ზოგადი სახელმძღვანელო პრინციპები
საქართველოს ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის
ობიექტების/ძეგლების მოვლა-პატრონობა და მათი შენარჩუნება
მნიშვნელოვანია სახელმწიფოს განვითარების პროცესში. ჩასატარებელი
სამუშაოებით მოხდება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის
ობიექტების/ძეგლების შესასწავლად და დასაცავად საჭირო ღონისძიებების
განხორციელება.
კულტურული მემკვიდრეობის ობიექტის/ძეგლის მოკლე აღწერა
ვაშნარის ნაქალაქარი (IV-VIII სს.) მდებარეობს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის
სოფ. გურიანთაში, მდინარე ნატანებისა და სკურდუმის ხერთვისში. ძეგლი
მნიშვნლოვნად დაზიანებულია. ნაქალაქარის ნაშთი მე-19 საუკუნის
მიწურულში ვიზუალურად დაათვალიერეს დიუბუა დე მონპერემ, დ.ბაქრაძემ,
თ.სახოკიამ და სხვ. 1949 წელს იქ სტაციონალური გათხრები ჩაატარა
არქეოლოგმა გ.გობეჯიშვილმა, ხოლო 1963 წელს, აკად. ნ.ბერძენიშვილის
თაოსნობით დაიზვერა ნაქალაქარი და მიმდებარე ტერიტორია. 1993, 2016, 2018, 2020 და 2023
წლებში ძეგლზე მცირე მასშტაბის გათხრები ჩატარდა (გაიწმინდა ადრე
შესწავლილი სამნავიანი ბაზილიკა, მარტირიუმის ზედა ნაწილი და
ციტადელის გალავნის ერთი მონაკვეთი). იქ წარმოებული სამუშაოების
პროცესში აღმოჩნდა იმპორტული და ადგილობრივი წარმოების ნაწარმი:
ამფორები, ამფორისკები, ჯამ-ფიალები, ხელადები, დოქები. ასევე, თიხისა და
მარმარილოს ფილები, ბაზები და სვეტისთავები, წყლის კოლექტორის თიხის
მილები. კამერალური სამუშაოების ჩატარებისას ეროვნულ მუზეუმში
მივაკვლიეთ სატაძრო კომპლექსის სამხრეთ მონაკვეთში გათხრილი
სამაროვნისეული ოქროს ნივთები და სხვა არტეფაქტბი, რომელთა შესწავლის
შედეგად დადგინდება ნაქალაქარის ფუნქციონირების ადრეული ეტაპი.
ზემოაღნიშნული არტეფაქტების მრავალრიცხოვნობა მიუთითებს, რომ ძეგლი
სამონასტრო ცხოვრებასთან ერთად რეგიონის საქალაქო
(სამრეწველო-სავაჭრო) ფუნქციასაც ითვისებდა.
ზემოაღნიშნული ნაქალაქარი იბერია-ეგრისის სამეფოების ზეობის უშუალო
თვითმხილველია. სავარაუდოთ, ნაქალაქარი ეგრისის ტერიტორიაზე
მნიშვნელოვან ფორპოსტს წარმოადგენდა და მე-4 - მე-8 საუკუნეებში საერთო
ქართული პოლიტიკის გამტარებლად გვევლინება. ამიტომ მისი
ფართომასშტაბიანი შესწავლა ადრეშუასაუკუნეების ქალაქმშენებლობის
სიღრმისეულ გაშუქებას სისხორცეულად უკავშირდება.ესენია: გეგმარება,
საგალავნო-დაცვითი სისტემის მშენებლობის სპეციფიკა, კოშკების
გალავანთან კავშირ-ურთიერთობა, საკულტო ნაგებობები და იქ გამოვლენილი
ადრეშუასაუკუნეების ხანის სამაროვნის გავრცლბის არეალის დადგენა.
ციტადელის ტერიტორიაზე არსებული იმფრასტრუქტურის გამოვლენა და
შემორჩენილი გალავნის გეგმის დაზუსტება-ფიქსაცია და საკონსერვაციო
საქმიანობისთვის შესაბამისი პირობების შექმნა .
ძეგლი, საკმაოდ დიდი დროის (IV-VIII სს.) განმავლობაში ფუნქციონირებდა და
სტრატიგრაფიული მონაცემების საფუძველზე მრავალჯერაა
გადაკეთებულ-აღდგენილი. ამასთანავე, არსებობს ნიშნები რომლის
მიხედვითაც იგი წარმოადგენდა მრავალფენიანი სტრატიგრაფიის მქონე
ძგლი.
ვაშნარის ნაქალაქარზე 2025 წელს ჩასატარებული არქეოლოგიური
სამუშაოები:
1. ნაქალაქარ ვაშნარის ტაძრის კედლებისა და მთლიანად ინტერიერის
გაწმენდა-დროებითი კონსერვაციის მოხსნა (20X20 მ.);
2. ბაზილიკის დასავლეთ ნაწილში არსებული კარიბჭის გარეთ,
სამხრეთ-ჩრდილოეთის მიმართულებით, მიწის დაღრმავება პრეპარაციით (10X2
მ.);
3. მარტირიუმის ტერიტორიის, კედლებისა და მის მიმდინარე მონაკვეთების
გაწმენდა და კედლების პრეპარაცია (15X15 მ.);
4. ნაქალაქარის დასავლეთ ნაწილში (მდ. სკურდუმთან) არსებული ციხის
კედლების ნაშთების გათხრა-პრეპარაცია (20X15 მ.);
5. ნაქალაქარის დასავლეთ ნაწილში გამოვლენილი კარიბჭის ჩრდილოეთი
მონაკვეთის გათხრა-პრეპარაცია (15X15 მ.);
6. ნაქალაქარის დასავლეთ ნაწილში (მდ. სკურდუმთან) არსებული ძირითადი
გალავნის გავრცელების არეალის დასადგენად სადაზვერვო თხრილების (5
თხრილი; სიგრძე-5 მ. სიგანე- 2 მ.);
7. ტაძრისა და მის ჩრდილოეთით მდებარე მარტირიუმს შორის არსებულ
სივრცეში დაღრმავება (8X3 მ.);
8. ტაძრის ჩრდილოეთით, სამხრეთით და სამხრეთ-დასავლეთით მდებარე კოშკებს
შორის (N1დაN6 კოშკები) დამაკავშირებელი გალავნის
გათხრა-გაწმენდა-პრეპარაცია (40X2 მ.) და შიდა სივრცეში (სენაკების
ტერიტორია) დაღრმავება;
9. ბაზილიკის ჩრდილოეთით არსებული კოშკის (N6) არეალზე ხშირი მცენარეული
საფარის გაწმენდა და გათხრა-პრეპარაცია (10X10 მ.);
10. ბაზილიკის სამხრეთ-აღმოსავლეთით არსებული კოშკის პერიმეტრის
გაწმენდა, გათხრა-პრეპარაცია (10X10 მ);
11. საკვლევი ტერიტორიის სამხრეთით მდებარე გალავნის კედლის შიდა მხარეს
გამოვლენილი ქვაყრილების გათხრა-პრეპარაცია (8X4 მ.);
12. განათხარი ფართობის (თხრილები) ნაწილობრივი რეკულტივაცია (80 კვ მ.);
არქეოლოგიური გათხრების ჩატარების პირობები
სამუშაოების ჩატარებისას ყურადღება უნდა მიექცეს სამუშაოთა
შესრულების ხარისხობრივ მაჩვენებლებს, რომელთა დაცვა სავალდებულოა
კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების ფასეული ელემენტების
შესანარჩუნებლად. მუშაობის პროცესში მიმწოდებელი ვალდებულია,
სამუშაოები შეასრულოს საველე-არქეოლოგიური სამუშაოების მეთოდების
სრული დაცვით;
სამუშაოთა მიმდინარეობისას გამოვლენილი არქეოლოგიური ობიექტები და
არქეოლოგიური მასალა მიმწოდებელმა სათანადოდ უნდა დაიცვას
დაზიანებისგან, განადგურებისა და დაკარგვისგან, ასევე გარემო
პირობებისა და სხვა არასასურველი ზემოქმედებისაგან;
თუ არქეოლოგიურ სამუშაოთა მიმდინარეობისას გამოვლინდა მაღალი
მატერიალური ღირებულების მქონე ნივთი (ნივთები), ამასთანავე,
მეთოდოლოგიური, კლიმატური, ტექნიკური ან სხვა პირობების გამო ვერ
ხერხდება მისი (მათი) დაუყოვნებლივ ამოღება და უსაფრთხო ადგილას
ტრანსპორტირება, მიმწოდებელი ვალდებულია, დაუყოვნებლივ მიმართოს
შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს;
მოძრავი არქეოლოგიური მონაპოვარი, უნდა ჩაბარდეს უახლოეს
მუზეუმ-ნაკრძალს, მუზეუმს ან სხვა შესაბამის სამეცნიერო დაწესებულებას
სათანადო თანმხლებ დოკუმენტაციასთან ერთად;
არქეოლოგიური სამუშაოების მიმდინარეობისას, ახლადგამოვლენილი
გარემოებ(ებ)ით გამოწვეული ცვლილებები შეთანხმებულ უნდა იქნეს
შემსყიდველთან.
ძირითადი პირობები
მიმწოდებელი შემსყიდველთან შეთანხმებული სამუშაოების გრაფიკის
შესაბამისად, წარუდგენს მას ინფორმაციას, წერილობითი ანგარიშის სახით,
გათვალისწინებული სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ. იგი
ვალდებულია, გაითვალისწინოს შემსყიდველის შენიშვნები და
წინადადებები, რაც შემდგომში საფუძვლად დაედება შესრულებული
სამუშაოების ანაზღაურებას.
სამუშაოების შესრულების გრაფიკი განსაზღვრავს სამუშაოთა
მიმდინარეობას და შემსყიდველისათვის ეტაპობრივად წარდგენის
გეგმას.
ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების ანგარიშები, უნდა ჩაბარდეს ქვემოთ
ჩამოთვლილი კრიტერიუმების გათვალისწინებით:
ტექსტი აკრეფილი უნდა იყოს A4 ზომის სტანდარტულ ფურცელზე; შრიფტის სახე
-Sylfaen;
ტექსტის შრიფტის ზომა - 11; სქოლიოს შრიფტის ზომა - 10;
სტრიქონებს შორის ინტერვალი - 1,15;
ფურცლის გვერდზე ტექსტის მინდორი: მარცხნიდან – 1.5სმ, მარჯვნიდან - 1 სმ,
ზემოდან - 2.5 სმ, ქვემოდან 2.5 ს.
ავტორის სახელი და გვარი დაიწეროს სათაურის ქვეშ, მარჯვენა მხარეს.
ელექტრონული ფოსტის მითითებით.
სურათები - ნუმერაციის მითითება ტექსტში, ფრჩხილების გამოყენებით, მაგ.,
(სურ.1).
საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია ლიტერატურისა და შენიშვნების
ჩატანა სქოლიოში.
შესრულებული სამუშაოების ანგარიში შემსყიდველს წარედგინება -
ანგარიშის ელექტრონული ვერსიის კომპაქტური დისკის (2 ეგზემპლარი),
მაღალი რეზოლუციის ფოტომასალის კომპაქტური დისკისა (1 ეგზემპლარი) და
მყარი ასლი ალბომის სახით (1 ეგზემპლარი).
მიმწოდებელი ვალდებულია, არქეოლოგიური სამუშაოების დაწყებამდე
კულტურული მემკვიდრეობის ობიექტზე დაამონტაჟოს ჩასატარებელი
სამუშაოების ამსახველი საინფორმაციო ბანერი, რომელიც უნდა შეიცავდეს
შემდეგ ინფორმაციას:
მესაკუთრე;
შემსყიდველი; მიმწოდებელი;
ჩასატარებელი სამუშაოს სახეობა;
შემსყიდველისთვის გადასაცემი საბოლოო პროდუქცია
წარმოდგენილი პირობებისა და ვადების ფარგლებში, მიმწოდებელმა საბოლოო
პროდუქციის სახით შემსყიდველს უნდა გადასცეს არქეოლოგიური კვლევის
ჩატარების შედეგები, შემდეგი შემადგენლობით:
შესწავლილი ტერიტორიის, მასზე გამოვლენილი ობიექტების ფიქსაცია და
მოპოვებული მასალის პირველადი დამუშავება, მათ შორის ფოტო და
ვიზუალური აღწერის მასალები
შესწავლილი ტერიტორიის (ობიექტის) ისტორიულ_ბიბლიოგრაფიული და
საარქივო კვლევის მასალები შესაბამისი წყაროების მითითებით, მასზე
მოპოვებული პირველადი ინფორმაციის საარქივო მონაცემებთან მიმართების
ანალიზი;
შესწავლილი ტერიტორიის ადგილმდებარეობის სიტუაციური გეგმა (მასშტაბი
1:2000 ან
1:500), GGPS კოორდინატებით;
არქეოლოგიური კვლევისას გამოვლენილი ობიექტების განლაგების სქემა და
ანაზომი; გამოხაზული ნახაზები (მასშტაბი 1:10 ან 1:20 ან 1:25 ან 1:50 ან 1:100) ძირითადი
პარამეტრების ზომების დატანით;
შესწავლილი ტერიტორიის კვადრატებად დაყოფის სქემა; ტექსტური
აღწერილობა;
ხარჯთაღრიცხვა (მიმწოდებლის მიერ დამოწმებული ბეჭდით და
ხელმოწერით).
სამუშაოთა შესრულების ვადები
შესრულებული სამუშაოს ანგარიშის ჩაბარების საბოლოო ვადაა
არქეოლოგიური სამუშაოების ნებართვის მიღებიდან 2 კალენდარული თვე.
შენიშვნა: სრულყოფილი ტექნიკური დავალება იხილეთ მიმაგრებულ ფაილებში.