ზოგადი სახელმძღვანელო პრინციპები
საქართველოს ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის
ობიექტების/ძეგლების მოვლა-პატრონობა და მათი შენარჩუნება
მნიშვნელოვანია სახელმწიფოს განვითარების პროცესში. ჩასატარებელი
სამუშაოებით მოხდება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის
ობიექტების/ძეგლების შესასწავლად და დასაცავად საჭირო ღონისძიებების
განხორციელება.
კულტურული მემკვიდრეობის ობიექტის/ძეგლის მოკლე აღწერა სვანეთი
საქართველოს განსაკუთრებული კუთხეა თავისი გეოგრაფიული მდებარეობითა
და კულტურული მემკვიდრეობით. სვანეთმა საქართველოს კუთხეთაგან
ყველაზე საუკეთესოდ შემოინახა ისტორიულ – კულტურული ძეგლები. სვანეთის
კულტურულმა მემკვიდრეობამ დიდი ხანია მიიპყრო მკვლევართა ყურადღება
და დღესაც მდიდარ მასალას იძლევა სხვადასხვა დარგის მეცნიერული
კვლევა-ძიებისათვის. ისტორიული სვანეთის კულტურული ძეგლებისადმი
ინტერესს ჯერ კიდევ ანტიკური დროიდან იჩენდნენ ხოლო საერთო მეცნიერული
ინტერესი ჯერ კიდევ მე -19 საუკუნის მეორე ნახევარში ჩანს საქართველოსა
და კავკასიის ძველი ისტორიის მკვლევართა ნაშრომებში. ამ რიგის ცნობებს
გვაწვდიან: ი. ბართლომეი დ. ბაქრაძე, გ. ფილიმონოვი, ივ. Mმარგიანი, პ.
უვაროვა. ამ მხარის მეცნიერულ გამოკვლევას დიდი ყურადღება დაეთმო ბ.
დეგენ-კოვალევსკის, ე. გაბლიანის, ა. იესენის, ტ. პასეკის, ა. ზოგრაფის, ე.
პახომოვის, გ. გობეჯიშვილის, დ. ქორიძის, ნ. ბერძენიშვილის, ალ.
ჯავახიშვილის, ვ. ბარდაველიძის, გ. დუნდუას, ა. ჩარკვიანის, მ. ჩართოლანის,
შ. ჩართოლანის, გ. გასვიანის, ი. კვიციანის, გ.
ლორთქიფანიძის,,რ.ხვისტანის,ზ.კვიციანისა და სხვათა შრომებში.
მიუხედავად ზემოთ აღნიშნული კომპლექსური სამუშაოებისა დღეს სვანეთში
მდიდარი
მატერიალური და სულიერი კულტურის ძეგლების ნაწილი კვლავ შეუსწავლელია.
მიუხედავად მკვლევრების დიდი მცდელობისა არქეოლოგიური ძეგლების
მოვლა- პატრონობის, დაცვისა და შესწავლის საქმე ვერ დგას თანამედროვე
მოთხოვნების დონეზე. კერძოდ, სერიოზულად დაზიანდა ან მოისპო დიდი
მეცნიერული და სანახაობითი მნიშვნელობის მქონე ძეგლები თითქმის ყველა
სოფელში.
მეგალითური ნაგებობა, რომელიც შესაძლოა საკულტო დანიშნულების
ყოფილიყო, მდებარეობს შემაღლებულ გორაზე. შემორჩენილი საძირკვლის
ნაშთების სიმაღლე დაახლოებით 1 მეტრია. ამ ეტაპზე, მასზე არავითარი
წერილობითი წყარო არ გაგვაჩნია. როგორც ჩანს ეს ნაგებობა ექვთიმე
თაყაიშვილის ექსპედიციის დროს უკვე დანგრეულია, ვინაიდან ის სასაშის
თემის ყველა შემორჩენილ ტაძარს და მასში არსებულ სიწმინდეებს აღწერს
(ექ. თაყაიშვილი–არქეოლოგიური ექსპედიცია ლეჩხუმსა და სვანეთში 1910 წელი,
პარიზი, 1938) გარდა ამ უკანასკნელისა. აღნიშნული ძეგლების შესწავლა
მნიშვნელოვანი ინფორმაციის მომცემი იქნება სვანეთის
ადრეშუასაუკუნეების კვლევის თვალსაზრისით.
ასევე უაღრესად საინტერესო იქნება არსებული მეგალითური ნაგებობის
აღმოსავლეთით, მთის წვერზე, ახალაშენებული წმ. გიორგის სახელობის
ეკლესიის სახრეთით აღმოჩენილი სამარხის შესწავლა.
ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფ. სასაში, ადგილ მუაშში მდებარე
ნაეკლესიარზე 2025 წელს ჩასატარებელი სამუშაოები:
1. ტერიტორიის გაწმენდა მიწისა და მცენარეებისგან (9X55 კვ. მ);
2. სოფ. სასაში ადგილ მუაშში ეკლესიის სამხრეთ ფერდობზე ჰუმუსის მოხსნა
ფართობით 6X5X1.2;
3. სოფ. სასაში ადგილ მუაშში ეკლესიის აღმოსავლეთ ფერდობზე ჰუმუსის
მოხსნა ფართობით 5X5X0,50
4. ნაეკლესიარის ტერიტორიაზე 40 კვ. მ. ფართობის არქეოლოგიური შესწავლა;
5. ნაეკლესიარის ტერიტორიაზე 40 კვ. მ. ფართობზე გამოვლენილი კულტურული
ფენის პრეპარაცია;
6. ნაეკლესიარის ჩრდილოეთით აღმოჩენილი სამარხების პრეპარაცია
/შესწავლა (ფართობი 10X3 მ.);
7. 20024 წელს გამოვლენილი ადრეშუასაუკუნეების მეგალითური ნაგებობის;
8. მიწის გატანა ხელით და ურიკით 10 მ. მანძილზე;
9. განათხარი ფართობის ნაწილობრივი რეკულტივაცია (40 კვ მ.).
არქეოლოგიური გათხრების ჩატარების პირობები
სამუშაოების ჩატარებისას ყურადღება უნდა მიექცეს სამუშაოთა
შესრულების ხარისხობრივ მაჩვენებლებს, რომელთა დაცვა სავალდებულოა
კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების ფასეული ელემენტების
შესანარჩუნებლად. მუშაობის პროცესში მიმწოდებელი ვალდებულია,
სამუშაოები შეასრულოს საველე-არქეოლოგიური სამუშაოების მეთოდების
სრული დაცვით;
მიმწოდებელი ვალდებულია არქეოლოგიურ კვლევით სამუშაოებში
უზრუნველყოს სტუდენტების ჩართულობა;
სამუშაოთა მიმდინარეობისას გამოვლენილი არქეოლოგიური ობიექტები და
არქეოლოგიური მასალა მიმწოდებელმა სათანადოდ უნდა დაიცვას
დაზიანებისგან, განადგურებისა და დაკარგვისგან, ასევე გარემო
პირობებისა და სხვა არასასურველი ზემოქმედებისაგან;
თუ არქეოლოგიურ სამუშაოთა მიმდინარეობისას გამოვლინდა მაღალი
მატერიალური ღირებულების მქონე ნივთი (ნივთები), ამასთანავე,
მეთოდოლოგიური, კლიმატური, ტექნიკური ან სხვა პირობების გამო ვერ
ხერხდება მისი (მათი) დაუყოვნებლივ ამოღება და უსაფრთხო ადგილას
ტრანსპორტირება, მიმწოდებელი ვალდებულია, დაუყოვნებლივ მიმართოს
შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს;
მოძრავი არქეოლოგიური მონაპოვარი, უნდა ჩაბარდეს უახლოეს
მუზეუმ-ნაკრძალს, მუზეუმს ან სხვა შესაბამის სამეცნიერო დაწესებულებას
სათანადო თანმხლებ დოკუმენტაციასთან ერთად;
არქეოლოგიური სამუშაოების მიმდინარეობისას, ახლად გამოვლენილი
გარემოებ(ებ)ით გამოწვეული ცვლილებები შეთანხმებულ უნდა იქნეს
შემსყიდველთან.
ძირითადი პირობები
მიმწოდებელი შემსყიდველთან შეთანხმებული სამუშაოების გრაფიკის
შესაბამისად, წარუდგენს მას ინფორმაციას, წერილობითი ანგარიშის სახით,
გათვალისწინებული სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ. იგი
ვალდებულია, გაითვალისწინოს შემსყიდველის
შენიშვნები და წინადადებები, რაც შემდგომში საფუძვლად დაედება
შესრულებული სამუშაოების ანაზღაურებას.
სამუშაოების შესრულების გრაფიკი განსაზღვრავს სამუშაოთა
მიმდინარეობას და შემსყიდველისათვის ეტაპობრივად წარდგენის
გეგმას.
ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების ანგარიშები, უნდა ჩაბარდეს ქვემოთ
ჩამოთვლილი კრიტერიუმების გათვალისწინებით:
ტექსტი აკრეფილი უნდა იყოს A4 ზომის სტანდარტულ ფურცელზე; შრიფტის სახე
-Sylfaen;
ტექსტის შრიფტის ზომა - 11; სქოლიოს შრიფტის ზომა - 10; სტრიქონებს შორის
ინტერვალი - 1,15;
ფურცლის გვერდზე ტექსტის მინდორი: მარცხნიდან – 1.5სმ, მარჯვნიდან - 1 სმ,
ზემოდან - 2.5 სმ, ქვემოდან 2.5 ს.
ავტორის სახელი და გვარი დაიწეროს სათაურის ქვეშ, მარჯვენა მხარეს.
ელექტრონული ფოსტის მითითებით.
სურათები - ნუმერაციის მითითება ტექსტში, ფრჩხილების გამოყენებით, მაგ.,
(სურ.1). საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია ლიტერატურისა და
შენიშვნების ჩატანა სქოლიოში.
შესრულებული სამუშაოების ანგარიში შემსყიდველს წარედგინება -
ანგარიშის ელექტრონული ვერსიის კომპაქტური დისკის (2 ეგზემპლარი),
მაღალი რეზოლუციის ფოტომასალის კომპაქტური დისკისა (1 ეგზემპლარი) და
მყარი ასლი ალბომის სახით (1 ეგზემპლარი).
მიმწოდებელი ვალდებულია, არქეოლოგიური სამუშაოების დაწყებამდე
კულტურული მემკვიდრეობის ობიექტზე დაამონტაჟოს ჩასატარებელი
სამუშაოების ამსახველი საინფორმაციო ბანერი, რომელიც უნდა შეიცავდეს
შემდეგ ინფორმაციას:
მესაკუთრე; შემსყიდველი; მიმწოდებელი;
ჩასატარებელი სამუშაოს სახეობა;
შემსყიდველისთვის გადასაცემი საბოლოო პროდუქცია
წარმოდგენილი პირობებისა და ვადების ფარგლებში, მიმწოდებელმა საბოლოო
პროდუქციის სახით შემსყიდველს უნდა გადასცეს არქეოლოგიური კვლევის
ჩატარების შედეგები, შემდეგი შემადგენლობით:
ა) შესწავლილი ტერიტორიის, მასზე გამოვლენილი ობიექტების ფიქსაცია და
მოპოვებული მასალის პირველადი დამუშავება, მათ შორის ფოტო და
ვიზუალური აღწერის მასალები;
ბ) შესწავლილი ტერიტორიის (ობიექტის) ისტორიულ_ბიბლიოგრაფიული და
საარქივო კვლევის მასალები შესაბამისი წყაროების მითითებით, მასზე
მოპოვებული პირველადი ინფორმაციის საარქივო მონაცემებთან მიმართების
ანალიზი;
გ) შესწავლილი ტერიტორიის ადგილმდებარეობის სიტუაციური გეგმა
(მასშტაბი 1:2000 ან 1:500), GGPS კოორდინატებით;
დ) არქეოლოგიური კვლევისას გამოვლენილი ობიექტების განლაგების სქემა
და ანაზომი; გამოხაზული ნახაზები (მასშტაბი 1:10 ან 1:20 ან 1:25 ან 1:50 ან 1:100)
ძირითადი პარამეტრების ზომების დატანით;
ე) შესწავლილი ტერიტორიის კვადრატებად დაყოფის სქემა; ვ) ტექსტური
აღწერილობა;
ზ) ხარჯთაღრიცხვა (მიმწოდებლის მიერ დამოწმებული ბეჭდით და
ხელმოწერით).
სამუშაოთა შესრულების ვადები
შესრულებული სამუშაოს ანგარიშის ჩაბარების საბოლოო ვადაა
არქეოლოგიური სანებართვო მოწმობის გაცემიდან 1 (ერთი) კალენდარული
თვე.
შენიშვნა: სრულყოფილი ტექნიკური დავალება იხილეთ მიმაგრებულ ფაილებში.