ავტომატური მეტეროლოგიური სადგური (ერთი კომპლექტი) უნდა შედგებოდეს
შემდეგი კომპონენტებისაგან:
1. დატალოგერი
შემავალი არხები:
- ანალოგური არხები: არანაკლებ 8 დიფერენციული არხი (16 ცალმხრივი
დაბოლოების არხი)
- არანაკლებ 2 დათვლის/სიხშირის არხი
- სერიული კომუნიკაცია: RS-232, RS-485, SDI-12
დატალოგერს უნდა გააჩნდეს შემდეგი პროტოკოლების მხარდაჭერა: HTTP, FTP, Telnet, SMTP,
NTP.
რეალური დროის საათის სიზუსტე: +-4 წთ. წელიწადში ან უკეთესი
სამუშაო გარემო პირობები:
ტემპერატურა: -40 ... +60 C ან უკეთესი
ტენიანობა: 0 ... 100 %RH
2. დატალოგერის ყუთი
მასალა: უჟანგავი ფოლადი (AISI 316)
დაცვის კლასი: არანაკლებ IP 66
დატალოგერის ყუთს უნდა გააჩნდეს რადიაციისაგან დამცავი დამატებითი
ფირფიტა, რომელიც იცავს დატალოგერის ყუთის ზედა და გვერდით ნაწილებს
პირდაპირი ნალექისა და მზის რადიაციის ზემოქმედებისაგან. სენსორების
მიერთება დატალოგერის ყუთზე უნდა განხორციელდეს ქვედა მხრიდან წყლისა
და ნესტის შეღწვის რისკის შესამცირებლად. ყუთს უნდა მოყვებოდეს ყუთის
შიგნიდან ჩამკეტით აღჭურვილი დამცავი თავსახური, რომელიც გარედან არ
უნდა იღებოდეს, რათა დაცული იყოს კაბელის შეერთებები ყუთთან. აღნიშნული
თავსახურის გაღება შესაძლებელი უნდა იყოს მხოლოდ დატალოგერის ყუთის
გახსნის შემდგომ შიგნიდან. ყუთის დიზაინი იმდაგვარად უნდა იყოს
გათვლილი, რომ თავიდან აცილებულ იქნეს კორპუსში ნესტის შეღწევა.
დატალოგერის ყუთი უნდა უზრუნველყოფდეს ყუთის შიგნით დღის
განმავლობასი ტემპერატურის დიდი ცვალებადობით გამოწვეული
კონდენსაციის შემცირებას და არ უნდა საჭიროებდეს ნესტის შემწოვი
ნივთიერებების გამოყენებას. დატალოგერის ყუთი მიმაგრებულ უნდა იქნეს
არსებულ კონსტრუქციაზე. ყუთში განთავსებული უნდა იყოს ყველა ძირითადი
კომპონენტი (დატალოგერი, აკუმულატორი, კვების ბლოკი, დასამუხტი
მოწყობილობა, გამანაწილებელი ტერმინალები, გადამეტ. ძაბვისაგან
დამცავი მოწყობილობები და სხვა).
დატალოგერის ყუთი აღჭურვილი უნდა იყოს 2 ცალი საკეტით, რომლის გახსნაც
შესაძლებელია გასაღების საშუალებით.
სისტემის გამართული სტაბილური მუშაობისა და მაქსიმალური დაცვისათვის
დატალოგერში ყუთში უნდა იქნას ჩამონტაჟებული შემდეგი
მოწყობილობები:
- ცვლადი დენის ავტომატური ამომრთველი
- ცვლადი დენის ჩამრთველ/გამომრთველი
- ცვლადი დენის გადამეტ. ძაბვისაგან მცველი
- აკუმულატორის ავტომატური ამომრთველი
- ელ. ენერგიის კვების ტერმინალის საკლემე ბლოკი
- სასიგნალო ტერმინალის საკლემე ბლოკები (დატალოგერის ყუთში შემავალი
სენსორის კაბელის წვერების დაერთება უნდა მოხდეს ტერმინალის საკლემე
ხუნდებზე, რომელიც მეორე მხარეს კაბელით მიერთებულ უნდა იქნეს
დატალოგერთან)
- გადამეტ. ძაბვისაგან დამცავი მოწყობილობები სენსორებისათვის ზემოთ
მოცემული კომპონენტების დაკაბელება და გამართვა წარმოადგენს
პრეტენდენტის ვალდებულებას.
3. კვების ბლოკი
ავტომატურ მეტეოროლოგიურ სადგურს უნდა გააჩნდეს 220 ვ. კვების ბლოკი
ძირითადი კვებისა და სენსორების გათბობისათვის. კვების ბლოკის
რაოდენობა განსაზღვრულ უნდა იქნას პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული
სენსორებიდან გამომდინარე
შემავალი ძაბვის დიაპაზონი: არანაკლებ 90 ... 264 ვ. (ცვლადი)
სიხშირე: 45 ... 65 Hz
გამომავალი სიმძლავრე: არანაკლებ 240 ვტ.
4. აკუმულატორი
სისტემის სარეზერვო კვებისათვის გამოყენებული უნდა იყოს დახშული
ტიპის აკუმულატორი, რომელიც არ საჭიროებს მომსახურებას. ძირითადი
კვების გათიშვის შემთხვევაში სისტემის კვება ავტომატურად უნდა
განხორციელდეს აკუმულატორის საშუალებით სისტემის შეფერხების
გარეშე.
ძაბვა: 12 ვ.
სიმძლავრე: ორი ერთეული არანაკლებ 24 ა/სთ აკუმულატორი (სარეზერვო
კვებისათვის)
აკუმულატორები განთავსებულ უნდა იყოს დატალოგერის ყუთში
5. მზის პანელი
სადგური აღჭურვილ უნდა იყოს მზის პანელით, რომლის სიმძლავრეც იქნება
არანაკლებ 80 ვტ. მზის პანელი დამზადებულ უნდა იყოს ნაწრთობი მინისაგან, EVA
პოლიმერის ამინდგამძლე ფირისაგან ალუმინის ჩარჩოთი.
სამუშაო ტემპერატურა: -40 ... +85 C ან უკეთესი
მზის პანელის სისტემას უნდა მოყვებოდეს დახრადი შესაბამისი სამაგრები
არსებულ კონსტრუქციაზე მისამაგრებლად.
6. დასამუხტი მოწყობილობა
დასამუხტი მოწყობილობა არ უნდა იყოს ინტეგრირებული დატალოგერში და
ცალკე უნდა იყოს განთავსებული ყუთში. დასამუხტ მოწყობილობას უნდა
გააჩნდეს შემდეგი შესაძლებლობები:
- დამუხტვის კონტროლი ტემპერატურის კომპენსაციით
- აკუმულატორის რევერსული ძაბვის დაცვა
- აკუმულატორის სრული განმუხტვისაგან დაცვა
- აკუმულატორის დამუხტვის მაქსიმალური დენი: 2.5 ამპ. დენის მიწოდების
საშუალება
- სამუშაო ტემპერატურა: -40 ... + 60 C ან უკეთესი
7. GSM მოდემი
GSM მოდემი უნდა იყოს თავსებადი საქართველოში არსებულ GSM ოპერატორებთან
და უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
GSM სიხშირე: 850, 900, 1800, 1900, 2100 MHz
კონტროლი AT ბრძანებების საშუალებით
TCP / IP - AT ბრძანებების გამოყენებით
ინტერნეტ მომსახურება: TCP / UDP სერვერი / კლიენტი, DNS, Ping, FTP, HTTP
მონაცემთა გადაცემა: HSDPA / HSUPA, GPRS, SMS, CSD
სამუშაო ტემპერატურა: -30 - +65 °C, ან უკეთესი
GSM მოდემი არ უნდა იყოს ინტეგრირებული დატალოგერში და ცალკე უნდა იყოს
დაინსტალირებული დატალოგერის ყუთში.
GSM მოდემი უნდა მოწოდებულ იქნას შესაბამისი გარე ყველამხრივ მიმართული
ანტენით, რომლის კაბელის სიგრძე უნდა იყოს არანაკლებ 5 მ. ანტენას უნდა
ჰქონდეს ანძაზე მისამაგრებელი შესაბამისი სამაგრი.
8. ჰაერის ტემპერატურისა და ტენიანობის სენსორი
ტემპერატურის სენსორი:
- ტიპი: Pt-100 RTD
- გაზომვის დიაპაზონი: არანაკლებ -40-დან +60 C-მდე ან უკეთესი
- გარჩევადობა: 0.1 C ან უკეთესი
- ცდომილება: +-0.3 C ან ან უკეთესი
ფარდობითი ტენიანობა:
- გაზომვის დიაპაზონი: 0 ... 100 %RH
- გარჩევადობა: 1% ან უკეთესი
- ცდომილება: +-3 %RH ან უკეთესი (ტემპერატურის დიაპაზონში: -40-დან +60 C)
ტემპერატურისა და ტენიანობის სენსორი უნდა განთავსებულ იქნას
რადიაციისაგან დამცავ მოწყობილობაში, რომელიც უნდა იყოს ბუნებრივი
ვენტილაციის პრინციპზე დაფუძნებული. რადიაციისაგან დამცავი
მოწყობილობა უნდა შედგებოდეს დისკისებრი ფირფიტისაგან, რომელთა
რაოდენობა უნდა იყოს არანაკლებ 8. ჰაერის ტემპერატურის, ტენიანობის
სენსორსა და რადიაციისაგან დამცავ მოწყობილობას უნდა მოყვებოდეს
შესაბამისი სამაგრი კონსტრუქციაზე მისამაგრებლად
9. ქარის სიჩქარისა და მიმართულების ულტრაბგერითი სენსორი
გამათბობლით
ქარის გაზომვისათვის გამოყენებულ უნდა იყოს ულტრაბგრეთი ქარის
სიჩქარისა და მიმართულების გამათბობელიანი სენსორი სულ მცირე სამი
ტრანსდუსერით. სენსორის დაცვის კლასი უნდა იყოს IP66 ან უკეთესი. სენსორს
უნდა მოყვებოდეს სამონტაჟო კომპლექტი არსებულ კონსტრუქციაზე
დასამონტაჟებლად. სენსორი არ უნდა საჭიროებდეს მომსახურებას. სენსორი
აღჭურვილ უნდა იყოს თერმოსტატით კონტროლირებადი გამათბობლით,
რომლებიც უზრუნველყოფენ სენსორის ტრანსდუსერების და მხრების
ყინულიანი წვიმისა და თოვლის ნადებისაგან დაცვას. კორპუსი, მხარი და
სამონტაჟო კომპლექტი დამზადებულ უნდა იყოს უჟანგავი ფოლადისაგან.
სენსორს უნდა მოყვებოდეს ფრინველებისაგან დაცვის კომპლექტი.
პასუხის დრო: 250 მწ ან უკეთესი
სამუშაო ტემპერატურა: -40 C ... +60 C ან უკეთესი
ქარის სიჩქარე:
გაზომვის დიაპაზონი: 0 ... 65 მ/წმ ან უკეთესი
გარჩევადობა: 0.01 მ/წმ ან უკეთესი
ცდომილება: +-0.1 მ/წმ ან ჩვენების 2%, რომელიც უფრო მეტია
ქარის მიმართულება:
გაზომვის დიაპაზონი: 0 ... 360°
გარჩევადობა: 1° ან უკეთესი
ცდომილება +-2° ან უკეთესი
10. ნალექის სენსორი გამათბობლით
ნალექის სენსორი უნდა დაფუძნებულ იყოს აკუსტიკურ გაზომვის
პრინციპზე.
ნალექის სენსორის რეზოლუცია: 0.01 მმ. ან უკეთესი
დაგროვილი დღიური ნალექის ცდომილება: 5% ან უკეთესი (დამოკიდებული
ამინდზე)
ინტენსიურობის გაზომვის დიაპაზონი: 0 – 200 მმ/სთ ან უკეთესი
ინტენსიურობის რეზოლუცია: 0.1 მმ/სთ ან უკეთესი
სეტყვის რეზოლუცია: 0.1 დარტყმა/სმ2, 1 დარტყმა ან უკეთესი
სეტყვის ინტენსივობის რეზოლუცია: 0.1 დარტყმა/სმ2 სთ, 1 დარტყმა/სთ
გამომავალი სიგნალი: RS-232, RS-485, SDI-12
სენსორი უნდა იყოს აღჭურვილი გამათბობლით და უნდა მოყვებოდეს
ჩიტებისაგან დამცავი. სენსორს უნდა მოყვებოდეს ყველა შესაბამისი
სამაგრი მის დასამონტაჟებლად.
დაცვის კლასი: IP66 ან უკეთესი
სამუშაო ტემპერატურა: -40 ... +60C ან უკეთესი
11. ატმოსფერული წნევის სენსორი
გაზომვის დიაპაზონი: 500 ... 1100 ჰპა
რეზოლუცია: 0.1 ჰპა
ცდომილება +-0.25 ჰპა (-40 ... +60 C დროს) ან უკეთესი
გრძელვადიანი სტაბილურობა: +-0.1 ჰპა/წელი
სამუშაო ტემპერატურა: -40 ... +60 C ან უკეთესი
ატმოსფერული წნევის სენსორი განთავსებული უნდა იყოს დატალოგერის
ყუთში.
12. ხილვადობის და მიმდინარე ამინდის სენსორი
მიმდინარე ამინდის სენსორს უნდა შეეძლოს დააფიქსიროს მეტეოროლოგიური
მოვლენები და მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის მიერ მომზადებული
კოდების ფორმის შესაბამისად (WMO 4680) დააგენერიროს ამ მოვლენების
შესატყვისი კოდები (მინიმუმ 40 კოდი).
სენსორი უნდა იყოს აღჭურვილი გამათბობელით რათა მან შეძლოს მკაცრ
პირობებში მუშაობა. სენსორის წარმადობა უნდა აკმაყოფილებდეს სულ მცირე
შემდეგ მოთხოვნებს ან იყოს უკეთესი:
- მეტეოროლოგიური მოვლენები რომელთა დაფიქსირებაც უნდა მოხდეს: წვიმა,
ყინულოვანი წვიმა, თქორი, ყინულოვანი თქორი, თოვლჭყაპი, თოვლი,
ყინულოვანი მარცვლები, ნისლი, ბურუსი ან დარიანი ამინდი.
- დაკვირვების დიაპაზონი: 10 მ – 20.000 მ, ან უკეთესი
- ცდომილება : ±10% (10 - 10,000 მ), ±15% (10 -20,000 მ) ან უკეთესი
- ნალექის დაფიქსირების მგრძნობელობა : 0.05 მმ/სთ ან ნაკლები (10 წუთის
განმავლობაში)
- ნალექის ინტენსივობის გაზომვა : 0 - 500 მმ/სთ, ან უკეთესი
- დაცვა : IP66 ან უკეთესი
- სამუშაო ტემპერატურა : -40 C - +60 C, ან უკეთესი
13. პროგრამული უზრუნველყოფა
შემოთავაზებულ მეტეოროლოგიურ სადგური მოწოდებული უნდა იყოს ვებ
აპლიკაციის ტიპის პროგრამული უზრუნველყოფასთან ერთად, რომელიც
დააკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:
- ინფორმაციის ჩვენება რუკაზე: სადგურის მდებარეობის გამოტანა რუკაზე,
ბოლო საათის განმავლობაში მიღებული სენსორების მონაცემებისა და
სადგურის სტატუსის ჩვენება სხვადასხვა მარკირების ფერების
გამოყენებით.
- უკანასკნელი მონაცემების ჩვენება აპლიკაციაში ჩართული
სადგურისათვის ერთ გვერდზე.
- დეტალური ინფორმაციის ჩვენება სადგურისათვის:
სადგურის სენსორებიდან მიღებული ინფორმაციის ჩვენება (მონაცემთა
ფილტრირების შესაძლებლობა დროისა და თარიღის მიხედვით, სენსორების
მიხედვით);
ისტორიული მონაცემების ჩვენება ცხრილისა და გრაფიკების მიხედვით
მომხმარებლის მიერ არჩეული პერიოდის მიხედვით მიღებული ინფორმაციის
წარმოდგენა ცხრილისა და გრაფიკების მიხედვით. გრაფიკების ჩვენება უნდა
ხორციელდებოდეს იმგვარი ტექნოლოგიის გამოყენებით, რომლის
საშუალებითაც შესაძლებელი იქნება მისი ნახვა ასევე სმარტფონების
გამოყენებით (გრაფიკები არ უნდა იყოს დაფუძნებული Flash ტექნოლოგიაზე);
სენსორების მონაცემების ექსპორტირება Excel-ში; სადგურის აკუმულატორის
ძაბვის ჩვენება; ზოგადი ინფორმაცია სადგურზე: სადგურის
მწარმოებელი/მოდელი, ინსტალაციის თარიღი, დატალოგერის სერიული ნომერი,
მდებარეობა, გრძედი/განედი, კონფიგურაციის ფაილის დასახელება, ფაილის
შემქმნელის დასახელება, სენსორების ჩამონათვალი სერიული ნომრებით;
სადგურის სურათების დამატება
- სადგურების დამატების/წაშლის შესაძლებლობა (სადგურების რაოდენობა არ
უნდა იყოს შეზღუდული და არ უნდა საჭიროებდეს დამატებით გადასახადსა თუ
ლიცენზიას).
- ვებ აპლიკაციაში მომხმარებლების დამატება/გაუქმების შესაძლებლობა
(მომხმარებლების რაოდენობა არ უნდა იყოს შეზღუდული და არ უნდა
საჭიროებდეს დამატებით გადასახადსა თუ ლიცენზიას).
- სისტემის ადმინისტრატორს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა თითოეულ
მომხმარებელს მიანიჭოს წვდომა ერთ ან მეტ სადგურზე ინდივიდუალურად
- ვებ აპლიკაციის ენა: ინგლისური და ქართული (არჩევადი მომხმარებლის
მიერ)
შემოთავაზებული პროგრამული უზრუნველყოფის და მისი დანერგვის ფასი
უნდა იყოს გათვალისწინებული პრეტენდენტის სატენდერო წინადადებაში და
არ უნდა საჭიროებდეს ყოველთვიურ ან ყოველწლიურ ან სხვა დამატებით
გადასახადს მისი გამოყენებისათვის. ასევე პროგრამა არ უნდა
საჭიროებდეს დამატებით გადასახადსა თუ ლიცენზიას მომავალში
სადგურების ან მომხმარებლების დამატების შემთხვევაში.
- დატალოგერს უნდა მოყვებოდეს შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფა,
რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იქნება მასთან მიერთება,
მონაცემების გადმოწერა, დატალოგერის კონფიგურაცია/პროგრამირება
მომხმარებლის მოთხოვნების შესაბამისად. მომხმარებელს უნდა ჰქონდეს
საშუალება თავად შექმნას კონფიგურაციის ფაილი ან განახორციელოს
ცვლილება არსებულ კონფიგურაციის ფაილში მწარმოებლის ჩარევის
გარეშე.
- შესყიდვის ობიექტის მიწოდებისას მას უნდა ახლდეს დატალოგერის
პროგრამირების, კონფიგურაციისა და ექსპლუატაციის ინსტრუქციები,
რომელშიც დეტალურად იქნება აღწერილი როგორ ხორციელდება შემდეგი
ოპერაციები:
o დატალოგერის დეტალური კონფიგურაცია/პროგრამირება, რათა მოხდეს
კონფიგურაციის ფაილის შექმნა და ატვირთვა დატალოგერზე
o სხვადასხვა სენსორის დამატება/წაშლა და მონაცემთა მიღება
o მონაცემთა ათვლის სიხშირის მითითება
o მონაცემთა დამახსოვრების სიხშირის მითითება
o მონაცემთა გადაცემის სიხშირის კონფიგურაცია
o GSM მოდემის დამატება/გამართვა
o HTTP, FTP, SMTP, NTP სერვისების კონფიგურაცია/გამართვა და მათი საშუალებით
მონაცემთა გადაცემა
o კალკულაციის გაკეთება (მინიმალური, მაქსიმალური, საშუალო, ჯამი და
სხვა)
o განგაშის სისტემის დამატება.
პრეტენდენტი ვალდებულია განახორციელოს მეტეო სადგურიდან მიღებული
ინფორმაციის ინტეგრაცია, დამატება, ვიზუალიზაცია, საქართველოს
სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურში უკვე არსებული ავტომატური
მეტეოროლოგიური სადგურების ერთიან პროგრამულ უზრუნველყოფაში, რათა
უზრუნველყოფილ იქნეს მონაცემების ასახვა, შეგროვება, დამუშავება,
აკუმულირება და არქივირება ერთიან ბაზაში.
მოწოდებული საქონელი უნდა იყოს ახალი, ექსპლუატაციაში არ ნამყოფი.
შენიშვნა: პრეტენდენტი ვალდებულია საქონლის მიწოდებასთან ერთად
განახორციელოს ავტომატური მეტეოროლოგიური სადგურის მონტაჟი, გაშვება
და ტრეინინგი შემსყიდველის თანამშრომლებისათვის.