Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Отделочные строительные работы (Грузия - Тендер #68469122)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: LEPL- Ilia Tsinamdzgvrishvili College
Номер конкурса: 68469122
Дата публикации: 11-11-2025
Сумма контракта: 472 725


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT250020018
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 11.11.2025 17:51
Начало приема предложения 27.11.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 02.12.2025 17:00
Предполагаемая цена закупки 472`725.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 45400000-Отделочные строительные работы
Коды классификатора
  • 45410000 - Штукатурные работы
  • 45430000 - Работы по укладке покрытий на полы и стены
  • 45440000 - Работы по покраске и стекольные работы
  • 45450000 - Другие отделочные строительные работы
Срок подачи იხ. სატენდერო დოკუმენტაციაში
Дополнительная информация
სსიპ ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯის სხვადასხვა სარემონტო/სარეაბილიტაციო სამუშაოები
Количество и объём закупок იხ. სატენდერო დოკუმენტაციაში
Шаг снижения цены 3`500.00 GEL
Размер гарантии 4`727 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: edisheri midelashvili :: 06.11.2025 13:55
  • Последнее исправление: edisheri midelashvili :: 11.11.2025 17:51
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=654171&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

სსიპ ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯის სტუდენტთა საერთო საცხოვრებელი შენობის ფასადის და ნულოვანი სართულის, სპორტული მოედნის, აგრო სახლის, შენობის პარაპეტის და წინაფრების სარემონტო/სარეაბილიტაციო სამუშაოები

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1.2.1. შესასრულებელი სამუშაოების ჩამონათვალი და რაოდენობა განსაზღვრულია სატენდერო დოკუმენტაციის დეფექტურ აქტში (დანართი №1);
1.2.2. პრეტენდენტის მიერ ხარჯთაღრიცხვა ატვირთული იქნეს Excel-ის ფორმატის ფაილის სახით;
1.2.3. სამუშაოების წარმოების პროცესში მიმწოდებელმა სავალდებულოდ უნდა გაითვალისწინოს შემდეგი გარემოებები:
ა) სამშენებლო მასალებზე, საღებავებზე და ხსნარებზე წარმოდგენილი იქნეს ხარისხის დამადასტურებელი სერთიფიკატები;
ბ) დაცული უნდა იყოს „ტექნიკური რეგლამენტის „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის N41 დადგენილების მოთხოვნები;
1.2.4. სამუშაოს აღწერა და შესყიდვის ობიექტის რაოდენობა:
ა) სტუდენტთა საერთო საცხოვრებელი შენობის ფასადის და ნულოვანის სართულის სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები;
ბ) აგრო სახლის სარემონტო სამუშაოები;
გ) ძირითადი სასწავლო კორპუსის დაზიანებული პარაპეტისა და წინაფრების სარემონტო სამუშაოები;
დ) სპორტული მოედნის რეკონსტრუქცია/რეაბილიტაციის სამუშაოები;
ე) დამხმარე სასწავლო კორპუსის წინაფრის სარემონტო სამუშაოები (დაბა თიანეთი);
ვ) დამხმარე სასწავლო კორპუსის წინაფრის და შესასვლელის მოწყობის სამუშაოები (დაბა სტეფანწმინდა).

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

მიმწოდებელი ვალდებულია შესყიდვის ობიექტის მიწოდება უზრუნველყოს ხელშეკრულების გაფორმებიდან 100 (ასი) კალენდარული დღის ვადაში.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1.5.1. მიმწოდებლის მიერ სამუშაოთა წარმოების საფუძველია „სამუშაოთა წარმოების გეგმა-გრაფიკი“, რომელიც სატენდერო წინადადების აუცილებელი ნაწილია. გეგმა-გრაფიკს ცხრილის სახით თავად ადგენს მიმწოდებელი და წარმოადგენს სატენდერო წინადადებასთან ერთად;
1.5.2. პროექტის ხელმძღვანელი, რომელიც განსაზღვრულია სატენდერო წინადადებაში, უზრუნველყოფს ტენდერით გათვალისწინებულ სამუშაოთა წარმოების გეგმა-გრაფიკისა და ხარისხის მოთხოვნების შესრულებას;
1.5.3. იმ შემთხვევაში, როდესაც შემსყიდველთან შეთანხმებული სამუშაოთა წარმოების გეგმა-გრაფიკი დარღვეულია უწყვეტად, ორი კვირის მანძილზე, ან შემსყიდველის მოთხოვნის მიუხედავად, პროექტის ხელმძღვანელი არ ცხადდება სამშენებლო მოედანზე უწყვეტად 5 კალენდარული დღის მანძილზე, შემსყიდველს უფლება აქვს მოსთხოვოს მიმწოდებელს პროექტის ხელმძღვანელის შეცვლა, რაც უნდა განხორციელდეს 5 სამუშაო დღეში;
1.5.4. მიმწოდებლის მიერ ამ მუხლის 1.5.3 პუნქტის მოთხოვნათა გაუთვალისწინებლობა, ასევე, ვითარება, როდესაც პროექტის ხელმძღვანელი უკვე შეიცვალა ორჯერ, წარმოადგენს ხელშეკრულების პირობათა არსებით დარღვევას, რომლის საფუძველზე შემსყიდველი უფლებამოსილია შეწყვიტოს ხელშეკრულება;
1.5.5. მხარეები პერიოდულად განიხილავენ სამუშაოთა წარმოების გეგმა-გრაფიკის შესრულების საკითხებს და დასაბუთებული მიზეზის შემთხვევაში შეაქვთ გრაფიკში სათანადო ცვლილებები ხელშეკრულებით დადგენილი წესით;
1.5.6. ხელშეკრულების შესრულების მთელ პერიოდში, მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს საქართველოში მოქმედი სამშენებლო და გარემოსდაცვითი ნორმების განუხრელი შესრულება;
1.5.7. მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოების შესრულების დროს გამოიყენოს მხოლოდ ის მასალები, რომელთა ხარისხი შეესაბამება საქართველოში აღიარებულ სტანდარტებსა და ნორმებს, წინააღმდეგ შემთხვევაში შემსყიდველი უფლებამოსილია არ ჩაიბაროს ჩატარებული სამუშაოები;
1.5.8. მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოს დასრულებისთანავე გაათავისუფლოს სამუშაო ადგილი სამშენებლო მოწყობილობა-დანადგარებისაგან და სამუშაოების წარმოების პროცესში წარმოქმნილი ნარჩენებისაგან;
1.5.9. მიმწოდებელი ვალდებულია აღადგინოს სამუშაოების წარმოების პროცესში მისი მიზეზით დაზიანებული ინფრასტრუქტურა;
1.5.10. მიმწოდებელი ვალდებულია აანაზღაუროს ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში მის მიერ მოხმარებული კომუნალური მომსახურების საფასური;

1.5.2. სამუშაოს შესრულების ადგილია:

ა) სტუდენტთა საერთო საცხოვრებელი შენობის ფასადის და ნულოვანის სართულის სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები (მცხეთის მუნიციპალიტეტი, სოფ. წინამძღვრიანთკარი);
ბ) აგრო სახლის სარემონტო სამუშაოები (მცხეთის მუნიციპალიტეტი, სოფ. წინამძღვრიანთკარი);
გ) ძირითადი სასწავლო კორპუსის დაზიანებული პარაპეტისა და წინაფრების სარემონტო სამუშაოები (მცხეთის მუნიციპალიტეტი, სოფ. წინამძღვრიანთკარი);
დ) სტადიონის რეკონსტრუქცია/რეაბილიტაციის სამუშაოები (მცხეთის მუნიციპალიტეტი, სოფ. წინამძღვრიანთკარი);
ე) დამხმარე სასწავლო კორპუსის წინაფრის სარემონტო სამუშაოები (დაბა თიანეთი, რუსთაველის ქ. N21);
ვ) დამხმარე სასწავლო კორპუსის წინაფრის და შესასვლელის მოწყობის სამუშაოები (დაბა სტეფანწმინდა, ვიქტორ ფიცხელაურის ქ. N13).

1.6 guarantee period for the works to be performed

შესასრულებული სამუშაოების საგარანტიო ვადების შესახებ ინფორმაცია წარმოადგენს მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების დანართს და შესაბამისად მის განუყოფელ ნაწილს:
1.. კარ-ფანჯრები - იზოალუმინი ან/და ხის მასალისგან დამზადებული - 2 წელი, საკეტები-1 წელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
2. შენობის შიდა მოპირკეთება - 1 წელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
3. ფასადის და სარინელის სამუშოები - 2 წელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
4. სამღებრო სამუშაოები - 1 წელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
5. სანტექნიკა და ელექტროობა - 2 წელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
6. იატაკი - 2 წელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
7. სხვა დანარჩენი - 1 წელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

1. პრეტენდენტს საქართველოს ტერიტორიაზე ან/და სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე (გარდა იმ ქვეყნის ტერიტორიისა, სადაც რეგისტრირებულია პრეტენდენტი) 2022 წლის 01 იანვრიდან, მოცემულ ტენდერში წინადადებების მიღების დასრულების დღემდე, უნდა ჰქონდეს სარემონტო/ სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულების გამოცდილება, ჯამურად არანაკლებ 600 000 (ექვსასი ათასი) ლარის ღირებულებით;
2. პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს, საანგარიშო პერიოდში ანალოგიური სამუშაოების გამოცდილების დამადასტურებელი, მხარეთა მიერ ხელმოწერილი დოკუმენტები: ხელშეკრულებები და მათი შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტები: მიღება-ჩაბარების აქტები, ფორმა 2-ები;
3. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებ(ებ)ის არსებობის შემთხვევაში თუ მოცემული დოკუმენტები ატვირთულია სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში საკმარისია შესაბამისი განცხადების ნომრ(ებ)ის (SPA, NAT, DAP, CMR) წარმოდგენა;
4. ინფორმაცია გამოცდილების შესახებ წარმოდგენილი უნდა იყოს დანართი N2–ის შესაბამისად;
5. თუ პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი სამუშაოები შესრულებულია კერძო კომპანიის (არა შესყიდველი ორგანიზაცია) დაკვეთით, პრეტენდენტმა მოთხოვნილი გამოცდილების დასტურად უნდა წარმოადგინოს ხელშეკრულებ(ები)ა, საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ი და ანგარიშ-ფაქტურ(ები)ა (არსებობის შემთხვევაში - ვრცელდება ანგარიშ-ფაქტურაზე) ან/და ანგარიშსწორების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაცია (საგადახდო დავალება).

2.4.1 requirement related to the experience of the staff of a tenderer

პრეტენდენტმა ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების უზრუნველსაყოფად უნდა გამოყოს პროექტის ხელმძღვანელი, რომელსაც წარმატებით აქვს განხორციელებული არანაკლებ ორი მსგავსი პროექტი (იგულისხმება სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები). პროექტის ხელმძღვანელის გამოცდილების დასადასტურებლად პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს მონაცემები თანდართული ფაილის (პროექტის ხელმძღვანელი) შესაბამისად და პრეტენდენტის წერილობითი დადასტურება, რომ იგი უხელმძღვანელებს ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულებას.

2.5.1 requirement related to the time limits for supplying goods/providing services/performing works (timeline)

პრეტენდენტი ვალდებულია თავად განსაზღვროს და ელექტრონულ სისტემაში ატვირთოს სამუშაოების შესრულების გეგმა-გრაფიკი. გეგმა-გრაფიკით განსაზღვრული ვადა არ უნდა აღემატებოდეს სატენდერო დოკუმენტაციის 1.4 პუნქტით დადგენილ მიწოდების ვადას.

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

სამუშაოები უნდა იყოს შესრულებული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო და საქართველოში მოქმედი ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტების მოთხოვნების შესაბამისად, სამუშაოს შესრულების პროცესში ყველა გამოყენებული მასალა და მოწყობილობა უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოში მოქმედ ყველა სამშენებლო ნორმასა და სტანდარტს. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს გამოყენებული მასალების ხარისხის დამადასტურებელი სერტიფიკატების (მოქმედების ვადის მქონე) წარმოდგენა და მათი მიკვლევადობა. სერტიფიკატების უცხო ენაზე წარდგენის შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანები ქართულ ენაზე.

შემსყიდველი ორგანიზაცია ყოველი შესყიდვის ობიექტიდან გამომდინარე უთითებს ლიცენზიასთან, აკრედიტაციასთან, სტანდარტებთან, ხარისხის შესაბამისობასთან და სხვა დოკუმენტებთან დაკავშირებულ მოთხოვნებს.

2.8.1 requirements related to a sub-contractor

1. მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველს წერილობითი ფორმით მიაწოდოს ინფორმაცია შესყიდვის ობიექტზე მომუშავე ყველა ქვეკონტრაქტორი ორგანიზაციის შესახებ ამ ორგანიზაციათა გამოცდილების შესახებ ინფორმაციაზე მითითებით არაუგვიანეს 5 დღით ადრე, სანამ ქვეკონტრაქტორი შეუდგება საქმიანობას;
2. აღნიშნულ ვადაში შესაბამისი ინფორმაციის წარმოუდგენლობის ან/და არასრულად წარმოდგენის შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრება ერთჯერადი ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით, ხოლო აღნიშნული პუნქტით განსაზღვრული ვადის 10 (ათი) კალენდარულ დღეზე მეტით დარღვევის შემთხვევაში, შემსყიდველი უფლებამოსილია ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება და მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება;
3. მუშაობის პროცესში ქვეკონტრაქტორის შეცვლა, ან დამატებითი ქვეკონტრაქტორის აყვანა ასევე უნდა ეცნობოს შემსყიდველს. მიმწოდებელი ვალდებულია აცნობოს შემსყიდველს მოცულობის რა ნაწილი გადაეცემა ქვეკონტრაქტორს;
4. იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტული ქვეკონტრაქტორისათვის გადასაცემი სამუშაოების საერთო ღირებულება (ერთი ან რამდენიმე ხელშეკრულების ფარგლებში) აღემატება წინამდებარე ხელშეკრულების 40%-ს, მაშინ ქვეკონტრაქტორი უნდა აკმაყოფილებდეს სატენდერო დოკუმენტაციით პრეტენენტისათვის წაყენებულ გამოცდილების მოთხოვნებს, რის თაობაზეც პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია;
5. მიმწოდებელი ვალდებულია, შემსყიდველის დასაბუთებული მოთხოვნის შემთხვევაში, შეცვალოს ქვეკონტრაქტორი კომპანია, რომელიც არაჯეროვნად (უხარისხოდ/დაგვიანებით) ასრულებს სამუშაოებს. აღნიშნული მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს არაუგვიანეს 15 (თხუთმეტი) კალენდარული დღისა. ხსენებული ვადის დარღვევის შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრება ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით. ამასთან, აღნიშნული ვადის 10 (ათი) კალენდარულ დღეზე მეტით გადაცილების შემთხვევაში. მიმწოდებელს დამატებით დაეკისრება პირგასამტეხლო ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0.05 (ნული მთელი ხუთი მეასედი) %-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ან შემსყიდველი ისარგებლებს ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის უფლებით და მოითხოვს ზიანის ანაზღაურებას;
6. ქვეკონტრაქტორ(ებ)ი არ უნდა იყვნენ რეგისტრირებული სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში – „შავი სია“;
7. სამუშაოების ქვეკონტრაქტორ(ებ)ზე გადაცემით მიმწოდებელი არ თავისუფლდება ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებებიდან.
8. ხელშეკრულების ფარგლებში ყველა ქვეკონტრაქტორთან დადებული ხელშეკრულების ასლი უნდა წარედგინოს შემსყიდველს.

2.9 other additional requirements

2.9.1. 2019 წლის 1 იანვრიდან, შემსყიდველი ორგანიზაციები და შესყიდვებში მონაწილეობის მსურველები/პრეტენდენტები/მიმწოდებლები „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე ვალდებულები არიან, სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულონ კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმონ კვალიფიციური ელექტრონული შტამპით;
2.9.2. სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადასტურების მიზნით, უცხოური საწარმოს/უცხოური საწარმოს ფილიალის/წარმომადგენლობის მიერ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში წარმოდგენილ, უცხო ქვეყანაში შედგენილ დოკუმენტზე ხელმოწერები დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიუსის ან შესაბამისი საჯაროსამართლებრივი უფლებამოსილების მქონე პირის მიერ, ხოლო ამ უკანასკნელის ხელმოწერა - ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული;
2.9.3. იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტი არის ამხანაგობა, მაშინ მისმა მონაწილეებმა ტექნიკურ დოკუმენტაციაში მკაფიოდ უნდა განსაზღვრონ (შინაარსობრივად), თუ თითოეული მონაწილე კონკრეტულად რომელ ვალდებულებას შეასრულებს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში. ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იყოს სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N5 შესაბამისად. ამასთან, დასაშვებია ამხანაგობის მონაწილეთა ფინანსური და მატერიალურ-ტექნიკური შესაძლებლობების დაჯამება; ამხანაგობის არცერთი წევრი არ უნდა იყოს რეგისტრირებული სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში – „შავი სია“; წინააღმდეგ შემთხვევაში მოხდება ამხანაგობის დისკვალიფიკაცია წინამდებარე ტენდერიდან დაზუსტების გარეშე.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალი იქნება შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება უნდა მოხდეს სსიპ ,,აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო აკრედიტაციის ცენტრი’’-ს მიერ აკრედიტებული ორგანიზაციის (პირი) დასკვნის საფუძველზე (დასკვნასთან ერთად ერთიან ელექტრონულ სისტემაში წარმოდგენილი უნდა იყოს აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი), ან სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით;

ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ით ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობა უნდა დასტურდებოდეს როგორც პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული წინადადების ფასთან (ხარჯთაღრიცხვის ჯამურ ღირებულებასთან), ასევე ხარჯთაღრიცხვის ერთეულებთან მიმართებით.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

guarantee for assurance of contract performance

6.1 guarantees for assurance of contract performance are requested

3 Процентов

6.2 guarantees are requested in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value

7 Процентов

6.3 duration of guarantee

ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტიის მოქმედების ვადა 60 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადას.

6.4 terms and conditions of guarantee

გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საბანკო ან სადაზღვევო დაწესებულების მიერ ეროვნულ ვალუტაში - ლარში, (ან უცხო ქვეყნის საბანკო დაწესებულებიდან, რომელიც გადაზღვეული იქნება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულების მიერ) შემდეგი ფორმის დაცვით: დაბეჭდილი გარანტიის გამცემი დაწესებულების ტიტულიან ფურცელზე (ბლანკი), ხელმოწერილი უფლებამოსილი პირის მიერ და ბეჭედდასმული.

terms of payment

7.1.1 amount of the sum to be paid in advance and terms for its payment

7.1.1.1. მიმწოდებლის მოთხოვნის საფუძველზე საავანსო ანგარიშსწორება შესაძლებელია განხორციელდეს ერთჯერადად (ან/და ნაწილობრივ, მიმწოდებლის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე), ხელშეკრულების ჯამური ღირებულების არაუმეტეს 30%-ის ოდენობით.
7.1.1.2 საავანსო ანგარიშსწორების მოთხოვნის შემთხვევაში „მიმწოდებელმა“ უნდა წარმოადგინოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან ს.ს.ი.პ. „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის" მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან გაცემული საბანკო გარანტია, რომლის მოქმედების ვადა 30 (ოცდაათი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადას.
7.1.1.3. გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნას ეროვნულ ვალუტაში - ლარში. უცხოური ბანკიდან საბანკო გარანტიის წარმოდგენის შემთხვევაში მასთან ერთად მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს ზემოაღნიშნული საბანკო გარანტიის საფუძველზე საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან გაცემული „კონტრგარანტია“ (ლარში). საბანკო გარანტია და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იქნას ქართულ ენაზე (დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე).
7.1.1.4. ავანსის სახით გადახდილი თანხის გაქვითვა მოხდება ეტაპობრივად, ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების ღირებულების პროპორციულად.

7.2 terms of step by step and/or final payment

7.2.1 ხელშეკრულების ფარგლებში შეიძლება განხორციელდეს სამი სახის ანგარიშსწორება - საავანსო, შუალედური და საბოლოო;
7.2.2. მიმწოდებელი ვალდებულია ანგარიშსწორებისთვის წარმოადგინოს ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების ღირებულება ნაზარდი ჯამით დღგ-ს გათვალისწინებით. თუ შემსყიდველის მიერ ხელშეკრულებით განსაზღვრული შესასრულებელი სამუშაოების ღირებულება ნაკლებია ხელშეკრულების ღირებულებაზე, ასეთ შემთხვევაში არ წარმოიშობა ხელშეკრულების ღირებულების სრულად გადახდის ვალდებულება;
7.2.3. მიმწოდებელი ვალდებულია ანგარიშ-ფაქტურაზე მიუთითოს ხელშეკრულების ნომერი. წინააღმდეგ შემთხვევაში შემსყიდველს უფლება აქვს არ მოახდინოს მისი დადასტურება;
7.2.4. შუალედური ანგარიშსწორება ხდება მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი ფორმა N2, ფორმა N3 და დამატებითი ღირებულების ანგარიშ-ფაქტურის წარმოდგენის შემდგომ;
7.2.5. მიმწოდებელთან ანგარიშსწორება განხორციელდება ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების მიხედვით ფორმა N2 და ფორმა N3-ს საფუძველზე, ხარჯთაღრიცხვაში მითითებული ერთეულის ფასების მიხედვით;
7.2.6. შესრულებულ სამუშაოზე საბოლოო ანგარიშსწორება განხორციელდება სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან სხვა აკრედიტებული პირის მიერ გაცემული ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების მოცულობის დამადასტურებელი დოკუმენტის (დასკვნის) საფუძველზე;
7.2.7. ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების მოცულობის დამადასტურებელი საექსპერტო დასკვნის წარმოდგენას უზრუნველყოფს მიმწოდებელი. ექსპერტიზის მომსახურების ღირებულება ანაზღაურდება ფაქტიურად გადახდილი თანხის დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე, მაგრამ არაუმეტეს საქართველოს მთავრობის 2012 წლის 8 მაისის N171 დადგენილების დანართი N1-ის 137-ე პუნქტით დადგენილი ტარიფის ზღვრული ოდენობისა. შემსყიდველი უფლებამოსილია ექსპერტიზის დასკვნის წარმოდგენამდე შესრულებულ სამუშაოზე შეაჩეროს საბოლოო ანგარიშსწორება ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 5%-ის ოდენობით;
7.2.8. თუ საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების მომენტისთვის, მიმწოდებელი არ წარმოდგენს დოკუმენტურ დასტურს, რომ ამ ხელშეკრულების 6.1.14 და 6.1.16 პუნქტებით გათვალისწინებულ გარემოებებს ადგილი არ ჰქონია ან, ყველა ხარჯი ანაზღაურებულია, შემსყიდველი უფლებამოსილია გამოქვითოს შესაბამისი ხარჯები ასანაზღაურებელი თანხიდან (იხილეთ ხელშეკრულების პროექტი).

7.3 time limits for step by step and/or final payment

ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორება განხორციელდება შესაბამისი დოკუმენტაციის დადასტურებიდან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში ხელშეკრულების პროექტის მე-2 მუხლით დადგენილი პირობების თანახმად.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru