პროექტის შესახებ
პროექტის ძირითად მიზანს წარმოადგენს მაშავერს გორის არქეოლოგიური
კვლევა.
მაშავერას გორა ბოლნისის მუნიციპალიტეტში, სოფ. ხატავეთიდან (ყოფილი
სოფ. პატარა ახმედლო) ჩრდილო-დასავლეთით 2 კილომეტრში, მდინარე
მაშავერას მარჯვენა ტერასაზე მდებარეობს. საკვლევი არქეოლოგიური
ობიექტი 1988 წელს საბჭოთა მესაქონლეობის კომპლექსის მშენებლობისას იქნა
დაფიქსირებული. მიმდებარე ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოების დროს
დაზიანდა არქეოლოგიური მასალის შემცველი 3 მეტრი სიმაღლის ბორცვი.
სამშენებლო ზონაში მოექცა შულავერ - შომუთეფეს კულტურის საკმაოდ
საინტერესო და მნიშვნელო
ვანი გორანამოსახლარის ჩრდილოეთ ნაწილი. ბორცვის დაზიანებული ნაწილის,
ანუ მისი ჩრდილოეთ დაფერდების, შესწავლა დაიწყო ქვემო ქართლის
არქეოლოგიურმა ექსპედიციამ დ. გოგელიას ხელმძღვანელობით.
გორანამოსახლარს მისი ადგილმდებარეობის გამო მაშავერას გორა ეწოდა.
დაზიანებული მონაკვეთის გაწმენდის შემდეგ, ექსპედიციის მიერ
შესწავლილიქნა 260 კვადრატული მეტრამდე ფართობი, სადაც გამოვლინდა
ალიზის აგურით ნაგები რამოდენიმე წრიულ სახლი, სხვადასხვა
კონფიგურაციის კედლები და არქეოლოგიური მასალა, რომელიც
შულავერ-შომუთეფეს ნეოლითური კულტურისთვისაა დამახასიათებელი.
ქვემო ქართლის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ სხვადასხვა მიზეზების გამო
ძეგლზე მხოლოდ ერთი სეზონი იმუშავა. გათხრილ ფართობზე გამოვლენილი
ნაგებობები სამუშაო სეზონის ბოლოს დაიფარა მიწით (აღნიშნული
ნაგებობების წრიული ფორმა და კედლების მოყვანილობა დღესაც შეიმჩნევა
გათხრილი ფართობის დათვალიერებისას).
დიდხნიანი წყვეტის შემდეგ მაშავერას გორის შესწავლა 2020 - 2021 წელებში
გაგრძელდა. არქეოლოგიურ სამუშაოები ჩაატარა საქართველოს ეროვნულმა
მუზეუმის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ, საქართველოს კულტურული
მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით. 2020 წელს
სამუშაოები 2 არეალზე მიმდინარეობდა. პირველი არეალი 1988 წ. გათხრილი
ფართობის სამხრეთ, ხოლო მეორე დასავლეთ ნაწილში მოინიშნა. პირველ
სეზონში სამუშაოები 125 მ2 ფართობზე ჩატარდა. აქ დაფიქსირებულმა
განსხვავებულმა ორმწკრივა და სამმწკრივა ალიზის აგურებით ნაგებმა
შენობებმა და კედლებმა განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია. აქედან
გამომდინარე. გორა-ნამოსახლარზე არქეოლოგიური გათხრები 2021 წელსაც
გაგრძელდა. ექსპედიციამ ჯამში, 2 წლის განმავლობაში, არქეოლოგიური
სამუშაოები ჩაატარა 275 მ2 ფართობზე.
მაშავერას გორაზე 2020-2021 წლებში ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების
შედეგად გამოვლენილი ორმწკრივა და სამმწკრივა გამოუწვავი ალიზის
აგურებისგან აგებული ნაგებობების საშუალებას გვაძლევს ვთქვათ, რომ
საქმე გვაქვს სიახლესთან, რომელიც თავისი სამშენებლო ტრადიციით
გამოარჩევს აღნიშნულ ნამოსახლარს შომუთეფე-შულავერის კულტურის სხვა
ძეგლებისაგან. ორი და სამი მწკრივისგან აშენებული კედლები ერთეული
ფრაგმენტების გარდა უჩვეულოა აღნიშნული კულტურის სხვა ძეგლებისთვის.
არქიტექტურასთან ერთად საინტერესოა კერამიკული მასალა, ქვის იარაღები,
ობსიდიანი, ოსტეოლოგიური მასალა და სხვა. საინტერესოა პალინოლოგიური
და არქეოობოტანიკური შედეგები. ნამოსახლარის გთხრილ ფართობზე ძველი
გათხრების ჩრდილოეთით დაფიქსირდა ასევე შუა საუკუნეების პერიოდის
შემცველი ფენები. ახალმა კვლევებმა გაამდიდრა ჩვენი ცოდნა ნეოლითის
ხანის სამიწათმოქმედო და სამეურნეო საქმიანობაზე. მომავალი კვლევები
კი დაგვეხმარება უკეთესად გავიგოთ აღნიშნულ რეგიონში ნეოლითის
პერიოდში მიმდინარე სოციალ-ეკონომიკური ცხოვრება.
ჩვენი აზრით მნიშვნელოვანია ბორცვის საფუძვლიანი შესწავლის
გაგრძელება თანამედროვე გათხრების მეთოდოლოგიით და შესაბამისი
დოკუმენტაციით. საკმაოდ საინტერესო იქნება იმის გარკვევა, არსებობს თუ
არა მაშავერას გორაზე ჩრდილოეთ ნაწილში აღმოჩენილი ორმწკრივა ალიზის
აგურებისგან ნაგები სახლები და კედლები მის სხვა მონაკვეთებში. ასევე
გაურკვეველი კონფიგურაციის თხრილები, რომელიც ფიქსირდება სხვა
შულავერ-შომუთეფეს კულტურის გორა-ნამოსახლარებზე ( მაგ. არუხლო I ზე და
ა.შ.) და რომელთა ფუნქცია დღემდე გამოცანად რჩება. გარდა ამისა, როგორც
უკვე ცნობილია შულავერ-შომუთეფეს კულტურის წიაღში სხვადახვა
მარცვლეული კულტურების განვითარებასთან ერთად ფიქსირდება უძველესი
ვაზის ჯიშების არსებობა, რაც საკმაოდ დიდ ინტერესს აჩენს თანამედროვე
მკვლევარებში და რითაც დასტურდება სამხრეთ კავკასიის ამ
ადრესამიწათმოქმედო კულტურის მოწინავეობა ვაზის მოშენებაში. ამ
ყველაფერთნ ერთად განსაკუთრებული აქცენტი უნდა გაკეთდეს გორა
ნამოსახლარის პალინოლოგიურ და პალეობოტანიკურ შესწავლაზე, რაც ხშირ
შემთხვევაში სენსაციურ ინფორმაციას იძლევა იმ პერიოდის ფაუნის,
მცენარეული საფარის და სხვა მიმართულებით.
მაშავერას გორაზე პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები მრავალ
მიმართულებას მოიცავს. პროექტის ინტერდისციპლინარული ხასიათი
განაპირობებს იმას, რომ მის შესრულებაში ჩართული იქნებიან სხვადასხვა
დარგის სპეციალისტები და ინსტიტუციები.
პროექტის აღწერა
ბოლნისის მუნიციპალიტეტი, სადაც ძირითადად აღმოჩენილია მაშავერას
გორის თანადროული შულავერ-შომუთეფეს ადრესამიწათმოქმედო კულტურის
ნამოსახლარები, შედის ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში. თვით
ქვემო ქართლი ისტორიულად და გეოგრაფიულად საქართველოს
სამხრეთ-აღმოსავლეთი მხარეა.
ქვემო ქართლის ბუნებრივი საზღვარი ძირითადად მთიან რელიეფზე გადის.
სამხრეთით მას საზღვრავს სომხეთის მთიანეთი, დასავლეთით სველი მთები
და სამსარის ქედი, ჩრდილოეთით თრიალეთის საშუალო სიმაღლის მთათა წყება,
აღმოსავლეთით კი ივრის ზეგანის სამხრეთ-დასავლეთ კიდე. ქვემო ქართლი
თბილისზე გავლით შიდა ქართლს უკავშირდება საქართველოს ყველაზე გრძელ
მდინარის, მტკვრის ვიწრო ხეობით.
ქვემო ქართლი მრავალფეროვანი რელიეფის მხარეა, სადაც გამოიყოფა ვაკე,
მთისწინეთი და მაღალმთიანი ალპური ზონა, რომლებიც ქმნიან მის ფიზიკურ
გეოგრაფიულ თავისებურებას.
ქვემო ქართლის მთავარი ჰიდროგრაფიული ძარღვია მდ. მტკვარი და მისი
მარჯვენა შენაკადები; ხრამი, ალგეთი, მაშავერა. აქ არის ასევე
იხტიოფაუნით მდიდარი ტბები.
პროექტის მიზანი
პროექტის ძირითად მიზანია მაშავერას გორის არქეოლოგიური შესწავლა.
პროექტით განსაზღვრული სამუშაოები
1. საარქივო და გამოქვეყნებული მასალების მოპოვება-დამუშავება.
2. არქეოლოგიური სამუშაოების ჩატარება მაშავერას გორაზე (ს./კ 80.04.62.459;
კოორდინატები: UTM zone 38 T: 41°2616.13"N,44°4237.71"E; ზღვის დონიდან 400 მეტრზე), რაც მოიცავს
გამოვლენილი შენობა-ნაგებობების ფიქსაციას და მოპოვებული მასალის
დოკუმენტირებას. ასევე ნამოსახლარზე არსებული სამშენებლო დონეების
განსაზღვრას. არქეოლოგიური მასალის შედარებით ტიპოლოგიურ
დამუშავებას. თითოეული ნივთის დეტალური აღწერა, ჩახატვა, ფოტოფიქსაცია
და საერთო მონაცემთა ბაზის შექმნას. ძეგლის აბსოლუტური დათარიღებას
თანამედროვე ინტერდისციპლინარული კვლევების საფუძველზე, რაც მოიცავს
რადიოკარბონულ ანალიზებს.
მაშავერას გორაზე 2025 წელს ჩასატარებელ არქეოლოგიური სამუშაოები:
1. მაშავერას გორის და მიმდებარე ტერიტორიის გაწმენდა მცენარეული
საფარისგან (ბალახები, ეკალ-ბარდები), სხვადასხვა ნაგვის ნარჩენებისგან
(ფართობი 100X50 მ);
2. ნარჩენებისა და ნაგვის გატანა 50 მ. მანძილზე ხელით და ურიკით;
3. მაშავერას გორის ჩრდილოეთ ნაწილში ქვემო ქართლის არქეოლოგიური
ექსპედიციის მიერ 80-იან წლებში გათხრილი ტერიტორიის დაყრილი და
ჩამოშლილი მიწის ფენებისგან გაწმენდა 10X15 ფართობზე;
4. მიწის გატანა 50 მ. მანძილზე ხელით და ურიკით;
5. მაშავერას გორაზე დასავლეთ ნაწილში (GPS კოორდ.: X: 4977103.028 Y: 5077122.328) 5X5 მეტრი (I 1
კვადრატი) ფართობზე კულტურული ფენის პრეპარაცია;
6. მაშავერას გორის ჩრდილოეთ ნაწილში 2020 წელს გათხრილი C10, C11 და C12
კვადრატებზე (5X15 მ ფართობი) დაყრილი საკონსერვაციო მიწის აღება
დაფიქსირებული წრიული ნაგებობების ხელხალი გაწმენდა, C10, C11 კვადრატების
შესწავლა;
7. განათხარი ფართობის ნაწილობრივი რეკულტივაცია (60 კვ. მ).
არქეოლოგიური გათხრების ჩატარების პირობები
სამუშაოების ჩატარებისას ყურადღება უნდა მიექცეს სამუშაოთა
შესრულების ხარისხობრივ მაჩვენებლებს, რომელთა დაცვა სავალდებულოა
კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების ფასეული ელემენტების
შესანარჩუნებლად. მუშაობის პროცესში მიმწოდებელი ვალდებულია,
სამუშაოები შეასრულოს საველე-არქეოლოგიური სამუშაოების მეთოდების
სრული დაცვით;
მიმწოდებელი ვალდებულია არქეოლოგიურ კვლევით სამუშაოებში
უზრუნველყოს სტუდნეტების ჩართულობა;
სამუშაოთა მიმდინარეობისას გამოვლენილი არქეოლოგიური ობიექტები და
არქეოლოგიური მასალა მიმწოდებელმა სათანადოდ უნდა დაიცვას
დაზიანებისგან, განადგურებისა და დაკარგვისგან, ასევე გარემო
პირობებისა და სხვა არასასურველი ზემოქმედებისაგან;
თუ არქეოლოგიურ სამუშაოთა მიმდინარეობისას გამოვლინდა მაღალი
მატერიალური ღირებულების მქონე ნივთი (ნივთები), ამასთანავე,
მეთოდოლოგიური, კლიმატური, ტექნიკური ან სხვა პირობების გამო ვერ
ხერხდება მისი (მათი) დაუყოვნებლივ ამოღება და უსაფრთხო ადგილას
ტრანსპორტირება, მიმწოდებელი ვალდებულია, დაუყოვნებლივ მიმართოს
შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს;
მოძრავი არქეოლოგიური მონაპოვარი, უნდა ჩაბარდეს უახლოეს მუზეუმ -
ნაკრძალს, მუზეუმს ან სხვა შესაბამის სამეცნიერო დაწესებულებას
სათანადო თანმხლებ დოკუმენტაციასთან ერთად;
არქეოლოგიური სამუშაოების მიმდინარეობისას, ახლადგამოვლენილი
გარემოებ(ებ)ით გამოწვეული ცვლილებები შეთანხმებულ უნდა იქნეს
შემსყიდველთან.
ძირითადი პირობები
მიმწოდებელი შემსყიდველთან შეთანხმებული სამუშაოების გრაფიკის
შესაბამისად, წარუდგენს მას ინფორმაციას, წერილობითი ანგარიშის სახით,
გათვალისწინებული სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ. იგი
ვალდებულია, გაითვალისწინოს შემსყიდველის შენიშვნები და
წინადადებები, რაც შემდგომში საფუძვლად დაედება შესრულებული
სამუშაოების ანაზღაურებას.
სამუშაოების შესრულების გრაფიკი განსაზღვრავს სამუშაოთა
მიმდინარეობას და შემსყიდველისათვის ეტაპობრივად წარდგენის
გეგმას.
ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების ანგარიშები, უნდა ჩაბარდეს ქვემოთ
ჩამოთვლილი კრიტერიუმების გათვალისწინებით:
ტექსტი აკრეფილი უნდა იყოს A4 ზომის სტანდარტულ ფურცელზე; შრიფტის სახე
-Sylfaen;
ტექსტის შრიფტის ზომა - 11; სქოლიოს შრიფტის ზომა - 10;
სტრიქონებს შორის ინტერვალი - 1,15;
ფურცლის გვერდზე ტექსტის მინდორი: მარცხნიდან – 1.5სმ, მარჯვნიდან - 1 სმ,
ზემოდან - 2.5სმ,
ქვემოდან 2.5 ს.
ავტორის სახელი და გვარი დაიწეროს სათაურის ქვეშ, მარჯვენა მხარეს.
ელექტრონული ფოსტის მითითებით.
სურათები - ნუმერაციის მითითება ტექსტში, ფრჩხილების გამოყენებით, მაგ.,
(სურ.1).
საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია ლიტერატურისა და შენიშვნების
ჩატანა სქოლიოში.
შესრულებული სამუშაოების ანგარიში შემსყიდველს წარედგინება -
ანგარიშის ელექტრონული ვერსიის კომპაქტური დისკის (2 ეგზემპლარი),
მაღალი რეზოლუციის ფოტომასალის კომპაქტური დისკისა (1 ეგზემპლარი) და
მყარი ასლი ალბომის სახით (1ეგზემპლარი).
მიმწოდებელი ვალდებულია, არქეოლოგიური სამუშაოების დაწყებამდე
კულტურული მემკვიდრეობის ობიექტზე დაამონტაჟოს ჩასატარებელი
სამუშაოების ამსახველი საინფორმაციო ბანერი, რომელიც უნდა შეიცავდეს
შემდეგ ინფორმაციას:
- მესაკუთრე;
- შემსყიდველი;
- მიმწოდებელი;
- ჩასატარებელი სამუშაოს სახეობა;
შემსყიდველისთვის გადასაცემი საბოლოო პროდუქცია
წარმოდგენილი პირობებისა და ვადების ფარგლებში, მიმწოდებელმა საბოლოო
პროდუქციის სახით შემსყიდველს უნდა გადასცეს არქეოლოგიური კვლევის
ჩატარების შედეგები, შემდეგი შემადგენლობით:
ა) შესწავლილი ტერიტორიის, მასზე გამოვლენილი ობიექტების ფიქსაცია და
მოპოვებული მასალის პირველადი დამუშავება, მათ შორის ფოტო და
ვიზუალური აღწერის მასალები;
ბ) შესწავლილი ტერიტორიის (ობიექტის) ისტორიულ-ბიბლიოგრაფიული და
საარქივო კვლევის მასალები შესაბამისი წყაროების მითითებით, მასზე
მოპოვებული პირველადი ინფორმაციის საარქივო მონაცემებთან მიმართების
ანალიზი;
გ) არქეოლოგიური კვლევისას გამოვლენილი ობიექტების განლაგების სქემა
და ანაზომი;
დ) შესწავლილი ტერიტორიის ადგილმდებარეობის სიტუაციური გეგმა
(მასშტაბი 1:2000 ან 1:500), GPS კოორდინატებით;
ე) არქეოლოგიური კვლევისას გამოვლენილი ობიექტების განლაგების სქემა
და ანაზომი; გამოხაზული ნახაზები (მასშტაბი 1:10 ან 1:20 ან 1:25 ან 1:50 ან 1:100)
ძირითადი პარამეტრების ზომების დატანით;
ვ) შესწავლილი ტერიტორიის კვადრატებად დაყოფის სქემა;
ზ) სავლევი ტერიტორიების დრონით გადაღება, მასალის დამუშევება; თ)
საველე და ლაბორატორიული ფოტოგადაღება და დამუშავება;
ი) გათხრების დროს მოპოვებული არტეფაქტების პირველადი დამუშავება; კ)
ტექსტური აღწერილობა.
სამუშაოთა შესრულების ვადები
შესრულებული სამუშაოს ანგარიშის ჩაბარების საბოლოო ვადაა
არქეოლოგიური სამუშაოების ნებართვის მიღებიდან 2 კალენდარული თვე.
შენიშვნა: სრულყოფილი ტექნიკური დავალება იხილეთ მიმაგრებულ ფაილებში.