Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Медицинское оборудование (Грузия - Тендер #65916965)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: LEPL "L. Sakvarelidze Desease Control and Public Health Service Centre"
Номер конкурса: 65916965
Дата публикации: 31-07-2025
Сумма контракта: 4 835


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT250013734
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 31.07.2025 17:49
Начало приема предложения 08.08.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 11.08.2025 13:30
Предполагаемая цена закупки 4`835.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 33100000-Медицинское оборудование
Коды классификатора
  • 33100000 - Медицинское оборудование
Срок подачи საქონლის მიწოდება უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 2025 წლის 10 დეკემბრის ჩათვლითჩათვლით.
Дополнительная информация
სსიპ „ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი“–ს „საქართველოში აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის პრევენციის, მკურნალობის, მოვლისა და მხარდაჭერის ეროვნული სისტემების გაძლიერება“ (GEO-С-NCDC) საგრანტო პროგრამის ფარგლებში ლაბორატორიული პიპეტების (დისპენსერების) შესყიდვა.
Количество и объём закупок 6 კომპლექტი, სხვადასხვა ზომები.
Шаг снижения цены 19.00 GEL
Размер гарантии 48 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: giorgi iremadze :: 28.07.2025 14:38
  • Последнее исправление: giorgi iremadze :: 31.07.2025 17:49
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=641560&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

სსიპ „ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი“–ს „საქართველოში აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის პრევენციის, მკურნალობის, მოვლისა და მხარდაჭერის ეროვნული სისტემების გაძლიერება“ (GEO-С-NCDC) საგრანტო პროგრამის ფარგლებში ლაბორატორიული პიპეტების (დისპენსერების) შესყიდვა.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

სსიპ „ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი“–ს „საქართველოში აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის პრევენციის, მკურნალობის, მოვლისა და მხარდაჭერის ეროვნული სისტემების გაძლიერება“ (GEO-С-NCDC) საგრანტო პროგრამის ფარგლებში,

ლაბორატორიული პიპეტების (დისპენსერების) შესყიდვა.


სხვადასხვა ზომის:

ლაბორატორიული პიპეტ(ებ)ი, ავტოკლავირებადი (სხვადასხვა ნომინალით - 0,5-10 mkl;) - 1 კომპლ.
ლაბორატორიული პიპეტ(ებ)ი, ავტოკლავირებადი (სხვადასხვა ნომინალით - 2-20 mkl;) - 1 კომპლ.
ლაბორატორიული პიპეტ(ებ)ი, ავტოკლავირებადი (სხვადასხვა ნომინალით - 5-50 mkl;) - 1 კომპლ.
ლაბორატორიული პიპეტ(ებ)ი, ავტოკლავირებადი (სხვადასხვა ნომინალით - 10-100 mkl;) - 1 კომპლ.
ლაბორატორიული პიპეტ(ებ)ი, ავტოკლავირებადი (სხვადასხვა ნომინალით - 20-200 mkl;) - 1 კომპლ.
ლაბორატორიული პიპეტ(ებ)ი, ავტოკლავირებადი (სხვადასხვა ნომინალით - 100-1000 mkl;) - 1 კომპლ.


დეტალური ინფორმაცია ტექნიკური მახასიათებლების შესახებ იხილეთ თანდართულ ტექნიკურ დავალებებში: ##1-6

გამოიყენება სხვადასხვა ლაბორატორიულ აპლიკაციებში შესაბამის პლასტმასის წვერებთან/ბუნიკებთან ერთად ზუსტი მოცულობების მისაღებად და თხევადი ხსნარების დოზირებისათვის;
პორტატული - ლაბორატორიული გამოყენებისთვის, ნიადაგების მანუალური დამზადება - ჩამოსხმა, მიკოლოგიური და მიკრობიოლოგიური კვლევები.

მახასიათებლები და თავისებურებები:

მექანიკური პიპეტი (დისპენსერი) - დოზირების მიხედვით უნდა გამოირჩევოდეს ფერით ან კოდით ან სხვა მსგავსი მარკირებით;

ანალიზის მენიუ და ძირითადი მახასიათებლები:

პიპეტის არხების რაოდენობა: 1 არხი; დისპენსერის ტიპი: მექანიკური; ლაბორატორიული საჭიროებისთვის (ნიადაგების მანუალური დამზადება - ჩამოსხმა);

ტექნიკური მონაცემები/პასპორტის მონაცემები:
• უნივერსალური - თავსებადია სხვადასხვა ბრენდის პიპეტის წვერებთან /ბუნიკებთან
• მოცულობის რეგულატორით, საკეტით
• პიპეტის წვერის /ბუნიკის მოშორების ღილაკი
• პიპეტი, რომელიც საშუალებას იძლევა იმუშაოთ როგორც ფიქსირებულ, ასევე ცვლად მოცულობასთან
• სრულად ავტოკლავირებადი პიპეტის კორპუსი (არ უნდა საჭიროებდეს დაშლას), 121°C-ზე.
• გამძლე კონუსით
• ორმაგი რგოლები პიპეტის წვერის /ბუნიკის ოპტიმალური მორგებისათვის და ფიქსაციისათვის

წვერის მოცულობა: სტანდარტული;
ფერის კოდი: კორპუსის ფერადი კოდირება ფერების მიხედვით

მწარმოებლის მიერ განსაზღვული კომპლექტაცით, ყველა საჭირო თამდევი აქსესუარით
აქსესუარები, რომლებიც უნდა შეიცავდეს:
ექსპლუატაციისა და ტექნიკური მომსახურების სახელმძღვანელო /ინსტრუქცია.
ინტერფეისის ენა და სახელმძღვანელოები - ინგლისურ ენაზე.

შენიშვნა:

* შესყიდვის ობიექტი უნდა იყოს ქარხნულად დაფასოებული და უნდა ჰქონდეს ქარხნული ეტიკეტი შესაბამის შეფუთვაზე.

* შეფუთვა არ უნდა იყოს დაზიანებული, ხოლო წარწერები საქონელსა ან/და ეტიკეტებზე უნდა იყოს კითხვადი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

* პროდუქტის ტრანსპორტირება უნდა განხორციელდეს სანიტარულ–ჰიგიენური ნორმებისა და პირობების დაცვით.

* მიმწოდებელი პასუხისმგებელია შემსყიდველის წინაშე შესყიდვის ობიექტის ნებისმიერი სახის დაზიანების შემთხვევაში, რომელიც გამოწვეული იქნება არასწორი შეფუთვით.

* მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს საქონლის შეუფერხებელი მიწოდება. ასევე ტრანსპორტირება/მიწოდების ორგანიზაციულ-ტექნიკური საკითხების უზრუნველყოფა თავისივე ხარჯით.

* შესყიდვის ობიექტის ხარისხი უნდა შეესაბამებოდეს სატენდერო დოკუმენტაციით დადგენილ მოთხოვნებს.

* დაცული უნდა იქნეს „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის“ კოდექსით განსაზღვრული მოთხოვნები.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

საქონლის მიწოდება უნდა განხორციელდეს ერთჯერადად ან ეტაპობრივად, ხელშეკრულების გაფორმებიდან 2025 წლის 10 დეკემბრის ჩათვლით.


პრეტენდენტებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ „საქართველოში აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის პრევენციის, მკურნალობის, მოვლისა და მხარდაჭერის ეროვნული სისტემების გაძლიერება“ (GEO-С-NCDC) საგრანტო პროგრამა სრულდება 2025 წლის 31 დკემებერს.

აღნიშნულ ვადამდე დასრულებული უნდა იყოს მიწოდების ყველა პროცედურა, რაც გულისხმობს საქონლის მოწოდებას, ინსპექტირებას, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებას. წინააღმდეგ შემთხვევაში შემსყიდველი ვერ შეძლებს საქონლის მიღებას.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

საქონლის მიწოდება უნდა განხორციელდეს შემდეგ მისამართზე:

ქ. თბილისი, ლუბლიანას ქ. N70;

,,ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი“.

1.7.1 requirement related to guarantee period

შემოთავაზებული საქონელი უნდა იყოს ახალი.
არ უნდა იყოს ექპლუატაციაში ნამყოფი ან/და ქარხნულად აღდგენილი.

შემოთავაზებულ საქონელზე უნდა გავრცელდეს საგარანტიო-სასერვისო ვადა, საქონლის მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არანაკლებ 24 (ოცდაოთხი) თვის განმავლობაში.

საგარანტიო პერიოდში მიმწოდებელი ვალდებულია, შემსყიდველის მხრიდან წერილობითი შეტყობინების მიღებიდან 48 საათის განმავლობაში დაადგინოს პრობლემების გამომწვევი მიზეზი და გონივრულ ვადაში (არაუგვიანეს 30 კალენდარული დღის განმავლობაში) უზრუნველყოს მისი აღმოფხვრა, ხოლო საჭიროების შემთხვევაში განახორციელოს წუნდებული საქონლის ან შეკეთება ან შეცვლა ახლით, მსგავსი (იდენტური) მახასიათებლების მქონე საქონლით, შემსყიდველის მხრიდან რაიმე დამატებითი დანახარჯის გაწევის გარეშე.

შენიშვნა:
პრეტენდენტმა ინფორმაცია საგარანტიო პირობების შესახებ უნდა წარმოადგინოს წინამდებარე პუქტით განსაზღვრული ფორმის (ნიმუშის) დაცვით და საგარანტიო პირობების გათვალისწინებით.

technical requirements

2.1.1 requirement regarding the trademark, patent, model, source of origin and/or manufacturer of the object of procurement

პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი ინფორმაცია/დოკუმენტები:

2.1.1.1. ინფორმაცია წარმოშობის ქვეყნის, მწარმოებელი კომპანიის, მოდელის (კატალოგის ნომრის) შესახებ. ინფორმაციის მითითება სავალდებულოა და უნდა იყოს ასახული ფასების ცხრილში.

2.1.1.2. შემოთავაზებული საქონლის ტექნიკური პარამეტრები - სატენდერო დოკუმენტაციის 1.2. პუნქტში მიმაგრებული, სრულად შევსებული ტექნუკური დავალებები (პრეტენდენტმა ტექნიკური დავალებების თითოეულ პუნქტში უნდა მიუთითოს შემოთავაზებული საქონლის შესაბამისი პარამეტრი/მახასიათებლი/სპეციფიკაცია).

2.1.1.3. შემოთავაზებული საქონლის ტექნიკურ პარამეტრებთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას შემოთავაზებული საქონლის შესახებ მწარმოებლის მიერ განსაზღვრული ინფორმაცია, კერძოდ: კატალოგი ან/და ბუკლეტი, ან/და პასპორტი, ან/და ამონაბეჭდი მწარმოებლის ვებ გვერდიდან (ამონაბეჭდთან ერთად პრეტენდენტმა უნდა მიუთითოს კონკრეტული საქონლის შესახებ ვებ.ბმული). მწარმოებლის მიერ განსაზღვრული ინფორმაცია/დოკუმენტებით უნდა დასტურდებოდეს შემოთავაზებული საქონლის შესაბამისობა ტექნიკური დავალებებით განსაზღვრულ თითოეულ პარამეტრთან/მახასიათებელთან/სპეციფიკაციასთან.

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

2.2.1.1. პრეტენდენტს 01.01.2022-დან ტენდერის გამოცხადების დღემდე პერიოდში, უნდა გააჩნდეს სამედიცინო მოწყობილობების მიწოდების გამოცდილება, რომლის ჯამური ღირებულება უნდა იყოს არანაკლებ 4 835,00 ლარი.

2.2.1.2. იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 მუხლით მოთხოვნილი გამოცდილების შესახებ ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია ატვირთულია სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში, პრეტენდენტმა აღნიშნული ინფორმაცია უნდა წარმოადგინოს წინამდებარე პუნქტის დანართის ფორმით და მიუთითოს შესაბამისი CON ან/და SPA ან/და NAT ან/და CMR საშუალების ნომრები, რა დროსაც დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენა საჭირო არ არის.

2.2.1.3. იმ გამოცდილების დასადასტურებლად, რომლებშიც დამკვეთს წარმოადგენს კერძო სამართლის სუბიექტი (არა სახელმწოფო შემსყიდველი ორგანიზაციები), პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს ორმხრივად (როგორც დამკვეთის ასევე შემსრულებლის მხრიდან) შესაბამისი უფლებამოსილი პირების მიერ, ,,ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ხელმოწერილი ან კვალიფიციური ელექტრონული შტამპით დამოწმებული დოკუმენტი, საიდანაც უნდა იდენტიფიცირდებოდეს როგორც მიწოდებული სამედიცინო მოწყობილობების დასახელება და ღირებულება, ასევე საანგარიშო პერიოდში მიწოდებული სამედიცინო მოწყობილობების მიწოდების დაწყებისა და დასრულების ვადები.

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

ფასების ცხრილის თითოეულ პოზიციაზე მითითებული საქონლისათვის პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი ვალიდური ინფორმაცია/დოკუმენტები:

შემოთავაზებული საქონლის:
* ISO 8655 შესაბამისობის სერტიფიკატი
* CE მარკირება ან შესაბამისობის დეკლარაცია ან USFDA რეგისტრაციის მოწმობა

შემოთავაზებული საქონლის მწამოებლის:
ISO 13485 მწამოებლის სერტიფიკატი


საქონლის მიწოდების მომენტისთვის საქონელს უნდა გააჩნდეს:
კალიბრაციის ან ტესტირების სერტიფიკატი.

2.9 other additional requirements

1. სატენდერო წინადადება, აგრეთვე ამ წინადადებასთან დაკავშირებული შემსყიდველსა და პრეტენდენტს შორის გაცვლილი მთელი კორესპონდენცია და დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იქნას ქართულ ენაზე. დოკუმენტაციის უცხო ენაზე წარმოდგენის შემთხვევაში მას უნდა დაერთოს ნოტარიულად დამტკიცებული ქართული თარგმანი.

2. პრეტენდენტმა მიერ შექმნილი, წინადადების სახით წარსადგენი დოკუმენტები (მაგ., ფასების ცხრილი, საგარანტიო პირობები და ა.შ.) უნდა დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ხელმოწერით/კვალიფიციური შტამპით. „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას.

ფასწარმოქმნის ადეკვატურობა, შესაძლებელია დასაბუთდეს შესაბამის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების/აკრედიტაციის მქონე პირის მიერ გაცემული აუდიტორული ან/და საშემფასებლო დასკვნით (პრეტენდენტის მიერ, დასკვნასთან ერთად, ასევე, წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაცის დამადასტურებელი დოკუმენტი) რომელშიც უნდა დასტურდებოდეს (ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს) ტენდერში პრეტენდენტის მიერ ატვირთულ საბოლოო ფასების ცხრილში (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით) დაფიქსირებული ერთეულის ფასებით და აგრეთვე ჯამური ღირებულებით ამავე ფასების ცხრილით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მიწოდების შესაძლებლობა.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება საქონლის მიწოდების დასრულების შემდგომ.

შესყიდვის ობიექტის მიღება-ჩაბარებისათვის მიმწოდებელმა, უნდა წარმოადგინოს – სასაქონლო ზედნადები და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მიწოდებული საქონლის დასახელების, რაოდენობის, ერთეულის ფასის და საერთო ღირებულების მითითებით.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არაუგვიანეს 20 (ოცი) სამუშაო დღის განმავლობაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

გიორგი ირემაძე, 591196619, g.iremadze@ncdc.ge ელექტრონული ტენდერისთვის ტენდერის სტატუსის „გამოცხადებულია“ მინიჭებიდან ტენდერის სტატუსის „წინადადებების მიღება დაწყებულია“ მინიჭებამდე, სისტემაში „მიმწოდებლად“ რეგისტრირებულ ნებისმიერ მომხმარებელს უფლება აქვს, სისტემაში არსებული „კითხვა-პასუხის“ მოდულის მეშვეობით, მოითხოვოს სატენდერო პირობების კონკრეტული ჩანაწერის განმარტება. სატენდერო კომისია კითხვის დასმიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, „კითხვა-პასუხის“ მოდულის მეშვეობით, გააკეთებს შესაბამის განმარტებას. აღნიშნულით შესაძლებელია იხელმძღვანელოს ნებისმიერმა დაინტერესებულმა პირმა.

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1. ტენდერში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მხოლოდ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში „მიმწოდებლად“ რეგისტრირებულ მომხმარებლებს;

10.1.2. პრეტენდენტის სატენდერო წინადადების ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის ჩათვლით. სატენდერო წინადადების საერთო და ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ლარში;

10.1.3. ტენდერთან დაკავშირებული დოკუმენტები ან/და ინფორმაცია შესაძლებელია წარმოდგენილ იქნეს ქართულ ან/და უცხო ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხო ენაზე წარმოდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს ქართული თარგმანი; სატენდერო კომისია, უფლებამოსილია, მოსთხოვოს პრეტენდენტს შესაბამისი დოკუმენტის ორიგინალის ან/და ნოტარიულად დამოწმებული ასლის წარმოდგენა, რომლითაც შესაძლებელი იქნება წარმოდგენილი დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურება.

10.1.4. პრეტენდენტი ვალდებულია სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში წარმოსადგენ, მის მიერ შექმნილ დოკუმენტებზე ან/და ინფორმაციაზე (გარდა excel-ის ფორმატის ფაილისა) შეასრულოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა, ან/და ეს დოკუმენტ(ებ)ი დაამოწმოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის გათვალისწინებით.

10.1.5. პრეტენდენტს არ აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება;

10.1.6. პრეტენდენტი სატენდერო წინადადების წარმოდგენით ეთანხმება სატენდერო დოკუმენტაციითა და ხელშეკრულების პროექტით განსაზღვრულ ყველა მოთხოვნას.

10.1.7. არსებული ნორმატიული დოკუმენტ(ებ)ის ცვლილების ან/და ახალი ნორმატიული დოკუმენტ(ებ)ის შემოღების შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია, საქონელი და მასთან დაკავშირებული გარემოებები შეუსაბამოს შეცვლილ გარემოებებს.

10.1.8. სატენდერო კომისია სატენდერო წინადადებებს განიხილავს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში და შედეგები გამოქვეყნდება სისტემის მეშვეობით;

10.1.9. ტექნიკური დოკუმენტაციის განხილვისას უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია;

10.1.10. ტენდერში გამარჯვებულად ჩაითვლება ის პრეტენდენტი, რომელიც დააფიქსირებს ყველაზე დაბალ სატენდერო წინადადების ფასს და ამასთან, დააკმაყოფილებს სატენდერო დოკუმენტაციითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით დადგენილ მოთხოვნებს;

10.1.11. იმ შემთხვევაში თუ ხელშეკრულების გასაფორმებლად მოწვევის შემდგომ აღმოჩნდება, რომ გამარჯვებული პრეტენდენტი არ ეთანხმება სატენდერო დოკუმენტაციითა და ხელშეკრულების პროექტით განსაზღვრულ რომელიმე პირობას, აღნიშნული აღქმული იქნება, როგორც მიმწოდებლის მხრიდან ხელშეკრულების გაფორმებაზე უარის თქმა, რისი გათვალისწინებითაც მოხდება მისი დისკვალიფიკაცია ტენდერიდან;

10.1.12. მიმწოდებელი ვალდებულია გაეცნოს და დაიცვას გლობალური ფონდის (დონორის მიერ პერიოდულად განახლებადი და გლობალური ფონდის ვებ.გვერდზე განთავსებული) „მიმწოდებლების ქცევის კოდექსი“-https://www.theglobalfund.org/media/3275/corporate_codeofconductforsuppliers_policy_en.pdf/, იხელმძღვანელოს საინფორმაციო სისტემებისა და მონაცემთა გაცვლის სახელმძღვანელოს (https://www.theglobalfund.org/media/9564/core_criticaldatamanagement_guidance_en.pdf) პირობებით.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru