Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Отделочные строительные работы (Грузия - Тендер #65263664)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Office of the Government of the Autonomous Republic of Adjara
Номер конкурса: 65263664
Дата публикации: 08-07-2025
Сумма контракта: 293 000


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT250012146
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 07.07.2025 16:49
Начало приема предложения 15.07.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 18.07.2025 14:30
Предполагаемая цена закупки 293`000.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 45400000-Отделочные строительные работы
Коды классификатора
  • 45400000 - Отделочные строительные работы
  • 45420000 - Столярные и плотницкие работы
  • 45430000 - Работы по укладке покрытий на полы и стены
  • 45440000 - Работы по покраске и стекольные работы
  • 45450000 - Другие отделочные строительные работы
Срок подачи ხელშეკრულების გაფორმებიდან 120 (ასოცი) კალენდარული დღის განმავლობაში
Дополнительная информация
მთავრობის აპარატის ადმინისტრაციული შენობის (მის: ქ. ბათუმი, კონსტანტინე გამსახურდიას ქ. N9 და ა. მელაშვილის ქ. N26) შიდასარემონტო სამუშაოები
Количество и объём закупок იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 3`500.00 GEL
Размер гарантии 2`930 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: lasha bolkvadze :: 03.07.2025 17:07
  • Последнее исправление: lasha bolkvadze :: 07.07.2025 16:49
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=637321&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

მთავრობის აპარატის ადმინისტრაციული შენობის (მის: ქ. ბათუმი, კონსტანტინე გამსახურდიას ქ. N9 და ა. მელაშვილის ქ. N26) შიდასარემონტო სამუშაოები

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

იხილეთ თანდართული დოკუმენტაცია (შესასრულებელი სამუშაოები და მოცულობები)

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

ხელშეკრულების გაფორმებიდან 120 (ასოცი) კალენდარული დღის ჩათვლით პერიოდი

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1.5.1 სამუშაოები სრულდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის ადმინისტრაციულ შენობებში (ქ. ბათუმი, კ. გამსახურდიას ქ. N9 და ა. მელაშვილის ქ. N26);
1.5.2 ადმინისტრაციულ შენობებში სამუშაოები უნდა იწარმოოს მთავრობის აპარატის საქმიანობის პარალელურ რეჟიმში (საქმიანობის შეუფერხებლად);
1.5.3 მიმწოდებელი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამუშაოებს ასრულებს ეტაპობრივად, სატენდერო დოკუმენტაციის 2.5.1 პუნქტის შესაბამისად;
1.5.4 მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს საკუთარი ძალებით რემონტს დაქვემდებარებული ცალკეული საოფისე ოთახების ავეჯისგან გამოთავისუფლება (დაუზიანებლად) და დასრულების შემდეგ კვლავ საწყის მდგომარეობაში დაბრუნება

1.6 guarantee period for the works to be performed

1.6.1 მიმწოდებლის მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხის საგარანტიო ვადა შეადგენს 2 (ორი) წელს სამუშაოების დასრულებიდან (საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან).
1.6.2 შესრულებულ სამუშაოებზე საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 2 (ორი) წლის განმავლობაში ხარისხის გარანტიის უზრუნველსაყოფად, მიმწოდებელი ვალდებულია საბოლოო ანგარიშსწორებამდე წარმოადგინოს ხარისხის უზრუნველყოფის უპირობო, გამოუთხოვადი გარანტია, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების მთლიანი ღირებულების 2,5%-ის ოდენობით.
1.6.3 საგარანტიო პერიოდის განმავლობაში ხარვეზის გამოვლენის შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველის მიერ ზეპირი ან წერილობითი მიმართვით განსაზღვრულ ვადაში, საკუთარი ხარჯებით მოახდინოს გამოვლენილი ხარვეზის აღმოფხვა ისე, რომ შესრულებული სამუშაოები სრულ შესაბამისობაში მოვიდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

2.2.1.1 ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს (შესყიდვაში მონაწილეობის მსურველ პირს) 2023 წლის 1 იანვრიდან ტენდერის გამოცხადების დღემდე შესრულებული უნდა ჰქონდეს ტენდერით გათვალისწინებული ანალოგიური ხასიათის, სირთულისა და შინაარსის (საგანმანათლებლო დაწესებულებების ან/და სხვა საზოგადოებრივი დანიშნულების მქონე შენობ(ებ)ის ან/და სხვა მსგავსი ტიპის შერეული ფუნქციის მქონე შენობ(ებ)ის ან/და საცხოვრებელი სახლების სარემონტო/სარეაბილიტაციო/სამშენებლო სამუშაოები) სამუშაოები საერთო ღირებულებით არანაკლებ 600 000,00 (ექვსასი ათასი) ლარის ოდენობით.
2.2.1.2. ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს (შესყიდვაში მონაწილეობის მსურველ პირს) უკანასკნელი წლების განმავლობაში 2023 წლის 1 იანვრიდან ტენდერის გამოცხადების დღემდე, ერთ კონკრეტულ ობიექტზე შესრულებული უნდა ჰქონდეს ანალოგიური ხასიათის, სირთულისა და შინაარსის (საგანმანათლებლო დაწესებულებების ან/და სხვა საზოგადოებრივი დანიშნულების მქონე შენობ(ებ)ის ან/და სხვა მსგავსი ტიპის შერეული ფუნქციის მქონე შენობ(ებ)ის ან/და საცხოვრებელი სახლების სარემონტო/სარეაბილიტაციო/სამშენებლო სამუშაოები) სამუშაოები საერთო ღირებულებით არანაკლებ 100 000 (ასი ათასი) ლარის ოდენობით;
2.2.1.3 პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ტენდერით გათვალისწინებული ანალოგიური ხასიათის, სირთულისა და შინაარსის სამუშაოს შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები (ხელშეკრულების ასლები, მიღება-ჩაბარების აქტის ასლები, ფორმა №2 ან/და ანალოგიური ტიპის დოკუმენტები, საიდანაც შესაძლებელია შესრულებული სამუშაოების შინაარსისა და ღირებულებების იდენტიფიცირება).
2.2.1.4. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტი გამოცდილების სახით წარმოადგენს არასახელმწიფო ან სახელმწიფო შესყიდვის ქვეკონტრაქტორის შესყიდვის ხელშეკრულებებსა და მათი შესრულების დოკუმენტაციას, გარდა 2.2.1.3. ქვეპუნქტით მოთხოვნილი დოკუმენტაციისა, პრეტენდენტი ვალდებულია დამატებით წარმოადგინოს აღნიშნულ სამუშაოებზე დადასტურებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების ქსეროასლები (რომელიც დადასტურებული უნდა იყოს ტენდერის გამოცხადებამდე პერიოდში).
2.2.1.5. სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადასტურების მიზნით, უცხოური საწარმოს/უცხოური საწარმოს ფილიალის/წარმომადგენლობის მიერ ან სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში სხვა პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ უცხო ქვეყანაში შედგენილ გამოცდილების შესახებ დოკუმენტზე ხელმოწერები უნდა იყოს ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული და მას თან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
2.2.1.6. სახელმწიფო შესყიდვის შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ მითითებული იქნება NAT/SPA/CMR ან სხვა ნომრები და ხელშეკრულების შესრულების მიმდინარეობის ანგარიშზე არსებული ინფორმაციებით და ატვირთული დოკუმენტაციებით შესაძლებელი იქნება სამუშაოების შინაარსისა და ღირებულებების იდენტიფიცირება, მაშინ დამატებითი დოკუმენტის წარმოდგენას არ საჭიროებს.

2.5.1 requirement related to the time limits for supplying goods/providing services/performing works (timeline)

2.5.1.1 ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული მიმწოდებელი სამუშაოებს ასრულებს ეტაპობრივად:
I ეტაპი - 30(ოცდაათი) კალენდარული დღე სახელშეკრულებო ღირებულების 20%-ის სამუშაოების შესრულების წარმოდგენა.
II ეტაპი - 40(ორმოცი)კალენდარული დღე სახელშეკრულებო ღირებულების 30%-ის სამუშაოების შესრულების წარმოდგენა
III ეტაპი - 50(ორმოცდათი)კალენდარული დღე სახელშეკრულებო ღირებულების 50%-ის სამუშაოების შესრულების წარმოდგენა

2.8.1 requirements related to a sub-contractor

2.8.1.1 მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველს წერილობითი ფორმით მიაწოდოს ინფორმაცია შესყიდვის ობიექტზე მომუშავე ყველა ქვეკონტრაქტორი ორგანიზაციის შესახებ ამ ორანიზაციათა გამოცდლების შესახებ ინფორმაციაზე მითითებით, არაუგვიანეს 5 კალენდარული დღით ადრე სანამ ქვეკონტრაქტორი შეუდგება საქმიანობას.
2.8.1.2 აღნიშნულ ვადაში (2.8.1.1 პუნქტი) შესაბამისი ინფორმაციის წარმოუდგენლობის ან/და არასრულად წარმოდგენის შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრება ერთჯერადი ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით, ხოლო აღნიშნული პუნქტით განსაზღვრული ვადის 10 (ათი) კალენდარულ დღეზე მეტით დარღვევის შემთხვევაში, შემსყიდველი უფლებამოსილია ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება და მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.
2.8.1.3 მიმწოდებელი ვალდებულია, შემსყიდველის დასაბუთებული მოთხოვნის შემთხვევაში, შეცვალოს ქვეკონტრაქტორი კომპანია, რომელიც არაჯეროვნად (უხარისხოდ/დაგვიანებით) ასრულებს სამუშაოებს. აღნიშნული მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს არაუგვიანეს 15 (თხუთმეტი) კალენდარული დღისა. ხსენებული ვადის დარღვევის შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრება ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით. ამასთან, აღნიშნული ვადის 10 (ათი) კალენდარულ დღეზე მეტით გადაცილების შემთხვევაში მიმწოდებელს დამატებით დაეკისრება პირგასამტეხლო ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0.02 %-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ან შემსყიდველი ისარგებლებს ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის უფლებით და მოითხოვს ზიანის ანაზღაურებას.

2.9 other additional requirements

2.9.1 თუ ერთიან ელექტრონულ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასიდან გამომდინარე, ერთეულის ფასი წარმოდგება მრავალნიშნა ათწილადის სახით, პრეტენდენტი ვალდებულია შეამციროს ერთეულის ფასი და დაამრგვალოს მეასედებამდე. შესაბამისად, შეამციროს საერთო ფასიც

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1.1 სავარაუდო ღირებულებასთან შედარებით საბოლოო ფასის 20%-ით ან მეტით კლების შემთხვევაში ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასადასტურებლად პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს: სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ან სხვა აკრედიტებული პირის დასკვნა (აკრედიტებული პირის მიერ გაცემულ დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი);
4.1.1.2 ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტი შედგენილი და გაცემული უნდა იყოს "ტექნიკური რეგლამენტის - სამშენებლო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დადგენის მეთოდიკის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 სექტემბრის N439 დადენილების მოთხოვნების შესაბამისად;
4.1.1.3 პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა უნდა პასუხობდეს კონკრეტულად დასმულ კითხვას: ,,პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვით შესაძლებელია თუ არა საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულება"

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

guarantee for assurance of contract performance

6.1 guarantees for assurance of contract performance are requested

4 Процентов

6.2 guarantees are requested in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value

10 Процентов

6.3 duration of guarantee

6.3.1 ხელშეკრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა 60 (სამოცი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების ვადას

6.4 terms and conditions of guarantee

6.4.1 უპირობო, გამოუთხოვადი ხელშეკრულების შესრულების გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნას საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის" მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში. შემდეგი ფორმის დაცვით: დაბეჭდილი გარანტიის გამცემი დაწესებულების ტიტულიან ფურცელზე (ბლანკი), ხელმოწერილი უფლებამოსილი პირის მიერ და ბეჭედდასმული

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

7.2.1 ანგარიშსწორების ფორმა - უნაღდო, ვალუტა - ლარი;
7.2.2 შესრულებული სამუშოების ანაზღაურება (ანგარიშსწორება) მიმწოდებელთან განხორციელდება ეტაპობრივად შემდეგი წესით:
7.2.2.1 კონკრეტული ეტაპით სრულად გათვალისწინებულ სამუშაოებზე ხელშეკრულების შესაბამისად გაფორმებული ფორმა №2-ის, შუალედური მიღება-ჩაბარების აქტის, გადახდის სერთიფიკატისა და ანგარიშ-ფაქტურის წარმოდგენის შემდეგ. ზემოთაღნიშნული დოკუმენტაციის წარმოუდგენლობის ან/და ხარვეზით წარმოდგენის შემთხვევაში, შემსყიდველს უფლება აქვს უარი თქვას ანგარიშსწორებაზე. ფორმა №2 და მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმდება მხოლოდ კონკრეტული ეტაპით გათვალისწინებული პროცენტული ოდენობით შესრულებულ სამუშაოებზე, კონკრეტულ ეტაპზე წინსწრებით შესრულებული სამუშაოები ჩაითვლება მომდევნო ეტაპით გათვალისწინებულ სამუშაოებში და შეიყვანება მომდევნო ეტაპის ფორმა №2-სა და მიღება-ჩაბარების აქტში, ხოლო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების მთლიანად დასრულების შემთხვევაში შესაძლებელია საბოლოო ანგარისწორების განხორციელება სამუშაოების შესრულების ნებისმიერ ეტაპზე, საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 7.2.2.2 პუნქტის შესაბამისად;
7.2.2.2 საბოლოო ანგარიშსწორება მიმწოდებელთან განხორციელდება სსიპ-ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან სხვა აკრედიტებული პირის მიერ გაცემული დასკვნის, კორექტირებული ფორმა №2-ს, მიღება-ჩაბარების აქტის, გადახდის სერთიფიკატისა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და ანგარიშ-ფაქტურის წარმოდგენის შემდეგ;
7.2.2.3 შემსყიდველი უფლებამოსილია შუალედური ეტაპის შესაბამისად შესრულებული სამუშაოების ღირებულების ანაზღაურების შემდეგ არ განახორციელოს საბოლოო ანგარიშსწორება სსიპ - ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან სხვა აკრედიტებული პირის მიერ გაცემული დასკვნის წარმოუდგენლობის შემთხვევაში;
7.2.2.4 მიმწოდებელი ვალდებულია ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულებიდან არაუგვიანეს 30 (ოცდაათი) კალენდარულ დღეში (მაგრამ არაუგვიანეს 2025 წლის 20 დეკემბრისა) უზრუნველყოს შესრულებულ სამუშაოებზე სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან სხვა აკრედიტებული პირის მიერ გაცემული დასკვნის წარმოდგენა (აკრედიტებული პირის მიერ გაცემულ დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი);
7.2.3 თუ შემსყიდველის მიერ ხელშეკრულებით განსაზღვრული შესასრულებელი სამუშაოების ღირებულებამ არ შეადგინა გამარჯვებულ ორგანიზაციასთან დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა, ასეთ შემთხვევაში, შემსყიდველი გადაუხდის მიმწოდებელს ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების მოცულობების ღირებულებას. აღნიშნულიდან გამომდინარე მიმწოდებელს პრეტენზია არ უნდა გააჩნდეს აუთვისებელ სამუშაოთა მოცულობების ღირებულების ანაზღაურებაზე;
7.2.4 მიმწოდებელი ვალდებულია საბოლოო ანგარიშსწორებამდე წარმოადგინოს ხარისხის უზრუნველყოფის უპირობო, გამოუთხოვადი გარანტია, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფაქტიურად შესრულებული სამუშაობის მთლიანი ღირებულების 2,5%-ის ოდენობით, რომლის ვადაც უნდა შეადგენდეს შესრულებულ სამუშაოებზე საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 2 წელსა და 2 თვეს.
7.2.5 შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარებას (მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებას, ფორმა N2-ისა და გადახდის სერთიფიკატის დამოწმებას) ახდენს შემსყიდველის მიერ შესაბამისი წესით შერჩეული ტექნიკური ზედამხედველი ან ორგანიზაციის ხელმძღვანელის ბრძანებით დაკომპლექტებული შესაბამისი ტექნიკური ჯგუფი, ხოლო მონიტორინგს ახორციელებს და თანხის ანაზღაურებაზე გადაწყვეტილებას იღებს ორგანიზაციის ხელმძღვანელის ბრძანებით შექმნილი შესაბამისი კომისია

7.3 time limits for step by step and/or final payment

7.3.1 მიმწოდებელთან ეტაპობრივი ანგარიშსწორება განხორციელდება გაფორმებული ფორმა N2-ის, მიღება-ჩაბარების აქტის, გადახდის სერთიფიკატისა და ანგარიშ-ფაქტურის, ხოლო, საბოლოო ანგარისწორებისას, დამატებით სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან სხვა აკრედიტებული პირის მიერ გაცემული დასკვნის წარმოდგენიდან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ლაშა ბოლქვაძე, 577302623, procurementajaragov@gmail.com ტექნიკური საკითხები - დავით ზოიძე 591 01 01 15

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1 პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული შემდეგი დოკუმენტების ატვირთვა სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში:
10.1.1.1 ფასების ცხრილი (დანართი N1) სატენდერო დოკუმენტაციის 1.3 პუნქტის შესაბამისად, როგორც PDF, ასევე, ექსელის ფაილის ფორმატში (ფასების ცხრილის წარმოუდგენლობა გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას);
10.1.1.2 ინფორმაცია გამოცდილების შესახებ (დანართი N2) სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 პუნქტის შესაბამისად;
10.1.1.3 ინფორმაცია შესრულებული სამუშაოების საგარანტიო ვადისა და პირობების შესახებ სატენდერო დოკუმენტაციის 1.6 პუნქტის შესაბამისად.
10.1.2 ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს ორიგინალის სახით (ასლის შემთხვევაში ნოტარიულად დამოწმებული ასლი) ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
10.1.3 სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის მსურველები/პრეტენდენტები/მიმწოდებლები „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ვალდებულები არიან, სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულონ კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმონ კვალიფიციური ელექტრონული შტამპით. ეს წესი არ ვრცელდება იმ შემთხვევაზე, როდესაც საქართველოს კანონმდებლობა არ მოითხოვს დოკუმენტზე ხელმოწერის შესრულებას ან/და შტამპის დასმას (საჭიროების შემთხვევაში ატვირთულ უნდა იქნას მინდობილობა ან რწმუნებულება).
10.1.4 პრედენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული წინადადება.
10.1.5 სატენდერო წინადადების საერთო და ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში - ლარში

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru