ზოგადი სახელმძღვანელო პრინციპები
საქართველოს ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის
ობიექტების/ძეგლების მოვლა-პატრონობა და მათი შენარჩუნება
მნიშვნელოვანია სახელმწიფოს განვითარების პროცესში. ჩასატარებელი
სამუშაოებით მოხდება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის
ობიექტების/ძეგლების შესასწავლად და დასაცავად საჭირო ღონისძიებების
განხორციელება.
კულტურული მემკვიდრეობის ობიექტის/ძეგლის მოკლე აღწერა
ნაქალაქარი მდებარეობს გარდაბნის მუნიციპალიტეტ სოფ. სართიჭალიდან
სამხრეთით, 8 კმ-ის დაშორებით და ვიზუალურად მოიცავს დაახლოებით 7 ჰა.
ფართობს. მას მინიჭებული აქვს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის
სტატუსი (ბრძანება # 02/18; 05/მარტი/2020 წ.).
ნაქალაქარი მოიცავს, სავარაუდოდ, სათავდაცვო კედლით შემოზღუდელ
ცენტრალურ ბორცვს; ბორცვის გარშემო განლაგებულ ნამოსახლარს, რომელიც
უნდა მოიცავდეს საზოგადოებრივ, საცხოვრებელ, სამეურნეო ნაგებობებს და
სამაროვნებს. არქეოლოგიური ძეგლი რომაული ეპოქით და ადრეშუა
საუკუნეებით თარიღდება. გასულ საუკუნეში, ძეგლის ტერიტორიაზე,
ბორცვებს შორის, გაიყვანეს სარწყავი არხი რამაც დააზიანა აქ არსებული
კულტურული ფენები.
ნაქალაქარის და მიმდებარე ტერიტორია გამოიყენება საძოვრებად და
საქონლის გადასარეკ გზად, რაც იწვევს კულტურული ფენების პერმანენტულ
დაზიანება- განადგურებას.
ასევე, სამაროვნის ტერიტორიაზე, ატმოსფერული ნალექების შედეგად
განვითარებული ეროზიული პროცესების გამო პერიოდულად იშლება მიწის
მასები, რაც იწვევს სამარხების (ქვაყუთების) გაშიშვლებას და დაზიანებას
(იძარცვება სამარხები), რის გამოც აუცილებელია ნაქალაქარის გარკვეულ
უბნებზე გადარჩენითი არქეოლოგიური სამუშაოების ჩატარება.
ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნული ნაქალაქარის შესახებ
სამეცნიერო საზოგადოებას არ მოეპოვება ინფორმაცია. ძეგლზე არასდროს
ჩატარებულა არქეოლოგიური სამუშაოები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე,
არქეოლოგიური ძეგლის მეცნიერულ კვლევას დიდი მნიშვნელობა ენიჭება
სამეცნიერო თვალსაზრისით.
სოფ. სართიჭალის ტერიტორიაზე არსებული ნამოსახლარის ტერიტორიაზე 2025
წელს ჩასატარებელი სამუშაოები:
1. ჰუმუსის მოხსნა 3 არეალში ფართობით 30X10X0,10;
2. ბორცვზე არსებული სავარაუდო ნაგებობის პრეპარაცია 10X8 მ ფართობზე;
3. ნასახლარის სავარაუდო ნაგებობების კულტურული ფენის პრეპარაცია10X19 მ
ფართობზე;
4. დაზიანებული სამაროვნის არქეოლოგიური შესწავლა 25X6 მ ფართობზე;
5. ნამოსახლარის ტერიტორიაზე სტრატიგრაფიული ჭრილის გაკეთება და მისი
არქეოლოგიური შესწავლა 30X1 მ ფართობზე;
6. ნამოსახლარის ტერიტორიაზე ექვსი საცდელ-საძიებო თხრილის
არქეოლოგიურად შესწავლა 4X2 ფართობზე;
7. მიწის გატანა ხელით და ურიკით 50 მ. მანძილზე;
8. ბორცვზე არსებული სავარაუდო ნაგებობის დროებითი კონსერვაცია (მიწის
საფარით) 10 X 8 მ ფართობზე;
9. ნასახლარის სავარაუდო ნაგებობების დროებითი კონსერვაცია (მიწის
საფარით) 10X19 მ. ფართობზე;
10. ნამოსახლარის ტერიტორიაზე ექვსი საცდელ-საძიებო თხრილის (4X2 მ),
რეკულტივაცია.
არქეოლოგიური გათხრების ჩატარების პირობები
სამუშაოების ჩატარებისას ყურადღება უნდა მიექცეს სამუშაოთა
შესრულების ხარისხობრივ მაჩვენებლებს, რომელთა დაცვა სავალდებულოა
კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების ფასეული ელემენტების
შესანარჩუნებლად. მუშაობის პროცესში მიმწოდებელი ვალდებულია,
სამუშაოები შეასრულოს საველე-არქეოლოგიური სამუშაოების მეთოდების
სრული დაცვით;
მიმწოდებელი ვალდებულია არქეოლოგიურ კვლევით სამუშაოებში
უზრუნველყოს სტუდნეტების ჩართულობა;
სამუშაოთა მიმდინარეობისას გამოვლენილი არქეოლოგიური ობიექტები და
არქეოლოგიური მასალა მიმწოდებელმა სათანადოდ უნდა დაიცვას
დაზიანებისგან, განადგურებისა და დაკარგვისგან, ასევე გარემო
პირობებისა და სხვა არასასურველი ზემოქმედებისაგან;
თუ არქეოლოგიურ სამუშაოთა მიმდინარეობისას გამოვლინდა მაღალი
მატერიალური ღირებულების მქონე ნივთი (ნივთები), ამასთანავე,
მეთოდოლოგიური, კლიმატური, ტექნიკური ან სხვა პირობების გამო ვერ
ხერხდება მისი (მათი) დაუყოვნებლივ ამოღება და უსაფრთხო ადგილას
ტრანსპორტირება, მიმწოდებელი ვალდებულია, დაუყოვნებლივ მიმართოს
შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს;
მოძრავი არქეოლოგიური მონაპოვარი, უნდა ჩაბარდეს უახლოეს
მუზეუმ-ნაკრძალს, მუზეუმს ან სხვა შესაბამის სამეცნიერო დაწესებულებას
სათანადო თანმხლებ დოკუმენტაციასთან ერთად;
არქეოლოგიური სამუშაოების მიმდინარეობისას, ახლადგამოვლენილი
გარემოებ(ებ)ით გამოწვეული ცვლილებები შეთანხმებულ უნდა იქნეს
შემსყიდველთან.
ძირითადი პირობები
მიმწოდებელი შემსყიდველთან შეთანხმებული სამუშაოების გრაფიკის
შესაბამისად, წარუდგენს მას ინფორმაციას, წერილობითი ანგარიშის სახით,
გათვალისწინებული სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ. იგი
ვალდებულია, გაითვალისწინოს შემსყიდველის შენიშვნები და
წინადადებები, რაც შემდგომში საფუძვლად დაედება შესრულებული
სამუშაოების ანაზღაურებას.
სამუშაოების შესრულების გრაფიკი განსაზღვრავს სამუშაოთა
მიმდინარეობას და შემსყიდველისათვის ეტაპობრივად წარდგენის
გეგმას.
ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების ანგარიშები, უნდა ჩაბარდეს ქვემოთ
ჩამოთვლილი კრიტერიუმების გათვალისწინებით:
ტექსტი აკრეფილი უნდა იყოს A4 ზომის სტანდარტულ ფურცელზე;
შრიფტის სახე - Sylfaen;
ტექსტის შრიფტის ზომა - 11;
სქოლიოს შრიფტის ზომა - 10;
სტრიქონებს შორის ინტერვალი - 1,15;
ფურცლის გვერდზე ტექსტის მინდორი: მარცხნიდან – 1.5 სმ, მარჯვნიდან - 1 სმ,
ზემოდან - 2.5 სმ, ქვემოდან 2.5 ს.
ავტორის სახელი და გვარი დაიწეროს სათაურის ქვეშ, მარჯვენა მხარეს.
ელექტრონული ფოსტის მითითებით.
სურათები - ნუმერაციის მითითება ტექსტში, ფრჩხილების გამოყენებით, მაგ.,
(სურ.1).
საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია ლიტერატურისა და შენიშვნების
ჩატანა სქოლიოში.
შესრულებული სამუშაოების ანგარიში შემსყიდველს წარედგინება -
ანგარიშის ელექტრონული ვერსიის კომპაქტური დისკის (2 ეგზემპლარი),
მაღალი რეზოლუციის ფოტომასალის კომპაქტური დისკისა (1 ეგზემპლარი) და
მყარი ასლი ალბომის სახით (1 ეგზემპლარი).
მიმწოდებელი ვალდებულია, არქეოლოგიური სამუშაოების დაწყებამდე
კულტურული მემკვიდრეობის ობიექტზე დაამონტაჟოს ჩასატარებელი
სამუშაოების ამსახველი საინფორმაციო ბანერი, რომელიც უნდა შეიცავდეს
შემდეგ ინფორმაციას:
მესაკუთრე;
შემსყიდველი;
მიმწოდებელი;
ჩასატარებელი სამუშაოს სახეობა;
შემსყიდველისთვის გადასაცემი საბოლოო პროდუქცია
წარმოდგენილი პირობებისა და ვადების ფარგლებში, მიმწოდებელმა საბოლოო
პროდუქციის სახით შემსყიდველს უნდა გადასცეს არქეოლოგიური კვლევის
ჩატარების შედეგები, შემდეგი შემადგენლობით:
• შესწავლილი ტერიტორიის, მასზე გამოვლენილი ობიექტების ფიქსაცია და
მოპოვებული მასალის პირველადი დამუშავება, მათ შორის ფოტო და
ვიზუალური აღწერის მასალები;
• შესწავლილი ტერიტორიის (ობიექტის) ისტორიულ_ბიბლიოგრაფიული და
საარქივო კვლევის მასალები შესაბამისი წყაროების მითითებით, მასზე
მოპოვებული პირველადი ინფორმაციის საარქივო მონაცემებთან მიმართების
ანალიზი;
• შესწავლილი ტერიტორიის ადგილმდებარეობის სიტუაციური გეგმა
(მასშტაბი 1:2000 ან 1:500), GGPS კოორდინატებით;
• არქეოლოგიური კვლევისას გამოვლენილი ობიექტების განლაგების სქემა
და ანაზომი; გამოხაზული ნახაზები (მასშტაბი 1:10 ან 1:20 ან 1:25 ან 1:50 ან 1:100)
ძირითადი პარამეტრების ზომების დატანით;
• შესწავლილი ტერიტორიის კვადრატებად დაყოფის სქემა;
• ტექსტური აღწერილობა;
• ხარჯთაღრიცხვა (მიმწოდებლის მიერ დამოწმებული ბეჭდით და
ხელმოწერით).
სამუშაოთა შესრულების ვადები
შესრულებული სამუშაოს ანგარიშის ჩაბარების საბოლოო ვადაა
არქეოლოგიური სამუშაოების ნებართვის მიღებიდან 2 თვე.
შენიშვნა: სრულყოფილი ტექნიკური დავალება იხილეთ მიმაგრებულ ფაილებში.