ქვეწარმავლებთან ტერიტორიაზე
ქ. ბორჯომი, მესხეთის #16-ში არსებული Borjomi Likani Health & Spa Centre, (სასტუმრო ბორჯომი
ლიკანი სპა & გამაჯანსაღებელი ცენტრი) კუთვნილებაში მყოფ ტერიტორიაზე
დერატიზაცია დეზინსექციის მომსახურების ზონები :
• სასტუმროს ძირითადი შენობის გარე და შიდა სივრცე
• ბავშვთა შენობის შიდა და გარე სივრცე
• სამედიცინო შენობის შიდა და გარე სივრცე
ვიზიტების რაოდენობა თვეში
• თვეში უნდა განხორციელდეს 2 გეგმიური ვიზიტი
• საჭიროებისამებრ შემსრულებელი ვალდებულია დამატებითი ვიზიტი
განახორციელოს უსასყიდლოდ და მოახდინოს გამოძახებაზე რეაგირება
არაუგვიანეს 48 სამუშაო საათისა.
• პრეტენდენტ კომპანიას უნდა ჰყავდეს ექიმი ჰიგიენისტი/ეპიდემიოლოგი
რომლის ზედამხედველობის ქვეშ და რეკომენდაციების გათვალისწინებით
დაიგეგმება შესასრულებელი სამუშაოები.
მავნებლები, რომლების კონტროლიც შედის მომსახურებაში
• მღრნელები :
მინდვრის თაგვი
სახლის თაგვი
რუხი და შავი თაგვი
ვირთაგვა (ვირთხა)
• მფრინავი მწერები:
ქინქლი
კოღო
ბუზი
კრაზანა
• მცოცავი მწერები :
ტარაკანი
ჭიანჭველა
ობობა
მრავალფეხა
ხოჭო
საწოლის ბაღლინჯო (ულტრაიისფერი ნათურის გამოყენებით აღმოჩენა და
ქიმიური დამუშავება)
მღრღნელის კონტროლი შიდა ტერიტორიაზე
• წინასწარ შერჩეულ აუცილებელ და კრიტიკულ წერტილებში უნდა განთავსდეს
არანაკლებ 80 ცალი მახე კონტეინერი, რომლებშიც განთავსებული იქნება
წებოვანი ხაფანგები
• ვირთხის და თაგვის სატყუარა კონტეინერები რომლის შიგნითაც უნდა იყოს
მოთავსებული წებოვანი ლენტი. ხაფანგებს უნდა ჰქონდეთ მექანიკური
ჩამკეტი მექანიზმი და უნდა იყოს ქარხნული წესით დამზადებული
• როდენტიციდი შიდა ტერიტორიაზე არ უნდა იქნას გამოყენებული.
• უნდა მოხდეს სატყუარა კონტეინერების ნუმერაცია და გენგეგმაზე
მდებარობის მიხედვით მონიშვნა. ასეთი გენგემა უნდა წარმოადგინოს
შემსრულებელმა ელექტრონული ფორმით მომსახურების დაწყებიდან 2 თვის
ვადაში.
• ყოველთვიურად უნდა მოხდეს მახე კონტეინერების შემოწმება, საჭიროების
შემთხვევაში წებოვანი ლენტის გამოცვლა/განახლება.
• მღრღნელის კვალის დაფიქსირების შემხთვევაში დოკუმენტურად უნდა
მოხდეს აქტივობის მონაცემების წარმოება სატყუარა კონტეინერის
ნუმერაციის და მავნებლის სახეობის მიხედვით.
• დაზინებული წებოვანი ლენტი/კონტეინერი უნდა გამოიცვალოს
შემსყიდველთან შეთანხმებით.
მღრღნელის კონტროლი გარე ტერიტორიაზე
• გაკეთდება ე.წ გარე ბარიერი; შენობის გასწვრივ. წინასწარ შერჩეულ
აუცილებელ და კრიტიკულ წერტილებში უნდა განთავსდეს არანაკლებ 50
მღრღნელის სატყუარა კონტეინერი (მათ შორის 20-25 ცალი დეკორატიული
კონტეინერი), სადაც განთავსებული იქნება მღრღნელის სატყუარა მაღალი
ხარისხის როდენტიციდი.
• კონტეინერი არ უნდა იყოს მალფუჭებადი, ჰქონდეს მექანიკური ჩამკეტი
მექანიზმი და იყოს დამზადებული ქარხნული წესით.
• კონტეინერები განთავსების წერტილში უნდა იყოს დაფიქსირებული, (გარდა
გამონაკლისის შემთხვევისა) ჩაკეტილი, გამაფრთხილებელი ნიშნით.
• მომსახურებამ არ უნდა დააზიანოს და დააბინძუროს ეკოსისტემა.
• მომსახურება უნდა იყოს უსაფრთხო პერსონალისთვის,
სტუმრებისთვის/ვიზიტორებისთვის შინაური თუ გარეული
ცხოველებისთვის.
• უნდა მოხდეს სატყუარა კონტეინერების ნუმერაცია და გენგეგმაზე
მდებარობის მიხედვით მონიშვნა. ასეთი გენგემა უნდა წარმოადგინოს
შემსრულებელმა ელექტრონული ფორმით მომსახურების დაწყებიდან 2 თვის
ვადაში.
• ყოველთვიურად უნდა მოხდეს სატყუარა კონტეინერების შემოწმება
საჭიროების შემთხვევაში როდენტიციდის გამოცვლა/განახლება.
• დაზიანებული კონტეინერის შემსყიდველთან შეთანხმებით
გამოცვლა/განახლება.
მფრინავი მწერების კონტროლი შიდა ტერიტორიაზე
• წინასწარ შერჩეულ ადგილებში (კვების მოსამზადებელ აგრეთვე
რესტორნისა და ბარის ტერასის ზონებში) უნდა განთავსდეს არანაკლებ 12
ცალი მფრინავი მწერის ელექტრო ულტრაიისფერი ნათურის და წებოვანი დაფის
მქონე საკონტროლო აპარატი, მოხდეს მათი ნუმერაცია და მოინიშნოს
გეგმაზე.
• წელიწადში ერთხელ სავალდებულოა ულტრაიისფერი ნათურების
გამოცვლა/განახლება.
• საჭიროების შემთხვევაში შემსყიდველს მუდმივად უნდა მიეწოდოს
წმენდა-დალაგებასთან დაკავშირებული რეკომენდაციები ბუზის კონტროლის
მიზნით.
• შიდა ტერიტორიაზე არ გამოიყენება ინსექტიციდი (იშვიათი გამონაკლისის
გარდა).
• საჭიროების შემთხვევაში მოხდება წებოვანი დაფების
შეცვლა/განახლება.
• არ უნდა იქნას გამოყენებული ეგრედწოდებული შოკის (დენის) ეფექტის
მქონე აპარატი რომელსაც ახასიათებს დენის და შოკის საშუალებით მწერის
ვიზუალური დაზიანება და მისი ნაწილაკების ჰაერში მიმოფანტვა.
მცოცავი მწერის კონტროლი შიდა ტერიტორიაზე
• მცოცავი მწერების მონიტორინგისთვის სასტუმროს ჰოლსა და სხვა საერთო
სარგებლობის სივრცეებში წინსაწარ შერჩეულ წერტილებში უნდა
განთავსდეს არანაკლებ 15 ცალი წებოვანი მონიტორი.
• სასტუმროს ნომრებში (151 ნომერი) - თითოეულში უნდა განთავსდეს 2 ცალი
წებოვანი მონიტორი. წებოვანი მონიტორები უნდა იყოს დალუქულ
მდგომარეობაში და განთავსდეს სტუმრისათვის რთულად ხელმისაწვდომ
ადგილას მაგ. საწოლის ქვეშ.
• შიდა ტერიტორიაზე ჟელეს ფორმულაციის გარდა სხვა ფორმულაციის
ინსექტიციდის გამოყენება უნდა მოხდეს შემსყიდველთან შეთანხმებით.
მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში და სელექციურად
• მცოცავი მწერების კონტროლისთვის შემსყიდველთან წინასწარი
შეთახმებით გამოყენებული იქნება ჟელეს ფორმულაციის ინსექტიციდი,
რომელიც გაზრდის ეფექტს ამავდროულად არ ექნება სუნი და არ შეაფერხებს
ობიექტის ფუნქციონირებას.
პესტიციდების გამოყენება
• მიმწოდებლის მიერ გამოყენებული სადერატიზაციო-სადეზინსექციო
პესტიციდები რეგისტრირებული უნდა იყოს დაავადებათა კონტროლის
ეროვნული ცენტრის მიერ (NCDC) და უნდა აკმაყოფილებდეს საერთაშორისო
სტანდარტებს
• მომწოდებელმა მომსახურების დაწყებამდე დოკუმენტაციის სახით უნდა
წარმოადგინოს პესტიციდების რეგისტრაციის დამადასტურებლი
დოკუმენტაცია, ასევე უნდა წამოადგინოს ეტიკეტი და
მატერიალურ-ტექნიკური უსაფრთხოების მონაცემები.
• პესტიციდების გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ ეტიკეტის და
უსაფრთხოების მონაცემების გათვალისწინებით.
• პესტიციდის გამოყენება შიდა ტერიტორიაზე უნდა მოხდეს შეზღუდულად და
სელექციურად.
• საჭიროების შემთხვევაში შენობის შიდა და გარე ტერიტორია,
შემსყიდველთან შეთანხმებით დამუშავდეს შესაბამისი ფორმულაციის
ინსექტიციდით.
ტექნიკური პერსონალი
• შემსრულებლის მხრიდან გამწესებული უნდა იყოს მომსახურე პერსონალი
(სპეციალისტი/ტექნიკოსი), რომელიც იქნება შესაბამისად აღჭურვილი და
ტერიტორიაზე იმუშავებს სპეციალური უნიფორმით.
• აუცილებელია ტექნიკოსი/სპეციალისტი გადამზადებული იყოს დარგში
აღიარებული სტანდარტებისა და სისტემების მიხედვით და გააჩნდეს
შესაბამისი დამადასტურებელი სეტიფიკატი. (GMP, GHP, HACCP)
• შემსრულებელ კომპანიას უნდა ჰყავდეს ექიმი ჰიგიენისტი/ეპიდემიოლოგი,
რომელიც დაგეგმავს შესასრულებელ სამუშაოებს და ზედამხედველობას
გაუწევს შესრულების პროცესს ხოლო საჭიროების შემთხვევაში ჩაერთვება
სამუშაოების შესრულების პროცესში.
დოკუმენტაცია რომელიც უნდა აწაარმოოს მიმწოდებელმა
• შენობის გეგმა / ნახაზი ( მიმდინარე მდგომარეობით), მოიცავს ყველა
დანადგარის და მოწყობილობების მდებარეობის მითითებას ნუმერაციის
მიხედვით (შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევში)
• ინსპექციის აქტები
• მომსახურების ჟურნალი
• პესტიციდების ჩამონათვალი
• Labels/MSDS - გამოყენებული პესტიციდების
• დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული
ცენტრის მიერ გაცემული დასკვნა, პესტიციდების რეგისტრაციის შესახებ.