Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Полные или частичные строительные работы и публичные работы (Грузия - Тендер #65916971)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Tbilisi City Hall
Номер конкурса: 65916971
Дата публикации: 31-07-2025
Сумма контракта: 1 999 496


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT250013731
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 31.07.2025 17:47
Начало приема предложения 16.08.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 21.08.2025 14:00
Предполагаемая цена закупки 1`999`496.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 45200000-Полные или частичные строительные работы и публичные работы
Коды классификатора
  • 45233142 - Ремонт дорог
Срок подачи ეტაპობრივად, წერილობითი დავალების შესაბამისად, ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან 2025 წლის 25 დეკემბრის ჩათვლით.
Дополнительная информация
ა) ქ. თბილისის მასშტაბით არსებულ ქუჩებზე გზების კაპიტალური შეკეთების სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა.
ბ) სამუშაოს შესრულების საგარანტიო ვადა - სამუშაოების დასრულებიდან 3 (სამი) წელი.
Количество и объём закупок იხ. სატენდერო დოკუმენტაცია.
Шаг снижения цены 9`998.00 GEL
Размер гарантии 19`995 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: giorgi chighvinadze :: 26.06.2025 11:49
  • Последнее исправление: giorgi chighvinadze :: 31.07.2025 17:47
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=636414&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

ქ. თბილისის მასშტაბით არსებულ ქუჩებზე გზების კაპიტალური შეკეთების სამუშაოები.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1.2.1 შესასრულებელი სამუშაოების ჩამონათვალი და რაოდენობა განსაზღვრულია სატენდერო დოკუმენტაციის დანართი №1-ში.
1.2.2 პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი ერთეულის ფასები არ უნდა აღემატებოდეს დანართი №1-ში მითითებული შესაბამისი ერთეულის ზღვრული ფასების ოდენობას.
1.2.3 ვაჭრობის შედეგად სატენდერო წინადადების ფასის კლების შემთხვევაში, პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ ხარჯთაღრიცხვაში, თითოეული პოზიციის ერთეული ფასის კლება უნდა განხორციელდეს ზღვრული ერთეულის ფასებიდან, არანაკლებ, შესყიდვის სავარაუდო ღირებულებასა და პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასს შორის არსებული პროცენტული შემცირებით, ერთეულის ფასი შესაძლებელია დამრგვალებული იქნას ზრდის პრინციპით, ერთი მეასედის (1 თეთრი) სიზუსტით, აგრეთვე, შესაბამისობად ჩაითვლება ზრდის პრინციპით დამრგვალებამდე ცდომილების დაშვება.
1.2.4 პრედენდენტმა სატენდერო წინადადებაში ზედნადები ხარჯების და მოგების განსაზღვრისას უნდა იხელმძღვანელოს 2014 წლის 14 იანვრის საქართველოს მთავრობის N55 დადგენილებით გათვალისწინებული საწყისი სავარაუდო ღირებულების დასადგენად, საერთო სამშენებლო, სამონტაჟო და სპეციალური სამშენებლო სამუშაოების ზედნადები ხარჯებისთვის და ყველა სახის სამუშაოზე გეგმიური მოგებისთვის დადგენილი არაუმეტეს ზღვრული ნორმის ოდენობის შესაბამისად.
1.2.5 სავალდებულოა, პრეტენდენტის მიერ ხარჯთაღრიცხვა ატვირთულ იქნას MS Excel-ის ფორმატის ფაილის სახით, დანართი №1–ის მიხედვით (ხარჯთაღრიცხვის განსაფასებელი პოზიციების რაოდენობის 1%-ზე მეტის განუფასებლად წარმოდგენა ან/და ხარჯთაღრიცხვის წარმოუდგენლობა დაზუსტებას არ დაექვემდებარება და გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას).
1.2.6 მიმწოდებელი ვალდებულია საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოს ერთდროულად არანაკლებ 3 (სამი) ობიექტზე მუშაობა.
1.2.7 მიმწოდებელი ვალდებულია, საჭიროების შემთხვევაში ობიექტზე სამუშაოები აწარმოოს 24 საათიან რეჟიმში.
1.2.8 სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე შემსყიდველი არ იღებს ვალდებულებას ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების ვადაში ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული სამუშაოების მოცულობების სრულად დაკვეთის შესახებ;
1.2.9 თუ კი სამუშაოების უსაფრთხო წარმოებისთვის საჭიროა შესაბამის სამსახურებთან შეთანხმებული, უსაფრთხოების სქემით სამუშაოების წარმოება, მიმწოდებელი ვალდებულია სრულად დაიცვას შეთანხმებული სქემით განსაზღვრული პერიმეტრი შესაბამისი მარეგულირებელი ნიშნებით;
1.2.10 ცალკეულ შემთხვევებში მიმწოდებელს სამშენებლო ობიექტის კონკრეტული მისამართი, დეფექტური აქტი ან/და სქემატური ნახაზები ან/ და პროექტი და მოცულობათა უწყისი და სამუშაოებისთვის განსაზღვრული ვადები გადაეცემა წერილობით;
1.2.11 მიმწოდებელი ვალდებულია წერილობით ობიექტის მისამართის მიღებიდან (დეფექტური აქტის და/ან სქემატური ნახაზების და/ან პროექტის და მოცულობათა უწყისის შემსყიდველის მიერ გადაუცემლობის შემთხვევაში) შემსყიდველის მიერ წერილობით განსაზღვრულ ვადაში წარმოადგინოს და შეათანხმოს შემსყიდველთან შესასრულებელ სამუშაოთა დეფექტური აქტი ან/და სქემატური ნახაზები ან/და სრული საპროექტო დოკუმენტაცია ექსპერტიზის დასკვნასთან ერთად.
1.2.12 შემსყიდველი ვალდებულია აცნობოს მიმწოდებელს დეფექტური აქტში ან/და სქემატურ ნახაზებში ან/და პროექტში და მოცულობათა უწყისში რაიმე წუნის (ხარვეზის) აღმოჩენის შესახებ, ხოლო მიმწოდებელი ვალდებულია შენიშვნების გაცნობიდან არაუგვიანეს 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში საკუთარი ხარჯებით აღმოფხვრას აღმოჩენილი წუნი.
1.2.13 საპროექტო დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში, საჭიროების შემთხვევაში, სრულ საპროექტო დოკუმენტაციას უნდა ახლდეს სხვადასხვა კომუნიკაციის მფლობელებთან შეთანხმების წერილები.
1.2.14 საპროექტო დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში სრულ საპროექტო დოკუმენტაციას უნდა ახლდეს სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო“-ს ან სხვა აკრედიტირებული პირის მიერ გაცემული სრული საპროექტო დოკუმენტაციის ექსპერტიზის დადებითი დასკვნა, ამასთან საპროექტო ხარჯები და გაწეული სამშენებლო სამუშაოები ანაზღაურდება სრული საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამისი საექსპერტო დასკვნის წარმოდგენის შემთხვევაში.
1.2.15 საპროექტო დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში (მათ შორის საექსპერტო მომსახურების) ხარჯი განისაზღვრება და ანაზღაურდება შესრულებული სამუშაოების არაუმეტეს ხელშეკრულებით განსაზღვრული თანხის ოდენობით. საპროექტო მომსახურების მიწოდების ვადა, ობიექტის მოცულობიდან გამომდინარე, განისაზღვრება შემსყიდველის მიერ, დიაპაზონში : 30-დან 150-მდე კალენდარული დღე ექსპერტიზის მომსახურების ვადის ჩათვლით, რაზეც მიმწოდებელს ეცნობება წერილობითი დავალებით.
1.2.16 დეფექტური აქტის ან/და სქემატური ნახაზების წარმოდგენის მოთხოვნის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს დავალების შესრულება საკუთარი სახსრებით (შემსყიდველის მხრიდან ანაზღაურებას არ ექვემდებარება).
1.2.17 წერილობით მიწოდებული ობიექტის დეფექტური აქტის ან/და სქემატური ნახაზების ან/და პროექტის და მოცულობათა უწყისის შეთანხმების შემდგომ, მიმწოდებელს სამშენებლო ობიექტის კონკრეტული მისამართი, დეფექტური აქტი ან/და სქემატური ნახაზები ან/და პროექტი, მოცულობათა უწყისი და სამუშაოებისთვის განსაზღვრული ვადები გადაეცემა წერილობით. მიწოდების ვადები განისაზღვრება შესასრულებელი სამუშაოების მოცულობიდან გამომდინარე;
1.2.18 მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოები დაიწყოს წერილობითი დავალებით განსაზღვრული სამუშაოების დაწყების ვადაში.
1.2.19 მიმწოდებელი ვალდებულია შესრულების დამადასტურებელ დოკუმენტაციასთან ერთად შემსყიდველთან წარმოადგინოს საბოლოო საშემსრულებლო ნახაზები - („PDF” და „DWG”, ფორმატში).
1.2.20 მიმწოდებელი ვალდებულია თითოეულ ობიექტზე სამუშაოების დაწყების შესახებ წერილობითი დავალების მიცემიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) კალენდარული დღის ვადაში, შემსყიდველთან შეთანხმებული ფორმით წარმოადგინოს სამუშაოების წარმოების კალენდარული გეგმაგრაფიკი; ასევე, მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოების მიწოდების ვადის გაზრდის შემთხვევაში, შემსყიდველის წერილობითი შეტყობინებიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) კალენდარულ დღეში წარმოადგინოს კორექტირებული კალენდარული გეგმა-გრაფიკი.
1.2.21 შემსყიდველი უფლებამოსილია სამუშაოების მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე განახროციელოს სამუშაო პროცესის ზედამხედველობა.
1.2.22 მიმწოდებელი ვალდებულია წერილობითი დავალების შესრულებამდე, შესაბამის სამსახურებთან შეათანხმოს სატრანსპორტო უსაფრთხოების სქემა.
1.2.23 მიმწოდებელი ვალდებულია სამშენებლო ობიექტზე საკუთარი ძალებით და სახსრებით უზრუნველყოს ინჟინერ-გეოდეზისტი, რომელიც აწარმოებს შესაბამის ზედამხედველობას.
1.2.24 მიმწოდებელი ვალდებულია სამშენებლო ობიექტზე მოახდინოს ამოჭრილი საკონტროლო კერნების სიცარიელეების შევსება ცივი ან ცხელი ა/ბეტონის ნარევით.
1.2.25 მიმწოდებელმა წერილობითი დავალებით მიცემულ ობიექტზე თვალსაჩინო ადგილას, მყარ კონსტრუქციაზე (დგარი) უნდა განათავსოს მინიმუმ 1 ცალი საინფორმაციო დაფა ზომით 200სმ X 150სმ, (BPG- ფორმატში, შრიფტი-მრგვლოვანი-2009/2010) შემსყიდველის მიერ წარმოდგენილი თანდართული ესკიზის შესაბამისად, დამკვეთთან შეთანხმებით.
1.2.26 საჭიროების შემთხვევაში მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის განვითარების სააგენტოსთან შეთანხმებული მოძრაობის რეგულირების სქემის ბანერის ბეჭდვა ზომით 200სმ X 150სმ, ხოლო დიზაინი მასზე განთავსებული ინფორმაციით და მისი კონსტრუქციის განთავსება შესაბამის ლოკაციაზე შეათანხმოს დამკვეთთან.
1.2.27 მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოების შესრულებისას წარმოქმნილი ნარჩენები (ინერტული) განათავსოს მუნიციპალიტეტის მიერ სპეციალურად საამისოდ გამოყოფილ ადგილზე, თბილისის ტერიტორიაზე განთავსების შემთხვევაში - გლდანის რაიონი, თბილისის შემოვლითი საავტომობილო გზის მე-15 კმ.
1.2.28 სამუშაოთა დასრულების შემდეგ, მიმწოდებელი ვალდებულია თავისი ძალებით და სახსრებით დაუყონებლივ გაათავისუფლოს სამუშაო ადგილი მანქანა-მექანიზმებისაგან, მოწყობილობა-დანადგარებისაგან, მასალებისაგან და ა.შ.
1.2.29 მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოები განახორციელოს საქართველოში მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და წესების მოთხოვნათა სრული დაცვით. მათ შორის: აწარმოოს სამუშაოების ხარისხის კონტროლი, გამოსაყენებელი მასალების ლაბორატორიული გამოცდები და შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში წარუდგინოს ტექნიკური ზედამხედველობის განმახორციელებელ პირს გამოყენებული მასალანაკეთობების ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ლაბორატორიული დასკვნები, სერტიფიკატები და სხვა).
1.2.30 მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოთა წარმოებისას უზრუნველყოს საქართველოში მოქმედი სამშენებლო ნორმებით და წესებით, აგრეთვე პროექტით გათვალისწინებული უსაფრთხოების წესების დაცვა. სამუშაო ადგილის ფარგლებში მინიმუმამდე დაიყვანოს გარემოზე ეკოლოგიური ზემოქმედება, მუშაობით გამოწვეული ხმაურის, ვიბრაციის და მტვრის გავლენა.
1.2.31 ესკიზი-გვერდმიმღებები 4 თაღით, სანიაღვრე კოლექტორის ჭის ესკიზი, ლითონის ცხაურის ესკიზი, ჭის ჩარჩო ხუფების ესკიზები, ბანერის შაბლონი, ბანერის კონსტრუქცია, ტექნიკური პირობები, საპროექტო დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში წარმოსადგენი დოკუმენტაცია და ხარჯთაღრიცხვის MS Excel-ის ფორმატის ფაილი (დანართი №1) ატვირთულია სატენდერო დოკუმენტაციასთან ერთად.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

მიწოდების ვადა: ეტაპობრივად, წერილობითი დავალების შესაბამისად, ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან 2025 წლის 25 დეკემბრის ჩათვლით; საპროექტო მომსახურების მიწოდების ვადა - ობიექტის მოცულობიდან გამომდინარე, განისაზღვრება შემსყიდველის მიერ, დიაპაზონში: 30-დან 150-მდე კალენდარული დღე, ექსპერტიზის მომსახურების ვადის ჩათვლით, რაზეც მიმწოდებელს ეცნობება წერილობითი დავალებით.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

სამუშაოს შესრულების ადგილი – ქ. თბილისის ტერიტორია.

1.6 guarantee period for the works to be performed

1.6.1 შესრულებული სამუშაოს ხარისხის საგარანტიო ვადად განისაზღვროს საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 3 (სამი) წელი.
1.6.2 სამუშაოების დასრულების შემდეგ საგარანტიო ვადის განმავლობაში რაიმე წუნის (ნაკლოვანებები, დეფექტი) აღმოჩენის შემთხვევაში, თუ დადგინდება რომ აღნიშნული წუნი (ნაკლოვანებები, დეფექტი) გამოწვეულია უხარისხო ან/და არაჯეროვანი შესრულებით, მიმწოდებელი ვალდებულია აღმოფხვრას უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები საკუთარი ხარჯებით.
1.6.3 სამუშაოს ხარისხის დაცვის უზრუნველსაყოფად მიწოდებული სამუშაოს ღირებულებიდან დაკავებული იქნება 5%. დაკავებული 5%-დან 2,5%-ის გადახდა განხორციელდება სამუშაოს სრულად დასრულებისა და საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ, ხოლო დარჩენილი 2,5%-ის გადახდა მოხდება ხარვეზების აღმოფხვრის და საგარანტიო ვადის გასვლის შემდეგ.
1.6.4 მიმწოდებლის მხრიდან, საგარანტიო პერიოდის სრული ვადის ამოწურვამდე, დარჩენილ 2,5%-ზე უპირობო, გამოუთხოვადი საბანკო გარანტიის წარმოდგენის შემთხვევაში, შესაძლებლია განხორციელდეს თანხის გადახდა. გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნას საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან, ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის" მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში, რომლის მოქმედების ვადა არანაკლებ 60 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს სამუშაოების ხარისხის საგარანტიო ვადას.
1.6.5 თუ მიმწოდებელი არ ასრულებს სატენდერო პირობების 1.6.2 პუნქტის მოთხოვნებს მაშინ 1.6.3 პუნქტით განსაზღვრული დარჩენილი 2,5% არ ანაზღაურდება.
1.6.6 თუკი ხელშეკრულების საგარანტიო პერიოდის ვადის გასვლამდე გამოვლენილი ხარვეზების შედეგად შემსყიდველს მიადგა ზარალი დარჩენილ 2,5%-ზე მეტი ოდნობით, მიმწოდბელი იღებს ვალდებულებას გადაუხადოს შემსყიდველს შესაბამისი ნარჩენი ღირებულება ან აღმოფხვრას წუნი საკუთარი ხარჯებით.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

2.2.1 პრეტენდენტს 2022 წლის 01 იანვრიდან უნდა გააჩნდეს არანაკლებ შესყიდვის სავარაუდო ღირებულების 150%-ის ღირებულების გზების მშენებლობის ან/და კაპიტალური შეკეთების სამუშაოების შესრულების გამოცდილება, რომელიც ინფორმაციის სახით მოცემული უნდა იყოს დანართი №3–ით გათვალისწინებულ ცხრილში. აღნიშნული შესაბამის დამადასტურებელ დოკუმენტაციასთან (ხელშეკრულებ(ები)ა, ამ ხელშეკრულებ(ებ)ის შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი (მიღება-ჩაბარების აქტი, ფორმა №2 ან სხვა)) ერთად ატვირთული უნდა იქნას ერთიან ელექტრონულ სისტემაში (დანართი №3).
2.2.2 პრეტენდენტს 2022 წლის 01 იანვრიდან უნდა გააჩნდეს არანაკლებ შესყიდვის სავარაუდო ღირებულების 3%-ის ღირებულების გზების მშენებლობის ან/და კაპიტალური შეკეთების სამუშაოების საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების გამოცდილება, რომელიც ინფორმაციის სახით მოცემული უნდა იყოს დანართი N3-1-ით გათვალისწინებულ ცხრილში. აღნიშნული შესაბამის დამადასტურებელ დოკუმენტაციასთან (ხელშეკრულებ(ები)ა, ამ ხელშეკრულებ(ებ)ის შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი (მიღება-ჩაბარების აქტი ან სხვა) ერთად ატვირთული უნდა იქნას ერთიან ელექტრონულ სისტემაში (დანართი №3-1).
სავალდებულოა წარმოდგენილ პროექტ(ებ)ს თან ახლდეს მათზე გაცემული ექსპერტიზის დადებითი დასკვნ(ებ)ი ან ამ პროექტ(ებ)ის საფუძველზე სამუშაოების განხორციელების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ხელშეკრულებ(ები)ა, ამ ხელშეკრულებ(ებ)ის შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი (მიღება-ჩაბარების აქტი, ფორმა №2 ან სხვა).
2.2.3 პრეტენდეტი უფლებამოსილია 2.2.2 პუნქტის - საპროექტო მომსახურების გამოცდილებად გამოიყენოს ქვეკონტრაქტორის გამოცდილება. ქვეკონტრაქტორს უნდა გააჩნდეს ზემოთ განსაზღვრული საპროექტო მომსახურების გამოცდილება (წარმოდგენილ იქნას დამადასტურებელი დოკუმენტაცია – ხელშეკრულებ(ები)ა, ამ ხელშეკრულებ(ებ)ის შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი (მიღება ჩაბარების აქტი ან სხვა) (დანართი №3-1). პრეტენდენტის და ქვეკონტრაქტორის გამოცდილება არ იკრიბება.
სავალდებულოა წარმოდგენილ პროექტ(ებ)ს თან ახლდეს მათზე გაცემული ექსპერტიზის დადებითი დასკვნ(ებ)ი ან ამ პროექტ(ებ)ის საფუძველზე სამუშაოების განხორციელების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ხელშეკრულებ(ები)ა, ამ ხელშეკრულებ(ებ)ის შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი (მიღება-ჩაბარების აქტი, ფორმა №2 ან სხვა).
2.2.4 საპროექტო მომსახურების გამოცდილებაზე ქვეკონტრაქტორის გამოყენების შემთხვევაში, პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს ქვეკონტრაქტორთან გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულება (სადაც მკაფიოდ უნდა იყოს განსაზღვრული ვალდებულების გადაცემა), რომლის მოქმედების ვადა უნდა აღემატებოდეს ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულების ვადას ან შეთანხმება, რომლის შინაარსიდან უნდა დგინდებოდეს, რომ პრეტენდენტის გამარჯვების შემთხვევაში, ამ შეთანხმებით გათვალისწინებული მხარეებს შორის დასადები ხელშეკრულების მოქმედების ვადა აღემატება პრეტენდენტსა და შემსყიდველს შორის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების მოქმედების ვადას.

შენიშვნა:
1.წარმოდგენილ უნდა იქნას ინფორმაცია გამოცდილების შესახებ დანართი №3–ის და დანართი N3-1 შესაბამისად.
2. პრეტენდენტის და ქვეკონტრაქტორის გამოცდილება არ იკრიბება.

2.3.1 requirement related to material and technical support of a tenderer

2.3.1 პრეტენდენტს სამშენებლო სამუშაოების ადგილზე საჭიროების მიხედვით უნდა გააჩნდეს სატენდერო დოკუმენტაციის დანართი №4-ში მოცემული სახეობის მატერიალურ–ტექნიკური ბაზა, რომელიც გამოყენებული იქნება სამუშაოების წარმოების პროცესში. მიმწოდებელთან დანართი №4–ში მითითებული მანქანა-მექანიზმების საკუთრების ან/და სარგებლობის უფლების შესახებ ინფორმაციის სისწორის გადამოწმება შემსყიდველს შეუძლია ნებისმიერ დროს.
2.3.2 პრეტენდენტს საკუთრებაში/სარგებლობაში უნდა გააჩნდეს ასფალტო ბეტონის ქარხანა ან წარმოადგინოს ასფალტო ბეტონის მიმწოდებელთან გაფორმებული ხელშეკრულება. ასფალტო ბეტონის ქარხნის სარგებლობით ან ასფალტო ბეტონის მიმწოდებელთან გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადა არანაკლებ 1 (ერთი) თვით უნდა აღემატებოდეს ტენდერით გათვალისიწნებული სამუშაოების დასრულების ვადას.
2.3.3 ასფალტო ბეტონის ქარხნის საკუთრების/სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი ან ასფალტო ბეტონის მიმწოდებელთან გაფორმებული ხელშეკრულება ატვირთული უნდა იქნას ერთიან ელექტრონულ სისტემაში ტექნიკურ დოკუმენტაციასთან ერთად.

შენიშვნა:
1. წარმოდგენილ უნდა იქნას თანხმობა სამუშაოების წარმოების პროცესში სატენდერო დოკუმენტაციის დანართი №4-ით განსაზღვრული მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გამოყენების შესახებ.
2. წარმოდგენილ უნდა იქნას ასფალტო ბეტონის ქარხნის საკუთრების ან/და სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი ან ასფალტო ბეტონის მიმწოდებელთან გაფორმებული ხელშეკრულება.

2.5.1 requirement related to the time limits for supplying goods/providing services/performing works (timeline)

2.5.1 მიმწოდებელი ვალდებულია თითოეულ ობიექტზე სამუშაოების დაწყების შესახებ წერილობითი დავალების მიცემიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) კალენდარული დღის ვადაში, შემსყიდველთან შეთანხმებული ფორმით წარმოადგინოს სამუშაოების წარმოების კალენდარული გეგმა გრაფიკი; ასევე, მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოების მიწოდების ვადის გაზრდის შემთხვევაში, შემსყიდველის წერილობითი შეტყობინებიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) კალენდარულ დღეში წარმოადგინოს კორექტირებული კალენდარული გეგმა-გრაფიკი.

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

2.7.1 საპროექტო დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში სრულ საპროექტო დოკუმენტაციას უნდა ახლდეს სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო“-ს ან სხვა აკრედიტირებული პირის მიერ გაცემული სრული საპროექტო დოკუმენტაციის ექსპერტიზის დადებითი დასკვნა.

2.8.1 requirements related to a sub-contractor

2.8.1 მიმწოდებელმა წერილობით უნდა აცნობოს შემსყიდველს მოცემული ხელშეკრულების ფარგლებში, ყველა ქვეკონტრაქტორთან დადებული ხელშეკრულებების შესახებ და მიიღოს მისგან წერილობითი თანხმობა;
2.8.2 ქვეკონტრაქტორი კომპანი(ებ)ი არ უნდა იყვნენ რეგისტრირებული სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში – „შავი სია“;
2.8.3 ქვეკონტრაქტორ(ებ)ზე წარმოდგენილი იქნას შემდეგი სახის ინფორმაცია: შესასრულებელი სამუშაოების დასახელება ღირებულებით და ქვეკონტრაქტის (სადაც მკაფიოდ უნდა იყოს განსაზღვრული ვალდებულების გადაცემა) ასლი;
2.8.4 ქვეკონტრაქტორ(ებ)ის მიერ შესასრულებელი სამუშაოების ჯამური მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს შესყიდვის ხელშეკრულების საერთო ღირებულების 40%-ს;
2.8.5 სამუშაოების ნაწილის ქვეკონტრაქტორ(ებ)ზე გადაცემით მიმწოდებელი არ თავისუფლდება ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებებიდან.

2.9 other additional requirements

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას, რაზეც პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" ან სხვა აკრედიტირებული პირის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი), რომელშიც ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს, 2017 წლის 26 სექტემბრის საქართველოს მთავრობის №439 დადგენილებით განსაზღვრული ტექნიკური რეგლამენტის - „სამშენებლო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დადგენის მეთოდიკის“ მოთხოვნებთან დასკვნის შესაბამისობა. წარმოდგენილი დასკვნით უნდა დასტურდებოდეს პრეტენდენტის მიერ ატვირთულ სატენდერო ხარჯთაღრიცხვაში (სატენდერო წინადადების საბოლოო ფასის შესაბამისი ხარჯთაღრიცხვა) დაფიქსირებული ერთეულის ფასებით და აგრეთვე ჯამური ღირებულებით ამავე ხარჯთაღრიცხვით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების შესაძლებლობა. ექსპერტიზის დასკვნას თან უნდა ერთვოდეს სატენდერო ხარჯთაღრიცხვა და რესურსული მეთოდით შედგენილი ხარჯთაღრიცხვა.
ექსპერტიზის დასკვნის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასკვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებაზე ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანების 28-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული პირობები.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

document(s) showing registration/legal data

5.1.2 for a legal entity

(1) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან;
(2) ცნობა მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან რომ არ ხორციელდება იურიდიული პირის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
(3) ცნობა საქართველოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, იურიდიული პირის ქონებაზე საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის (ყადაღის) არარსებობის შესახებ;
(4) ცნობა ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არარსებობის შესახებ საიდანაც უნდა იკვეთებოდეს რომ პრეტენდენტს არ გააჩნია დავალიანება ბიუჯეტის მიმართ, გარდა იმ შემთხვევებისა: 1. თუ პრეტენდენტს გაფორმებული აქვს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 292-

Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru