამძღვრიშვილისა და მიმდებარე ქუჩების მონაკვეთზე, რომლებიც მოქცეულია თამარ მეფის გამზირიდან მარჯანიშვილის ქუჩამდე არსებულ არეალში.
3) 650 ბენეფიციარი - 31-ე საჯარო სკოლიდან ზაარბრიუკენის მოედნამდე არეალში მდებარე არსებული ქუჩები.
4) 700 ბენეფიციარი - კუკიის დასახლებაში (ნორიოს აღმართის, ართვინის, მამარდაშვილის, სენაკის, ჩეჩელაშვილის ქუჩებზე ან მიმდებარე ტერიტორიებზე).
5) 500 ბენეფიციარი - სვანეთის უბნის დასახლებაში (ლამის, პ. სააკაძის, დავითაშვილის, სალიების, სიღნაღის ქუჩებზე ან მიმდებარე ტერიტორიებზე).
6) 500 ბენეფიციარი ჩიტაიას ქუჩის დასაწყისიდან მალაკნების მოედნამდე არეალში.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

2.2.1.1. პრეტენდენტს 2023 წლის 01 იანვრიდან წინამდებარე ტენდერის გამოცხადების თარიღამდე უნდა გააჩნდეს არანაკლებ 95 დღის განმავლობაში უწყვეტად (ყოველდღიურად), არანაკლებ 161500 (ასსამოცდაერთიათასხუთასი) ლარის ღირებულების, ყოველდღიურად არანაკლებ 1000 (ათასი) პირისათვის, კვებითი მომსახურების გაწევის გამოცდილება. აღნიშნულის დასტურად, პრეტენდენტმა ელექტრონულ სისტემაში უნდა ატვირთოს მომსახურების გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტები:

ა) აუდიტორული ფირმების ან/და აუდიტორების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებული პირის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა,რომლითაც უნდა დასტურდებოდეს, რომ პრეტენდენტს ზემოაღნიშნული პერიოდის განმავლობაში გააჩნია მოთხოვნილი გამოცდილება. (დასკვნაში მითითებული უნდა იყოს დასკვნის გამცემი პირის სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაციის ნომერი ან წარმოდგენილი უნდა იყოს "ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამზედველობის სამსახურის ბრძანება აუდიტერების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაციის თაობაზე. ამასთან, დასკვნის გამცემი პირი უნდა იძებნებოდეს https://www.saras.gov.ge ვებ-გვერდზე შესაბამის რეესტრში). ან
ბ) ხელშეკრულებ(ები)ა და ამ ხელშეკრულებ(ებ)ის საფუძველზე გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ი ან/და დადასტურებული ანგარიშფაქტურები.

2.2.1.2. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ შესრულებული ანალოგიური მომსახურების შესყიდვ(ებ)ა განხორციელებულია სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის გამოყენებით და სისტემაში სრულყოფილად არის ატვირთული შესრულების შესახებ ინფორმაცია/დოკუმენტაცია, საკმარისია პრეტენდენტმა წარმოადგინოს ინფორმაცია 2.2.1.2 პუნქტით მოთხოვნილი მომსახურების შესრულების, სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N2-ის შესაბამისად სატენდერო განცხადებ(ებ)ის SPA/NAT/CMR. ნომრების მითითებით.

შენიშვნა: სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებული გამოცდილების მოთხოვნებთან შესაბამისობის დადასტურების მიზნით, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში წარმოდგენილ, უცხო ქვეყანაში შედგენილ დოკუმენტზე ხელმოწერები და ხელმომწერი პირების უფლებამოსილება დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიუსის ან შესაბამისი საჯაროსამართლებრივი უფლებამოსილების მქონე პირის მიერ, ხოლო ამ უკანასკნელის ხელმოწერა - ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული.

2.3.1 requirement related to material and technical support of a tenderer

2.3.1.1 პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს სასადილოს ფუნქციონირებისათვის საჭირო შესაბამისი ინვენტარი.
2.3.1.2 პრეტენდენტს საკუთრებაში ან სარგებლობაში უნდა გააჩნდეს მომსახურების გასაწევად საჭირო ფართი ან წარმოდგენილი უნდა იქნეს შესაბამისი წინარე ხელშეკრულება. ფართის საკუთრების დასადასტურებლად წარმოდგენილ უნდა იქნეს ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ან სხვა, ხოლო სარგებლობის უფლებით ფლობის შემთხვევაში, სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი, რომელთა მოქმედების ვადა ტოლი უნდა იყოს ან აღემატებოდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების ვადას. ასევე, ატვირთული უნდა იქნას ზემოაღნიშნული ფართის მესაკუთრის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტაცია. წინარე ხელშეკრულების წარმოდგენის შემთხვევაში, წარმოდგენილი უნდა იქნეს ფართის მესაკუთრის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ან სხვა.)
2.3.1.3 პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული ფართი უნდა იძლეოდეს კონკრეტულ ლოკაციაზე მომსახურების მიმღებ ბენეფიციართა რაოდენობის არანაკლებ 3%-ისთვის ერთდროულად მომსახურების გაწევის შესაძლებლობას შესაბამისი სტაციონალური ადგილების უზრუნველყოფით.
2.3.1.4 სასადილოსთვის განკუთვნილი ფართი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სანიტარულ-ჰიგიენურ პირობებს და მდებარეობდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებიდან არაუმეტეს 700 მეტრის რადიუსში.
2.3.1.5 სასადილოსთვის განკუთვნილი ფართი არ უნდა იყოს მიწის დონის ქვემოთ, საჭიროების შემთხვევაში მოწყობილი უნდა იყოს პანდუსი შშმ პირებისათვის და აღჭურვილი უნდა იყოს გამწოვი ვენტილაციით.

შენიშვნა: შემსყიდველი უფლებამოსილია სატენდერო წინადადებების მიღების ვადის დასრულების შემდგომ ადგილზე შეამოწმოს პრეტენდენტის ფართებისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შესაბამისობა სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებთან.

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

2.7.1 კვების ხარისხის დასადასტურებლად პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას ISO9001:2008 ან ISO9001:2015 სერთიფიკატი ან HACCP (საფრთხის ანალიზი და კრიტიკული საკონტროლო წერტილები) სერთიფიკატი ან სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული შესაბამისი სერთიფიკატი.

2.9 other additional requirements

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას, რაზეც პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" ან სხვა აკრედიტირებული პირის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი), რომელშიც უნდა დასტურდებოდეს (ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს) ტენდერში პრეტენდენტის მიერ ატვირთულ საბოლოო მომსახურების ხარჯთაღრიცხვაში (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით) დაფიქსირებული ერთეულის ფასებით და აგრეთვე ჯამური ღირებულებით ამავე მომსხურების ხარჯთღრიცხვით განსაზღვრული მომსახურების გაწევის შესაძლებლობა.

ექსპერტიზის დასკვნის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებაზე ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანების მე-18 მუხლის მე-6, მე-7 პუნქტებისა და 28-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული წესები.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

guarantee for assurance of contract performance

6.1 guarantees for assurance of contract performance are requested

5 Процентов

6.2 guarantees are requested in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value

10 Процентов

6.3 duration of guarantee

6.3.1. ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა 30 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მომსახურების გაწევის ვადას.

6.4 terms and conditions of guarantee

6.4.1. უპირობო, გამოუთხოვადი ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნას საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის" მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში.

ხელშეკრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის (დანართი N4) ფორმა ატვირთულია სატენდერო დოკუმენტაციის 10.1 პუნქტში.

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით, ლარში, 2025 წლის ბიუჯეტის სახსრებით.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ყოველთვიურად, მიღება–ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

კობა ცინცაძე, 599182181, koba102102@gmail.com ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით: სოციალურ საკითხთა განყოფილების უფროსი - მედეა აზარაშვილი. ტელ: 599 63 11 16.

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1 ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
10.1.2 ტექნიკური დოკუმენტაციის განხილვისას უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.
10.1.3 სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული დოკუმენტები და/ან ინფორმაცია უნდა იქნას ელექტრონულად ხელმოწერილი შესაბამისად უფლებამოსილი პირის მიერ ან დამოწმებული კვალიფიციური ელექტრონული შტამპით „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების შესაბამისად. იმ შემთხვევაში, თუ ხელისმომწერი პირი არ არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი, პრეტენდენტმა სისტემაში უნდა წარმოადგინოს ხელისმომწერი პირის ხელისმოწერისათვის გაცემული მინდობილობა;
10.1.4 სატენდერო წინადადებაში საერთო და ერთეულის ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ხარჯის გათვალისწინებით. სატენდერო წინადადების საერთო და ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ლარში.
10.1.5 პრეტენდენტს არ აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება.

10.2 პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთი მონაცემები:
10.2.1 მომსახურების ხარჯთაღრიცხვა (დანართი N1) (მომსახურების ხარჯთაღრიცხვის წარმოუდგენლობა ან განუფასებელი მომსახურების ხარჯთაღრიცხვის წარმოდგენა დაზუსტებას არ დაექვემდებარება და გამოიწვევს პრეტენდეტის დისკვალიფიკაციას).
10.2.2 ინფორმაცია პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ (დანართი N2), სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 პუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით.
10.2.3 ინფორმაცია ფართის შესახებ (დანართი N3), სატენდერო დოკუმენტაციის 2.3.1.2 პუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით.
10.2.4 სერთიფიკატ(ებ)ი, სატენდერო დოკუმენტაციის 2.7.1 პუნქტის შესაბამისად.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru