ზოგადი სახელმძღვანელო პრინციპები
საქართველოს ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის
ობიექტების/ძეგლების მოვლა-პატრონობა და მათი შენარჩუნება
მნიშვნელოვანია სახელმწიფოს განვითარების პროცესში. ჩასატარებელი
სამუშაოებით მოხდება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის
ობიექტების/ძეგლების შესასწავლად და დასაცავად საჭირო ღონისძიებების
განხორციელება.
კულტურული მემკვიდრეობის ობიექტის/ძეგლის მოკლე აღწერა
ხვამლი, იგივე ხომლი, კირქვული მასივია ლეჩხუმში, ხვამლის მთის პლატოზე,
სიგრძე 10.5, სიგანე 7კმ, უმაღლესი წერტილი ზღვის დონიდან 2002მ. (თანამედროვე
ადმინისტრაციული დაყოფით ცაგერის მუნიციპალიტეტი) არაერთი სრულიად
შეუსწავლელი, სხვადასხვა პერიოდის-ქვ. პალეოლითი გვ. შუა საუკუნეები -
არქეოლოგიური ობიექტი მდებარეობს ზღვის დონიდან 1942 მეტრ სიმაღლეზე G.P.S.
4230511-4242944 დგას წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, რომლის მიმდებარედ
ფუნქციურად და ქრონოლიგიურად განსხვავებული ნაგებობების ნაშთები
შეინიშნება. დღეს არსებული შენობა XIX საუკუნის ბოლო წლებშია აგებული,
ძველი ნაგებობის ადგილზე 2007 წელს გაიწმინდა გალავნის მცირე ფრაგმენტი
და კარიბჭე, რამაც გაამყარა ვარაუდი კომპლექსის ქრისტიანობამდელ
წარმოშობაზე. კარიბჭე და გალავნის მონაკვეთი გვ. ანტიკური ხანით
დათარიღდა, თუმცა არ იქნა გამორიცხული, საფუძვლიანი შესწავლის შემდგომ,
უფრო ადრეული ფენების გამოვლენა.
სრულყოფილი არქეოლოგიური გათხრები პირველად 2015 წელს ჩატარდა 2 უბანზე.
გაითხარა ორი წრიული, ერთი ნახევარწრიული ნაგებობა (GPS კოორდინატები - 4230511,
4242944) და რამოდენიმე მღვიმე (GPS კოორდინატები - 4230338, 4243126). ძეგლებზე
გამოვლენილი მასალის დიდი ნაწილი მიეკუთვნება ძვ.წ. I ათასწ. I ნახევარს.
ასევე, რომაულ, ადრეშუასაუკუნეების და განვით. ფეოდალურ პერიოდებს.
2016 წელს გათხრები გაგრძელდა ეკლესიის გალავნის მიმდებარედ. შედეგად
დაფიქსირდა კლდეში ჩაჭრილი ქვით ნაგები ოთხკუთხა ნაგებობის ნაშთი,
ძეგლი წინასწარულად წინაანტიკური ხანით დათარიღდა.
2017 წელს გათხრების შედეგად გამოვლინდა კირის გამოსაწვავი ორმო, რომელიც
მოპოვებული მასალის მიხედვით დათარიღდა ადრე შუასაუკუნეებით (GPS
კოორდინატები-4230336, 4243128).
2018 წელს არქეოლოგიური სამუშაოები მიმდინარეობდა ხვამლის წმინდა
გიორგის ეკლესიის მიმდებარედ (GPS კოორდინატები - 4230512, 4242945; 4230512, 4242947). ასევე
ადგილ “თიხებში” ტბის მიმდებარედ აღმოჩენილ არქეოლოგიურ ობიექტზე (GPS
კოორდინატები - 4230512, 4242945.
2019 წელს წმ. გიორგის ეკლესიის სამხრეთით, (GPS კოორდინატები -08312945, 4710912)
აღმოჩენილი იქნა შუა საუკუნეების მარანი. იმავე წელს მიკვლეული იქნა
ორი წარწერიანი ქვა, რომელიც სპეციალისტთა შეფასებით X-XI საუკუნეებს
ეკუთვნის. 2020 წელს არქეოლოგის ზედამხედველობით დასრულდა კარიბჭის
გაწმენდა, ასევე გაიწმინდა მთავარი გალავანის ნაწილი (45 მ), წმ. გიორგის
სახელობის ეკლესიასთან მდებარე ორი სათავსო და მარანი.
გასულ წელს, არქეოლოგიური სამუშაოები გაგრძელდა სამ უბანზე- N1 უბანზე
გალავნის 30/8 მ ფართობზე , N2 უბანზე სარიტუალო გზის მარცხენა კედელის 20/8
მეტრის ფართობზე და წმ. გიორგის ეკლესიის მიმდებარედ უბან N 3 ზე, სადაც 2020
წელს შესწავლილ იქნა N4 ნაგებობა.
უდავოა, რომ ამ უნიკალური მთის პლატოზე, ფერდობებსა და მისადგომებთან
არსებული ობიექტების არქეოლოგიური კვლევა_ძიება მნიშვენელოვანია
პირველყოფილი ადამიანის ნაკვალევის, პრეისტორიული მეტალურგიის,
რწმენა-წარმოდგენების, ისტორიული გზების, მიგრაციული პროცესების,
ხვამლის გამოქვაბულების დანიშნულების, მათი
ქრონოლოგია_სტრატიგრაფიის და ა. შ., თვალსაზრისით.
2022 წლის არქეოლოგიური გათხრების დროს ეკლესიის დასავლეთით გამოვლინდა
არქეოლოგიური ობიექტი,რომელიც სავარაუდოდ წარმოადგენს კლდოვან ქანზე
ფლეთილი ქვით მოწყობილ სარიტუალო ბაქანს.
ამავე წელს დასრულდა კარიბჭის მარცხნივ გალავნის გაწმენდა საძირკვლის
დონემდე. გათხრების შედეგად გამოჩნდა 1 მეტრის სიმაღლის კედელი. კედლის
სიგანე 1.20 მეტრია გალავნის შემორჩენილი კედლის ქვედა რეგისტრის წყობა,
სავარაუდოდ ყველაზე ადრეულ ფენას უნდა წარმოადგენდეს. ის ნაგებია
მეგალითური ნახევრად დამუშავებული ქვებისაგან. როგორც ჩანს
მიწისძვრის შედეგად გალავნის დიდი ნაწილი გადანგრეულია და მოგვიანო
პერიოდში არის აღდგენილი შედარებით მცირე ზომის დაუმუშავებელი
ქვებისაგან მშრალი წყობით.
2022 წელს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს პროექტის,
„ახალგაზრდები არქეოლოგებთან ერთად“ ფარგლებში, ჩატარდა დაზვერვები
სოფელ ოყურეშის მიმდებარედ ადგილ „ნაქალაქარზე“ სადაც ზედაპირული
დათვალიერებით აღმოჩნდა მშრალი წყობით ნაგებია კედლების და
ნაგებობების ნაშთები. აღსანიშნავია რომ ამ ადგილებშია შემთხვევით
აღმოჩენილი ცნობილი ოყურეშის განძი. რომელიც ამჟამად ცაგერის ისტორიულ
მუზეუმშია დაცული. სწორედ ამიტომ მიგვაჩნია, რომ აუცილებელია მოხდეს ამ
უაღრესად მნიშვნელოვანი არქეოლოგიური ობიექტის მეცნიერული შესწავლა.
ობიექტი მდებარეობს ორ მდინარეს შორის ხერთვისზე და თითქმიs ყველა
მხრიდან ბუნებრივადაა დაცული.
სოფელ ოყურეშის მიმდებარედ ადგილ „ნაქალაქარზე“, არქეოლოგიური
გათხრების შედეგად (მთლიანობაში, არქეოლოგიური ობიექტის შესასწავლად
მოეწყო 12 საცდელ-საძიებო თხრილი. ფ. #98) დადასტურდა ვრცელ ტერიტორიაზე
განფენილი ნამოსახლარი (სავარაუდოდ ნაქალაქარი) და. ნაქალაქარი და
სამაროვანი განლაგებულია შემაღლებულ ტერიტორიაზე და დაცულია
საფორტიფიკაციო სისტემით. ტერიტორიის გარშემო, რამდენიმე ადგილას
შეიმჩნევა კლდის ნახევრად დამუშავებული ქვით ნაშენი სათავდაცვო
გალავანი. არქეოლოგიური არტეფაქტების საფუძველზე, წინასწარულად
შეგვიძლია ვთქვათ, რომ ტერიტორია დასახლებულია ადრერკინის ხანაში (ძვ.წ.
VIII-VII სს.); ადრეანტიკურ ხანაში (ძვ.წ. VI-IV სს.); რომაულ ხანაში (ახ.წ. I-III სს.); შუა
საუკუნეებში.
მომავალი არქეოლოგიური კვლევების დროს შესაძლებელია გამოვლინდეს
სხვა პერიოდის კულტურული ფენებიც. როგორც ჩანს, აღნიშნული ტერიტორიის
სტრატეგიული მნიშვნელობიდან გამომდინარე, ანტიკურ ხანაში
ნამოსახლარი თანდათან ყალიბდება ქალაქად. აღნიშნულის
დამადასტურებელი ფაქტია სამარხ # 2- ში აღმოჩენილი ინვენტარი. სამარხი
ეკუთვნოდა სოციალურად დაწინაურებული ფენის წარმომადგენელს. მისი
ინვენტარის ხასიათიდან გამომდინარე, შეგვიძლია გამოვთქვათ ვარაუდი,
რომ გარდაცვლილი ქალაქის მაცხოვრებელი უნდა ყოფილიყო. მომავალი
არქეოლოგიური გათხრები მრავალ საინტერესო სამეცნიერო პრობლემას
მოჰფენს ნათელს. სავარაუდოა, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე მოსალოდნელია
იმპორტული მასალის აღმოჩენაც, რაც პირდაპირი მანიშნებელი იქნება
სავაჭრო გზების არსებობისა, რომელიც კვეთდა აღნიშნულ ქალაქს. 2024 წელს
ჩატარდა არქეოლოგიური დაზვერვები სოფ. ოფიტარას სამხრეთ-აღმოსავლეთით,
წმ.გიორგის ტბისკენ, ტყის სიღრმეში, ზღვის დონიდან 870-1000 მ-ის სიმაღლეზე
აღმოჩნდა უცნობი. ნამოსახლარი, სადაც დასტურდება სათავსოთა ნაშთები,
ტერასების გასამაგრებელი კედლები, ნაგები კლდის ნატეხი ქვის მშრალი
წყობით. დასახლება საკმაოდ ინტენსიურია და ხშირ შემთხვევაში,
სათავსოებს ერთი კედელი ჰყოფს. კედლების სისქე 1,5 მ-ია და სიმაღლეში
მერყეობს 0.50 მ. დან 1.70მ დაზვერითი ექსპედიციის შედეგად მიკვლეულია
აქამდე უცნობი, მნიშვნელოვანი არქეოლოგიური ობიეტები და არტეფაქტები,
რომელთა ქრონოლოგიური დიაპაზონი საკმაოდ ფართეა და ქვის ხანიდან,
გვიან შუა საუკუნეებამდე მერყეობს.
ცაგერის მუნიციპალიტეტი, ხვამლის წმ. გიორგის ეკლესიის ტერიტორიაზე,
სოფ. ოყურეშთან ადგილ "ნაქალაქარის" სმაროვანზე და სოფ. ოფიტარასთან
"ხვადაბუნების" ნასახლარზე ჩასატარებელი სამუშოები:
1. ხვამლის წმინდა გიორგის ეკლესიის ტერიტორიაზე, კარიბჭის მარჯვნივ
გალავნის გარშემო ჰუმუსის მოხსნა 20X4X 0.3 მ;
2. ხვამლის წმინდა გიორგის ეკლესიის ტერიტორიაზე, გალავნის გარშემო
არქეოლოგიური კვლევა ფართობით 20X4 კვ.მ.;
3. ხვამლის წმინდა გიორგის ეკლესიის ტერიტორიაზე, გალავნის გარშემო
არქეოლოგიური კვლევა, არქეოლოგიური ფენების პრეპარაცია ფართობით 20X4
კვ.მ;
4. სოფელ ოყურეშთან ადგილ "ნაქალაქარის" სამაროვანზე 2 თხრილის ჰუმუსის
მოხსნა თვითოეული ზომით 10X10X0.3მ;
5. სოფელ ოყურეშთან ადგილ "ნაქალაქარის" სამაროვანზე 2 თხრილის
არქეოლოგიური შესწავლა 10X10 მ.;
6. სოფელ ოყურეშთან ადგილ "ნაქალაქარის" სამაროვანზე 2 თხრილში 10X10 მ.
გამოვლენილი კულტურული ფენის პრეპარაცია;
7. სოფელ ოფიტარასთან ადგილ "ხვადაბუნებთან" არსებულ სავარაუდო
ნასახლარზე ჰუმუსის მოხსნა, ფართობი 15X7X0,3 მ;
8. სოფელ ოფიტარასთან ადგილ "ხვადაბუნბზე" სავარაუდო ნასახლარის
გათხრილი არეალის არქეოლოგიური კვლევა, ზომით 15X 7 მ;
9. მიწის გატანა ხელით და ურიკით 30-40 მ. მანძილზე;
10. განათხარი ფართობის (თხრილები) ნაწილობრივი რეკულტივაცია (40 კვ მ.)
არქეოლოგიური გათხრების ჩატარების პირობები
სამუშაოების ჩატარებისას ყურადღება უნდა მიექცეს სამუშაოთა
შესრულების ხარისხობრივ მაჩვენებლებს, რომელთა დაცვა სავალდებულოა
კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების ფასეული ელემენტების
შესანარჩუნებლად. მუშაობის პროცესში მიმწოდებელი ვალდებულია,
სამუშაოები შეასრულოს საველე-არქეოლოგიური სამუშაოების მეთოდების
სრული დაცვით;
მიმწოდებელი ვალდებულია არქეოლოგიურ კვლევით სამუშაოებში
უზრუნველყოს სტუდნეტების ჩართულობა;
სამუშაოთა მიმდინარეობისას გამოვლენილი არქეოლოგიური ობიექტები და
არქეოლოგიური მასალა მიმწოდებელმა სათანადოდ უნდა დაიცვას
დაზიანებისგან, განადგურებისა და დაკარგვისგან, ასევე გარემო
პირობებისა და სხვა არასასურველი ზემოქმედებისაგან;
თუ არქეოლოგიურ სამუშაოთა მიმდინარეობისას გამოვლინდა მაღალი
მატერიალური ღირებულების მქონე ნივთი (ნივთები), ამასთანავე,
მეთოდოლოგიური, კლიმატური, ტექნიკური ან სხვა პირობების გამო ვერ
ხერხდება მისი (მათი) დაუყოვნებლივ ამოღება და უსაფრთხო ადგილას
ტრანსპორტირება, მიმწოდებელი ვალდებულია, დაუყოვნებლივ მიმართოს
შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს;
მოძრავი არქეოლოგიური მონაპოვარი, უნდა ჩაბარდეს უახლოეს
მუზეუმ-ნაკრძალს, მუზეუმს ან სხვა შესაბამის სამეცნიერო დაწესებულებას
სათანადო თანმხლებ დოკუმენტაციასთან ერთად;
არქეოლოგიური სამუშაოების მიმდინარეობისას, ახლად გამოვლენილი
გარემოებ(ებ)ით გამოწვეული ცვლილებები შეთანხმებულ უნდა იქნეს
შემსყიდველთან.
ძირითადი პირობები
მიმწოდებელი შემსყიდველთან შეთანხმებული სამუშაოების გრაფიკის
შესაბამისად, წარუდგენს მას ინფორმაციას, წერილობითი ანგარიშის სახით,
გათვალისწინებული სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ. იგი
ვალდებულია, გაითვალისწინოს შემსყიდველის შენიშვნები და
წინადადებები, რაც შემდგომში საფუძვლად დაედება შესრულებული
სამუშაოების ანაზღაურებას.
სამუშაოების შესრულების გრაფიკი განსაზღვრავს სამუშაოთა
მიმდინარეობას და შემსყიდველისათვის ეტაპობრივად წარდგენის
გეგმას.
ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების ანგარიშები, უნდა ჩაბარდეს ქვემოთ
ჩამოთვლილი კრიტერიუმების გათვალისწინებით:
ტექსტი აკრეფილი უნდა იყოსA4 ზომის სტანდარტულ ფურცელზე;
შრიფტის სახე -Sylfaen;
ტექსტის შრიფტის ზომა - 11;
სქოლიოს შრიფტის ზომა - 10;
სტრიქონებს შორის ინტერვალი - 1,15;
ფურცლის გვერდზე ტექსტის მინდორი: მარცხნიდან – 1.5სმ, მარჯვნიდან - 1 სმ,
ზემოდან - 2.5 სმ, ქვემოდან 2.5 ს.
ავტორის სახელი და გვარი დაიწეროს სათაურის ქვეშ, მარჯვენა მხარეს.
ელექტრონული ფოსტის მითითებით.
სურათები - ნუმერაციის მითითება ტექსტში, ფრჩხილების გამოყენებით, მაგ.,
(სურ.1).
საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია ლიტერატურისა და შენიშვნების
ჩატანა სქოლიოში.
რეზიუმე ინგლისურ ენაზე.
შესრულებული სამუშაოების ანგარიში შემსყიდველს წარედგინება -
ანგარიშის ელექტრონული ვერსიის კომპაქტური დისკის (2 ეგზემპლარი),
მაღალი რეზოლუციის ფოტომასალის კომპაქტური დისკისა (1 ეგზემპლარი) და
მყარი ასლი ალბომის სახით (1 ეგზემპლარი).
მიმწოდებელი ვალდებულია, არქეოლოგიური სამუშაოების დაწყებამდე
კულტურული მემკვიდრეობის ობიექტზე დაამონტაჟოს ჩასატარებელი
სამუშაოების ამსახველი საინფორმაციო ბანერი, რომელიც უნდა შეიცავდეს
შემდეგ ინფორმაციას:
მესაკუთრე;
შემსყიდველი;
მიმწოდებელი;
ჩასატარებელი სამუშაოს სახეობა;
შემსყიდველისთვის გადასაცემი საბოლოო პროდუქცია
წარმოდგენილი პირობებისა და ვადების ფარგლებში, მიმწოდებელმა საბოლოო
პროდუქციის სახით შემსყიდველს უნდა გადასცეს არქეოლოგიური კვლევის
ჩატარების შედეგები, შემდეგი შემადგენლობით:
შესწავლილი ტერიტორიის, მასზე გამოვლენილი ობიექტების ფიქსაცია და
მოპოვებული მასალის პირველადი დამუშავება, მათ შორის ფოტო და
ვიზუალური აღწერის მასალები;
შესწავლილი ტერიტორიის (ობიექტის) ისტორიულ_ბიბლიოგრაფიული და
საარქივო კვლევის მასალები შესაბამისი წყაროების მითითებით, მასზე
მოპოვებული პირველადი ინფორმაციის საარქივო მონაცემებთან მიმართების
ანალიზი;
შესწავლილი ტერიტორიის ადგილმდებარეობის სიტუაციური გეგმა (მასშტაბი
1:2000 ან 1:500) GPSკოორდინატებით;
არქეოლოგიური კვლევისას გამოვლენილი ობიექტების განლაგების სქემა და
ანაზომი; გამოხაზული ნახაზები (მასშტაბი 1:10 ან 1:20 ან 1:25 ან 1:50 ან 1:100) ძირითადი
პარამეტრების ზომების დატანით;
შესწავლილი ტერიტორიის კვადრატებად დაყოფის სქემა;
ტექსტური აღწერილობა;
სამუშაოთა შესრულების ვადები
შესრულებული სამუშაოს ანგარიშის ჩაბარების საბოლოო ვადაა
არქეოლოგიური სანებართვო მოწმობის გაცემიდან 2 (ორი) კალენდარული თვე.
შენიშვნა: სრულყოფილი ტექნიკური დავალება იხილეთ მიმაგრებულ ფაილებში.