Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Инженерные услуги (Грузия - Тендер #66767193)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: National Agency for Cultural Heritage Preservation of Georgia
Номер конкурса: 66767193
Дата публикации: 06-09-2025
Сумма контракта: 240 000


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT250016373
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 05.09.2025 19:32
Начало приема предложения 16.09.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 19.09.2025 13:00
Предполагаемая цена закупки 240`000.00 GEL
Заявка должна быть представлена Без НДС
Категория закупки 71300000-Инженерные услуги
Коды классификатора
  • 71320000 - Услуги по техническому проектированию
Срок подачи ხელშეკრულების გაფორმებიდან 6 (ექვსი) კალენდარული თვე
Дополнительная информация
მცხეთის მუნიციპალიტეტში მდებარე ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის - ბებრისციხის (ბელტის ციხის) რეაბილიტაციისა და ინფრასტრუქტურის მოწყობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება (მრავალწლიანი 2025-2026 წელი)
Количество и объём закупок მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში
Шаг снижения цены 2`400.00 GEL
Размер гарантии 2`400 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: tamar bagashvili :: 02.09.2025 18:02
  • Последнее исправление: kristine chilingarashvili :: 05.09.2025 19:32
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=646674&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

მცხეთის მუნიციპალიტეტში მდებარე ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის - ბებრისციხის (ბელტის ციხის) რეაბილიტაციისა და ინფრასტრუქტურის მოწყობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება (მრავალწლიანი 2025-2026 წლები)

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

 პრეამბულა

ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, ბებრისციხე (ბელტისციხე) მცხეთის ჩრდილოეთ გარეუბანში, გორაზე, მდინარე არაგვის მარჯვენა ნაპირზე მდებარეობს. ძეგლი ადრე ფეოდალურ ხანას განეკუთვნება. ისტორიულ წყაროებში იგი პირველად დემეტრე პირველის (1125-1156) გარდაცვალებასთან დაკავშირებით იხსენიება. ვახუშტი ბატონიშვილის მიხედვით: „მცხეთის ჩდილოთ არს ციხე ბელტისა, აღაშენა არდამ ერისთავმან.“ გამოთქმულია ვარაუდი, რომ სტრაბონის მიერ მოხსენიებული სევსამორასა და ბელტის ციხის იგივეობის შესახებ. XIV საუკუნეში ბელტის ციხე სოფელია, რომელიც სვეტიცხოვლის საკათალიკოსო მამულში შედიოდა. XVIII საუკუნეში ციხე იცავდა ღართისკარიდან მცხეთისკენ მიმავალ გზას ლეკიანობის დროს. XIX საუკუნის II ნახევრიდან ბელტის ციხე ბებრისციხედ იხსენიება.
ციხე ორი ნაწილისგან შედგებოდა: მთავარი ციტადელისგან და ქვედა ეზოსგან (საერთო ზომები 100X60 მ). მთავარ ციტადელს სამხრეთიდან ვრცელი ეზო აკრავს და სამკუთხა ფორმისაა, რომლის სამივე კუთხეში კოშკები მდგარა. აქედან სამხრეთ-აღმოსავლეთი ყველაზე დიდია. იგი რამდენიმე სართულიანია, რაც არა მარტო სათავდაცვო, არამედ საცხოვრებლის ფუნქციაზე მიანიშნებს. ჩრდილოეთისა ოთხკუთხაა და უფრო პატარაა, მაგრამ იმავე ფუნქციის უნდა ყოფილიყო. მესამე, აღმოსავლეთის, ცილინდრული კოშკი დანგრეულის ადგილას მოგვიანებით აუგიათ და საგუშაგო ყოფილა. კოშკებში სართულშუა გადახურვა ხის ყოფილა. სამხრეთ-დასავლეთ და ჩრდილოეთ კოშკებს აქვს ისრის სასროლი თავისებური ხვრელები. სამშენებლო მასალად ფლეთილი ქვა და კირხსნარია გამოყენებული. კედლის სისქე 2.0 მეტრია. ციხის ქვედა ეზო ფერდობზე ყოფილა და საკმაოდ ვრცელი ტერიტორია ეკავა. გალავნის აღმოსავლეთ ბოლოში ოთხკუთხა კოშკი დგას.
1939 წელს ციხის გასამაგრებლად მცირე სამუშაოები ჩატარდა, 1962 წელს ძეგლზე არქეოლოგიური სამუშაოები, ხოლო 1983 წელს ძეგლის საკონსერვაციო სამუშაოების პარალელურად, მცხეთის მუდმივმოქმედი არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ გაითხარა ციხესთან არსებული სამაროვანი, რომელიც განვითარებული შუა საუკუნეებით დათარიღდა. სამაროვანში გამოვლენილი არტეფაქტები მცხეთის არქეოლოგიური ექსპედიციის ბაზაზე განთავსდა. შემდგომში ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოები არაერთგზის ჩატარდა.
2010 წელს ძეგლზე მეწყრული პროცესები განვითარდა, რამაც გადაუდებელი სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების აუცილებლობა განაპირობა. 2011 წლის პროექტის მიხედვით, დამეწყრილი ტერიტორია რკინა-ბეტონის მზიდი კედლებით დატერასდა. მოეწყო წყლის გადამყვანი სისტემა, როგორც ჩრდილოეთ და სამხრეთ კოშკში, ასევე ზედა ციხის მთელ ტერიტორიაზე. სამხრეთ და ჩრდილოეთ კოშკის ჩასასვლელად მოეწყო კირის ხსნარზე კიბეები. ზედა და ქვედა ციხის საძირკვლები გამაგრდა და ბზარები ინექტირდა.
2013-19 წლებში ეტაპობრივად ჩატარდა სარეაბილიტაციო სამუშაოები. 2015 წელს დასრულდა ჩრდილოეთის და ჩრდილო-დასავლეთის კედლების საძირკვლების მშენებლობა. 2016 წელს კი ძირითადი კედლები ნაწილობრივ აღდგა. ატმოსფერული ნალექების დაგროვების თავიდან ასაცილებლად, დამუშავდა წყალგადამყვანი სისტემა, თუმცა 2019 წელს განსახორციელებელი სარესტავრაციო სამუშაოები არ დასრულებულა.
დღეს ყველაზე დიდი პრობლემა ციხის გამოქარული და გამოცლილი ფუძე-გრუნტებია, რაც ნიადაგის ეროზიით არის გამოწვეული. ასევე, ციხის კედლები ხე-მცენარეებით არის დაფარული. კოშკების კედლებში ქვებია დაძრული და ცალკეულ შემთხვევაში გადაწყობას მოითხოვს. მოშლილია სართულშუა გადახურვები, კოშკებს დაუყვება გამჭოლი ბზარები, აღმოსავლეთ ნაწილში შესამოწმებელია მჭიმები, დასამთავრებელია დასავლეთ მხარეს კედლის წყობა და ამავე კედელთან პილონებია მოსაწყობი.
ამდენად, მთლიანად შესასწავლია ციხის კედლების ფუძე-გრუნტი. ასევე, დასადგენია კედლების, კოშკების ტექნიკური მდგომარეობა, ციხის ტერიტორიაზე ატმოსფერული ნალექების გადაყვანის საკითხი. არქეოლოგიური ზედამხედველობით, ისე რომ არ დაზიანდეს არქეოლოგიური ობიექტები, ციხის ტერიტორია გასაწმენდია გრუნტისგან და ტერიტორიიდან ატმოსფერული ნალექების სწორად გადაყვანის მიზნით, შესასრულებელია ვერტიკალური გეგმარების პროექტი. ძეგლის მნიშვნელოვნებიდან გამომდინარე, შესამუშავებელია ინფრასტრუქტურის (ბილიკები, მოაჯირები, საინფორმაციო ბანერი, შიდა და გარე განათება და სხვ.) პროექტი.

 პროექტირებისას აუცილებლად გასათვალისწინებელია, რომ:

 საპროექტო დოკუმენტაციის მოსამზადებლად უნდა ჩატარდეს კვლევითი და საფიქსაციო სამუშაოები, ჩამოყალიბდეს რეკომენდაციები ძეგლზე ჩასატარებელი სამუშაოების მეთოდოლოგიის თაობაზე და შესრულდეს ძეგლის რეაბილიტაციის შესაბამისი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია;
 მთლიანად შესასწავლია ციხის კედლების ფუძე-გრუნტი,ასევე, დასადგენია კედლების, ყველა კოშკის ტექნიკური მდგომარეობა;
 არქეოლოგიური ზედამხედველობით, ისე რომ არ დაზიანდეს არქეოლოგიური ობიექტები, ციხის შიდა ტერიტორია გასაწმენდია გრუნტისგან და ტერიტორიიდან ატმოსფერული ნალექების სწორად გადაყვანის მიზნით, შესასრულებელია ვერტიკალური გეგმარების პროექტი, ჩამოსაყალიბებელია ციხის ტერიტორიაზე ატმოსფერული ნალექების გადაყვანის საკითხი;
 ძეგლის მნიშვნელოვნებიდან გამომდინარე, შესამუშავებელია ინფრასტრუქტურის (ბილიკები, მოაჯირები, საინფორმაციო ბანერი და სხვ.) მოწყობის პროექტი;
 ადგილზე შესასწავლია გასულ წლებში დაწყებული და შეჩერებული სამუშაოები და დასადგენია არსებული პროექტით მათი დასრულების მიზანშეწონილობა;
 კვლევითი და საპროექტო დოკუმენტაცია უნდა დამუშავდეს საქართველოს კანონმდებლობისა და კანონქვემდებარე ნორმატიული დოკუმენტების მოთხოვნების გათვალისწინებით, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, მათ შორის პროექტით გათვალისწინებული სარეაბილიტაციო სამუშაოები და მეთოდოლოგია უნდა დაისახოს საქართველოს კანონის „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ მოთხოვნებისა და ძეგლთა დაცვითი საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობის 2007 წლის 28 მარტის №62 დადგენილების „მშენებლობის უსაფრთხოების წესების“ მოთხოვნათა შესაბამისად;
 შემსყიდველი იტოვებს უფლებას საპროექტო სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში დააზუსტოს ისეთი ტექნიკური პირობები, რომლებიც არ გამოიწვევენ სამუშაოების მოცულობებისა და შინაარსის მნიშვნელოვან ცვლილებებს. აგრეთვე, შემსყიდველი იტოვებს უფლებას სატენდერო დავალებისა და სატენდერო წინადადების საფუძველზე დააზუსტოს მოთხოვნები მისაღები (დასამუშავებელი) პროექტის მიმართ;
 გრაფიკული მასალა უნდა მომზადდეს ციფრულ (ვექტორული DWG, DXF, PLN გაფართოების ფაილი - Autocad, Archicad) პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით;
 გასაწევი მომსახურება ორეტაპიანია. შესრულებული სამუშაოების ჩაბარების საბოლოო ვადა განისაზღვრება ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 6 (ექვსი) კალენდარული თვით;
 გასაწევი მომსახურება (მიმდინარე სამუშაოები) პერიოდულად გაკონტროლდება შემსყიდველთან შეთანხმებული, შესასრულებელი სამუშაოების კალენდარული გეგმა-გრაფიკის გათვალისწინებით.
 შესასრულებელი სამუშაოების კალენდარული გეგმა-გრაფიკი მიმწოდებელმა შემსყიდველს უნდა წარუდგინოს ხელშეკრულების გაფორმებიდან, არაუგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო დღეში.

შენიშვნა: სრულყოფილი ტექნიკური დავალება იხილეთ მიმაგრებულ ფაილებში. (საინფორმაციოდ იტვირთება წინა წლებში განხორციელებული სამუშაოების შესახებ ინფორმაცია).

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 6 (ექვსი) კალენდარული თვე

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

მცხეთის მუნიციპალიტეტში მდებარე ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის - ბებრისციხე (ბელტის ციხე)

ხოლო საპროექტო დოკუმენტაცია წარმოდგენილ უნდა იქნას: ქ. თბილისი, აღმაშენებლის გამზირი #79.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

 პრეტენდენტს 2017 წლიდან დღემდე უნდა გააჩნდეს მინიმუმ ერთი საზოგადოებრივი შენობა-ნაგებობის რეაბილიტაციის საპროექტო დოკუმენტაციის შედგენის გამოცდილება, რომლის ღირებულება ლარებში უნდა შეადგენდეს არანაკლებ 120,000.00 ლარს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ყველა გადასახადის ჩათვლით.

 ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იქნას ჩამონათვალის სახით (არსებობის შემთხვევაში CMR/SPA/NAT ნომრის მითითებით), რომელსაც თან უნდა ერთვოდეს აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტები: დამკვეთსა და შემსრულებელს (ქვეკონტრაქტორს) შორის გაფორმებული ხელშეკრულების და მიღება-ჩაბარების აქტების ასლების და/ან სხვა დოკუმენტების სახით.

 იმ შემთხვევაში, თუ სამუშაოები შესრულებულია კერძო სამართლის იურიდიული პირის ან ფიზიკური პირის დაკვეთით (არა სახელმწიფო შემსყიდველი ორგანიზაცია), პრეტენდენტმა ზემოაღნიშნული დოკუმენტებთან ერთად უნდა წარმოადგინოს ამ სამუშაოების შესრულების ამსახველი ფინანსური დოკუმენტაცია: დადასტურებული საგადასახადო ანგარიშფაქტურები (არსებობის შემთხვევაში) და/ან გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები და შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში ამონაწერი საბანკო ანგარიშებიდან.

 გამოცდილების ამსახველი CMR/SPA/NAT განცხადებების შესაბამის ველში სამუშაოს შესრულების სრულყოფილი დოკუმენტების არსებობის შემთხვევაში დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენა სავალდებულო არ არის.

 პრეტენდენტს 2021 წლიდან ტენდერის გამოცხადების დღემდე, არ უნდა ჰქონდეს სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსთან ვალდებულებების შეუსრულებლობის ან/და არაკეთილსინდისიერად შესრულებული სამუშაოების მიზეზით შეწყვეტილი ხელშეკრულება.

2.4.1 requirement related to the experience of the staff of a tenderer

 პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს პროექტის მომზადების პროცესში მონაწილე პირების შესახებ ინფორმაცია, კერძოდ: არქიტექტორ-რესტავრატორი, ინჟინერ-კონსტრუქტორი, ინჟინერ-გეოლოგი, არქეოლოგი და ხელოვნებათმცოდნე.

 არქიტექტორ-რესტავრატორს, ინჟინერ-კონსტრუქტორს, ინჟინერ-გეოლოგს და ხელოვნებათმცოდნეს, 2017 წლიდან დღემდე, უნდა გააჩნდეთ მინიმუმ 3 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე, კერძოდ ისტორიულ შენობა-ნაგებობაზე რეაბილიტაციის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების გამოცდილება, ხოლო არქეოლოგს, ანალოგიურ პერიოდზე მინიმუმ 3 შენობა-ნაგებობის რეაბილიტაციის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებაში მონაწილეობის გამოცდილება.

 გამოცდილების ამსახველ ინფორმაციაში წარმოდგენილი უნდა იყოს: პროექტის (სამუშაოს) დასახელება, განხორციელების ვადა თარიღების მითითებით, დამკვეთი (ორგანიზაციის დასახელება, ს/კ) და პერსონალის პოზიცია (დანართის შესაბამისად).

 დოკუმენტი (CV) ხელმოწერილი უნდა იყოს დასაქმებული პერსონალის მიერ და დათარიღებული არაუადრეს ტენდერის გამოცხადების დღისა. ასევე, კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან კვალიფიციური ელექტრონული შტამპით დამოწმებული პრეტენდენტის მიერ.

 წარმოდგენილი უნდა იყოს არქიტექტორ-რესტავრატორის, ინჟინერ-კონსტრუქტორისა და ინჟინერ-გეოლოგის დიპლომის ასლი.

შენიშვნა: წარმოდგენილი ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, სააგენტო იტოვებს უფლებას მოითხოვოს პრეტენდენტის მიერ მითითებული, პერსონალის შესრულებულ სამუშაოთა შესახებ ანგარიშები, მიღება-ჩაბარების აქტები, ხელშეკრულებები, პროექტები.

2.5.1 requirement related to the time limits for supplying goods/providing services/performing works (timeline)

შესასრულებელი სამუშაოების კალენდარული გეგმა-გრაფიკი მიმწოდებელმა შემსყიდველს უნდა წარუდგინოს ხელშეკრულების გაფორმებიდან, არაუგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო დღეში.

2.9 other additional requirements

მიმწოდებელი ვალდებულია:
ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, სამუშაოების დაწყებამდე გადაიხადოს სანებართვო მოსაკრებელი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების ნებართვის მისაღებად 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით, მიმართოს სააგენტოს და აიღოს შესაბამისი ნებართვა არაუგვიანეს 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში, წინააღმდეგ შემთხვევაში შემსყიდველი იტოვებს უფლებას ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.3 substantiation of not considering adequacy of pricing

მომსახურების სპეციფიკიდან გამომდინარე (ვინაიდან შესყიდვა მოიცავს ინტელექტუალურ მომსახურებას), ტენდერში არ გამოიყენება ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთების ვალდებულება.

guarantee for assurance of contract performance

6.1 guarantees for assurance of contract performance are requested

2 Процентов

6.2 guarantees are requested in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value

5 Процентов

6.3 duration of guarantee

ხელშეკრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა 90 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადას.

6.4 terms and conditions of guarantee

ხელშეკრულების შესრულების უპირობო და გამოუთხოვადი გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის" მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში.

უცხოური ბანკიდან ან/და სადაზღვევო კომპანიიდან საბანკო გარანტიის წარმოდგენის შემთხვევაში მასთან ერთად მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს ზემოაღნიშნული საბანკო გარანტიის საფუძველზე საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან გაცემული „კონტრგარანტია“ (ლარში).

საბანკო გარანტია და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იქნას ქართულ ენაზე (დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე).
გარანტია უნდა იყოს უპირობო და შემსყიდველს უნდა აძლევდეს უფლებას გარანტიის გამცემი დაწესებულებისგან პირველი მოთხოვნისთანავე, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, მიიღოს შესაბამისი თანხა.

მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი, ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის უპირობო საბანკო გარანტია გამოიყენება მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის, ან არაჯეროვნად შესრულების გამო, აგრეთვე შემსყიდველის მიერ პირგასამტეხლოს გამოყენებისა და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში შემსყიდველს უფლება აქვს აამოქმედოს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია სრული ოდენობით.

მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების გამო, შემსყიდველის მიერ ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შემთხვევაში, შემსყიდველი უფლებამოსილია აამოქმედოს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი უპირობო საბანკო გარანტია სრული ოდენობით. ამ შემთხვევაში საბანკო გარანტიის ამოქმედება მიმწოდებელს არ ათავისუფლებს შემსყიდველისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებისგან.

terms of payment

7.1.1 amount of the sum to be paid in advance and terms for its payment

წინასწარი ანგარიშსწორების შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია, წარმოადგინოს ავანსის სახით გადასახდელ თანხაზე (ხელშეკრულებით შესაბამისი წლისთვის გათვალისწინებული ღირებულების არაუმეტეს 30%) საავანსო საბანკო გარანტია, რომლის მოქმედების ვადა 90 (ოთხმოცდაათი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადას.

ყოველი წლის 10 დეკემბრამდე ხელშეკრულების შესაბამისი წლის ღირებულების სრულად აუთვისებლობის შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებული იქნება წარმოადგინოს ყოველი მიმდინარე წლის ღირებულებიდან აუთვისებელი თანხის 100% საავანსო საბანკო გარანტია, რომლის მოქმედების ვადაც 90 (ოთხმოცდაათი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადას. აღნიშნული ვადის დარღვევის შემთხვევაში, შემსყიდველი უფლებამოსილია შეწყვიტოს ხელშეკრულება და მიმწოდებელს დააკისროს პირგასამტეხლო ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 5%-ის ოდენობით.

საავანსო თანხის გადახდა მოხდება შესაბამისი საბანკო გარანტიის წარმოდგენის დღიდან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.

7.2 terms of step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება ეტაპობრივად, ყოველი ეტაპის დასრულებიდან და მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან (არსებობის შემთხვევაში საგადახდო დოკუმენტის წარმოდგენიდან) 10 (ათი) სამუშაო დღეში.

მეორე ეტაპის მიღება და ანგარიშსწორება განხორციელდება სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან აკრედიტირებული პირის მიერ გაცემული დადებითი დასკვნის საფუძველზე.

შენიშვნა: ექსპერტიზაზე პროექტს წარადგენს და ანაზღაურებას ახორციელებს შემსყიდველი.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება მოხდება ეტაპობრივად, მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ის გაფორმებისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი საგადასახადო დოკუმენტაციის წარდგენიდან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.

წლების მიხედვით განაწილება მოხდება შემდეგი სახით:
2025 წელს 168,000.00 (ას სამოცდარვა ათასი) ლარის, ხოლო 2026 წელს - 72,000.00 (სამოცდათორმეტი ათასი) ლარის ანგარიშსწორება.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ქრისტინე ჩილინგარაშვილი, 577318148, KRISTICHILINGARASHVILI1@GMAIL.COM

additional information/document

10.1 additional information/documents

1. ტენდერში მონაწილეობის მიღებით პრეტენდენტი ავტომატურად გამოხატავს თანხმობას სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ მოთხოვნებზე.

2. მიმწოდებელი ვალდებულია, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით.

3. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს სანოტარო წესით დამოწმებული ქართული თარგმანი.

4. დავის შემთხვევაში უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.

5. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში – სისტემა) ატვირთული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპით უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთულ უნდა იქნას მინდობილობა ან რწმუნებულება).

6. იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო პირობებზე ხელისმომწერი პირი არ არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ხელისმოწერისათვის გაცემული მინდობილობა.

7. პრედენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება.

8. სატენდერო წინადადებაში საერთო და ერთეულის ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯის ჩათვლით.

9. სატენდერო წინადადების ფასი სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში მითითებული უნდა იქნეს დღგ-ს გარეშე, სამუშაოები „საქართველოს საგადასახადო კოდექსის“ 170-ე მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად აღნიშნული სამუშაო დღგ-გან გათავისუფლებულია.

10. პრეტენდენტის მიერ ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით ხარჯთაღრიცხვის წარმოუდგენლობა (Excel -ის ფორმატში)) ან წარმოდგენილ ხარჯთაღრიცხვაში 1%-ზე მეტი განუფასებელი პოზიცი(ებ)ის შემთხვევაში მოხდება მისი დისკვალიფიკაცია დაზუსტების გარეშე.

11. ხარჯთაღრიცხვის ფორმაში დაუშვებელია სამუშაოების დასახელების, განზომილების, რაოდენობების და გაუთვლისწინებელი ხარჯების %-ის ცვლილება. ერთნაირი დასახელების სამუშაოზე გათვალისწინებული უნდა იყოს ერთნაირი ფასი.

12. ხარჯთაღრიცხვის გაფასებისას პრეტენდენტმა უნდა გაითვალისწინოს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის #55 დადგენილების (ტექნიკური რეგლამენტის - ,,სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას ზედნადები ხარჯებისა და გეგმური მოგების განსაზღვრის წესის“ დამტკიცების შესახებ) მოთხოვნები.

13. სატენდერო დოკუმენტაციაში, შესყიდვის ობიექტის აღწერილობაში, თუ იკითხება სასაქონლო ნიშანი, პატენტი, მოდელი, წარმოშობის წყარო ან მწარმოებელი, იგულისხმება „მსგავსი”, „ეკვივალენტური”.

14. პრეტენდენტის მიერ ტენდერში სავალდებულოდ წარმოსადგენი დოკუმენტებია:

სატენდერო დოკუმენტაციის 1.3. პუნქტის თანახმად - ხარჯთაღრიცხვა (Excel -ის ფორმატში);
სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1. პუნქტის თანახმად - ინფ

Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru