Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Инструменты для контроля физических характеристик (Грузия - Тендер #66767196)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: LTD ,,Batumi water"
Номер конкурса: 66767196
Дата публикации: 06-09-2025
Сумма контракта: 376 200


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT250016370
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 05.09.2025 18:48
Начало приема предложения 13.09.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 16.09.2025 12:00
Предполагаемая цена закупки 376`200.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 38400000-Инструменты для контроля физических характеристик
Коды классификатора
  • 38421100 - Счетчики воды
Срок подачи იხილეთ ტექნიკური დოკუმენტაცია
Дополнительная информация
წყლის მრავალფუნქციური ელექტრონული მრიცხველები
Количество и объём закупок იხილეთ ტექნიკური დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 4`000.00 GEL
Размер гарантии 3`762 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: kristine kaladze :: 03.09.2025 09:56
  • Последнее исправление: kristine kaladze :: 05.09.2025 18:48
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=646704&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

წყლის მრავალფუნქციური ელექტრონული მრიცხველები

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

მრავალფუნქციურ ელექტრონულ მრიცხველს უნდა გააჩნდეს შემდეგი მინიმალური შესაძლებლობები:
ა)ფაქტობრივი მოხმარების შესახებ ინფორმაციის ელექტრონულად გადაცემა;
ბ)კომუნიკაციის ინტერფეისი, მათ შორის, დისტანციურად;
გ) წაკითხვის უნარი არანაკლებ 24 საათში ერთხელ;
დ) მრიცხველსა და პროგრამულ უზრუნველყოფას შორის ორმხრივი კომუნიკაცია კონტროლისთვის (მათ შორის, პროგრამის განახლების/შეკეთებისა და თვითდიაგნოსტიკის ფუნქცია);
ე) მონაცემების უსაფრთხო კომუნიკაციის დაცვის უნარი;
ვ) არასანქცირებული ჩარევის დადგენის ფუნქცია.
ზ) მრავალფუნქციური ელექტრონული მრიცხველები დისტანციურად უნდა გადასცემდეს აღრიცხვის (გაზომვის) მონაცემებს შემსყიდველ ორგზანიზაციას, რომლის უზრუნველყოფაზეც შემსყიდველი თავადაა პასუხისმგებელი. ამასთან, წაკითხული მონაცემების გადაცემა უნდა განხორციელდეს მინიმუმ 7 დღეში ერთხელ. მრავალფუნქციური ელექტრონული მრიცხველის მიერ მოწოდებული ინფორმაციის გადაცემა უნდა მოხდეს რადიო სიხშირით. მიმწოდებელი ვალდებულია არსებულ ან/და მომავალში მოწყობილ ქსელში ჩასართავად საჭირო ინფორმაცია (მრიცხველის მონაცემები და ინფორმაციის წაკითხვისთვის საჭირო სხვა მონაცემები) მიაწოდოს შემსყიდველს ან მის უფლებამოსილ პირებს.
შენიშვნა: პრეტენდენტმა ტექნიკურ დოკუმენტაციაში, დანართი #2-ის გარკვეულ პოზიციაებზე სადაც მითითებულია "დასაზუსტებელია" უნდა მიუთითოს შესყიდვის ობიექტის ზუსტი და არა სავარაუდო მახასიათებელი.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

1.4.1. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს მრიცხველების მიწოდება ხელშეკრულების დადებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში.
1.4.2. მრიცხველების მიწოდება შესაძლებელია ეტაპობრივადაც.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1.5.1. მრიცხველების მიწოდების ადგილია შპს "ბათუმის წყალის" მეჯინისწყლის სასაწყობე მეურნეობა.
1.5.2. საქონელი უნდა იყოს ახალი, ექსპლოატაციაში არმყოფი.
1.5.3. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს წყლის მრიცხველების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად შეფუთვა.
1.5.4. მიმწოდებელი საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოფს მიწოდებული საქონლის გადმოტვირთვას და შემსყიდველის მიერ მითითებულ ადგილზე დასაწყობებას.
1.5.5. მიმწოდებელმა საქონლის მიწოდებისას უნდა წარმოადგინოს წყლის მრიცხველების პასპორტები. მიწოდების დროს უნდა იყოს ჩატარებული წყლის მრიცხველების პირველადი დამოწმება "საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს" მიერ, რომელიც აისახება მრიცხველის პასპორტში სააგენტოს შტამპით და ლოგოთი.
1.5.6. მიმწოდებელი ვალდებულია წარმოადგინოს მრიცხველის წაკითხვის უნიკალური კოდი.

1.7.1 requirement related to guarantee period

1.7.1. წყლის მრიცხველის საგარანტიო ვადა შეადგენს 4 (ოთხი) წელს, რომელიც აითვლება მხარეთა შორის მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების დღიდან;
1.7.2. საგარანტიო პერიოდში წუნის/დეფექტის გამოვლენის ან დაზიანების შემთხვევაში მიმწოდებლის მიერ შესყიდვის ობიექტი უნდა შეიცვალოს ახლით, შემსყიდველის შეტყობინების მიღებიდან არანაკლებ 30 კალენდარული დღის ვადაში, შემსყიდველის მხრიდან ყოველგვარი დამატებითი დანახარჯების გაწევის გარეშე.
1.7.3. საგარანტიო პერიოდში წყლის მრიცხველის შეცვლის შემთხვევაში საგარანტიო ვადის ათვლა დაიწყება შეცვლის თარიღიდან და შეადგენს 4 (ოთხი) წელს.

technical requirements

2.1.1 requirement regarding the trademark, patent, model, source of origin and/or manufacturer of the object of procurement

პრეტენდენტმა ფასების ცხრილის (დანართი №1) შესაბამის ველში უნდა მიუთითოს საქონლის წარმოშობის ქვეყანა, მწარმოებელი ან/და სასაქონლო ნიშანი და მოდელი. აღნიშნული ინფორმაციის წარმოუდგენლობა განაპირობებს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

2.7.1.1. პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შემოთავაზებული საქონლის მწარმოებელზე გაცემული ISO 4064 სტანდარტის მოთხოვნებთან შესაბამისობის დამადასტურებელი სერტიფიკატი;
2.7.1.2. პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს "საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს" მიერ გაცემული სერტიფიკატი(შესაბამის დანართთან ერთად) გაზომვის საშუალებების ტიპის დამტკიცების აღიარების შესახებ, გაცემული პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული წარმოებისა და მოდელის საქონელზე.

2.9 other additional requirements

sample and/or expertise conclusion

3.1.1 requirements related to a sample and/or expertise conclusion

შემსყიდველი ორგანიზაციის წერილობითი მოთხოვნის შემდეგ, ელექტრონულ ტენდერში მონაწილე პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებული მისაწოდებელი საქონლის ნიმუში.
შესყიდვის ობიექტის ნიმუშების მითითებულ ვადაში წარმოუდგენლობა ან მისი შეუსაბამობა სატენდერო განცხადების ან/და სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებთან, ან სისტემის მეშვეობით პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ ტექნიკურ დოკუმენტაციასთან, გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას, ,,ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ’’ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის #12 ბრძანების 32-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,დ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე.



შენიშვნა:
პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის შემთხვევაში, შემსყიდველი პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ ნიმუშს შეინახავს დისკვალიფიკაციის მინიჭების თარიღიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში. შემსყიდველი გამარჯვებული პრეტენდენტის ნიმუშს შეინახავს პრეტენდენტის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში. აღნიშნული ვადების გასვლის შემდგომ შემსყიდველი არ იღებს პასუხისმგებლობას ნიმუშის დაბრუნების შესახებ

3.1.2 time limits for providing a sample and/or expertise conclusion

3.1.3 venue for providing a sample and/or expertise conclusion

ქ. ბათუმი, რ. თაბუკაშვილის ქ. №19, შპს ,,ბათუმის წყალი”-ს ადმინისტრაციული შენობა, მე-2 სართული, შესყიდვების განყოფილება

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1.1 იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალი იქნება შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, პრეტენდენტმა შემსყიდველი ორგანიზაციის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, უნდა წარმოადგინოს (სისტემაში ატვირთოს) ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
4.1.1.2 ფასწარმოქმნის ადეკვატურობა, შესაძლებელია დასაბუთდეს: სსიპ "ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" ან/და შესაბამის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების/აკრედიტაციის მქონე პირის მიერ გაცემული საექსპერტო ან/და საშემფასებლო დასკვნით (პრეტენდენტის მიერ, დასკვნასთან ერთად, ასევე, წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის შესაბამის სფეროში უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი. დოკუმენტში გარკვევით უნდა იკითხებოდეს თუ რომელ სფეროშია აკრედიტირებული დასკვნის გამცემი პირი) ან/და სხვა იმ პირის მიერ, რომელშიც დასაქმებულია აკრედიტებული შემფასებელთა სერტიფიკაციის ორგანოს მიერ შესაბამის სფეროში სერტიფიცირებული შემფასებელი. სხვა პირის მიერ გაცემული საექსპერტო ან/და საშემფასებლო დასკვნა განხორციელებული უნდა იყოს და შეფასების ანგარიშზე/დასკვნაზე ხელი მოწერილი უნდა ჰქონდეს აკრედიტებული შემფასებელთა სერტიფიკაციის ორგანოს მიერ სერტიფიცირებულ შემფასებელს; პრეტენდენტის მიერ შეფასების ანგარიშთან/დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას აკრედიტებული შემფასებელთა სერტიფიკაციის ორგანოს მიერ შემფასებელზე გაცემული სერტიფიკატის ასლი (სერთიფიკატის გამცემი შემფასებელთა სერტიფიკაციის ორგანო აუცილებლად უნდა იყოს აკრედიტებული სსიპ ,,აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო-აკრედიტაციის ცენტრი’’-ს მიერ). აღნიშნული დოკუმენტების წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასკვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.
4.1.1.3 ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ით უნდა დასტურდებოდეს სატენდერო პირობებით განსაზღვრული ვალდებულების შესრულების შესაძლებლობა როგორც პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული სატენდერო წინადადების ფასთან (ფასების ცხრილის (განფასების) ჯამურ ღირებულებასთან), ასევე ფასების ცხრილის (განფასების) ერთეულ ღირებულებასთან მიმართებით.
4.1.1.4 ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დაუსაბუთებლობა მითითებულ ვადაში ან ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტების შეუსაბამობა სატენდერო პირობებთან ან/და სატენდერო წინადადებასთან, გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას, "ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ" სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის #12 ბრძანების 32-ე მუხლის 1-ლი პუნქტის "დ" ქვეპუნქტის საფუძველზე.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

guarantee for assurance of contract performance

6.1 guarantees for assurance of contract performance are requested

5 Процентов

6.2 guarantees are requested in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value

5 Процентов

6.3 duration of guarantee

ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა 60 (სამოცი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს საქონლის მიწოდების ვადას.

6.4 terms and conditions of guarantee

უპირობო, გამოუთხოვადი ხელშეკრულების შესრულების გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნას საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის" მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში. შემდეგი ფორმის დაცვით: დაბეჭდილი გარანტიის გამცემი დაწესებულების ტიტულიან ფურცელზე (ბლანკი), ხელმოწერილი უფლებამოსილი პირის მიერ და ბეჭედდასმული.

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

7.2.1 მიმწოდებელთან ანგარიშსწორება იწარმოებს უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ეროვნულ ვალუტაში, ფაქტიურად მიწოდებული საქონლის შესაბამისად, მიღება–ჩაბარების აქტის, სასაქონლო ზედნადების და შესაბამისი ანგარიშ-ფაქტურის (კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში) საფუძველზე;

7.3 time limits for step by step and/or final payment

ხელშეკრულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის გაფორმებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღე

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ქრისტინე კალაძე, 557639556, qkaladze@gmail.com

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1. პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ სატენდერო წინადადებაში საერთო ფასი წარმოდგენილი უნდა იყოს საქონლის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადების გათვალისწინებით.
10.1.2. სატენდერო დოკუმენტაციის იმ ნაწილში (ტექნიკური პირობები, ხარჯთაღრიცხვა, დანართი და სხვა), სადაც მითითებული იქნება სასაქონლო ნიშანი, მოდელი, წარმოშობის წყარო ან მწარმოებელი, იგულისხმება "მსგავსი" ან "ეკვივალენტური".
10.1.3. პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადების ან მისი შემადგენელი დოკუმენტის წარდგენა შესაძლებელია როგორც ქართულ, ასევე უცხო ენებზე. დოკუმენტის უცხო ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მას უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე. დოკუმენტთან დაკავშირებული სადავო საკითხ(ებ)ის გადაწყვეტისას უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.
10.1.4. სატენდერო პირობების შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და განმარტებების მიღების საშუალება და პროცედურა განისაზღვრება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული "ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის" მე-8 მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.
10.1.5. წინამდებარე შესყიდვა ხორციელდება "სახელმწიფო შესყიდვის შესახებ" საქართველოს კანონისა და "ელექტრონული ტენდერის ჩატარების შესახებ წესის" სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანების შესაბამისად.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru